ამგვარი საკითხის გადაწყვეტა გვმართებს ჩვენ, თანამედროეობის მცირედმორმწუნე შვილებს, კერძოდ მხედველობაშია, უარყოფითი და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ქრისტეს ღმრთაებრიობისადმი იმ მოტივით,რომ თავად მაცხოვარს არასოდეს უწოდებია თავის თავისათვის ღმერთი. ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფაში განსაკუთრებით დახელოვნებულნი მუსულმანები არიან , რომლებიც ჩვენდა სასირცხოდ ხშირ შემთხვევაში,ჩვენზე უკეთ იცნობენ ბიბლიას.
ის ქრისტიანები , რომელნიც სახარებას კითხულობენ ,ცდილობენ მოიხმონ ციტატა ან იმ მუხლის გამონათქვამი,სადაც მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს ვირმწუნოთ იგი, რადგან მან ღირსიჩინა თავი ძედ ღმრთისად ეღიარებინა და საკუთარი თავისათვის ღმრთის თანაარსი ეწოდებინაა. თუმც მოწინააღმდეგენი ნაკლებად რმწუნებიდან სახარების ამ ციტატებით არსებულ სინამდვილეში: მუსულმანები (მაჰმადიანნი)ნახულობენ მითითებას ქრისტეს ზეადამიანურ ღირსებაზე , მაგრამ არა მის ღვთაებრიობაზე, ხოლო რაც შეეხება რაციონალისტებს,ისინი ამ საკითხს პანთეისტურ ჭრილში განიხილავენ, სადაც მათი აზრით ეს გამონათქვამები და შეხედულებები (იგულისხმება ზემოთ ნახსენები სახარებისეული განომათქვამები) ეხება ყველა იმ ადამიანს,რომელიც ღვთის ნებას ემორჩილება. უარვყოთ და გავამტყუნოთ ეს უკანასკნელი დებულება უადვილესია ,ვიდრე გამტყუნება მუჰამედის მიმდევრებისა. საკმარისია მათ წავუკითხოთ ქრისტეს ის სიტყვები , სადაც ის ავლენს მის უმთავრეს და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მამისადმი, რომელიც არადამახასიათებელია საკუთრივ ადამიანისათვის. ხოლო შემდგომად ამისა შესაძლოა წარმოვაჩინოთ პანთეისტური შეხედულებების სრული ჰეტეროგენულობა (თვისობრივად,წარმომავლობითად განსხვავებულობა) ბიბლიურ სწავლებაზე ,ძველ აღთქმასა და ქრისტეზე ,სადაც უმთავრესი ღმერთსა და ადამიანს შორის პიროვნული ურთიერთობაა.
გაცილებით რთულია დაკმაყოფილება მუსულმანთა მოთხოვნებისა, რომელთაც სემიტურმა კულტურამ ასწავლა საკმარისად შეეთვისებინათ სახარების გარკვეული ჭეშმარიტებანი .მაგრამ ამავდროულად მოხდა კიდევაც ამ ჭეშმარიტებებსა და სწავლებაში გარკვეული დამახინჯებების თანმიმდევრული შეტანა . ისლამი ასწავლის,თითქოს,იესო ჩაისახა განსაკუთრებული გზით კანონიერი მეუღლისაგან , გამდიდრებული ღვთის სულით, აგრეთვე თავად მყოფი ღვთის სულად და უწმინდეს ადამიანად , მომნიჭებელი ჩვენდა ზეციური სწავლებისა; მაგრამ შემდგომად მისი ცად ამაღლებისა (რისიც მუსულმანებს სწამთ მიუხედავად მისი ჯვარცმისა და აღდგომის უარყოფისა) მისი მოწაფეები,განსაკუთრებით კი მათთვის საძულველი მაპავლე მოციქული ავრცელებს სწავლებას და ისტორიას ქრისტეზე ,რომელიც გადმოცემულია სახარების წიგნში. შემდგომად ამ წიგნის არაერთგზის ქადაგებისა და გავრცელებისა , ადამიანებს იგი ყალბ სინათლედ ესახებად. მსგავსი შეხედულებებისა და წარმოდგენის შექმნით და შესაბამისად მზაკვრული მეთოდებით , მუსულმანთა წინამძღვრები ერთდროულად ორ მიზანს აღწევენ . ისინი არ უქმნიან დაბრკოლებას თავიანთ მიმდევრებს ,რომ მოიწონონ და გაიზიარონ სახარებისეული მოძღვრების მომხიბლავი სწავლებები და ამით ისინი არ აიძულებენ აშკარა ჭეშმარიტების წინააღმდეგ სვლას,მაგრამ მეორეს მხრივ აფერხებენ მათ გულდმოდგინებას და სრულად მიყოლას სახარებისეული სწავლებისა, რომ არ შეუერთდნენ ქრისტიანულ საზოგადოებას , იმ მოტივით,რომ ქრისტიანებმა გააბნიეს ქრისტეს ნამდვილი სწავლება,რომლის აღდგენასა და სრულყოფას ღმერთი იძლევა მუჰამედის მეშვეობით.
ასე , რომ ქრისტიანები კამათობენ რა მუჰამედის მიმდევრებთან , თავიანთი მოძღვრის უპირატესობასთან დაკავშირებით , აპელირებენ და ყურადღებას ამახვილებენ ქრისტეს ღვთაებრივ ღირსებაზე , თუმცა მუჰამედის მიმდევარნი უკმეხად ცდილობენ ამ ჭეშმარიტების და თვად ჩვენი შეხედულების უარყოფას ქრისტეს შეურყვნელი სწავლების შესახებ ,ასევე ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას იმ მოტივით,რომ ქრისტეს არასოდეს უწოდებია თავისი თავისათვის ღმერთი და საკუთრივ დოგმატი ქრისტეს შესახებ მხოლოდ და მხოლოდ მოციქულთა მოგონილია. ამ წინააღმდეგობის გაქარწყლება ჩვენის მხრიდან საინტერესოა არა მხოლოდ მათთვის ვისაც უშვალოდ ხვდებიან მუჰამედის მიმდევარნი, არამედ ყველა მორმწუნე ქრისტიანისათვის,ვინაიდან უწმინდური სიტყვები ,რომელსაც წინადაცვეთილთაგანი წარმოსთქვამენ სამწუხაროდ იგივეს იმეორებენ მონათლული ურწმუნოები ან ევროპის მცირედრმორწმუნე შვილები. ამ უკანასკნელთ , ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ახასიათებთ და ესწრაფვიან გამოყონ სახარება ახალი აღთქმის ერთიანი წიაღიდან, თუმც ახალი აღქთამაც მოცუქულთა მიერ არის დაწერილი. ამგვარი გაყოფის ნამდვილ მიზეზი რათქმაუნდა უცოდინრობა და გაუნათლებლობაა საკითხში. სახარება ჩვენ როგორღაც გვახსოვს სასკოლო საგნებიდან და ლიტურგიაზე მოსმენილიდან. ხოლო სამოციქულო სკოლაშ არასოდეს წაკიტხულა და არც ეკლესიაშიც არ ისმინებოდა,იმიტომ რომ მას ვერ იგებდნენ.ამიტომ მოციქულტა საქმეების გამონათქვამები, ეპისტოლეები და აპოკალიფსი თანამედროვე ნახევრადქრისტიანთათვის არის რაღაც სრულიად ახალი და უცხო თავისი სულიერი შინაარსით. (რაზეც ვერ ვიტყოდი აპოკალიფსზე...პასპორტებიდან და ჩიპებიდან გამომდინარე. მთარგმნ), მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ჩვენი ოჯახურმა და სასკოლო აღზრდის პროტესტანტულმა მეთოდმა თანამედროვე ინტელიგენტი მიაჩვია გამოყოს იესო ქრისტეს პიროვნება არა მხოლოდ ეკლესიისაგან , არა მხოლოდ მისი მოწაფეების ეპისტოლეებიდან, არამედ თავად სახარებისეული სწავლებისაგანაც .ასე რომ მუსულმანთაგან ზემოთქმული აზრი და შეხედულება ქრისტიანობაზე , ჩვენი ინტელიგენციისათვის არც თუ ისე უცხოა, ისევ როგორც ლ.ტოლსტოის გამომუშავებული სწავლება , რომელიც ქრისტეს გამონათქვამებს მიჯნავს მოციქულთა მიერ აღწეილი სახარებისეული მოვლენებისაგან. ამგვარი სახით საკითხი, ჩვენს მიმართ თავად სტატიის სათაურშივეა დასმული. გხვდება თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება როგორც მუსულმანთაგან ასევე ჩვენი გაუთვითცნობიერებელი ნახევრადქრისტიანებისაგან და ტოლსტოის მიმდევართაგან . დიდად არ განსხვავდება მათი დამოკიდებულება ევროპელ ინტელიგენთტა მასის დამოკიდებულებისაგან.
