пятница, 25 ноября 2016 г.

,,ყვითელი პრესის“ ანუ ,,,მაგიური" ქრისტიანობის შესახებ .

ძვირფასო მკითხველნო ,  წინამდებარე სტატია ეკუთვნის მოსკოვის საპატრიარქოს სულიერი განვითარების განყოფილების მოადგილეს, იღუმენ პეტრე მენშჩერინოვს. სტატიის სათაურია  ,,лубочное христианство  (ქართულად ამ სტატიას ვუწოდე  ,,ყვითელი პრესის“ ანუ ,,ბულვარული“ ქრისტიანობის შესახებ .     (ამ სიტყვაში ავტორი იყენებს რუსულ სიტყვა ,,лубок“- იდან წარმომდგარ სიტყვას  ,,лубочное   - რაც ქართულად ნიშნავს ,,გამომსახველობითი ხელოვნებისათვის დამახასიათებელ გამოსახულების სიმკვეთრეს და მოცულობას.იაფფასიანი ნახატებით და ნახაზებით  არსებული  მოვლენისა თუ არსის სქემატურად გადმოცემის -გავრცელების მცდელობას“ ) ,რომელიც   განკუთვნილია უპირველესად რუსი ხალხისადმი. ვინაიდნა იგი ამ სტატიაში იყენებს იმგვარ ტერმინოლოგიასა და გამონათქვამებს,რომელიც ტრადიციულად დამახასიათებელია მხოლოდ სლავი ხალხისათვის, მე ჩემის მხრივ ვეცადე არ დამეკარგა ტექსტის განწყობა, შინაარსი და მიზანი ვეცადე მისი  გადმოტანა იმგვარი სიტყვებით  და შენიშვნებით,რომელიც ძალზე აქტუალურია და სრულ თანხვედრაშია  სრულიად სამართლმადიდებლოში და განსაკუთრებით კი  საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან ,სადაც რიგ შემთხვევებში ქრისტიანობა დაყვანილია გარკვეულ მაგიურ მოქმედებებამდე,რიტუალების შესრულებამდე , სადაც სანთელის დანთება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სინანული , სადაც ხატზე მტხვევა უფრო მნიშნელოვანია ვიდღე ქრისტეს ცოცხალი ხატის - მოყვასის სიყვარული , სადაც ნაკურთხ წყალს უფრო ეთაყვანებიან,ვიდრე ნათელღებულ ქრისტეს,სადაც წითელი კვერცხი და პასქის გამოცხობა  უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და მარადიული ცხოვრება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობს ქვემომდებარე სტატიაში მამა პეტრე!
,,ყვითელი პრესის“ ანუ ,,ბულვარული“ ქრისტიანობის შესახებ .  
,,ის მოვლენა  რასაც მე ,,ყვითელი პრესის(ბულვარული) ქრისტიანობა“ ვუწოდე , ეკელსიურ ცხოვრებაში  არსებობს როგორც ცოცხალი ფაქტი.ეს არის არასწორი აღქმა ეკლესიისა,სადაც იგნორირებულია ორი ძირითადი პრინციპი ეკლესიური ცხოვრებისა : ქრისტოცენტრულობა და სინერგია“  იღუმენი პეტრე მენშჩერინოვი.
ქრისტიანობას გააჩნია გარკვეული ფასეულობათა იერარქია, საელდობრ : უმთავრესი მათში არის -  თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნება.ის არის ,,ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული“ (გამოცხ:1 , 8). ის არის გზა, ჭეშმარიტება,სიცოცხლე და აღდგომა.(იონ : 14 , 6 -  11,25) ,,მორმწუნესათვის ქრისტე - ყველაფერია“-(წმ.მარკოზ მოღვაწე). მიზანი ქრისტიანობისა არის ის,რომ შეუერთდე ქრისტეს ,იცხოვრო მისით და  მასში, მიაღწიო გადარჩენასა და მშვიდობას , მარადიულ ბედნიერებას. მხოლოდ ამისათვის და არა სხვა რაიმე მიზნის გამო დაარსა უფალმა ეკელსია მიწაზე,რომელიც საიდუმლოებებთან ზიარებით და სულიწმინდის მეშვეობით მორმწუნე სულს  აკავშირებს და აერთებს ქრისტესთან. ეკლესია -  არ არის მხოლოდ ინდივიდუალური განწმენდის საშვალება. ქრისტეში ადამიანი ცხოვრების ჭეშმარიტ სისავსეს იძენს, ამის შესაბამისად კი სხვა ადამიანებთან ურთიერთობასაც. ეკლესიისათვის სრულიად არ აქვს მნიშვნელობა , ადამიანი ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობს თუ გარდასულია მის მარადიულ სამყოფელში,ვინაიდან ეკლესიაში არ არის სიკვდილი. ეკლესია არ არის მხოლოდ მორმწუნეთა კრებული ან რაიმე სპეციფიური ორგანიზაცია. იგი თავისი არსით არის ქრისტეს სხეული. სწორედ აქიდან გამომდინარეობს პრინციპი ქრისტეცენტრულობისა. ეს ნიშნავს,რომ ეკელსიაში გამონაკლისების გარეშე,ყველაფერი მიმართულია ქრისტე მაცხოვრისაკენ.
ეკლესიამ თავისი 2000 წლის არსებობის მანძლზე მოიხვეჭა უდიდესი სიმდიდრე - სულიერი,კულტურული ,სოციალური და სხვ; რომელთა უდიდესი უმრავლესობა იძენდა სხვადასხვა ფორმებს და გამოვლინებებს,რომლებიც უშვალოდ ეხებოდნენ და ეხებიან დღესაც   ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროს. და ყველა ეს საეკლესიო ფორმები და გამოვლინებები უთუოდ მხოლოდ იმისათვის არსებობენ, რომ ამა თუ იმ სახით ადამიანს მისცეს საშვალება ქრისტესთან დაკავშირების. თუკი ჩვენ რაიმე მიზეზით ამ ფორმებსა და გამოვლინებებს მივანიჭებთ რაიმე განსაკუთრებულ,თვითკმარ ღირებულებას ქრისტეს გარეშე, დაუშვებთ ძალიან დიდ შეცდომას. მთავარს ჩავანაცვლებთ-მეორეხასისხოვნით, არსობრივს- ფორმალურით,- ვინაიდან  ქრისტეს გარეშე,ყოველივე უშინაარსო და აზრსმოკლებულია,თვით ეკლესიაშიც კი. 
სიტყვა ,,სინერგია“ -  ღვთისა და ადამიანის თანადროულ,ერთობლივ მოქმედებას ნიშნავს. მადლი ღვთისა, რომელიც მკვიდრობს ეკლესიაში , არასოდეს მოქმედებს ძალმომრეობით , ავტომატურად ; უფალი პატივსმიაგებს ადამიანის  თავისუფალებას და ელოდება მისგან გაცნობიერებულ და სრულიად თავისუფალ რელიგიურ მოქმედებებს,რომელიც  გულიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპი შეინიშნება რელიგიური ცხოვრების ყველა ასპექტში. ეკელსიაში ყველაფერი გათვლილია იმისათვის,რომ   ქრისტიანმა  გააცნობიეროს მისი ვალდებულება. აქ (ეკლესიაში)რაც აღესრულება   არაფერია ფორმალური და ,,ბრმა“ , ,,თავისთავად“ რომ მოქმედებდეს ადამიანის პიროვნული ნების ავლით.
ზემოთ დასახელებული პრინციპები ეკლესიაში სპეკულაციის გამო კი არ არსებობენ,არამედ როგორც ყველაფერი ეკელსიაში, სიცოცხლისათვის. ქრისტეცენტრულობიდან და სინერგიიდან გამომდინარეობს აუცილებლობა ზნეობრივ-სულიერი შრომისა რათა მოხდეს ქრისტესთან დაკავშირება,შეერთება. ისევ ,როგორც ძელი ადამისაგან ჩვენ გადმოგვეცემა დაცემული ბუნება, ჩვენ ვსაჭიროებთ  მუდმივ წინააღმდეგობას მის მიმართ,საკუთარი თავის იძულებას ღვთის მცნებათა შესასრულებლად,რომლის მეშვეობითაც ადამიანი იღებს(ითვისებს) ქრისტეს მადლს.  ბევრ ადამიანს ამგვარი ქრისტიანობა არ აწყობს. არ შევეცდები ეხლა ამ მიზეზების გარკვევას და ჩამოთვლას,თუ რატომ ხდება ასე - ეს არის შიში თავისუფლების,გაუფასურება ზნეობისა,მორალისა და სხვ.  ამგვარი  ,,რთული“ ქრისტიანობის საპირისპიროდ  არსებობს ბევრად უფრო  გავრცელებული  სხვა ქრისტიანობა.; რომელიც ხასიათდება ორი სახით , კერძოდ :  დუალისტური(ორმაგი) რწმენით - ქრისტიანობა ქრისტოცენტრიზმის გარეშე და მაგიზმით  - ქრისტიანობა სინერგიისა და ზნეობრივ-სულიერი შრომის გარეშე.
დუალიზმ(ორმაგი რწმენა) -  ტრადიციული გამოვლინება რუსებში (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ქართველებს) , ხასიათდება მართლმადიდებლური წესებისა და რიტუალური მხარის მიღებით,შერწყმით,თუმც სული კვლავაც რჩება წარმართული.
ეკლესიის 70 წლიანი დევნისა და ადამიანების მიერ ელემენტარული საეკლესიო განსწავლულობის დაკარგვის შემდეგ დუალისტური( ორმაგი რწმენა) ჯერ კიდევ არ აღმოფხრილა და პირიქით,მოძღვართა მიზანმიმართული ძალისხმევითა და ხელშეწყობით მან უფრო ფართო გარვრცელება ჰპოვა.
  დუალისტური რწმენა ჩვენს დროში - ეს უკვე , არაიმდენად ცეცლხზე გადახტომაა ჭიაკოკონობისას და ან ,,წმინდა მკითხაობა“(სლავური ტრადიციის თანახმად,ისინი შობის ღამე მკითხაობდნენ მომავალზე  /მთარგმნელისაგან/) რამდენადაც ცხოვრების ვექტორი. ის განაყენებს ჩვენი რელიგიიდან ქრისტეს და მის ადგილზე  დაცემული სამყაროს რეალიებს ადგენს. ამ სისტემაში შეხედულებათა მიზანი და მიმართულება არა უშვალოდ ქრისტე და მასში ცხოვრება,არამედ საშუალება მის მიერ მიწიერ სიკეთეთა მიღებისა; თავად უფლით და მისი მცნებებით არავინ ინტერესდება. საგულისხმოა,რომ თავად ეკლესიური ფორმებიც ამ დროს კარგავენ თავიანთ სისავსესა და შინაარს და ნახევრადწარმართულად გარდაიქცევიან.
როდესაც რაიმე   ეკლესიურს ეხება  წარმართობა (უფრო სწორედ წარმართული დამოკიდებულება) , იწვევს მის  პროფანაციას, გაუსახურებასა და გავულგარულებას, აქიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი ეკლესიაში მოიაზრებს არასაკუთრივ ქრისტესა და ქრისტიანულ ცხოვრებას, არამედ ,,ყველიერს“ , ‘’ გიორგობას“ “წითელ კვერცხს“ , “ პასქას“ , ‘’შვიდგზის ზეთისცხებასაც კი“ და სხვა საერო თუ რელიგიურ ელემენტებს. აქიდან გამომდინარეობს  ე.წ  ,,ჩიტის ენა“ (რაც გულისხმობს საუბარში უცნაური ტერმინოლოგიის გამოყენებას,რომელიც უცხოა ბევრი ადამიანისათვის ან საერთოდ ყველასათვის) რომელმაც ასე აღაშფოთა მოსკოვის ერთ-ერთი  ტაძრის მრევლი ქალბატონი...
დაფიქრდით ძვირფასო მკითხველებო : შესაძლებელია ჩვენი გადარჩენა იყოს თაფლივით ტკბილი?ანუ გზა რომელიც უნდ გავიაროთ ცხონებისაკენ იყოს ფუფუნებით და მხიარულებით აღსავსე? შეიძლება უფალ იესო ქრისტეს,ჩვენს მხსნელს უწოდოთ ,,ყვითელი პრესის(ბულვარული)“ ღმერთი? აი ეს კი ნამდვილად გახლავთ ჭეშმარიტი ,, ბულვარიზმი“ , როდესაც ნაცვლად სერიოზული და ადამიანთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისა: ბენდიერებაზე ,მარადიულობაზე  , ადგილს იკავებს საუბრები პასკისა და კულიჩის გამოცხობაზე ან ,  კვერცხების შეღებვაზე და სხვა მასგავს მეორეხარისხოვან საკითხებზე...
მაგიური  თვალსაზრისის თანახმად, სულიერი სამყარო ადამიანისგან, მისი შინაგანი მდგომარეობისგან დამოუკიდებელია, ადამიანი მისი პასიური ნაწილია, დეტალია, მექანიკური სათამაშოა, მიღმიერი სამყაროს უხილავი ტალღებისთვის..თუმცა ერთის მხრივ შესაძლებელია იმოქმედო ამ სამყაროზე და ამ მოქმედებას მისცე ისეთი მიმართულება,რომელიც მოიტანს სასურველ შედეგს. ამისათვის განკუთვნილი ადამიანი, მჩხიბავი ან მაგი ვალდებულია ზუსტად შეასრულოს ესა თუ ის წესი და მაგიური მოქმედება და  თუ ეს რიტუალი ზედმიწევნითად იქნება შესრულებული, თუ კი ყველა სიტყვა იქნება სწორედ წარმოთქმული, შედეგი გარანტირებულია, ადამიანის შინაგანი სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობის , მისი რწმენის , შეხედულებებისა და მისი საქმეების მიუხედავად. მთავარია ყველაფერი იყოს სწორედ და სკურპულოზურად აღსრულებული,ყველა მოქმედება და ყველა წესი იმ ადამიანის მიერ, ვისაც ხელეწიფება ამ გარკვეული მოქმედებების აღსრულება.
როდესაც  მაგიზმი ჟონავს ეკლესიაში, იგი საძიკრვლიანად  რყვნის ქრისტიანობას, აქედან გამომდინარე  იგი ფაქტიურად კარგავდ თავის იგივეობრიობას და შინაარს , თუნდაც რომ გარეგნულად ადამიანი ჩანდეს ეკლესიური. მაგიზმი ყველაზე უწინ რყვნის ურთიერთობას და დამოკიდებულებას ადამიანსა და ღმერთს შორის, რყვნის თავად აზრს და წარმოდგენას ღმერთის შესახებ. ღმერთი ხდება არა მოსიყვარულე მამა, არამედ რაღაც აბსტრქატული (განყენებული) პრინციპი , პირველყოვლისა შთამაგონებელი არა შვილობრივი სიყვარულისა, არამედ  შიში და ძრწოლა ,დამორჩილება უცხო მბრძანებლისადმი. ღმერთსა და ადამიანს შორის შეუძლებელი ხდება უშვუალი ,პიროვნული ურთიერთობა,არადა  სწორედ   მასშია  ჩვენი რელიგიის არსი  ; ყალიბდება ფორმალურიდა იურიდიული  დამოკიდებულება. ღვთისსათნომყოფელობა ქრება  ზნეობრივ-სულიერი სფეროდან და დაიყვანება გარკვეული წესებისა და მოქმედების უპირობო შესრულებაზე. მაგიური თვალსაზრისის მიხედვით, ღმერთს სჭირდება ჩვენი მხრიდან მხოლოდ გარეგნული წესები , გარკვეული მოქმედებების დროული და ზუსტად შესრულება , სხვამხრივ ადამიანი არაფრით არის ვალდებული ღვთის წინაშე, ამგვარად ცოცხალი დამოკიდებულება ღმერთსა და ადამიანს შორის იფიტება და კვდება.
რა გამოდის პრაქტიკულად ამ ყოველივესაგან? ის,რომ ეკელსია გარეგნულად  გადაიქცა   მართლმადიდებლური წესის თეთრ მაგიად. ადამიანისათვის არ არის ადვილი ,ქრისტესთან ერთად მუდამ კომფორტულად იყოს. იგი (მაცხოვარი) მცნებად გვიდებს ,, გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით -  პირველი მცნება“ (მარკ.12 - 30). ეს კი მოითხოვს,როგორ უკვე ზემოთ ავღნიშნეთ მორალურად და ზნეობრივად დაძაბულობას,გონების სიფხიზლეს, გულის სწრაფვას უფლის მიმართ.  ადამიანებს ეს არ აწყობთ , თუმცა სამწუხაროდ მქადაგებელთაგანაც ვერ ,მოისმენტ ამახ ხშირად.. სულიერი  მოძღვარნი ხშირად გამოდიან ქურუმების როლში - გადაიხადოს პარაკლისი და შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი ლოცვები და აიღოს გასამრჯელო და ამ ყოველივეთი სრულდება ეკლესიის შემოქმედებითობა.
ადამიანებს    ურჩევნიათ და ეადვილებათ   დაანთონ სანთლები, დაწერონ მოსახსენებლები, შეასრულონ ყველა   წეს-ჩვეულებანი იმ იმედით,რომ ისინი ავტომატურად,მაგიური ზემოქმედების შედეგად, აღმოჩნდებიან   დადებით შედეგს მომტანი - ვიდრე გააცნობიერონ თავიანთი ცხოვრების აზრი,სულიერი მდგომარეობა და იცხოვრონ სახარების შესაბამისი ცხოვრებით.
ნამდვილი , ეკლესიური , სახარებისეული , წმინდამამათა ნაქადაები მართლმადიდებლური ქრისტიანობა აღესრულება ადამინის შიგნით - გულში ,  მოკრძალებულად, უხმაუროდ ,  არაპროფანირებულად ,დაფარულად ადამიანთა წინაშე. მისთვის უცხოა გართობა , ცდილობს  სწორად ცხოვრებას და  საკუთარ თავზე დაკვირვებას. გაკრვეულ შემთხვევაში ეს მშრალი და მოსაწყენია. თუ ადამიანი არ ცხოვრობს მისით (ქრისტეთი) , მისთვის ჩნდება საჭიროება გარეგნულად გაამრავალფეროვნოს, გააეფექტუროს  (თუნდაც რელიგიური სახით)   ,,სიმშრალე და მოწყენილობა“.
ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად წერს 19-ე საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი  :  აქიდან  წარმოიშვება -  სასწაულის , ნიშის , წინასწარმეტყველება ქვეყნის აღსასრულზე , ,,სტარეცების“ ძიება , იაფფასიანი აპოკალიპტიკა ,  ნაციონალიზმი და სხვ. და ეს ყოველივე სავსებით შეესაბამება ,,ყვითელი პრესის(ბულვარულ)“ ქრისტიანობის სტატუსს. ეს ფიქსირდება მრავალრიცხოვან ისტორიულ გადმოცემებში  წერილობითი და ზეპირი სახით დაკავშირებით იმასთან,რაზეც ჯერ კიდევ პავლე მოციქული წერდა I საუკუნეში : ,,  ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.“( 1ტიმ. 4-7)
მაშასადამე  ზემოთქმულიდან გამომდინარე :  ყვითელი პრესის (ბულვარულ) ქრისტიანობა არის პროფანაცია ,  გარეგანი შინაგანის გარეშე , ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე , ეკლესიური ცხოვრება ზნეობრივ- სულიერი ღვაწლის გარეშე.
რაში მდგომარეობს მისი მთავარი საფრთხე? ყველა გარეგნული წესები და განსაკუთრებით კი ფოლკლორულს აქვთ უფლება არსებობისა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით : თუ ეს ყოველივე თავის ადგილზე დგას ქრისტიანულ ფასეულობათა იერარქიაში. თუკი ეს იერარქია ირღვევა, მაშინ ხდება ის , რაზეც საუბრობს მაცხოვარი : მარილი ეკელსიისა კარგავს თავის ძალას.(მათ;5). ისევ და ისევ ეს არ გახლავთ უბრალო აბსტრაქტული მსჯელობა. ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში არაერთხელ მომიწია შეხება შემდეგ მოვლენასთან : ცხოვრობს ადამიანი , მისი ცხოვრება ერთი შეხედვით სწორად არის მოწყობილი მოწყობილი , მას სავსებით აკმაყოფილებს გუმბათი და ზარი,სანთელი , მოსახსენებლები და ლოცვების კითხვა. მაგრამ როდესაც ეუფლება რაიმე სერიოზული განსაცდელი , სულიერი გამოცდა, გარეგანი ბრძოლა , მაგალითად  : ნარკომანია, ნათესავების ალკოგოლიზმი, ან შინაგანი რწმენის გაგრილება, სულიერი დაღლილობა  და ა.შ . ადამიანი ამყარებს იმედს ეკლესიაზე, მიბრუნდება მისკენ და ხვდება,რომ ეს ყოველივე : გუმბათი,ზარი,სანთელი,მოსახსენებლები,სტარეცებიც მისი სტერეოტიპული რიტუალები მას  ვერ შველიან ? სხვას არაფერს მიეჩვია ადამიანი ეკელსიაში. მას არ აუხსნეს ,რომ ეკლესიისათვის ეს ყოველივე გარეგანია - ,, ანტურაჟია“, რომელიც  მოქმედებს  იმდენად,რამდენადაც  ის იქნება  გამოვლინება ადამიანის შინაგანი სულიერ ზნეობრივი მდგომარეობისა,რომელიც ამ პიროვნებისავე ძალისხმევით მიმართული უნდა იყოს  ქრისტესაკენ. მას არ აუხსნეს არა იმიტომ , რომ  ქონდათ ბოროტიგანზრავა ,  არამედ იმიტომ ,რომ უმტავრესი მნიშვნელობა თანამედროვე საეკლესიო იდეოლოგიაში , ბევრ მოძღვარს ,- რაოდენობით საეკლესიო ლიტერატურაში,სწორედაც რომ გააჩნია ე.წ ,,ყვითელი პრესის (ბულვარული) ფსევდოეკლესიური ქრისტიანობა.  როგორც ყოველივე ცრუ, ამგვარი ქრისტიანობაც რეალობასთან შეხებისას განიცდის ფიასკოს , ადამიანები იმედგაცრუებულნი რჩებიან ეკლესიის მიმართ , განეშორებიან მას , რასაც ჩვენ ვამჩნევთ არამხოლოდ თანამედროვე ქრისტიანების  ცხოვრებაში , არამედ ისტორიული პროცესების მასშტაბით . 
რა ვიღონოთ ? ამაში ჩვენ დაგვეხმარება ზემოხსენებული მოსკოვის ეკლესიის მრევლი ქალბატონის წერილი. 
განათლებისა და ინტელექტუალიზმის დონე ადამიანში  ჯერ კიდევ არაფერს ამბობს ღვთისშემეცნებაზე ( უფრორე პირიქითაც არის) .
აი ამ მოსაზრებას მე არ შემიძლია დავეთანხმო. მას შეიძლება ვუწოდო იწოდება ,,ობსკურანტიზმი „ - რაც ნიშნავს  განათლების  , კულტურისა და მეცნიერების უგულებელყოფას. სამწუხაროდ , ამგვარი სულიერ-ზნეობრივი სიმახინჯე ფართოდ არის გავრცელებული საეკელსიო წრეში. რატომღაც ბევრს მიაჩნია , რომ გონებრივი მუშაობა ( მოაზროვნეობა) ზიანს აყენებს ეკლესიური ცხოვრების სიწმინდეს. ერთი ცნობილი მოძღვარი გამოდიოდა რა რადიოში , განაცხადა : ,, მე მოხარული ვარ იმისა,რომ არ ვარ განათლებული’’. წმინდა მამები - მეტი რაღა არის საჭირო ქრისტიანისათვის ? -  მაგრამ სწორედაც რომ  წმინდა მამები იყვნენ თავიანთი დროის განათლებული ადამიანები , დიდი სიწმინდისა და სულიერების მიუხედავად,იყვნენ ინტელექტუალიზმის უმაღლეს დონეზე.
ეკლესიამ ჩამოაყალიბა დიდი კულტურა, ფილოსოფია , მეცნიერება. ობსკურანტიზმს არ ძალუძს რაიმეს შექმნას , იგი თავისი ბუნებითა და არსით  მარგინალური მოვლენაა, მას მხოლოდ ძალუძს ყოველივეს კონსერვატიული არსი შესძინოს და ეკლესიის საყოველთაოობა, მრავალფეროვნება და მისტიციზმი დაიყვანოს ,,ყვითელი პრესის (ბულვარულ)“ ქრისტიანობამდე  . და პასუხი კითხვაზე - რა ვიღონოთ? მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ ამ სიბრტყეზე. უნდა მოხდეს განათლება,კულტურისა და ცოდნის შეძენა,  თანამედროვეობის შეთავსება სახარებისეულ და ეკელსიურ სულთან , დასრულდეს ადამიანებისა და სამყაროს ყურება ვიწრო შავთეთრი და ბნელი ჭუჭრუტანიდან, დასრულდეს  ,,ბულვარული ქრისტიანობის“ ჭვრეტა და შემეცნება! ...     

  ავტორი: იღუმენი პეტრ მენშჩერინოვი

 თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.

ცრუმოძღვრობა და ცრუ მორჩილება

მე ვშიშობ,რომ ჩვენი ეკლესია არ მოიცვას და არ გაანადგუროს ცრუ მოძღვრობამ და ცრუ მორჩილებამ.დღეს   ქრისტიანები ყველა შემხვედრ სასულიერო პირს მოძღვრად მიინევენ,განსაკუთრებით ახალგაზრდებს და გამოუცდელებს. ერთის მხრივ ადამიანები მოვიდნენ ეკლესიაში,თქვეს აღსარება და უკვე მზად არიან იქცნენ მონებად,ხოლო მეორეს მხივ მღვდლებს უნდათ გახდნენ დიქტატორები და ამ ყოველივეთი ეკლესიაში იქმნება გასაოცარი ატმოსფერო მონობისა და დიქტატურისა!
მორჩილებითი დამოკიდებულება მოძღვარსა და მორჩილს შორის შესაძლებელია მხლოდ მონასტერში,მხოლოდ მონაზვნებს შორის,ან მათ შორის ვინც მუდამ გვერდი-გვერდ არიან.ეს არის  წმინდა მამათა სწავლება მორჩილებაზე. წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ მორჩილება უდიდესი ასკეტური მდგომარეობაა და ის შეიძლება აღესრულებოდეს  მხოლოდ იმ მონაზონთა შორის,რომელნიც სრულიად განუდგნენ წუთისოფელს, იმყოფებიან რა ერთად, მუდამ შეუძლიათ მიმართოთ თავიანთ მოძღვრებს. ერისკაცთა შორის შეუძლებელია ამგვარი ურთიერთობა,ჩვენ იშვიათად ვხვდებით და როგორც წესი არა სულიერ თემებზე სასაუბროდ ,არამედ ცოდვიან(საერო) საქმეებზე. ერისკაცსა და მის მოძღვარს შორის არ შეიძლება არსებობდეს (მონასტრისეული)მორჩილება ამ სიტყვის სწორი გაგებით. გთხოვთ გაანთავისუფლეთ თქვენი თავი მონობისაგან.. ,, სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ 1.7,23)(მთარგმნელისგან)
ვინ არის სულიერი მოძღვარი და როგორ აღირჩევა იგი? წმ.იოანე კიბისაღმწერელი წერს: ,, როდესაც ჩვენ ვისურვებთ,რომ ჩვენი სულის გადარჩენა მივანდოთ სხვა ადამიანს , უპირველესყოვლისა ჩვენ წინასწარ უნდა გამოვიკვლიოთ თუ რამდენად სანდოა ის ადამიანი,რომელსაც შენ გინდ მიანდო საკუთარი სული,ვინაიდან არ შევცდეთ და ექიმის ნაცვლად ავადმყოფი არ ავირჩიოთ ჩვენს წინამძღვრად,უვნებო ადამიანის ნაცვლად არ ავირჩიოთ ვნებებით სავსე და აქიდან გამომდინარე არ დავიღუპოთ სული“.ამიტომ სანამ ვინმეს სულიერ მოძღვარს უწოდებდე მანამ  უნდა დამრწმუნდე რამდენად სულიერია ის ადამიანი . და  როგორც გვასწავლის წმ.იოანე კლემაქსი“   წყნარი ნავსაყუდელის ნაცვლად არ აღმოვჩნდეთ რიფებზე და არ დაიღუპოს ჩვენი ხომალდი“ ამ ყოველივეს კი დრო სჭირდება.არის ასეთი რუსული გამოთქმა : ,,ადამიანი რომ კარგად გაიცნო,მასთა ერთად ფუთი მარილი უნდა ჭამო“.
წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს:,,დიდი ბენდიერებაა,თუკი ჩვენ ვიპოვით ადამიანს,ჭეშმარიტ მორწუნეს,ქრისტიანულად მცხოვრებს,წმინდა მამების მცოდნეს და გონიერს. გესმით?-გონიერს!ეხლა კი რა ხდება?ნახევრადშეშლილს სალოსად მიიჩნევენ . ეძიეთ გონიერი ადამიანი და ამ ადამიანთან ერთად ეცადეთ გადაწყვიტოთ თქვენი პრობლემები.როგორ?ზომიერი მიდგომით! მე პატივისცემით მივდივარ ადამიანთან,მას ვეცნობი,ვუსმევ კითვებს,ვრწმუნდები,რომ ეს ადამიანი სულიერიადა და მე მას რჩევას ვეკითხები. მე შემიძლია მივიღო მისი რჩევა დარიგება ან  შემიძლია არ მივიღო,თუკი ვხედავ რომ ისე ვერ არის რაღაც,როგორც უნდა იყოს. ამგვარი ქმედება არ არის ცოდვა,რადგან შესაძლებელია შეცდეს ნებისმიერი ადამიანი.თუკი მე მთელი გულით ვეძიებ,წავალ და სხვასაც შევეკითხები და გავიგებ მას რა აზრი აქვს ამის შესახებ.
შეგახსენებთ,რომ საუბარი ეხება მხოლოდ სულიერ მხარეს,თორემ მოძღვართან მიდიან აგრეთვე ამგვარი კითხვებით: ,,ჩააბაროს თუ არა ჩემმა გოგომ ინსტიტუტში,ან სად ისწავლოს,რომელი ადგილის მოსალოცად წავიდე,რა გავყიდო?რა ვიყიდო?“ მე გაოცებული ვარ მღვდლის მოთმინებით და უფრო მეტად გაოცებული ვარ იმით,რომ ზოგიერთი სასულიერო პირი იწყებს რჩევების მიცემს თუ როგორ რა აკეთონ ადამიანებმა. 
,,უბედურებაა,თუკი ნამცვხარს მეწაღე გამოაცხობს და ფეხსაცმელს მცხობელი შეკერავს“
ცხოვრებისეული საკითხი უნდა გადაწყვიტო არა სულიერ მოძღვართან არამედ გონიერ,ჭკვიან ადამიანთან ერთად,მაგრამ ჩვენთვის მეტად ავტორიტეტულია ეს გამოტქმა ,,მამაომ მაკურთხა,მამაომ ასე თქვა“! წმინდანნი შესაძლოა სეცდნენ,მაგრამ მამაო ?- არასოდეს!,,თქვენ რა ფიქრობთ რომ ,,სტარეცი“ შესაძლოა შეცდეს?არასოდეს! და თუ ეს არ გჯერათ,თქვენ ამპარტავნებასა და ხიბლში ხართ“! აი რა მდგომარეობამდე მივედით.ამიტომ წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი გულმხურვალედ წერს : ,,სულისდამღუპველი ხასიათი და სამწუხარო კომედია ,,სტარეცების“,იმაში მდგომარეობს,რომ  ირგებენ საკუთარ თავზე ძველი მამების ,,სტარცების“ როლს მიუხედავად იმისა,რომ მათ ეს ნიჭები არ გააჩნიათ“.ამას წერს წმინდა მონოზონი,რომელსაც შესანიშნავად ესმოდა მონაზვნობაც და მონასტერიც!
ეხლა რაც შეეხება სულიერი მოძღვრის შეცვლას.ჩვენ ვუწოდებთ მოძღვარს მას,ვისთანაც მივდივართ რჩევისათვის.რათქმაუნდა შესაძლებელია შევიცვალოთ მოძღვარი თუ იგი გვაძლევს ისეთ რჩევებს,რომელიც არ გვეხმარებიან. ღირსი პიმენ დიდი (Vს) ბრძანა დაუყოენებლივ გამოეყოთ საერთოსაცხოვრებელიდან ის  ბერები,ვისთანაც ცხოვრება სულისათვის საზიანო იყო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ,მორჩილებითი დამოკიდებულება შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ მონასტერში მონაზვნებს შორის,ხოლო ერისკაცნი მოძღვართან დამოკიდებულებაში მხოლოდ რჩევის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს.და  ღმერთმა ქნას, რომ შევძლოთ ვინმესგან სწორი რჩევების მიღება.
პავლე მოციქული წერს: ,, ნუ იქნებით მონა კაცთა“. (კორ 1.7,23).ჩვენ კი ვეძებთ მონობას და ამით ვიცილებთ ჩვენს პასუხისმგებლობას: რომ არ  გადავწყვიტოთ ჩვენით,არ ვიფიქროთ ჩვენით,რომ მოვატყუოთ საკუთარი სინდისი.
ადამიანები ეძებენ არა მოძრვრებს არამედ ,,დაფარულმხილველებს“ და ,,წინასწარმეტყველებს“ ისეთ სიტყვებს და რჩევებს ,რომლებიც ,,ღვთის გამოცხადებით  “ არის და ამ ყველაფრისაგან რამდენს დაენგრა ცხოვრება და ოჯახი?!
ერთი დედა შვილთან ერთად მიდის ამგვარ ,,მოძღვართან“. ის ის იყო შევიდნენ ,ის (სტარეცი) უცხადებს შვილს (ბიჭს) ,,ერთი წლის თავზე შენ ჩემთან მოხვალ უკვე ბერდიაკონი“ დედა - დიდა თაყვანისცმემელი ამ ,,სტარეცის“,სწორედ ამიტომაც მივიდა . მე ვეკითხები: 
-         შემდეგ რა მოხდა  ?
-         თქვენ იცით?ის მაინც დაქორწინდა!
-         როგორ ცხოვრობენ?
-         კარგად.მან(სტარეცმა)  ისიც დაამატა ,რომ გოგონა მონასტერში გამეშვა აღსაზრდელად და მეც გაუშვი. ერთლი წლის შემდეგ შვილმა მითხრა ,,დედა მე აღარ შემიძლია მონასტერშ ყოფნა“  და წარმოიდგინეთ წავიდა მონასტრიდან,ეხლა კი გათხოვდა.
-         და როგორი ოჯახი ყავს მას?როგორი მეუღლე?
-         ოჰ თქვენ იცით?მას საოცარი მეუღლე შეხვდა და ბედნიერები არიან.
აი ამგვარიი წაღმა-უკუღმა კურთხევებით და რჩევებით წყვეტენ ადამიანების ბედს. შენ- დაქორწინდები, შენ- გაცილდები, შენ- მონასტერში წახვალ. დღეს სამწუხარო მოვლენებმა დაისადგურა ქვეყანაზე.ჩვენი გარეგნული პრობლემები საცოდავი განსახიერებაა შინაგანი პრობლემებისა. და ერთ-ერთი სამწუხაროთაგანი ეს არის ცრუმოძღვრობა და  ცრუ მორჩილება!


 ავტორი : პროფესორი ალექსი ოსიპოვი . 
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.

ფანატიზმი და ხიბლი

,,ფანატიზმი ეს არის რწმენა ცოდნისა და სიყვარულის გარეშე"(მიქაელ მთაწმინდელი).

ადამიანთა შორის შეინიშნება ფანატიკური სწრაფვა თვითგანადგურებისა, რომლისათვისაც  განსაკუთრებულად  დამახასიათებელია შემდეგი ფსიქოლოგიური ტიპები: მიდრეკილება ექსტაზისაკენ,თვითსიყვარული,ფანტაზიორობა,ხილვები და მოჩვენებები, დაკავშირებულნი გაბსაკუთრებულ მდგომარეობასთან ,როგორიც არის -ხიბლი!
   ხიბლი- ეს არის სულიერი თვითტკბობა,რომლის დროსაც ადამიანი ფანტაზიით ,თავისი დაავადებული წარმოსახვებით ეშმაკისეულ ჩვენებას მიიჩნევს როგორც ღვთაებრივ გამოცხადებას.მასში არის მიდრეკილება,სწრაფვა სულიერი ნეტარებისა,სასიამოვნო სულიერი განცდების,რაც საკმაოდ სახიფათოა . ნებისმიერი წარმოსახვაც კი  ლოცვისას (ქრისტეს სახის წარმოდგენა ) მკაცრად იკრძალება მართლმადიდებლურ ასკეტიკაში.
წმ.სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ,უდიდესი მოღვაწე 11-ე საუკუნისა და თვავად ღვთისაგან ღირსქმნილი ხელთუქმნელი ნათელის ხილვისა გვმოძღვრავ,რომ „წარმოსახვები ლოცვისას ,,ზეციური სიკეთეების,ანგელოზებისა თუ წმინდანების“  არის ხიბლის ნიშანი. ამ გზაზე მდგარნი,ცდუნდებიან იმით,რომ (ხელთუქმნელი .მ)ნათელის ჭვრეტას ცდილობენ ხორციელი თვალებით,სურნელების შეგრძნობას ხორციელი ყნოსვით,ზეციური ხმების მოსმენას ხორციელი ყურით და სხვა ‘’.
ხიბლის მდგომარეობა ხასიათდება უკიდურესი ფანატიზმით.სხვათა წინაშე თავის ამაღლებით, გაღიზიანება  მათ მიმართ, ვინც მიუთითებს ხიბლზე,სამეუფეო გზიდან გადაცდომაზე.ასეთი რამ რომ არ მოხდეს, მართლმადიდებლებს კარგად უნდა ახსოვდეთ ერთი უბრალო წესი: დაინახო საკუთარ ტავში თანდაყოლილი სულიერი სიბრმავე,აუცილებლად აღმოფხვრა ფარული სიამაყე და არ მიიღო არანაირი ხილვები და გამოცხადებები.
ფანატიკოსის ტიპი
ვ. დალის ახსნა-განმარტებითი ლექსიკონი ფანატიზმის შესახებ შემდეგს ბრძანებს: ,,ფანატიზმი -უხეში, ჯიუტი და ძლიერად გამჯდარი ცრურწმენაა რწმენის ნაცვლად, რწმენის სახელით ყველა სხვა საწინააღმდეგო აზრის მდევნელი“. ფანატიზმის ამგვარი დახასიათება იმთავითვე ეწინააღმდეგება ვ.რიაზანოვას აზრს,რომელსაც გადმოგვცემს თავისი სტატიის დასაწყისში.ჭეშმარიტად,ფანატიზმი შესაძლოა წარმოიშვას ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობაში,მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს,რომ არის თუ არა ის ადექვატური გამოხატულება?უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ითქვას ,,არა“!
ფანატიკური აზროვნება და განწყობა ადამიანს თრგუნავს და აღშობს მასში არსებულ  მნიშვნელოვან  თვისებებს.მისი გონება ვიწროვდება და იზღუდება,ხოლო ემოციური და ინტელექტუალური ცხოვრება ხდება პრიმიტიული.
ფანატიკოსს  რეალურად არ წამს ღვთის ხატება ადამიანში,არ ენდობა ღვთის განგებას,მისი ჭეშმარიტების ძალას და ფაქტიურად არ წამს ღმერთის.სურათი ქვეყნიერებისა მის თვალში ძალიან უბრალოვდება.მისთვის არსებობს მხოლოდ ორი უკიდურესი პოლუსი  და ამის შესაბამისად მთელი მსოფლიო იყოფა ორ ბანაკად: ,,ის ვინც ჩემთანნ არის“ და ,,ის ვინც არ არის მართალი“.ამგვარი გაუბრალოვება კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ბრძოლას.
ფანატიკოსი ჩვეულებრივ შეპყრობილია ერთი იდეით,იგი ვერ ამჩნევს ღვთის მიერ შექმნილი დედამიწის მრავალფეროვნებას.იგი შეუბრალებელია ყველაფრის მიმართ,რასაც არასწორედ მიიჩნევს.ფანატიკოსის აზრით,რაც არ შეესაბამება მის ბრტყელ(პრიმიტიულ) მსოფხედველობას,ექვემდებარება განადგურებას.ამასთან კავშირშია შიშის აფექტიც,რომელიც მუდამ ლატენტურად (ფარულად) ან ხილულად  იმყოფება ფანატიკოსის სულში.
ფანატიკოსმა არ იცის დ არც იწყნარებს თავის თავში თავისუფლებას , თუმც მას ეჩვენება,თითქოს ზუსტად ის მოქმედებს თავისუფლად.იგი ფაქტიურად მოწყვეტილია სულიერ ცხოვრებას.მას არასოდეს ძალუძს კრიტიკულად შეაფასოს თავისი მდგომარეობა.რათქმაუნდა ფანატიკოსს შეუძლია აღიაროს,რომ ის ცოდვილია,მაგრამ გაბედეთ და მიუთითეთ მას მის ცდომილებაზე.მას ეს მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას ცნოს თავისი ცდომილება, რთავს რა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმს  თავდასხმის წინააღმდეგ,თავად იწყებს სხვების დევნას.
თუმცა ფანატიკოსი თვლის საკუთარ თავს მორწმუნედ,მაგრამ მისი რწმენა იმდენად განსხვავდება ჭეშმარიტი რელიგიური რწმენისაგან როგორც მკვდარი ცოცხალისაგან. მის რწმენას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. იმისათვის,რომ მიიღო ჭეშმარიტება,საჭიროა განაგდო ეგოიზმი,ხოლო ამის გაკეთება ფანატიკოსს არ ძალუძს. მას შეუძლია გამოვიდეს თავისი თავიდან,მხოლოდ სხვების მიმართ გულისწყრომის შემთხვევაში და ისიც ჭეშმარიტების სიყვარულის ძიების გარეშე(რომლის გარეშეც შეუძლებელია სულის ცხონება).ფანატიკოსს შეუძლია გამოვიდეს სხვის წინააღმდეგ,მაგრამ არაცმ და არაცმ შესახვედრად!
ფანატიზმი და რელიგიურობა
ფანატიზმის სულიერი სიმახინჯე აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია ნამდვილი რელიგიური აზროვრებისათვის. ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა არ გამორიცხავს და არ უარყოფს ადამიანური სულის არც ერთ გამოვილინებას,მაგრამ ისწრაფვის  აკურთხოს,განწმიდოს და  შეცვალოს ყველა სახის ადამიანური გამოვლინებები.რელიგიური ადამიანი,უპირველესყოვლისა ეძებს შეხვედრას ცოცხალ ღმერთთან,ამის მიღწევაშიკი  მას,  მორმწუნეთა   გამოცდილება ეხმარება ,რომელნიც ქრისტეს ეკლესიას წარმოადგენენ.მორწმუნე უშვალოდ ეხება ცოცხალ გარდამოცემას,იგი ეძებს კავშირს სხვა მორმწუნეებთან, მზად არის გაუხსნას მოყვასს  გული და  ემსახუროს სიყვარულით.
სიმდაბლით ხსოვნა იმისა,რომ  <<რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ>>(იაკობ 3:2),მორწმუნე არასოდეს ჩათვლის  თავისი შეხედულებების შეუმცდარად  და ერთადერთ ჭეშმარიტებად. მას არ ავიწყდება იმის შესახებ,რომ ქრისტეა ერთადერთი ჭეშმარიტება , ხოლო მის გონება თავისი წარმოდგენებით და არგუმენტებით მუდამ იქნება გარკვეული ნაკლოვანების მატარებელი.რადგან ჩვენ ყველანი ამ ცხოვრებაში  <<ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში>> შევიცნობთ ,,ნაწილობრივ“ და მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში <<მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ>>(1 კორ: 13.12)
ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი,არასოდეს შეხედავს ზიზღით იმ ადამიანს,ვინც მისი აზრით სწორ გზაზე არ დგას. მორწმუნე გამოირჩევა მოთმინებით ცოდვილის მიმართ. << გიყვარდეს ცოდვილი და გძულდეს ცოდვა>>- აი ნამდვილი ქრისტიანული პრინციპი.
დროული იქნება თუ გავიხსენებთ ფრაგმენტს წმინდა მაკარი ეგვიპტელის ცხოვრებიდან: <<ერთხელ აბბა მაკარი მოწაფესთან ერთად ნიტრიის მთისკენ მიდიოდა. მან მოწაფეს წინ სიარული უბრძანა. დაწინაურებული მოწაფე წარმართ ქურუმს შეხვდა, რომელსაც ხელში ხის დიდი მორი ეჭირა და სადღაც მიიჩქაროდა. მოწაფემ შესძახა: დემონო, საით მირბიხარ? გაბრაზებულმა ქურუმმა სასტიკად სცემა იგი და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ის წმინდა მაკარის შეხვდა, რომელიც ასე მიესალმა: გამარჯობა, შრომისმოყვარე ადამიანო, გამარჯობა! ქურუმს გაუკვირდა და უთხრა: რა სიკეთე ნახე ჩემში, რომ მესალმები? ბერმა უპასუხა: მოგესალმე, რადგან დავინახე, რომ მშრომელი ხარ და ზრუნვით სადღაც მიიჩქარი. ქურუმმა მიუგო: შენმა სალამმა გული მომილბო, მივხვდი, რომ ღვთის დიდი მსახური ხარ; ამის საპირისპიროდ ვიღაც უცნობმა  უბადრუკმა მონაზონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხვდა, გამომლანძღა, რისთვისაც ვცემე. ამ სიტყვებით ის მაკარის ფეხებში ჩაუვარდა, მოეხვია და უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ მონაზვნად არ აღმკვეც. ერთად წავიდნენ. მივიდნენ იქ, სადაც ნაცემი მონაზონი ეგდო; რადგან სიარული არ შეეძლო, ხელში აიყვანეს და ეკლესიაში მივიდნენ. წმიდა მაკარის გვერდით წარმართი ქურუმის დანახვამ (ნიტრიის) მთის მამები ძალიან გააკვირვა. ქურუმმა ქრისტიანობა მიიღო და შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა; მისი მაგალითით ბევრი კერპთაყვანისმცემელი გაქრისტიანდა. ამ ამბავთან დაკავშირებით აბბა მაკარიმ თქვა: ამაყი და ბოროტი სიტყვა კეთილ ადამიანებსაც კი ბოროტებისკენ მიმართავს, ხოლო თავმდაბლური და კეთილი სიტყვა ბოროტ ადამიანებსაც სიკეთისკენ მოაქცევს >>.
ფანატიზმი და მართლმადიდებლობა
აქამომდე  ფანატიზმის მანკიერ გავლენაზე და ცნობიერებაზე ვმსჯელობდით, მართლმადიდებლობის გარეშე . ეს ბუნებრივიც არის, რადგან მართლმადიდებლობისათვის სრულიად უცხოა ფანატიზმი  და ყველა ფანატიკოსი.ისინი   თავიანთი უაზრო შეზღუდვებით თავად განაშორებენ თავს  ეკლესიისაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ   მართლმადიდებლობა ნაკლებადეკლესიურთა  და  გაუთვითცნობიერებულთა ცნობიერებაში  ხშირად ასოცირდება როგორც ფანატიზმი. ხოლო რაც შეეხება ერში მცხოვრებ ადამიანთა ცნობიერებაში   მართლმადიდებლობა ფაქტიურად უტოლდება  ფანატიზმს. შესანიშნავმა მართლმადიდებელმა მქადაგებელმა მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოიმ) ერთხელ დაწერა სტატია ამგვარი პრობლემის შესახებ და იგი დაასათაურა შემდეგნაირად :<< სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში>> მეუფე იოანე ხსენებულ სტატიას ამგვარად იწყებს:  ,, მცდარი აზრია, რომ ყველა მართლმადიდებელი ნამდვილად არაა სექტანტი და ყველა სექტანტი არაა მართლმადიდებელი. ყოველი მართლმადიდებელი არ არის სულიერად ასეთი, და არც ყოველი სექტანტად წოდებულია სულით სექტანტი, და დღევანდელ დღეს შეიძლება შევხვდეთ „მართლმადიდებელს“ – ნამდვილ სექტანტს თავისი სულიერი მისწრაფებით: ფანატიკოსს, უყვარულს, გონებრივად შეზღუდულს, რომელიც ადამიანურ ხედვას ეყრდნობა, არა მოშურნეს, არა მწყურვალს ღვთის სამართლისა, მაგრამ განსივებულს თავისი სიმართლის სიამაყით, მკაცრად რომ განსჯის ადამიანს თავისი ცდომილი სიმართლის მწვერვალიდან – გარეგნულად დოგმატურად სწორ, მაგრამ სულში შობის არმქონეს და პირიქით, შეიძლება შევხვდეთ სექტანტს, რომელსაც აშკარად არ ესმის ღმრთისადმი სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებლური მსახურების არსი, არ აღიარებს ეკლესიური ჭეშმარიტების ამა თუ იმ გამოხატულებას, მაგრამ სინამდვილეში ფარულადაა მასში ბევრი რამ ჭეშმარიტად ღვთიური, ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულის მოჭარბება, ჭეშმარიტად ძმური დამოკიდებულება ადამიანებისადმი“
რათქმაუნდა არც მეუფეს და არც მე არ გვინდა იმის  თქმა ,რომ გზა მართლმადიდებლური გზა სულიერი ცხოვრებისა თანაბრად ფასეულია სექტანტური სულიერი ცხოვრების გზისა.რათქმაუნდა არა! მაგრამ ხშრად ხდება ხოლმე ისე,რომ რომელიმე პროტესტანტულ კრებულში ადამიანი უფრო  მეტად  შეხვდება  გულახდილობას,ადამიანურ სითბოს  ვიდრე მართლმადიდებლებში.ყოველი მონაწილე პროტესტანტული კრებულისა,ერთხელ მაინც შეიხედავდა მართლმადიდებლურ ტაძარში.რას შეიძლება შეხვდეს იგი იქ? მართლმადიდებლური სულიერების სიმდიდრეს,ჩვენი გალობის სილამაზეს, ღვთისმსახურების ტექსტების საღვთისმეტყველი სიღრმეებს და ჩვენი ხატების უხრწნელ სილამაზეს? კი!-მაგრამ უპირველესყოვლისა იგი ჩვენ შეგხვდა -  მუდმივ მრევლს,რომლენიც ვალდებულნი და მოწოდებულვნი ვიყავით  დავხმარებოდით მას და აგვეხსნა ყველაფერი ის რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.თავად ის ფაქტი,რომ ადამიან არ დარჩა ჩვენთან,ჩვენსავე წინააღმდეგ მოწმობს.ასევე ჩვენს უგულისხმოებაზე და გულქვაობაზე,ჩვენს მეწვრილმანეობაზე და რამოდენიმე ფანატიკოსი ხდება მიზეზი იმისა,რომ პროტესტანტული საკრებულოები უფრო იზრდებიან ადამიანებით ვიდრე მართლმადიდებლური ტაძრები.როგორ ხშირად  გვახასიათებს მართლმადიდებლებს უხეშობა,  როგორგ გვიყვარს ხშირად რასაც ქვია ,,პირდაპირ შუბლში“  მივახალოთ შეცდომილს მისი ცდომილება და გზააბნეულობა, მივმართოთ მას როგორც განდგომილს და ან ერეტიკოსს.და  რამდენად განსხვავდება ეს დამოკიდებულება წმინდა მაკარი ეგვიპტელისა და წმინდა პავლე მოციქულის  დამოკიდებულებისაგან ,რომელმაც დაიწყო მისი ქადაგება  ათინელ წარმართებში მათი ღირებულებების ცნობით  (თვით წარმართულის-ელინური ღვთისშემეცნების .შევნიშნავთ!)  .
მოუსმინოთ მეუფე იოანეს სტატიის გაგრძელებას : << მართლმადიდებლობამ თავისი ბრწყინვალებით უნდა გაიმარჯვოს, ისევე, როგორც თვით უფალმა, და არა ქვემეხებით – სულერთია, იქნება ეს ფოლადის თუ სიტყვიერი. მართლმადიდებლობა არ ანათებს იმ მართლმადიდებლურ საზოგადოებაში, რომელიც ამაყობს თავისი მართლმადიდებლობით. ის გამობრწყინდება იმათში, ვინც მდაბალია თავის მართლმადიდებლობაში, ვინც რწმენის სიწმინდეს იგებს არა მხოლოდ თავისი შეზღუდული პატარა ჭკუით, არამედ სულით, მთელი ცხოვრებით. მართლმადიდებლობის მშვენიერება მოგვეცა ადამიანთა გამოხსნისათვის, ხოლო მართლმადიდებლებმა (მხოლოდ სახელით!–მთრგმ.) ის გადააქციეს ადამიანთა დასჯისა და დაღუპვის იარაღად. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არ არსებობს სრულყოფილი მართლმადიდებელი ადამიანი, მაგრამ არიან ნაწილობრივ მართლმადიდებლები და თვით ე.წ. მართლმადიდებლები და ისინი, ვინც არ მიათვლის თავის თავს მართლმადიდებლებს, მაგრამ მიაკუთვნებენ ქრისტეს ეკლესიას და ცხოვრებისეულად მყოფობენ ქრისტეში. მართლმადიდებლობა – მზის სხივია, დედამიწაზე მოფენილი. იგი ყველასთვის ანათებს, თუმცა ყველა ვერ ნათდება მისით, რამეთუ ვინ სარდაფშია, ვინ სარკმელს ახშობს, ვინ თვალებს ხუჭავს…>>
მართლმადიდებლობამ უნდა გააცოცხლოს და  განასულიეროს ადამიანი. მანდ უნდა გამოიწვიოს მორმწუნეში სიყვარულის ზრდა და გამრავლება.ქრისტიანული სიყვარული უნდა იყოს ღვთაებრივი სიყვარულის მსგავსი,რომელიც გარდამოიღვრება არა მხოლოდ  რწმენაში სრულყოფილთათვის, არამედ ყველასათვის.  ,, რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც“(მათ.5-45).

ყველანაირი შეზღუდვა (იგულისხმება უაზრო,ფანატიკური),ყველანაირი ფანატიკური გამოვლინებანი შეუთავსებელია ნამდვილ ქრისტიანულ რწმენასთან. ძალიან ადვილია ჩაქოლო მოწინააღმდეგე ქვებით, ძალიან ადვილია ჩათვალო  ცხონებისათვის საჭიროდ გარკვეული  მოქმედებების და  უნარჩვევების  შესრულება ან თუნდაც  თუნდაც  საკუთარი თავის ცეცხლში  მიცემა  ან  დაუძლურებით  სიკვდილი მოძღვრის დირექტივების შესრულებით  ან პირიქით საკუთარი მიმდევრების ხელმძღვანელობით. ბევრად რთულია ,,იცხოვრო ქრისტეში“. რთულია იყო გულისხმიერი, რთულია  მოუსმინო  სარმწუნოებრივ საკითხებზე  ძმებს  და იმ მოყვასთ  რომლებსაც ქრისტე მიგზავნის  შესახვედრად.მაგრამ სწორედ ასეთ თავდაბლურ  ნამდვილ ქრისტესმიერ სიყვარულს  ელოდება დღეს თანამედროვე  მსოფლიო მართლმადიდებლებისაგან.და თუკი ჩვენ,მართლმადიდებლები არ შევიქმნებით ,,ცოცხალი ხატნი ცოცხლად მოსული ქრისტესა“ ანტონ სუროჟელის სიტყვებით ,, ჩვენ გვემუქრება გადაგვარება პატარა ჩაკეტილ ფანატიკურ სექტად, რომლებიც   ვერაფერს ხედავენ  შორს ,გარდა საკუთარი ცხვირებისა“.  თანამედროვე  საეკლესიო ცხოვრებაზე დაკვირვებით, შემიძლა ვთქვა,რომ  ღვთის მადლით აწმყოში ეს არ მოხდება, მაგრამ როგორი იქნება მართლმადიდებლობა ჩვენი შვილებისა და შვილთაშვილების პერიოდში  დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვირმწუნებთ და ვიცხოვრებთ ჩვენ დღეს!

თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.

ღმერთი და მუსიკა .

წმიოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებასროგორცმელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვისრომ მელოსითა დასატნოებით აღვსილმა ადამიანებმა  მუდმივად იგალობონ ისინიროგორც ხანგრძლივისწავლება სინანულის შესახებ”.

წმბასილი დიდის  მიხედვითწმიდა სულმა იცოდარაოდენ ძნელია ადამიანის მოდგმისსათნოებასთან ზიარება და ამიტომ დოგმატურ სწავლებას მელოდიით ტკბობა  შეუერთა,რათა ადამიანებს უფრო მსუბუქადყურისათვის სასიამოვნოდლამის შეუმჩნევლად აღექვათ სიტყვების არსი. ,,ამგვარ ხერხს მიმართავენ ექიმებიცროცა ავადმყოფსთაფლწასმული თასით ასმევდნენ მწარემაგრამ ჯანმრთელობისათვის აუცილებელწამალს’’-წერს წმბასილი დიდი.

მღვდელი ლევან მათეშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულიფაკულტეტის დოქტორანტი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისმასწავლებელი
მუსიკის ორიენტირი არის ღვთის შემეცნებაან სხვა სიტყვებით რომვთქვათარსებობს მუსიკის გზით ღვთის შეცნობის პოტენციურიშესაძლებლობაეს შესაძლებლობები კონკრეტულად მჟღავნდებოდაძველი საბერძნეთის მუსიკალურ-თეორიულ და მუსიკალურ-ფილოსოფიურ სისტემებშიამ სისტემათა შექმნა მხოლოდძველბერძნული კულტურის დამსახურება არ არისრომლის ფესვებიუფრო ღრმადუძველეს დროში მიდისხოლო ფუნდამენტად ძველიაღმოსავლური ცივილიზაციის მუსიკალური პრაქტიკა დამუსიკალური შეხედულებები გვევლინებაბერძენმაფილოსოფოსებმა კი ამ ფუნდამენტზე აღმართეს უზარმაზარიშენობა მუსიკის შესახებ ანტიკური ხანის სწავლებისარომელიცაერთიანებს უძველესი მსოფლიოს მუსიკალური აზროვნებისყოველგვარ მიღწევას.
პითაგორელთა სწავლების მიხედვითკოსმიურ იერარქიაში Musica mundana- (სამყაროს მუსიკამოსდევს Musica humana. ანუკაცობრიობის მუსიკარადგან ადამიანური არსებობისათვისაცდამახასიათებელია ჰარმონიარომელიც ურთიერთ-საპირისპიროსასიცოცხლო ძალთა წონასწორობას ასახავსჰარმონია არისსიჯანსაღესნეულება კი დისჰარმონიააკეთილხმოვანების(კონსონანტუ-რობისდაკარგვააქედან მომდინარეობს მუსიკისუპრეცედენტო მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისათვისპითაგორას სწავლებაშიიამბლიხი გვამცნობს: „პითაგორამ დააწესააღზრდა მუსიკის საშულაებითსაიდანაც ხდება ადამიანური ზნე-ჩვეულებების (ხასიათისდა ვნებების მკურნალობა და სულიერუნართა ჰარმონიის აღდგენა.“ (14, 128-129). ამგვარადმუსიკისმესამე სახეობა - ინსტრუმენტული მუსიკაან Musica instrumentalis,არის მხოლოდ სახება და მსგავსება უმაღლესი მუსიკისა. Musica mundana. და თუმცა ღვთიური სიწმინდე რიცხვისა ვერ ჰპოვებსსრულ განსხეულებას მიწიერ სმენად მუსიკაშიმაინცინსტრუმენტის ხმას შეუძლია ჰარმონიულ მდგომარეობაშიმოიყვანოს სულირომელიც თავის მხრივმზადაა აითვისოსზეციური ჰარმონიავინაიდან მსგავსი ზემოქმედებს მსგავსზე დამსგავსითვე შეიძლება იყოს ზემოქმედებული.
ადამიანის სულზე მუსიკის ამგვარი ზეგავლენის აღიარებიდანგამომდინა-რეობს დასკვნარომ სტრუქტურულად განსხვავებულიმელოდიები სხვადასხვა ეთიკურ ზეგავლენას ახდენენცნობიერებაზეამ ვითარებამრომელიც წარმოადგენს მუსიკისგანვითარების შემდგომ ისტორიულ ეტაპსმიიღო სახელწოდებაეთოსის შესახებ სწავლებისაპირველად ამ სწავლების შესახებბერძნებმა შეიტყვეს ათენელი დამონისაგანრომელიც გახლდათპერიკლესა და სოკრატეს მუსიკის მასწავლებელისრულიგანვითარება და სისტემურობა მუსიკის შესახებ სწავლებამპლატონის ქმნილებებში ჰპოვა.
განსხვავებული მუსიკალური სტრუქტურები სხვადასხვაზეგავლენას ახდენენ ადამიანის სულზეამიტომბუნებრივიარომამ სტრუქტურებს შორის აღმოჩნდეს მეტად შესაფერისინაკლებადშესაფერისი ან სულაც შეუფერებელი აღზრდისათვისმუსიკალურსტრუქტურათა სარგებელისა და ზიანის გარჩევა თუ შეცნობაწარმოადგენს ეთოსის შესახებ სწავლების არსს.
კილოთაგან ბერძნებში უფრო ამაღლებულადმამაცურად დაზნეობრივად სრულყოფილად ითვლებოდა დორიული კილო.აღსანიშნავია კლიმენტი ალექსანდრიელის მოწმობარომელიცგვამცნობსრომ „ებრაელებში ბატონობს დორიული კილო“.ფრიგიულ კილოს ბერძნები თვლიდნენ აღმგზნებად და ომისთვისგამოსადეგადლიდიურს - ქალაქურმომადუნებელ დაშესასუსტებელად და ამიტომაც თავისუფალი ადამიანისაღზრდისათვის გამოუსადეგარადშესაბამისადყველა სხვაკილოთაგან თითეულს მიეწერებოდა მხოლოდ მისთვისდამახასიათებელი ეთიკური შინაარსი და ზემოქმედებაეთიკურშეფასებას ექვემდებარებოდა არა მხოლოდ კილოები და რიტმები,არამედ ინსტრუმენტებიცროცა პითაგორა ხმარობდა ლირას, „ფლეიტას თვლიდა რაღაც თავაშვებულმედიდურ და თავისუფალიადამიანისათვის არასაკადრისი ჟღერადობის მქონედ“. პლატონიზნეობის განმრყვნელ ინსტრუმენტად თვლიდა ავლოსსსაერთოდკი პლატონიაწარმოებდა რა სწავლებას ეთოსის შესახებ უფროთანმიმდევრულად და მკაცრადდასაშვებად მიიჩნევდათავისიდეალურ სახელმწიფოშიმხოლოდ ორი კილოს ხმარება:დორიულისა - მშვიდობიანობისასფრიგიულის - ომიანობის დროს.აქედან გამომდინარეობს დასკვნა ცოცხალ მუსიკალურ პრაქტიკაზემკაცრი სულიერი კონტროლის აუცილებლობის შესახებ (9, 79-420).
ანტიკური სამყაროს ცოცხალმა მუსიკალურმა პრაქტიკამ ვერ შეძლოამ სულიერ მოთხოვნილებათა სიმაღლეზე შეჩერებულიყო.სიამოვნებისა და მძაფრი განცდების წყურვილი უფრო ძლიერიაღმოჩნდა სულიერ სრულყოფილებისაკენ სწრაფვაზე და გაარღვიარა ყოველგვარი კანონიკური საზღვარიმუსიკალური ხელოვნებაგადავიდა თავისი არსებობის შემდგომ სტადიაში - ესთეტიკურსტადიაშიამიერიდან მუსიკის მიზნად იქცა არა უმაღლესჰარმონიასთან შერწყმაარა მამაცი მოქალაქის აღზრდაარამედრაღაც განსაკუთრებული სიამოვნების განცდარომელიცესთეთიკურ სიამოვნებად იწოდებოდაარისტოტელეს სიტყვებითმუსიკა არის „ჩვენი თავისუფალი დროის შევსება“ და ის ემსახურებათავისუფლად შობილი ადამიანების ინტელექტუალურ გართობას“ (Аристотель. Политика. VII 5).
ქრისტიანული გალობის ჩამოყალიბების პროცესი ურთულესიისტორიული პროცესიარომლის არსის მდგომარეობა სხვადასხვაელინურიუდეველთასირიულკოპტურქართულ და სხვათაეროვნულ-მელოდიური საწყისების გაერთიანებაშიაასევე მთელი ამსხვადასხვაგვარი მიწიერი გალობის ზეციური გალობის ერთიან დაჭეშმარიტ სახედ გარდაქმნაა. „ახალ ბგერით სფეროში ერთბაშადგავრცელდადა როგორც ფლუიდმა აავსო ტექსტებიკოლორატურული არაბესკებითდამრიგებლური და სტროფიკულიმელოდიებითრომლებიც გამოიყვნენ პნევმონიური მელოსიდან.ამგვარად მუსიკა გადაიქცა სულის სიმბოლოდრომელიც მოეფინამხოლოდ მორწმუნეებს და გაანათლა ყოველი მათგანიამასთან მისიარსის ერთიანობა ამით არ დარღვეულა“, - წერს XX -ის I ნახევრისცნობილი მკვლევარი საეკლესიო გალობისა - ჰენრიხ ბესსელერი (4, 95). ამ ზეციური გალობის დანაწევრება უკვე არ ეფუძნება საცეკვაო,ანტიკური მუსიკის სხეულის რაოდენობრივ რიტმიკასარამედწარმოადგენს ახალი ტიპის თავისუფალ რიტმულ წყობას.
ამ სისტემის არსებობის ისტორია შეიძლება დაიყოს ორ პერიოდად:პირველი - მოციქულებიდან წმინდა კონსტანტინე დიდისმოღვაწეობამდემეორე - წმინდა კონსტანტინე დიდის ეპოქიდანღმერთშემოსილ იოანე დამასკელისა და VII საეკლესიო კრებამდე.პირველი პერიოდი დიდად განსხვავდება თვითონარაერთგვაროვანი მელოდიური ტრადიციებისაგან და ცალკეულიეკლესიების მიერ მათი პრაქტიკაში საკმაოდ თავისუფალიგამოყენებისაგან.
პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ღვთისმსახურება მჭიდროკავშირში იყო ძველი აღთქმის ღვთისმსახურებასთანრომელიციერუსალიმის ტაძარში სრულდებოდამოციქულები და პირველიქრისტიანებიერთის მხრივმუდამ ტაძარში იყვნენ, „ადიდებდნენდა აკურთხებდნენ უფალს“, მეორეს მხრივ კისაკუთრივქრისტიანულ შეკრებებს სახლებში აწყობდნენამ შეკრებებს რომგალობა ახლდათმოწმობს როგორც წმინდა მოციქულ იაკობისეიპისტოლეისე წმინდა მოციქულ პავლეს სიტყვებისადაც იგიგვირჩევს „ფსალმუნებითსასულიერო სიმღერებითგულითვუგალობდით ღმერთს“ (იაკობი 5: 13; ეფესელთა 5:19). ამგვარად,იერუსალიმის ტაძრის საგალობო პრაქტიკა ორი კომპონენტისაგანშედეგებოდაძველი აღთქმის საეკლესიო გალობისა და ხალხური,ანუ თვით ქრისტიანულ შეკრებებზე შესრულებული გალობისაგან.სწორედ ამ მეორე კომპონენტმა იწყო აქტიური განვითარება ახლადჩამოყალიბებული ქრისტიანული ტაძრების პრაქტიკაში.
იმის შესახებრომ ამ შეკრებებზე გალობას ჰქონდა თავისიგანსაკუთრებული დამოუკიდებელი ხასიათიმოწმობს ფილონალექსანდრიელიძვ. I და ახ. I სსიუდეველი მწერალი,რომელიც პირველი ქრისტიანების შესახებ გვამცნობს შემდეგს: „ისინი მხოლოდ ჭვრეტას კი არ სწავლობენარამედ ადგენენსაგალობლებსა და ჰიმნებს ღვთის სადიდებლადსხვადასხვაზომითა და ჰანგითრომელთაც მაშინვე შესაფერის რიტმსშეუწყობენ“ (13, 52). ამგვარი საგალობლებისა და ჰიმნების შედგენადა მათი შესრულება ატარებდა თავისუფალ დაშესაძლებელიაითქვასიმპროვიზებულ ხასიათსაც კი.
ხელების დაბანვითა და ლამპრების ანთებით, - წერს ტერტულიანე, - თითოეულს გამოიხმობდა შუაგულშირათა შეესრულებინაღვთისსადიდებელი გალობა საკუთარაი შესაძლებლობებიდანგამომდინარე წმინდა წერილის ან საკუთარი გონების კარნახით“ (Тертулиан. Апология. 4,3). აქ ჯერ კიდევ არ არსებობს არცსპეციალური წერილები ღვთისმსახურების გალობისაარცსპეციალურად გაწვრთნილი და მომზადებული მგალობლებიხოლორადგან პირველი ქრისტიანები ძირითადად დაბალი სოციალურიფენიდან იყვნენმათი სიმღერაც ადვილად გასაგები უნდაყოფილიყოფილონ ალექსანდრიელი ამ გალობას ასეთნაირადაღწერს: „ფსალმუნი იწყება ერთი ზომიერი და კეთილხმოვანიგალობითდანარჩენები კი ჩუმად უგდებენ ყურს და მხოლოდბოლო ტაეპში უერთებენ თავიანთ ხმებს“ (13, 53). ამ აღწერილობაშიადვილად იცნობა გალობის იპოფონიური პრინციპირომლის არსიცმდგომარეობს იმაშირომ მგალობლები ხმას უწყობენ ერთ ყველაზეგამოცდილ მგალობელსიმეორებენ რა მთელ მელოდიურ სტროფს,ან მხოლოდ მის დაბოლოებასან კიდევ ერთ რომელიმე ფრაზას(მაგალითად: „ალილუია“, „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისიდა ..)
თანამედროვე ღვთისმსახურების პრაქტიკაში იპოფონიური გალობისკვალი შეინიშნება მისამღერების შესრულებისას „რამეთუ ჩვენთანარს ღმერთი“ ქრისტეშობის დღესასწაულზე და „დიდებამაღალიანზე“ დიდი შაბათის მსახურებაზე და აღდგომისდღესასწაულზე „ქრისტე აღსდგა“- ტროპარის გამეორებაც შეიძლებაჩაითვალოს იპოფონიური გალობის მაგალითებად.
იპოფონიურ გალობასთან ერთად ადრეული ქრისტიანული ეკლესიაფართოდ იყენებდა ანტიფონურ გალობასაცრომელსაც ასევე ღრმადგაედგა ფესვები ძველი აღთქმისეულ გალობის ტრადიციაში.პლინიუს უმცროსის წერილში ტრაიანეს მიმართ ნათქვამიარომზოგიერთ დღეებში ქრისტიანები იკრიბებიან მზის ამოსვლამდე დამონაცვლეობით (.ანტიფონურადუძღვნიან ღმერთს სახოტბოჰიმნებს“ (Плиний Младший. Письмо X,97). ეს წერილირომელიცშექმნილია 111-112 წწ., დროის მიხედვით ემთხვევა წმინდა მამისეგნატე ღმერთშემოსილის (49-107 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობისჟამს და ირიბად ადასტურებს ისტორიკოს სოკრატეს ცნობას იმისშესახებრომ სწორედ ამ მოციქულმა შემოიღო ანტიფონური გალობაანტიოქიის ეკლესიაში და აქედანროგორც ძირითადი წყაროდან,იგი გავრცელდა მთელს ქრისტიანულ ეკლესიაში (11, 102). მაგრამ,ეს ცნობა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტსრომ წმიდა მამა ეგნატეღმერთშემოსილის (ახ.. 75 .) ანტიოქიის ეპისკოპოსობამდეანტიფონური გალობაუკვე კარგად ცნობილია ქრისტიანებისათვის,არ იხმარებოდა მხოლოდ იმის შედეგად რომქრისტიანულიღვთისმახურება სრულდებოდა დიდი საიდუმლოთიდაფარულადდა შესაძლოა მოკრძალებითმაშინ როდესაც ანტიფონური გალობამოითხოვს გარკვეულ ზეიმურობას და ამაღლებულ განწყობილებას.
იპოფონური და ანტიფონური პრინციპების გარდა ძველიქრისტიანული ეკლესია იცნობდა ასევე სიმფონიურ (ანუ შეწყობით)პრინციპის გალობასსწორედ ასე განისაზღვრა წმინდამოციქულების მიერ სამგზის ეგალობათ უფლის ლოცვა „მამაოჩვენო“ და იქნებ სწორედ ეს პრინციპი ასხამს ყველაზე მეტად ხორცსმთელი მართლმადიდებელი ეკლესიის გალობის მისწრაფებას,გამოხატულს სიტყვებით: „ერთითა პირითა და ერთითა გულითა“ (2,65). ძველი ქრისტიანული გალობის სამივე პრინციპი -იპოფონიურიანტიფონიური და სიმფონიურიროგორც ყველაზემეტად კეთილხმოვანიახლაც ჟღერს მართლმადიდებლურეკლესიაში ბრწყინვალე შვიდეულში საეკლესიო ტიპიკონისმიხედვითეს წარმოადგენს დასტურს იმისარომ ისრაცღირებულია არ შეიძლება იქნეს ამოღებული მართლმადიდებელიეკლესიის გამოცდილებიდან და რომ ყველაფერი სულიერიმნიშვნელობის მქონე სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში.
ადრექრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკა გალობისპრინციპების გარდა განასხვავებდა საგალობელთა ცალკეულტიპებსაცწმინდა გრიგოლი ნოსელი წერს: „ფსალმუნი არისმელოდიარომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტს მოითხოვსგალობაარის ადამიანის ბაგეებიდან მომდინარე ჰანგირომლის დროსაცჟღერს დანაწევრებული სიტყვებიჰიმნი არის ღვთის კურთხევაჩვენთვის ბოძებული კეთილდღეობისათვის“ (6, 111). ამ სიტყვებშიარა მხოლოდ გალობის რაღაც კლასიფიკაციაა მოცემულიარამედიკვეთება იერარქიაცრომელიც უფრო მკაფიოდ ყალიბდება წმ.იოანე ოქროპირის მიერ: „ფსალმუნებში თავმოყრილია ყველაფერიადამიანურიჰიმნებში კი არაფერია ადამიანისეულიამიტომაცთავიდან ბავშვს ასწავლე ფსალმუნებახოლო ამის შემდეგ კიიგალობოს ჰიმნებირადგან ეს უკანასკნელი უფრო ღვთაებრივია.ზეციური ძალები ჰიმნებს გალობენ და არა ფსალმუნებს“ (7, 112). ესსიტყვები მოწმობს სწრაფვას კარგად განვითარებული დამოფიქრებული ღვთისმსახურების სტრუქტურების შექმნისაკენ,რომელსაც თან ახლავს მკაცრად განსაზღვრული მელოდიამაგრამამ მისწრაფების რეალიზება ვერ იქნებოდა მიღწეული მოცემულისტორიულ ეტაპზერომელზეც საფუძველი მხოლოდ ძირითადმელოდიურ სისტემებს ეყრებოდა.
შეცდომა იქნებოდარომ ახალაღთქმისეული გალობა გაგვეგო,როგორც მექანიკური შეკრებისსხვადასხვა პრინციპებისა დაგალობის სახეების გაერთიანების პროცესიროგორც უკვე არსებულიტრადიციების უბრალო ექსპლუატაციარადგან გალობისჩამოყალიბებაუპირველეს ყოვლისაწარმოადგენდა მკაცრგადარჩევას და განხილვას მელოდიური საშუალებებისარომელიცხორციელდებოდა მათი ახალი ქრისტიანული ცხოვრების პოზიციისმაღალ სულიერ-ესთეტიკურ ბუნებასთან გულმოდგინე განხილვისსაფუძველზე. „გულისამაჩუყებელი ჰანგები და მტირალა რიტმები -ეს კარიული მუსიკის მუზის ცბიერი ხრიკები - რყვნიან ზნეობას,შეუმჩნევლად თავიანთი ვერაგული ხელოვნებითჩაითრევენ რასულს კოსმოსის თარეშსა და პარპაშში (სახალხო სეირნობა [ქეიფი]სიმღერით)“ (Климент. Строматы. 5,3) - წერს კლიმენტიალექსანდრიელიერთერთი პირველი მოძღვარი ეკლესიისა,რომელმაც დაიწყო დაწვრილებით გალობისა და ცხოვრებისურთიერთზემოქმედების საკითხის განხილვასწორედ მისგან იღებსსათავეს წმინდა მამათა სწავლება საღვთისმსახურო გალობისშესახებრომელიც შემდეგში მდგომარეობსსწორი გალობამართალი ცხოვრების შედეგიახოლო მართალი ცხოვრება სწორიგალობის წინაპირობააამგვარადიქმნება ვითარებარომლისმიხედვითაც მართალი ცხოვრება უკვე არის გალობაწმინდა მამაგრიგოლ ნოსელი ამგვარად ხსნის ამ მოსაზრებას: „უფალიგიბრძანებსრომ შენი ცხოვრება იყოს ფსალმუნირომელიცშედგენილი იქნებოდა არა მიწიერი ბგერებისაგან (ბგერებადნაგულისხმებია აზრები), არამედ მაღლითზეციური სიმაღლიდანმიიღებდა თავის წმინდა და მკაფიო ჟღერადობასამ ფსალმუნისიგავური არსის მსმენელები არიან ისინივისაც შენ აძლევღირსეულად ცხოვრების მაგალითს“ (6, 112).
გალობის ამგვარი გაგება წარმოშობს სწავლებას ადამიანზეროგორცსული წმინდის მიერ გამართულ ინსტრუმენტზე. „მაშ ვიქცეთფლეიტადვიქცეთ კიფარად სული წმინდისაჩვენც მოვამზადოთთავი მისთვის როგორც აწყობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებსდაეშეეხოს იგი ჩვენს სულებს პლექტორად“ - წერს წმინდა იოანეოქროპირი (7, 115). ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილები, «ღაწვებიენა და ხორხი - ჰგვანან სიმებს,რომელთაც პლეკტორის საშუალებით აწყობენტუჩები ისევემოძრაობენროგორც თითები ფლეიტაზე“ - წერს გრიგოლი ნოსელი(5, 112). ამ მუსიკალურ ანთროპოლოგიას ავითარებს წმინდამღვდელმთავარი ბასილი დიდიმისი მტკიცებით: „ფსალტერიონი“ (ღმერთისადმი აღსავლენი ჰიმნების ასაჟღერებელი ინსტრუმენტი)სხეულის წყობაახოლო თვით ფსალმუნი არის გონებასდაქვემდებარებული სხეულის მოძრაობა” (5, 389-391).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შესაძლებელია პრაქტიკულიდასკვნის გაკეთება: „მუსიკა სხვა არაფერიათუ არა უფრო მაღალიცხოვრების სტილისაკენ სწრაფვამისი მიზანია მოუწოდოსკეთილისმყოფელთ არ დაუშვან თავიანთ ქმედებებშიარამუსიკალური ქმედებებირაც არღვევს ჟღერადობას დააფრთხილებს არ დაუშვან სიმების ზედმეტად დაჭიმვარათა ამან არგამოიწვიოს სიმების გაწყვეტაარ არის საჭირო სიმების ზედმეტადმოშვებაცვინაიდან ის დაკარგავს სასურველ ჟღერადობას მსგავსადსულისარომელიც ზედმეტი მოდუნებისაგან ყრუვდება.
საერთოდმუსიკის წესების მიხედვითსიმები ხან დაჭიმულმდგომარეობაშია და ხანაც პირიქითამ ფაქტორისგათვალისწინებით აუცილებელია გვახსოვდესრომ შევინარჩუნოთჩვენი ცხოვრების მელოდია და სწორი რიტმი და თავიდანავიცილოთ როგორც ზედმეტი დაჭიმულობააგრეთვე ზედმეტიმოდუნება” (6, 112-113). გრიგოლი ნოსელის ამ სიტყვებს მთავარიადგილი უჭირავს მუსიკალური ანთროპოლოგიის რელიგურინტერპრეტაციაშივინაიდანისინი აღწერენ ანტიკური ეთოსისშესახებ სწავლებიდან გარდასახვისგანწმენდისა და განვითარებისპროცესს და იმავდროულად წარმოაჩენენ გალობის ახალ,ქრისტიანულ საფუძვლებს.
ამრიგადთავისი ისტორიული განვითარების პირველი პერიოდისბოლოსათვის ქრისტიანული ეკლესიის საღვთისმსახურო გალობაუკვე მრავალმხრივ მოვლენას წარმოადგენდა და მოიცავდა,უპირველეს ყოვლისასხვადასხვა პრინციპების მქონე გალობისდიფერენცირებულ პრაქტიკასა და გალობის სხვადასხვა ტიპებს;აგრეთვე მასში უკვე შეინიშნებოდა ამ პრინციპების მმართველისისტემის ჩანასახები რაც ახდენდა მათ ერთ სტრუქტურასა დასაეკლესიო წესდებაში მოქცევასდა ბოლოსსაღვთისმსახუროგალობის კონცეფციარომელიც ადამიანს სულიწმინდისინსტრუმენტად მოიაზრებდააქედან მომდინარეობდამუსიკალური ანთროპოლოგია“. აქვე უნდა აღინიშნოსრომგალობის მთელი სირთულე და მრავალმხრივობა ჯერ კიდევერთგვარად განუვითარებელპოტენციურ მდგომარეობაში იყო,ვინაიდან პერმანენ-ტული დევნა და ქრისტიანთა კატაკომბური,ნახევრადუკანონო მდგომარეობა აფერხებდა მისი სრულიგანვითარების საშუალებასთუმცა ამ მოვლენის ერთგვა-რიგაუხსნელობა“ არ გვაძლევს უფლებას უარვყოთ მისი არსებობა.ვინაიდანროგორც თესლშისადაც მცენარის მთელი ფორმააჩადებულიასევე ამ „გაუხსნელ“ მდგომარეობაში იყო ჩადებულიპირველი სამი საუკუნის ქრისტიანული გალობის დიდებულიფესვებისაჭირო იყო მხოლოდ სათანადო პირობები ზრდისდასაჩქარებლად და სწორედ კონკრეტულმა ისტორიულმამოვლენებმა განაპირობა საღვთისმსახურო გალობის პირველიდაფარული პერიოდის დასასრული და მეორე მშვიდობიანიგანვითარების პერიოდის დასაწყისი.
         
L i t e r a t u r e
Л и т е р а т у р а
1. ახალი აღთქმა, სტოქჰოლმის გამოცემა 1989.
2. Апостольские постановления. Constitutiones Apostolorum./Ред.Funk F.//2 тома. Русск. пер. Paderborn. 1905.
3. Аристотель. ПолитикаVII 5, 1340 b 5. Москва: изд. Наука, 1999.
4. Бесселер Г. «Музыка средневековья и Возрождения», Москва, 1931.
5. Василий Великий. О святом духе. /Ред. Pruche B.//SC 17 (1947). Русск. пер.: //Творения. Москва, 1993.
6. Григорий Нисский. О паломничествах. Письмо 2 //PG 44.999-1108. Русск. пер. 1999
7. Иоанн Златоуст. Похвалная беседа о св. мучениках Ювентине и Максимине.//PG 50.571-578. Русск. пер.: Москва. 1993.
8. Климент Александрийский. Строматы. Москва: Учебно-информационный экуменический центр ап. Павла. 2002.
9. Платон. Государство. Русск. пер. Егунова А.Н.//Собрание сочинений. В четырех томах. Москва: Мысль, 1994. Т. 3.
10. Плиний Младший. Письма. epistulae. Москва: Наука. 1984.
11. Сократ Схоластик. Церковная история//PG 67.29-872. Русск. пер.: Моква: РОССПЭН, 1996.
12. Тертулиан. сочинения: Апология, К жене, О душе, О женском убранстве, О зрелищах, О молитве, О посте, О воскресении плоти, Об идолопоклонстве, Против Гермогена. Москва: Прогресс. 1994.
13. Филон Александрийский. О жизни созерцательнойDe vitacontemplative / пер. О. Левинской. Москва: Иерусалим. 1994.
14. Ямблих. Собрания Пифагореиских учении. 10 книг. Жизнь Пифагора. 1 книга. Москва. 1993.
რეზიუმე
ქრისტიანული და ანტიკური მუსიკის ანთროპოლოგიისთვის
მღვდელი ლევან მათეშვილი
ღვთის შემეცნების პოტენციური შესაძლებლობები მუსიკისა,დაკავშირებული მისტიკურ ჰარმონიულ კათარზისსა და ეთოსისშესახებ სწავლებასთანრეალიზებული იქნენ ახალ აღთქმისეულღვთისმსახურების გალობაში და გარდაქმნილი სახით მისშემადგენელ ნაწილად იქცნენ.


აქვე უნდა აღინიშნოსრომ გალობის მთელი სირთულე დამრავალმხრივობა ჯერ კიდევ ერთგვარად განუვითარებელ,პოტენციურ მდგომარეობაში იყოვინაიდან პერმანენტული დევნადა ქრისტიანთა კატაკომბურინახევრადუკანონო მდგომარეობააფერხებდა მისი სრული განვითარების საშუალებასთუმცა ამმოვლენის ერთგვარი „გაუხსნელობა“ არ გვაძლევს უფლებასუარვყოთ მისი არსებობავინაიდანროგორც თესლშისადაცმცენარის მთელი ფორმაა ჩადებულიასევე ამ „გაუხსნელმდგომარეობაში იყო ჩადებული პირველი სამი საუკუნისქრისტიანული გალობის დიდებული ფესვებისაჭირო იყო მხოლოდსათანადო პირობები ზრდის დასაჩქარებლად და სწორედკონკრეტულმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობასაღვთისმსახურო გალობის პირველი დაფარული პერიოდისდასასრული და მეორე მშვიდობიანი განვითარების პერიოდისდასაწყისი.