წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებას, როგორცმელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვის, რომ მელოსითა დასატნოებით აღვსილმა ადამიანებმა მუდმივად იგალობონ ისინი, როგორც ხანგრძლივისწავლება სინანულის შესახებ”.
წმ. ბასილი დიდის მიხედვით, წმიდა სულმა იცოდა, რაოდენ ძნელია ადამიანის მოდგმისსათნოებასთან ზიარება და ამიტომ დოგმატურ სწავლებას მელოდიით ტკბობა შეუერთა,რათა ადამიანებს უფრო მსუბუქად, ყურისათვის სასიამოვნოდ, ლამის შეუმჩნევლად აღექვათ სიტყვების არსი. ,,ამგვარ ხერხს მიმართავენ ექიმებიც, როცა ავადმყოფსთაფლწასმული თასით ასმევდნენ მწარე, მაგრამ ჯანმრთელობისათვის აუცილებელწამალს’’-წერს წმ. ბასილი დიდი.
მღვდელი ლევან მათეშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულიფაკულტეტის დოქტორანტი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისმასწავლებელი
მუსიკის ორიენტირი არის ღვთის შემეცნება, ან სხვა სიტყვებით რომვთქვათ, არსებობს მუსიკის გზით ღვთის შეცნობის პოტენციურიშესაძლებლობა. ეს შესაძლებლობები კონკრეტულად მჟღავნდებოდაძველი საბერძნეთის მუსიკალურ-თეორიულ და მუსიკალურ-ფილოსოფიურ სისტემებში. ამ სისტემათა შექმნა მხოლოდძველბერძნული კულტურის დამსახურება არ არის, რომლის ფესვებიუფრო ღრმად, უძველეს დროში მიდის, ხოლო ფუნდამენტად ძველიაღმოსავლური ცივილიზაციის მუსიკალური პრაქტიკა დამუსიკალური შეხედულებები გვევლინება. ბერძენმაფილოსოფოსებმა კი ამ ფუნდამენტზე აღმართეს უზარმაზარიშენობა მუსიკის შესახებ ანტიკური ხანის სწავლებისა, რომელიცაერთიანებს უძველესი მსოფლიოს მუსიკალური აზროვნებისყოველგვარ მიღწევას.
პითაგორელთა სწავლების მიხედვით, კოსმიურ იერარქიაში Musica mundana-ს (სამყაროს მუსიკა) მოსდევს Musica humana. ანუკაცობრიობის მუსიკა, რადგან ადამიანური არსებობისათვისაცდამახასიათებელია ჰარმონია, რომელიც ურთიერთ-საპირისპიროსასიცოცხლო ძალთა წონასწორობას ასახავს. ჰარმონია არისსიჯანსაღე, სნეულება კი დისჰარმონიაა, კეთილხმოვანების(კონსონანტუ-რობის) დაკარგვა. აქედან მომდინარეობს მუსიკისუპრეცედენტო მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისათვისპითაგორას სწავლებაში. იამბლიხი გვამცნობს: „პითაგორამ დააწესააღზრდა მუსიკის საშულაებით, საიდანაც ხდება ადამიანური ზნე-ჩვეულებების (ხასიათის) და ვნებების მკურნალობა და სულიერუნართა ჰარმონიის აღდგენა.“ (14, 128-129). ამგვარად, მუსიკისმესამე სახეობა - ინსტრუმენტული მუსიკა, ან Musica instrumentalis,არის მხოლოდ სახება და მსგავსება უმაღლესი მუსიკისა. Musica mundana. და თუმცა ღვთიური სიწმინდე რიცხვისა ვერ ჰპოვებსსრულ განსხეულებას მიწიერ სმენად მუსიკაში, მაინცინსტრუმენტის ხმას შეუძლია ჰარმონიულ მდგომარეობაშიმოიყვანოს სული, რომელიც თავის მხრივ, მზადაა აითვისოსზეციური ჰარმონია, ვინაიდან მსგავსი ზემოქმედებს მსგავსზე დამსგავსითვე შეიძლება იყოს ზემოქმედებული.
ადამიანის სულზე მუსიკის ამგვარი ზეგავლენის აღიარებიდანგამომდინა-რეობს დასკვნა, რომ სტრუქტურულად განსხვავებულიმელოდიები სხვადასხვა ეთიკურ ზეგავლენას ახდენენცნობიერებაზე. ამ ვითარებამ, რომელიც წარმოადგენს მუსიკისგანვითარების შემდგომ ისტორიულ ეტაპს, მიიღო სახელწოდებაეთოსის შესახებ სწავლებისა. პირველად ამ სწავლების შესახებბერძნებმა შეიტყვეს ათენელი დამონისაგან, რომელიც გახლდათპერიკლესა და სოკრატეს მუსიკის მასწავლებელი. სრულიგანვითარება და სისტემურობა მუსიკის შესახებ სწავლებამპლატონის ქმნილებებში ჰპოვა.
განსხვავებული მუსიკალური სტრუქტურები სხვადასხვაზეგავლენას ახდენენ ადამიანის სულზე, ამიტომ, ბუნებრივია, რომამ სტრუქტურებს შორის აღმოჩნდეს მეტად შესაფერისი, ნაკლებადშესაფერისი ან სულაც შეუფერებელი აღზრდისათვის. მუსიკალურსტრუქტურათა სარგებელისა და ზიანის გარჩევა თუ შეცნობაწარმოადგენს ეთოსის შესახებ სწავლების არსს.
კილოთაგან ბერძნებში უფრო ამაღლებულად, მამაცურად დაზნეობრივად სრულყოფილად ითვლებოდა დორიული კილო.აღსანიშნავია კლიმენტი ალექსანდრიელის მოწმობა, რომელიცგვამცნობს, რომ „ებრაელებში ბატონობს დორიული კილო“.ფრიგიულ კილოს ბერძნები თვლიდნენ აღმგზნებად და ომისთვისგამოსადეგად, ლიდიურს - ქალაქურ, მომადუნებელ დაშესასუსტებელად და ამიტომაც თავისუფალი ადამიანისაღზრდისათვის გამოუსადეგარად. შესაბამისად, ყველა სხვაკილოთაგან თითეულს მიეწერებოდა მხოლოდ მისთვისდამახასიათებელი ეთიკური შინაარსი და ზემოქმედება. ეთიკურშეფასებას ექვემდებარებოდა არა მხოლოდ კილოები და რიტმები,არამედ ინსტრუმენტებიც. როცა პითაგორა ხმარობდა ლირას, „ფლეიტას თვლიდა რაღაც თავაშვებულ, მედიდურ და თავისუფალიადამიანისათვის არასაკადრისი ჟღერადობის მქონედ“. პლატონიზნეობის განმრყვნელ ინსტრუმენტად თვლიდა ავლოსს. საერთოდკი პლატონი, აწარმოებდა რა სწავლებას ეთოსის შესახებ უფროთანმიმდევრულად და მკაცრად, დასაშვებად მიიჩნევდა, თავისიდეალურ სახელმწიფოში, მხოლოდ ორი კილოს ხმარება:დორიულისა - მშვიდობიანობისას, ფრიგიულის - ომიანობის დროს.აქედან გამომდინარეობს დასკვნა ცოცხალ მუსიკალურ პრაქტიკაზემკაცრი სულიერი კონტროლის აუცილებლობის შესახებ (9, 79-420).
ანტიკური სამყაროს ცოცხალმა მუსიკალურმა პრაქტიკამ ვერ შეძლოამ სულიერ მოთხოვნილებათა სიმაღლეზე შეჩერებულიყო.სიამოვნებისა და მძაფრი განცდების წყურვილი უფრო ძლიერიაღმოჩნდა სულიერ სრულყოფილებისაკენ სწრაფვაზე და გაარღვიარა ყოველგვარი კანონიკური საზღვარი, მუსიკალური ხელოვნებაგადავიდა თავისი არსებობის შემდგომ სტადიაში - ესთეტიკურსტადიაში. ამიერიდან მუსიკის მიზნად იქცა არა უმაღლესჰარმონიასთან შერწყმა, არა მამაცი მოქალაქის აღზრდა, არამედრაღაც განსაკუთრებული სიამოვნების განცდა, რომელიცესთეთიკურ სიამოვნებად იწოდებოდა. არისტოტელეს სიტყვებითმუსიკა არის „ჩვენი თავისუფალი დროის შევსება“ და ის ემსახურება„თავისუფლად შობილი ადამიანების ინტელექტუალურ გართობას“ (Аристотель. Политика. VII 5).
ქრისტიანული გალობის ჩამოყალიბების პროცესი ურთულესიისტორიული პროცესია, რომლის არსის მდგომარეობა სხვადასხვაელინურ, იუდეველთა, სირიულ, კოპტურ, ქართულ და სხვათაეროვნულ-მელოდიური საწყისების გაერთიანებაშია, ასევე მთელი ამსხვადასხვაგვარი მიწიერი გალობის ზეციური გალობის ერთიან დაჭეშმარიტ სახედ გარდაქმნაა. „ახალ ბგერით სფეროში ერთბაშადგავრცელდა, და როგორც ფლუიდმა აავსო ტექსტებიკოლორატურული არაბესკებით, დამრიგებლური და სტროფიკულიმელოდიებით, რომლებიც გამოიყვნენ პნევმონიური მელოსიდან.ამგვარად მუსიკა გადაიქცა სულის სიმბოლოდ, რომელიც მოეფინამხოლოდ მორწმუნეებს და გაანათლა ყოველი მათგანი, ამასთან მისიარსის ერთიანობა ამით არ დარღვეულა“, - წერს XX ს-ის I ნახევრისცნობილი მკვლევარი საეკლესიო გალობისა - ჰენრიხ ბესსელერი (4, 95). ამ ზეციური გალობის დანაწევრება უკვე არ ეფუძნება საცეკვაო,ანტიკური მუსიკის სხეულის რაოდენობრივ რიტმიკას, არამედწარმოადგენს ახალი ტიპის თავისუფალ რიტმულ წყობას.
ამ სისტემის არსებობის ისტორია შეიძლება დაიყოს ორ პერიოდად:პირველი - მოციქულებიდან წმინდა კონსტანტინე დიდისმოღვაწეობამდე, მეორე - წმინდა კონსტანტინე დიდის ეპოქიდანღმერთშემოსილ იოანე დამასკელისა და VII საეკლესიო კრებამდე.პირველი პერიოდი დიდად განსხვავდება თვითონარაერთგვაროვანი მელოდიური ტრადიციებისაგან და ცალკეულიეკლესიების მიერ მათი პრაქტიკაში საკმაოდ თავისუფალიგამოყენებისაგან.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ღვთისმსახურება მჭიდროკავშირში იყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურებასთან, რომელიციერუსალიმის ტაძარში სრულდებოდა. მოციქულები და პირველიქრისტიანები, ერთის მხრივ, მუდამ ტაძარში იყვნენ, „ადიდებდნენდა აკურთხებდნენ უფალს“, მეორეს მხრივ კი, საკუთრივქრისტიანულ შეკრებებს სახლებში აწყობდნენ. ამ შეკრებებს რომგალობა ახლდათ, მოწმობს როგორც წმინდა მოციქულ იაკობისეიპისტოლე, ისე წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვები, სადაც იგიგვირჩევს „ფსალმუნებით, სასულიერო სიმღერებით, გულითვუგალობდით ღმერთს“ (იაკობი 5: 13; ეფესელთა 5:19). ამგვარად,იერუსალიმის ტაძრის საგალობო პრაქტიკა ორი კომპონენტისაგანშედეგებოდა: ძველი აღთქმის საეკლესიო გალობისა და ხალხური,ანუ თვით ქრისტიანულ შეკრებებზე შესრულებული გალობისაგან.სწორედ ამ მეორე კომპონენტმა იწყო აქტიური განვითარება ახლადჩამოყალიბებული ქრისტიანული ტაძრების პრაქტიკაში.
იმის შესახებ, რომ ამ შეკრებებზე გალობას ჰქონდა თავისიგანსაკუთრებული დამოუკიდებელი ხასიათი, მოწმობს ფილონალექსანდრიელი, ძვ. წ. I და ახ. წ. I სს. იუდეველი მწერალი,რომელიც პირველი ქრისტიანების შესახებ გვამცნობს შემდეგს: „ისინი მხოლოდ ჭვრეტას კი არ სწავლობენ, არამედ ადგენენსაგალობლებსა და ჰიმნებს ღვთის სადიდებლად, სხვადასხვაზომითა და ჰანგით, რომელთაც მაშინვე შესაფერის რიტმსშეუწყობენ“ (13, 52). ამგვარი საგალობლებისა და ჰიმნების შედგენადა მათი შესრულება ატარებდა თავისუფალ და, შესაძლებელიაითქვას, იმპროვიზებულ ხასიათსაც კი.
„ხელების დაბანვითა და ლამპრების ანთებით, - წერს ტერტულიანე, - თითოეულს გამოიხმობდა შუაგულში, რათა შეესრულებინაღვთისსადიდებელი გალობა საკუთარაი შესაძლებლობებიდანგამომდინარე წმინდა წერილის ან საკუთარი გონების კარნახით“ (Тертулиан. Апология. 4,3). აქ ჯერ კიდევ არ არსებობს არცსპეციალური წერილები ღვთისმსახურების გალობისა, არცსპეციალურად გაწვრთნილი და მომზადებული მგალობლები, ხოლორადგან პირველი ქრისტიანები ძირითადად დაბალი სოციალურიფენიდან იყვნენ, მათი სიმღერაც ადვილად გასაგები უნდაყოფილიყო. ფილონ ალექსანდრიელი ამ გალობას ასეთნაირადაღწერს: „ფსალმუნი იწყება ერთი ზომიერი და კეთილხმოვანიგალობით, დანარჩენები კი ჩუმად უგდებენ ყურს და მხოლოდბოლო ტაეპში უერთებენ თავიანთ ხმებს“ (13, 53). ამ აღწერილობაშიადვილად იცნობა გალობის იპოფონიური პრინციპი, რომლის არსიცმდგომარეობს იმაში, რომ მგალობლები ხმას უწყობენ ერთ ყველაზეგამოცდილ მგალობელს, იმეორებენ რა მთელ მელოდიურ სტროფს,ან მხოლოდ მის დაბოლოებას, ან კიდევ ერთ რომელიმე ფრაზას(მაგალითად: „ალილუია“, „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი“და ა.შ.)
თანამედროვე ღვთისმსახურების პრაქტიკაში იპოფონიური გალობისკვალი შეინიშნება მისამღერების შესრულებისას „რამეთუ ჩვენთანარს ღმერთი“ ქრისტეშობის დღესასწაულზე და „დიდებამაღალიანზე“ დიდი შაბათის მსახურებაზე და აღდგომისდღესასწაულზე „ქრისტე აღსდგა“-ს ტროპარის გამეორებაც შეიძლებაჩაითვალოს იპოფონიური გალობის მაგალითებად.
იპოფონიურ გალობასთან ერთად ადრეული ქრისტიანული ეკლესიაფართოდ იყენებდა ანტიფონურ გალობასაც, რომელსაც ასევე ღრმადგაედგა ფესვები ძველი აღთქმისეულ გალობის ტრადიციაში.პლინიუს უმცროსის წერილში ტრაიანეს მიმართ ნათქვამია, რომ„ზოგიერთ დღეებში ქრისტიანები იკრიბებიან მზის ამოსვლამდე დამონაცვლეობით (ე.ი. ანტიფონურად) უძღვნიან ღმერთს სახოტბოჰიმნებს“ (Плиний Младший. Письмо X,97). ეს წერილი, რომელიცშექმნილია 111-112 წწ., დროის მიხედვით ემთხვევა წმინდა მამისეგნატე ღმერთშემოსილის (49-107 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობისჟამს და ირიბად ადასტურებს ისტორიკოს სოკრატეს ცნობას იმისშესახებ, რომ სწორედ ამ მოციქულმა შემოიღო ანტიფონური გალობაანტიოქიის ეკლესიაში და აქედან, როგორც ძირითადი წყაროდან,იგი გავრცელდა მთელს ქრისტიანულ ეკლესიაში (11, 102). მაგრამ,ეს ცნობა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ წმიდა მამა ეგნატეღმერთშემოსილის (ახ.წ. 75 წ.) ანტიოქიის ეპისკოპოსობამდეანტიფონური გალობა, უკვე კარგად ცნობილია ქრისტიანებისათვის,არ იხმარებოდა მხოლოდ იმის შედეგად რომ, ქრისტიანულიღვთისმახურება სრულდებოდა დიდი საიდუმლოთი, დაფარულადდა შესაძლოა მოკრძალებით, მაშინ როდესაც ანტიფონური გალობამოითხოვს გარკვეულ ზეიმურობას და ამაღლებულ განწყობილებას.
იპოფონური და ანტიფონური პრინციპების გარდა ძველიქრისტიანული ეკლესია იცნობდა ასევე სიმფონიურ (ანუ შეწყობით)პრინციპის გალობას. სწორედ ასე განისაზღვრა წმინდამოციქულების მიერ სამგზის ეგალობათ უფლის ლოცვა „მამაოჩვენო“ და იქნებ სწორედ ეს პრინციპი ასხამს ყველაზე მეტად ხორცსმთელი მართლმადიდებელი ეკლესიის გალობის მისწრაფებას,გამოხატულს სიტყვებით: „ერთითა პირითა და ერთითა გულითა“ (2,65). ძველი ქრისტიანული გალობის სამივე პრინციპი -იპოფონიური, ანტიფონიური და სიმფონიური, როგორც ყველაზემეტად კეთილხმოვანი, ახლაც ჟღერს მართლმადიდებლურეკლესიაში ბრწყინვალე შვიდეულში საეკლესიო ტიპიკონისმიხედვით. ეს წარმოადგენს დასტურს იმისა, რომ ის, რაცღირებულია არ შეიძლება იქნეს ამოღებული მართლმადიდებელიეკლესიის გამოცდილებიდან და რომ ყველაფერი სულიერიმნიშვნელობის მქონე სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში.
ადრექრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკა გალობისპრინციპების გარდა განასხვავებდა საგალობელთა ცალკეულტიპებსაც. წმინდა გრიგოლი ნოსელი წერს: „ფსალმუნი არისმელოდია, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტს მოითხოვს; გალობაარის ადამიანის ბაგეებიდან მომდინარე ჰანგი, რომლის დროსაცჟღერს დანაწევრებული სიტყვები. ჰიმნი არის ღვთის კურთხევაჩვენთვის ბოძებული კეთილდღეობისათვის“ (6, 111). ამ სიტყვებშიარა მხოლოდ გალობის რაღაც კლასიფიკაციაა მოცემული, არამედიკვეთება იერარქიაც, რომელიც უფრო მკაფიოდ ყალიბდება წმ.იოანე ოქროპირის მიერ: „ფსალმუნებში თავმოყრილია ყველაფერიადამიანური, ჰიმნებში კი არაფერია ადამიანისეული. ამიტომაცთავიდან ბავშვს ასწავლე ფსალმუნება, ხოლო ამის შემდეგ კიიგალობოს ჰიმნები, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ღვთაებრივია.ზეციური ძალები ჰიმნებს გალობენ და არა ფსალმუნებს“ (7, 112). ესსიტყვები მოწმობს სწრაფვას კარგად განვითარებული დამოფიქრებული ღვთისმსახურების სტრუქტურების შექმნისაკენ,რომელსაც თან ახლავს მკაცრად განსაზღვრული მელოდია, მაგრამამ მისწრაფების რეალიზება ვერ იქნებოდა მიღწეული მოცემულისტორიულ ეტაპზე, რომელზეც საფუძველი მხოლოდ ძირითადმელოდიურ სისტემებს ეყრებოდა.
