вторник, 17 января 2017 г.

საშინელი სამსჯავრო

     ჭეშმარიტად საშინელია საკითხი მარადიულ ტანჯვაზე  . მაგრამ უნდა აღინიშნოს , რომ მთელი სირთულე ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ დამახინჯებულ , გამიწიერებულ ცნობიერებასა და წარმოდგენაში იმალება . სიტყვა ,,ტანჯვაში" ჩვენ ვგულისხმობთ ხორციელ  ვნებას , რომელსაც ადამიანი ამ ცხოვრებაში განიცდის  . უნდა ითქვას , რომ  ,,მარადიული ტანჯვა" სრულიად სხვა რამ არის,  ვიდრე ეს უკანასკნელი . ეს არ არის სასჯელის გარეგანი სახე , არამედ იგი არის გარდაუვალი შედეგი სულის ცოდვილი მდგომარეობისა , რომელმაც საბოლოოდ შეიყვარა ბოროტება , მისით განიმსჭვალა და აირჩია ღვთის მიღმა მყოფობა  . ეს არ არის არც ფიზიკური ტკივილი და არც სულიერი ტანჯვა  ( იგივე მიწიერი გაგებით   მ.მ) , როგორც ჩვენ გვსმენია  , არამედ სრულიად სხვა მდგომარეობა , რომელიც მარადიულ სიკვდილად იწოდება . ეს მდგომარეობა იმიტომ კი არ დაუდგება ადამიანს, რომ უფალი არ მიუტევებს მას ცოდვებს , არამედ იმიტომ რომ თავად ადამიანები საკუთარი თავისუფალი ნებით ინებებებენ ღვთის გარეშე, მის მიღმა მყოფობას .
   ღმერთმა ყოველივე გააკეთა იმისათვის ,  რომ ადამიანებს შეძლებოდათ ცხონება .მან ყველა საშუალება მისცა ადამიანს ამის განსახორციელებლად , ვინაიდან მიუხედავად მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობისა, მას არ ძალუძს ადამიანის თავისუფალი ნების უგულებელყოფა თავისი  ნების უხეშ ჩარევით, მას არ ესათნოება ძალით გახადოს ადამიანი მისი ღვთაებრივი ბუნებსი თანაზიარი . გარდაცვალების შემდეგ ჩვენთვის უცნობი პროცესით მიმდინარეობს ადამიანის საბოლოო  თვითგამორკვევა ბოროტებისა და სიკეთისაკენ სწრაფვაში  , რომელიც გაგრძელდება  ,,საშინელ სამსჯავრომდე" -  ამიტომაც ეკლესიის ლოცვები ქმედითნი არიან გარდაცვლილთა მიმართ . ხოლო ,,საშინელი სამსჯავროს" შემდეგ ,  როდესაც ადამიანის სული   მოახდენს მისი ნების  საბოლოო განსაზღვრას  და მიიდრიკება  სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ , შედეგად ამ არჩევანისა იგი განისაზღვრავს ადგილს იყოს მარადიულად უფალთან თანაზიარებაში თუ მის მიღმა, რაც ნიშნავს ბოროტების არჩევას ,  ამგვარი არჩევანის ადამიანები კი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელ  და წარმოუდგენელად საშინელ მდგომაროებაში ,  მარადიულ სიკვდილში იქნებიან . ღმერთი ყოველივეში იქნება. მთელი ყოფიერება ღვთის უხრწნელ სუფევაში დაივანებს და ყოველივე უპირობო ჰარმონიაში მოვა ,  ხოლო ის რაც უფლის მიღმა იქნება   , იარსებებს  არა როგორც სიცოცხლის მყოფობა ,  არამედ ყოფიერების( სიცოცხლის)  უარყოფა . რაც ნიშნავს კიდეც მარადიულ სიკვდილს .




დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .

თარგმანი : მიქაელ მთაწმინდელი .