ამ საკითხის მაცდუნებელი ხასიათი კიდევ უფრო მეტად მძაფრდება თანამედროვე ცნობიერებაში,ი სევ და ისევ იმის გამო,რომ დიდია დასავლური გავლენა ჩვენს სასულიერო სკოლებსა და სასწავლებლებზე. და სწორედაც ,რომ ამ დასავლური წარმოდგენების დარღვევით უნდა დაიწყოს იმ არასწორი და საფუძველსმოკლებული წარმოდგენების და აზრების არსებობა,რომელიც ქრისტეს ღვთაებრიობის გარშემო არსებობს. რათქმაუნდა, უდავოდ ეს ჭეშმარიტება ერთ-ერთი უძვირფასესი და უწმინდესი ჭეშმარიტებაა ქრისტიანისათვის , რომელიც შეწყვეტდა ქრისტიანობად ყოფნას, თუკი დაკარგავდა ამ ჭეშმარიტების მაცხოვნებელ რწმენას.მაგრამ მეორეს მხრივ პროტესტანტული სწავლება მაცხოვნებელ რწმენაზე , სახელდობრ მაცხოვნებელ რწმენის შესახებ, იესო ქრისტეს ღვთაებრიობაში , უზრუნველ და უდარდელ დამოკიდებულებსას მისი მცნებების მიმართ , ქრისტიანობას მხოლოდ ერთი მხრიდან აშუქებს. თუკი ჩვენი ცხონება დედამიწაზე ქრისტეს მიერ არის მოტანილი , მივდივართ იქამდე,რომ ვერმწუნოთ მის ღვთაებრიობას,რაც რათქმაუნდა მისი ქადაგების მთავარი მიზანი,ამ უკანასკნელი ჭეშმარიტების ქადაგება უნდა იყოს. და ნამდვილად სახარების ყველა პროტესტანტული განმარტებლების ხელმძღვანელობა და ამ ხელმძღვანელების თარგმანები, სახელმძღვანელოებით ჩვენს სასულიერო სკოლის სამსახურში დგანან,რომლებიც ამ ჭეშმარტებისაკენ მიმართავენ ქრისტეს ყველა გამონათქვამს,ისე რომ არ აქცევენ უბრალო ყურადღებას მათ პირდაპირ ზნეობრივ აზრს. გამოდის,რომ უფალი იესო ქრისტე ვალდებული იყო ყველა თავის სიტყვაში თავის ღვთაებრიობაზე მიეთითებინა. ამაში მდგომაროება მისი ქადაგების ყველა მნიზანი ; ამ ჭეშმარიტების მიხედვით კი მთელიანად ხდება ქრისტიანობის ამოძირკვა.
და უცებ ჩვენ გვეუბნებიან,რომ ქრისტე ღიად არსად არ უწოდებს თავის თავს ღმერთს.ერთხელ მან სთქვა , რომ : ,,მამაი უფროის მისსა არს“(იოანე 14,28) ,სხვა ჯერზე კი იგი ღმერთს მამას უწოდებს და მის მიმდევრებს ღმერთის მიმდევრებს. თუკი სწავლება ქრისტეს ღვთაებრიობაზე არის მისი ქადაგების ერთადერთი მიზანი, მაშ რითი ავხსნათ ის,რომ მან პირდაპირ არ თქვა ის, რაც არის არსი და დანიშნულება მისი საქმეებისა დედამიწაზე? ეხლა უკვე ჩვენთვის ნათელია ამ გაურკვევლობის(დაბნეულობის ) სიმძმე , რაც მის ახსნასა და გარკვევას საჭიროებს.
დამახასიათებელი და თვისობრივია მართლმადიდებელ პედაგოგებისათვის ამგვარი შეხედულება სახარებისეულ სწავლებაზე , რაც გულისხმობს ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრიობის ქადაგების გავრცელებას? რათქმაუნდა ჩვენი წმ. მამები არ უშვებდნენ შემთხვევას, რომ არ მიეთითებინათ ამ ჭეშმარიტებაზე ქრისტეს ყველა გამონათქვამში , რომელსაც იგი შეიცავდა და მითუმეტეს სახარების საუკეთესო განმარტებლები (ეგზეგეტები) იბრძოდნენ ამ დოგმატის მოწინააღმდეგეთა მიმართ - მაგ: არიანელთა მიმართ. მაგრამ , ამის საპირწონედ თანამედროვე პროტესტანტულ განმარტებას , ჩვენი საეკლესიო ეგზეგეტიკა უმოწმებს არა იმას თითქოს,უფალი ცდილობდა ყველა მისი მსენელისათვის განემტკიცებინა რწმენა თავის ღვთაებრიობაზე , არამედ პირიქით , იგი ფარადვდა მის ღვთაებრიობას. ასე ,რომ რამოდენიმე საშბაო საგალობელში და საკითხავებში ქრისტეს დაფარული (მიმალული) ეწოდება.თავის ღვთაებრიობას , წმ. მამათა განმარტებით იგი ფარავდა აღდგომამდე არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, არამედ ეშმაკისათვისაც,რომელმაც მიყვანა კიდევაც იუდეველები მის (ქრისტეს) გასამარლებამდე და დასჯამდე.და არც კი უწყოდა მის ღვთაებრიობაზე , აღდგომასა და ჯოჯოხეთის მეუგების შემუსრვაზე.
ეთანხმება თუ არა წმ.მამათა ამგვარი შეხედულება თავად სახარებისეულ ისტორიას? რათქმაუნდა ეთანხმება და თუ როგორ ამას გაჩვენებთ. და როდესაც დაგიმტკიცებთ ,რომ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთს ჰქონდა განზრახვა , დაეფარა მისი ღვთაებრიობა იმ ადამიანთაგან,რომელნიც არ იყვნენ მზად ამ ჭეშმარიტების მისაღებად.თუ გავითალისწინებთ იმ მოტივებსაც ,რომლითაც მოქმედებდა უფალი ჩვენი და მოძღვარი იესო ქრისტე , მაშინ ვიმედოვნებ , რომ გასაგებია ჩვენთვის თუ რატომ არ უწოდა პირდაპირ და ცხადად თავის თავს ღმერთი , მიუხედავად იმისა,რომ იგი მის მოწაფეებს საკუთარ (ქრისტესავე) რწმენას უქადაგებდა და ასწავლიდა.
სანამ სახარების ისტორიას მიუბრუნდებოდეთ, ამ რწმენაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა.მაცხოვარმა ეს მის მოციქულებსაც გამოუცხადა, თვით უნდო იუდეველებსაც.როდესაც ისინი პირდაპირ ეკითხებოდნენ მას. ,,ვინ ხარ შენ“?,,25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? „(იოან.8)- პასუხობს უფალი . ,, უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. „(იოან.8;58) ,,მე და მამა ერთი ვართ“ ( იოან.10, 29). ამ გამონათქვამებში უფალმა განაცხადა მისი წინარე მყოფობა(მარადიულობა)და ერთარსებობა მამისა. როდესაც ფარისევლებმა ეჭვი გამოთქვეს მაცხოვრის სამოძღვრო უფლებამოსილებაში , მაშინ მან პირდაპირ განაცხადა მის ღვთაებრივი ძალაუფლება ცოდვათა მიტევებაზე. ,, მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა“(მარკ.2,10) ეს ძალა,ეს დიდება ჰქონდა უფალს ,,უწინარეს სოფლის დაბადებისა“(იოან.17,5) იგი საკუთარ თავს ყოვლისცმოდნედ და ყვენგანმყოფად აცხადებს. ,, როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას“ (იონ.10,15) ,, არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას“(მათ.11,27) ,, არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში.“(იოან.3,13).საჭიროა იმის განმარტება,რომ მაცხოვარი აქ თავის თავზე საუბრობს და არა რაიმე გადასხეულებაზე (რეინკარნავიაზე) და აბსტრაქტულ უპიროვნო სულიერ სამყაროზე, რომელსაც აქ ტოლსტოი გულისმხმობს ? არა ქვეყნიერი სულის სამყაროსეული ევოლუცია , არამედ მაცხოვარი მოწაფეებს მის ბოლო საუბარში თავის პირად ცხოვრებაზე ესაუბრება : ,, მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.“(იოან.16,28).
სახარებაში კიდევ მრავლად არის შესაძლებელი მოიძებნოს ქრისტეს ისეთი სიტყვები,სადაც ნათლად ჩანს ,რომ იგი თავის თავს ღმერთად აღიარებს (სწორედ ამის გამო აცვეს ჯვარს იგი,როდესაც თქვეს ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსნებდა და თავს ღმერთს უტოლებდა” (იოან. 5:18). მთარგმნ), თუმც ამაზე განცახებულად რომ არ ამბობდა?, რომ - მე ღმერთი ვარ ! ნათელია,რომ ამ ზემორე მოხმობილ სიტყვებში მაცხოვარი უდასტურებს მის მკითხველთ , რომ იგი არის მარადიული არსება , პიროვნულად და ცნობიერად მცხოვრები თავისივე განკაცებამდე და აქვს წინასწარგანზრახულობა თავის იმ საღვთო დიდებაში დაბრუნების,რომელიც ჰქონდ ა ,,უწინარეს სოფლის დაბადებისა(იოან). ამ გამონათქვამებიდან ნათელია , რომ მიუხედავად იმისა, რომ უფალმა იეოს ქრისტემ არასოდეს თქვა პირდაპირ ,,მე ღმერთი ვარ“, ეს დოგმატი მთელი სიცხადით და განსაზღვრულობით მის სიტყვებსა და გამონათქვამებში მდგომარეობს.
არ შეიძლება ერთის მხრივ, შეუმჩნეველი დარჩეს ის გარემოება , რომ ეს სიტყვები იყო თქმული მოციქულთა შორის ან ასე,რომ ვთქვათ იძულებით, იუდეველთა მომაბეზრებელი კითხვებისაგან თავის დასაღწევად. ასეთი სახით საეკლესიო სწავლებაზე მკვიდრდება მთელი თავისი ძალით ის აზრიც ,რომ უფალი რამდენადაც შესაძლებელი იყო დაფარა მისი ღვთაებრიობა. ეხლა კი დაპირებისამებრ ამ აზრის გადასამოწმებლად მიუბრუნდეთ სახარებისეულ ისტორიას.
განმარტებლები მიდრეკილნი არიან ყველა სახარებისეულ მოვლენასა და ქრისტეს ყველა ქადაგებაში დაინახონ მოწმობა საკუთარ ღვთაებრიობაზე , პირველყოვლისა მიუთითებენ მის სასწაულებზე, როგორც ამ მოწმობის მტკიცებულებასა და მიზანზე. ეჭვგარეშეა,რომ ქრისტეს სასწაულები იყო ერთ ერთი უმთავრესი საშვალება,რათა მისი მოწაფებისათვის აღეძვრა რწმენა თავისი ზეწარმომავლობის შესახებ. თუმცა უყურეთ , განა ყოველთვის სურდა უფალს რწმენის გავრცელებისათვის ამგვარი მეთოდი გამოეყენებინა?მაცხოვარი თავის ქადაგების პირველ ხანებში კურნავდა რა მძიმედ დაავადებულთ , ამავდროულად უკრძალავდა არ გაევრცელებინათ ამბავი მათი სასწაულებრივად კურნების შესახებ.ასე ,რომ იგი უკრძალავს ადამიანებს გაავრცელონ ამბავი კეთროვანთა სასწაულებრივად კურნებისა.(მარკ.1);შეპყრობილების კურნება (მარკ.3 ; - ლუკ.4,41); მალავს მის სასწაულს გალილეის კანას ქროწილში (იოან.2). არ უბრძანებს მოციქულებს ისაუბრონ მისი ღვთაებრივი ფერისცვალების შესახებ.იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლებას მხოლოდ 5 ადამიანს აჩვენებს.თუმც სხვა შემთხვევებში მაცხოვარი თავადვე ბრძანებს მისი სასწაულების ქადაგების შესახებ , მაგალითად , ღადარინელ შეპყრობილს ,იოანეს მოწაფეებს , რომელთაც ეჭვი ეპარებოდათ მასში (ლუკ 7, 18-20). და ბოლოს მრავალი სასწაული აღასრულა მან უამრავი ხალხის წინაშე , მაგალითად ერთ შემთხვევაში ხუთი პურით მეორე შემთხვევაში კი შვიდი პურით დაპურება, ქვრივი ქალის შვილის გაცოცხლება, ლაზარეს აღდგინება და სხვა მრავალი.
და ეს წინააღმდეგობანი სრულიად სამართლიანია , პასუხად კი ვეტყვით და იგი აღმოგვიჩენს ჩვენ მშვენიერ დახმარებას დასმული საკითხის გადაწყვეტაში.უფალი ხანდახან განაცხადება მის ღვთაებრივ ძალმოსილებას , ხანდახან კი მალავდა მას. რითი ხელმძვანელობდა იგი ასეთ შემთხვევებში?
როგორც ჩანს,უფრო ადვილია დასმულ კითხვას , საწინააღმდეგო შინაარსის კითხვითვე გასცე პასუხი : რა იქნებოდა ,თუკი უფალი თავის ქადაგებას მისი ღვთაებრიობის გამოცხადებით დაიწყებდა?რა იქნებოდა თუ კი ქრისტე მოახდენდა სასწაულებრივ კურნებებს იმის გამო,რომ ეჩვენებინსა მისი ღვთაებრივი განკაცება ,რომელსაც არ შეუწყვეტია ღმერთად ყოფობა და მამის თანასწორობა? იქნებოდა ის,რომ ადამიანები მოკვდებოდნენ შიშისა დ აგაოცებისაგან.(გამოსვლ.33,20). ჩვენს სულს არ ძალუძს გაუძლოს პირდაპირ,დაუფარავად ღვთის დაუსრულებელ დიდების წინაშე დგომას.ვერავინ იფიქრებს,რომ თითქოს ამ სიტყვებში რაიმე გადაჭარბებულია.იმ იშვიათ შემთხვევებშიც,მაცხოვარი არა სრულად განაცხადებდა ჭეშმარიტებას მისი ღვთაებრიობის შესახებ,არამედ მხოლოდ თავიდი დიდების მცირე ნაწილს. ვინაიდან ადამიანები განეშორებოდნენ შიშისაგან : ასე იყო მისი მეოგბრებისა და მტრების შემთხვევაშიც ; განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო „(ლუკ.5) , თქვა პეტრემ მას მერე,რაც თევზი სასწაულებრივად დაიჭირა , ხოლო ქრისტეს ფეისცვალების ჟამს ,მოწაფეებმა იმგვარი შიში გამოავლინეს ,რომ ისინი სახით დავარდნენ მიწაზე და იწვნენ მანამ ,სანამ არ დასრულდა უფლის დიდების ხილვა , და იგი მიუახლოვდა რა მოწაფეებს თავდაბლურად,უთხრა მათ : ,,ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ“,მაგრამ მეორე ჯერზე მსგავსმა სიტყვამ ,, მე ვარ“ მის შესაპყრობად მომავალი მტრები მიწაზე დასცა ,, როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ“(იოან.18)
მართალია,ქრისტე მაცხოვრის მიერ მისი ღვთაებრიობის განცხადებანი არ იყო ერთადერთი: ხშირად ეს განცხადებანი იუდეველებში გაღიზიანებას აღძრავდნენ,თუმც ამგვარი გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი გამოცხადებების მიმართ მხოლოდ იმიტომ იყო შესაძლებელი,რომ ამ ადამიანებს ვნებებისა და ამაოებისაგან იმ ზომამდე ჰქონდათ დაბნელებული გონება, ,რომ ან არ სჯეროდათ , ან არ ესმოდათ ქრისტეს სიტყვები . როდესაც მათ გონებამდე დავიდა ის აზირ,რომ მოძღარი იესო ქრისტე არის უფრო აღმატებული ვიდრე ჩვეულებრივი წინასწარმეტყველი,რომ იგი არის ღვთისაგან წარმოგზავნილი მიწაზე, ისინი მივიდნენ შეძრწუნებამდე და ვერანაირად ვერ შესძლეს შეხებოდნენ მას.(ლუკ. 4, 30; იონ. 7, 30; 8, 59; 10, 39; ლუკ. 11, 19) . ეხლა კი თავად განსაჯეთ , შეეძლოთ კი ადამიანებს გაეძლოთ და გადაეტანათ , სრული სიცხადით არსებული და სასწაულებით დამტკიცებული აზრი იმის შესახებ რომ კაცი,რომელიც მუდმივ ურთიერთობაშია მათთან არის ღმერთი? არა თუ მხოლოდ ჩვეულებრივი ცოდვილნი, არამედ ღვთივგანათლებული წინასწარმეტყველნი და მოციქულნიც კი შეძრწუნებულნი იყვნენ შიშისაგან მაშინ,როდესაც მათ მხოლოდ ანგელოზი ეცხადებოდათ.ხოლო საკუთრივ ღვთის ხილვას ვერც ანგელოზნი,მთავარანგელოზნი,ქერუვიმნი და სერაფიმნი ვერ უძლებენ (იმდენად რამდენადაც ისინიც ქმნილებანი არიან.მთარგ), ღვთის დიდებისაგან შიშით და მოკრძალებით იფარავენ სახეს და არ ძალუძთ თუნდაც წამისყოფით მოიცალონ ღვთის დიდების აღტაცებული ქება-დიდებისაგან, ამის შესახებ განეცხადა ესაია წინასწარმეტყველს (ესაია.6)
უფალი ასწავლიდა ადამიანებს თავისი ღვთაებრიობის ჭეშმარიტებას,მაგრამ ამ ყოველივეს იგი თანდათანობით განუცხადებდა , ვინაიდან ისინიც მას თანდათანობით ერწმუნებოდნენ. ადამიანურ გონებას არ შეუძლია დაუშვას, რომ ადამიანი,რომელიც მათთან მუდმიმ ურთიერთობაში იყო , ქონდა ღვთაებრივი წარმოშბა ,უფრო მეტიც, თავად იყო ღმერთი, რაც მახარებელთა მოწმობით თვით მოციქულნიც მსგავს მოწმობებს იღებდნენ როგორც რაღაც გამოცანას, ხოლო მთელი სისავსით მათ ეს ქრისტეს აღდგომისას გააცნობიერეს. (იონ 2,22). თავად უფლის წინასწარმეტყველებას მისი აღდგომის შესახებ მოციქულებმა ვერ შეითვისეს.(მრკზ.9,10) ხოლო საკუთრივ ამ უწყების ახდენის ჟამს , მათ საბოლოოდ დაივიწყეს ქრისტეს წინასწარმეტყველება აღდგომის შესახებ.(მათ. 26, 32) და თავად მელენსაცხებლე დედებსაც კი არ ერწმუნენ,რომელთაც ახარეს ქრისტეს გამოცხადების შესახებ. (მრკ. 16, 13) და არათუ მენელსაცხებლეთ,თავიანთ საკუთარ თვალებსაც არ უჯერებდნენ მიუხედავად იმისა,რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე მათ წინაშე იდგა. მათ ვერ გააცნობიერეს მანამ,სანამ ხელით არ შეეხნენ და საკვები არ მიართვეს შესაჭმელად .
და აი,მხოლოდ მაშინ როდესაც ,,ურმწუნო“ თომა ხელით შეეხო მის ჭრილობებს ,პირველად ადამიანის ბაგეებმა მთელი თავისი სიცხადით აღიარეს ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად ,, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ (იოანე 20:28–29) და ქრისტემ მოიწონა,ისათნოვა თომა მოციქულის ეს აღსარება.
ისტორიის ყველა გადმოცემა და გზავნილი მაშინ ითვლება ჭეშმარიტებად , თუ იგი უძლებს მისი თანამედროვე და შემდგომად მოსახდენ მოვლენათა გამოცდას. ჩვენი რწმენა იესო ქრისტეს ღვთაებრიობაზე , მოვლენათა გულდასმით გამოკვლევისას , მტკიცდება იმითაც , რაც ზედაპირულად მიდგომის შემთხვევაში, მორწმუნეთათვის საცდურად წარმოჩინდება.
მრავალნი ცდუნდებიან იმის გამო , თუ რატომ ეცხადებოდა მაცხოვარი მოციქულებს იშვიათად და არა ხშირად? ან რატომ არ ცხოვრობდა ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში მოციქულებთან ერთად? ვიმედოვნებთ , რომ ჩვენს მიერ მოხმობილი განმარტებების შემდეგ , ყველასათვის ნათელია , რომ სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. (იგულისხმება ქრისტეს იშვიათი ყოფნა მოციქულებთან ამაღლებამდე.მთარგმ). მოციქულები და მენელსაცხებლები უკვე ერთსულოვნად ერწმუნენ მის ღვთაებრიობას. მოციქულთა საქმეების და ეპისტოლეების წიგნებში მოხმობილია სიტყვა ამ სარმწუნოებისა.,,მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი“(ლუკ.24,45) და ისინი ერწმუნენ მას ისე, როგორც შემდგომი ქრისტიანები , ჩვენი რწმენის სიმბოლოს ამღიარებელნი . შეეძლოთ კი მათ ჰქონოდათ ურთიერთობა მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვართან? ამაზე ჩვენ თავად სახარება გვიპასუხებს . ანგელოზების სიტყვამ მენელსაცხებელა გულები ისეთი გამოუთქმელი შიშით აღავსო , რომ ,, გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან აცახცახებული და თავზარდაცემული იყვნენ. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.“(მარკოზი.18,8)
მართლაც, საყვარელი უფლის მოულოდნელი გამოცხადება ორ მენელსაცხებლეს განაცხოველებს ,მანამდე კი მარიამ მაგდალინელს ისე აღაფრთოვანებს ,რომ მათ ავიწყდებად მომხდარი და მის ფეხებთან ეცემიან,მაგრამ გაფრთხილებას იღებენ და როდესაც გონზე მოდიან უფალი უჩინარი ხდება მათთვის. და ამით რა? ის ,რომ ქრისტეზე უსაზღვროდ მინდობილ დედათა გულებში ,რომელთაც არ ეშინოდათ ქრისტეს სასტიკი მტრებისა და მდევნელების , განიცდიან იმდენადვე უსაზღვრო სიხარულს რამდენადაც შიშს.. ,, 8. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა“(მათ.28,8) უფალი ინდობს ადამიანთა ფაქიზ სულებს,იგი დიდიხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ლუკას და კლეოპას და იცნეს თუ არა უფალი იგი მეყვსეულად თვალს მიეფარა და როცა იმავე ღამეს გამოეცხადა მოციქულებს ,მიუხედავად იმისა ,რომ მათ უკვე სწამდათ მისი აღდგომის ,მისი დანახვისას მაინც მერყეობდნენ რწმენაში , მაგრამ იყვნენ ერთსულოვანი თავად ამ განცდასა და შიშში. (ლუკ. 24, 34, 37). ეს ყოველივე თომას აღსარებამდე იყო, ხოლო მას მერე რაც მოციქულებმა მოისმინეს ქრისტეს ღმერთად აღიარება და უფალის მიერ ამ ჭეშმარიტების პირდაპირი დასასტურება ,,შენ გრწამს რამეთუ მიხილე მე“ იხილეთ,თუ როგორი შიშით აღივსებიან თავიანთი მოძღვრისადმი. ისინი ხედავეს ქრისტეს ნაავიდან ზღვის სანაპიროზე და მას ვერ ცნობენ . და მხოლოდ მასზე შეყვარებული და მეტნაკლებად კადნიერი მოწაფე ,რომელიც არ შეუშინდა ყოფილიყო მასთან ვიდრე ჯვარცმამდე და დაფლვამდე , ამბობს არა ხმამაღლა , არამედ მხოლოდ პეტრეს ეუბნება : ,,ეს უფალია“ .შემდეგ მეთევზენი ნაპირზე გამოდიან და უფალიც როგორღაც უწინდებური სახით სთავაზობს მათ აღადგინონ გარკვეული დროით ის გარემოება რაც იყო მათი ერთად ცხოვრების პერიოდში და ამისათვის იგი ეუბნება მათ : ,, ჰრქუა მას იესო: მოვედით და ისადილენით..“(იოან.21,10) როგორი გრძნობა და განცდა ეუფლებათ მათ გულებს?- გრძნობა შიშისა. ,, და არავინ მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს.“(იონ.21,12) ასე იყო ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭელთა მიმართ , ქრისტეს მეგობრებთან. ეხლა მითხარით , შეეძლოთ კი ჩვეულებრივ სხვა ადამიანებს თუნდაც ერთი საათით დაემარხათ თავიანთ სულში რწმენა და ცოდნა იმისა,რომ მათთან მდგომი პიროვნება არის განკაცებული ღმერთი? აი რატომ ინება უფალს გამოცხადებოდა აღდგომას არა ყველა ადამიანს არამედ ღვთის რჩეულ მოწმეებს როგორც ამაზე ბრძანებს მოციქული პეტრე : ,, არა ყოვლისა ერისა, არმედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაისწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა. „(საქმეები.10,40)
უფალს ასევე სხვა მიზეზიც ქონდა იმისა , რომ არ ეჩქარა მისი ღვთაებრიობის ყველასათვის გამოცხადება , თუნდაც მორმწუნეთათვის. ამ მიზეზების წარმოჩინება შესაძლოა სახარებიდან მოვახდინოთ.
უფალმა მისი დედამიწაზე ცხოვრებისას ვის უწოდა მორმწუნე? მათ ვისაწ სწამდათ რომ იგი იყო ღვთისაგან , რომ მისი სიტყვა იგივე ღვთის სიტყვაა ,, მიუგო იესო და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაი არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაი. „(იოან.7,16) და რომ იგი არის ძე ღვთისა . მაგრამ ამასთან ერთად ,მათ ვისაც არ ქონდათ სრული რწმენა უფალი ხედავდა მათ გულებს და იცავდა თანიმდევრულობას . რაც თვალსაჩინო გახდება ჩვენთვის როდესაც შევხედავთ უფლის განსხვავებულ დამოკიდებულებას მისი მორწმუნეთადმი , როდესაც იგი ზოგიერთ მათგანს უბრძანებს მისი სასწაული არ განაცხადონ,ზოგს კი პირიქით , მათ ხარებას დაავალებს.
თუ ჩვენ განვუდგებით ჩვენში გავრცელებულ პროტესტანტულ შეხედულებას იმაზე, რომ თითქოს რწმენა ქრისტეს ღვთაებრიობაზე თავისთავად არის მაცხოვნებელი ,ხოლო საკუთრივ სათნოებაათა აღსრულება არანაირად არ არის მთავარი . და თუ სწორედ მივიღებთ მოციქულებრივ სიტყვას ,, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ,-სიწმიდე ეგე თქუენი „ (თეს.4,3) მაშინ გავიგებთ მთელი სიცხადით ,თუ რატომ მალავდა უფალი თავის სასწაულმოქმედ ძალასა და ღვთაებრიობას. არ იყო მისთვის სათნო მხოლოდ გარეგნული საშვალებებით დაერწმუნებინა ადამიანები თავის ღვთაებრიობაში ან თუნდაც თვით წინასწარმეტყველურ ღირსებაშიც კი , იმ მიზეზით ,რომ ადამიანთა (დამონებულ) დაუძლურებულ გონებას და დაცემულ ბუნებას მისი მცნებები მიეღოთ არა როგორც მონური შინაარსისა,(როგორც მუსულმანთა შემთხვევაში ხდება). არამედ მიეღოთ გონების თავისუფალი თანხმობით , გაცნობიერებულად მიეღოთ სწავლება სათნოებებზე და მისს მცნებებზე.
მრავალნი ბოროტად იყენებენ ამგვარ გამოთქმას : გონების თავისუფალი თანხმობა იძლევა კიდეც მიზეზს თვად რწმენა გავიგოთ როგორც რაიმე ჩვეულებრივი , უბრალო გონისმიერ მოწმობად. ამგვარი გააზრება კი სრულიად ფუჭია . ჩვენი რწმენა უცხოა ბრმა თვითმერჯულეთათვის. თავისუფალი , არაიძულებითი რწმენა ქრისტეს სიწმინდისა და მცნებებისა, განსაზღვრავს რწმენას მის ღვთაებრიობაზე . (რადგან ეს უკანასკნელი,პირველი ორიდან გამომდინარეობს.მთარგმ) , დაკვირვებული და მიუკერძოვებელი მკვლევარისათვის , იმდენადვე ნათელი იქნება, რამდენადაც საშუალო არითმეტიკის წესები , მაგრამ თავად ყურადღება და მიუკერძოვებულობა(გულახდილობა) მთავარი არსია ამგვარი სულიერი განწყობისა , რადგან სხვა არაფერს ძალუძს აიძულოს ადამიანი სწორედ გაიგოს ქრისტეს ეს სიტყვები : ,,იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.ისინი კი ჩემზე მოწმობენ . თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა,რომ სიცოცხლე გქონდეთ (იოან.5 ,39-40) თუ კი თანამედროვე ადამიანები გააცნობიერებდნენ და მივიდოდნენ იმ აზრამდე,რომ მიუკერძვებლობას (გულახდილობას) ადამიანი მიჰყავს რწმენამდე , მაგრამ მიუკერძვებლად(გულახდილად) მიაღწევა რწმენის საგანთა გამოკვლევისა რთულია მათთვის,ვისაც არ სურთ რომ ირწმუნონ,აგრეთვე შეუძლებელია საღვთო მადლის შეწევნისგარეშე .ის მრავალრიცხოვანი ლიტერატურა : ცოდნაზე , რწმენაზე, მეცნიერებაზე და რელიგიაზე დაკარგავდა თავის დანიშნულებას და მოაზროვნენი შეძლებდნენ დაკავებულიყვნეენ სულისათვის უფრო სასარგებლო საკითხებით.
კვლავ დავუბრუნდეთ სახარებას. ამგვარად უფალს სურდა,რომ ადამიანებს პირველრიგში გაეაზრებინათ და შეეყვარებინათ ის სათნოებანი და მცნებანი რაც მათ ქრისტემ ამცნო. და ასე იყო ფარისევლთა იმ მსახურთა შემთხვევაში ,რომელთაც არ სურდათ მისი შეპყრობა , ვინაიდან ესმოდათ მისი არამიწიერი სწავლება და გაოცებულნი ამბობდნენ : ,,არასოდს უსაბრია ადამიანს ასე,როგორც ეს კაცი საუბრობს“. დიახ , მაცხოვრისათვის სათნო იყო,რომ ადამიანები თავიანთი გულის დამოწმებით მისულიყვნენ იმის რწმენამდე , რომ ამ სწავლების(მოძღვრების) მქადაგებელი არ არის უბრალო ადამიანი , არამედ ღვთისაგან წარმოგზავნილი , რათა საბოლოოდ განტმკიცებულნი რწმენაში ამ ჭეშმარიტებაში და სრულად მიეღოთ მაცხოვრის ის განსაკუთრებული სიტყვა საკუთარ თავზე , რომლის აზრიც მათთვის ბოლომდე გასაგები არ იყო მანამ,სანამ უფალი მათთან ერთად იმყოფებოდა.ვინაიდან უფალს სურდა თავისი მკვდრეთით აღდგომით ადამიანებს ლოგიკურად გაეცნობიერებინათ და შეეცნოთ ჭეშმარიტება მის ღვთაებრიობაზე , მამასთან თანასწორობაზე და გამომხსნელობით ღირსებაზე . ასევე ცხადად განეცადათ, ისიც რომ იგი არის ნათელი ნათლისაგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან და სხვა.. რწმენის სიმბოლოდ შესაბამისად...(საუბარია მართლმადიდებლურ მრწამსზე. მთარგ)
ჩვენ ვთქვით სიტყვა: ლოგიკური სიცხადით,- იმიტომ,რომ ლოგიკური მნიშვნელობა ქრისტეს მიერ ზემოხსენებულ გამონათქვამებისა არის მხოლოდ ერთი საკუთარ თავზე, რომელიც რწმენის სიმბოლოშია გადმოცემული, მაგრამ ადამიანთა ფაქიზი სულებს მაცხოვრის ამქვეყნიური სიცხოცხლის პერიოდში არ შეეძლოთ გაკადნიერებულიყვნენ იმდენად,რომ სრულად ჩაკვირვებოდნენ ამ სიტყვების საკვირველ მნიშვნელობას და კმაყოფილდებოდნენ იმ რწმენით,რომ მათი მოძღვარი ზეციდან არის წარმოგზავნილი ,რომლის არსებამაც ცოტახნის წინ სიმდაბლე შეიმოსა და მიიღო სახე ჩვეულებრივი ადამიანისა. ,,ყოვლადვე ჩვენს მსგავსად იქმნა,ცოდვის გარდა“(პავლე მოციქული . მთარგ) )მაგრამ უახლოეს მომავალში იგი განეცხადება ადამიანებს მთელ თავის დიდებაში (იგულისხმება სიკვდილის ძლევა და მკვდრეთით აღდგომა . მთარგმნ)
ქრისტეს მოძღვრების მიზნებზე ამგვარი ვარაუდისას ჩვენთის სრულიად ნათელი გახდება, ის თუ როდის ფარადვდა იგი თავის ღვთაებრიობას ან როდის განაცხადებდა მას. იგი მას თავისი ქადაგებისა და მოღვაწეიობის დასაწყისში ფარავდა,რათა თავიდან აერიდებინა მისი მსმენელების გონებრივი დამონება, განსაკუთრებით კი ფარავდა იმ მეტად აღმაფრთოვანებელ და გამაოცებელ სასწაულებს,რომელიც გამოაჩინა მის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე.ასევე მალავდა მის ძალაუფლებას იმაზე, რაც ადამიანთათვის უმთავრესია ,საჭმელზე და სასმელზე (კანას გალილეაში).
უფალი მის სასწაულებს მაშინ განაცხადებდა და მასზე ქადაგებას და გავრცელებასაც იმ დროს ინებებდა , როდესაც მსმენელნი გულითა და გონებით იქნებოდნენ განწყობილნი მისი სიტყვების მისაღებას,ისე რომ თავად უფალს ამისათვის ძალა არ დაეტანებინა . მხოლოდ განტმკიცებულიყვნენ სასწაულით , მაგრამ ისინ იმდენად იყვნენ შეიარაღებულნი ჭეშმარიტებისა და მისი ზეციური სიტყვების წინააღმდეგ , რომ იმგვარი ღვთაებრივმა ნიშანმა და სასწაულმა ,როგორიც ლაზარეს აღდგომა იყო,მაინც ვერ შეძლო მათუ გულების მოქცევა.
უფლის ყველა ძალისხმევა და გულმოდგინება იმაზე , რომ ის ადამიანები რომლებიც მას რწმენითა და სიყვარულით მიეახლებოდნენ ხსომებოდათ , რომ თავად სიახლოვე მაცხოვართან განპირობებული იქნებოდა მათი მხრიდან ვნებებისაგან და ყოველგვარი ბოროტებისაგან განდგომით. ქრისტე კი ხშირად იყო იმ შემთხვევის შემსწრე , როდესაც ეს ჭეშმარიტება არათუ ჩვეულებრივ მორმწუნეებს , მის მოწაფეთაც ი არ ესმოდათ ხოლმე . ის მრავალი სასაწაული ,რომელიც ქრისტეს მიერ მათ თვალწინს აღესრულებოდა ,მათ გულებს ვერ ეხებოდა და ხშირად ვერც გულისხმაჰყოფდნენ , მაგრამ ამის საპირისპიროდ ისინი ხანდახან აღიძვროდნენ ესარგებლათ ზებუნებრივი ძალით , რათა არაღვთივსათნო საქმე ჩაედინათ , მაგ : უნდოდათ დაეწვათ უგულისხმო სამარიტელნი ,, უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი,როგორც მოიქცა ელია. „ (ლუკ. 9 ,54) ) ,ხოლო სხვა შემთხვევაში კი სასუფეველში პირველობს ითხოვდნენ.
რამ დაანაღვლიანა ყველაზე მეტად მაცხოვარი ? ურწმონოებამ თუ რწმენამ ? ვფიქრობთ რომ ორივემ თანაბრად და ეს დასტურდება უშვალოდ სახარებისეული მოვლენებიდან, რომლის ნეიტრალური მკითხველიც შესაძლოა უკვე შეღონდა ჩვენთან შეპასუხებით ... უფალმა უამრავი ადამიანის წინაშე აღასრულა სასწაული , როდესაც ხუთი პურით დააპურა ხუთიათას სულზე მეტი. და შედეგი ამ სასწაულისა იყო სრულიად არა სათნო და არა სასურველი უფლისათვის. ხალხმა მოინდომა მისი მეფედ გამოცხადება და რომაელთა წინააღმდეგ წასვლა.
დააკვირდით თუ როგორ მოხდა ეს ამბავი. თუმცა ეს ქრისტემ იმისათვის როდი აღასრულა , რომ მისი სასწაულით და ზებუნებრივი ძალის გამოვლენით ერი გაეოცებინა . იმ ადამიანებმა დაივიწყეს თავიანთი ხორციელი მოთხოვნილებები და გაყვნენ მაცხოვარს ღრმა უდაბნოში (რათა ქადაგება მოესმინათ.მთარგ) ,უფალი კი მათ არაერთგზის ასწავლიდა , რომ არ ეზრუნათ სასმელზე , საკვებზე და იმაზე თუ რა შეემოსათ , არამედ მოეძიათ სასუფეველი ცათა და მისი სიმართლე და მაშინ ყოველივე მიეცემოდა მათ . ადამიანები კი იმ დღეს ამ მცნების შესაბამისად მოიქცნენ . ქრისტემ კი გაამართლა მათი ეს საქმე და სამართლიანადაც ბრძანა ? ,,მეწყალის ერი ესე“,-,მერე კი შეახსენა მოციქულებს , რომელნიც უხერხულობაში ჩავარდნილიყვნენ იმის გამო , რომ პურები თან არ ჰქონდათ წამოღებული . ,, რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო ? ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?“(მათ.16, 8-9). და ამგვარად, ერის შებრალება და მორწმუნეთა განმტკიცება ცხოვრებისეული საჭიროებისათვის ურზუნველ დამოკიდებულებაში ,სწორედაც რომ იყო გამომწვევი , პურებზე სასწაულის აღსრულებისა . ხოლო ის მხურვალე , მაგრამ გაუცნობიერებელი რწმენა ,რომელმაც მის მიერ დანაყრებულ ადამიანებში შეაღწია , უფალი არათუ გაახარა , არამედ ახალი სასწაული მოახდინა ,რათაგაქცეოდა ერის აღფრთოვანებას(იგულისხმება ტბის მეორე ნაპირზე ნავის გარეშე გადასვლა.მთარ) ,შემდეგ მიეფარა რა თვალს, ტბის გადავლით მეორე ნაპირეს აღმოჩნდა. როდესაც ადამიანებმა მეორე დღეს , წინადღის სასწაულის შემდეგ მცირედ დამშვიდებულებმა იგი ტბის საპირისპირო მხარეს იხილეს გაუკვირდათ . ქრისტემ კი დაიწყო მათი მხილება და მყისვე გამოაშკარავდა მათი გარეგნული რწმენის სიმყიფე და არამყარობა . რამეთუ ისინი ვინც გუშინ გაიძახდნენ ,, ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად“.- დღეს კი ამბობდნენ ,, მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა?“ - და განეწყვნენ მის წინააღმდეგ , ისე რომ ,, ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას.“ (იოან. 6, 14, 60, 66). აქ მახარებლის სიტყვის განმარტება რწმენაზე , ეუფუძნება რა გარეგნულ მტკიცებულებას ,, იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას „(იოან. 2, 23, 24). უწყოდაუფალმა ,რომ ამ გარეგნულ რწმენას იუდეველები მას შემდეგ დაკარგავდნენ , როცა გაიგებდნენ რომ ქრისტეს სწავლება მათი ვნებების საწინააღმდეგოა. ,, დიდებას არ ვიღებ კაცთაგან. მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში.მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ.“ (იოან. 5, 41-43) ქრისტეს მის ბოლო სიტყვებში (ზოგიერთი წმინდა მამის განმარტებით) მუჰამედი(და მისი მიმდევარნი)იგულისხმა ,რომელნიც გონებით მზაკვრობას და მაცდუნებელ დაპირებებს არიან დამონებულნი.
ამის საპირისპიროდ , უფალი სიყვარულით ახდენდა სასწაულებს რწმენაში ახალმოსულთა განსამტკიცებლად , და როდესაც მოვიდნენ მასთან იოანე ნათლისცემელის მოწაფენი და ჰკითხეს ,, შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ. (მათ. 11, 3-5).
უფალს სასწაულების მოხდება და ადამიანების განკურნება განსაკუთრებით შაბათობით უყვარდა , რათა დაერღვია უნებური ეჭვები მისი იმ მცნებებისა , რომელშიც ცრურწმენებითა და კანონის გადაჭარბებული გაგებით კეთილი და სათნო ნიუდეველებიც კი იყვნენ ჩავარდნილნი . ასე რომ, შაბათობით სასწაულებრივი კურნებებისა და თვალთმაქცების მხილების შემდეგ ,, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი“(ლუკ. 13, 17)..
იმისათვის , რომ ეს კეთილი ერი განთავისუფლდეს ბიბლიურ რწმენაზე დაფუძნებულ ფარისეველთა და მწიგნობართა სწავავლებების გადმონაშთისაგან , უფალი პირდაპირ მიუთითებს თავის ზეციურ უფლებამოსილებაზე , რომელიც ადამიანებმა სამართლიანად გაიგეს , როგორც ერთარსობა და თანასწორობა მამისა. ,, ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი . მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს. ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს“. (იოან. 5, 17-19). სხვა ამის მსგავს შემთხვევაში მაცხოვარი ბრძანებს : ამიტომ ,, რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის“ (მათ. 12, 8). იუდეველთაგან ბოროტნი და უკეთურნი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ ღვთის სიტყვას. და იგი აქ ხელახლა მიუთითებს იმაზე , რომ სასწაული და წინასწარმეტყველება არ ხდება მისი მოძღვრების რწმენის მიზეზი, ვინაიდან , იუდეველთა ზიზღი და სიძულვილი არის მიზეზი,მისი მცნებების ურწმუნოებისა, უგულებელყოფისა და სასწაულების არ დაჯერებისა : რატომ ვერ იგებთ ჩემს საუბარს ? - იმიტომ,რომ არ ძალიგძთ ჩემი სიტყვების მოსმენა. (იოან. 8, 43, 37; 5, 38, 40, 44). ამგვარი თანმიმდევრობით , უფალი ითხოვდა რწმენას მათგან , ვისაც სურდა სასწაულებრივი კურნება , იგი უარს აცხადებდა აღესრულებინა სასწაული მისი სწავლების ურწმონო მტრებზე , აღუთქვავდა მხოლოდ იოანა წინასწარმეტყველის სასწაულს , ხოლო კურნების მსურველ სნეულებს ეკითხებოდა : ,,ძალგიძთ რწმუნება? მორწმუნისათვის ყოველივე შესაძლებელ არს , თქვენი რწმენისამებრ გეყოთ თქვე ნ„ და ამის მსგავსნი. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ნათელი და გასაგები გახდება სახარებისეული თხრობის ის სიტყვებიც , რომელნიც ბევრ თანამედროვე არაგონიერთ (ათეისტ მეცნიერთ. მთარგ.) აღძრავთ სათქმელად , თითქოს ქრისტე ამ ყოველივეს მაგნიტური ძალის წყალობით იქმოდა , და გამომდინარე აქედან მისი რწმენის შემთხვევაში ყოველივე შესაძებელი იყო. იესოს მამულში,მოგვითხრობს წმ.მარკოზ მახარებელი , ხალხს არ სჯეროდა მისი, ,, განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში. (მარკ. 6, 3) (საცდურში ვარდებოდნენ)... ,, და არ შეეძლო იქ უფალს არანაირი სასწაულის ჩადენა“. აქ საუბარია წმინდა ზნეობრივ უსუსურებასა და გაუფასურებაზე, აღასრულოს სასწაული ურწმუნოთათვის. და ამაში დარმწუნდებოდნენ აწინდელი გამომეძიებელნი და კითხვის დამსმელნი , თუკი აიძულებდნენ თავს ჩაეკითხათ ის ისტყვა , რითაც საბოლოოდ ცდუნდებიან. ვინაიდან შემდეგ ნათქვამია:,,და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმესნეულს დაადო ხელი და განკურნა. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლოსოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ „(მარკ. 6; 5-6 ) რასაკვირველია, სასწაულების აღსრულების ძალას კი არ მიუტოვებია აქ უფალი , არამედ პირიქით , მზად იყო დამშვრალიყო მისი თანამემამულეებისათვის. ასე რომ , მათი ჯიუტი ურწმუნოება ,თავად ყოველი ადამიანის გულთამხილველისათვის იყო საკვირველი .
და ამგვარად, უფალი ადამიანებს რწმენისათვისარ იზიდავდა მისი სასწაულებით , მაგრამ როდესაც ურწმუნონი პირდაპირ და დაფიცებით ეკითხებოდნენ მას :,, ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა . იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით’’ (მარკ. 14., 61, 62).
რათქმაუნდა ამგვარი მკვეთრი გამოთქმებისა და სიტყვების განმარტება არ ძალუძთ ტოლსტოის და მისნაირებს , არც პანთეისრუტი და არც კერძო აზრით .
დასასრულს კი უფლის სიტყვებით გამოვააშკარავოთ მუსულმანთა (მაჰმადიანთა) და არიანელთა ( იეღოვას მოწმეთა) ცდომილება,მათი მხრიდან ამ საკითხის გაუგებრობა და მიუხვედრელობა .,, მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი,რომ ღმერთები ხართ?“ (იოან. 10 ,34). და ირწმუნებიან (იაღოველები და მუსულმანები) , თითქოს უფალმა თავის თავს ძე ღვთისა უწოდა ზოგადსაკაცობრიო აზრით. მაგრამ ასეთი უსაფუძვლო მტკიცებულება აქვე განქარდება და გაბათილდება მაცხოვრის იმ სიტყვებით , სადაც ნათლად ჩანს , რომ მაცხოვარი საკუთარ თავს უწოდებს ღვთის ძეს სრულიად სხვა , მათი ცრუ მტკიცებულების გამომრიცხავი შინაარსით , და ეს სახელდება იუდეველთა მიერ არ შეიძლება ჩაითვალოს მკრეხელობად , თვით იმ შემთხვევაშიც , თუკი ის მხოლოდ ადამიან იქნებოდა. ,, ხოლო თუ ღმერთები უწოდამათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),მას, ვინც წმიდა-ყო დაამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძეღმრთისა?“ (იოან. 10; 35,36 ) არიანელები (აგრეთვე ე.წ იეღოვას მოწმეები.მთარგ) ამ თავიანთი ერესის დამამტკიცებლად და გასასამართლებლად მიიჩნევდნენ ქრისტეს შემდეგ სიტყვებს : ,, ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია“(იოან.14 ,28) . მართლმადიდებელნი მათ პასუხობენ და სრულიად სამართლიანადაც ,რომ უფალი ამას ამბობს მის ადამიანურ ბუნებაზე. და თუკი ვინმე ისურვებდა დაეჭვებულიყო სახელდობრ ამგვარ განმარტებაში, მაშინ მისი ეჭვები ქრისტეს სიტყვების თანიმდევრობით წაკითხვითა და გააზრებით სრულიად გაბათილდებოდა და განქარდებოდა . ეს გამოსათხოვებელი საუბრის ნაწილია , პირველი თავის დასაწყისიდან მე-15 -ე თავამდე შინაარსი შეიცავს მოციქულთადმი მანუგეშებელ სიტყვებს მომავალ განშორებაზე და მათ შეგუებას ქრისტეს მომავალ დამდაბლებაზე , შეურაწყოფაზე , ჯვარზე გაკვრაზე. უფალი შთააგონებს მათ , რომ დაუცველი ადამიანის მეთაურობით , მაგრამ ზეციდან წარმოგზავნილის კეთილინებით დაბრუნება, აღესრულება მას მერე , რაც იგი დაითმენს ადამიანთაგან დამცირებასა და შეურაწყოფას ზეციური მამის სადიდებლად. ,, ნუ შეძრწუნდება თქვენი გულები ,- ამბობდა უფალი , გწამდეთ ღმერთისა და გწამდეთ ჩემი.. მე მივდივარ რათა ადგილი მოგიმზადოთ ...დავბრუნდები რათა თქვენც ჩემთან წაგიყვანოთ .. არ დაგტოვებთ ობლად ,მოვალ მე თქვენთან “ თუმცა მისი მოწაფეები არ ეგუებიან ამას : თომა,ფილიპე და იუდა მას კითხვებს უსვავემ , საიდანაც ჩანს მათი დამწუხრებული და უნუგეშო განცდა მოძღვრის(ქრისტეს) ვნებისა და მასთან განშორებისა . ქრისტე ხელახლა ამშვიდებს მათ და ნუგეშს სცემს სიყვარულით : ,, ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურცშეშინდება. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან , რომ გიყვარდეთ , - აგრძელებს უფალი , ან თუკი გაიგებდით , რომ ეს ემსახურება ჩემს განდიდებას , მიხვდებოდით , არ მელის დამდაბლება და დამცირება ჩემი ადამიანურად სიკვდილის შემდეგ , იმ სიკვდილის,რომელსაც თქვენ ჩემში ხედავთ რამეთუ ვკვდები რა ადამიანურად, მამაჩემთან ვბრუნდები , რომელიც აღმატებულია ჩემზე იმით,რომ ჩემს ადამიანურ ბუნებაზე მეტია.(თუმცა რათქმაუნდა თანასწორი მიის ღვთაებრივი ბუნებით. მთარგმნ) რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთანმივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია „(იოან.14 ,28) ამშვიდებდა რა და ნუგეშსცემდა მოწაფეებს მომავალ ჯვარცმაზე და ადამიანური ბუნებით სიკვდილზე საუბრისას, განა შეეძლო უფალს ესაუბრა თავის ღვთაებრივ ბუნებაზე,რომელიც უკვადვია ? სიკვდილგანუცდელია ? მან ხომ ამის გარეშეც გამოუცხადა მათ თავისი ღვთაებრიობა და მამის ერთარსობა? ,, მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ,დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთანდავივანებთ.“ „(იოან.14 ,23) და ცოტათი ადრე მანვე ბრძანა : , უთხრა მას იესომ: რა ხანიათქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღაამბობ, მამა გვიჩვენეო?“ „(იოან.14 ,9 ) აქ არის პირდაპირი მითითება მამისა და ძის ერთარსობაზე და თანასწორობაზე.
იგივე სიტყვები მამისა და ძის სავანეზე მორწმუნის გულში , და ასევე უფლის შემდგომი გამონათქვამები იმაზე , თუ მორწმუნენი მიეახლებიან და უფრო მეტიც თუ შევლენ მამისა და ძის ამ ერთობაში , განგვიცხადებს ჩვენ მუსულმანთა (მაჰმადიანთა) უკანასკნელ ცდომილებასაც შემდეგ სიტყვებთან დაკავშრებით : ,, მამაჩემსა დამამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან „ დაწერილი იოანეს მიერ მისსავე სახარებაში (იოან.20,17) . აქ სრულიადაც არ მიუთითებს მამისა და ძის უთანასწორობაზე , მაგრამ უფლის გამოსათხოვარი სიტყვების გახსენება ყველა მორმწუნის მონაწილეობაზე მამისა და ძის დიდებაში, გახსენება იმისა,რომ ისინი უკვე არა მონანი არიან უფლისა , არამედ მეგობარნი. ,, უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდანმონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ „(იოან.15 ,15) და განსაკუთრებით გახსენება გამოსამშვიდობებელი სიტყვებისა ,, დიდება, რომელიცშენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი . მე მათში, ხოლო შენ - ჩემში,რათა სრულნი იყვნენ ერთობით“(იოან. 17; 12-23)“ მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვეიყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი,რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე’’.(იოან. 17; 24)
აი ამ დიდებაში შევალს უფალი მისი ამაღლებით და თავის სიტყვებში მარიამ მაგდალენელს იგი უმოწმებს , რომ მისი მეგობრებიც გახდნენ მამისათვის ისე ახლობელნი , როგორც იგი დაპირდა მათ. მათი განახლებული ,მადლით გაჟღენთილი ურთიერთობა უფალს ემსგავსე იმ ურთიერთობას , რომელიც არის საკუთრივ ადამიანურ ბუნებასა და საღვთო ბუნებას შორის , და რომ მისი ადამიანური ბუნებისათვის ისინი უკვე ძმები არიან ,, წადი და ჩემს ძმებს უთხარი“(იოან.20 , 17),მაგრამ შემდგომში , სახარების ამავე თავში უფალი იღებს მისი ერთ-ერთი მოწაფის(ძმის) აღიარებას : ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი „ მოუწონებს რა მას და დაეთანხმება , დასძენს : ,, უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან,ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.“ (იოან.20 ,29). უფალი ამ სიტყვებით აამებს და ამშვიდებს მის მორმწუნეთ ,იმითი,რომ იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი , რომ იგი არის გამსჯელი მასში დაეჭვებულთა .
ასეთია ჩვენი სათაურის კითხვის საბოლოო პასუხი , რომელიც გადამოწმდა სახარებით,იესო ქრისტეს მთელი ამქვეყნიური ცხოვრებით,მისი სწავლებით, რომლითაც ყოველი მოჩვენებითი წინააღმდეგობანი გამქრალია. უფალმა ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა თავი , მაგრამ ისურვა რომ ეს ჭეშმარიტება მის მოწაფეებს თანდათანობით შეეთვისათ და გაეცნობიერებინათ , რომ თავიდანვ შეეყვარებინათ მისი მცნებების სიწმინდე, თაყვანი ეცათ მისი დამდაბლებისათვის და სიკვდილისათვის , ბოლოს კი შეეცნოთ მისსავე აღდგომაში !..
მიტროპოლიტი ანტონი ხრაპოვიცკი
თარგმანის ავტორი : მიქაელი მთაწმინდელი
Комментариев нет:
Отправить комментарий