понедельник, 12 декабря 2016 г.

რას გვიკრძალავს მარლმადიდებლობა ?

აკრძალვების  მყუდრო  სისტემა .
ააგო აკრაძლვათა რაიმე სისტემა ადვილია  მისთვისაც ვინც მას ააშენებს და და მათთვისაც ვისთვისაც  აშენებენ . მაგრამ ეს მანკიერი დამოკიდებულებაა და არაფერი აქვს  საერთო  ქრისტიანობასთან .
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმადიდებლობა არ არის აკრძალვათა სისტემის რელიგია ,  თუმცა ამის გააზრება მრავალ ადამიანს არ ძალუძს და მათ ცნობიერებაში ის მაინც ამგვარ სისტემად რჩება . ეს აკრძალვები მათში სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდასა და შეგრძნებას იწვევს . სწორედ ამის გამო იქმნება ცრუ შთაბეჭდილება იმისა, რომ  თითქოს მართლმადიდებლობა მხოლოდ აკრძალვებს ეფუძნება.
 მეორეს მხრივ  აკრძალვათა სისტემა ქრისტიანობისათვის სრულიად უცხო არ არის . უბრალოდ მას თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა არც  მთავარი .
პრიორიტეტები ქრისტიანულ მსოფხედველობაში -  რწმენა და სიყვარულია . და თუ ადამიანი მუდამ ამ პრიორიტეტებიდან გამოდის  ,  მას უყალიობდება გარკვეული სისტემა აკრძალვებისა, თუმცა სრულიად განსხვავებული სახით.
იური მიხაილოვიჩ ლოტმანს ერთი ასეთი გამოთქმა აქვს :  ,,კულტურა აკრძალვებისაგან იწყება " . ეს ნამდვილად ასეა ,  თუმცა იგი არ შენდება საზოგადოების სტაბილურობის პრიორიტეტულობაზე . კულტურა განვითარების პრიორიტეტზე და იდიალებისაკენ სწრაფვით  შენდება . ხოლო სწრაფვა ამ იდეალებისაკენ არ უარყოფს აკრძალვებს, თუმცა ეს სხვაგვარად გასააზრებელი და მისაღები აკრძალვებია .
პირქუში ( ბნელი)  მართლმადიდებლება   ?
ქრისტიანობის არსი  ქრისტიანული საზოგადოების ცხოვრებაში გამოიხატება არა ამა თუ იმ ორგანიზაციულ მეთოდებში , რომლებიც შეიძლება იყონ პოპულარულნი ან თვისობრივნი . ქრისტიანობაზე მსჯელობა ქრისტესა და მისი სახარების ( ახალი აღთქმის) მიხედვით ეგების . მეორე შემთხვევაში ,  წმინდანთა ცხოვრების მიხედვით  , რომელნიც თავიანთი ცხოვრებით ქრისტეში  განდიდნენ და მოგვცეს მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი ქრისტიანობა .
და თუ მათ დავაკვირდებით , ეს ადამიანები სრულიად თავისუფალნი არიან -  იმდენად, რამდენადაც ზოგადად ადამიანს ძალუძს იყოს თავისუფალი . აბსოლიტურად თავისუფალი მხოლოდ უფალია . (თუმცა განღმრთობის პროცესში ადამიანს ძალუძს ქრისტეს მადლით მარადიულად ეზიარებოდეს თავისუფლების აღმატებულ ხარისხს. მ.მ )
მე ვფიქრობ, რომ პირველქრისტიანთა პერიოდში პრობლემა პირქუში და ყოვლისუარმყოფელი ქრისტიანობისა არარსებობდა .
როდესაც ადამიანი ქრისტეს იძენს და აფასებს  ამ საჩუქარს , რომელიც უფლისაგან მიეცა რწმენის პასუხად ,  მას არ შეუძლია იყოს ბნელი და პირქუში .ამგვარადვე მისი სინანული ვერ იქნება პირქუში , ვინაიდან ეს უკლანასკნელი (სინანული. მ.მ) სასოებით არის განპირობებული .
