пятница, 25 ноября 2016 г.

რომის პაპის პრიმატის შესახებ

რომის პაპის პრიმატის შესახებ

პერგამის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი აღმოსავლეთ საქრისტიანოში ერთ-ერთ ავტორიტეტულ ღვთისმეტყველად ითვლება.“ იგი ჩვენი დროის  ერთ-ერთი უნიკალური და ძლიერი ღვთისმეტყველია“ ასე ახასიათებდა მას გასული საუკუნის 80-იან წლებში დომინიკელი მამა კონგარი. ბოლო წლებში ეს მართლმადიდებელი მღვდელი მისი თამამი და არისტოკრატული მიდგომით,ანვითარებს ზუსტ და ღრმა  გაგებას ბერძენი მამების ტრადიციისას,იმის შესახებ,რომ სწორი  გაგება   ეკლესიის სიცოცხლისა და არსებობისა  ეფუძნება ევქარისტიის საიდუმლოს. 
იოანე ზიზიულასმა არაერთგზის მიიღო მონაწილეობა საღვთისმეტყველო დისპუტებში ,,პირველობასთან  „ დაკავშირებით, როგორც ,,აუცილებელი პირობა ეკლესიის (საყოველთაობისა) კათოლიკეობისა“.ერთხელ რომში 2003 წელს , პაპის უშვალო რეკომენდაციით შედგა ქრისტიანების გაერთიანების ხელშემწყობი სიმპოზიუმი,სადაც მოხსენებით გამოვიდა იოანე ზიზიულასი,მოხსენება ეძღვენებოდა მის ბოლო დისკუსიას მართლმადიდებელ თელოგებთან ,, პირველობასთან“ დაკავშირებით.მაშინ მისმა გამოსვლამ ყველას ყურადღება მიიპყრო და  მწვავე დისკუსიებიც გამოიწვია. რამდენად შეიცვალა მართლმადიდებელ თეოლოგთა მიდგომა ,,პეტრეს  პრიმატთან“ დაკავშირებით“? ასეთი შეკითხვით დაიწყო ინტერვიუ იოანე ზიზიულასთან გაზეთ  ,,30 დღის“ ჟურნალისტმა  ჯანი ვალენტომ:
მიტროპოლიტი იოანე :მე ვიცი, რომ ტრადიციულად,  რომის ეპისკოპოსის პრიმატი,როგორი სახითაც  ის ფორმულირდებოდა საუკუნეების განმავლობაში ,მართლმადიდებლური  ეკლესიის თვალში აღიქმებოდა როგორც სახე რელიგიური იმპერიალიზმისა,რომელიც არ შეესაბამება ეკლესიის სინოდალურ ტრადიციას.ამ ტრადიციის თანახმად  ყველა ეპისკოპოსი ,როგორც მოციქულთა მემკვიდრენი,თანაბრად ფლობენ  უმაღლეს მსახურებას.ბოლო ათწლეულში გაჩნდა შესაძლებლობა გადაიხედოს თავიდან ეს საკითხი.ამას გვთავაზობს ეკლესიოლოგიური ერთიანობა,რომლის შესახებ ვატიკანის 2-ე კრებაც მიუთითებს.
თქვენი თვალთახედვით როგორია ეს ეკლესიოლოგიური მტკიცებულებები ,რომელიც შეძლებდა დაენახებინა ახალი პერსპექტივები ,,პაპის პირველობის“ საკითხის გადაწყვეტაში?
მიტროპოლიტი იოანე: ეკლესიოლოგიური ერთიანობის მიხედვით ,ყოველი ადგილობრივი ეკლესია არის ეკლესია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,ევქარისტიული საიდუმლოთი,რომელსაც იგი აღასრულებს  ქრისტესა დ ამისი მოციქულების სწავლების შესაბამისად.ამ კუთხით ყველა ეპისკოპოსი თანაბარია: ადგილობრივი ეკლესიები მათი მეთაურობით,არის ეკლესია თავისის სრულყოფილებით,მიუხედავად მისი ზომისა და მორმწუნეთა რიცხვისა.ამ მიზეზით არავითარ ინსტიტუტს,თუნდაც სინოდს ან პრიმატს არ შეუძლია თავისი მოქმედებით დააყენოს იგი  კომპრომისის წინაშე  და სრულად გამორიცხონ თვისება ადგილობრივი ეკლესიისა.
როგორი სახით და პირობებით შეძლებდა მართლმადიდბელ ეკლსიას ეცნო საყოველთაო პირველობა?
მიტროპოლიტი იოანე: ტრადიციის მიხედვით,რომის პაპი პირველი ეპისკოპოსია  მთელს ეკლესიაში,სირთულე პეტრეს პრიმატისა მდგომარეობს იმაში,რომ იგი ვრცდელდება საყოველთაო იურისდიქციაში,რისი მეშვეობითაც რომის პაპს შეუძლია ჩაერიოს სხვა ადგილობრივი ეკლესიების საქმეში.ჩვენ რომ შეძგვლებოდა შეთანხმება პაპის საყოველთაო პრიმატზე, რომელიც არ ჩაერეოდა სრულად ადგილობრივი ეკლესიების საქმეებში,ჩვენ შევძლებდით მის მიღებას.
-თუ მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია ცნოს რომის პაპის საყოველთაო იურისდიქცია , რა ღირებულება  ექნება მისი პრიმატის ცნობას მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის?-
მიტროპოლიტი იოანე : ეს ასპექტი ცალკე უნდა იქნას შეფასებული.ჩემი აზრით  უპირველესყოვლისა რომის ეპისკოპოსმა არ უნდა მიიღოს არანაირი გადაწყვეტილება სხვა ეპისკოპოსების გარეშე.მას(პაპს) მუდამ უნდა ქონდეს კონსულტაციები ეპისკოპოსებთან.გარდა ამისა იგი არ უნდა ჩაერიოს ადგილობრივი ეკლესიების და ეპარქიების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის(პაპი)-პირველყოვლისა  თავისი ეკლესიის ეპისკოპოსია,მას აქვს მორალური უფლება და პატივი კანონიკურ ფარგლებში მოიწვიოს სინოდი,ასევე გამოთქვას ეკლესიის  კრებსითი აზრი,მაგრამ მას ცალმხრივად არ შეუძლია არაფრის გადაწყვეტა.იგი თავისი სახით არ წარმოადგენს მთელს ეკლესიას,მას შეუძლია დაიმარხოს წმინდა რწმენის საფუძვლები  სხვა ეპისკოპოსებთან ერთად.
რა პრინციპებზე უნდა იქნას აგებული ურთიერთდამოკიდებულება რომის პაპისა და სხვა ეპირკოპოსებისა?
მიტროპოლიტი იოანე : პირველყოვლისა პაპი თავად არის ეპისკოპოსი და ყველა ეპისკოპოსი საკრამენტალური მნიშვნელობით თანაბარნი არიან .მათ ერთიდაიგივე საღვთო მადლი მიიღეს ხელდასხმისას. შემდგომ როგორც ეპისკოპოსი თავად არის თავი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიისა.პირველობა როგორც ასეთი ეკუთვნის არა მას,არამედ მის ეკლესიას.როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ  პირველობაზე,ჩვენ მხედველობაში გვაქვს რომის ეკლესიის პირველობა ,რომლითაც მოქმედებს პაპი,როგორც რომის ეპისკოპოსი.
რომის პაპის პირველობა გამომდინარეობს იქიდან,რომ იგი არის მოციქულ პეტრეს მემკივდრე...
მიტროპოლიტი იოანე : აღმოსავლეთის ეკლესიები,ერთხმად აღიარებენ,რომ ეკლესიის ტრადიციის თანახმად რომის პაპი არის პირველი ეპისკოპოსი.მაგრან ის,რომ მისი პირველობა გამომდინარეობს პეტრეს მემკვიდრეობიდან ეს საკამათო საკითხია. პირველ საუკუნეებში აღიარება ,,პირველობისა“ იყო უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია,ტრადიცია,რომელიც გარდა ამისა,  იყო დაკავშირებული რომთან როგორც მნიშნელოვან პოლიტიკურ ქალაქთან.აშკარაა,რომ რომის ეპისკოპოსები მუდამ აცნობიერებდნენ ,რომ მათი როლი ეკლესიაში  დაკავშირებული იყო  პეტრეს უწყვეტი მემკვიდრეობით,მაშინ როდესაც  ბიზანტიის ეკლესიაში ეს არ ითვლებოდა იმის მიზეზად,რომ რომის პაპი ეცნოთ პირველ ეპისკოპოსად ეპისკოპოსთა შორის.არსებობდა დადგენილი წესი,რომლის მიხედვითაც პირველი ეპარქია იყო რომი,მეორე -ალექსანდრია,მესამე-ანტიოქია.შემდეგ იყო კონსტანტინეპოლის ეპარქია,რომელიც გახდა მეორე და შემდეგ(მსოფლიო ეკლესიის 2-ე კრებაზე) გაუთანაბრდა კიდეც რომს,ყუარდღება მივაქციოთ იმას რომ ეს გათანბრება მსოლიო კრების მიერ იქნა დადგენილი.ერთისმხრივ ეს მიღებული იქნა როგორც ფაქტი,მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა გამოკვეთილი თეორია პეტრეს მემკვიდრეობაზე.
-1976 წელს ავსტრიაში გამოსვლისას,მაშინ ჯერ კიდევ იოსეფ რაცინგერმა განაცხადა : „ის რაც შესაძლებელი იყო ათასლი წლის წინ, ქრისტიანული თვალდახედვით არ შეიძლება დღეს იყოს  შეუძლებელი“ და რომ ,, პირველობის დოქტრინასთან დაკავშირებით,რომს არ შეუძლია მოითხოვოს აღმოსავლეთისგან იმაზე მეტი,ვიდრე ეს იყო ფორმულირებული და პრაქტიკაში დამკვიდრებული პირველათასწლეულში“.თვლით თქვენ,რომ კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება ,,პირველობასთან“ დაკავშირებით დღესდღეისობით ეთანხმება რაცინგერის ამ ცნობილ ფორმულირებას?-
მიტროპოლიტი იოანე : მე ვფიქრობ,რომ რომის ეკლესიის ნამდვილ როლს არ გვასწავლის ეს ფორმულა.მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კათოლიკური მხარე მიდრეკილია, რომ გვერდზე გადადოს ის პერსპექქტივა, რომელიც პირველ ათასწლეულში ეერთიანობის გამოცდილებიდან გამომდინარეობს .რათქმაუნდა სამწუხაროა ,ერთისმხრივ ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები დასაახლოვებლად სხვა საკიტხებში ,რომელიც კავშირშია თეოლოგიასთან,ეკლესიოლოგიასთან და ერთობასთან.
-ბოლო ათწლეულში ოფიციალური საღვთისმეტყველო დიალოგები შეფერხდა,როდესაც  მსჯელობა დაიწყო უნიაზე.ასეთ ჩიხში ყოფნის დროს,არის იმედი დაიწყო დებატები ისეთ საპასუხისმგებლო საკითხზე,რომელიც ეხება პირველობას?
მიტროპოლიტი იოანე : უნიის პრობლემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ,,პირველობასთან“,და ამაში საეჭვოც არაფერია.მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ ,რომ საღვთისმეტყველო დიალოგები განახლდება და იგი შეეხება ,,პირველობის“ საკითხს.ამ კონკექტში და ამ საკითხზე უინიის შეფერხებასთან დაკავშირებით,შესაძლოა მივიღოთ საკითხის სხვაგვარი განვიტარება.ამ საკითხის განხილვა არ შეიძლება იზოლირებულად,რასაც ადგილი ქონდა ბოლო ათი წლის მანძლზე.ის უნდა იყოს ყოვლისმომცველი ნაწილი საღვთისმეტყველო დიალოგისა და კლესიოლოგიისა.
-დროდადრო ჩნდება შთაბეჭდილება,და პირველ რიგში მასმედიის საშვალებით,რომ  საერთო ეკლესიური ცნობიერება ეკლესიისა ასოცირდება პაპთანდა მის საქმეებთან.
მიტროპოლიტი იოანე: ასეთი აზრი  სახიფათოა, როგორ უნდა შექმნა ისეთი შაბეჭდილება ,რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ეპარქია მოქმედებს ერთ საყოველთაო ეპისკოპოსთან ერთად.ეს ვერ დაეხმარება ეკლესიოლოოგიურ ერთობას მისცეს საფუძველი და საშვალება აღმოსავლეთის ეკლესიამ ცნოს პაპის პირველობა.ასევე შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება ,რომ ეკლესია ღვთისგან კი არ არის დამყარებული,არამედ ეკლესიის წევრების მიერაა შექმნილი.თუკი ჩვენ ვცნობთ ევქარისტიას ეკლესიოლოგიის საფუძვლად,ჩვენ შევიცნობთ რომ ეკლესია ღვთის საჩუქარია და არა ჩვენი (ადამიანების) ქმნილება.

თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა

Комментариев нет:

Отправить комментарий