пятница, 25 ноября 2016 г.

ცოდვის შესახებ

ცოდვის ფენომენი ადამის დაცემიდან ვიდრე დღემდე არსებობს კაცობრიობის ყოფაში.ყველა დროს,ყველა ისტორიულ ჭრილსა და გარემოში მას ქონდა როგორც ზოგადი ასევე კონკრეტული გაგება,რომელიც გამომდინარეობდა კონკრეტული ერის რელიგური აღმსარებლობიდან და ადგილობრივი ტრადიციებიდან . ჩვენს შემთხვევაში განვიხილოთ ცოდვის ქრისტიანული გაგება , რას ნიშნავს იგი და საიდან იღებს სათავეს. წმინდა წერილიდან ვიცით,რომ ყოვლადკეთილმა ღმერთმა ადამიანი მის მსგავსად და ხატად შექმნა,მისცა მას თავისუფალი ნება,მისცა ამოუწურავი რესურსი განღმრთობისა და შემეცნებისა,რაც ღმერთთან ურთიერთობის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო,ვინაიდან  როგორც დიდი წმინდა მამა ეფრემ ასური ბრძანებს : ,,მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისი თავისათის,ჩვენ კი ყველანი მისთის ვარსებობთო“. ადამმა  დაარღვია საღვთო მცნება,იხმია ნაყოფი ხისაგან ცნობადისა და დაკარგა ღმერთთან ცოცხალი,პიროვნული და ჰარმონიული კავშირი. ეს იყო ცოდვა,ეს იყო ღვთის მიერ დამყარებული კანონის და რჯულის გარდასვლა  რასაც შეგვიძლია პიროვნული ცოდვის კვალიფიკაცია მივცეთ. დღიდან ადამისა ვიდრე დღემდე მის შთამომავლებს მემმკვიდრეობით გადმოგვეცემა დაცემული ადამის ბუნება , რომელიც თავისი ძალებით უუნაროა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა. არავის შეუძლია დაიბადოს ისე,რომ არ ექვემდებარებოდეს ხრწნილებას,მოკვდავობას და ვნებას.ეს ერთგვარი მუტაციაა გენეტიკაზე. მივუბრუნდეთ უშვალოდ ცოდვის საკითხს და მის ირგვლივ ვიმსჯელოთ. რა არის ცოდვა? მართლმადიდებლური სწავლებით , ცოდვა ეს არის  : ადამიანური ბუნების შერყვნა ღვთისაგან დაშორების შედეგად.ადამიანის ჩავარდნა  ბუნების საწინააღმდეგო მდგომაროებაში  ანუ იგივე ღვთისაგან განვარდნილობაში. ის არის უსჯულოება ,რომელიც გამომდინარეობს ღვთის მიერ დადგენილი ადამიანური მყოფობის წესრიგისა და კანონის დარღვევიდან .,, ცოდვა არის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე მოქმედება,რომელიც ადამიანს განაშორებს მისგან,რაც მის ბუნებასთან თანხმობაშია“(წმ.იოანე დამასკელი).  ,,ცოდვა არის გადახრა იმ მიზნისაგან,რისთისაც ადამიანი არის შექმნილი“ (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი) . ცოდვ ეს არის ჭრილობის მიყენება საკუთარ თავზე. და რატომ შეიძლება ეს მოქმედება იყოს ღვთის წინააღმდეგ მიმართული?>მისი ნების დარღვევა? იმიტომ რომ ჩვენ ვართ შექმნილნი ღვთისაგან,ადამიანურ იბუნების არსებობის კანონი ღვთისაგან არის დადგენილი ,ამ ბუნების სიცოცხლე და სწორე განვითარება მხოლოდ ღმერთთან  ურთიერთობით არის შესაძლებელი,ხოლო ცოდვა წყვეტს ამ კავშირს,ადამიანს განაშორებს სიცოცხლის წყაროსაგან  და სულიერად კლავს უნანულობის შემთხვევაში. 
,,ცოდვა შეიძლება არ იყოს იურიდიული დანაშაული,თუმცა იურიდიული დანაშაული აუცილებლად იქნება ცოდვა“ და ვეცადოთ  განვიხილოთ ეს საკითხი : ქრისტიანებმა ვიცით,რომ ჩვენ გვმართებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონების მორჩილება ( თუ რათქმაუნდა უკანასკნელნი ღვთის მცნებათა წინააღმდეგ არ გვიბიძგებენ) ,ხოლო მისი დაუმორჩილებლობა ცოდვაა, ვნახოთ რას გვასწავლის ამის შესახებ  წმ. წერილი ,, 1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.“(რომ.13).გამომდინარე აქედან ნებისმიერი კანონითა და კოდექსით დადგენილი ნორმის დარღვევა ცოდვაა.
 ეხლა კი განვიხილოთ სულიერი კატეგორიის ცოდვები,რომელიც შესაძლოა  არ იყოს იურიდიული შინაარსის და ხილვადი სახით არ წარმოადგენდეს ცოდვას,მაგრამ არსობრივად დიდი ცოდვა იყოს. მაგალითად ამპარტავნება,რომელიც ერთ ერთი დიდი დ ამომაკვიდნებელი ცოდვაა,რომლისაგანაც ვითარცა  ბოროტი თესლისაგან აღმოცენდება სხვა მრავალი მანკიერება და ვნება : სიამაყე,განკითხვა,შური,ვერცხლისმოყვარეობა,ძალაუფლების სურვილი,თავისმოყვარება და სხვა.
წმინდა მამები სწავლების მიხედვით, ყველაზე საშიში და მძიმე ცოდვად ითვლება  ის,რომელიც ძალდატანების გარეშე,თავისუფალი ნებითა და პიროვნული გადაწყვეტილებით აღესრულება.როდესაც იცი,რომ ეს ცუდია,მავნეა,დამღუპველია,სინდისის საწინააღმდეგოა,იმ მიზნის საპირისპიროა რისთისაც შენ არსებობ და ამის ჩასადენად შენ არ გიბიძგებს შესაბამისი ვნებები,თავისუფალი ხარ ამ ცოდვისაკენ მიდრეკილებისაგან და უბრალოდ შენი თავისუფალი ნებით ,ძალდატანების გარეშე იდენ მას,ასეთ დროს ამ ცოდვას უქვემდებარებ შენს თავს და აძლევ საშუალებას ,რომ უფლებდეს შენზე,ბატონობდეს შენზე,გაგხადოს მის თავზე დამოკიდებული,დროთა განმავლობაში ჩამოგიყალიბდეს როგორც ჩვევა და ბოლოს შენს ბუნებით თისებად ექცეს,რომლის მოშრებაც ფაქტიურად წარმოუდგენელია( თუ ღმერთი არ ჩაერევა). წმ. მარკოს მოღვაწე ბრძანებს ,, ყველა ჩვენი უნებლიე ცოდვის მიზეზი,ჩვენი ნებსით ანუ თავისუფალი ნებით ჩადენილ ცოდვებშიაო“


ცოდვის საღვთისმეტყველო გაგება.
თეოლოგიაში მიღებულია საუბარი ცოდვის სამი ტიპის შესახებ,რაც ვფიქრობ რომ შეცდომაა.უპრიანი იქნებოდა სიტყვა ,,ცოდვის“ სამი სახის მნიშვნელობაზე გაგვეკეთებინა აქცენტი.ამ შემთხვევაშ კი ვისაუბრებთ,ცოდვაზე როგორც ბუნების დაზიანებაზე,რომელიც გამოწვეული იქნა ჩვენი პირველმშობლების ცოდვით დაცემით. ერთის მხრივ ეს იყო პიროვნული ცოდვა, ხოლო მეორეს მხრივ კი მოხდა ბუნების დაზიანება მსგავსად იმისა,რომ  მაგალითად აიღო რამე ერთი მთლიანი და დაამსხვრიო.
როგორც ავღნიშნეთ ერთ-ერთი  გაგება ცოდვისა,ეს არის ადამიანის ბუნების დაზიანება პირველმშბელთა ცოდვით დაცემის შედეგად და ეს დაზიანება მდგომარეობს შემდეგ სამ ასპექტში : -  ხრწნადობაში,მოკვდაბოვასა და ვნებაში! ჩვენი ბუნება და ზოგადად ყველა ქმნილების ბუნება მოწყვლადი შეიქმნა.და ამ ცოდვითდაცემის შედეგად გამოწვეულ ბუნების დაზიანებას მამები სხვადასხვანაირად სახელდებდნენ. მაკარი დიდი მას ,,მემკვიდრეობით  გადმოცემულ მანკიერებას „ უწოდებდა, ბასილი დიდი ,,პირველქმნილ დაზიანებას“ . ჩვენ დამახინჯებულად გადაგვითარგმნეს ნეტარი ავგუსტინეს მიერ ფორმულირებული შემდეგი ტერმინი ,,peccatum originale”,რაც უნდა თარმგნილიყო როგორც „თავდაპირველი ცოდვა “,საბოლოოდ კი მას პირველქმნილი ცოდვა უწოდეს!
 (ნეტარი ავგუსტინე სუსტად ფლობდა რა ბერძნულ ენას,არასაკმარისი ყურადღება მიაქცია პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლის ორიგინალ ბერძნულ ტექტს,რა მიზეზითაც ვერ მოახერხა შესაბამისად ესარგებლა აღმოსავლელი მამებისეული განმარტებით. ტექსტის გულდასმითი გამოძიება აღმოსავლელი მამების შრომების და განმარტებების მეშვეობით იძლევა ამომწურავ და სრულყოფილ პასუხს ამ საკითხის გადასაჭრელად. კვლევა გვიჩვენებს,რომ წმინდა მოციქული ნათლად განასხვავეებს ,,პირველქმნილ ცოდვასთან“ დაკავშირებულ სწავლებაში ორ ასპექტს: ,,parabisis” ანუ დანაშაულს და ,,hamartea” ანუ ცოდვას. პირველში იგულისხმება ჩვენი პირველმშობლების პიროვნული დანაშაული რაც გამოიხატებოდა ღვთის მცნების დარღვევაში აკრძალული ნაყოფის შეჭმით. მეორეში იგულისხმება ადამიანის ბუნების ცოდვითი მიდრეკილება , რომელიც არის შედეგი ამ დანაშაულისა (პირველმშბლების.მთარგ).როდესაც საუბარი მიდის პირველქმნილი ცოდვის მემკვიდრეობითობაზე, მხედველობაშია არა ,, parabisis“ არამედ ,, hamartea“ ადამიანის ბუნების ცოდვისკენ მიდრეკილება , რომელიც არის შედეგი ამ პირველმშბლების ცოდვით დაცემისა. როდესაც პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს ,,და შეცოდეს“(კორ.5:12) ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ არა უშუალოდ ის,რომ მათ პიროვნულად შეცოდეს,არამედ იმ მნიშვნელობით,რომ ,,გახდნენ ცოდვილები“ ვინაიდან ადამში დაეცა კაცობრივი ბუნება.ამიტომ წმ. იოანე ოქროპირი , საუკეთესო მცოდნე მოციქულის ამ ტექსტის ორიგინალი ვერსიისა, აღმოაჩინა (კორ.5:12) ის აზრი,რომ ,,იმდენად რამდენადაც დაეცა ადამი,მის მიერვე შევიქმენით მოკვდავნი,თუმცა არ გვქონდა რა ნაჭამი აკრძალული ხის ნაყოფი გავხდიდ სიკვდილის,როგორც შეცოდების შედეგის მიმღებელნი.“ნეტარი თეოდორიტე  ამბობს : ,,მას შემდეგ რაც ადამი სასიკვდილო განაჩენს დაექვემდებარება,ამ მდგომარეობაში აჩენს კაენს,სეითს და სხვებს, და ეს უკანასნელნი როგორც წარმოშბილნი სიკვდილმისჯილისაგან თავადაც ექვემდებარებიან სიკვდილს.)
საღვთისმეტყველო ლიტერატურაში ჩვენ ვნახავთ ტერმინების აღრევის ისეთ ფორმებს,როდესაც ,,პირველქმნილ ცოდვად“ იწოდება ადამის პიროვნული შეცოდება და ბუნების ის დაზიანება,რომელიც აქედან გამომდინარეობს.
მაგრამ ამ საკითხის უკეთესი გაგებისათის უპრიანი იქნება ამ ტერმინების განყოფა ,რათა ნათელი და მეტად გასაგები გახდეს.პიროვნული ცოდვა- პირველმშობლებისეულია,დაზიანება თანდაყოლილი . შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო  თუ ვუწოდებდით ამას ,,პირველქმნილ(თანდაყოლილ) დაზიანებას“ და არა ,, პირველქმნილ(თანდაყოლილ) ცოდვას“. რატომ უკეთესი? იმიტომ ,რომ ცოდვის გაგებასთან დაკავშირებულია უშვალოდ პიროვნების ნებიდან გამომდინარე ის დანაშაული,ის მოქმედება სინდისის წინააღმდეგ,რომელსაც კონკრეტული პირი ჩადის. მათ შროსი ცოდვად აღიქმება ისიც რომ ჩვენ ვიბადებით მოკვდავნი,ხრწნადნი და ვნებინი, რაც შეცდომაა,ამაში არ არის ცოდვა და არც ჩვენი დანაშაული,შესაბამისად ჩვენ ამის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ განვიცდით ღვთის წინაშე. ეს ჭეშმარიტად ,,თანდაყოლილი(პირველქმნილი) დაზიანებაა“.მე ვფიქრობ ამგვარი განმარტება და მიდგომა უფრო დაგვაახლოებს წმინდა მამათა ტერმინოლოგიასთან და განსაზღვრებასთან.
და აი,ეს თანდაყოლილი(პირველქმნილი) დაზიანება ბუნებრივია, ის გადმოეცემა კაცობრიობას პირველი ადამიანიდან , არავის შეუძლია დაიბადოს ისე,რომ არ ექვემდებარებოდეს ხრწნილებას,მოკვდავობას და ვნებას.ეს ერთგვარი მუტაციაა გენეტიკაზე.
კათოლიკური გაგება იმისა,რომ ადამში ყველამ შევცოდეთ ,იმის გამო,რომ სიკვდილი ადამიდან იწყება გამომდინარეობს ზემოხსენებული მუხლის არასწორი განმარტებიდან (რომ. 5:12) ,,ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნად,ცოდვის მიერ კი სიკვდილი,ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში,რადგან ყველამ შესცოდა „, მაგრამ აქ დგას სიტყვა ,,ef o” და არა ,,en o”, ხოლო ,,ef o” ნიშნავს ,, რადგან “ ყველამ შეცოდა და არა ,,რომელშიც“ ყველამ შესცოდა.ანუ არა ადამში შესცოდეს!
სიკვდილი ადამიდან დაიწყო ,მაგრამ კაცობრიობა განსჯილია არა იმიტომ,რომ ყველამ ადამში შესცოდა , არამედ იმიტომ,რომ სიკვდილი დაიწყო ადამიდან და შედეგად ყველამ შევცოდეთ, ოღონდ არა ადამში. ეს რომ ასე ყოფილიყო საქმე გვექნებოდა ორიგენისტულ სწავლებასთან (სულების წინა არსებობის შესახებ, ე.წ პრეეგზისტენციალიზმთან“.

ასე,რომ არა ადამის პიროვნული ცოდვა გადადის შემდგომ თაობებში, არამეს ეს ხრწნილება, ,,ffora” anu ის დაზიანება,რაც არის შედეგი ადამის ცოდვით დაცემისა.

ავტორი: მიქაელ მთაწმინდელი

Комментариев нет:

Отправить комментарий