ადამიანს შეუძლია იყოს პირქუში (ბნელი) ან მაშინ როდესაც ის სასოწარკვეთილებაშია და უბრალოდ არ სწამს  ცოდვების დაძლევის , ან მაშინ როდესაც ყოველივესაგან დაიღალა და მისი თავის წინაშე ეშინია ამის აღიარების . ან როდესაც იგი იმგვარი რამისკენ იხრება ,  რომელიც შეუთავსებელია მაცხოვნებელ გზასთან - ხოლო მას ეს ძალიან სურს , თუმცა აკრძალულია და აი ის განიცდის ამ შინაგან აკრძალვას ,  იტანჯება და ვერ ხვდება  იმას, რომ საკუთარი თავისადმი რაიმე არასასარგებლოს აკრძალვით და ზომიერი თვითშეზღუდვით  იგი  თავისთავში ნამდვილ და ახალ ცხოვრებას იძენს ( აღმოაჩენს) .
ამ  მსხვერპლის გაღება  შეუდარებელად უმნიშვნელოა  იმასთან შედარებით რასაც ადამიანი მისით იძენს  . თუ დასახული გვაქვს მიზანი ,  რისთვისაც მსხვერპლი შეიწირება ,  სიხარული და ამ მიზნის ნათელი მის სახეზე იქნება , თვით იმ  შემთხვევაშიც კი თუ მისი  ასრულება რთულად მიიღწევა . თუნდაც მძიმე იყოს ჩვენი ჯვარი ,  არაუშავს , ვინაიდან ადამიანი რაც უფრო მომთმენია საკუთარი ჯვრისტვირთვაში ,  იგი მეტად განათლებული და წმინდაა.
მთასვლელი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე :
სხვა საქმეა ,  როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში შესაძლოა იყოს მომენტები, როდესაც ჩვენ მწუხარებით ვიძლევით და განსაცდელებით განვიცდებით . ეს ყოველივე შესაძლოა გრძელდებოდეს არა წამები და წუთები , არამედ დიდი ხნის განმავლობაში . მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ცოხვრებისეული ნორმა და ასკეტიზმის ბეჭედი . ჩვენი ასკეტიზმი -  ნათელია ,  იგი არ არის ხელოვნურად სხივმფენი ,  არამედ მხურვალეა განსაკუთრებული სინათლით .
მახსენდება ჯერ კიდევ სემინარიაში ერთი ჩემი პედაგოგი -  მღვდელმონაზონი თეოდოსი. გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო , თუმცა როდესაც მას კორიდორის ბოლოში ვხედავდი ( მიუხედავად იმისა ,  რომ ის შემოსილი იყო როგორც ჩვეულებრივი მღვდელი არა კუნკულ-ბარტყულით , არამედ სკუფიით), ვხვდებოდი :  აი მონაზონი მოდის . არა იმიტომ, რომ მისი სახე განსაკუთრებული სიმახვილით ან პირიქით პირქუშობით გამოირჩეოდა ( თუმცა მე მისი პირქუში სახე არასოდეს მინახავს და მისი ღიმილიც ერტი ორჯერ მახსენდება)არამედ იმით  ,  მის სახეზე არეკლილი ნათლიდან ჩანდა .  იგრძნობოდა , რომ ადამიანი საკმაოდ მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა და აკრძალვებსაც ქონდათ ადგილი მის ცხოვრებაში , მაგრამ ეს არ არის მთავარი . აკრძალვები მისთვის საშუალება და საყრდენი ინსტრუმენტებს წარმოადგენდნენ , რომელთაც იგი მარჯვედ იყენებდა მიზნის ( უფალთან ცოცხალი ურთიერთობის. მ.მ ) მისაღწევად.
ისე როგორც მაგალითად მთასვლელი -  იგიც ამგვარად მძიმე აღჭურვილობით მიცოცავს ზევითკენ , თუმცა ეს აღჭურვილობა უზრუნველყოფს მის გზის სტაბილურობას და იმედს. ეს მისთვის მხოლოდ საშუალებაა , რომ მიზანს მიუახლოვდეს .
თავისუფლების ჩახშობა დაუშვებელია .
როგორც წესი ,  ჩვენ თავისუფლებაზე  ადამიანის უფლებებზე  თანამედროვე წარმოდგენების კონტექსტში ვსაუბრობთ - ანუ პოლიტიკურ ფორმატში .მაგრამ ამგვარი წარმოდგენა უმრავლეს შემთხვევაში ( არა სრულად, თუმცა მაინც) მოწყვეტილია იმ წარმოდგენებს ,  რომელიც სამყაროს ქრისტიანობამ მოუტანა .
რას ეფუძნება ქრისტიანული სწავლება ადამიანზე -  ქრისტიანულ ანთროპოლოგია?  იმას ,  რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად , აი როგორც ღირსი მამა იოანდე დამასკელი განმარტავს ,  რა განსხვავებაა ხატებასა და მსგავსებაში : « გამოთქმა ,,ხატად" გონიერს და თავისუფალი ნებით დასაჩუქრებულს , ხოლო გამოთქმა ,,მსგავსად" ნიშნავს სათნოებებით მიმსგავსებას ,  რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანის მიერ». ანუ გონება თანახმად ქრისტიანული ანთროპოლოგიისა  -  თავისუფლების აუცილებელი პირობაა .
თავისუფლება -  ეს არ არის მხოლოდ  საშუალება იმისათვის  , რომ გაერკვე მარადიულობაში , იგი  არამხოლოდ ღვთის ხატის თვისებაა ,რომელიც თვისობრივია ღვთისმგავსი ადამიანის ბუნებისათვის ,  არამედ ეს ფუნდამენტური მოცემულობა და უნარ თვისებაა პიროვნებისა , როგორც სხვა ყველა თვისების შემომკრები და განმაპირობებელი ღვთისმსგავსების საქმეში .მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს მიეახლოს უფალს და შეუერთდეს მას .მხოლოდ თავისუფლებით არის შესაძლებელი სულიერი და ზნეობრივი ფერიცვალება და მიმსგავსება ზეციერი მამისადმი .
თავისუფლება -  არსებითი თისებაა ადამიანის სულისა , რომელიც წმინდა თეოფანე დაყუდებულის თქმით : ,,  ღვთისაგან გამომავალი ძალაა ,რომელიც ცნობს უფალს ,  ეძებს მას და მხოლოდ მასში ჰპოვებს განსვენებას" შესაძლებელია ის ( თავისუფლება) წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით ,,  შეიძლება შეასუსტო გარკვეულ დონემდე  ,  შესაძლოა მრუდედ განმარტო მისი საჭიროვება ,  მაგრამ მისი სრულად ჩახშობა დაუშვებელია"  და შემდეგ იგი განაგრძობს : ,ადამიანი მუდამ თავისუფალია .  თავისუფლება მას მიცემული აქვს თვითშეგნებასთან ერთად და ამ უკანასკნელთან ერთად იგი შეადგენს სულის არსებას და ადმიანურ ნორმას. ჩააქრეთ ადამიანში თვითშეგნება და თავისუფლება ,  და ამით თქვენ მის სულს დააბნელებთ , რისი ძალითაც  ადამიანი არაადამიანად გადაიქცევა"
აი  ნამდვილი მართლმადიდებლობა . სხვა ყოველივე კი ადამიანური გამოგონებებია!...

დეკანოზი:  იგორ პრეკუპი . ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  (მოსკოვის საპატრიარქო ) მღვდელმსახური .

თარგმანი :  მიქაელ მთაწმინდელი .

Комментариев нет:

Отправить комментарий