пятница, 25 ноября 2016 г.

თალმუდი, სოკრატე და ორნი საკვამურში

20-იანი წლების პერიოდში  , სახელგანთქმულ ნიუ-იორკელ რაბინთან რაბინთან  ერთი ახალგაზრდა მივიდა  დაგანაცხადა რომ მას თალმუდის შესწავლა უნდა.
-         შენ იცი არამეული? ეკითხება რაბინი.
-         არა.
-         ივრითი?
-         არა.
-         და თორას თუ სწავლობდი ბავშობაში?
-         არა რაბი , მაგრამ თქვენ ნუ ღელავთ. მე ბერკლის ფილოსოფიური ფაკულტეტი დავამთავრე და ეს ესაა  დისერტაცია დავიცავი ფილოსოფიაში სოკრატეს ლოგიკის შესახებ. ამჯერად კი რომ შევავსო ჩემც ცნობიერებაში არსებული ,,თეთრი ლაქები“ მჭირდება თალმუდის შესწავლა.
-         შენ არ ხარ მზად შეისწავლო თალმუდი - თქვა რაბინმა. ეს ყველაზე ღრმა შინაარსის წიგნია ადამიანთაგან დაწერილ წიგნებს შორის.მაგრამ ვინაიდან შენ დაჟინებით ითხოვ მის შესწავლას,მე ვეცდები ჩაგიტარო ტესტი ლოგიკაში. თუ გაუმკლავდები ამ ტესტს,მასინ დავიწყებ შენს მომზადებას თალმუდში.
ახალაზრდა ყმაწვილი დაეთანხმა რაბინს ,ხოლო რაბინმა განაგრძო:
-         ორი ადამიანი ჩამოდის საკვამურში, ერთი მათგანი სუფთა სახით გამოვა საკვამურიდან,მეორე კი დასვრილი სახით . რომელი მათგანი წავა სახის დასაბანად?
-         ახალგაზრდა ფილოსოფოსს თვალები შუბლზე აუვიდა და გაოცებული კითხა რაბინს?ეს არის ტესტი ლოგიკაში??? რაღათქმაუნდა ის წავა სახის დასაბანად ვისაც   სახე აქვს დასვრილი.
-         შეცდომაა!თქვა რაბინმა. დაფიქრდი ლოგიკურად: მას ვისაც დასვრილი სახე აქვს,შეხედავს მას ვისაც სუფთა აქვს სახე და იფიქრებს მეც სუფთა მექნება სახეო და არ წავა დასაბანად, ხოლო მას ვისაც სახე სუფთა აქვს,შეხედავს რა რომ მეორე ადამიანს დასვრილი აქვს სახე,იფიქრებს მეც დასვრილი მექნება სახეო და  წავა დასაბანად.
-         ეშმაკურად არის მოფიქრებული აღფრთოვანებით წამოიყვირა ყმაწვილმა და მიმართა რაბინს რომ კიდევ ერთი ტესტი ჩაეტარებინა მისთვის ლოგიკაში.
-         რაბინმა უპასუხა: კარგით ახალგაზრდავ, მაშ ასე : ორი ადამიანი ჩამოდის საკვამურში, ერთი მათგანი სუფთა სახით გამოვა საკვამურიდან,მეორე კი დასვრილი სახით . რომელი მათგანი წავა სახის დასაბანად?
-         ჩვენ ხომ უკვე გავარკვიეთ,რომ ის წავა დასაბანად რომელსაც სახე სუფთა  აქვს?!
-         შეცდომაა,ვინაიდან ორივენი წავლენ დასაბანად. დაფიქრდი ლოგიკურად :მას ვისაც სუფთა სახე აქვს შეხედავს მას ვისაც დასვრილი სახე აქვს და და იფიქრებს ,რომ თავადაც დასვრილი აქვს სახე და  წავა დასაბანად,ხოლო მას ვისაც დასვრილი სახე აქვს დაინახავს რა,რომ ვისაც სუფთა სახე ქონდა დასაბანად წავიდა ,ჩათვლის რომ თავადაც დასვრილი აქვს სახე და წავა დასაბანად.
-         მე ამის შესახებ არ დავფიქრებულვარ, გასაოცარია - მე დავუშვი ლოგიკური შეცდომა. რაბი მოდით კიდევ ერთი ტესტი ჩავატაროთ.
-         კარგი! ორი ადამიანი ჩამოდის საკვამურში, ერთი მათგანი სუფთა სახით გამოვა საკვამურიდან,მეორე კი დასვრილი სახით . რომელი მათგანი წავა სახის დასაბანად?
-         ორივე წავა დასაბანად !მტკიცედ განაცხადა ყმწავილმა ფილოსოფოსმა.
-         შეცდომა,ვინაიდან სახის დასაბანად არც ერთი მათგანი არ წავა. დაფიქრდი ლოგიკურად : ის ვისაც სახე დასვრილი აქვს, შეხედავს მას ვისაც სახე სუფთა აქვს და არ წავა დასაბანად.ხოლო მას ვისაც სახე სუფთა აქვს შეხედავს რა,რომ ვისაც სახე დასვრილი  აქვს არ მიდის დასაბანად,მიხვდება რომ  სახე მას სუფთა აქვს და არ წავა დასაბანად.
-         ახალგაზრდა ფილოსოფოსი სასოწარკვეთილებამდე მივიდა ..
-         დამიჯერეთ,მე შემიძლია ვისწავლო თალმუდი,მკითხეთ კიდვე რამე.
-         კარგი : ორი ადამიანი ჩამოდის საკვამურში ......
-         ო ღმერთო. არც ერთი მათგანი არ წავა დასაბანად!
-         ცდები.  შენ უკვე დარმწუნდი ,რომ სოკრატეს ლოგიკის ცოდნა არ არის საკმარისი რომ თალმუდი შეისწავლო. მითხარი როგორ არის შესაძლებელი,რომ ორი ადამიაინ ჩამოდიოდეს საკვამურში და მხოლოდ ერთს ქონდეს დასვრილი სახე,მეორეს კი სუფთა? ნუთუ შენ არ გესმის? ეს კითხვა სრულიად უაზრობაა და თუ შენ ცხოვრბას  უაზრო კითხვებზე პასუხების გაცემაში გაფლანგავ,მაშინ ყველა შენი პასუხი უაზრობა და ამაოება იქნება.


ებრაული  ტრადიცია პრინციპში არ უარყოფს  აბსტრაქტულ(განყენებულ) მსჯელობას . ბრძენნი ცდილობენ დაკვირდნენ ყველა დასაშვებ ვარიანტებსა და სიტუაციებს,რომლებიც თალმუდშია მოცემული და რომლებიც ,შესაძლოა არსებობდნენ ნაკლებადსარწმუნო სფეროში. მაგრამ თავად შესასწავლ  პრობლემას,მუდამ უნდა გააჩნდეს კონკრეტული აზრი  და მყარი საფუძველი ნამდვილ ,რეალურ ცხოვრებაში.

თარგმანი : მიქაელ მთაწმინდელი .

Комментариев нет:

Отправить комментарий