შეცდომა იქნებოდა, რომ ახალაღთქმისეული გალობა გაგვეგო,როგორც მექანიკური შეკრების, სხვადასხვა პრინციპებისა დაგალობის სახეების გაერთიანების პროცესი, როგორც უკვე არსებულიტრადიციების უბრალო ექსპლუატაცია, რადგან გალობისჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა მკაცრგადარჩევას და განხილვას მელოდიური საშუალებებისა, რომელიცხორციელდებოდა მათი ახალი ქრისტიანული ცხოვრების პოზიციისმაღალ სულიერ-ესთეტიკურ ბუნებასთან გულმოდგინე განხილვისსაფუძველზე. „გულისამაჩუყებელი ჰანგები და მტირალა რიტმები -ეს კარიული მუსიკის მუზის ცბიერი ხრიკები - რყვნიან ზნეობას,შეუმჩნევლად თავიანთი ვერაგული ხელოვნებით, ჩაითრევენ რასულს კოსმოსის თარეშსა და პარპაშში (სახალხო სეირნობა [ქეიფი]სიმღერით)“ (Климент. Строматы. 5,3) - წერს კლიმენტიალექსანდრიელი, ერთერთი პირველი მოძღვარი ეკლესიისა,რომელმაც დაიწყო დაწვრილებით გალობისა და ცხოვრებისურთიერთზემოქმედების საკითხის განხილვა. სწორედ მისგან იღებსსათავეს წმინდა მამათა სწავლება საღვთისმსახურო გალობისშესახებ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: სწორი გალობამართალი ცხოვრების შედეგია, ხოლო მართალი ცხოვრება სწორიგალობის წინაპირობაა. ამგვარად, იქმნება ვითარება, რომლისმიხედვითაც მართალი ცხოვრება უკვე არის გალობა. წმინდა მამაგრიგოლ ნოსელი ამგვარად ხსნის ამ მოსაზრებას: „უფალიგიბრძანებს, რომ შენი ცხოვრება იყოს ფსალმუნი, რომელიცშედგენილი იქნებოდა არა მიწიერი ბგერებისაგან (ბგერებადნაგულისხმებია აზრები), არამედ მაღლით, ზეციური სიმაღლიდანმიიღებდა თავის წმინდა და მკაფიო ჟღერადობას. ამ ფსალმუნისიგავური არსის მსმენელები არიან ისინი, ვისაც შენ აძლევღირსეულად ცხოვრების მაგალითს“ (6, 112).
გალობის ამგვარი გაგება წარმოშობს სწავლებას ადამიანზე, როგორცსული წმინდის მიერ გამართულ ინსტრუმენტზე. „მაშ ვიქცეთფლეიტად, ვიქცეთ კიფარად სული წმინდისა, ჩვენც მოვამზადოთთავი მისთვის როგორც აწყობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. დაეშეეხოს იგი ჩვენს სულებს პლექტორად“ - წერს წმინდა იოანეოქროპირი (7, 115). ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები, «ღაწვები, ენა და ხორხი - ჰგვანან სიმებს,რომელთაც პლეკტორის საშუალებით აწყობენ. ტუჩები ისევემოძრაობენ, როგორც თითები ფლეიტაზე“ - წერს გრიგოლი ნოსელი(5, 112). ამ მუსიკალურ ანთროპოლოგიას ავითარებს წმინდამღვდელმთავარი ბასილი დიდი. მისი მტკიცებით: „ფსალტერიონი“ (ღმერთისადმი აღსავლენი ჰიმნების ასაჟღერებელი ინსტრუმენტი)სხეულის წყობაა, ხოლო თვით ფსალმუნი არის გონებასდაქვემდებარებული სხეულის მოძრაობა” (5, 389-391).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შესაძლებელია პრაქტიკულიდასკვნის გაკეთება: „მუსიკა სხვა არაფერია, თუ არა უფრო მაღალიცხოვრების სტილისაკენ სწრაფვა. მისი მიზანია მოუწოდოსკეთილისმყოფელთ არ დაუშვან თავიანთ ქმედებებშიარამუსიკალური ქმედებები, რაც არღვევს ჟღერადობას დააფრთხილებს არ დაუშვან სიმების ზედმეტად დაჭიმვა, რათა ამან არგამოიწვიოს სიმების გაწყვეტა. არ არის საჭირო სიმების ზედმეტადმოშვებაც, ვინაიდან ის დაკარგავს სასურველ ჟღერადობას მსგავსადსულისა, რომელიც ზედმეტი მოდუნებისაგან ყრუვდება.
საერთოდ, მუსიკის წესების მიხედვით, სიმები ხან დაჭიმულმდგომარეობაშია და ხანაც პირიქით. ამ ფაქტორისგათვალისწინებით აუცილებელია გვახსოვდეს, რომ შევინარჩუნოთჩვენი ცხოვრების მელოდია და სწორი რიტმი და თავიდანავიცილოთ როგორც ზედმეტი დაჭიმულობა, აგრეთვე ზედმეტიმოდუნება” (6, 112-113). გრიგოლი ნოსელის ამ სიტყვებს მთავარიადგილი უჭირავს მუსიკალური ანთროპოლოგიის რელიგურინტერპრეტაციაში, ვინაიდან, ისინი აღწერენ ანტიკური ეთოსისშესახებ სწავლებიდან გარდასახვის, განწმენდისა და განვითარებისპროცესს და იმავდროულად წარმოაჩენენ გალობის ახალ,ქრისტიანულ საფუძვლებს.
ამრიგად, თავისი ისტორიული განვითარების პირველი პერიოდისბოლოსათვის ქრისტიანული ეკლესიის საღვთისმსახურო გალობაუკვე მრავალმხრივ მოვლენას წარმოადგენდა და მოიცავდა,უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა პრინციპების მქონე გალობისდიფერენცირებულ პრაქტიკასა და გალობის სხვადასხვა ტიპებს;აგრეთვე მასში უკვე შეინიშნებოდა ამ პრინციპების მმართველისისტემის ჩანასახები რაც ახდენდა მათ ერთ სტრუქტურასა დასაეკლესიო წესდებაში მოქცევას; და ბოლოს, საღვთისმსახუროგალობის კონცეფცია, რომელიც ადამიანს სულიწმინდისინსტრუმენტად მოიაზრებდა, აქედან მომდინარეობდა„მუსიკალური ანთროპოლოგია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომგალობის მთელი სირთულე და მრავალმხრივობა ჯერ კიდევერთგვარად განუვითარებელ, პოტენციურ მდგომარეობაში იყო,ვინაიდან პერმანენ-ტული დევნა და ქრისტიანთა კატაკომბური,ნახევრადუკანონო მდგომარეობა აფერხებდა მისი სრულიგანვითარების საშუალებას. თუმცა ამ მოვლენის ერთგვა-რი„გაუხსნელობა“ არ გვაძლევს უფლებას უარვყოთ მისი არსებობა.ვინაიდან, როგორც თესლში, სადაც მცენარის მთელი ფორმააჩადებული, ასევე ამ „გაუხსნელ“ მდგომარეობაში იყო ჩადებულიპირველი სამი საუკუნის ქრისტიანული გალობის დიდებულიფესვები. საჭირო იყო მხოლოდ სათანადო პირობები ზრდისდასაჩქარებლად და სწორედ კონკრეტულმა ისტორიულმამოვლენებმა განაპირობა საღვთისმსახურო გალობის პირველიდაფარული პერიოდის დასასრული და მეორე მშვიდობიანიგანვითარების პერიოდის დასაწყისი.
ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
1. ახალი აღთქმა, სტოქჰოლმის გამოცემა 1989.
2. Апостольские постановления. Constitutiones Apostolorum./Ред.Funk F.//2 тома. Русск. пер. Paderborn. 1905.
3. Аристотель. Политика. VII 5, 1340 b 5. Москва: изд. Наука, 1999.
4. Бесселер Г. «Музыка средневековья и Возрождения», Москва, 1931.
5. Василий Великий. О святом духе. /Ред. Pruche B.//SC 17 (1947). Русск. пер.: //Творения. Москва, 1993.
6. Григорий Нисский. О паломничествах. Письмо 2 //PG 44.999-1108. Русск. пер. 1999
7. Иоанн Златоуст. Похвалная беседа о св. мучениках Ювентине и Максимине.//PG 50.571-578. Русск. пер.: Москва. 1993.
8. Климент Александрийский. Строматы. Москва: Учебно-информационный экуменический центр ап. Павла. 2002.
9. Платон. Государство. Русск. пер. Егунова А.Н.//Собрание сочинений. В четырех томах. Москва: Мысль, 1994. Т. 3.
10. Плиний Младший. Письма. epistulae. Москва: Наука. 1984.
11. Сократ Схоластик. Церковная история//PG 67.29-872. Русск. пер.: Моква: РОССПЭН, 1996.
12. Тертулиан. сочинения: Апология, К жене, О душе, О женском убранстве, О зрелищах, О молитве, О посте, О воскресении плоти, Об идолопоклонстве, Против Гермогена. Москва: Прогресс. 1994.
13. Филон Александрийский. О жизни созерцательной. De vitacontemplative / пер. О. Левинской. Москва: Иерусалим. 1994.
14. Ямблих. Собрания Пифагореиских учении. 10 книг. Жизнь Пифагора. 1 книга. Москва. 1993.
რეზიუმე
ქრისტიანული და ანტიკური მუსიკის ანთროპოლოგიისთვის
მღვდელი ლევან მათეშვილი
ღვთის შემეცნების პოტენციური შესაძლებლობები მუსიკისა,დაკავშირებული მისტიკურ ჰარმონიულ კათარზისსა და ეთოსისშესახებ სწავლებასთან, რეალიზებული იქნენ ახალ აღთქმისეულღვთისმსახურების გალობაში და გარდაქმნილი სახით მისშემადგენელ ნაწილად იქცნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გალობის მთელი სირთულე დამრავალმხრივობა ჯერ კიდევ ერთგვარად განუვითარებელ,პოტენციურ მდგომარეობაში იყო, ვინაიდან პერმანენტული დევნადა ქრისტიანთა კატაკომბური, ნახევრადუკანონო მდგომარეობააფერხებდა მისი სრული განვითარების საშუალებას. თუმცა ამმოვლენის ერთგვარი „გაუხსნელობა“ არ გვაძლევს უფლებასუარვყოთ მისი არსებობა. ვინაიდან, როგორც თესლში, სადაცმცენარის მთელი ფორმაა ჩადებული, ასევე ამ „გაუხსნელ“მდგომარეობაში იყო ჩადებული პირველი სამი საუკუნისქრისტიანული გალობის დიდებული ფესვები. საჭირო იყო მხოლოდსათანადო პირობები ზრდის დასაჩქარებლად და სწორედკონკრეტულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობასაღვთისმსახურო გალობის პირველი დაფარული პერიოდისდასასრული და მეორე მშვიდობიანი განვითარების პერიოდისდასაწყისი.
Комментариев нет:
Отправить комментарий