пятница, 25 ноября 2016 г.

იღუმენი პეტრე მენშჩერინოვი კლასიკური მუსიკის შესახებ.

მამა პეტრე ჩვენ გვინდოდა  თქვენთან გვესაუბრა მშვენიერებაზე,მუსიკაზე . თქვენ უკითხავთ ლექციებს ადამიანებს ,და უეჭველად გენიალურს.და აი თქვენი აზრი გენიალურობაზე ეს ნიჭია თუ ტვირთი,ჯვარი ,რომელიც რთული სატვირთია მისი მტვირთველისათვის და მისი გარშემომყოფებისათვის?
- ის  ადამიანები,რომლებიც ჩემს ყურადღებას იპყრობენ - ბახი,ჰენდელი , ჰაიდნი -  ეს ხომ თვალნათლივ ჯილდოა და თავად ეს ადამიანებიც იაზრებდნენ მას (მუსიკის ტალანტს) როგორც ღვთის ნიჭს. და ღვთისადმი მადლიერებითა და ღვთისავე სადიდებლად ასრულებდნენ მათ.შემდეგ დროდადრო რაღაცეები  შეიცვალა. აი მაგალითად: ბეთხოვენმა დიდი სიმძმედ აღიქვა  მისი გენიალურობა .თუმცა მას არ დავიწყებია   ღმერთის შესახებ .
საჭიროა საკუთარი ტალანტის განვითარებაზე შრომა? შარშან ჩვენთან ინტერვიუს მოცემისას თქვენ გვესაუბრეთ იმაზე,რომ ზოგიერთი სასულიერო პირი თავის მრევლს განაშორებენ შემოქმედებას  და მას სულისათვის არასასარგებლოდ თვლიან.
-რათქმაუნდა გააჩნია შემოქმედებასაც.მაგრამ უეჭველია,ნიჭი ადამიანს ღვთისაგან ეძლევა არა იმისათვის , რომ მან მიწაში დამარხოს იგი . მე მხედველობაში მაქვს თავდაპირველად უბოროტო ნიჭები,მაგალითად ,უტალანტობა ხლართავს ინტრიგბს, ხოლო საკუთრივ   შემოქმედებითი ტალალნტი ,აღმშენებლობითია,კრეატიულია.ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად შექმნა,გარკვეული აზრით თანამოქმედადაც.ამიტომ განვავითაროთ ამგვარი ტალანტები აუცილებელიც კი არის.
რატომ არის,რომ თანამედროვე მოზარდები გულგრილნი არიან კლასიკური მუსიკის მიმართ?
იმიტომ,რომ ისინი არ მიაჩვიეს მის (კლასიკური მუსიკის) სიყვარულს.ეს ხომ საკმაოდ რთული ხელოვნებაა ,რის გაგებაც შესაბამის განსწავლულობას საჭიროებს.თუკი მშობლები უსმენენ რაიმე იაფფასიან,უგემოვნო  რადიოს,რთულია ივარაუდო რომ მათი შვილები დაინტერესდებიან კლასიკური მუსიკით.და რათქმაუნდა სკოლებშიც უნდა ხდებოდეს ამ საკითხზე მუშაობა.
და როგორი სახით?აი მაგალითად,მე მოვედი საბჭოთა სკოლიდან და ჩვენ გვქონდა მუსიკის გაკვეთილი,და რაც  ჩვენ იქ ვისწავლეთ,იყო მხოლოდ სიძლვილი კლასიკური მუსიკის მიმართ.
აი,მეც ზუსტად ამაზე ვსაუბრობ.ჩანს რომ ცუდად გადმოსცემდნენდა შესაბამისადაც ვერ შესძლეს თქვენი დაინტერესება.
ამიტომაც თქვენ კლასიკაზე ამგვარად მოგვითხრობთ? აი მაგალითად გენდელს ჭამაც უყვარდა და სამუშაოზეც არ ჩნდებოდა ხოლმე : ჩვეულებრივი ცოცხალი კაცი..
და იყო კიდევაც ასეთი. საუბარი იმაზე,რომ იგი იყო დიდი კომპოზიტორი, რომ მან დაწერა ეს და ის -  არც თუ ისე სწორე იქნება.უპირველესყოვლისა გენდელი ცოცხალი ადამიანი იყო და ბევრი რამ მას როგორც ადამიანს  ისე ემართებოდა და არა როგორც კომპოზიტორს.მას ქონდა სხვადასხვა მახასიათებლები , იგი ახლოს არის ჩემთან და ასევე შესაძლოა ახლოს იყო სხვებთანაც. თუმცა,რათქმაუნდა პირველყოვლისა საჭიროა თავადვე გესმოდეს და  გიყვარდეს კლასიკური მუსიკა და შემდეგ უკვე  შესძლებ მის სიყვარულით გაზიარებას სხვა ადამიანებისადმი.
 გაეკლესიურებული ადამიანისათვის საჭიროა კლასიკური მუსიკა?როგორ წარიმართება მისი ცხოვრება   ქრისტესთან ერთად კონტექსტში?
-რათქმაუნდა საჭიროა! გაეკლესიურებული ადამიანი, ადრე თუ გვიან თავისი სულიერი (ეკლესიური) განვითარების პროცესში გარდაუვალად მიუახლოვდება ამა თუ იმ სახის კრიზისს, ისევ როგორც ყველა ადამიანი ამ ცხოვრებაში.და თუკი იგი მხოლოდ ეკლესიურ ადამიანთან მივა   ისე,რომ პარალელურად  განაგდოს სხვა ყოველივე , მისი კრიზისი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. და აი,იმისათვის,რომ ეს კრიზისი შემსუბუქდეს, აუცილებელია,რომ ეკლესიურობა შეეხოს ადამიანის კულტურულ ,,ბაგაჟს“, რომ მას ქონდეს კიდევ სხვა ინტერესები - ჰუმანიტარული , მეცნიერული . ეს კი საერთო ჯამში ადამიანს განვითარებულსაც ხდის   , როგორც სხვადასხვა მხრივ ,ასევე პიროვნულ ცხოვრებაშიც. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული ადამიანისათვის (და ზოგადად იმ სოციუმისათვის,სადაც იგი მოღვაწეობს. მთარგმნ.),
თქვენს სამონაზვნო ცხოვრებაში,მთლიანად განუდექით მუსიცირებას?
რატომ ? დრო და დრო ფორტეპიანოზე ვუკრავ ხოლმე. ვკითხულობ ლექციებს.მაგრმა ორკესტრში უწინდებურად გამოსვლა რათქმაუნდა ვერ ხერხდება რიგი მიზეზების გამო...

თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий