пятница, 25 ноября 2016 г.

როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი .

როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი?ჩემი აზრით შემდეგი ორი კრიტერიუმია:
1)      მღვდელი ვალდებულია,რომ თითოეული მასთან მომსვლელი მიიღორ ისე,როგორც მისი თანაბარი ღვთის წინაშე.ეს არც ფამილარობას ნიშნავს და არც მის მიერ უდიერ დამოკიდებულებას მღვდლისადმი,არამედ მხოლოდ იმაზე მეტყველებს,რომ არ შეიძლება მოძღვრის დამოკიდებულება მასთან მისვლელის მიმართ იყოს ,,ზემოდან ქვემოთ“
2)      მოძღვარი ამ შემთხვევაში მხოლოდ  კონკრეტულ პიორვნებას უნდა ესაუბრებოდეს და მას  აძლევდეს რჩევებს, პირველ რიგში მისი პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილებიდან (ანუ რა რჩევას აძლევს და რამდენას სწორად შეესაბამება ეს რჩევა მართლმადიდებლურ მოძღვრებას და ამ პიროვნების გარეგანი და შინაგან-სულიერ მდგომარეობას და არა ის თუ როგორ ხედავს ამას მოძღვარი მისი სუბიექტურ-აბსტრაქტული ხედვით ქრისტიანობაზე და ადამიანებზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,სიყვარულით და პატივისცემით პიროვნებისადმი და საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრით ,  რომ (მე მოძღვარი ვარ) ,<<მასზე აღმატებული და მნიშვნელოვანი>>, <<მაქვს მასზე უფლება>>, უაპელაციოდ და კატეგორიული სახით ვასწავლო და მოვითხოვო მისგან  რაიმეს შესრულება ან სხვა რაიმე ამათი მსგავსი.
თუ ტქვენ ესეთი ბედნიერება იპოვეთ ,დახუჭეთ თვალი მოძღვრის სხვა უძლურებებზე,თუნდაც მას თავის კერძო თვითმფრინავი გააჩნდეს და დიდი ვილა ჰქონდეს (თუმც ასეთი სწორი დამოკიდებულების მოძღვარს არ მგონია ეს ყოველივე გააჩნდეს)..
როგორ შევამოწმოთ და მივხვდეთ ამას? კითხეთ მოძღვარს ,შეიძლება თუ არა ზიარება ბრწყინვალე შვიდეულს მარხვის გარეშე?ან თქვენ თუ ხშირად ეზიარებით შეიძლება თუ არა შეამციროთ სამდღიანი მარხვა ზიარების წინ?თუ ის გიპასუხებთ ,,არა“,დაუსვით მას შემდეგი შეკითხვა: თქვენ მამაო,ყოველი ზიარების წინ მარხულობთ სამი დღით?ან მარხულობთ ბრწყინვალე შვიდეულში?თუ არა ,მაშ რატომ ითხოვთ მას სხვებისგან?ამგვარად მოიქეცი და დაელოდე რას გიპასუხებთ.....

Комментариев нет:

Отправить комментарий