пятница, 25 ноября 2016 г.

აღსარების შესახებ

,არ არის უსამართლობა ღმერთთან,იგი არ დატოვებს შეუსრულებელს იმას,რაც მან საკუთარ თავზე აიღო შესასრულებლად,მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება,როდესაც ჩვენ შევასრულებთ იმას,რაც ჩვენი შესასრულებელია „ ღირსი მაკარი ეგვიპტელი.
თუ გასაგებია,რომ აღსარება არ არის მღვდელთან საუბარი,არამედ მისვლა უფალთან,თავად აღმსარებლის მიერ ეს აღქმული  უნდა იქნას არა როგორც ნუგეშის და რჩევის  მიღება მღვდლისგან,თუნდაც ეს რჩევა კარგი და ბრძნული იყოს,არამედ უპირველეს ყოვლისა როგორც  მიახლება  ქრისტესთან პიროვნული სულიერი ღვაწლის მეშვეობით.როგორც წმინდა მამები გვასწავლიან ,ღმერთი გვშველის და შეგვეწევა ჩვენ,მაგრამ არა ჩვენს გარეშე.
ცხადია,რომ აღსარების საიდუმლო შეიძლება აღესრულოს სხვადასხვა სახით გამომდინარე გარემოებიდან და ადამიანის მდგომარეობიდან.ადამიანი შეიძლება ინანიებდეს მღვდლის წინაშე,რომელსაც აქვს ოლარი და სხვა საჭირო საგნები ამ საიდუმლოსთვის(სახარება,ჯვარი და სხვ),მაგრამ ასევე საიდუმლო შესაძლებელია არ აღესრულოს ტაძარში( როგორც ეს ხდებოდა დევნის ჟამს) და ოლარის,ჯვრისა და სახარების გარესე გარეშე.თავად აღსარების საიდუმლოსათვის მხოლოდ და მხოლოდ სინანულია საჭირო და სხვა არაფერი.თუნდაც გარეგნულად ყველა ადგილზე იყოს,ცოდვილიც,მღვდელიც,ოლარიც,სახარებაც და ჯვარიც და ცოდვილის თავზე იქნას გადაფარებული ოლარი და ყველა საჭირო ლოცვაც წაკითული იქნას, საიდუმლო შეიძლება არ აღესრულოს.( ანუ გარეგნული ფორმალურ-მექანიკური არსრულება არ არის საკმრისი მისი სრულყოფილი აღსრულებისთვის).
როგორ არესრულება აღსარების საიდუმლო? როგორც ჩვენ უკვე ავრნიშნეთ,ეს ერთ-ერთი საიდუმლოა შვიდ საიდუმლოთაგან,მასში ბევრი რამ გამოუთქმელი და აღუწერელია,არსებობს მხოლოდ განსაზღვრული ფორმა,რომელიც გვაძლევს საშაშუალებას გაცნობიერებულად მივიღოთ მასში მონაწილეობა. ვინდაიდან თუ ჩვენ არ შეგვიძლია ავღწეროთ თუ როგორ შექმნა ღმერთმა სიტყვით  დედამიწა  ,ასევე  აღუწერელია თუ როგორ ხდება  აღსარების მეშვეობით  გულის განახლება.
ხშირად ადამიანი საკუთარი თავისთვის გამოძებნის ხოლმე სინანულის კომპრომისულ ვარიანტს,რომელიც შეიძლება სიტყვებით აღიწეროს და მოხდეს მისი ზუსტი ფორმულირება ,როგორც სინანულის საიდუმლოს შესაფერისი საზელმძღვანელოსი,რომელიც აგებულია კითხვა-პასუხის სისტემით.მონანული მიდის აღსარებაზე და ჩამოთვლის მის ცოდვებს,მღვდელი მას პატიობს და ადამიანი თავისუფლდება ცოდვებისგან. ასეთ შემთხვევებში აღსარების საიდუმლო ჩვეულებრივ უბრალო მოვლენად იქცევა ,რომელიც ადამიანების მხრიდან დროის გარკვეულ მომენტებში არესრულება.იწყება მარხვა,ადამიანი მიდის არსარებაზე,ეზიარება ქრისტეს წმინდა სისხლს და ხორცს..მახრვა გადის,ადამიანი აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას შემდგომ მარხვამდე,შემდომ ზიარებამდე და შემდგომ სინანულამდე.დიდად სამწუხაროა,რომ დღესდღეისობით ბევრი ადამიანის ცნობიერებაში აღსარების საიდუმლო აღიქმება როგორც ცალკე საჭიროვება,რომელიც აღესრულება მრავალგზის,როდესაც განიცდიან ამის საჭიროვებას.
აღსარება ჩვენში  დაყვანილია ,,მრავალჯერადი გამოყენების საიდუმლო“-ს დონემდე,რის გამოც  ცნობიერება ცოცხლობს აღსარებიდან აღსარებამდე.თუ ჩვენ არ გაგვიცნობიერებია,რომ აღსარება ეს არის უწყვეტი გზა ღვთისაკენ მავალი,ის გახდება წყვეტილი,მექანიკური,როცა ადამიანი არ ცხოვრობს სინანულით,მაგრამ ხანდახან აბარებს აღსარებას და ნანობს. საერთოდ არ შეიძლება გამოვყოთ სინანულის საიდუმლო თავად იმ გზისგან ,რომელსაც ადამიანი სინანულისკენ მიჰყავს.სად აღესრულება სინანულის საიდუმლო?აღსარების რომელ ეტაპზე ხდება იგი მამოძრავებელი ძალა?
ადამიაინ,რომელიც ცხოვრობს სინანულით,ყოველი აღსარება თავიდან და ახლებურად აღესრულება,არა ისე როგორც წინათ აღსრულდა,ამის გაცნობიერება ყოველთვის არ ხდება,მაგრამ ეს ასეა.და ყოველ ჯერზე იგი მოითხოვს განსაკუთრებულ პიროვნულ ღვაწლს.არა მხოლოდ ღვთის შეწევნას,არამედ ადამიანურ ღვაწლსა და ადამიანურ გადაწყვეტილებას ცოდვებთან ბრძოლაში.
ერთის მხრივ,ჩვენ ვიცით,რომ ღმერთი ყველგანმყოფია და ყველაფრის მხილველი,მისთვის განცხადებულია ადამიანის მომავალი ჯერ კიდევ თავად ადამიანის დაბადებამდე,მაგრამ მეორეს მხრივ,ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფალი არჩევანი,რომელსაც ადამიანი თავად განკარგავს და ღმერთი არანაირი სახით არ ზღუდავს ადამიანს თავის გადაწყვეტილებაში.ამის მაგალითს თავად უფალი გვაძლევს განკაცების სახით.იგი იბადება,როგორც ჩვილი,რომელსაც დედაღვთისა ხელებს და ფეხებს სახვევებით უხვევს.იგი დედამიწაზე მოდის ღმერთად და დასაწყისშივე დამოკიდებულია მის ქმედებებზე. ანუ არ არის თავისუფალი. სიტყვა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ღვთის ნუნებას,მაგრამ ის კიდევ ერთხელ შემდგომში გამოჩნდება,როდესაც ჩვენ ვხედავთ ქრისტეს პილატეს წინაშე,ხელ-ფეხ შეკრულს, თავისუფლება აღკვეთილს და ხალხშემორტყმულს.ჩვენ ვიცით,რომ ღმერთი სრულიად თავისუფალია, როდესაც პეტრე ცდილობს გეთსემანიის ბაღში დაიცვას ქრისტე ჯარისკაცებისგან იგი(იესო) პასუხობს : ,, ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც“(მათე:26,53) მას აქვს თავისუფლება და საშვალება დაიცვას საკუთარი თავი,მაგრამ იგი უქვემდებარებს საკუთარ თავს პირად ნებას,რათა ადამიანურ ნებას გაემარჯვა თუნდაც ასეთი სახით.
ამიტომ,თუ ყველა ადამიანი წინასწარმზაობაშია ცხონებისთვის,ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ცხონდება.ღვთის განგება ადამიანებთან მიმართებაში იმაში მდგომარეობს,რომ დამიანმა აღადგინოს მისი ძება ღმერთში.მაგრამ ამის აღსრულება მათთვის არის შესაძლებელი,ვინც ამისთვის იყენებს მის თავისუფალ ნებას და ვინც ცდილობს იწოდებოდეს ღვთის ძედ.და ისინი ვინც უარს ამბობენ ამ ყოველივეზე,შესაბამისად უარს ამბობენ ცხონებაზე ანუ ღმერთთთან მარადიულ თანამყოფობაზე!

თარგმანის შემსრულებელი :  მიქაელ მთაწმინდელი .

Комментариев нет:

Отправить комментарий