,,იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაცმძულს”(რომ.7;15),, 19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ,რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 20. ხოლოთუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.”(რომ.20)
როგორც ბავშს ცეცხლთან შეხებისას ხელი ეწვება და ტირის,ადამიანიც შეუჩერებლად ეხება ცოდვის და ვნებიიანი გულისთქმების ცეცხლს,ტირის,განიცდის,მაგრამ კიდევ და კიდევ თავიდან ეხება მას... რადგან ვერ გაუცნობიერებია საკუთარი სულიერი ,,სიჩჩვილობის” მდგომარეობა. მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი)
ცოდვა - ეს ავამდყოფობაა. მაგრამ აღსარება- არ არის მუდამ მომენტალური გამოჯანმრთელება.
თუ ადამიანის ცხოვრებიდან ცოდვა ნამდვილად აილაგმება და მოითოკება,შემდგომად აღსარებისა ჩვენ იმდენად განვიცდით ამ ცოდვისადმი ზიზღს,რომ თავად აზრი ამ ცოდვის შესახებ ჩვენში ბადებს შინაგან ჯავრს მის წინააღნმდეგ.ეს იმას ნიშნავს,რომ ადამიანი სუფთაა და თავისუფალია ამ ცოდვის გავლენისაგან.არის ხოლმე (იშვიათი გამოკალისები),რომ ღრმა,გულმოდგინე სინანული არ აძლევს ცოდვას თვით მოახლოების საშვალებასაც.ნებისმიერი მოახლოვება ცოდვილი აზრისა ჩვენში აღძრავს სურვილს მთელი სულიერი და ხორციელი ძალებით გაუწიოთ წინააღმდეგობა.მაგრამ ზოგადად ცოდვა,განსაკუთრებით მცირე ცოდვები ქრონიკული მდგომარეობაა ჩვენი სულებისა.
შემდგომად მძიმე ავამდყოფობისა,ადამიანი ჩვეულებრივ დიდხანს იმყოფება სუსტ მდგომარეობაში,მაგალითად ფეხის მოტეხვის შემდგომ,დიდხანს ვერ ძალუძს მყარად დადგეს ფეხებზე,იაროს ,ეყრდნობა კასტილებს.ამრიგად აღსარების შემდეგ:ცოდვები შეიძლება მიტევებულია,მაგრამ რომ ვისწავლოთ ცხოვრება ცოვდის ჩადენის გარეშე,გვახსოვდეს ის და გვეშინოდეს შეცოდებისა, უფალი ხანდახან უშვებს ადამიანში ტკივილის და თავისუფლების შეზღუდვის გრძნობას,რომელიც გვიცავს ჩვენს მომავალი შეცდომებისგან,რათა არ მოვდუნდეთ ,არ მოვეშვათ საკუთარი თავის განქიქებას და ვგრძნობდეთ ,თუ რამდენად საშიშია ცოდვა ,როგორი მძიმეა და შეუძლებელიც ცხოვრება მასთან ერთად.სირცხვილის და ტკივილს გრძნობა შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩეს ადამიანის სულში.ადამიანი განიცდის,რამდენადმე იტანჯება, გული დამძიმებულია,მაგრამ ეს სიმძიმე გულისა და განცდა მას იცავს მომავალი შეცდომებისგან ,მაგრამ სამწუხაროდ ეს მუდამ ვერ ხერხდება...
ბევრია იმგვარი ცოდვები,რომლის მონანიებაც ადამიანს გამუდმებით უწევს,განსაკუთრებით იმათი,რომელნიც დაკავშირებულნი არიან ჩვენს სიამაყესთან,განაწყენებასთან, თავისმოყვარეობასთან.შენ შესაძლოა ნანობ,რომ წყენის მიტევება არ ძალგიძს და ძალიან გინდა ეს მდგომარეობა გულიდან ამოიძირკვო,რაღაცნაირად განიკურნო,მაგრამ ეს მყისიერად ვერ ხერხდება.
ხშირად ადამიანები აღშფოთებით ამბობენ: ,,რატომ უნდა მივიდე აღსარებაზე ერთი და იგივე ცოდვის აღიარებისთვის?”სიმართლე რომ ვთქვათ,თუ ადამიანი სულიერად დაძაბული ცხოვრობს და მთელი ძალებით შრომობს საკუთარ თავზე,მაგრამ ცოდვა მაინც რჩება მასში,ეს მაინც უკვე ის ცოდვა აღარ არის.ჩვენი სინანული ცოდვას,ჩვენზე ძალაუფლებას აკარგვინებს.
ჩვენ კიდევ და კიდევ თავიდან ვნანობთ უკვე აღიარებულცოდვას.მაგრამ ყოველჯერზე ჩვენ ამას სხვა (უკეთეს) სულიერიმდგომარეობიდან ვაკეთებთ. ჩვენ სხვაგვარად გავაცნობიერეთჩვენი ცოდვა,მას სხვა კუთხით შევხედეთ,რათქმაუნდა მასშესაძლოა აქვს გარკვეული სახელი,მაგრამ ეს უკვე ის ცოდვა აღარარის.რადგან ცოდვა ხომ მრავალმინშვნელოვანია თავისიარსით.მასში ბევრია ზედაპირული და ღრმა დონეები .ამისგამომზეურებას ადამიანი სხვადასხვა საშვალებებით ახდენსმანამ,სანამ უშვალოდ მის (ცოდვის)გულამდე არმიაღწევს.შესაძლოა ამ ბრძოლაში მთელი ცხოვრებაცგავიდეს.გამოდის,რომ ჩვენ ვმოძრაობთ წრის გარშემო,მაგრამ ესუფრო შეესაბამება მთის მწვერვალზე ,,სერპენტინიტური”(მოუწესრიგებელ) აღმასვლას .ჩვენი მოძრაობა- არ არის წრე,მაგრამ არის სპირალი სულიერი აღმასვლისა.მთავარია არ შევჩერდეთ,მუდამ წინდაწინ ვიაროთ (როგორც ბრძანებს ეკლესიის მამა წმ.გრიგოლ ნოსელი:მარადის საკუთარ თავზე მაღლა.მთარგმნელისგან)არა უბრალოდ ვცნოთ ჩვენში ცოდვის ქრონიკულად მყოფობა ჩვენში (მე ცოდვებში ვარ,შევთვისე მას,მიახლოვებით ვიცი როგორ ვგრძნობ ცოდვას,მაგრამ განკურნება არ მსურს,რადგან მიმაჩნია,რომ ეს უსარგებლო და უაზროა.-ამგვარი ფიქრი კი არ უმართებულოა),მაგრამ გვახსოვდეს ის,რომ ადამიანს ყველანაირი ავადმყფობა თუნდაც განუკურნებული ეძლევა ღვთისაგან იმისათვის,რომ განიკურნოს სულიერად.
დეკანოზი , ალექსანდრე უმინსკი.
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий