„დრო და სივდილი მეფობენ დედამიწაზე,მაგრამ მათ მეუფეებს ნუ უწოდებ.ყოველაფერი რაც წარმავალია ქრება და უჩინარდება ნისლში,ჩაუქრობელი მხოლოდ სიყვარულის მზე არის“ ვ.სოლოვიოვი.
როდესაც წმინდა სამება ქმნის თავისუფალ ადამიანს,აქიდან გამომდინარე აუცილებლად არსებობს ცოდვით დაცემის საფრთხე.უფალმა იცის თავისი ჯვრის ღვაწლის შესახებ, რომელიც მოიაზრება სწორედ როგორც თავისუფლების ნიჭი და ღმერთის მიერ ადამიანის გამოსყიდვა. თუ ადამიანი ღმერთის მიერ არა არის გამოსყიდული, მაშინ თავისი საქციელების გამო რჯულის მიხედვით პასუხი უნდა აგოს.მაგრამ უფალს თავიდანვე მიაქვს საკუთარი თავი მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო,და ეს გვაძლევს უფლებას ჩვენ,მოვიქცეთ ისე,როგორც ვთვლით საჭიროდ მოცმეულ სიტუაციაში.უფალი გვაძლევს ჩვენ თავისუფლებას,თავის მხრივ კი ადამიანზე თავისუფლების მიცემა ნიშნავს,რომ შეიძლება მან შეცდომა დაუშვას.
თავისუფლება ღვთის დიდი საჩუქარია,არ შეიძლება მისი დასამარება.იგი ადამიანს ღვთისმსგავსად აყალიბებს.იგი აძლევს ადამიანს საშვალებას ებრძოლოს ცოდვებს და მიემთხვიოს სინანულის საიდუმლოს.
გააცნობიერო მონობა მაშინ,როდესაც ცოდვებში ხარ ეს მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია.ცოდვის თვისებაა ადამიანი მონად აქციოს,ხოლო მონური ცნობიერების მქონე ადამიანი არის რა გამუდმებულ შიშში,არ ძალუძს ებრძოლოს ცოდვებს.იგი მხოლოდ და მხოლოდ ცოდვებს გაექცევა,როგორც ავი ძაღლისგან გარბის შეშინებული ადამიანი .მაგრამ ცოდვა მუდამ წამოეწევა ასეთ ადამიანს,როგორც პუშკინის ერთ-ერთ ლექსში წერია:
,,უშედეგოდ გავრბივარ სიონის მწვერვალებისკენ
ცოდვა გაუმაძღარი უახლოვდება ჩემს ქუსლებს“
ვინ უფლობს თქვენზე?ვინ ვისი ბატონია? უკეთუ ,ჭეშმარიტად ცოდვა ბატონობს ჩვენზე და ჩვენ გვეშინია მისი ,როგორც ჩვენი ბატონისა, და ჩვენ თავს ვთვლით მის მონად,ამგვარი მდგომარეობით ვერასოდეს მივაღწევთ გავხდეთ ღვთის მონა.ცოდვა არ მოგვცემს ჩვენ სიცოცხლისა და სუნთქვის საშვალებას,ის ჩვენ გვაშინებს,როგორც ბოროტი ძაღლი აშინებს პატარა ბავშვს,ამ ბავშვსაც ეშინია სახლიდან გამოსვლა.მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიუფლოთ ცოდვაზე.
ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობა,რომელიც ადამიანს გამოაქვს დაკსვნის სახით მისი აღსარებიდან და სულიერი ცხოვრებიდან ეს არის შიში დამნაშავეობისა.უმთავრესი თავისუფლება ქრისტიანისა არის ის,რომ არ ეშინოდეს ღვთის წინაშე იყოს დამნაშავე. „იყვენით ვითარცა ჩვილნი“(მთ.18) ამბობს უფალი.ბავშვები არ ფიქრობენ რომ არიან დამნაშავენი მათი მშობლების მიმართ,მიუხედავად იმისა,რომ ხანდახან მართლაც არიან ხოლმე ისინი დამნაშავენი მათ მიმართ.მაგრამ მათ იციან,რომ როგორი სახის დანაშაულიც არ უნდა ქონდეთ ჩადენილი მშობლების მიმართ ,მაინც ეპატიებათ.ბავშვები მაინც ბავშვები არიან,მშობლები კი მშობლები და ამიტომ ბავშვებს არ ეშინიათ ცხოვრების.რათქმაუნდა შეუძლია მშობელს დააშინოს ბავშვი ისე ,რომ ეშინოდეს მისი,მაგრამ მას აღარ ეყვარება დედ-მამა.
შეიძლება გვეშინოდეს უფლისა,როგორც ჩაგრულ ბავშვს ეშინია თავისი მკაცრი მშბლების,მაგრამ ეს სავსებით არ არის მაცხოვნებელი და პირიქითაც,მომაკვდინებელია ადამიანისა.ცხოვრება საჭიროა შიშების გარეშე,რადგან უფალი გვაძლევს ჩვენ გარკვეულ შეღავათს.მან მშვენივრად იცის,რომ ჩვენ არ შეგვიძლია არ შევცოდოთ,რომ ჩვენი დაცემულობიდან გამომდინარე ამა თუ იმ გარემოებაში აუცილებლად შევცოდავთ.უფალს უყვარვართ არა იმიტომ,რომ მართალნი ვართ არამედ მხოლოდ იმიტომ ,რომ ვართ!
დეკანოზი ალექსანდრე უმინსკი:
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий