როდესაც ახალმოქცეული მოდის ეკლესიაში,ადრე თუ გვიან მის წინაშე დგება საკიტხი მოძღვრის არჩევისა.რათქმაუნდა ,ნებისმიერ ტაძარში შეიძლება მოინახოს კარგი და პატიოსანი მღვდელი,მაგრამ როგორ მივხვდეთ ,რომ სახელდობრ ეს მღვდელი შეიძლება იყოს ჩვენთვის შესაფერისი სულიერი მამა და მოძღვარი? როგორ ყალიბდება ურთიერთობა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის?
მე ვფიქრობ,რომ არ შეიძლება გეშინოდეს აირჩიო ,,ესა თუ ის მოძღვარი“,რადგანაც არჩევანი თანდათანობით ხდება, სულიერი ცხოვრების განმავლობაში,განსაკუთღებით პირველხანებში ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ ტაძარი,გამომდინარე იქიდან თუ რამდენად მოსახერხებელია მათთვის იქ სიარული და რამდენად ეუფლებათ მათ იმ ტაძარში ლოცვითი განყობა.ეს კი ხელს უწყობს მათ სულიერი ცხოვრების განვითარებას.
მოძღვარი განისაზღვრება,არა უბრალოდ ადამიანური სიმპათიებით ,თუმც ამასაც თავისებური გავლენა აქვს,მითუმეტეს ადამიანის არჩევისას.ჩვენ მიჩვეულნი ვართ გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი წარმოდგენებიდან გამომდინარე სილამაზეზე,განსაკუთრებით, სულიერ სილამაზეზე,განათლებულობაზე და ქცევის წესზე. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა,როდესაც ადამიანი მიდის მღვდელთან,რომელთანაც მას უადვილდება ურთიერთობა და ადვილად იხსნება მასთან აღსარებისას.
მოგვიანებით კი განისაზღვრება სულიერი გზა: თუ ,,ნეოფიტი“ ქრისტიანი გრძნობს,რომ მოძღვრის მიერ მიცემული სულიერი რჩევები,სწავლებები,და მის მიერ აღსრულებული ლოცვები წარიმართება ადამიანის სულიერი ცხოვრების სასარგებლოდ,ეს ნიშნავს,რომ არჩევანი სწორედ იქნა გაკეთებული მოძღვრის არჩევისას.აგრეთვე თუ ადამიანი გრძობს ,რომ ხდება მოძღვრის მხრდიდან მისი მანიპულაცია,ხდება გადაჭარბებული ტვირთის დადება, რაც+აღემატება მის სულიერ მდგომარეობას,ხდება მისი თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და წართმევა მე ვფიქრობ ,რომ აქ უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ჩვენს მდგომარეობაზე და არჩევანზე.
მოძღვარი არ არის გარანტია და არც აუცილებელი წინაპირობა ცხონებისა, ეს არის კარგი საშვალება,რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ცხოვრებაში და იყოს ბედნიერი იმ გარემოებით,რაც ნამდვილი მოძღვრის ყოლის შემთხვევაშია შესაძლებელი.ხდება ისეც,რომ ადამიანი არ საჭიროებს ამ ყოველივეს ,იმის გათვალისწინებით,რომ არსებობს თავად ეკლესია,არსებობს სახარება,აღესრულება საიდუმლოებანი,არიან მღვდლები,რომელნიც წარმოსთქვამენ ქადაგებებს და ამით გვასწავლიან სულიერ ცხოვრებას,არსებობს წმინდამამათა ნაშრომები,რომელშიც თითქმის ყველაფერია ნათქვამი ,გვაქვს გონება და საკუთარი თავისუფალი ნება, ეს ყოველივე კი საკმარისია ცხონებისათვის.(თუ ამის სურვილი გულწრფელად გვაქვს. მთარგმნელისგან). მოძღვარი კი რაღაც დამატებითია,მაგრამ იგი არ არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი გადარჩენისკენ სვლისა.იგი გარკვეული სახის ბონუსია,რომლითაც ეკლესია გვეხმარება.
როგორ მიხვდეს ადამიანი,მას თეთრი სამღვდელოების მოძრვარი უფრო ჭირდება თუ სამონაზვნო დასის?
ამას არ აქვს მნიშვნელობა.დამწყებისთვის მოძრვარი უფრო მეტად კატეხიზატორია და არა სულიერი წინამძღოლი.ეს არის ადამიანი,რომელიც ეხმარება მას გადადგას პირველი ნაბიჯები სულიერ ცხოვრებაში,რომელიც აძლევს მას ყველაზე მარტივ და უბრალო და საზოგადო სულიერ რჩევა-დარიგებებს.მოძღვრის მხრიდან ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო,არ ,,გადაწვას“ ახალმოსული ზედმეტი ტვირთის დადებით (რაც გამოიხატება გაუცნობიერელად დიდი ლიცვითი კანონების დანიშვნით,უამრავი მეტანიებით და უპირობო მორჩილების მოთხპვნით .მთარგმნელისგან),რომელმაც შეიძლება სულიერად გატეხოს წელში ახალმოსული.აქიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში სერიოზულ წინამძღვრობაზე საუბარი ზედმეტია.
ჩვენს გვესმის,რომ სულიერი ცხოვდების დაწყებიდან რაღაცა დროის გასვლის შემდგომ მოგვეპოვება გარკვეული სულიერი გამოცდილება,რომლის შემდგომ ნაკლებად ვსაჭიროებთ მოძღვრის განუწყვეტლივ დახმარებას.არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი,დააგროვებს რა სულიერ გამოცდილებას,თავის სულიერ პრობლემას წყვეტს დამოუკიდებლად.ეს ძალიან კარგია,იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანი მყარ სულიერ ნიადაგზე დგას,მას უკვე თავადაც შეუძლია ილოცოს,შეუძლია გაარჩიოს ღვთის ხმა ეშმაკის ხმისგან,თავისთავში ჩაღრმავებით შეუძლია გაეკრვეს,თუ რა არის მაცხოვნებელი და რა დამღუპველი.ეს ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ადამიანები გაერკვნენ რა არის ღვთის ნება, არა მხოლოდ მოძღვრის მეშვეობით ,რომელიც ერთგვარი სულიერი კომპასია,არამედ თავადაც შეეძლოთ ამის მიხვედრა. სხვა შემთხვევაში გამოდის,რომ ჩვენთან (მართლმადიდებლებთან .მთარგმნელი) სასულიერო პირების გარდა არავინ იცის და არავის შეუძლია ჩაწვდეს ღვთის ნებას,რაც თავისთავად დიდი შეცდომაა და არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლური ცხოვრების გამოცდილებასთან.
იღუმენი პეტრე მენშერინოვი.
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий