пятница, 25 ноября 2016 г.

,,აჰა ესერა ვსდგა კარსა ზედა, და ვრეკ. უკეთუ ვინმე ისმინოს ხმისა ჩემისა.."რომელსა ასხენ ყური ისმინენ!“(გამ. 3,19; 29,22 )

ქრისტეს სიტყვები,,მე ვდგავარ ყოველი თქვენგანის გულის კართან და ვაკაკუნებ,ეგების ვინმემ ისმინოს'' გარდა იგავური და ალეგორიული გაგებისა შეგვიძლია პირდაპირი გაგებითაც გავიაზროთ. ჩვენი გულის ფეთქვა ეს ქრისტეს კაკუნია გულზე,იგი რეკს მანამ სანამ წამს ჩვენი გამოცხლების,სანამ იტოვებს იმედს რომ ჩვენ გავუღებთ მას კარებს,რომ ჩვენს სახლში (გულში)თავად ღმერთი შემოვიდეს და მის თანამონაწილედ გვყოს მარადიულ ნეტარებაში. მაგარმ ვაი რომ იმდენად ვართ  ჩაფლული ამასოფლის ხმაურსა და ქაოსში,რომ ვერ ვისმენთ მის კაკუნს... წარმოიდგინეთ  რომ თქვენს ქალაქში სასიკვდილო დაავადებით დაავადდა ყველა მოსახლე, ამისათვის კი მოიწვიეს პროფესიონალი მკურნალი,რომელსაც შეუძლია ყველა სნეულის განკურნება. პირობა კი იმაში მდგოარეობს,რომ უნდა იყო ყურადღებით,როდესაც იგი დააკაკუნებს კარებზე გაუღო მას,შემოუშვა და გიმკურნალოს. თქვენ კი ამ დროს სახლში იმდენდ მაღალ ხმაზე გაქვთ აწეული რადიო  ან ტელევიზორი, ისეთ ხმაურში ხართ , რომ კაკუნი არ გესმით ...პატივცემული ექიმი მრავალჯერადი დაკაკუნების შემდეგ დაკარგავს იმედს ,რომ გაიგონებენ მის კაკუნს  და  კარს გაუღებენ ,რის გამოც იგი  ბოლოს შეწყვეტს კაკუნს ,დატოვებს იქაურობას  ,  თქვენ კი  დარჩებით წამლისა და განკურნების გარეშე, რაც გარდაუვალი სიკვდილია. ასეა ქრისტეს შემთხვევაშიც,იგი აკაკუნებს მანამ, სანამ რჩება იმედი  ჩვენი გამოცოცხლებისა,მანამ შენ შეგიძლია გულუსხმაყო და გონს მოეგო, გაიგონო კაკუნი გულის კარებზე , მაგრამ თუკი მაინც  უგულუსხმო იქნები,უფრო მეტად ჩაეფლობი ამ წარმავალი ცხოვრების ორომტრიალსა და ხმაურში,შეწყდება ერთ დღესაც შენს გულზე კაკუნი რაც არის შენი გულის ფეთქვა და დაიმკვიდრებ მარადიულობას ქრისტეს გარეშე,რაც არის მოუკლებელი  უიმედობა,მწუხარება და  სასოწარკვეთა , ტანჯვა მარადიულად მყოფობისა მის გარეშე,ვინც არის წყარო სიკეთისა,იმედისა,სიყვარულისა და ნეტარებისა!

ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი ,

Комментариев нет:

Отправить комментарий