пятница, 25 ноября 2016 г.

ღმერთი ცხონებაში ,,გვიტყუებს“.

 "ვინცუყვარს, მას წრთვნის უფალი და სცემს ყველას ვისაც შვილად ღებულობს“-პავლე მოციქული
ალბათ ყველა ქრისტიანს  გვქონია შემთხვევა,როდესაც  მრავალი შეცოდების შემდეგ შინაგანი სიცარიელე გაგვჩენია, თითქოს მწუხარებასა და მოწყინებას დაუპყრია ჩვენი გულები და ეს მართლაც ასეა,რადგან თითოეული ცოდვა,რომელსაც ჩვენ ჩავდივართ კლავს ჩვენში საღვთო აჩრდილს,მისდამი მსგავსებას. ადამიანი აცნობიერებს რა საკუთარ ცოდვილობასა და ღვთისაგან დაშორებას იწყებს ფიქრსდა მწუხარებას საკუთარ მდგომარეობაზე,ევედრება უფალს ცოდვათა მიტევებას. იღებს მტკიცეგადაწყვეტილებას იმ ცოდვათაგნ განდგომის,რომელთაც დამონებული იყო დროთა განმავლობაში.მოწყალე და სახიერი ღმერთი,ხედავს რა ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილებას,მის სურვილს აღადგინოსუფალთან კავშირი ,  ანიჭებს მას სინანულს,ცრემლს,რომელიცარის ყველაზე სასურველი მდგომარეობა ქირსტიანისათვის .  სინანულისმიერი ცრემლი ადამიანს განწმენდს , განამტკიცებსთავის ღვთივსათნო გადაწვეტილებაში და ამავე დროს უდიდეს სულიერ ნიგეშსა და მადლიერების განცდას მიანიჭებს ღვთის წინაშე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს სახარებაში ,,ვისაც მეტი ეპატია,მან მეტად შეიყვარაო“.. ამგვარი ნუგეშის შემდეგ, გარკვეული დროით  ადამიანი გრძნობს სულიერი ძალის მოზღვავებას , იგისიხარულითა და საკუთარი თავის ნაკლები იძულებით აღასრულებს სათნოებებს , ცდილობს მუდამუფალზე იფიქროს , ილოცოს , ამ დროს ადამიანს არ ძალუძს არავის განკითხვა,  იგი ყველა ადამიანში საღვთო ხატებას ჭვრეტს, ვინაიდნაის ვინც მეტად შეიცნობს საკუთარ დაცემულობას,მეტად თანამგრძნობი ხდება სხვათა უძლურების მიმართ და ვინც მეტად აღმოაჩენს საკუთარ თავში დამნაშავეს,მის გარშემო უფრო მეტ უდანაშაულოსამჩნევს. თუმც ეს მდოგმარეობა მალე გადის,თითქოს ადამიანს ეცლება საღვთო შეწევნა და რჩება საკუთარი ძალების იმედად .  იგი კვლავ განიცდის დრო და დრო შინაგან სიცარიელეს, რაც მასში მაძიებლობას აღძრავს , თუმც არუნდა დაგვავიწყდეს,რომ მართლმადიდებელი ქრისტიანის მიზანი არ არის ეძებოს სულიერი სიტკბოება და საღვთო ნუგეში,ეს ადამიანს ღვთისაგან ეძლევა როგორც საჩუქარი,როგორც სტიმული და ეძლევა არა ადამიანის დამსახურებისდა გამო,არამედ მხოლოდ ღვთის მოწყალებისა და ჩვენდამი სიყვარულისდა გამო . ადამიანის მიზანია აიძულოს საკუთარი თავი ,პიროვნულად გახდეს იმთვისებების მატარებელი, რა თვისებებიც ღმერთს ბუნებითად გააჩნია,სწორედ ამას ბრძანებსწმ.პეტრე მოციქული ,,უნდა გავხდეთ საღვთო ბუნების თანაზიარნიო“. მაშასადამე ,  სინანულის შემდგომ, ადამიანი იწყებს ცხოვრებას საღვთო მცნებებით, ცდილობს მუდამ ახსოვდეს ღმერთი,ცდილობს არავინ განიკითხოს,ცდილობს მიუტევოს მისდამი შემცოდეთ,აგრეთვე თხოვოს მათ შენდობა ვისთვისაც თავად გამხდარა მიზეზი დაბრკოლებისადა ცოდვისა. გადის დრო, ადამიანი განიცდის დროდადრო საღვთო ნუგეშს, საოცარ იმედს და სიყვარულს ,თუმც ძალიან ცოტახნით,წამიერად, და უცებ ყველაფერი ისევ ბრუნდება ძველებურ რიტმში, კვლავ სიცარიელის და ღვთისაგან მიტოვებულობის განცდა. მე ამ მდგომარეობასასე ვუწოდე ,,ღმერთი გვიტყუებს ცხონებაში“. ადამიანი რაც უფრო დიდ ღვაწლშია,რაც უფროწინ მიიწევს თვითშემეცნების გზაზე,მით მეტად ხედავს საკუთარ დაცემულობას,საკუთარ უსუსურობასა და უუნარობას იცხოვროს ქრისტეთი ქრისტეში . ეს განცდა კი მასში ბადებს შინაგან გლოვას საკუთარ სულიერ სიგლახაკესა და უძლურებაზე.ადამიანი ამ დროს,სადაც არ უნდა იყოს,  რასაც არ უნდა აკეთებდეს,ცდილობს მუდამ ლოცვასადა ღვთის ხსოვნაში იყოს . ცდილობს მუდამ ეზრახებოდეს უფალს , მუდამ აღაპყრობდეს მზერას ცისაკენ დ ამოუწოდებდეს იესო ქრისტეს მაცხოვნებელ სახელს.ამ მოწოდებისას ხანდახან უნებლიეთცრემლიც წარმოდინდება თვალიდან,სულში საოცარი სითბო და სიყვარული შემოვა უფლისა და მისი ქმნილებისა, რაც ერთგვარი საბაბიც ხდება უფრო დიდი სინანულისა იმის გამო, რომ მოწყალე ღმერთი ამგვარ ცოდვილსა და უღირსს ,ღირს გხდის ამ მართლად ტკბილი  სულიერი ტრაპეზისა . თუმც ესეც მალე გაივლის და კვლავ დაეუფლება ადამიანს ღვთისაგან მიტოვებულობისგანცდა . ზემოთ ვახსენე ტერმინი ,,ღმერთი გვიტყუებს ,,ცხონებაში“. აი როგორ ხდება ესჩემი დაკვირვებით . ადამიანი ძალიან ცვალებადია თავისი ბუნებით, ვინაიდან თავადაც ცვალებადობისგანცდის შედეგად მოევლინა ყოფიერებას . იგი ხომ არარსბობიდან არსებობაში  შემოიყვანა ღმერთმა. ადამიანი განიცდის რა სინანულს როგორც ზემოთ ავღნიშნე ,  თუ მას უფალი დატოვებს მუდმივ ნუგეშში და სიხარულისგანცდაში, იგი ადვილად გაზარმაცდება , დაკარგავს გონების სიფხიზლეს , შეწყვეტს საკუთარითავის იძულებას საღვთო მცნებათა შესრულებისათვის , გაამპარტავნდება ,  ამ მდგომარეობას საკუთარი ღვწაწლის  მონაპოვრად ჩათვლის , დაიწყებს სხვების განკითხვასდა თავადაც დიდ ცოდვებში ჩავარდება და უკანასკნელი დაცემა პირველზე უარესი იქნება. უწყის რა ღმერთმა ეს ყოველივე , დრო და დრო გვიგზავნის განცდას თითქოს მისგან მიტოვებულნივართ, ჩვენ გვიკვირს , უფალო ხომ ვცდილობ გონებით ვიფხიზლო , ხომ ვცდილობ არ განვიკითხო,ვილოცო გულითა და ყურადღებით , მივუტევო მოყვასთ ცოდვები  და მარადის მახსოვდეს შენი წმინდა სახელი,რად მტოვებ მარტო ,  რად მიგზავნი ამდენ განსაცდელს ამყველაფრის მიუხედავად ? სწორედ იმიტომ , ჩემო კარგო , რომ მან უწყის შენი სისუსტე ,უწყის შენი არჩევანი და ეს განცდები ერთგვარი სატყუარაა უფლის მხრიდან , რომ ცხონებაში შეგიტყუოს, შენ გიმალავს შენსავე სათნოებებს , რაც მხოლოდ მისთვის არის საცნაური,შენ რაც მეტად მიიწევ წინ სულიერად , უფალი მით მეტად გიგზავნის საკუთარი ცოდვილობის განცდას, რომ შენი სულიერი განვითარება არ შეფერხდეს , არ მინავლდეს შენში მაძიებლობა ცოცხალი ღმერთისა , არ გაქრეს სურვილი დაცემულობიდან წამოდგომისა ,  რაც ხდება საბაბი მარადის მოუწოდებდეთ ქრისტეს წმინდა სახელს. სწორედ ეს საოცარი ღვთის განგება არის ერთგვარი ,,სატყუარა“ ცხონებისა. უამრავი წმინდა მამა გარდაცვალების წინ საკუთარ თავს არ მიიჩნევდა ცხონების ღირსად , და ესარა იმიტომ,რომ ის ადამიანები ცოდვით შებღალულნი იყვნენ ,არამედ სულიწმინდის სინათლეზე ხედავდნენ საკუთარ უძლურებასა და ნაკლოვანებებს , მხოლოდ ღვთის სიყვარულსა და მაცოხვნებელ განგებას მიაწერდნენ თავიანთი ცხონების პერსპექტივას და არა თავიანთ აღსრულებულ მართლაც უდიდეს ღვთივსათნო ღვაწლს . სწორედ ამგვარ მდოგმარეობაში ატარებს რა ადამიანი  ცოხვრებას, არასოდეს ამყარებს იმედს საკუთარ სათნოებებსადა ღვაწლზე, რადგან იცის რომ  მის აღსრულებულ საქმეებს კი არ ძალუძთ მისი ცხონება , არამედ მხოლოდ ღვთის მოწყალებასა და სიყვარულს. 
ქრისტიანო გახსოვდეს: ,,მარადის ისწრაფე გახდე წმინდანი,მაგრამ არასოდეს შერაცხო თავი წმინდანად“...

ავტორი: მიქაელ მთაწმინდელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий