пятница, 25 ноября 2016 г.

კათოლიკეებთან საღვთისმეტყველო დიალოგის ანალიზი .

ჩემი მიზანია,არა ვინმეს შეურაწყოფა ან მისი რწმენის დაკნინება,არამედ ჭეშმარიტებისწარმოჩენა და მათი დახმარება,რომელნიც ვერ გარკვეულან თუ სად არის სიმართლე.. მასშემდეგ,რაც მსოფლიო ეკლესიას გამოეთიშა (გაემიჯნარომის საყდარი,მუდამ არისსაუბარი გაერთიანებაზე და ამასთან დაკავშრებით უამრავი კონფერენციები თუ შეხვედრებიდა დისპუტ-დებატები ეწყობა,არსებობს ეკუმენური მოძრაობა,რომელიც უნდაემასხურებოდეს ამ მიზანს,გაერთიანება ჭეშმარიტების საფუძველზე უნდა მოხდეს.. ამ დასხვა საკითხებზე მსჯელობს უდიდესი სულიერების მქონე პიროვნება და აგრეთვეღვთისმეტყველი და უამრავი აპოლოგეტური თუ სხვადასხვა სახის შინაარსისსაღვთისმეტყველო ნაშრომის ავტორი,ჩემთვის დიდად საყვარელი არქიმანდრიტი ეპიფანე(თეოდოროპულოსი 1930–1989) – ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთერთიყველაზე ცნობილი მქადაგებელი და აპოლოგეტი XX საუკუნეში
გვჭირდება თუ არა ეს დიალოგიმართლმადიდებლობა და კათოლიკობა
მოდით წარმოვიდგინოთრომ კათოლოკებმა ჩვენ ყველა გარეგნულ მხარეში დაგვითმეს. . .და თავისთვის მხოლოდ პაპის უცთომელობა დაიტოვეს . . .
            მაშინ მაინც თუ გახდება ჩვენთვის ცხადირომ ეს ჟესტი მთელი მისი ეფექტურობის,სანახაობრიობისა და ასევე პროფანებზე მოხდენილი ძლიერი შთაბეჭდილებებისმიუხედავადარანაირ არსებით დათმობას არ წარმოადგენს და რომ პაპიზმის ცთომილებანითვით საიდუმლოებების შესახებ მოძღვრებასთან მიმართებაშიც კი ურყევი რჩება?საიდუმლოებების აღსრულების პრაქტიკა ერთიამათ შესახებ დოგმატური სწავლება კისხვაგანა უნიატებს მართლმადიდებლური ტიპიკონები არ აქვთმაგრამ რა ხეირი აქვთგარეგნული მსგავსებიდანთუკი მათ ის  სწამთრომ  საიდუმლოებების მიერ მონიჭებულიმადლი ქმნილიაარსებითი დოგმატური განსხვავებანი საკმაოდ ღრმაა. . .
            მაგრამ საქმე ასეც რომ დარჩესზიანი მაინც არცთუ  მცირე იქნებაიმიტომ რომჩვენი წარმომადგენლები ჯერ მარტო მათი თანამონაწილეობით „საღვთისმეტყველოდიალოგში“ პაპისტებს მშვენიერ შესაძლებლობას აძლევენრომ ზემოთხსენებულითეატრალური ჟესტები აღასრულონ და დაუბრკოლებლად და იოლად იწყონ დემაგოგიაამით საშინელი ქაოსი და დიდი შფოთი  აღძრან.
            როგორ განსჯიან ჩვენი წარმომადგენლებიიმისთვისრომ დროის მოთხოვნილებებსშეეფერებოდნენ ან კიდევ „ბოროტსა შინა მდებარე სოფლისა ამის“ საყოველთაო და მქუხარეპროტესტით შეშინებულები ან „გაუთვალისწინებელი მოვლენების“ მორევისგანთავბრუდახვევის მიზეზით მაშინ ხომ არ გადადგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს უკან ანუ ხომ არდასთანმდებიან ურთიერთობას საიდუმლოებებში?
            უეჭველიარომ ადრეც აღინიშნებოდა საიდუმლოებების გაცემის შემთხვევებიროგორც კათოლიკებზეასევე სხვაგვარად მადიდებლებზე (ეს წინა საუკუნეებშიცმომხდარა). თუმცა ეს დარღვევებირაგინდ მძიმე არ იყოს (ესენი კი მართლაც მძიმეა)ამათუიმ მღვდელის ან ეპისკოპოსის ან თუნდაც ადგილობრივი ეკლესიებისმცირერიცხოვანი კრებულების ერთეული შემთხვევები იყო.
            ხოლო თუკი კათოლიკეებთან ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურიშეთანხმება მიიღწევა ასეთი ნაბიჯის გადადმის თაობაზეეს იქნება დანაშაული ეკლესიისწინააღმდეგამასთან იურიდიული ენით თუ ვიტყვითგანსაკუთრებულად მძიმედანაშაული.

რა მოხდებათუკი მართლმადიდებელი მხარე ამ დამღუპველ შეთანხებაზე წასვლასგაბედავს?

            1. კათოლიკეებიყოველ შემთხვევაშიგარეგნულად მაინცგამარჯვებას იზეიმებენდა ან იქნებიან და ან არა განწყობილნი დიალოგის გასაგრძელებლად (მოხერხებულობასმათ ვერავინ ასწავლის). მათ იციანრომ თუკი ოდესმე საიდუმლოებებში ორმხრივურთიერთობას მიაღწევენმაშინ „ერთობა“ ავტომატურად და de facto- დადგებამაშინლატინელებს რაღაში დასჭირდებათ მოლაპარაკებების გაგრძელება? (შესაძლოაჯერ კიდევადრე იმიტომაც იყო ნათქვამირომ ის საკმაოდ ხანგძლივი იქნება?)
            ჩვენ კარგად უნდა გვესმოდესრომ პაპიზმი  ძირითადად იცავს და კიდევაც დაიცავსპირველობას და უცთომელობასეს ყველაზე სუსტი და მტკივნეული ადგილიაყველაფერდანარჩენში კი (შესაძლოა filioque- ჩათვლითაცკათოლიკები დიდ მოთმინებასა დაშემწყნარებლობას იჩენენ. . .
            2. მართლმადიდებლურ ეკლესიას თავს საშინელი განსაცდელები დაატყდებაჩვენერთობის“ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გავიყოფითდაეჩვენი წარმომადგენლებინუ იფიქრებენრომ მართმადიდებლური ეკლესიის „შესაკრავად“ მსგავსი „შეთანხმებებისაკმარისი იქნებაისინი იმედგაცრუებების სიმწარეს იწვნევენ. . . მათ ფერაროფლორენციისუნიის ცრუერთობის ხელმომწერთა ხვედრი ელოდებათდაეგადახედონ ისტორიას „დათქუან გულთა შინა თვისთა“, რომ მაშინ სხვა დროებასხვა პირობები და სიტუაცია იყო.
            რათქმაუნდაეს ყველაფერი სხვა იყომაგრამ ღმერთი ხომ იგივეადა იგი თავისისამემკვიდრეოს აოხრებას არ დაუშვებსღმერთი „ზამთარს ცბიერებით კი არ ამარცხებს,არამედ ქარიშხალს ხელის ერთი აქნევით აჩერებს.“ „ იგი ჩვენამდე კრაზანებს აგზავნის“ დამათი მეშვეობით აურაცხელ მხედრობას უკუაქცევსთუკი ჩვენს წარმომადგენლებს ეკლესიის სახიფათო მორევში ჩათრევა არ სურთმაშინ დაე უკიდურესად ყურადღებიათიყვნენხიფათი დიდია და უაღრესად დიდია ისტორიული პასუხისმგებლობარომელიც მათიკისრეს.
            ისინი „კეთილი აღმსარებლობლობის“ დაცვით ისინი ან დიდებას მოიხვეჭენ ანკიდევ რწმენის საკითხებში კომპრომისზე წასვლით ქვესკნელში შთაინთქმებიანდაეყურებში ესმოდეთ  ესთერისადმი მიმართული მარდოქეის ღმრთივსულიერი სიტყვებიროცასთხოვარომ ისრაელის დასაცავად სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო: „ რადგან თუ ახლადაიდუმებსხვა მხრიდან მოვა იუდეველთა შვება და ხსნაშენი მამის სახლი კი დაიღუპება.ვინ იცისიქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?“ (ესთ. 4. 14).
            რათქმაუნდაეს იმათზე არაა ნათქვამივინც უკვე დაამტკიცარომმართლმადიდებლურად კი არ სწამსარამედ ეკუმენისტურად და ასეთისგან არაფერსადამიანურს აღარ ელიეს სხვებისთვისაა ნათქვამიდაემათ წამითაც კი ნუ დაავიწყდებათ,რომ სარჭმუნოების ჭეშმარიტება ყოველგვარ ამქვეყნიურ მიზანშეწონილობას აღემატება!
            იქ კისადაც რწმენაზეა საუბარიკომპრომისების ადგილი არ არსებობსმათგანშორსაა ყოველგვარი შიშისულმოკლეობა და ყოველგვარი სურვილი იმისარომმსხვერპლად შესწირო რწმენა ადამიანთა სათნოსაყოფელადსული წმიდა მოგვიწოდებს: „ნუ ეშიშვით ყუედრებასა კაცთასა და გიობასა მათსა ნუ იძლევით,“ (ეს 51, 7)
            ახლა როგორ, „კეთილი“ ნიშნებით დაწყებული დიალოგი უნდა შევწყვიტოთდიახ,თუკი იგი ამის შემდეგაც წმინდა კანონთა დებულებების იგნორირებით მყიფე საფუძველზეწარიმართებაარათუკი იგი დოგმატურად და კანონიკურად უზადოდ წარემართება.უპირველეს ყოვლისა კიიგი თავიდანვე საჭირო კალაპოტში უნდა მივმართოთ:პერიფერიისკენ კი არა ცენტრისკენპაპიზმის ორი ძირითადი დებულებაზე მსჯელობისკენ:პირველობასა და უცთომელობაზე. . .
            თუკი ამაში დათმობების ტენდენცია შეიმჩნევათუკი ამ ორი ცდომილების თვიდანმოცილების სურვილი იქნება გამოხატული და გამოსწორება იქნება სანქცირებულიმაშინმხიარული ნაბიჯებითა და გახარებული გულით“ წავიწევით წინდანარჩენ საკითხებსაცგანვიხილავთ და ბოლოს კი საღმრთო ევქარისტიის აღსრულების საკითხსაცრომელიცდიალოგის“ სხვა საკითხთა შორის ღვთისმეტყველების საფუძვლებს მოკლებულად პირველადგილას იქნა წამოწეული.
            ყოლგვარ ეჭვგარეშეარომ ეს შემთხვევით არ იქნა გაკეთებულიმხოლოდგულუბრყვილონი ვერ ხედავენთუ რა განზრახვით იქნა ეს საკითხი წინ დაყენებული.
            მიზანი იმათივინც განსახილველი საკითხების თანმიმდევრობას განსაზღვრავდა,საკმაოდ ნათელიამოდი საღმრთო ევქარისტიასთან დაკავშირებით შევთანხმდეთრათარაც შეიძლება მალე ვეზიაროთ საერთო ბარძიმიდანშემდეგ კი შეიძლება ჩვენ შორისარსებული დანარჩენი  განსხვავებებიც განვიხილოთგანხილვა ხომ კიდევ დიდი დროსჭირდება . . .ქვეყნიერების აღსასრულამდე.
            მაგრამ ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საღმრთოლიტურგია ერთობის მიღწევის საშუალება არფასოდეს ყოფილაის ყოველთვის რწმენაშიუკვე მიღწეულ ერთობას ამოწმებდა და აგვირგვინებდაიგი ერთობისკენ მოძრაობისსათავეში არასოდეს მდგარაარამედ ყოველთვის მისი ბედნიერი დასასრული და კეთილიბოლო იყოერთობა წმინდა ბარძიმიდან კი არ იწყებაარამედ მასში მთავრდება.
            ზვარაკი ჭამებული იმისთვის კი არ დაიკლა და იქნა შეთავაზებულირომ ამითუძღები შვილი აეძულებინათ სახლში დაბრუნებულიყოარამედ იმისთვისრომ მისი უკვეაღსრულებული დაბრუნება ეზეიმათჩვენ სახლის აშენებას სახურავიდან კი არ ვიწყებთ,არამედ საძირკვლიდან. . . თუკი ჩვენი წარმომადგენლები ცდის ჩატარებას მოისურვებენ დაპირიქით გააკეთებენმხოლოდ ერთ რამეს მიაღწევენსახლირომლის აშენებასაცუსაძირკვლოდ აპირებენგრუხუნით დაინგრევა და გასრესს მათ. . .
            მოდი შევიყვაროთ ერთობაერთობა ყველასიმოდი ამაზე ვილოცოთმოდიამისთვის ვიშრომოთმაგრამ დაე ყურადღებით ვიყოთერთობაერთობა ჭეშმარიტებაში,სიკეთეა და წმინდაავინაიდან საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი უფლის ნებასგულისხმობს „რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.“ (ინ. 11, 52). ისსიკეთე და წმინდა იმიტომაარომ ქრისტესმიერ სიყვარულს მართებულად სურს ყველასშესვლა ჭეშმარიტების წმინდა კარავში და გული შესტკივა ცთომილების თიხოვან ჭაობშიმათი ყოფნის გამოამიტომაცაა და მხოლოდ ამიტომაცაა ერთობა კეთილი და წმინდა.
            სამწუხაროა ერთობის ხილვა როგორც წმინდად მათემატიკური მიმატების.შეუძლებელია მისი ყველანაირი გზით მიღწევარათა ამგვარად ღვთისმებძოლთა ძალებისლაშქარს შედეგიანი წინააღმდეგობა გაუწიო!
            ერთობა (ვიმეორებთერთობა ჭეშმარიტებაში და არა ცთომილებაშიარ არის რაიმე,თუნდაც ყველაზე წმინდა მიზნის მიღწევის საშუალებაერთობარომელიც გზააბნეულშვილებს მამის მაცხოვნებელ მირქმამდე მიიყვანსთვითმიზანს წარმოადგენს.არითმეტიკული მიმატება ერთობის შედეგიამისი რეზულტატიარომელიც ავტომატურადდა გარდაუვლად მოდისეს შედეგი ვერავითარ შემთხვევაში  ვერ განიხილება როგორცერთობის მაიძულებელი ძალა და მიზანი.
            სულიერ ბრძოლაში რაოდენობა სათვალავში არ მიიღება. „ვითარმე იოტოს ერთმანათასები და ორმან წარიქციის ბევრები“ (მეორრჯ. 32, 30)  იმიტომ რომ „ღმერთიიბრძოლებს“. ასურელთა მეფემ წინასწარმეტყველ ელისეს მოკვლის და ამდაგვარადისრაელის ძლევის სურვილით ქალაქ დაფაიმშისადაც წინასწარმეტყველი იმყოფებოდაგაგზავნა „ჰუნეები და ეტლები და ერი ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი.“. .  „და ჰრქუა ელისენუ გეშინინრამეთუ ჩუენ თანა უმრავლესნი არიან ვიდრე მათ თანა.  დათაყუანის-სცა უფალსა ელისეილოცვიდა და თქუაუფალოგანუხვენ თუალნი ამისყრმისანირათა იხილოსდა განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა დააჰამთა იგისავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა. “ (4 ნეშთ. 6, 14–17).ცეცხლოვან ანგელოზთა დასმა გარე შემოარტყა და დაიცვა უძლური და დევნილიწინასწარმეტყველი. . .გვწამს თუ არა ეს თუ იგი ჩვენთვის ზღაპარია?
            დაბოლოსთუკი პაპისტები  ეკლესიის მსოფლიო კრებების წმინდა სარწმუნოებასდაუბრუნდებიანმაშინ მათ ხელგაშლილები და გახარებულები შევეგებებით.მაგრამ ამასქრისტიანთა ამქვეყნიური ძალების გასაძლიერებლად კი არ გავაკეთებთ ( მოდით,ბოლოსდაბოლოსნუღა დავნებდებით ქრისტეს მესამე ცთუნებას!), არამედ ქრისტესსურვილის აღსასრულებლადრომელიც ამავდროულად მისი ჭეშმარიტი მოწაფეებისსურვილიცააანუ მამის სახლის აღსავსებად.
            ხოლო თუკი კვლავ თავის ცთუნებებში დარჩებიან და შეინარჩუნებენ თავიანთერთგულებას ეშმაკის გამონაგონებისასდმი პირველობისა და უცდომელობის შესახებმაშინდაემართლმადიდებლობა დარჩეს ისეთიროგორიცააღატაკიგასისხლიანებული,მდაბალი და ამქვეყნიურად სუსტი.
            მართლმადიდებლობას ჭეშმარიტების ხელშეუხებელი განძიც ეყოფა. „დიდიაჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერიაჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანაცა მასაკურთხებსყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმეუსამართლო. . .ჭეშმარიტება კი რჩება და მძლავრობს სამარადისოდცოცხლობს დაძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე. . . მისია ძალი და მეფობახელმწიფება და სიდიადეყოველ საუკუნეთაკურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა!“ (2 ეზდრ. 4, 35–40). ამინ !

 არქიმანდრიტი : ეპიფანე თეოდოროპულოსი.

Комментариев нет:

Отправить комментарий