არ არსებობს ცოდვა მიუტევებელი გარდა იმ ცოდვისა,რომელიც არ არის შენანებული!
,, თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ,ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონემასზე.”(დაბადება.-4,7)
ადამიანის მთელი ცხოვრება შეთვისებულია ცოდვას,ეს საშიშია მაგრამ გამოსავალი არსებობს.მართლაცდა ჩვენი ცხოვრება გამუდმებული შეცოდებებით მიედინება ღვთის წინაშე,მაგრამ განა ისე გვიყურებს ჩვენ ღმერთი,როგორც ამას ,,აღსარების წიგნის”ავტორები ამბობენ?სადაც ყოველგვარი აზრი და ყოველგვარი სურვილი წარმოდგენილია როგორც ცოდვა?
ბევრ ადამიანს ( ისე,როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო) პირველი აღსარების შემდეგ რჩება მძიმე შეგრძნება ,,ეხლა უკვე როგორ ვიცხოვრო?სად წავიდე?აი ეხლა მივალ სახლში და იქ სრულიად ცოდვილი ურთიერთობები და ცოდვილი გარემოებაა...სამსახურში?იქაც იგივე მდგომარეობაა..თუმც ასე სწრაფად ხომ ვერ შევძლებ ცხოვრების შეცვლას? რა ვქნა?არ შეიძლება აღსარების შემდეგ დაუყონებლივ მონასტერში წასვლა?...ლოცვის დაწყება?მაგრამ მე ხომ ჯერ არცერთი ლოცვა არ ვიცი?..შეიყვარო უფალი?მაგრამ მე ხომ სიყვარული არ შემიძლია?”
ეს სერიოზული პრობლემა და დაბრკოლებაა აღსარებაზე მომსვლელთათვის.ცოდვისაგან შეშინებული,ადამიანეი კარგავს რა გემოს და საზრისს ცხოვრებისას , იგი მიაჩნიათ როგორც აუცილებლობა ცოდვებისგან დამალვისა.ეს ხდება თითქმის ყველა იმ შესაძლო სიტუაციაში,სადაც შეიძლება ადამიანმა რაიმე სახით შესცოდოს და ბოლოს და ბოლოს ამგვარი დამოკიდებულებით იგი თავად ცხოვრებას ემალება.
ასეთი ადამიანები ქმნიან დიდ საქრისტიანო ერთობას,რომელთან ცხოვრების ეშინიათ.არ ცოდო არამედ უბრალოდ იცხოვრე.გრძნობ მუდამ ,რომ დამოკიდებული ხარ ცოდვაზე,ამის გამო მათ ეშინიათ ნებისმიერი საქმის გაკეთების,იმიტომ,რომ მათზე მოუწევთ პასუხის გაცემა.მშიშარა ადამიანი ვერაფრის შემძლებელია,მითუმეტეს იგი ვერ იქნება ცოცხალი ეკლესიის ცოცხალი წევრი,რადგან იგი ვერასოდეს შესძლებს მორჩილების შესრულებას.ფიქრობენ ,აი რომ ვერ შევასრულო და შევცოდო?უკეთესია თუ არ თავსვიდებ და არ შევარულებ.ერთმა ქალბატონმა ჩემს კითხვაზე - ”რატომ არ ლოცულობ შენ ამისთანებზე” -მიპასუხა: ,,კი მაგრამ,როგორ ვილოცებ მე მასზე”? დავიწყებ ლოცვას და მოვა განსაცდელები.განსაცდელების მოსვლას კი მ ევერ გაუძლებ და შევცოდავ.მე კი არ შემიძლია ასეთ ადამიანზე ლოცვა”
და ბევრი ადამიანი არ აკეთებს არაფერს იმის შიშით,რომ ,,არ შესცოდოს”.არსებობს ამგვარი გამონმათქვამიც ,,ბევრი იძინე და ნაკლებს შესცოდავ”.ეს ადამიანები ეკლესიის დიდ ამორფულ მასას შეადგენენ,რომლებიც აშინებენ ახალმომსვლელებს.ჩვენს თაობაში ბევრია ასეთი ადამიანი,ხანდახან ისინი ახდენენ შთაბეჭდილებას გონებადაბნელებულებზე,რადგან მათი შიშებით აღსავსე ცხოვრება შერწყმულია სხვადასხვა ფობიებთან.ადამიანი შეშინებული ცხოვრებისგან იწყებს შიშს ადამიანების მიმართ,მას ეჩვენება,რომ მის გარშემო ყველა ბოროტია,რომ მას ისე არ უყურებენ ,რომ მისგან რაღაცა უნდათ,ასეთ მდგომაროებაში იგი ქმნის ვაკუუმს მის გარშემო და ხდება აგრესიული.ამგვარი ადამიანები არიან უბედურნი,რომლებიც იყვნენ დაშინებულნი არასწორი დამოკიდებულების გამო ცოდვასთან და აღსარებასთან.ადამიანს,რომელსაც უყვარს ღმერთი არ შეუძლია იცხოვროს ასეთი ცნობიერებით,რადგან ,, 18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარულიაძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილიასიყვარულში.”(იოანე.1,4-18).თუ უმოქმედობაში არ შეიძლება რომ შესცოდოს ადამიანმა,მაშ ვერც კეთილი ნაყოფი მიართმევს ადამიანი ღმერთს.
დეკანოზი , ალექსანდრე უმინსკი.
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.
დეკანოზი , ალექსანდრე უმინსკი.
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий