воскресенье, 26 марта 2017 г.

რელიგიის სახელით თავისუფლებისაგან გაქცევა .

 გასული წლის 40- იან წლებში ერიხ ფრომმა  დაწერა წიგნი  შემდეგი სახელწოდებით : ,,თავისუფლებიდან გაქცევა“ – ეს კვლევა ეძღვნება ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა სოციალურ გარემოში გამოვლენას.  სადაც იგი წერს შემდეგს : ,,თავისუფლებას თან ახლავს მარტოობა, უმწეობა და გარიყულობა. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს თავისუფლებაზე და იხშობენ ინდივიდუალიზმს. “ სხვაგან კი ამბობს ,, ერიხ ფრომის აზრით, თავისუფლებისგან გაქცევის გზა ბევრისთვის სრული მორჩილება და დაქვემდებარებაა რომელიმე ბელადისადმი, ლიდერისადმი. "ერთნი მიაგორებენ სამყაროს, მეორენი გვერდით მისდევენ და ეკითხებიან: "საით მიგორავს სამყარო? ბევრისთვის თავისუფლებაზე უფრო ადვილი, შემგუებლობაა. ასეთი ადამიანებისთვის გაცილებით ადვილია იჯდეს "კომფორტის ზონაში" და თავისი ქმედების თუ უმოქმედობის პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს, იწუწუნოს შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ არ ეძებოს თავის დაძვრენის გზები. ადვილია იყო "არაფერი", ვიდრე იყო თავისუფალი. თუ გვინდა გავექცეთ შეცდომებს, კრიტიკას, გაკიცხვას, მაშინ დავხუჭოთ თვალები, არაფერი ვთქვათ, არაფერი გავიგონოთ და საერთოდ, ვიყოთ "არაფერი". ამერიკელმა მოაზროვნემ, ბრაიან ტრეისმა თქვა: "გადით კომფორტის ზონიდან. თქვენ მხოლოდ მაშინ იგრძნობთ თავს სრულფასოვნად, და თუ ამ ყველაფერს სიძნელეები და დისკომფორტი მოყვა, იცოდეთ, თავისუფლება ამად ღირდა."
მოვიშველიებ ისევ ფრომის მოსაზრებას. მისი აზრით, თავისუფლების დაკარგვას, თან მოსდევს საკუთარი "მე"-ს დაკარგვა, მასისადმი მიმსგავსება, ფსევდო-აზროვნება, ფსევდო-სურვილები..
მინდა ზიგმუნდ ფროიდის ერთ საინტერესო ციტატასაც მოვუხმო : ,, "ხალხის დიდ ნაწილს არ სურს თავისუფლება, რადგან ის თავის თავში მოიცავს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა კი ბევრისთვის საშიშია“.
ფრომმა მისი ამ ნაშრომით დაგვანახა, რომ გაქცევა თავისუფლებიდან ეს საერთო საკაცობრიო ვნება და თვისებაა, ეს არის შიში თავისუფლებისა და მარტოობისა. ხლო პაროკსიზმის (კრუნჩხვის) მდგომარეობით შეშინებული მზად არის ჩამოეკიდოს და მოებღაუჭოს ნებისმიერ რამეს , რაც მას რამენაირად ამ შიშისგან გამოიყვანს.  ზოგადად, რომ ვთქვათ არა სრულიად სწრაფვა რაიმე ზეაღმატებულისაკენ და უმაღლესისაკენ ,  არამედ უბრალოდ ფსიქოლოგიური გაქცევის იმპულსის გამოვილინებაა. სამწუხაროდ  მე იძულებული ვარ დავამოწმო ის, რომ თანამედროვე (განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების) მართლმადიდებლურ სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანია ჩაბღაუჭებული რელიგიას, სახელდობრ შიშის გამო .
 ადამიანები მოდიან რელიგიაში (სარწმუნოებაში) განსხვავებული მოტივაციებით მოდიან . ( რასაც  ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ თან მოყვება საკუთარი სტერეოტიპული წარმოდგენები ღმერთზე, ხატზე, მღვდელზე და სხვა სულიერ თუ უსულო საგნებზე) . და ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მოტივები სრულიად გამორიცხავენ ქრისტიანულ სულს  და უფრო მეტად ისლამისტურ- ვაჰაბისტურ  სულს შეესაბამებიან . ისლამში ხომ ძალიან მკაფიოდ არის გამახვილებული ყურადღება სამართლიანობაზე და ეს იდეა დომინანტურია ამ რელიგიაში .  ისლამში ერთი მარტივი პრინციპია : მიზეზ შედეგობრიობა, რომლის მიხედვითაც რეგულირდება ადამიანის კონკრეტული საქციელის შესაბამისი კვაფილიკაციაც და სანქციაც .  მაგ : თუ კიშენ რაიმე შესცოდე -  მიიღებ სასჯელს , თუ სათნოებას (სიკეთეს) ჩაიდენ - მიიღებ ჯილდოს  .  ქრისტიანობაში ამგვარი სწორხაზოვანი დამოკიდებულება არ არსებობს .  ქრისტიანობაში მთავარია არა სამართლიანობა , არამედ ღვთის უსაზღვრო სიყვარული და მოწყალება და რა მოუხერხოს ამას ადამიანმა ვერ ხვდება, არ იცის . უფრო მეტად ახლობელი და ადვილად მისაღები  გარკვეული ნორმები და წესებია და რაც უფრო მკაცრნი იქნებიან  ისინი , მით მეტად მშვიდად იგრძნობენ თავს ამგვარი ცნბიერების მქონე ადამიანები  . ამგვარი რელიგია განაქარვებს ტვირთს თავისუფლებისას , ხოლო მომხრენი ( ადეპტები) მსგავსი  მონური ცნობიერებისა გაკვირვებაში მოდიან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ -მართლმადიდებლობაში  ( ქრისტიანობაში) არსებულ  თავისუფლებაზე, სიხარულზე და ბედნიერებაზე ...
დასასრულ კი მინდა , რომ ჩემი პირადი შეხედულება ამ საკითხზე  რამოდენიმე სიტყვაში გამოვსახო პატარა ფრაზის სახით ,, შეუძლებელია იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი და შენში სიყვარული თავისუფლებას არ სჭარბობდეს „..

ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი 





пятница, 10 марта 2017 г.

რწმენის სიხარული .

        როგორ დიდებულ და განუქარვებელ სიხარულს იძლევა რწმენა . ,, არა დაგიტევოთ თქვუენ ობლად, მოვიდე თქუენდა" ( იოან. 14,18) . და ჭეშმარიტად მოდის ყველა მორწმუნის გულში .  ჭეშმარიტად მორმწუნე ადამიანი არასოდეს გრძნობს თავს მარტოსულად ან მიტოვებულად .ეს მუდმივი განცდა ღვთის ჩვენდამი სიყვარულისა აღანთებს ჩვენს გულებში სიყვარულს  ქრისტეს ,  ადამიანების   და  სამყაროს მიმართ ,  როგორც ღვთის ქმნილებისადმი . მიწიერ ვნებას და ტანჯვას ჩვენ ვიღებთ და განვიცდით როგორც მაცხოვნებელ გოლგოთას , და ცხოვრება ჩვენთვის არა უწესრიგო მონაცვლეობაა სასიამოვნო და უსიამოვნო მოვლენებისა ,  არამედ ჯვრის გზა ,  რომლითაც ჩვენ ღვთის მარადიულ სამეფოსკენ მივდივართ . ჩვენ გულის თვალები მუდამ მარადისობისკენ გვაქვს მიპყრობილი და ამიტომ ყოველივე მიწიერი ჩვენთვის არ წარმოადგენს თავისთავად  ფასეულობას და ჩვენ მას ამაოებას ვეძახით .
        ეს ყოველივე კი ჩვენ თავისუფალს გვხდის . ვინაიდან ,  სადაც უფლის სულია- იქ არის თავისუფლებაც . და ჩვენი ყველაზე უმთავრესი რწმენა და გრძნობა  ქრისტეს აღდგომისა  ,  სრულიად მიუწვდომელია ურწმუნო ადამიანებისათვის .ეს შეიძლება შევადაროთ იმას, თუ რას გრძნობს სიკვდილმისჯილი ადამიანი მაშინ, როდესაც მოულოდნელად მიიღებს უწყებას შეწყალებაზე და გაანტავისუფლებენ  . მისთვის ახლებურად ანათებს მზე, ახლებურად იხილვება ცა , გულიც ახლებურად უძგერს მკერდში და ყოველივე გარშემომყოფს ახლებურად უმზერს . ,, სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას  " (1 იოან.5) ,  მაგრამ ჩვენ ვხარობთ და ვდღესასწაულობთ , რამეთუ ქრისტემ სძლია სოფელს ,,ნუ გეშინიათ , რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" ( იოან,16) . ცხოვრება -  ტკივილებით არის აღსავსე ,  მაგრამ ჩვენ მაინც ვხარობთ ,  რადგან აღდგა ქრისტე და ტკივილმაც დაკარგა მისი ძალმოსილება ჩვენზე .

  ყველაფერი კვდება , ყველაფერი ხრწნილებას ეძლევა , მაგრამ ჩვენ გვიხარის , რადგან სიკვდილი ძლეულია  და ამ მომავალი ხრწნილების მიღმა , სამყაროს მარადიული სიცოცხლე ეხსნება , ახალი ცა და ახალი ფერნაცვალი მიწა . აი რატომ : ,, .. გვლანძღავენ- ვლოცავთ , გვდევნიან - ვითმენთ , სახელს გვიტეხენ  -  ვეფერებით.." (1კო., 4, 12-13). აი რატომ მიდიოდნენ ქრისტიანი მოწამეები დაუჯერებელ და ხშირად გონებისათვის მიუწვდომელ მოწამეობაზე ,მოწამეთა გვირგვინი მათთვის  ბრწყინვალე და მარადიული გამარჯვების დღესასწაულად იქცა .  მხოლოდ ჩვენ ,  მორმწუნე ადამიანებმა ვუწყით რა არის ნამდვილი ბედნიერება . რადგან ჩვენს გულებში ცხოვრობს სიხარული ( იმედი მარადიულად ქრისტესთან თანამყოფობისა . მ.მ) - სიხარული იმ თავისუფლებისა ,  რომელიც ქრისტემ გვაჩუქა .

ავტორი : დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .
თარგმნა :  მიქაელ მთაწმინდელმა .

вторник, 17 января 2017 г.

საშინელი სამსჯავრო

     ჭეშმარიტად საშინელია საკითხი მარადიულ ტანჯვაზე  . მაგრამ უნდა აღინიშნოს , რომ მთელი სირთულე ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ დამახინჯებულ , გამიწიერებულ ცნობიერებასა და წარმოდგენაში იმალება . სიტყვა ,,ტანჯვაში" ჩვენ ვგულისხმობთ ხორციელ  ვნებას , რომელსაც ადამიანი ამ ცხოვრებაში განიცდის  . უნდა ითქვას , რომ  ,,მარადიული ტანჯვა" სრულიად სხვა რამ არის,  ვიდრე ეს უკანასკნელი . ეს არ არის სასჯელის გარეგანი სახე , არამედ იგი არის გარდაუვალი შედეგი სულის ცოდვილი მდგომარეობისა , რომელმაც საბოლოოდ შეიყვარა ბოროტება , მისით განიმსჭვალა და აირჩია ღვთის მიღმა მყოფობა  . ეს არ არის არც ფიზიკური ტკივილი და არც სულიერი ტანჯვა  ( იგივე მიწიერი გაგებით   მ.მ) , როგორც ჩვენ გვსმენია  , არამედ სრულიად სხვა მდგომარეობა , რომელიც მარადიულ სიკვდილად იწოდება . ეს მდგომარეობა იმიტომ კი არ დაუდგება ადამიანს, რომ უფალი არ მიუტევებს მას ცოდვებს , არამედ იმიტომ რომ თავად ადამიანები საკუთარი თავისუფალი ნებით ინებებებენ ღვთის გარეშე, მის მიღმა მყოფობას .
   ღმერთმა ყოველივე გააკეთა იმისათვის ,  რომ ადამიანებს შეძლებოდათ ცხონება .მან ყველა საშუალება მისცა ადამიანს ამის განსახორციელებლად , ვინაიდან მიუხედავად მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობისა, მას არ ძალუძს ადამიანის თავისუფალი ნების უგულებელყოფა თავისი  ნების უხეშ ჩარევით, მას არ ესათნოება ძალით გახადოს ადამიანი მისი ღვთაებრივი ბუნებსი თანაზიარი . გარდაცვალების შემდეგ ჩვენთვის უცნობი პროცესით მიმდინარეობს ადამიანის საბოლოო  თვითგამორკვევა ბოროტებისა და სიკეთისაკენ სწრაფვაში  , რომელიც გაგრძელდება  ,,საშინელ სამსჯავრომდე" -  ამიტომაც ეკლესიის ლოცვები ქმედითნი არიან გარდაცვლილთა მიმართ . ხოლო ,,საშინელი სამსჯავროს" შემდეგ ,  როდესაც ადამიანის სული   მოახდენს მისი ნების  საბოლოო განსაზღვრას  და მიიდრიკება  სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ , შედეგად ამ არჩევანისა იგი განისაზღვრავს ადგილს იყოს მარადიულად უფალთან თანაზიარებაში თუ მის მიღმა, რაც ნიშნავს ბოროტების არჩევას ,  ამგვარი არჩევანის ადამიანები კი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელ  და წარმოუდგენელად საშინელ მდგომაროებაში ,  მარადიულ სიკვდილში იქნებიან . ღმერთი ყოველივეში იქნება. მთელი ყოფიერება ღვთის უხრწნელ სუფევაში დაივანებს და ყოველივე უპირობო ჰარმონიაში მოვა ,  ხოლო ის რაც უფლის მიღმა იქნება   , იარსებებს  არა როგორც სიცოცხლის მყოფობა ,  არამედ ყოფიერების( სიცოცხლის)  უარყოფა . რაც ნიშნავს კიდეც მარადიულ სიკვდილს .




დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .

თარგმანი : მიქაელ მთაწმინდელი .

понедельник, 12 декабря 2016 г.

რას გვიკრძალავს მარლმადიდებლობა ?

აკრძალვების  მყუდრო  სისტემა .
ააგო აკრაძლვათა რაიმე სისტემა ადვილია  მისთვისაც ვინც მას ააშენებს და და მათთვისაც ვისთვისაც  აშენებენ . მაგრამ ეს მანკიერი დამოკიდებულებაა და არაფერი აქვს  საერთო  ქრისტიანობასთან .
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმადიდებლობა არ არის აკრძალვათა სისტემის რელიგია ,  თუმცა ამის გააზრება მრავალ ადამიანს არ ძალუძს და მათ ცნობიერებაში ის მაინც ამგვარ სისტემად რჩება . ეს აკრძალვები მათში სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდასა და შეგრძნებას იწვევს . სწორედ ამის გამო იქმნება ცრუ შთაბეჭდილება იმისა, რომ  თითქოს მართლმადიდებლობა მხოლოდ აკრძალვებს ეფუძნება.
 მეორეს მხრივ  აკრძალვათა სისტემა ქრისტიანობისათვის სრულიად უცხო არ არის . უბრალოდ მას თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა არც  მთავარი .
პრიორიტეტები ქრისტიანულ მსოფხედველობაში -  რწმენა და სიყვარულია . და თუ ადამიანი მუდამ ამ პრიორიტეტებიდან გამოდის  ,  მას უყალიობდება გარკვეული სისტემა აკრძალვებისა, თუმცა სრულიად განსხვავებული სახით.
იური მიხაილოვიჩ ლოტმანს ერთი ასეთი გამოთქმა აქვს :  ,,კულტურა აკრძალვებისაგან იწყება " . ეს ნამდვილად ასეა ,  თუმცა იგი არ შენდება საზოგადოების სტაბილურობის პრიორიტეტულობაზე . კულტურა განვითარების პრიორიტეტზე და იდიალებისაკენ სწრაფვით  შენდება . ხოლო სწრაფვა ამ იდეალებისაკენ არ უარყოფს აკრძალვებს, თუმცა ეს სხვაგვარად გასააზრებელი და მისაღები აკრძალვებია .
პირქუში ( ბნელი)  მართლმადიდებლება   ?
ქრისტიანობის არსი  ქრისტიანული საზოგადოების ცხოვრებაში გამოიხატება არა ამა თუ იმ ორგანიზაციულ მეთოდებში , რომლებიც შეიძლება იყონ პოპულარულნი ან თვისობრივნი . ქრისტიანობაზე მსჯელობა ქრისტესა და მისი სახარების ( ახალი აღთქმის) მიხედვით ეგების . მეორე შემთხვევაში ,  წმინდანთა ცხოვრების მიხედვით  , რომელნიც თავიანთი ცხოვრებით ქრისტეში  განდიდნენ და მოგვცეს მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი ქრისტიანობა .
და თუ მათ დავაკვირდებით , ეს ადამიანები სრულიად თავისუფალნი არიან -  იმდენად, რამდენადაც ზოგადად ადამიანს ძალუძს იყოს თავისუფალი . აბსოლიტურად თავისუფალი მხოლოდ უფალია . (თუმცა განღმრთობის პროცესში ადამიანს ძალუძს ქრისტეს მადლით მარადიულად ეზიარებოდეს თავისუფლების აღმატებულ ხარისხს. მ.მ )
მე ვფიქრობ, რომ პირველქრისტიანთა პერიოდში პრობლემა პირქუში და ყოვლისუარმყოფელი ქრისტიანობისა არარსებობდა .
როდესაც ადამიანი ქრისტეს იძენს და აფასებს  ამ საჩუქარს , რომელიც უფლისაგან მიეცა რწმენის პასუხად ,  მას არ შეუძლია იყოს ბნელი და პირქუში .ამგვარადვე მისი სინანული ვერ იქნება პირქუში , ვინაიდან ეს უკლანასკნელი (სინანული. მ.მ) სასოებით არის განპირობებული .
ადამიანს შეუძლია იყოს პირქუში (ბნელი) ან მაშინ როდესაც ის სასოწარკვეთილებაშია და უბრალოდ არ სწამს  ცოდვების დაძლევის , ან მაშინ როდესაც ყოველივესაგან დაიღალა და მისი თავის წინაშე ეშინია ამის აღიარების . ან როდესაც იგი იმგვარი რამისკენ იხრება ,  რომელიც შეუთავსებელია მაცხოვნებელ გზასთან - ხოლო მას ეს ძალიან სურს , თუმცა აკრძალულია და აი ის განიცდის ამ შინაგან აკრძალვას ,  იტანჯება და ვერ ხვდება  იმას, რომ საკუთარი თავისადმი რაიმე არასასარგებლოს აკრძალვით და ზომიერი თვითშეზღუდვით  იგი  თავისთავში ნამდვილ და ახალ ცხოვრებას იძენს ( აღმოაჩენს) .
ამ  მსხვერპლის გაღება  შეუდარებელად უმნიშვნელოა  იმასთან შედარებით რასაც ადამიანი მისით იძენს  . თუ დასახული გვაქვს მიზანი ,  რისთვისაც მსხვერპლი შეიწირება ,  სიხარული და ამ მიზნის ნათელი მის სახეზე იქნება , თვით იმ  შემთხვევაშიც კი თუ მისი  ასრულება რთულად მიიღწევა . თუნდაც მძიმე იყოს ჩვენი ჯვარი ,  არაუშავს , ვინაიდან ადამიანი რაც უფრო მომთმენია საკუთარი ჯვრისტვირთვაში ,  იგი მეტად განათლებული და წმინდაა.
მთასვლელი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე :
სხვა საქმეა ,  როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში შესაძლოა იყოს მომენტები, როდესაც ჩვენ მწუხარებით ვიძლევით და განსაცდელებით განვიცდებით . ეს ყოველივე შესაძლოა გრძელდებოდეს არა წამები და წუთები , არამედ დიდი ხნის განმავლობაში . მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ცოხვრებისეული ნორმა და ასკეტიზმის ბეჭედი . ჩვენი ასკეტიზმი -  ნათელია ,  იგი არ არის ხელოვნურად სხივმფენი ,  არამედ მხურვალეა განსაკუთრებული სინათლით .
მახსენდება ჯერ კიდევ სემინარიაში ერთი ჩემი პედაგოგი -  მღვდელმონაზონი თეოდოსი. გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო , თუმცა როდესაც მას კორიდორის ბოლოში ვხედავდი ( მიუხედავად იმისა ,  რომ ის შემოსილი იყო როგორც ჩვეულებრივი მღვდელი არა კუნკულ-ბარტყულით , არამედ სკუფიით), ვხვდებოდი :  აი მონაზონი მოდის . არა იმიტომ, რომ მისი სახე განსაკუთრებული სიმახვილით ან პირიქით პირქუშობით გამოირჩეოდა ( თუმცა მე მისი პირქუში სახე არასოდეს მინახავს და მისი ღიმილიც ერტი ორჯერ მახსენდება)არამედ იმით  ,  მის სახეზე არეკლილი ნათლიდან ჩანდა .  იგრძნობოდა , რომ ადამიანი საკმაოდ მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა და აკრძალვებსაც ქონდათ ადგილი მის ცხოვრებაში , მაგრამ ეს არ არის მთავარი . აკრძალვები მისთვის საშუალება და საყრდენი ინსტრუმენტებს წარმოადგენდნენ , რომელთაც იგი მარჯვედ იყენებდა მიზნის ( უფალთან ცოცხალი ურთიერთობის. მ.მ ) მისაღწევად.
ისე როგორც მაგალითად მთასვლელი -  იგიც ამგვარად მძიმე აღჭურვილობით მიცოცავს ზევითკენ , თუმცა ეს აღჭურვილობა უზრუნველყოფს მის გზის სტაბილურობას და იმედს. ეს მისთვის მხოლოდ საშუალებაა , რომ მიზანს მიუახლოვდეს .
თავისუფლების ჩახშობა დაუშვებელია .
როგორც წესი ,  ჩვენ თავისუფლებაზე  ადამიანის უფლებებზე  თანამედროვე წარმოდგენების კონტექსტში ვსაუბრობთ - ანუ პოლიტიკურ ფორმატში .მაგრამ ამგვარი წარმოდგენა უმრავლეს შემთხვევაში ( არა სრულად, თუმცა მაინც) მოწყვეტილია იმ წარმოდგენებს ,  რომელიც სამყაროს ქრისტიანობამ მოუტანა .
რას ეფუძნება ქრისტიანული სწავლება ადამიანზე -  ქრისტიანულ ანთროპოლოგია?  იმას ,  რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად , აი როგორც ღირსი მამა იოანდე დამასკელი განმარტავს ,  რა განსხვავებაა ხატებასა და მსგავსებაში : « გამოთქმა ,,ხატად" გონიერს და თავისუფალი ნებით დასაჩუქრებულს , ხოლო გამოთქმა ,,მსგავსად" ნიშნავს სათნოებებით მიმსგავსებას ,  რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანის მიერ». ანუ გონება თანახმად ქრისტიანული ანთროპოლოგიისა  -  თავისუფლების აუცილებელი პირობაა .
თავისუფლება -  ეს არ არის მხოლოდ  საშუალება იმისათვის  , რომ გაერკვე მარადიულობაში , იგი  არამხოლოდ ღვთის ხატის თვისებაა ,რომელიც თვისობრივია ღვთისმგავსი ადამიანის ბუნებისათვის ,  არამედ ეს ფუნდამენტური მოცემულობა და უნარ თვისებაა პიროვნებისა , როგორც სხვა ყველა თვისების შემომკრები და განმაპირობებელი ღვთისმსგავსების საქმეში .მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს მიეახლოს უფალს და შეუერთდეს მას .მხოლოდ თავისუფლებით არის შესაძლებელი სულიერი და ზნეობრივი ფერიცვალება და მიმსგავსება ზეციერი მამისადმი .
თავისუფლება -  არსებითი თისებაა ადამიანის სულისა , რომელიც წმინდა თეოფანე დაყუდებულის თქმით : ,,  ღვთისაგან გამომავალი ძალაა ,რომელიც ცნობს უფალს ,  ეძებს მას და მხოლოდ მასში ჰპოვებს განსვენებას" შესაძლებელია ის ( თავისუფლება) წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით ,,  შეიძლება შეასუსტო გარკვეულ დონემდე  ,  შესაძლოა მრუდედ განმარტო მისი საჭიროვება ,  მაგრამ მისი სრულად ჩახშობა დაუშვებელია"  და შემდეგ იგი განაგრძობს : ,ადამიანი მუდამ თავისუფალია .  თავისუფლება მას მიცემული აქვს თვითშეგნებასთან ერთად და ამ უკანასკნელთან ერთად იგი შეადგენს სულის არსებას და ადმიანურ ნორმას. ჩააქრეთ ადამიანში თვითშეგნება და თავისუფლება ,  და ამით თქვენ მის სულს დააბნელებთ , რისი ძალითაც  ადამიანი არაადამიანად გადაიქცევა"
აი  ნამდვილი მართლმადიდებლობა . სხვა ყოველივე კი ადამიანური გამოგონებებია!...

დეკანოზი:  იგორ პრეკუპი . ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  (მოსკოვის საპატრიარქო ) მღვდელმსახური .

თარგმანი :  მიქაელ მთაწმინდელი .

среда, 7 декабря 2016 г.

ერთადერთი მიზეზი,რის გამოც შეიძლება დაოჯახდე !

    სტატია ეხება და მომოიხილავს ისეთ აქტუალურ საკითხს როგორ ორი ადამიანის ერთად ცხოვრება , ანუ ოჯახის შექმნაა . იგი ძალიან მკაფიოდ სვავს იმგვარ კი -
თხვებს , რომლებიც უნდა დაისვას თითოეულმა ადამიანმა ოჯახის შექმნის წინარე პერიოდში , და ასევე სტატია გვთავაზობს ამ კითხვების შესაბამის რამოდენიმე პასუხს .
   დავიწყოთ უაყოფითი მხრიდან : რა მიზეზით არის კატეგორიულად დაუშვებელი ოჯახის შექმნა ? ( გათხოვება ან ცოლის შერთვა) ? არ ღირს ქორწინება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მას უნდა , ან უბრალოდ გეცოდება და სხვა მსგავსი გარემოებების გამო . მოკლედ ძირფასო შვილებო ვიცი ,  რომ იდიოტები არ ხართ და თქვენც კარგად ხედავთ თუ რატომ არ ღირს ...
     ხორციელი ლტოლვა -  მე ვიცი უამრავი წყვილი , არა ერთი და ორი , რომლებიც დაქორწინდნენ იმიტომ, რომ სურდათ ერთმანეთთან ქონოდათ სქესობრივი ურთიერთობა , ხოლო ქორწინებამდე ამის საშუალებას მათი რელიგური შეხედულებები არ აძლევდნენ , სხვა შემთხვევაში კი ან მშობლების ან ტრადიციული კულტის გამო აწყდებოდნენ დაბრკოლებას . ასეთი წყვილები ან შორდებოდნენ , ან ასე რომ ვთქვათ ,, ცხოვრობდნენ უბედურად " , იმიტომ , რომ მხოლოდ ხორციელი ურთიერთობა მოსაბეზრებელია და არ არის საკმარისი ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის . მითუმეტეს თუ ის უბრალო და ერთფეროვანია როგორც სადილი , უფრო ადრეც კი არის მისი მობეზრება შესაძლებელი , თუ გსურთ ,  რომ ადამიანს თქვენი მთელი ცხოვრება დაუკავშიროთ , ამისათვის საჭიროა უფრო სერიოზული მიზეზის არსებობა ( ვიდრე მხოლოდ ლეგალური სქესობრივი კავშირის სურვილი მ.მ).
    არსებული შინაგანი გარემოებები - ასაკი ,  გარშემომყოფთა ზეწოლა , მოძღვრის რჩევა , მშობლების ნება , მოვლენების წარმატებული და თანმიმდევრული წყობა ,  ე.წ ,,ნიშანი ღვთისაგან" და სხვა მისთანანი არ არის საკმარისი ქორწინებისათვი ,  ვინაიდნა ყველა ეს მიზეზი ადამიანს აცლის მის პირად პასუხისმგებლობას და დროტა განმავლობაში მათ შორის ჩნდება კედელი ,, მე ეს არ გადამიწყვეტია, თავისით მოხდა ,  ასე აეწყო " იმისდამიუხედავათვ თუ ვის უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები .
   საყოფაცხოვრებო(მატერიალურიმოსაზრებები - გათხოვება მდიდარ , მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანზე , იმ იმედით ,  რომ მისი მატერიალური შესაძლებლობელი უზრუნველჰყოფს შენს უდარდელ  მომავალს , ჰგავს ვაჭრობას ვიდრე სიყვარულის აქტს და ჩემი რჩევაა ეს არ ცაიდინოთ . ვინაიდან არსებობს ისეთი რარაცეები, რისი გაყიდვაც არ ეგების . მაგ : ჩვენი სული . ქორწინება ეს ხომ სულტა ერთობაა . ვინაიდან თანაცხოვრება და ერთად ძილი ბევრს შეუძლია , მაგრამ იყვნენ ნამდვილი ცოლ-ქმარნი მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ . მოკლედ თუ მსგავსი სახის გარიგებაზე ვიქრობთ ,  ნამდვილად არ ღირს  ,  ისევე როგორც საქორწინო კონტრაქტი ( ქონებრივი გარიგება წყვილს შორის) , რომელსაც იურიდიულად დიდი ძალა აქვს , მაგრამ შემდგომში მუდამ კონფლიქტის მიზეზი ხდება . 
               მარტოობა და საკუთარი არარსეალიზებულობის შეგრძნება - ამ შემთხვევაში რაღაც ,,სამართლიანი გარგების" მსგავსი რამ ხდება, რაც საწყისშივე წამგებიანია . როდესაც ადამიანი ყიდის თავის პიროვნებას სანაცვლოდ მატერიალური უზრუნველყოფისა , ის შესაბამისად ცდილობს მიიღოს მეტი და ზრდის საკუთარ თვითშეფასების კოეფიციენტს . რამეთუ ღამე ბნელია ,  გრძელია გზა და პერსპექტივები ნისლშია მოციული  , მან უნდა ნახოს მოგება სანამ ამის საშუალება არსებობს .  თუ ადამიანს მარტოობის შიში უბიძგებს ქორწინებისაკენ , ის არ ეცდება მიიღოს მაქსიმალური . თანხმდება ისეთს როგორიც არის . ( განწყობით : ოღონდ რაიმე იყოს) ანუ კმაყოფილდება მინიმუმით , მაგრამ გირჩევთ არ მოტყუვდეთ , ვინაიდან არც ეს ვარიანტი ივარგებს . როდესაც მარტო ხარ ,  მოწყენილი , გტკივა ,  ცივი ღამეებია და უღიმღამო დღეები მსგავსი კავშირები არც არაფერს შეცვლის და ვერც ვერაფერს შეგმატებთ . პირიქით ეს მინიმუმ კომფორტს და თავისუუფლებას წაგართმევთ . რა რადგანაც ეს კავშირი არ იქნება ორ თავისუფალ პიროვნებას შორის ურთიერთშეთანხმებული  კავშირი , დაემსგავსება ქველმოქმედებას ერთი ადამიანის მხრიდან მეორისადმი , რომელიც მდგომარეობათა შორის არატანაბრობას წარმოშობს , რაც თავის მხრივ გამორიცხავს სრულყოფილი პატივისცემას მათ ურთიერთობებში .დაოჯახება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც ყველა ეს მოსაზრება და სიტუაცია არ არსებობს . როდესაც მატერიალურად ისინი ერთმანეთზე არ არიან დამოკიდებულნი , ორივე მათგან აქვთ თავიანთი საქმიანობა , მოკლედ რომ ვთქვათ სასურველია დაოჯახდე მაშინ , როდესაც ამისი აუცილებლობა ყველაზე ნაკლებად არსებობს ( რათა არა გარემოებრივი იძულების ძალით ან სხვა მიზეზების გავლენით გადადგა ეს ნაბჯი , არამედ შენი გაცნობიერებითა და თავისუფლებით, როდესაც არანაირი მოვლენა არ გიბიძგებს გარდა ნამდვილი სიყვარულისა). ქორწინება უნდა წარმოადგენდეს ფუფუნებას ,  სილაღეს  , თავგადასავალს და არა პრობლემების მოგვარების გზას ან მოსალოდნელი დაბრკოლებების თავიდან აცილების წინაპირობას . მაშასადამე თუ ორი ადამიანი გადაწყვეტს ერთმანეთს დაუკავშირონ ცხოვრება  და ერთად იყვნენ მთელი სიცოცხლე , ეს უნდა იყოს ძალიან ღრმად გააზრებული და მოტივირებული ობიექტური მიზეზებით . უნდა გაითვალისწინოთ , რომ მეუღლეები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ შეუღლების დღიდან . სხვა დანარჩენნი  -  კოლეგები ,  ნაცნობები, მეგობრები  ან ამა თუ იმ გარემოებებით დაკავშირებული ადამანები მოვლენ და წავლენ თქვენი ცხოვრებიდან , და თქვენი ურთიერთობა ამ სხვა ადამიანებთან იქნება შეზღუდული  ,  ქორწინებაში კი საქმე გექნებათ ადამიანის  მთელ მისი დადებითი და უარყოფით მხარეებთან . ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მანამ , სანამ არ დარწმუნდებით  რომ თქვენ ხედავთ ნამდვილ ადამიანს და არა მხოლოდ სხეულს , მის პერსპექტივებს , ინტელექტს და მხოლოდ მასთან ერტად ყოფნით გამოწვეულ(შექმნილ) კომფორტს .  ქორწინებას არ აქვს სხვა მიზანი , გარდა ორი პიროვნების მამაკაცის და დედაკაცის ერთობისა , რომლებიც ქმნიან ისეთ ოჯახს ,  რომელსაც ვერაფერი შეარყევს . მხოლოდ მეგობრები , რომლებსაც ერთად ძინავთ და საყვარლები რომელნიც თანაცხოვრობენ ოჯახი არ არის , ვინაიდან მხოლოდ ეს უკაბნასკნელნი არ არიან საკმარისი სრულყოფილი ქორწინებისთვის . ამიტომ ჩემო შვილებო, ეცადეთ თქვენი ცხოვრება მაში დაუკავშიროთ ადამიანს, როდესაც ბოლომდე გაიაზრებთ ამ კავშირის შინაარს , როდესაც მიხვდებით ,  რომ ეს კონკრეტული ადამიანი გჭირდებათ მთელი ცხოვრება და მზად იქნებით ასევე მის მუდმივ საჭიროებად იქცე თავადაც . ეს არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი და ნათელი . ერთხელ დიდიხნის წინათ ,  ერთმა ქალმა ჰკითხა თავის ქმარს თუ რატომ უყვარდა ის .თავიდან ქმარს უნდოდა ეთქვა , რომ ის ძალიან ლამაზია და იმიტომ ,  მაგრამ მიხვდა რომ ეს საკმარისი არ არის სიყვარულისთვის ,  ვინაიდნა ათასობით ულამაზესი ქალი დააიარება ირგვლივ ,  შემდეგ უნდოდა ეთქვა , რომ მისგანაც დიდ სიყვარულს გრძნობს და იმიტო , მაგრამ არც ეს იყო საკმარისი ,  რადგან სხვა ქალებისგანაც უგრძვნია სიყვარული . შემდეგ ეცადა , რომ ეს მისი იუმორისა და ჭკუის დამსახურებად ჩაეთვალა , ან ის რომ იგი კარგი მზარეულია და კარგი დიასახლისი , თუმცა რესტორანში სადილს უკეთ ამზადებენ  და ჭკვიანი და იუმორით სავსე მოსაუბრეები სხვა გარემოშც შეიძლება ენახა . მის გარეშე , რომ ტავს ცუდად გრძნობდა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი პასუხის გასაცემად , დარჩა მხოლოდ ერთი რამ და მანაც უპასუხა ,, იმიტომ , რომ შენ ხარ შენ". აი როდესაც თქვენ შეძლებთ გაიმეოროთ ეს სიტყვები  , ყოველგვარი ტავისმოტყუების გარეშე და არა იმიტომ, რომ ვინმე გაახაროთ და ანუგეშოთ , მაშინ უკვე დროა დაქორწინდეთ , თუმცა მაინც მგონია, რომ ჩემს ამ მსჯელობას თქვენ არ წაიკითხავთ ან თუ მაინც მოხდა და წაიკითხეთ , ნაკლებად გაითვალისწინებთ .

        

пятница, 25 ноября 2016 г.

დოგმატური ცნობიერებისა და სულიერი ცხოვრების შესახებ- არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვის მიხედვით.

….წერილებიდან ნათელი ხდება,რომ ღვთისმეტყველება(თეოლოგია) მათში აღწევს იმგვარ სიმაღლეს,როდესაც დოგმატური ცნობიერება უკვე უწყვეტად არის დაკავშირებული მთლიანი აზრით შინაგან სულიერ ცხოვრებასთან. საღვთისმეტყველო (თეოლოგიური) დიალოგი დავიდ ბულფერთან (შემდგომში არქიმანდრიტთან) საქმეში ცხადსყოფს იმას,რომ ყველანაირი,საღვთისმეტყველო (თეოლოგიური) ცნობიერება უთუოდ ცვლის შესაბამისი ზომით სულიერო ცხოვრების ფორმასა და სახეს. და პირიქით , გარემიქცევა ჭეშმარიტებისაგან შინაგან სულიერ ცხოვრებაში იწვევს დოგმატური ცნობიერების შესაბამის ცვლილებას.ღვთაებრივი მადლით  განათლებული გონება , თავის თავში ატარებს საყოველთაო მყოფობის სრულ სურათს , სადაც ყველანაირი გამოვლინებას სულიერ ცხოვრებაში აქვს მისივე  შეფასება ღვთაებრივი ჭეშმარიტების პოზიიციდან . ამ აზრით  საღვთისმეტყველო აპოლოგეტიკის უეჭველ შედევრად გვევლინება საკუთარ თავში სისრულისა და სისავსის მომცველი ხედვა და წინასიტყვაობა მართლმადიდებლური მოღვაწეობის დოგმატური საფუძლების შესახებ , რომელზეც საუბარის მის მიერვე მიწერილ #28-ე წერილში დავიდ ბულფერისადმი- ,, მართლმადიდებლური დოგმატური ცნობიერების შესახებ“. იგი დაიწერა პასუხის სახით დავით ბულფერისადმი , მაშინ როდესაც იგი ეძებდა უფრო მეტს და ,,აღმატებულს“ ვიდრე მართლმადიდებლობას , ვინაიდან მას  ეჭვი შეჰქონდა  მართლმადიდებლობის საყოველთაო ჭეშმარიტებაში . წერილში შესაძლოა  მიაკვლიო თანმიმდევრული სიცხადით   ეკლესიოლოგიურ,დოგმატურ და ასკეტურ ერთობის პრინციპს. ,, სამი რამ არ მესმის,-წერს მამა სოფრონი , - 1)ადოგმატური რწმენის, 2) უეკლესიო ქრისტიანობის, 3) უასკეტო ქრისტიანობის. და ეს სამნი : ეკლესია,დოგმატი და ასკეტიკა (ანუ საეკლესიო მოღვაწეობა) -ჩემთვის მთლიანი, განუყოფელი ცხოვრებაა.
მამა სოფრონი ნათლად წარმოაჩენს, რომ ასკეზა არის ადამიანის დოგმატური ცნობიერებისა და ხედვის  პრაქტიკული ანარეკლი. არაფერი არ არის  შემთხვევითი სულიერ და ასკეტურ ცხოვრებაში, რამეთუ ,,ყოველივე მნიშვნელოვანია“: ,, ყოველგვარი ასკეტიკის საფუძველი უეჭველად ამა თუ იმდეოლოგიაში(დოგმატში) დევს. ყველანაირ რელიგიას - წარმართობას, იუდაიზმს,მაჰმადიანობას,პანთეიზმს,ქრისტიანობას - გააჩნიათ თავისებური ასკეტიკური კულტურა,რომელიც განსხვავდება სხვა ყველა რელიგიური მიმდინარეობის  ასკეტიკური კულტურისაგან და ეს განსხვავება განპირობებულია დოგმატური ხედვის სხვადასხვაობით. ამასთან ერთად დოგმატიკა, როგორც ჭეშმარიტების ვერბალური(სიტყვიერი) სახით გამოთქმა , არის ეკლესიის ხელშეუხებელი მფლობელობა : ,, მე როგორღაც შინაგანად დავრწმუნდი , - წერს მამა სოფრონი , -  რომ ეკლესიის უარყოფა  მიგიყვანს მოციქულთა ქადაგების უარყოფასთან... ,,სიტყვა ხორციელ იქმნა“(იონ.1,14)სახელდობრ ამ განხორციელებულ ლოგოსს, ხილულს, ხელშესახებს  ქადაგებს ეკლესია თავის დოგმატებში.
მამა სოფრონი მის ერთ-ერთ წერილში წერს : ,,ქრისტიანი აუცილებელია მოღვაწე იყოს“. ღვთისშემეცნების ღვაწლი,რომელსაც ეს წიგნი შთაგვაგონებს ჭეშმარიტად აღემატება ადამიანურ საზომს. სწორედ ამაშია მისი ნამდვილი სახარებისეული განზომილება.ამ წიგნის მოწოდება თავად ქრისტესაგან არის გახმოვანებული,როდესაც ბრძანებს: ,,იყავით სრულნი,ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“(მთ.5,48). ადამიანური განსჯა იქანცება ამაზე ფიქრისას, როგორ შეიძლება დაუჯერო ამ მოწოდებას და გაბედო ამგვარი ღვაწლი?თუმცაღა სარმწუნოა  ღმრთის სიტყვა,რომელიც ჩვენ მცნებად დაგვიდო..

                                         სულიერი ცხოვრების შესახებ..
სწორი სულიერი ცხოვრების დაწყება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,როდესაც ადამიანი განმტკიცდება რწმენაში და თუნდაც შესაძლოა ეს რწმენა იყოს არასრულყოფილი ,  გაგონილი ან  მოსმენილი,მაგრამ აუცილებელია , რომ სული ეჭვშეურევნელად იწყნარებდეს ეკლესიის და წმინდა მამების სწავლა-მოძღვრებას. როდესაც სული მადლის წყალობით შეიგრძნობს ჭეშმარიტებას , მაშინ იგი ურყევი ხდება სარმწუნოებაში და თავად ეს რწმენა ხდება სხვაგვარი, გამოცდილებითა და განცდით გაძლიერებული , მაგრამ აქვე არის რწმენითი განვითარების ცნობილი თანიმდევრულობა. ერთის მხრივ ღვაწლი რწმენისა სიკვდილამდე უნდა იყოს ჩვენგან გაწეული , რადგან ჩვენ მოცემული გვაქვს მისი (რწმენის)ნაწილობრიივ გაცნობიერება,როგორც ,, რადგანაც ახლაბუნდოვნად ვხედავთროგორც სარკეშიმაშინ კი პირისპირ ვიხილავთახლა ნაწილობრივვიციხოლო მაშინ შევიცნობროგორც თავად შევიმეცნები.“(1კორ.13,12). და მე არ ვიცი ვისთვის როგორ,მაგრამ ჩემთვის ღვთის მოწყალებით  , გადაწყვეტილია და მე სიხარულით ვღებულობბ რწმენის ღვაწლს , განცვიფრებული ვარ ღვთის სიბრძნით , რომელიც ასე ოსტატურად მოაფენს მის მადლს  ჩვენს გაყეყეჩებულ გონებაზე.როდესაც თქვენი გონების თვალით თუნდაც ნაწილობრივ გაიხსნება გამოუკვლეველი სიმდიდრე სულიერი ცხოვრებისა, ზეციური მეცნიერებისა, მაშინ კი დაიმორცხვებთ თქვენზე ნათქვამი სიტყვებით და ნახავთ,რომ ჯერ ამ (რწმენის) ღვაწლის დასაწყისიც კი არ გაგიწევიათ .

 სულიერი განვითარების დისციპლინის შესახებ
სულიერ ცხოვრებაში არსებობს ცნობილი წესრიგი,დისციპლინა , რომლის დაცვაც აუცილებელია იმისათვის,რომ ადამიანი სულიერად სწორად განვითარდეს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები,მაგრამ მაშინ ყოველივე ადამიანის ხელმძღვანელობისა და ნების გარეშე, ღვთის მიერ აღესრულება , მაგრამ როდესაც გხვდება ხელმძღვანელობა,ნება, ან გაცნობიერება საქმის (მოღვაწეობის) არჩევანში,მაშინ აუცილებელია დაცული იქნას თანმიმდევრობა. დაუშვებელია გამოტოვო ქვედა საფეხური და პირდაპირ უმაღლესი საფეხურისაკენ გაემართო.როდესაც ასეთ ადამიანს ეუბნებიან მხოლოდ ქვედა საფეხურის ღვაწლით დაიწყოს , რომელიც შესაძლოა ბევრ რამეში არასრულყოფილნი იყონ , მაშინ ის კითხულობს რა სადმე სრულყოფილების შესახებ და წაკითხულს იგებს და იაზრებს ინტელექტუალურად ,იწყეს სწრაფვას სრულყოფილებისაკენ უკანონო, დამღუპველი გზით!
ხილვების  შესახებ
,,გონება ჯოჯოხეთში ამყოფე და სასო არ წარიკვეთო“.სილუან ათონელი
რაოდენგზის ვიტირე ისე,რომ მეგონა ჩემი შიგნეული დაიწვა.ცრემლებისაგან ვიცლებოდი,მაგრამ  ჯერ კიდევ ვერ ვხედავ წარმატებას, იოტისოდენადაც არ შემიძლია გამოვსწორდე. ერთადერთი რამ შევიცანი,რომ ადამიანი არასოდეს არ უნდა ესწრაფვოდეს ხივლებისა და ჭვრეტისაკენ, უმაღლესი საფეხურის მიღწევისაკენ (მამა სოფრონი გულისხმობს არა უშვალოდ სწრაფვას სრულყოფილებისაკენ,არამედ არ უნდა ჩათვალო თავი რაიმე სახის ხილვისა ან სხვა შემთხვევაში არ უნდა გეგონოს რომ მიაღწიე რაიმე წარმატებას)- ეს ყოველივე ხიბლისაკენ მიმავალი გზაა. სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ჯოჯოხეთზეა გადებული. საჭიროა მთელი ძალისხმევით ,გაცნობიერებული გონებით საკუთარი თავი ჯოჯოხეთში ჩაიყვანო , რაც ნიშნავს საკუთარ თავს თვლიდე უნანულად ,ღვთის მოწყალების უღურსად, საკუთარი ბოროტების გამო ტანჯვის და ღვთისადმი წინააღმდეგობის გამო ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვის ღირსად . მხოლოდ ამ მდგომარეობაში სული გააცნობიერებს იტანჯება,აქვს ჯოჯოხეთის წინარე განცდა,უნდა დაამყაროს იმედი ღვთის მოწყალებაზე და არ ჩავარდეს მწუხარებასა და მოწყინებაში.

სულიერი და ხორციელი გულის შესახებ 
შეიძლება გაივლოს გარკვეული პარალელი თავის ტვინის დამოკიდებულებას გონებისადმი და ხორციელი გულის დამოკიდებულებას იმ გულისადმი,რომელიც არის ცენტრი( ფსიქო-სომატური წონასწორობის წერტილი) ადგილი ადამიანურ არსებაში . სული სხეულიდან გასვლისას ,ინარჩუნებს აზროვნების უნარს,- ინარჩუნებს აგრეთვე გულიც,მაგრამ უკვე არა ხორციელი არამედ ასე ვთქვათ სულიერი. მაგრამ როგორც ხორცში ცხოვრებისას, ადამიანის  ტვინის მოქმედება  განუყოფელად  არის დაკავშირებული   გონების მოქმედებასთან , ზუსტად ასევე ადამიანის გულიც არის ცენტრი,წინასწორობის წერტილი  სულიერი ცხოვრების გამოვლინებისა ,მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.(სანამ ეს ხორციელი გული ფეთქავს).

როდესაც ღვთის ნიჭის წყალობით , თქვენი გონება გულს შეუერთდება, მაშინ თქვენ შეიცნობთ , რომ ეს შეერთდება არის თქვენსავე  შიგნით ყოფნა, რაც ნიშნავს ჩვენი ბუნების შეერთებას, „რომელიც ცოდვითდაცემით იყო გახლეჩილი“.(ბასილი დიდი)

თარგმნა მიქაელ მთაწმინდელმა .

ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის შესახებ .

ყურადღება მივაქციოთ მოსეს მიერ ეგვიპტიდან ისრაელის გამოყვანას.ეს არა მხოლოდ ისტორიული ფაქტია,არამედ უდიდესი სულიერი შინაარსის შემცველი მოვლენა,რომელიცსიმბოლურად  თითოეული  ქრისტიანის ცხოვრებაში მეორდება.ჩვენ ყველანი ეგვიპტის მონობაში ვიბადებით, შესაბამისად ჩვენი ქრისტესაკენ  შემობრუნებამდელი პერიოდი სულიერი ეგვიპტეა,ცოდვის (ფარაონის-ეშმას) მონობაა,თუმც ყველა ჩვენგანში ცხოვრობს მოსე (სინდისი,რწმენა და შესაბამისი მოძღვრება),რომელიც გვიბიძგებს აღქთმული მიწისაკენ (სასუფევლისაკენ) სწრაფვას.როდესაც ვტოვებთ ეგვიპტეს(ძველ კაცს) და მივიწევთ ქრისტესაკენ ,,მოსეს“დახმარებით, ჩვენში თავს იჩენს მიდრეკილება ეგვიპტისაკენ (ვნებებისაკენ,რომელიც ქრისტემდე ყოფაში გაგვაჩნდა და დამონებულნი ვიყავით და სიტკბოებითაც აღვასრულებდით),მონური მდგომარეობა , რომელიც ეურჩება და ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას იმგვარადვე,როგორც უდაბნოდ მავალი ისრაელიანები   ეურჩებოდნენ  მოსეს.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თითოეულ ჩვენგანში არის არა მხოლოდ მოსე (ტავისუფლებისა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა), არამედ ეგვიპტის მონის,როგორც ძველი კაცის დაცემული,მონური მდგომარეობა ვნებებისა,აგრეთვე ყველა ის ნაკლოვანებანი რაც ისრაელიანებს გააჩნდათ უდაბნოში მოგზაურობისას.ისინი მისტიროდნენ ეგვიპტეში ცხოვრების წლებს  “ შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში. უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!“ (გამ. 16:2-3) მათ მსგავსად ჩვენც მივტირით ძველ ე.წ ,,ტკბილ“ ვნებებს,როდესაც დამონებულნი ვიყავით მათ და მიცემული გვქონდა სრული ბატონობა ჩვენს პიროვნებაზე.თუმცა  ისრაელიანებმა გამოიჩინეს რწმენა იმისა,რომ გაყოდოლნენ მოსეს , რაც გახდა ერთგვარი საფუძველი ეგვიპტის მოტოვებისა და აღთქმული მიწისაკენ წასვლის,ისევ როგორც ჩვენ გაგვაჩნია რწმენა და მისი მეშვეობით ვანებებთ თავს ვნებების მონობას და მივისწრაფვით თავისუფლებისა და ჭეშმარიტებისაკენ . როდესაც ფარაონმა გულისხმაჰყო,რომ ებრაელები საბოლოოდ განეშორნენ მას და აღარ დაბრუნდებოდნენ,მან დიდი ლაშქარი დაადევნა მათ,რომ იძულებით დაეურუნებინათ ისინი ეგვიპტეში.ასეა სულიერ ცხოვრებაშიც,როდესაც ხედავს ეშმაკი,რომ ჩვენი ნებით აღარ ვცოდავთ და აღარ ვსაზრდოობთ იმ ვნებებით,რომელთა მონებიც ვიყავით,აღძრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ ეშმაკებს და დაგვადევნებს,რათა გვაცდუნონ (რაც გამოიხატება წარსული ე.წ ,,ტკბილი“ ცოდვების ფრაგმენტებად გახსენებაში და მათი გამეორების სურვილში) თუმცა წინ კვლავაც  გვეღობება დაბრკოლებების  ზღვა,ისევ როგორც ისრაელიანებს მეწამული ზღვა გაუხდათ დაბრკოლებად,თუმცა ყოვლისშემძლე უფალმა მოსეს ხელით გააპო ზღვა ორად და უმტკივნეულოდ გაიყვანა ისრაელი, ხოლო მათ მიყოლილი ეგვიპტის ფარაონის ჯარი ზღვამ შთანთქა,  ასევე ჩვენც , თუ მიმვმართავთ მას განკვეთს ჩვენს განსაცდელებს და გაგვიყვანს სამშვიდობოს, ხოლო ეს ვნებები და მანკიერებები ღვთის მადლის ოკეანეში დაინთქმება და განადგურდება. მოსეს დროს ბევრი ებრაელი დაიღუპა ურწმუნოების,მოუთმენლობისა და ცოდვის გამო,ასევე ჩვენც მოკლათ ჩვენში ყველა ის ვნება,რაც გაიძულებს უფლის მცნების საწინააღმდეგო საქმის ჩადენას . როდესაც დაგვეუფლება განცდა იმისა,რომ ღმერთს დავავიწყდით,დაავიწყდა ჩვენი განსაცდელები და დაგვიტევა,ნუ მოიქცევი სულმოკლედ,როგორც ამაას ისრაელანები აკეთებდნენ და ბოლოს კერპების აგებით დაასრულეს. გახსოვდეს, ეგვიპტის მიტოვების მერე რამდენჯერ შეგეწია მისი ძლიერი ხელი ,ეხლა თუ თავს დროებით მიტოვებულად გრძნობ,ესეც იმიტომ,რომ დაინახო საკუთარი უსუსურება და დაინახო მისი ძლიერება,როდესაც ,,მისი ძალი უძლურებაში სრულ იქმნების“. მაშ მოვიკრიბოთ ძალა, მოუსმინოთ მოსეს,განვაგდოთ ჩვენი ემოციური განცდები და უიმედობა,აღვივსოთ რწმენით და მოთმინებით, რათა არ დავრჩეთ აღთქმული მიწის გარეშე და ამაო არ აღმოჩნდეს ჩვენი ის მცირედი ღვაწლი , რომელიც ,,უდაბნოში“ გავწიეთ.

ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი .