ყურადღება მივაქციოთ მოსეს მიერ ეგვიპტიდან ისრაელის გამოყვანას.ეს არა მხოლოდ ისტორიული ფაქტია,არამედ უდიდესი სულიერი შინაარსის შემცველი მოვლენა,რომელიცსიმბოლურად თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში მეორდება.ჩვენ ყველანი ეგვიპტის მონობაში ვიბადებით, შესაბამისად ჩვენი ქრისტესაკენ შემობრუნებამდელი პერიოდი სულიერი ეგვიპტეა,ცოდვის (ფარაონის-ეშმას) მონობაა,თუმც ყველა ჩვენგანში ცხოვრობს მოსე (სინდისი,რწმენა და შესაბამისი მოძღვრება),რომელიც გვიბიძგებს აღქთმული მიწისაკენ (სასუფევლისაკენ) სწრაფვას.როდესაც ვტოვებთ ეგვიპტეს(ძველ კაცს) და მივიწევთ ქრისტესაკენ ,,მოსეს“დახმარებით, ჩვენში თავს იჩენს მიდრეკილება ეგვიპტისაკენ (ვნებებისაკენ,რომელიც ქრისტემდე ყოფაში გაგვაჩნდა და დამონებულნი ვიყავით და სიტკბოებითაც აღვასრულებდით),მონური მდგომარეობა , რომელიც ეურჩება და ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას იმგვარადვე,როგორც უდაბნოდ მავალი ისრაელიანები ეურჩებოდნენ მოსეს.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თითოეულ ჩვენგანში არის არა მხოლოდ მოსე (ტავისუფლებისა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა), არამედ ეგვიპტის მონის,როგორც ძველი კაცის დაცემული,მონური მდგომარეობა ვნებებისა,აგრეთვე ყველა ის ნაკლოვანებანი რაც ისრაელიანებს გააჩნდათ უდაბნოში მოგზაურობისას.ისინი მისტიროდნენ ეგვიპტეში ცხოვრების წლებს “ შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში. უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!“ (გამ. 16:2-3) მათ მსგავსად ჩვენც მივტირით ძველ ე.წ ,,ტკბილ“ ვნებებს,როდესაც დამონებულნი ვიყავით მათ და მიცემული გვქონდა სრული ბატონობა ჩვენს პიროვნებაზე.თუმცა ისრაელიანებმა გამოიჩინეს რწმენა იმისა,რომ გაყოდოლნენ მოსეს , რაც გახდა ერთგვარი საფუძველი ეგვიპტის მოტოვებისა და აღთქმული მიწისაკენ წასვლის,ისევ როგორც ჩვენ გაგვაჩნია რწმენა და მისი მეშვეობით ვანებებთ თავს ვნებების მონობას და მივისწრაფვით თავისუფლებისა და ჭეშმარიტებისაკენ . როდესაც ფარაონმა გულისხმაჰყო,რომ ებრაელები საბოლოოდ განეშორნენ მას და აღარ დაბრუნდებოდნენ,მან დიდი ლაშქარი დაადევნა მათ,რომ იძულებით დაეურუნებინათ ისინი ეგვიპტეში.ასეა სულიერ ცხოვრებაშიც,როდესაც ხედავს ეშმაკი,რომ ჩვენი ნებით აღარ ვცოდავთ და აღარ ვსაზრდოობთ იმ ვნებებით,რომელთა მონებიც ვიყავით,აღძრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ ეშმაკებს და დაგვადევნებს,რათა გვაცდუნონ (რაც გამოიხატება წარსული ე.წ ,,ტკბილი“ ცოდვების ფრაგმენტებად გახსენებაში და მათი გამეორების სურვილში) თუმცა წინ კვლავაც გვეღობება დაბრკოლებების ზღვა,ისევ როგორც ისრაელიანებს მეწამული ზღვა გაუხდათ დაბრკოლებად,თუმცა ყოვლისშემძლე უფალმა მოსეს ხელით გააპო ზღვა ორად და უმტკივნეულოდ გაიყვანა ისრაელი, ხოლო მათ მიყოლილი ეგვიპტის ფარაონის ჯარი ზღვამ შთანთქა, ასევე ჩვენც , თუ მიმვმართავთ მას განკვეთს ჩვენს განსაცდელებს და გაგვიყვანს სამშვიდობოს, ხოლო ეს ვნებები და მანკიერებები ღვთის მადლის ოკეანეში დაინთქმება და განადგურდება. მოსეს დროს ბევრი ებრაელი დაიღუპა ურწმუნოების,მოუთმენლობისა და ცოდვის გამო,ასევე ჩვენც მოკლათ ჩვენში ყველა ის ვნება,რაც გაიძულებს უფლის მცნების საწინააღმდეგო საქმის ჩადენას . როდესაც დაგვეუფლება განცდა იმისა,რომ ღმერთს დავავიწყდით,დაავიწყდა ჩვენი განსაცდელები და დაგვიტევა,ნუ მოიქცევი სულმოკლედ,როგორც ამაას ისრაელანები აკეთებდნენ და ბოლოს კერპების აგებით დაასრულეს. გახსოვდეს, ეგვიპტის მიტოვების მერე რამდენჯერ შეგეწია მისი ძლიერი ხელი ,ეხლა თუ თავს დროებით მიტოვებულად გრძნობ,ესეც იმიტომ,რომ დაინახო საკუთარი უსუსურება და დაინახო მისი ძლიერება,როდესაც ,,მისი ძალი უძლურებაში სრულ იქმნების“. მაშ მოვიკრიბოთ ძალა, მოუსმინოთ მოსეს,განვაგდოთ ჩვენი ემოციური განცდები და უიმედობა,აღვივსოთ რწმენით და მოთმინებით, რათა არ დავრჩეთ აღთქმული მიწის გარეშე და ამაო არ აღმოჩნდეს ჩვენი ის მცირედი ღვაწლი , რომელიც ,,უდაბნოში“ გავწიეთ.
ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი .
Комментариев нет:
Отправить комментарий