пятница, 25 ноября 2016 г.

რა არის მართლმადიდებლობა ?

1)      რას არის  ,,მართლმადიდებლობა“?
წმინდა წერილის წმინდამამებისეულ გაგება , სარმწუნოებრივი სწავლება და სულიერი ცხოვრება ადამიანისა.( მხოლოდ მართლმადიდებლობაშია შემორჩენილი ნამდვილი სწავლება მოციქულებისა და  ქრისტეს ჭეშმარიტი სახე.მთარგმ).
2)      ვინ გადარჩება (ცხონდება ) მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით?
ცხონდება,ანუ გაექცევა სიკვდილისშემდგომ ტანჯვას ის ვინც დაინახავს თავის ტავს სულიერი და ხორციელი ვნებების მონად, განიცდის რა ამ მდგომარეობას,იბრძვის და  და ინანიებს მტელი სულით.
3)      როგორ მივაღწიოთ საკუთარი ცოდვების დანახვას და შეგრძნებას?
აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება,  სახარებისეული მცნებებით და წმინდა მამების სწავლების შესაბამისად  იცხოვრებისა და არა მხოლოდ  საერთო ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ნორმების გარეგნულად აღსრულება . ამგვარი ცხოვრება დაგვანახებს თუ რამდენად დაზიანებულია ადამიანის ბუნება და რა შორს დგას იგი სულიერი და ზნეობრივი სრულყოფილებისაგან.
4)      რა არის სულიერი ცხოვრება?
ეს არის ცხოვრება სახარების მიხედვით .  სინანული ამ მცნებების  საქმით , აზრით და სიტყვით დარღვევისას.
5)      რატომ ამხილებს ქრისტე ფარისევლებს?
ფარისევლებმა გამორიცხეს რელიგიიდან მთავარი: ღვთის მცნებათა აღსრულება, ადამიანთა სიყვარული,სინანულის ლოცვა. რელიგიურ ცხოვრებას ისინი წარმართავდნენ  გარეგანი წესების აღსრულებისაკენ : ღვთისმსახურების ჩატარება,ლოცვების ჩაკითხვა, გადმოცემების შესრულება (დღესასწაულების აღნიშვნა და სხვა გარეგანი ქმედებები), რომლებიც ამავდროულად თვალთმაქცურად და თვითკმაყოფილებით , რომელიც  მხოლოდ ხალხთა დასანახად აღესრულებოდა. შედეგად კი ისინი ჩაცვიდნენ სიამაყეში,ამპარტავნებაში,დიდებისმოყვარეობაში და სხვა ცოდვებში რაც გახდა მიზეზი ქრისტეს ჯვარცმისა ( ვინაიდან ქრისტეს მცნებები მათი ვნებბის საწინააღმდეგო დ ამამხილებელი იყო,რაც გახდა კიდეც მიზეზი მათი მხრიდან ქრისტეს ჯვარცმისა.მთარგმ). ფარისევლები მრავლად არიან საკუთრივ ქრისტიანტა შორისაც.
6)      ვინ შეიძლება იწოდებოდეს მართლმადიდებელ ქრისტიანად?
ის ვინც გულმოდგინედ და მოშურნედ ცდილობს ქრისტეს მცნებებისა და სინდისის მიხედვით ცხოვრებას, ვინც ყურადღებით ეცნობა წმინდა მამების  შრომებს და გონიერებით ცდილობს მათ გათავისებასა და აღსრულებას.
7)ცხონდება ადამიანი კეთილი საქმეებით?
წმ. ისააკ ასური წერდა : გადარჩენას (ცხონებას) ადამიანი მიიღებს არა მისი კეთილი საქმეების გამო,არამედ  სიმდაბლისათვის,რომელნიც ამ კეთილი საქმეების შედეგად მოიპოვება.თუკი სიმდაბლე არ იქნებოდა, მაშნ კეთილი საქმეები იქნებიან უნაყოფონი და უფრო მეტიც დამღუპველნი,ვინაიდან ისინი წარმოშობენ სიამაყეს და თვითკმაყოფილებას ჩადენილი სიკეთეების შედეგად.
8. ადამიანის რომელი  შინაგანი მდგომარეობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მისი სულის გამოღვიძებაზე? რა არის მიზეზი ადამიანის სულიერი ზრდისა?
სულის გამოჯანმრთელების პირველ ნიშანი ,ეს არის უფრო და უფრო მეტად ხილვა საკუთარი ცოდვებისა (ჩვენში მცხოვრები დაცემული ადამისა.მთარგმ).და სხვათა არ განკითხვა.
9) შესაძლებელია,რომ ადამიანი საკუთარი ძალისხმევით განიწიმნდოს ვნებებისაგან და გახდეს წმინდანი?
ვნებები ეს სულიერი დაავადებანია. ამისათის საჭიროა მისი განწმენდა იმ შესაბამისი საშუალებებით, რომლებიც დიდი შრომითა და  გამოცდილებით არის მოპოვებული წმინდა მამების მიერ. ისინი ამტკიცებენ,რომ ღმერთი ამოძირკვავს ამ ვნებებს მათგან,რომლებიც გულდმოდგინებით ებრძვიან ვნებებს და შესაბამისი ზომით იძენენ სიმდაბლეს.
10) რას აძლევს ადამიანს ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება?
ვნებებისაგან განკურნებას ( შურისაგან ,თვალთმაქცობისაგან,სიამაყისაგან. სიძულვილისაგან და სხვა ვნებებისაგან.) და ღმერთთან (სიყვარულთან) ერთობას  , რაც არის ადამიანისათვის უდიდესი ნეტარება ამ ქვეყნიურ ყოფაში და ზეცაში.
11)  კათოლიციზმში ჭეშმარიტების გახმოვანება პაპს ეკუთვნის, პროტესტანტიზმში ყველა  თავად არის ჭეშმარიტების მატარებელიდა გამცხადებელიც, როგორ არის საქმე ამ მხრივ მართლმადიდებლობაში?რა არის ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაში?
წმინდა მამების თანხმობითი სწავლება სულიერი ცხოვრებასა და სარმწუნოებრივი სწავლების საკითხებზე. ვინაიდან ეს სარმწუნოებრივი ერთობა ამოწმებს არა მათ პირად აზრს ან შეხედულებას ჭეშმარიტებაზე,არამედ  სულიწმინდის მიერ მათდამი განცხადებულს,ვინაიდან სწორედ იგივე  სულიწმინდა შთააგონებდა წინასწარმეტყველებსა დ ამოციქულებს. ამიტომ წმინდა წერილის სწორი გაგება შესაძლებელია წმინდა მამების განმარტებების  მეშვეობით.
12) რა არის ვნებები  და რისგან წარმოიშვებიან ისინი?
ვნებები ეს დაავადებანია, რომლებთანაც თუ არ ვიბრძოლებთ უფრო მეტად იზრდება და ადამიანი მიყავს უფრო დიდ ტკივილამდე და ტანჯვამდე , მაგ : ( გაუმაძღრობამდე,ლოთობამდე, ეგოიზმამდე).  ეს უკანასკნელნი  წარმოიშვებიან ცოდვიანი აზრებით , სურვილებით, ფიქრებით და ამიტომ არ შეიძლება მიეცეს მას თავისუფალი გასაქანი ჩვენში.
13) რა უნდა იყოს ლოცვის დანიშნულება?
ლოცვა ადამიანის სულს ღვთის სულთან აკავშირებს .მაგრამ ეს აღესრულება მხოლოდ სწორი ლოცვის პირობებში, როდესაც ის აღესრულება ყურადღებით,მოწიწებითა და სინანულით. უყურადღებოთ ლოცვა უშედეგოა და იგი უფრო მეტად ღვთის შეურაწმყოფელია ჩვენში,ვიდრე მისი განმადიდებელი.
14) რას გვასწავლის მართლმადიდდებლობა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით?

მთავარი ამოცანა ბავშვის აღზრდაში მდოგმაროებს იმაში,რომ ასწავლო მას ბრძოლა საკუთარ ეგოიზმთან,სურვილებთან, მოთხოვნებთან და ა.შ.და მიაჩვიო იგი კეთილ ჩვევებს ადამიანებთან,ცხოველებთან და ზოგადად გარემოსამყაროსთან დამოკიდებულებაში.თუმცა შეუძლებელია მიაღწიო ამას,თუ ამ ყოველივეს მფლობელი არ ხარ თავად. ეს არა მხოლოდ სიტყვით არამედ მაგალითით უნდა ისწავლებოდეს.

ავტორი : პროფესორი , ალექსი ოსიპოვი.
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий