-,, გერონდა, იესუს
ლოცვა ( უფალო იესუ ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი) სრულად უნდა წარმოითქვას
?
- არა, ეს ძალიან დამქანცველია . საკმარისია ხუთი
სიტყვა : ,,უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე’’. თუ სულის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა
გაქვს და ღვთის მადლი მოგიხილავს შეგიძლია ესეც შეამოკლო და თქვა :,, ჩემო იესო, შემიწყალე
მე’’ ან ,, უტკბესო იესო, შემიწყალე მე’’. შესაძლოა მიაღწევ შთაგონების სისრულეს და
მაშინ მხოლოდ მის სახელს წარმოთქვამ :,, იესო, იესო..“ და თუ ღირს გაგხდის ღმერთი კიდევ
უფრო მაღალი მდგომარეობისა,მაშინ იქნები მღვიძარებაში
, როგორც ექსტაზში, ვინაიდან მადლის სიჭარბე ასე მოქმედებს .
- და როგორი განწყობით
უნდა ვლოცულობდეთ?
როგორი განწყობითაც
არის სული, ილოცეთ იმ განწყობით .განიცდი სიხარულს?-მაშინ ილოცე სიხარულით. განიცდი
სინანულს?-მაშინ ილოცე სინანულით .
და თუ სულს არანაირი
განწყობა არ აქვს და გონებაც ვერ ახერხებს მოკრებას ლოცვისათვის ?
გონებას ყოველთვის ასე ემართება . ის განიბნევა
. ჩვენი სამუშაო კი სწორედაც იმაში მდგომარეობს , რომ იგი დავაბრუნოთ თავის ადგილას
. თავიდან ლოცვას ჩურჩულით ვიწყებთ ან ხმამაღლა ვამბობთ , სანამ გონება არ მოიკრიბება
და არ დაიწყებს სიტყვებზე ყურადღების გამახვილებას, ანუ არ გაჰყვება სიტყვებს , ხოლო
ამის შემდგომ ჩვენ უკვე ვლოცულობთ გონებით, ყოველგვარი სიტყვისა და ჩურჩულის გარეშე
. ასეა თუ ისე, გამოცდილება ყველას განსწავლის . რაც შეეხება განწყობას , თუ ის არ
გვაქვს , ჩვენ მას თავად ვქმნით შემდეგნაირად . აზრობრივად წარმოვიდგენთ სულიერ სურათს
, რომელსაც შეუძლია ჩვენს სულს შეეხოს და შესაბამის მოძრაობაში მოიყვანოს ,- მაგალითად
წარმოვიდგენთ ჯვარცმულ ქრისტეს . ასეთუ სულიერი სურათი გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ იმას
, თუ როგორი ტაჯვა და წამება განიცადა განკაცებულმა ღმერთმა ჩვენს გამო...
,, მე - ამბობდა გერონტა ეფრემი , - ძალიან ხშირად წარმოვიდგენ ასეთ სურათს : თითქოს მეორედ მოსვლა დადგა და ქრისტე თავის წმინდანებთან
ერთად განმეშორება , მე კი ვრჩები მასგან განშორებული საუკუნოდ . და მაშინ შვილო ჩემო
როგორ ფიქრობ, განა არ წარმოიშვება გულში შესაბამისი ლოცვითი განწყობა ? გულიდან ამოდის ღაღადის სიტყვები : ,, ქრისტე ჩემო
, მიშველე და გადამარჩინე“, ხოლო ცრემლები მდინარეებად მოედინებიან ‘’.
და როგორ გავიგებთ
გერონტა ჩვენ იმას, ლოცვა გამოგვივიდა თუ არა ?
პირველი , რაც
ნამდვილი ლოცვისას წარმოიშვება-არის სიხარული . გაქვს ღვთის შვილობის განცდა , რასაც
მოსდევს ცრემლები .ცრემლებს მოსდევს ლმობიერება და გსურს მთელი სულიერი თუ უსულო სამყარო
ჩაიხუტო გულში .ყველა ადამიანი ანგელოზად გეჩვენება . ამაოდ როდი ბრძანებს პავლე მოციქული
: ,, 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული,
მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.“(გალატ.5;
22-23)
ესეიგი , უნდა
ვილოცოთ ჩვენს მიერვე იმპროვიზირებული ლოცვითი პრაკტიკით ?
- მე ხშირად მივმართავ ამ ხერხს . იმპროვიზირებული
ლოცვა , ისევ როგორც სულიერი სურათები და თეორიები, რომელზედაც ჩვენ უკვე ზემოთ ვისაუბრეთ,
ასევე ტროპარებიდა ფლსამუნები - ძალიან ეხმარებიან სულს მიაღწიონ ,,მდგომარეობას
‘’. სხვა დროს ჩვენ არ ვსაჭიროებთ ხოლმე ამ ინსტრუმენტების გამოყენებას, რადგან ვახერხებთ
გონების მოკრებას და მთელი გრძნობით იესოს ლოცვის წარმოთქმას. არის ისეთი მომენტებიც,
როდესაც ვართ გარკვეულ ასე ვთქვათ სულიერ
,,მდგომარეობაში’’ და სული ითხოვს ლოცვაში კიდევ უფრო ჩაღრმავებას , რომლის დროსაც
მას ავტომატურად ეძლევა რა სულიერი ნიშნები
, სურს იმპროვიზირება . დაე მიეცით სულს ნება ,დაიკმაყოფილოს წყურვილის განცდა მისთვის
სასურველი წყაროდან .
- გონიერ ლოცვაში წარმატებისათვის , საჭიროა თუ არა
ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის პრაქტიკის გამოყენება ?
- არა , შესაძლოა
მხოლოდ ლოცვის დასაწყისში იყოს გამოყენებული
. გონიერი ლოცვა - ეს მადლის ენერგიაა და ღმერთმა ინებოსც , რომ ყველა ლოცვის მსწავლელს
ქონდეს მიმადლებული ის .როდესაც სული მზად არის , მაშინ ის ღმერთს აჰყავს გონიერი ლოცვის
სრულყოფილების საფეხურზე . ხოლო მანამდე აუცილებელია , რომ მორჩილებასა და ლოცვაში გულმოდგინება გამოვიჩინოთ .
ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა სრულიადაც არ არის აუცილებელი
იმისათვის , რომ ლოცვა , მეორეხარისხოვან ელემენტებს შეერთვას .უფრო მეტიც , ლოცვა
საერთოდ არ უნდა ემთხვეოდეს გულისცემას .გულის მდებარეობის ადგილს - კი , მაგრამ არა
საკუთრივ გულისცემას .
- შესაძლოა , რომ ლოცვა შედგეს მორჩილების გარეშე
?
- გიპასუხებ ამაზე.იყო
ერთი მორჩილი, რომელიც ძალიან მოშურნე იყო მორჩილებაში , მაგრამ ლოცვაში მშრალი და
წარუმატებელი იყო .
იყო ასევე მეორეც
, რომელიც ლოცვაში წარემატებოდა და მრავალი ცრემლიც სდიოდა ლმობიერებისაგან , ხოლო
მორჩილება არ გააჩნდა . ამ ორი მორჩილი მოძღვარი ამის გამო გაოცებაში იყო მოსული ,
ერთ დღესაც გადაწყვიტა თავის მოძღვართან წასულიყო და რჩევა ეკითხა . ბრძენმა მოძღვარმა
ამ ორი მორჩილის მოძღვარს ( ანუ თავის სულიერ შვილს) მისცა ასეთი რჩევა : მოეთხმინა
ცოტა ხანს და დაკვირვებოდა იმას, თუ შედეგად
როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი . და მართლაც , სულ ცოტახნის შემდგომ , სამაგალითო მორჩილმა
ნელნელა დაიწყო ლოცვის მადლმოსილების განცდა, ლოცვისას ცრემლად იღვრებოდა და დიდ სიხარულს
განიცდიდა , ხოლო ის მეორე , რომელსაც მორჩილება არ გააჩნდა დაკარგა ნელნელა ლოცვის ის მადლი, რაც გააჩნდა და
დარჩა შინაგანად ცარიელი .
- გერონტა , რამდენ ხანს არის შესაძლებელი, ლოცვითი
მდგომარეობის შენარჩუნება ?
- მე სამი საათის განმავლობაში მინარჩუნდება ლოცვითი
( მადლის განცდის) მდგომარეობა. შემდეგ ნელნელა სუსტდება ეს მდგომარეობა , ამიტომ მე
ვაგრძელებ ლოცვას მშვიდად და მსუბუქად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე . ხანდახან
ფსალმუნს ვგალობ, ხან ტროპას ,ხანაც კი ჩემს დაწერილ ლოცვებს .ამის შემდეგ ვკითხულობ
წიგნს , ხოლო შემდეგ ვისვენებ გამთენიამდე . ჩემს მოწაფეებს ტაძარში ვუშვებ ლოცვისთვის,
მე კი კელიაში ვრჩები და მსახურებას სკვნილზე აღვასრულებ . ეს ჩვევა მრავალწლიანი ვარჯიშის
შედეგად გამოვიმუშავე . ადამიანი სანამ ცოცხალია , უნდა იბრძოლოს ბოლო წუთამდე . და
პირველი ვისზეც მან უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლის ველზე ადამიანმა, ეს არის - საკუთარი
თავი . პირველი და მთავარი მტერი ადამიანისა არის
არა ეშმაკი , არამედ თავად ადამიანი .და ეს იმიტომ, რომ ის არ უსმენს და არ
ემორჩილება სხვას : იგი უჯერებს მხოლოდ იმას, რასაც მისი გულისთქმა ეუბნება, და ამას
აკეთებს მაშინ, როდესაც ჩვენს ეკელსიას უამრავი წმ. მამა და მასწავლებელი ჰყავს , რომლებსაც შეგვიძლია რომ მივბაძოთ , ვიკითხოთ
მათი შრომები და გავიწვრთნათ სათნოებებში , თუმცა როგორც ვთქვი , ჩვენი ,,ეგო“ უმეტეს
შემთხვევაში გვიმორჩილებს .
როდესაც ადამიანი
თავის თავზე იმარჯვებს , მაშის ის დიდმოწამე ხდება , რომელიც ირგებს თავზე რა გამარჯვების
გვირგვინს, ამგვარად წარდგება ღვთის წინაშე (გამარჯვებულად) .
ტექსტი ამოღებულია იანის კოტზაბასის წგნიდან : ,, ტიბეტიდან წმინდა მთაზე - მამა პაისისთან".
თარგმანის ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი .