აკრძალვების
მყუდრო სისტემა .
ააგო აკრაძლვათა რაიმე სისტემა ადვილია მისთვისაც ვინც მას ააშენებს და და მათთვისაც ვისთვისაც
აშენებენ . მაგრამ ეს მანკიერი დამოკიდებულებაა
და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან .
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმადიდებლობა არ
არის აკრძალვათა სისტემის რელიგია , თუმცა
ამის გააზრება მრავალ ადამიანს არ ძალუძს და მათ ცნობიერებაში ის მაინც ამგვარ სისტემად
რჩება . ეს აკრძალვები მათში სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდასა და შეგრძნებას
იწვევს . სწორედ ამის გამო იქმნება ცრუ შთაბეჭდილება იმისა, რომ თითქოს მართლმადიდებლობა მხოლოდ აკრძალვებს ეფუძნება.
მეორეს მხრივ აკრძალვათა სისტემა ქრისტიანობისათვის სრულიად უცხო
არ არის . უბრალოდ მას თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა არც მთავარი .
პრიორიტეტები ქრისტიანულ მსოფხედველობაში - რწმენა და სიყვარულია . და თუ ადამიანი მუდამ ამ
პრიორიტეტებიდან გამოდის , მას უყალიობდება გარკვეული სისტემა აკრძალვებისა,
თუმცა სრულიად განსხვავებული სახით.
იური მიხაილოვიჩ ლოტმანს ერთი ასეთი გამოთქმა აქვს
: ,,კულტურა აკრძალვებისაგან იწყება
" . ეს ნამდვილად ასეა , თუმცა იგი არ
შენდება საზოგადოების სტაბილურობის პრიორიტეტულობაზე . კულტურა განვითარების პრიორიტეტზე
და იდიალებისაკენ სწრაფვით შენდება . ხოლო
სწრაფვა ამ იდეალებისაკენ არ უარყოფს აკრძალვებს, თუმცა ეს სხვაგვარად გასააზრებელი
და მისაღები აკრძალვებია .
პირქუში ( ბნელი) მართლმადიდებლება ?
ქრისტიანობის არსი
ქრისტიანული საზოგადოების ცხოვრებაში გამოიხატება არა ამა თუ იმ ორგანიზაციულ
მეთოდებში , რომლებიც შეიძლება იყონ პოპულარულნი ან თვისობრივნი . ქრისტიანობაზე მსჯელობა
ქრისტესა და მისი სახარების ( ახალი აღთქმის) მიხედვით ეგების . მეორე შემთხვევაში
, წმინდანთა ცხოვრების მიხედვით , რომელნიც თავიანთი ცხოვრებით ქრისტეში განდიდნენ და მოგვცეს მაგალითი იმისა, თუ რა არის
ნამდვილი ქრისტიანობა .
და თუ მათ დავაკვირდებით , ეს ადამიანები სრულიად თავისუფალნი
არიან - იმდენად, რამდენადაც ზოგადად ადამიანს
ძალუძს იყოს თავისუფალი . აბსოლიტურად თავისუფალი მხოლოდ უფალია . (თუმცა განღმრთობის
პროცესში ადამიანს ძალუძს ქრისტეს მადლით მარადიულად ეზიარებოდეს თავისუფლების აღმატებულ
ხარისხს. მ.მ )
მე ვფიქრობ, რომ პირველქრისტიანთა პერიოდში პრობლემა
პირქუში და ყოვლისუარმყოფელი ქრისტიანობისა არარსებობდა .
როდესაც ადამიანი ქრისტეს იძენს და აფასებს
ამ საჩუქარს , რომელიც
უფლისაგან მიეცა რწმენის პასუხად , მას არ
შეუძლია იყოს ბნელი და პირქუში .ამგვარადვე მისი სინანული ვერ იქნება პირქუში , ვინაიდან
ეს უკლანასკნელი (სინანული. მ.მ) სასოებით არის განპირობებული .
ადამიანს შეუძლია იყოს პირქუში (ბნელი) ან მაშინ როდესაც
ის სასოწარკვეთილებაშია და უბრალოდ არ სწამს ცოდვების დაძლევის , ან მაშინ როდესაც ყოველივესაგან
დაიღალა და მისი თავის წინაშე ეშინია ამის აღიარების . ან როდესაც იგი იმგვარი რამისკენ
იხრება , რომელიც შეუთავსებელია მაცხოვნებელ
გზასთან - ხოლო მას ეს ძალიან სურს , თუმცა აკრძალულია და აი ის განიცდის ამ შინაგან
აკრძალვას , იტანჯება და ვერ ხვდება იმას, რომ საკუთარი თავისადმი რაიმე არასასარგებლოს
აკრძალვით და ზომიერი თვითშეზღუდვით იგი თავისთავში ნამდვილ და ახალ ცხოვრებას იძენს ( აღმოაჩენს)
.
ამ მსხვერპლის
გაღება შეუდარებელად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რასაც ადამიანი მისით იძენს . თუ დასახული გვაქვს მიზანი , რისთვისაც მსხვერპლი შეიწირება , სიხარული და ამ მიზნის ნათელი მის სახეზე იქნება
, თვით იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი ასრულება რთულად მიიღწევა . თუნდაც მძიმე იყოს ჩვენი
ჯვარი , არაუშავს , ვინაიდან ადამიანი რაც
უფრო მომთმენია საკუთარი ჯვრისტვირთვაში ,
იგი მეტად განათლებული და წმინდაა.
მთასვლელი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე :
სხვა საქმეა ,
როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში შესაძლოა იყოს მომენტები, როდესაც
ჩვენ მწუხარებით ვიძლევით და განსაცდელებით განვიცდებით . ეს ყოველივე შესაძლოა გრძელდებოდეს
არა წამები და წუთები , არამედ დიდი ხნის განმავლობაში . მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს
ცოხვრებისეული ნორმა და ასკეტიზმის ბეჭედი . ჩვენი ასკეტიზმი - ნათელია ,
იგი არ არის ხელოვნურად სხივმფენი ,
არამედ მხურვალეა განსაკუთრებული სინათლით .
მახსენდება ჯერ კიდევ სემინარიაში ერთი ჩემი პედაგოგი
- მღვდელმონაზონი თეოდოსი. გარეგნულად იგი
ჩვეულებრივი ადამიანი იყო , თუმცა როდესაც მას კორიდორის ბოლოში ვხედავდი ( მიუხედავად
იმისა , რომ ის შემოსილი იყო როგორც ჩვეულებრივი
მღვდელი არა კუნკულ-ბარტყულით , არამედ სკუფიით), ვხვდებოდი : აი მონაზონი მოდის . არა იმიტომ, რომ მისი სახე
განსაკუთრებული სიმახვილით ან პირიქით პირქუშობით გამოირჩეოდა ( თუმცა მე მისი პირქუში
სახე არასოდეს მინახავს და მისი ღიმილიც ერტი ორჯერ მახსენდება)არამედ იმით , მის სახეზე
არეკლილი ნათლიდან ჩანდა . იგრძნობოდა , რომ
ადამიანი საკმაოდ მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა და აკრძალვებსაც ქონდათ ადგილი მის ცხოვრებაში
, მაგრამ ეს არ არის მთავარი . აკრძალვები მისთვის საშუალება და საყრდენი ინსტრუმენტებს
წარმოადგენდნენ , რომელთაც იგი მარჯვედ იყენებდა მიზნის ( უფალთან ცოცხალი ურთიერთობის.
მ.მ ) მისაღწევად.
ისე როგორც მაგალითად მთასვლელი - იგიც ამგვარად მძიმე აღჭურვილობით მიცოცავს ზევითკენ
, თუმცა ეს აღჭურვილობა უზრუნველყოფს მის გზის სტაბილურობას და იმედს. ეს მისთვის მხოლოდ
საშუალებაა , რომ მიზანს მიუახლოვდეს .
თავისუფლების ჩახშობა დაუშვებელია .
როგორც წესი ,
ჩვენ თავისუფლებაზე ადამიანის უფლებებზე თანამედროვე წარმოდგენების კონტექსტში ვსაუბრობთ
- ანუ პოლიტიკურ ფორმატში .მაგრამ ამგვარი წარმოდგენა უმრავლეს შემთხვევაში ( არა სრულად,
თუმცა მაინც) მოწყვეტილია იმ წარმოდგენებს ,
რომელიც სამყაროს ქრისტიანობამ მოუტანა .
რას ეფუძნება ქრისტიანული სწავლება ადამიანზე
- ქრისტიანულ ანთროპოლოგია? იმას ,
რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად , აი როგორც ღირსი მამა იოანდე
დამასკელი განმარტავს , რა განსხვავებაა ხატებასა
და მსგავსებაში : « გამოთქმა ,,ხატად" გონიერს და თავისუფალი ნებით დასაჩუქრებულს
, ხოლო გამოთქმა ,,მსგავსად" ნიშნავს სათნოებებით მიმსგავსებას , რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანის მიერ». ანუ
გონება თანახმად ქრისტიანული ანთროპოლოგიისა
- თავისუფლების აუცილებელი პირობაა
.
თავისუფლება -
ეს არ არის მხოლოდ საშუალება იმისათვის , რომ გაერკვე მარადიულობაში , იგი არამხოლოდ ღვთის ხატის თვისებაა ,რომელიც თვისობრივია
ღვთისმგავსი ადამიანის ბუნებისათვის , არამედ
ეს ფუნდამენტური მოცემულობა და უნარ თვისებაა პიროვნებისა , როგორც სხვა ყველა თვისების
შემომკრები და განმაპირობებელი ღვთისმსგავსების საქმეში .მხოლოდ თავისუფალ ადამიანს
ძალუძს მიეახლოს უფალს და შეუერთდეს მას .მხოლოდ თავისუფლებით არის შესაძლებელი სულიერი
და ზნეობრივი ფერიცვალება და მიმსგავსება ზეციერი მამისადმი .
თავისუფლება -
არსებითი თისებაა ადამიანის სულისა , რომელიც წმინდა თეოფანე დაყუდებულის თქმით
: ,, ღვთისაგან გამომავალი ძალაა ,რომელიც
ცნობს უფალს , ეძებს მას და მხოლოდ მასში ჰპოვებს
განსვენებას" შესაძლებელია ის ( თავისუფლება) წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით
,, შეიძლება შეასუსტო გარკვეულ დონემდე , შესაძლოა
მრუდედ განმარტო მისი საჭიროვება , მაგრამ
მისი სრულად ჩახშობა დაუშვებელია" და
შემდეგ იგი განაგრძობს : ,ადამიანი მუდამ თავისუფალია . თავისუფლება მას მიცემული აქვს თვითშეგნებასთან
ერთად და ამ უკანასკნელთან ერთად იგი შეადგენს სულის არსებას და ადმიანურ ნორმას. ჩააქრეთ
ადამიანში თვითშეგნება და თავისუფლება , და
ამით თქვენ მის სულს დააბნელებთ , რისი ძალითაც ადამიანი არაადამიანად გადაიქცევა"
აი ნამდვილი მართლმადიდებლობა . სხვა ყოველივე კი ადამიანური
გამოგონებებია!...
დეკანოზი: იგორ
პრეკუპი . ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის
(მოსკოვის საპატრიარქო ) მღვდელმსახური .