вторник, 7 октября 2025 г.

მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის მოგონება დედა გალაქტიაზე.

 


2021 წლის 20 მაისს, ღვთივ განისვენა ნეტარმა (დედა)გალაქტიამ, რომელიც კუნძულ კრეტაზე, სოფელ პომპია-მოირესში ცხოვრობდა. მისმა გარდაცვალებამ ღრმად დამამწუხრა, რადგან მე მას, მამა ანტონიოს ფრაგაკისის მხრიდან ვიცნობდი, რომელიც ბოლო 10 წელია, რაც გორტინას მიტროპოლიის მქადაგებელია. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს.

ღვთის განსაკუთრებულ კურთხევად მიმაჩნია დედა გალაქტიასთან შეხვედრა, ძირითადად იმიტომ, რომ მან, როგორც თავისი შვილი, ისე მიმიღო და, რა თქმა უნდა, მეც, როგორც დედა, ისე მივიღე იგი. აქამდე ამაზე არავისთან მისაუბრია, გარდა რამდენიმე ადამიანის, მაგრამ ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ საჯაროდ მოვყვე.

პირველად ჰერაკლიონში (კრეტაზე) შევხვდით, როცა ის ჩემთან შესახვედრად მოვიდა 2013 წლის აპრილში, და მეორედ მე თავად ვეწვიე მას სახლში, რომელიც სამონასტრო კელიის მსგავსად იყო მოწყობილი. შემდეგ ჩვენ გავისეირნეთ კუდუმას მონასტრისკენ და გზაში მრავალი საღვთისმეტყველო და სულიერი საკითხი განვიხილეთ.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონზე სხვადასხვა სულიერ საკითხებზე. ძალიან ხშირად ჩემი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებს ხედავდა მისი სულიერი თვალით, რომელსაცგული,როგორცსულიერ ტელევიზორუწოდებდა ხუმრობით. ის ყველაფერს  აბსოლუტური სიზუსტით ხედავდა.

ღმერთმა მას მჭვრეტელობისა და წინასწარხედვის დიდი ნიჭი უბოძა, რომელიც (თავის მხრივ მ.მ) ემპირიული გამოცდილების ნაყოფი იყო.

მას წმინდა პორფირიოსივით აღიქვამდნენ, რის გამოც ვიღაცამ მასბერი პორფირიოსი“-ც კი უწოდა.

ის ძალიან მდაბლად ხსნიდა, რომ ღმერთმა დაინახა, როგორ იყო იგი ჩაკეტილი საკუთარ სახლში, და მისცა მას კურთხევა, რათა სხვადასხვა მოვლენა დაენახა და ამით ნუგეში მიეღო.

იგი ხშირად ეუბნებოდა მამა ანტონს, თუ როგორ მხედავდა მე მიტროპოლიის კაბინეტში მჯდომს, მხედავდა, როგორ ვწირავდი, რა ფერის შესამოსელი მეცვა მსახურებისას. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როცა ეს მოვისმინე, რამდენადაც ყველა დეტალი სწორი იყო და შესაბამისობაში სინამდვილესთან.

მე ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი მას, ის კი საკუთარ შვილად მთვლიდა და ჩემდამი სულიერი დედობის გრძნობით იყო განმსჭვალული, რადგან მრავალი გზით ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ტელეფონით ვსაუბრობდით ღმერთზე და გონისმიერ (იესოს) ლოცვაზე. ჩვეულებრივ, მე ვურჩევდი ამ საკითხებში გარკვევასა და ჩაღრმავებას, ვესაუბრებოდი გონისმიერ/გულისმიერ ლოცვაზე, ხოლო ის თავს არიდებდა ამ თემებზე საუბარს და უმეტესად ამბობდა: „ჰო, შვილო, ასეა ზუსტად.“ ჩვენი სატელეფონო საუბრისგან მიღებული სიხარული მამა ანტონიოსთვის გაუზიარებია, როცა ის მას სახლში ესტუმრა.

იმის გამო, რომ გერონისა (დედა) გალაქტია მამა ანტონიოსს უყვებოდა სხვადასხვა სულიერ მდგომარეობებზე, მან (. ანტონიმ) მოუწოდა მას, რომ მოეწერა ჩემთვის ამ მდგომარეობების შესახებ, რომ მე შემძლებოდა თეოლოგიური განმარტებების მიცემა ამ ყოველივეზე. ამრიგად, 2014 წლის 22 თებერვალიდან და 2015 წლის 11 სექტემბერამდე მან 9 წერილი მომწერა, რომლებსაც შესაბამისად ვუპასუხე. მისი წერილები გულწრფელი და გულახდილი იყო. ის თავის ზოგიერთ გამოცდილებას მწერდა იმისათვის, რომ ჩემი აზრი გაეგო, მაგრამ რეალურად პასუხები არ სჭირდებოდა.

ეს საღვთისმეტყველო შინაარსის წერილებია, რომელიც 25 გვერდს მოიცავს, რისთვისაც ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ღირს მყო მეუღირსიდედა გალაქტიასთან ამგვარი ურთიერთობისა. დედა გალაქტიამ თავისი ხელით დაწერა ეს წერილები დიდი სიმდაბლით, ღრმა სიყვარულითა და წმინდა გულით.

შესაფერის ჟამს ეს წერილები იხილავენ დღის სინათლეს, რათა განდიდდეს უფალი დიდებისა და ნათლისა.

უკანასკნელი წერილის შემდეგ (2015 წლის 9 ნოემბერი), მას აღარ ჰყოფნიდა ძალა, რომ მიმოწერა გაეგრძელებინა. მოგვიანებით გადაიტანა რამდენიმე ინსულტი და ავადმყოფობის ამ ბოლო ეტაპზე მისი გონება სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებდა. თუმცა, ამ მდგომარეობის მიუხედავად, მისი სულიერი — [ნოეტიკური] — ენერგია სიფხიზლეს არ კარგავდა: ამ გონით [გონისმიერით] ის ნათლად ხედავდა ყოველივეს და მათ, ვინც მასთან მიდიოდა, უშუალოდ უმხელდა მათსავე გულში დაფარულს.

ცხოვრების განმავლობაში მას ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული წმინდა მამების მიერ ხაზგასმული განსხვავება გონებასა [ინტელექტს] და გონს [ნუსიბერძნ.] შორის. და როცა ფიზიკურად ტვინი ვეღარ მოქმედებდა კარგად, მიღებული ინსულტების შედეგად, მისი გონი [ნუსი], როგორც სულის თვალი, იყო წმინდა და გამჭრიახი, რომლითაც ის ყოველივეს ნათლად ჭვრეტდა.

ავადმყოფობის ჟამს მან ასევე მიიღო დიდი ანგელოზური სქემა, აღიკვეცა მონაზვნად გალაქტიას სახელით და გახდა კალივიანას დედათა მონასტრის  წევრი.

 

1.     დედა გალაქტიასთან შეხვედრა:

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნის განმავლობაში ვიცოდი მის შესახებ, ჩვენი პირველი შეხვედრა 2013 წლის 14 აპრილს შედგაჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის დროს, როცა საჯაროდ მაბრალებდნენ მონაზვნობისადმი ანტაგონისტურ განწყობებს. ეს ამბავი ჰერაკლიონის შემოგარენში არსებულ ერთ-ერთ ეკლესიაში ხდებოდა, ხოლო თავად დედა გალაქტია სოფელ პომპიადან იყო მოსული, რომელიც კრეტის სამხრეთში მდებარეობს.

შეხვედრამდე ნანახი მქონდა მისი ფოტოები და ტელეფონითაც არაერთხელ მისაუბრია მასთან, შემდეგ კი დავინახე მოხუცი ქალისათნო და კეთილშობილი მანერებით, მცირე ტანისა და გამხდარი, 32 კილოგრამი, როგორც თავად მითხრა. საუბრიდან და ზოგადად, ჩვენი ურთიერთობიდან მივხვდი, რომ წმინდა პორფირიოსს ჰგავდა.

ვგრძნობდი, რომ ერთგვარისულიერი ტელევიზორიჰქონდარასაც სურდა, ხედავდა, მაგრამ ამავდროულად, მისი ბაგეები სიტკბოებას გამოსცემდნენ. ტელეფონზე საუბრისას არაერთხელ მითხრა, რომ მხედავს კაბინეტშიროგორ ვკითხულობ ამა თუ იმ წიგნს, როგორ ვფურცლავ, შემდეგ ვჩერდები, სკამის სახელურს ვეყრდნობი და ვისვენებ, როგორ ვიძნებ და როგორ წარმოვთქვამ ლოცვას... ყოველი ეს დეტალი ზედმიწევნით აღმიწერა.

ეს საუბარი ვიდეოზე აქვს გადაღებული მამა კალინიკე გეორგატოსს, რომელიც თან ახლდა მას და რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ აღნიშნული ჩანაწერიდან. შესავალი სიტყვები აბსოლუტურად მას (დედა გალაქტიას) ეკუთვნის.

იგი საუბრისას ცდილობდა, რომ დაემალა მისი ტალანტები, არ ეჩვენებინა, თუ რა ხდებოდა მის შინაგან სამყაროში, თუმცა ეს არ გამოუვიდამისდაუნებურად თავის ნიჭებს ავლენდა. სრულიად აშკარა გახდა ჩემთვის, რომ მას ჰქონდა ღრმა თვითშემეცნება. იგი თვლიდა, რომ ყველაზე ცოდვილი იყოისეთი, რომ თვით ნიუ-იორკის კანალიზაციიდან ბინძური წყლის დალევის ღირსიც არ იყო. მითხრა: „მე ყველაზე ცოდვილი ვარ ამქვეყნად, რადგან ცოდვები ჩავიდინე, მაგრამ ერთ დროს ჩემს თავს ვუთხარი: ‘არ გრცხვენია? წადი და სამების ხატის წინაშე ითხოვე შენდობა, რათა ცოტათი მაინც შეიცვალო.’ სინანულიეს არის სიყვარული და პატივისცემა ღვთის მცნებებისადმი, ეს არის გონების რადიკალური ცვლილება. უფალს ვეუბნებოდი: ‘მე მხოლოდ სინანული და ჩემი ცოდვებისთვის მოტევება მსურს, სხვა არაფერი.’“

ღამით ის ყველასთვის ლოცულობდაპირველ რიგში სასულიერო პირებისთვის, შემდეგ წყვილებისთვის, თავისი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის. ამავდროულად მითხრა, რომ ნავპაკტოში მხედავს ხოლმე არა სხეულის (ფიზიკური) თვალებით, (რადგან ასეთ რამეს დიდებულ საჩუქრად მიიჩნევს ი.ვ), არამედ სულის თვალებით და თან არ ესმოდა ის, რომ ეს უკანასკნელი პირველზე აღმატებულია.

მან რადიოთი მომისმინა, როდესაც 2012 წლის 12 დეკემბერს ვსაუბრობდი პირეოსის წმინდა სპირიდონის ეკლესიაში. მაგრამ ამავდროულად, მან სულის თვალებით დამინახაისიც კი იცოდა, თუ როგორი შესამოსელი მეცვა, და მითხრა: „გხედავდი იქ, მშვენიერ კარიბჭესთან მდგარს.“ ასევე თქვა: „სულის თვალებს დიდებული უნარი აქვს, მას დიდი ძალა აქვს.“

შესაძლოა, ღმერთმა მისცა მას ეს მადლი, რომ ენახა ის, რაც სურდა, რადგან თვითონ სახლში იყო ჩაკეტილი და ვერ გადიოდა გარეთ.

ამ შეხვედრაზე მან უბრალოდ ეკლესიის თეოლოგია გამოხატა. ის გულზე საუბრობდა. მან თქვა, რომ ღვთის ნათელი გულიდან მოდის და მთელი სხეული ამ ნათლით იფარება. მან თქვა:
გული არის ადამიანის და ღვთის მადლის შეხვედრის ცენტრი“ (მან ცისკენ მიუთითა). „მას არ აქვს საზღვარი, არ აქვს დასასრული, არ აქვს... არაფერი.“
                                        ******************

დიახ, გულს აქვს თვალები. ეს თვალები“ (მან თავის ფიზიკურ თვალებზე მიუთითა) „მწარეა. მაგრამ, არაგულის თვალები.“
გული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანში, რომელითაც ის ღმერთს უახლოვდება (შეიცნობს).“
არსებობს გონებაც, მაგრამ ჯერგულია. ის ყველაფერს გამსჭვალავს.“
ღამით გული საუბრობს, დილით კი ავიწყდება ეს სიტყვებიმხოლოდ სიხარულიღა რჩება.“

ამ ნათელს თეთრი ფერი აქვს, მაგრამ გარკვეული შეფერილობა დასდევს ღია ლურჯისა და ღია იასამნისფერისა. „თვით ფრჩხილებიც კი ამ ნათლით ხდება მოცული“. ეს ნათელი უსაზღვროა, უსასრულო... როგორ ვთქვა... ის არა ცასავით დიდია, არამედ უფრო დიდიც კი... საზღვარს ვერ იპოვი, ვერ მოიხელთებ... ამ ნათელს არა ხორციელი თვალებით, არამედ გულით ვჭვრეტ.“

მან დაინახა დემონები, რომლებსაც საშინელი სუნი ასდიოდათ, უბრალოდ ყარდნენ... თუმცა, როგორც კი მოუხმო მთავარანგელოზ მიქაელის სახელს, რომლის ხატიც საწოლთან ედო, ისინი მაშინათვე გაუჩინარდნენ.
თქვა: „როდესაც დემონები მოდიან, შენში გაურკვეველი შფოთი იბადება და გულისრევის სურვილი გიჩნდება მათ სუნზეისინი ურჩხულები არიან. მე ველაპარაკები მთავარანგელოზს, ვეფერები მის ხატს და ვეუბნები: ‘რას დგახარ ასე?’ და ის იღებს მახვილს და განდევნის მათ.“

როდესაც მას ვკითხეთ, თუ როგორი იყო მთავარანგელოზი მიქაელი, მან გვიპასუხა, რომ ის იყოგასაოცრად ლამაზი“, ძალიან მაღალი და ომ, ის მას მუდამ ძლიერ იცავდა. იგი  განსაკუთრებულ ურთიერთობაში იყო მთავარანგელოზ მიქაელთან 1960 წლიდან.

აგრეთვე დასძინა და მითხრა: „ჩემს შვილად გხედავ და თავს დედაშენად ვთვლი.“ ვუთხარი, რომ მეც იგივეს ვგრძნობდი მის მიმართ.

ერთხელ მან გაიგონა, როგორ დაფრინავდა მის სოფლის თავზე თვითმფრინავი, რომლის ძრავიც საშინელ ხმაურს გამოსცემდა. მაშინ შეხედა მთავარანგელოზ მიქაელის ხატს და შესჩივლა: „აქ რატომ ზიხარ ჩემს დასაცავად? იქ წადი, მფრინავთან, რომელიც განსაცდელშია და შენს შეწევნას საჭიროებს.“ მან მყისიერად იგრძნო, როგორ გამოვიდა ძალა ხატიდან, გაისმა ძლიერი ხმა და იმ წამსვე შეწყდა თვითმფრინავის ძრავის ხმაური. მეორე დღეს გაზეთებში წერდნენ, რომ თვითმფრინავის ძრავი პირდაპირ ფრენის პროცესში შეკეთდა და ამუშავდა, რის გამოც ჩამოვარდნას გადაურჩაო.

კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავუსვით ღმერთის შესახებ, მან თქვა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ ადამიანი ქრისტეს ნათელში ჭვრეტს, მაგრამ ამავდროულად ის ვერ ხედავს მამას, რადგან მისი ნათელი ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველია. მამა და ძე არ სხედან ტახტზე, როგორც ეს ხატებზეა გამოსახული, რადგან ისინი ღვთაებრივ ნათელში მყოფობენ. სულიწმინდა კი მოტყინარე და მოელვარე ჰაერივით არის, რომელიც მუდამ მიმოდაქრის და ქუხს.

ქრისტე ხილულია და მას სისხლიც აქვს, რადგან ქვეყნიერებამ იგი მატყუარად და ჯადოქრად აღიქვა. მაგრამ იგი არც მატყუარა იყო და არც ჯადოქარიარამედ ძე  ღმერთისა არს.“
სულიწმინდა სრულიად უხილავია, მაგრამ ის მოძრაობს სამყაროს გარშემო, ჩვენი თავების გარშემო ხმაურით, მაგრამ არავის ესმის მისი.“
მაგრამ ჩვენ, უნდა ვუსმინოთ სულიწმიდას, რათა მართალნი გავხდეთ. სწორედ ამიტომ მიმოქრის ის მთელს სამყაროში.“

დიდი ღმერთი უხილავია. „ის ძალიან კეთილია. სიყვარულია. მას უყვარს ცოდვილები და სწუხს მათ გამო. და ის ტოვებს მათ... ტოვებს, რათა სინანულში ჩავარდნენ. და როდესაც ჩავარდებიან სინანულში, მაშინ მას კიდევ უფრო ძლიერ უყვარს ისინი. ყველაზე მეტად, მონანული ცოდვილები უყვარს ღმერთს.“

მან აღწერა წმინდანთა სხეულების ზომებიროგორებიც არიან წმინდა სტეფანე, წმინდა დიდმოწამე ევფემია, წმინდა დიმიტრი, წმინდა გიორგი, წმინდა მარინა და სხვანი.

ასევე აღწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახე. ჩვენ ვგალობდით: „ნათელო მხიარულოდა ექსაპოსტილარიონს:
ნათელია მამა, ნათელია სიტყვა, ნათელია სულია წმიდა.“

ეპისკოპოსთა მოღვაწეობის შესახებ საუბრისას მან თქვა:
თქვენ ხართ მწყემსნი, რომლებიც წინ უძღვით სამწყსოს; თქვენ აძლევთ მაგალითს, ისინი გისმენენ და მიეახლებიან სინანულს. არ მსურს ჭორაობა და განკითხვა. მე თვითონ მჭირდება სინანული, ხოლო ლოცვარათა უფალმა სხვებსაც მიანიჭოს სინანულის მადლი და არა განკითხვა.“

ხოლო მათ შესახებ, რომლებიც სხვა რელიგიას მიეკუთვნებიან, ასეთი რამ თქვა მან: „ისინი, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვა რელიგიებს, გადარჩებიან არა რწმენით, არამედ საქმეებით.“

ტელეფონზე საუბრისას, თორმეტი დღის შემდეგ, ანუ 2013 წლის 25 აპრილს, მან მითხრა:
თვით დაბადებიდანაც კი, რომ ყოფილიყავი ჩემს გვერდში, შენ ვერ შეძლებდი იმაზე მეტად შემოგეღწია ჩემს გულში, როგორც ახლა შემოაღწიე. დაე, ზეციური ძალები იყოს შენი მფარველი. თავიდან მე შემეშინდა, სად შეგხვდებოდიშენ ხომ ეპისკოპოსი ხარ. მაგრამ მერე გულისხმავყავ, რომ შენ უბრალო ხარ, ვიდრე მე... მუხლებზე მდგარი ვემთხვევი შენს ხელებს.“

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დღეს ორ წმინდა მოღვაწეს შევხვდი, რომლებიც დღეს აღარ არიან ჩვენთან. პირველიეს იყო მეუდაბნოე მამა თეოდორე ნილასი და მამა ანასტასი კუდუმუდან. როგორც კი ნავპაკტოში დავბრუნდი, იმ წამსვე დავწერე ტექსტი სათაურითმნიშვნელოვანი შეხვედრა სამ ნეტარ ადამიანთან კრეტაზე“, რომელიც დღევანდელ დღემდე არ გამომიქვეყნებია.

2.    ნაწყვეტები მისი წერილებიდან:


როგორც უკვე ვახსენე, დედა გალაქტიამ ხელით ნაწერი ცხრა წერილი გამომიგზავნა და რა თქმა უნდა, მეც გულწრფელად ვუპასუხე თითოეულ მათგანს. ეს, ღრმად თეოლოგიური მიმოწერაა, რომელიც 35 დიდ გვერდს მოიცავს და ერთ დღეს აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს, ვინაიდან იგი სრულიად თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მის შინაგან სულიერ მდგომარეობასრომ იგი ცხოვრობდა ღრმა ისიქასტური ცხოვრებით და ჰქონდა საღვთო გამოცხადებათა სარწმუნო გამოცდილება.

ქვემოთ, რამოდენიმე ნაწყვეტს მოვიყვან მისი წერილებიდან, კერძოდ პირველს და ბოლოს.
მისი პირველი ხელნაწერი წერილი 2014 წლის 22 თებერვალს იქნა გამოგზავნილი, სულების შაბათს, სადაც ნათქვამია შემდეგი:
სულების შაბათი 2014 წლის 22 თებერვალი
სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩემო წმიდა მოძღვარო, ჩემო პატივცემულო და დიდებულო, მამაო იეროთეოს.
შენს კურთხევას გამოვითხოვ, ჩემო შვილო. მუხლებზე მდგარი, თავანს ვცემ შენს სიმინდეს და ვემთხვევი შენს პატარა ხელებს. მომიტევე, რომ ჩემს შვილს გიწოდებ. შენ მიტროპოლიტი ხარ, სულიწმინდით აღსავსე, მაშინ როდესაც მე მოხუცი ქალი ვარ, სავსე ცოდვებით, რომელსაც ღმერთმა აჩუქა ჟამი სინანულისთვის. რამდენადაც უსაზღვრო დედობრივი სიყვარული მაქვს შენდამი, მივეცი ჩემს გულს თავისუფლება, რომ გამოვხატო ჩემი თავი. დიდი მადლობა შენი სტუმრობისთვის, კურთხევისთვის და სწავლებისთვის.


ილოცე ჩემთვის, ჩემო შვილო, რათა უფალმა მომადლოს სიმდაბლე და სინანული. სწორედ, ამიტომ გამიხანგრძლივა ღმერთმა ცხოვრების დღენი. ისე, რა საოცარი ღმერთი გყავს?! ნიუ იორკის კანალიზაციის მილებიდან მეკუთვნის წყლის სმა და არა ჩემი სოფლის წმინდა წყაროდან. და მაინც, ის (ღმერთი) ზრუნავს ჩემზე და ყოველდღიურად ვხედავ და განვიცდი მის შეწევნას, დაცვას და სიყვარულს.
თითქოს ის, პატარა ბავშვია, რომელსაც ჩემს სათხოვარს ვუზიარებ და მის ასრულებას ვევედრები. საკმარისია, მხოლოდ ვთხოვო და ის, მეყვსეულად მომიბოძებს თხოვნის შესაბამისად. ხანდახან აგვიანებს, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, რადგან ვიცი: აუცილებლად მომმადლებს. ილოცე, რომ მოიპოვო წმინდა სინანული და ღვთისადმი ღრმა მადლიერება.

ხანდახან ღამით ვჯდები და ვფიქრობ: ნუთუ შესაძლებელია, რომ ღმერთი ტახტრევნებზე და სკამებზე იჯდეს? მაგრამ როცა ჩემს ცოდვათა გამო ტკივილს ვგრძნობ, ვამბობ: ზეციერი მამაო, მომიტევე; უფალო ჩემო იესო ქრისტე, შემიწყალე; სულო წმიდაო, განმანათლე მე. და მაშინ პასუხი მოდის სხვა ადგილიდანარა თავიდან, სადაც სიგიჟე, არეულობა და ფანტაზიებია, არამედ გულიდან, რომელიც ღვთით არის ნაწინამძვრები და სავსეა საღმრთო გზავნილებით. მთელი სამყარო პატარა ბურთიც კი არ არის მის წმინდა ხელში. გონება ვერ მოიხელთებს და ენა ვერ გამოხატავს ამას. არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მისი დიდების მოლურჯო-თეთრი შუქ უსაზღვროა.(საუბარია საღვთო ხელთუქმნელ .. თაბორისეულ ნათელზე .). ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ: ჭეშმარიტი ღმერთი - სამებაა! და ის აღავსებს ადამიანებს მისი სიყვარული ნათლით თავიდან ფრჩხილებამდე და ამ დროს არ იცი (ვერ აცნობიერებ) საიდან ხედავ ამას. ამის შემდეგ კი, თავს ვგრძნობ მატლად და ჭიად და ვტირი ჩემი ცოდვების გამო.
მიყვარს მთელი სამყარო, მაგრამ მძულს საკუთარი თავი. მხოლოდ წმინდანების ხორციელი თვალები ხედავენ ყველაფერს ჭეშმარიტად, ხოლო ისეთი ცოდვილისათვის, როგორიც მე ვარ, გულიდან ხდება ამის ხილვა (ღვთის ნათლის), რათა დავტკბე და სინანულში მოვიდე. მე ამ აღსარებას ვამბობ შენს წინაშე იმის გამო, რომ არ შეგექმნას ჩემზე სხვა შთაბეჭდილება. როგორი კეთილი და მოწყალეა ღმერთი, რომ თავის უსუსურ ქმნილებას, როგორიც მე ვარ, სინანულს ანიჭებს.
ვლოცულობ თქვენო უწმინდესობავ, რომ ღვთის ეს ნათელი მარადიულად მკვიდრობდეს თქვენში, რათა წინ გაუძღვეთ შორს და ახლო მყოფთ, ჩემის ჩათვლით, ღვთის დიდების საუფლოსკენ.
ვემთხვევი თქვენს ხელებს და გამოვითხოვ კურთხევას.
ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით, დედა გალაქტია.

მრავალი გვერდი დასჭირდება ამ შესანიშნავი წერილის ანალიზს, რომელშიც ისგულის მექანიზმისმიერ მოხვეჭილ სინანულსა და ღვთის გამოცხადებას ავლენს. ამ დროს თითქოს ყველა გრძნობა ერწყმის ერთმანეთს და მადლი ღვთისა აღავსებს მთელს სხეულსდა სწორედ მაშინ, ადამიანი ხდება ჭეშმარიტი ნაწილი(ასო) მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სხეულისა.
სხვა წერილები კი, შემდეგი სიტყვებით დაასრულა მან:

უსასრულო პატივისცემით და დედობრივი სიყვარულით”.
მისი ბოლო წერილი, რომელიც ასევე ხელნაწერია, გამომიგზავნა 2015 წლის 11 სექტემბერს და სხვათა შორის წერს:
სახელით მამისა და ძისა და სულიწმიდისა.
9/11/2015
ეკლესიის წმიდა მოძღვარო, მამა იეროთეოსი.
გამოვითხოვ შენს კურთხევას.


შენთან საუბარი მსურდა, მინდოდა გულის გახსნა შენს წინაშე. ვგრძნობ, რომ შენ გესმის ჩემი და არ განაწყენდები. სხვა დანარჩენზე დავდუმდები, რათა არ შევქმნა ცრუ შთაბეჭდილება. მიუხედავად ჩემი ღრმა მოხუცებულობისა, უფალი ჯერ კიდევ მტოვებს ცოცხალთა შორის. ათასი მადლობა და დიდება მის წმინდა სახელს. ის, ჩემს სინანულს ელის.
არ მინდა იმის თქმა, რომ მე ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ, რადგან ბევრნი ამბობენ ამ სიტყვებს და მის ქვეშ ღრმა ეგოიზმს და ამპარტავნებას მალავენ. მე, ვგრძნობ ამას, ჩემო შვილო. ღვთის დიდების წინაშე, რომელსაც გონება ვერ მისწვდება და ენას არ ძალუძს გამოთქმა, ჩემს თავს სკორეზე უარესად მივიჩნევ. მგონია, რომ ყველა ცოდვა ჩავიდინე და თავს მთელი სამყაროს ცოდვასთან ვაიგივებ. ვტირი და ვითხოვ წყალობას, მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთი მინდობს და მწყალობს და გულს ისეთ ნუგეშს ანიჭებს, რომ არც ერთ გონებას არ ძალუძს მას ჩაწვდეს. როგორი კეთილი ღმერთი გვყავს. ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს, მაგრამ ის მაძლევს ძალას და მე შემიძლია მისი დათმენა.
ახლა ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ უბედურებები და განსაცდელები გვიახლოვდება. მაგრამ მე მათზე არ ვლაპარაკობ. მე მხოლოდ სინანულზე და ღმერთთან დაბრუნებაზე ვლაპარაკობ. მგონია, რომ თვით ცხოველები განსგვჯიან ჩვენი სიბინძურის გამო. ასევე, რამდენია აბორტი და მკრეხელობა (ღვთისმგმობელობა). სასულიერო იერარქთაგან, ძალიან ცოტა ისმის ამაზე ქადაგება, მაგრამ არ მსურს ვინმეს განკითხვა. დიდი რყევების მერე, მშვიდობა მოდის. დიდია მართლმადიდებლობის დიდება.
ილოცეთ, რომ კეთილი აღსასრული და კარგი შეწევნა მქონდეს. ჩემი მახსოვრობა დასნეულებულია, მაგრამ დაე, ჩემი გული მარად ჯანმრთელი იყოს. ქონდეს უფსკერო ჭის სიღრმე ღვთის ცოდნაში.
დედობრივად და ბებიასავით ვემთხვევი თქვენს მაკურთხებელ ხელებს,
სიყვარულით და პატივისცემით,
დედა გალაქტია.

მის ამ წერილში, ის დიდად კიცხავს და განიკითხავს თავს, ხოლო სადაც საკუთარი თავის განკითხვა და განქიქება, იქ შეუძლებელია იყოს ხიბლი და დემონური ენერგია. დედა გალაქტია მკაფიოდ გვიჩვენებს განსხვავებას გონისმიერ (გონების) მახსოვრობასა და გულისმიერ მახსოვრობას შორის, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ეკლესიის ფილოკალიურ (სათნოებათმოყვარეობა) ტრადიციაში.
დედა გალაქტიას მართლმადიდებლური გული ჰქონდა და ყველა უყვარდა, რადგან იღებდა ბევრ შთაგონებას როგორც ღმერთისგან, ისე ადამიანებისგან. რამდენადაც სურდა დაფარულად ყოფნა, ღმერთმა თავად გაამჟღავნა იგი.
მისი ერთი საუბარი გონისმიერ (ნოეტიკურ) ლოცვაზე ძალიან შთამბეჭდავია. მან ასე უპასუხა ერთ-ერთ სტუმარს, რომელმაც ჰკითხა:
დედაო, ჩვენ ზოგჯერ გვესმის, როგორ ქადაგებს ჩვენი მოძღვარი გონისმიერ (იესოს) ლოცვაზე. რა არის ეს?
დედა გალაქტია: ''ეს ცეცხლის ალია, შვილო, ცეცხლის ალი გულის შიგთავსში. მას არასოდეს სძინავს. ის წრეზე ბრუნავს და ქრისტეს სახელს იმეორებს... ის არანაირ უკეთურებას არ აძლევს უფლებას მოხვდეს შიგნით (გულში), რადგან ფერფლად აქცევს მას... ეს ნათელი გვიცხადებს, ერთის მხრივ, სამოთხის სიტკბოებას, მეორეს მხრივ,  თუ როგორი ცოდვილია ის, ვინც ამ ყოველივეს ხედავს და განიცდის... ის გვიჩვენებს, რომ ღმერთი ყველაფერია და ჩვენ არაფერნი! აი, ამიტომ გაქვს შენ ერთდროულად სიხარულიც და მწუხარებაც. სიხარულიქრისტეს დიდებული გამარჯვების გამო, ხოლო მწუხარებაცოდვათა აუტანელი განცდის შედეგად. შენ გაქვს იმედი, რადგანაც ხედავ იმას, თუ ვინ არის ქრისტე... ის, ვინც განიცდის ამას და თან თავს იქებს, არარაობაა... ასეთნი, როგორც პატარა ბურთები არიან ბოროტი დემონების ფეხქვეშ... მამა ანტონს ვეუბნები ხოლმე, რომ არ გესაუბროს შენ ამ საგნებზე, არამედ გესაუბროს ცოდვაზე, სინანულზე და იესოს ლოცვის მშვიდად, მყუდროდ წარმოთქმაზე — 'უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე'. „აქ, შვილო, ადამიანები თხრილში ცხოვრობენ... მიწის ზედაპირზეც კი არა... მათთან ღორებიც კი არ მიდიან. მაშ, როგორ უნდა გაიგონ ასეთიმარგალიტები“?

ეს არის გონისმიერი (იესოს) ლოცვის ემპირიული განსაზღვრება, ისე, როგორც მან ეს გამოცდილებით განიცადა და შეიცნო.
დედა გალაქტიას საუბრებიდან არ მიმიქცევია ყურადღება იმაზე, რაც ეხებოდა მომავალში მოსახდენ სხვადასხვა მოვლენებს და ამბებს, მაგრამ რითიც ძალიან მოვიხიბლე, ეს იყო მისი ღრმა სინანულის მდგომარეობა, თვითგაკიცხვა, მისი სიმდაბლე, გონისმიერი (ნოეტიკური) ლოცვა გულში და მისი გარჩევის უნარით გონებასა და ინტელექტს (ლოგიკას) შორის.
ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუ როგორ განასხვავებდა ქმნილს უქმნელისგან, ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდაგარჩევისუნარიქმნილისა უქმნელისაგან, ღვთაებრივი მოქმედების, დემონური მოქმედებისაგან გარჩევისარაც არსია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების (პატრისტიკული გამოცდილების .).

ერთ-ერთ წერილში მან მომწერა:
ილოცე, ჩემო შვილო. მრავალჯერ დავეცი. ვგრძნობ, რომ ცოტა დრო დამრჩა ამქვეყნიური ცხოვრებისა. მაგრამ სამერთოვანი ღმერთი, რომელიც თავისკენ გვიხმობს, მარადიულია. ზოგჯერ მავიწყდება რაღაცები, მაგრამგულის თავსარაფერი ავიწყდება. და არც შენ მავიწყდები, ქრისტეს ეპისკოპოსი, შენც ნუ დამივიწყებ, ჩემო შვილო, ნურც ახლა და ნურც ჩემი გარდაცვალების შემდეგ.“

გასაოცარია მისი საუბარიგულის თავზე“, რომელიც საჩინოს ხდის იმ პიროვნებას, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს ესგულის მექანიზმი“, რომლის მეშვეობითაც გონება (ნუსი) აღწევს ღვთაებრივ ჭვრეტას.

სხვა წერილში ასეთ რამ თქვა:
მიბოძე შენი კურთხევა, რომ მქონდეს კეთილი აღსასრული, ქრისტეს დაუოკებელი სიყვარული, სიყვარული მისი ქმნილებისა და მოძულება საკუთარი ცოდვილი თავისა. რომ ვიპოვო პატარა სორო მის საუფლოში და ვიხილო მისი სახით ნათელი, რომ გავიხარო.
კვლავაც ვემთხვევი შენს ხელებს და გამოვითხოვ კურთხევას.
პატივისცემით და დედობრივი სიყვარულით,
გალაქტია.“

დედა გალაქტიას, როგორიც ის მე გავიცანი, ჰქონდაქრისტეს დაურწყულებელი სიყვარული“, შერწყმული ღრმა სინანულთან და საკუთარი ცოდვების განცდასთან, რაც წარმოაჩენს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ აზროვნებას, რის გამოც უფალი აძლევდა მას, რაც სურდა – „ომ იხილოს მისი სახის ნათელი და განიხაროს“.

როდესაც შემატყობინეს მისი გარდაცვალების შესახებ, მამა ანტონის მივწერე:
დედა გალაქტიამ გაახილა თვალი მარადისობისთვის და აღარასოდეს დახუჭავს მას. კურთხეულია წმინდანთა დამკვიდრება წმინდათაწმინდაში, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
და იყოს ჩვენთან მისი წმინდა კურთხევა.

 

თარგმნა : მ. მთაწმინდელმა


წყარო : https://www.johnsanidopoulos.com/2021/06/eldress-galaktia-in-world-known-as.html?m=1

суббота, 21 июня 2025 г.

არქიმანდრიტი ემილიან სიმონაპეტრელი ( ვაფიდისი) - სიტყვა წმ. სოფრონ სახაროვის შესახებ.

 



რამდენჯერ გამისეირნია ესექსის მონასტრის ეზოში, და ერთხელაც ვერ შემძლებია თავი ამერიდებინა ბერი სოფრონის ძმური ჩახუტებისთვის — ჩემდა პატივისცემის ნიშნად.

მგრძნობიარე ადამიანი იყო, ჭეშმარიტად წმინდანი, რომელიც მონასტერში მოსულ ნებისმიერ ადამიანს თავის მამობრივ გულს უხსნიდა.
ნეტარი ბერი მუდამ ამბობდა: იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი (მათ. 5,48). თავად სწორედ ასეთ სრულყოფილებაში და ღრმა ლოცვაში ცხოვრობდა.

გარდაიცვალა გამოცდილი ბერი, ათონელი მოღვაწე, სულიერი მამა — მარადმწვანე ყლორტი, რომელიც ნეტარი და წმინდა სილუან ათონელის მიერ იყო დანერგილი.
საოცარი სულიერი ინტუიციით გადმოსცა გერონდა (დიდბერმა) სოფრონიმ თავისი მოძღვრის — ღირსი სილუან ათონელის ბიოგრაფია, რომელმაც ის (წმ. სოფრონი) შემდეგი სიტყვებით მოიხმო: «შენი გონება ჯოჯოხეთში გქონდეს, და სასოს ნუ წარიკვეთ».
ახლა კი ბერი სოფრონის მიერ დაწერილი და გადმოცემული წმინდა სილუანის ცხოვრება ჩვენი ეკლესიის საგანძურშია დაცული.

ჩვენს ეპოქაში, რომელიც მოითხოვს ასკეტიზმს და მამების მისტიკურ გამოცდილებას, ბერი სოფრონისა და წმინდა სილუანის ავთენტურ სიტყვებს დიდი ღირებულება აქვს.
დიახ, მოხუც სილუანს კარგად ესმოდა, რომ უვნებლობა სულიერი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია, რომელიც თეოლოგიური დოგმების ცოდნითა და ყოველდღიური ლოცვითაა შეძენილი.
მისმა მოწაფემ, მოხუცმა სოფრონიმ, რომელიც წმინდა მამების მსგავსად ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად ცხოვრობდა ღვთაებრივ ნათელში, ამ გამოცდილებას უკანასკნელ დღემდე ინახავდა გულში.

კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც სილუან ათონელის პატიოსანი სახელით იქნენ წოდებულნი, და ისინიც, რომელნიც მიიღებენ ამ სახელს, რამეთუ უფლის წყალობა და წმინდანთა კურთხევა აღავსებენ ქვეყანას; განწმედილთ აღამაღლებენ სიკვდილზე მძლეველი ქრისტეს მსგავსად, რომელიც ყველა მასთან მყოფს აღდგომას ანიჭებს.
კურთხეულნი არიან ისინი, ვისაც სახელად პატიოსანი მთაწმინდელი მონაზვნის — სილუანის — სახელი ეწოდა. ასევე ისინი, ვინც მის სახელს მომავალში მიიღებენ, რამეთუ მისი წყალობა და წმინდანთა კურთხევა მთელ დედამიწას აღავსებენ.
მიცვალებულებს აღადგენენ სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტეს მსგავსად, რომელიც მასთან მიმსვლელთ მკვდრეთით აღადგენდა.

ნუთუ არ გვინახავს, რამდენი ცოცხალი სასწაული აღასრულა სულიწმინდამ წმინდა სილუანის ცხოვრებაში?
და ის ცხოვრობდა ძველი წმინდანების მსგავსად — იყო შრომისმოყვარე, უბრალო და მამაცი სულით.
ჩვენ ვიხილეთ იგი და გავიხარეთ სულით.

თვალი მიაპყარით ჩვენს მამას — ბერ სოფრონის.
ჩვენ მთელი გულით გვიყვარდა იგი — მისი სიტყვებისა და რწმენით აღსავსე საქმეების გამო.

ელვა, ჭექა-ქუხილი, ღრუბლები, სხვადასხვა სირთულეები და განსაკუთრებით — მისმა თანაზიარებამ ღირსი სილუანის ცხოვრებასთან მამა სოფრონისთვის გახსნა ის კარიბჭე, საიდანაც ღმერთი შემოდის ადამიანის ცხოვრებაში.
ის ტიროდა და გლოვობდა.
მისი გული და მკერდი გამოფიტული იყო საიდუმლო (ჩვენთვის მიუწვდომელი) ტანჯვით.
მისი ცხოვრება იყო მწუხარების ბილიკზე სიარული — ტანჯვითა და მოთმინებით.
როგორ? მას შეეწეოდა წმ. სილუანის ძალა და ღვთის მადლი.
ამ ყოველივეს ძალით მან «საღვთო მადლის გამოცდილება მოიპოვა» და დიდი სიყვარულით გადმოგვცა ეს ცოდნა და გამოცდილება — ღვთის ხელთუქმნელი ნათლის გამოცხადების სიდიადისა.

„აღაღე პირი შენი, და აღვავსო ეგე“ (ფსალ. 80:11) — ბერი ხშირად იმეორებდა ფსალმუნის ამ სიტყვებს.
და სწორედ ეს აღსრულდა — ის იქცა წმ. სილუანის ბაგეებად.

ბერი სოფრონი არ ზრუნავდა თავის სუსტ ჯანმრთელობაზე და მუდამ წარმოიცლებდა თავს, გასცემდა რა „სისხლს“, რათა მოეღო „სული“.
ამგვარად, ის იმედოვნებდა, რომ გადასცემდა ღვთაებრივი ნათლის ნაპერწკალს იმ მრავალრიცხოვან მორწმუნეებს, რომლებიც მასთან მოდიოდნენ შეწევნის მისაღებად.
თითოეული მათგანი ცდილობდა ჩუმად, სიმყუდროვეში ამოეხაპა ბერი სოფრონისგან მომდინარე მადლის ნაკადულებიდან.

„ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ“ (იოანე 7,39).

ბერი სოფრონი — ცოცხალი ღმერთის შეცნობით, რაც, მისი სიტყვებით, „შეუდარებელი ნიჭია“, განასხეულებდა თავის თავში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების ხატს და შეეძლო ღვთის სიყვარული ასობით, ან თუნდაც ათასობით ადამიანში ჩაენერგა.
ისინი იცნობდნენ ბერს, ისინი მის მიერ სიცოცხლეში იყვნენ დაბრუნებულნი, რომელსაც „სულიწმინდით აღსავსე კაცს“ უწოდებდნენ.


                                                          *   *   *

ეს არის ცხოვრება, რომელიც ღირსმა ბერმა წმინდა მთიდან — ესექსში, მის მიერ დაარსებულ მონასტერში განვლო.
მე არ ვიცი ისეთი ადამიანი, რომელიც იქ ნამყოფი ყოფილიყო და არ განეცადა დიდი სიხარული,
კურთხევა წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელისა, პაისი ველიჩკოვსკისა, სერაფიმ საროველისა, სილუან ათონელისა და წმინდა, კეთილი და მშვიდი მამის — სოფრონ სახაროვისა, რომელიც ესექსის მონაზვნური ცხოვრების სული იყო.
მონაზონთა ყოველდღიური ცხოვრება მართლმადიდებლური სხივმფენობის ელვარებაში იყო ჩაფლული.

ესექსში ცხოვრება — ეს ღვთაებრივი და დაუსრულებელი სიხარულია, ზეციური მოქალაქეობა, ანგელოზებთან თანამოდასეობა, ღმერთში მყოფობაა.
ბუნებრივია, არსებობს სირთულეებიც, თუმცა კრებული ცხოვრობს და იზრდება მასში მცხოვრები მამის — სოფრონის მადლით (იგულისხმება მასში დამკვიდრებული საღვთო მადლის მოქმედება) და ძალით.
მონაზვნების ამ მრავალეროვნულ საძმოში შენ განიცდი ეკლესიის სინამდვილესა და კრებულობას, როგორც მოციქულთა დღეებში იყო.

აქ არ არის ამქვეყნიური გათვლები, ინტერესები — ერთადერთი ამოცანა, რაც დგას, ეს არის: დახმარება იმ სულებისადმი, რომლებიც ამ „მცირე ცაში“ მოდიან, რათა მარადისობა დაიმკვიდრონ.

ცნობილია, რომ ეკლესიაში ღვთის ერს უყვარს მონასტრული მსახურება და მონაზვნებთან ურთიერთობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მორწმუნეთა სულიერ აღორძინებას.
ესექსში კვირაობით და დღესასწაულებზე ბევრ მორწმუნეს სტუმართმოყვარეობით იღებენ — იღებენ როგორც მომლოცველებს, და არა როგორც ტურისტებს.
მიღება ყოველთვის გულითადი, უბრალო, თბილი და კეთილია.
ბერები, სიყვარულით, რომელიც ყველას გულს ეხება, თავს სწირავენ მონასტერში მოსული ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის, ვინც ლოცვასა და დუმილს ცდილობს, ეს საკმაოდ დამღლელი საქმეა.

მონაზვნური ნათელი და სუფთა გულები მომლოცველებს სულიერ სითბოს გადასცემენ.
მონასტერში მოსული ადამიანები, თავის მხრივ, აფასებენ და ესმით, თუ როგორ მსხვერპლზე მიდიან მონაზვნები მათ გამო — ეხმარებიან მათ, როგორც შეუძლიათ.

სინამდვილეში საოცარია ბერებისა და ერისკაცების ურთიერთმხარდაჭერა, რომელშიც ნათლად ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალფეროვნება და ერთიანობა.
ერთი აღსარებას იღებს, მეორე ქადაგებს, მესამე ასწავლის უფროსებს, მეოთხე ბავშვებთან მუშაობს, სხვა საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ყველა სიტყვითა და საქმით აშენებს იმ სულიერი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მათმა პატივცემულმა და ღირსმა ბერმა დაუტოვა.

ძმების სიყვარულით აღძრული, არაერთხელ სტუმრობდა მათ პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე.
ის გულუხვად უზიარებდა მათ თავისი საღვთისმეტყველო ცოდნის საგანძურს — სერიოზულობითა და კეთილშობილებით.
მისი ვიზიტები ყოველთვის საზეიმო და სიხარულით სავსე იყო.

                                                         

                                                              *   *   *


რაღა გვეთქმის ბერის შრომებზე და თხზულებებზე, რომლისგანაც გამომავალი ნათელი სცდება ყოველგვარ ხილულ საზღვრებს?
ეს თხზულებები შესწავლილი იქნება მომავალში, როგორც სულში ღრმად დაფარული საგანძური.
აღარ არის უკვე საჭირო მოვძიოთ ძველი მამების სულიერი მემკვიდრეობა და მათ მიერ განმარტებული ტექსტები —
მე ვფიქრობ, რომ წმინდა ბერის სოფრონის შრომები ახალ „ფილოკალიად“ იქცა.

დიახ, მისი აზრი მთელი სისწორით არის გადმოცემული და როგორც სარწმუნო კომპასი, გამოცდილი მეგზური მიგვიძღვის ღმერთთან შეხვედრის გზაზე.
ცოდნისა და შემეცნების ეს საუნჯე მადლის სიტკბოებით გვავსებს და გვანიჭებს იმედს, რომელიც ჩვენს გულებს მარადისობისკენ აღამაღლებს.

ამ წმინდა წიგნების გამო, რომელთა წყალობითაც მთელმა ქვეყანამ შეძლო ღმერთთან მიახლოება,
ჩვენ ღრმად პატივს ვცემთ მამა სოფრონს, როგორც წმინდანს — ანგელოზს, რომელიც ახლა ღვთის დიდების ტახტის წინაშე დგას.

ძალიან მსურს, რომ ეკლესიამ კიდევ არაერთი მსგავსი „ღმერთის ცოცხალი გამოვლინება“ ადამიანში მოუვლინოს სამყაროს,
რისი წყალობითაც ჩვენ მადლიერებით ვხარობთ უფალში, რომელიც „არის, იყო და მოდის“ (გამოცხ. 1:8), და რომელიც იდიდება მის წმინდანთა შორის.

მას ეძებენ დასავლეთში და პოულობენ მამა სოფრონის ღვთაებრივ საძმოში, რომელიც კურთხეულია მასში მოქმედი ღვთის მადლით — და ჩვენც გვაკურთხებს.

მართლმადიდებლობა ყოველთვის იმარჯვებდა შინაგანი ცხოვრების გამოცდილების წყალობით და სულიწმინდის ძალით მოწმობდა საკუთარ თავზე,
ამოწმებდა სახარებისეულ ჭეშმარიტებას: „ჩემი ძალა სისუსტეში სრულდება“ (2 კორ. 12:9).

ამაზე მოწმობს ესექსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება.
აი, გამოცდილება ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებისა, რომელიც არა იორდანიის უდაბნოში, არამედ ევროპული სამყაროს ცენტრში აღესრულება,
რომელიც მარადიულად განაცხოველებს იქაურობას ღვთივბოძებული მამობრივი გამოცდილებით (იგულისხმება წმ. სოფრონის მოღვაწეობა და მადლმოსილება).

დიახ, დიახ, დიახ! ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა.
დაე, ჩვენი საყრდენი იყოს იმ მთაწმინდელი მამების მიერ დადებული საფუძველი, რომელიც მართლმადიდებლობას დიდად განამდიდრებს ევროპაში.
ეს განძია მთელი სამყაროსთვის — ჭეშმარიტი შესაძლებლობა ღვთის ჭვრეტისა.

მხოლოდ საუბარიც კი ბერ სოფრონზე სიცოცხლის მომნიჭებელია.
ის არ მომკვდარა, არამედ აღდგა და ცოცხალი სულით მყოფობს ღვთის საყდრის წინაშე.
და ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, რადგან ვიხილეთ — ამიტომ ვაკურთხეთ და განვადიდეთ უფალი, ყოვლადწმინდა სამება მის წმინდა მოწამეებთან ერთად,
რომლებიც გაბრწყინდნენ მადლის ნათლით მოსილნი.

ჩვენი წმინდანი — ანგელოზია- „ვარსკვლავი ტკბილი“, ღვთის ნათელში დამკვიდრებული, მჭვრეტელი მამის სახისა ზეცაში,
სადაც დაუსრულებელია დიდება და ნეტარება მისი.


თარგმანის ავტორი : მ. მთაწმინდელი.






суббота, 4 января 2025 г.

უფალთან შერწყმული წმინდანის ცხოვრება

 ნეტარი  ბერის თეოკლიტე დიონისელის მონათხრობი









იშვიათად არის შესაძლებელი ვინმემ იპოვოს უმაღლესი იდეების ისეთი მასწავლებლები, რომელთაც ეს იდეები ცხოვრებაში უკვე აქვთ გამოცდილი. ჩვეულებრივ, ადამიანები იმ თეორიებს ასწავლიან, რომელიც მათ თავად არა აქვთ გამოვლილი, ამიტომაც ისინი ხალხის სარკაზმის ობიექტები ხდებიან ხოლმე. სახარების სწავლებაზე უფრო უმაღლესი სწავლება არ არსებობს. და სწორედ აქ, სახარების მასწავლებელთათვის თავს იჩენს დილემა. თუ რომელ მათგანს შესწევს ძალა, რომ უფლის სწავლება თავის ცხოვრებაში განახორციელოს? და განა შესაბრალისი ქმნილება არ არის ის, ვინც თვითონ არ განიცდის და ისე გვაუწყებს უფლის ჭეშმარიტებას, რომელიც, ბუნებრივია, სწორედ იმის გამო ისწავლება, რომ სიცოცხლეში იქნას განხორციელებული?

მხოლოდ უფლის წმინდანებს შესწევთ ძალა, რომ თეორია და საქმე სრულად შეუფარდონ ერთმანეთს. ისინი თავიანთი ქმედებებითა და სრულყოფილი საქმეების მეშვეობით ასწავლიან. და ის, რასაც ამბობენ, მათი გულის სრულყოფილი ცხოვრებიდან არის გამოსული. და მსგავსად თავიანთი უფლისა, როგორც წმინდა ლუკა წერს: „რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად“, ამგვარად მათაც: „აღიღეს ჯვარი თვისი და შეუდგნენ ქრისტესა და ქმნეს სწავლანი…“.

სული წმინდის „ნაყოფით“ უხვად დაჯილდოებულმა წმინდა ნექტარიოსმაც თავისი ცხოვრება განსაკუთრებულ მოღვაწეობაში განვლო. იგი სიყვარულით ასწავლიდა, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერით. ჩვენ არ გაგვაჩნია მისი ზეპირსიტყვიერი, ქადაგებებითი სწავლება. თუმცა, გვაქვს მისი წერილობითი სწავლებანი. ჩვენი ღმრთიური მამის ტექსტები ცოდნის მშრალ გადმოცემას კი არ წარმოადგენენ, არამედ – მისი მთლიანობის შიგნიდან გადმოდინებულ ცოდნაა. მკითხველი გრძნობს, რომ როდესაც წმინდანი სათნოების ძალასა და თვისებებს აღწერს, იგი არაფერს გადმოსცემს და აღწერს თავისი პირადი გამოცდილების  გარდა. იგი წარმოაჩენს ცხოვრების იმ ნირს, რომლითაც თავად ცხოვრობს.

ტექსტები, რომელიც წმინდა ნექტარიოსმა შეადგინა, არ მოიცავს თეორიული სწავლების კრებულს, არამედ მისი გულის ძგერას, საკუთარ თავს ხატავს  თვითჩაღრმავებისა და თვითშემეცნების შემდეგ, როგორიც წარმოდგება  სულიერი რყევების ხმის მოსმენის შემდეგ, რაც ღმრთაებრივი სინათლის სახებით აიხსნება და რომელმაც მისი სული  წარმოდგენილი აზრითი თვალით გაანათა.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ  თავისი წმინდა სულიერი ცნობიერებისა და ღრმა თავმდაბლობის მეშვეობით, რომელიც მთელ მის ფსიქო-სულიერ სამყაროს მოიცავდა, წმინდანის ცდუნება ვერ მოახერხა ვერც მისმა სულიერმა ღირებულებამ  რწმენითი სასწაულების მიმართ, ვერც იმ ეპოქისათვის მისმა უმნიშვნელოვანესმა ცოდნამ, ვერც მისმა ქმნილებებმა ან კიდევ ადამიანთა პატივისცემამ და მღვდელმთავრის წოდებამ.

ჰქონდა რა შეუცდომელი და სულიერი კრიტერიუმები, იბრძოდა, რომ სათნოებითა და სულიწმინდის მადლით მიმსგავსებოდა ღმერთს, რადგან მან თავისი სულიერი გამოცდილების მეშვეობით უწყოდა, რომ რწმენის თეოლოგიური სათნოებების, იმედისა და უმთავრესად კი სიყვარულის გარეშე, სული ჩამორჩება და უძლურდება იმისათვის, რომ ეზიაროს სიყვარულის ღმერთს. თუმცა, მხოლოდ სათნოება არ კმარა იმისათვის, რომ იყო უფლის მატარებელი პიროვნება. იგი აგრძელებდა ღმერთთან ერთობას სუფთა და მოუწყვეტელი ლოცვის საშუალებით, რაც მას ენით აღუწერელი სიხარულით ავსებდა.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ ეკლესიაზე, მივყვეთ წმინდა მოციქული პავლეს სწავლების საერთო აღიარებას: „ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი იხრინ, გინა წინწილანი, რომელი ხმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინაისწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე . . . და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა“ (1 კორინთელთა მიმართ, 13, 1-8). და ღმრთიური მამა არასოდეს შეცდომილა (ჩავარდნილა ხიბლში): არც თავისი მეცნიერებითა და ენების ცოდნით – ის კარგად ფლობდა ფრანგულსა და ლათინურს – არც თავისი თანდაყოლილი თუ შეძენილი ნიჭით, რომელიც მრავალზე ახდენდა შთაბეჭდილებას და არც თავისი სასწაულთმოქმედებებით, რომელიც  აღტაცებას იწვევს…. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ღმრთის დარი მასწავლებლის ენა სწორედ იმ სტილისაა, რომლითაც წერდა და საუბრობდა იმ ეპოქის განათლებული საზოგადოება და რომელსაც ბერძენი ბავშვები  სკოლებში სწავლობდნენ. მაგრამ, ბუნებრივია, რომ დღეს თეოლოგიური (საღვთისმეტყველო) პირობები არ არის გამოყენებული, და არც – ფსიქოლოგიური. თუმცა, ამის გამო არ შემცირევბულა ეკლესიის ანთროპოლოგიური, დოგმატური და სულიერი სწავლების ზუსტი, პატერიკული და გამომსახველობითი პირობები. დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ მისი ქმნილების „შეიცან თავი შენი“ ტექსტებიც კი ხსნიან სამყაროს უდიდესი პრობლემის კვანძს: ადამიანის პრობლემას, რომელიც იტანჯება ამ დიალექტიკური სამყაროს წიაღში და რომელიც თავისი თავის გარეთ ეძებს მისი პრობლემებისაგან გათავისუფლებას, მაშინ, როდესაც პრობლემა თავად მასშია (ადამიანში),  ის ერთი და იგივეა (პიროვნება).

სატანამ მოახერხა, რომ ადამიანის ყურადღება გაეტეხა, მისი პიროვნული ზრუნვა სულიერის გასაძლიერებლად მის ფსიქიურ სნეულებებზე გადაეტანა. მოახერხა ასევე მისი ცდუნება და მისი გზის წინდაუხედავ ექსტრავერტულ მოხეტიალედ გარდაქმნა, მისი გადაქცევა გონებრივ და ემოციურ მაწანწალად, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამიანმა არ იცის „ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს“, მიათრევს თავის დაღლილსა და მერყევ ნაბიჯებს აქა და იქ, ჩრდილებზე ტრაგიკული მონადირე, „უძღები შვილი“, შორს თავისი მამისეული სახლიდან, რომელიც თავად ადამიანშივეა და რომელიც ქრისტესთანაა გაერთიანებული.

რატომაა, რომ როდესაც ქრისტე სულს რწმენის, იმედის, სიხარულის, სიყვარულის ძალით ავსებს, რომელიც ათრობს ადამიანს და მას „ყველა მშვენიერზე უფრო მშვენიერად, ყველა მდიდარზე უფრო მდიდრად და ყველა იმპერატორზე უფრო ძლევამოსილად“ აქცევს, შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი გაებას დაუსრულებელი მეტოქეობის, პრეტენზიებისა და უფლებების სივრცეში, მომხვეჭელობის სახეობის მახეში, იმ დროს, როდესაც იგი, როგორც  ჭეშმარიტი შვილი უფლისა, იკვებება ზესიკეთით, რომელიც ჩვენ ყოვლად ტკბილმა უფალმა გვიბოძა.

რა თქმა უნდა, წმინდა ნექტარიოსი ჩვენს ეპოქაში ახალს არაფერს გვაუწყებს. აი, უკვე ოცი საუკუნეა, რაც  ძღვენი, სიკეთე (წყალობა), სიმართლე აქ განკაცებულმა სიტყვამ, ლოგოსმა, მოგვიტანა. მაგრამ მაშინ რატომ ვართ ესოდენ მადლიერნი  ჩვენი ყოვლად ტკბილი მამის მიმართ? იმიტომ, რომ ისეთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ, როგორც ქრისტიანები, საფრთხეში ვიმყოფებით, რათა  ორიენტაციასთან ერთად ჩვენი რწმენაც არ დავკარგოთ, რადგან რწმენით არ ვცხოვრობთ, იგი მოდის, როგორც „წვიმა მატყლსა ზედა“ თავმდაბლობის უტყვი გამოხატულებით, რათა კვლავ სიხარულით გვაუწყოს თავისი გამოცდილების ქმედებისა და სულიწმინდის მადლით განათებული მოსაზრებების მეშვეობით ჩვენი ყოვლად წმინდა რწმენის სიდიადეზე. და ეს იმიტომ, რომ იგი იყო „ხორციელად მოსრული“. თუმცა „ხვედრის შემდეგ“, მის ჩვენს მნათობად მდუმარედ გარდასახვის (გარდაცვალების) შემდეგ, იგი მთელი სამყაროს მაშტაბით თავისი სასწაულებით გამაყრუებლად ხმაურობს და ღმერთამდე  მაღლდება, თავისი დანაპირების თანახმად – „რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი – ამაღლდეს“.

წყარო: წმინდა ნექტარიოს სასწაულთმოქმედი, იპაკოის გამომცემლობა.




суббота, 28 декабря 2024 г.

სულის შვიდი სიმხურვალის შესახებ



  ადამიანის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ის მუდამ ჩქარობს, მაგრამ ჩქარობს ამაოდ, უნაყოფოდ. ადამიანი მთებს აყირავებს თავისი ძალით, ძალიან მოკლე დროში შეუძლია დაანგრიოს და თავიდან ააშენოს ქალაქები.

   ჩვენ თუ დავაკვირდებით მის ენერგიას და შედეგებს გავიაზრებთ, აღმოვაჩენთ, რომ სამყაროში ამით არ მრავლდება სიკეთე (ანუ ვერ უწყობს მის ზრდას ხელს). და ის, რაც არ ამრავლებს სიკეთეს, უნაყოფოა.

თვით ბოროტების განადგურებაც კი უნაყოფოა, თუ იგი სიკეთის გამოხატულება არ არის და არ მოაქვს მისი (სიკეთის, როგორც პირველმიზეზის) ნაყოფები.

   ადამიანთა ცხოვრება სამყაროში ძალიან აჩქარებული გახდა და კიდევ უფრო ჩქარდება. ყველანი გარბიან, შიშობენ, რომ ვერ მოასწრებენ, დააგვიანებენ, რაღაცას გაუშვებენ ხელიდან, რამეს ვერ გააკეთებენ თუ არ იჩქარეს. ჰაერში, მიწაზე, წყალზე, ხომალდები და მანქანები მიმოქანდებიან, მაგრამ კაცობრიობისთვის ამ მოძრაობას არ მოაქვს ბედნიერება და პირიქითაც კი, თუ კი რამ სიკეთე და კეთილდღეობაა, იმასაც კი ანგრევს და აცამტვერებს (ეს სიტყვები დაახლოებით 50 წლის წინ ითქვა).

   სამყაროში, დემონური მოჩქარეობა და სულსწრაფობა შემოიჭრა. ამ სიჩქარისა და მოსწრაფეობის საიდუმლოს, ღვთის სიტყვა გამოცხადების წიგნის მე-12-ე თავში გვიხსნის: ,,მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი"(მუხლი: 10-12).

   შენ გესმა: მიწაზე და ზღვაზე, ეშმაკი, დიდი მრისხანებით დაეშვა, იცის რა, რომ ცოტაღა დარჩა დრო. აი, საიდან ეს შეუკავებელი, ყოვლის დამაჩქარებელი წრებრუნვა არა მხოლოდ დროისა, არამედ თვით საგნებისა, ცნებებისა, ტექნიკისა და ცხოვრებისა. უფრო და უფრო შეუკავებელი და თავქუდმოგლეჯილი ხდება ეს უნაყოფო, დამანგრეველი მოჩქარეობა ადამიანებში, ერებში.

   ეშმაკის სამეფოს აღსასრული მალე დადგება. და, აი მიზეზი სიხარულისა ზეცაში და მიწაზე იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ზეციურით ცხოვრობენ (ქრისტეს მცნებებით, ლოცვით, მარხვით, სინანულით. ზიარებით, მარადისობისათვის მზადებით). სასიკვდილოდ განწირული ბოროტება, გრძნობს რა საკუთარ აღსასრულს, მთელის გამალებით ისწრაფვის აამღვრიოს კაცობრიობა, გაყოს, დააპირისპიროს, დათესოს შუღლი, გაუგებრობა, მტრობა. ცდილობს, რომ ადამიანებმა დაივიწყონ ზეცა, თავისი შემოქმედი ღმერთი, არ აღიბეჭდონ შუბლი და გული ჯვრის ნიშით. შეუკავებლად, მთელი სისწრაფვით მიიჩქარის ყოველივე სადღაც წინ და ცდილობს უფრო და უფრო მოუმატოს სისწრაფეს.

   ბოროტმა უწყის (თავისი გამოცდილებით და ადამიანებზე დაკვირვებით მ.მ), რომ ამგვარ ქაოსში, ამაო მოჩქარეობაში კაცობრიობის ჩართვით შეძლებს, რომ ის ნაწილიც ჩაითრიოს, რომელიც ჯერ კიდევ მოწყვლადი იყო. ასეთი ამაოების დინების სისწრაფეში ადამიანებს არ შეუძლიათ გაჩერდნენ, ჩაფიქრდნენ, გაიაზრონ დიდებული და მარადიული ჭეშმარიტებები, რომელზე ფიქრსაც და რეფლექსიას ჭირდება სიმშვიდე, თუნდაც წუთი ღვთაებრივი მდუმარებისა, თუნდაც წამისყოფა წმინდა მყუდროებისა.

   უკვე დიდი ხანია, რაც ტექნიკა ხელს უწყობს დიდი სისწრაფით გადაადგილებას და მიწიერ (მატერიალურ) ღირებულებათა მოპოვებას. თითქოს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უფრო მეტი დრო უნდა რჩებოდეთ ადამიანებს სულიერი ცხოვრებისთვის. თუმცაღა, არა. სულმა უფრო მძიმედ და რთულად დაიწყო ცხოვრება. ამსოფლიური ნივთიერება (მატერიალიზმი) მორევივით ტრიალებს და თან ითრევს ადამიანთა ცხოვრებას, ნებას, ცნობიერებას. და იღუპება სული, რამდენადაც მას აღარ აქვს დრო რაიმე ამაღლებულისთვის, აღმატებულისთვის, რადგან დაჩქარებულია მოვლენათა ცვალებადობა; ეს სისწრაფე კიდევ უფრო იმატებს და ითრევს ადამიანებს, ერებს, თავისი მორევის ძალაუფლებაში.

   ეს სოფელი, სულიერისკენ სწრაფვის ნაცვლად, სრულიად შთანთქმული და შეპყრობილია ხორციელი მოსწრაფეობის ფსიხოზით, ხორციელი წარმატების სტიქიური ჟინით. იქმნება მოსაქმეობის მირაჟი, თითქოს საქმეებისთვის არის მოწოდებული ადამიანი და არ შეუძლია იყოს მშვიდად მათ გარეშე. მაგრამ ხორციელი საქმეები არ აკმაყოფილებს ადამიანს, რამდენადაც არა ადამიანი ფლობს მათ, არამედ ისინი ადამიანს. ადამიანი - მონა ხდება ხორციელი საქმეების (ამსოფლიურ საზრუნავთა მრავალფეროვნების მ.მ). აშენებს ქვიშაზე, ხოლო ქვიშაზე აშენებული აუცილებლად იმუსრება. ადამიანის მიწიერი სახლიდან მტვრის გროვა რჩება. ნაცვლად მრავალი საამაყო შენობიდან _ ქვიშის სიმრავლე. და ამ ქვიშიდან, კვლავაც მიწიერი სამოთხის აშენებას ცდილობს ადამიანი. ქვიშა იფანტება, კაცი კი შრომობს მათ კვლავაც მოსაგროვებლად... საწყალი ადამიანი. ყველა შებოჭილია მცირე, არაფრის მომცემი საქმეებით, რომელთა გაკეთებაც სწრაფად უნდა მოესწროს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ახალი, მსგავსი ამაო საქმეების დაწყება.

   სად შეიძლება სიკეთისათვის დროის პოვნა? თვით ამაზე ფიქრის დროც კი არ არის. სიკეთე დგას, როგორც მოხეტიალე მწირი, რომელსაც არ აქვს ადგილი სამსახურეობრივ ოთახში, არც ქარხანაში, არც ქუჩაში, არც ადამიანთა სახლებში, მითუმეტეს - არც გასართობ ცენტრებში. სიკეთეს ,,არ აქვს ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს". როგორ უნდა იჩქარო მისი აღსრულება, როდესაც წამითაც არ ხდება მისი მოპატიჟება, არა მხოლოდ ოთახში, არამედ ფიქრებშიც კი, გრძნობებში და სურვილებში. არასოდეს! და როგორ არ ესმის ეს სიკეთეს და მაინც, როგორ ცდილობს სინდისზე მტკივნეულად შეხებას? საქმეები, საქმეები, საზრუნავები, ვალდებულებები, აუცილებლობები, გადაუდებლობები და ამ ყველაფრის კეთების მნიშვნელობის გაცნობიერება.. ოჰ, საბრალო ადამიანი!

  სად არის შენი სიკეთე, სად არის შენი სახე? სად ხარ შენ თავად? რად იმალები ცხოვრების ხრახნებისა და ბორბლების ბრუნვების მიღმა? მაგრამ, მაინც გეტყვი: იჩქარე სიკეთე აღასრულო, სანამ სხეულში ცხოვრობ. იარე ნათელში, სანამ ხორცში ხარ. იარე ნათლის შუქზე, სანამ ნათელი ჯერ კიდევ ნათობს (შედრ.: იოანეს სახარება 12:35). მოვა ღამე, როდესაც ვეღარ შეძლებ სიკეთის ჩადენას, თუნდაც რომ ძალიან გსურდეს.

  მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ შენ, დედამიწაზე, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ამ ზღურბლზე, არ გინდოდა სიკეთის კეთება და სიკეთეზე ფიქრიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება მოგინდეს, როცა აღმოჩნდები შუაღამისას გარესკნელში, ამ ყოფიერების კარს მიღმა გაგდებული და მიწიერი ცხოვრების ამაოებიდან გამოძევებული, რამეთუ ამაოება, რომელიც შენ შეიყვარე, შენს სულს არარაობის ცივ და ბნელ ღამეში გახიზვნას უმზადებდა. ამიტომ, იჩქარეთ სიკეთის კეთება! ჯერ დაიწყეთ ამის გაკეთებაზე ფიქრი; შემდეგ კი იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს და შემდეგ დაიწყეთ ამის გაკეთება.

  იჩქარე ამაზე ფიქრი, იჩქარე ამის გაკეთება. დრო მუხთალი და ხანმოკლეა. მარადიული დროებითშია ხელმისაწვდომი. წარმართე ეს საქმე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენს ცხოვრებაში. გააკეთე ეს, სანამ გვიანი არ არის. როგორი საშინელი იქნება დააგვიანო სიკეთის კეთებაში. ცარიელი ხელებით და ცივი გულით გახვიდე ამ ცხოვრებიდან და წარდგე ღვთის წინაშე.

   ვინც არ ჩქარობს სიკეთის კეთებას, ის მას არც (შემთხვებით)გააკეთებს. სიკეთე ითხოვს გულის სიმხურვალეს. ნელთბილებს ეშმაკი არ დაანებებს სიკეთის გაკეთებას. ის მათ ხელ-ფეხს შეუკრავს მანამ, სანამ ისინი სიკეთის ქმნას მოიფიქრებენ. სიკეთის კეთება, მხოლოდ გულმხურვალეებს შეუძლიათ, მათ, რომელთა გულიც ცხელია. იყო კეთილი ჩვენს დროში - შეუძლია მხოლოდ სიკეთით მოელვარე ადამიანს. და რაც უფრო წინ მიდის სიცოცხლე, მით მეტი ელვისებური სიჩქარე სჭირდება ადამიანს სიკეთისთვის. ელვის სისწრაფე სულიერი  სიძლიერის გამოხატულებაა, ეს არის წმინდა რწმენის სიმამაცე, ეს არის სიკეთის მოქმედება, ეს არის ჭეშმარიტი ადამიანობა!

ამაოების მოჩქარეობასა და ბოროტებას, მოდით, გუმხურვალებისა და სიკეთის განხორციელების სისწრაფე დავუპირისპიროთ. უფალო, დაგვლოცე და შეგვეწიე!

🔹 ნებისმიერი ცოდვის შემდეგ მონანიების სისწრაფე - აი, პირველი მხურვალება, რომელსაც ღმერთს მივართმევთ.

🔹 ჩვენი ცოდვილი ძმის მიმართ სწრაფად შენდობის მიცემა - მეორე სიმხურვალეა, რომელსაც ღმეთს შევწირავთ.

🔹 ნებისმიერ თხოვნაზე სწრაფად გამოხმაურება, რომლის აღსრულებაც შეიძლება ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს და მთხოვნელისთვისაც, - აი, მესამე სიმხურვალე, რომელსაც ღვთის წინაშე აღვასრულებთ.

🔹 მოყვასისადმი ისეთი დახმარების სიჩქარე, რაც მას უშველის თავი დააღწიოს უბედურებას,- აი, მეოთხე მხურვალება ღვთის წინაშე.

🔹მეხუთე მხურვალება: უნარი სწრაფად შეამჩნიო ის, თუ ვის რა სჭირდება, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად; და შემძლეობა, ცოტათი მაინც ემსახურო თითოეულ ადამიანს. უნარი ყველა ადამიანისათვის ილოცო.

🔹მეექვსე მხურვალება - ეს არის უნარი და მზაობა იმისა, რომ ბოროტების ყოველგვარ გამოხატულებას სიკეთით, ყოველ სიბნელეს ქრისტეს სინათლით, ხოლო ყოველ სიცრუეს სიმართლით დაუპირისპირდე.

🔹 და მეშვიდე სიმხურვალე ჩვენი რწმენისა, სიყვარულისა და იმედისა, ეს არის - უნარი, მეყვსეულად აღამაღლო გული და მთელი შენი შინაგანი არსი ღვთისადმი, მიეცე მის სიყვარულს, მადლიერებითა და ქებისმეტყველებით ყოველსა ზედა, ყოვლისათვის, ამინ!

სან-ფრანცისკოს არქიეპისკოპოსი - იოანე შახოვსკი.


ავტორი:  მიქაელ მთაწმინდელი.

суббота, 27 июля 2024 г.

ვისაც ცოდვის ეშინია, ის არ განიცდის შიშს ეშმაკის მიმართ.

ვისაც ცოდვის ეშინია, ის არ განიცდის შიშს ეშმაკის მიმართ.

 




საუბარი ღმრთისადმი მინდობაზე, რომელიც ჭეშმარიტების ცოდნიდან და ჭეშმარიტი რწმენიდან იბადება. და სულის კეთილი გულმოდგინების შესახებ. და  იმის შესახებ, რომ თუ სული ბუნებრივად წარმართავს თავის მოშურნეობას, ადამიანში აღარ რჩება არანაირი სხეულებრივი აღძვრა .

 

1.      ვისაც ეშინია ცოდვის, მას არ ეშინია სატანის. და ყველას, ვისაც სწყურია ნიჭები, არ ეშინია ცდუნებების. და ვისაც მტკიცედ სწამს, რომ ღვთის ხელი(განგება მ.მ) მართავს სრულიად მის ქმნილებას, არაფრით არ ძრწუნდება და არ ეძლევა დარდს.

2.     რამეთუ ჭეშმარიტების შეცნობა გულს სიმშვიდით ავსებს და აძლიერებს ადამიანს რწმენასა და სიხარულში . მისი (ღვთის სულის) რჩევები დიდებული და მშვენიერია : ისინი ჭეშმარიტია და თვალთა განმანათლებელი ( საუბარია უპირველესად სულიერ თვალზე, რომელიც განწმენდილ გულში აღიხილება მ.მ).

3.     « ადამიანს ეუბნებიან: „ნუ ღელავ, რადგან ქმნილება ბედის ანაბარა არ არის მიტოვებული და არც თავისი ნებით არ მოძრაობს; მას ჰყავს მეგზური, რომელსაც არც სძინავს და არც თვლემს; და არ ივიწყებს არც ერთ მის ქმნილებას »

4.     ამაო გულისთქმები და უმეცრება ადამიანს ცხოველს ამსგავსებს, ართმევს რა მას რწმენას და უმღვრევს რა გონებას, მას, გაფანტული გულისთქმებით ავსებს. რადგან,  რწმენისაგან განძარცვა ადამიანს ართმევს  ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთზე და  იმგვარ მინდობას მისდამი, რომელიც მას ყოველ წამს უნდა ჰქონდეს.

5.     ამ განსაცდელების ჟამს, როდესაც ადამიანი ასე დაბნელებულია, ლოცვით უნდა დაეცეს პირქვე და არ ადგეს მანამ, სანამ ზეციდან ძალა და სინათლე არ მოიწევა, რაც გულს  განამტკიცებს ურყევ რწმენაში მისდამი, ვინც სიცოცხლეს  მოძრაობას მისცა და სულს სუნთქვა. მისი ძალა არც ისე მცირეა, რომ ადამიანმა ვერ იგრძნოს და ვერ დატკბეს მისით . დაე თაყვანისცემული იყოს ის,  რომელიც თავის მოქმედებათა მონაცვლეობით აღგვძრავს მის შესაცნობად, ისე რომ განვიბრძნობოდეთ მისით, როგორც კეთილდღეობაში, ისე განსაცდელების დროს.

6.     როდესაც ღმერთის იდუმალი და ყოვლადძლიერი მარჯვენა ადამიანში რწმენის იმ წმინდა მოქმედებას აღძრავს, რომელიც უეცრად აენთება მასში ისეთ დროს, როდესაც ადამიანი ხიფათში იმყოფება და ისეთი განცდა ეუფლება ამ დროს მას, რომ თითქოს ათასობით შეიარაღებული ადამიანი შემორტყმია  გარს და იცავს; რადგან, უამრავი რწმუნებულება აღიძვრება ამ დროს მასში, რომლებიც კეთილი და ღვთივსათნო ზრახვების ნაშობია : ისინი მოწმობენ ღმრთისმიერ შეწევნაზე ადამიანისადმი და იმაზეც, თუ რამდენად ახლო კავშირშია მასთან დღე და ღამე ( ღვთის სული ადამიანთან), ამიტომ აღარ არის მისთვის საჭიროება ეშინოდეს ადამიანების, დემონების, ველური მხეცებისა თუ ქვეწარმავლების. რამეთუ, როდესაც შევუერთდებით ღმერთს ძლიერი სიყვარულით, მაშინ ყველა ზემორეთაგანი ჩვენი სარგებლის მსახურნი ხდებიან და შეუძლებელია, რომ გვავნონ, პირიქით, ისინი როგორც ღვთის ნების მსახურნი ჩვენთან ყოფნისას, სრულ უშფოთველობასა და სიმშვიდეს ეძლევიან.

7.     და ისევ, როდესაც რომელიმე დაუდევრობის შედეგად ბნელდება ადამიანის გონება და იწრიტება მასში წმინდა ნათელი, იმავ წამს განეშორებიან მისგან ეს სიკეთეები. და ასეთი ადამიანი, კვლავაც უგონო და განსჯას მოკლებული ხდება თავის ზრახვებში.  და სრულდება მასზე ნათქვამი : და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც ის არის ჩემთან. (ფსალ.37); და : ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვა მესროლეს.(იერ.გოდება 3:52).

8.     და, შესაძლოა, რომ ეს წმინდა მოქმედება განგენგებულებითი სახით აკეთებდეს ამას, რათა არ გაამაყდეს ადამიანი და მასში არსებული ძალა და სიმშვიდე, თავის საკუთრებად არ ჩათვალოს. თუმცა კი, დრო და დრო მას ტოვებს ეს განცდა და ის სუსტი და უძლურდი ხდება, მაგრამ მერე კვლავაც ბრუნდება ადამიანთან (სულიწმინდის მადლი) და კვლავ განაძლიერებს მას და შეეწევა. ის არ უნდა ვიფიქროთ, რომ სულიწმინდა მართლაც განეშორება ასეთ დროს ადამიანს, როდესაც მასში ეს ცვლილება ხდება, არამედ სრულიად არ განეშორება რა მას, თითქოს ფარავს თავის თავს შეწევნისა და ნუგეშის არ მიცემით და ადამიანის სულიც, მეყვსეულად სუსტდება და იტანჯება. მაგრამ , მერე ის კვლავ იდუმალი სახით უცხადებს თავს ადამიანის სულს და ანიჭებს ძალას, ანუგეშებს, აძლიერებს და ამხიარულებს.

9.     ღვთის განგენბულებითი ცვლილებების შედეგად, ამგვარად განისწავლება ნეტარი სული.

10.   ეს ცვლილებები, იმიტომ ხდება ადამიანში,რომ ის მუდმივად სიმდაბლეში იმყოფებოდეს ( საკუთარი უძლურებების გაცნობიერებით მ.მ).

11.   ამგვარად, მოღვაწეობრივი(ასკეტირი, საკუთარი თავის დამორჩილება ქრისტეს მცნებებისადმი) ცხოვრების ყველა დროსა და საფეხურზე ღვთის შეწევნა და საკუთარი სისუსტეების განცდა მონაცვლეობით მყოფობენ ადამიანში. ხდება ისე, რომ მასში, ქალწულების, სიწმინდის, კეთილი ზრახვების წინააღმდეგ გაიმართება დიდი ბრძოლა და კვეთება; ისიც ხდება, რომ სიხარულისა და მწუხარების მდგომარეობები ენაცვლებიან ერთმანეთს. ჟამითი ჟამად ადამიანს ნათელშემოსილი და სიხარულევანი მდგომარეობა მოიცავს, მერე უცებ რუხი ღრუბელი და სიბნელე შემოეჭრება. ხან , რაღაც საიდუმლოებრივი გაეხსნება ხოლმე ღვთაებრივი ჭეშმარიტებებიდან და განგებულებიდან. ასეთ ცვალებადობებს განიცდის ადამიანი, რომელიც ღვთის მსახურებაში იმყოფება. ზოგჯერ გრძნობს შეწევნას ღვთაებრივი ძალის მიერ, რომელიც მოულოდნელად წარმოიშვება გონებაში; ზოგჯერ კი ამის საპირისპირო მდგომარეობას განიცდის, რომლის მიზანდასახულობაც იმაშია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს მისი ბუნების უძლურება და ავადობა, თუ რამდენად სუსტია ის,რამდენად  ჩვილებრი და უმწეოა, თუმცა ამასთან ერთად, როგორ ელვისებურად შეუძლია მას წარემატოს შემეცნებაში, დიდებული და საკვირველ საიდუმლოებათა ჭვრეტის საქმეში.

12.   ასეთია ღვთის საქმეები და ასეთია მისი  განგებულებისმიერი შეწევნითობა რომელსაც მისი ნება წარმართავს ადამიანთან მიმართებით. მაგრამ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ როდესაც მივეჯაჭვებით რომელიმე ცოდვას საქმეში თუ ზრახვაში, მაშინ უფალი უბრძანებს რომელიმე ამ განმცდელთაგან ერთ-ერთერთს ( პედაგოგიური ტკივილის მომყენებელთან), რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი : ისინი, რომლებიც, სანამ ჩვენ სწორი და სარწმუნო გზით წარვემართებოდით და სანამ ჩვენი ნება მთლიანად სათნოებისაკენ იყო მიმართული იდგნენ ჩვენს სამსახურში, სწორედ მათ მიერვე ვიქნებით ტკივილმოყენებულნი (პედაგოგიურად), რათა ამა თუ იმ სახით, არ განვეშოროთ უფალს .

13.   ახლა კი, ღვთის მადლისმიერი შეწევნით, დავასრულებთ თხრობას ამის შესახებ და მივუახლოვდებით მისი ბუნების სიმდიდრეს, მისი შემოქმედების ოკეანეს და მისი მყოფობის და დიდებულების ტალღებს, ამინ !


წმ. ისააკ ასური.



თარგმანი : მ. მთაწმინდელი.

пятница, 5 июля 2024 г.

სიტყვა 7-ე. მარხვის შესახებ.

  წმ. მარკოზ მოღვაწე - მარხვის შესახებ 7-ე სიტყვა.





    ის, ვინც თავისი კეთილი ნებით შეუდგა მოღვაწეობას ( სათნოების შემოსვის ღვაწლს),მან საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ახალგაზრდებსა და მოხუცებს, რომლებსაც  ჯანსაღი სხეული აქვთ და არ ეშინიათ არც შრომისა და არც ბოროტად გაღიზიანებისა ( რაც ხშირად ახლავს მოღვაწეობას, თუ მოღვაწე მზად არაა საამისოდ მ.მ) , უფრო სასარგებლო და მტკიცეა, რომ მთელი გულმოდგინებით  უყვარდეს მუდმივი მარხვა: ზომიერად იხმიოს პური და ჟამითი ჟამად იხმიოს წყალი ( საზომისამებრ); რათა ისე დაასრულოს ვახშამი, რომ გარკვეულწილად შიმშლს და წყურვილს განიცდიდეს, რომ საჭმლითა და სასმლით მიღებული სიამოვნება არ გაუხდეს წინაღობად ღვთისმსახურების გზაზე. რადგანაც, თუ ჩვენ , რომელიმე საკვების მიღებისას მოვისურვებთ მისით დანაყრებას, მაშინ მალევე , მივეცემით მოწყინებას და კიდევ სხვა რამეს მოვისურვებთ ; და როდესაც ამასაც მივიღებთ და მისით დავნაყრდებით პირველის მსგავსად, მაშინ კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს მოვინდომებთ ; და თუ იმასაც მივიღებთ და დავეწაფებით, მაშინ ამასაც არ დავჯერდებით წინამორბედთა მსგავსად და კიდევ სხვას დავუწყებთ ძებნას, რამდენადაც კვლავაც მოპოვებულს არ დავჯერდებით . ( საუბარია ხორციელი სიამეების ძიებაზე და მასში კმაყოფილების პონის სურვილზე მ.მ). და შეუძლებელია ისიც, რომ ნუგეშისა და კმაყოფილების მოპოვება უფრო მეტად გემრიელი საჭმლით შევძლოთ, ვიდრე მარხვით, რადგან ჭეშმარიტი დანაყრება ამ უკანასკნელშია. რომელი საკვები იყო მანანაზე ძვირფასი? მაგრამ როცა ისრაელიანებმა შეჭამეს და დანაყრდნენ და უკეთესს თითქოს და ვერაფერს მოისურვებდნენ, მაშინ ყველაზე უარესი - ნიორი,პრასი და ხახვი მოისურვეს (რიცხვ. 11:5). აქედან ცხადი ხდება ის, რომ დანაყრებაში სხვა რაღაცის მოხვეჭის სურვილი მდგომარეობს. მაშ ასე, თუ ჩვენ დავნაყრდებით რა პურით  და ამ დროს, მაინც სხვა რამეს მოვისურვებთ , მაშინ იმის მიღებითაც  ვერ მოვიპოვებთ კმაყოფილებას ( დანაყრებას)  , რათა მუდამ (ნებსით) შიმშილის განმცდელნი მხოლოდ პურით დანაყრებას ვლამობდეთ და ასე  მოვერიდოთ იმ ზიანს, რომელიც წარმოსგდება დანაყრების (კმაყოფილების მოხვეჭის ) სურვილიდან და ამის ნაცვლად ღვთის სიმართლე მოვიხვეჭოთ. მაგრამ შესაძლოა ვინმე მათგანმა, ვინც უფრო ზარმაცად არის მიდრეკილი მარხვისკენ, თქვას : « განა ცოდვაა ადამიანისათვის, რომ საჭმელი იხმიოს?» მაგრამ , ჩვენ მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ არა იმიტომ, რომ საკუთრივ ეს არის ცოდვა ( ჭამა),არამედ როგორც ცოდვის შედეგის მქონეს; რამეთუ ებრაელებმა იმით კი არ სცოდეს, რომ ისურვეს, არამედ იმით, რომ სურვილის შედეგად გმობდნენ ღმერთს და ჩავარდნენ რა უღირსებაში, ამბობდნენ: «და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?»- და ამის შემდეგ, როდესაც ღმერთმა გაუმართა მათ ტაბლა, ღვთის რისხვამ დასცა მათ შორის ძლიერნი ( ფსალ.77:19,21,22,23). რათა ცოცხლად დარჩენილთ და კიდევ სხვა საჭმლის მსურველთ კვლავაც არ ედრტვინათ ღმერთზე და არ დაღუპულიყვნენ სხვათა მსგავსად. არ არის ადვილი გაუმაძღარ მუცელს ლაგამი ამოსდო , რადგან ის არის ღმერთი მისით ძლეულთათვის და შეუძლებელია უდანაშაულო იყოს ის, ვინც მას ემორჩილება. და არა მხოლოდ ნაყროვანებისგან, არამედ საჭმლის მიუღებლობისაგანაც ვხედავ უბედურებას, რადგან როდესაც რამოდენიმე დღის განმავლობაში არ ვიღებთ საკვებს, მაშინ მოწყინება ადვილად იპოვის ჩვენში ადგილს, დაგვეუფლება და ჩვენს ღამისთევას შეაფერხებს ძილისაკენ მიდრეკით, ხოლო დღის ლოცვებს- ხორციელ გულისთქმებს მოგვრის, ასე რომ ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ ძილის მიზეზით და ასევე დიდ ზიანს ვიღებთ ხორციელი გულისთქმებისგან, რადგან, როგორც სხვებზე მეტად და დიდხანს მმარხველნი ,ვიწყებთ ცხვირის აწევას, თავმომწონეობას , ამპარტავნებას და სხვათა დამცირებას( განკითხვას, ვინს ასე არ მარხულობს მ.მ)ეს კი( აზრი საკუთარ თავზე და მოყვასზე) ყოველგვარ ცოდვაზე მძიმეა. როგორც უგუნური გლეხი, თუ ის დიდი დანახარჯების ფასად დაამუშავებს მიწას და მასში თესლს არ ჩათესავს, თავისი თავს ზარალს მოუტანს ამგვარი უაზრო და განუსჯელი შრომით, ასევე ჩვენც, თუკი დიდი შრომის ფასად დავიმორჩილებთ სხეულს, მაგრამ არ ჩავთესავთ მასში ლოცვის თესლს, გამოვა, რომ საკუთარი თავის საზიანოდ ვიშრომეთ. მაგრამ, შესაძლოა ვინმემ თქვას : « თუ ლოცვაში მდგომარეობს სიმართლის მთავარი საკეთებელი, მაშინ მარხვის რაღა საჭიროებაა?» ყოვლითურთ დიდია საჭიროება, რადგან როგორც ღარიბი მიწათმოქმედი, თუკი დათესავს ისეთ ყანაში, სადაც სარეველაა ამოზრდილი და უპირველესად არ დაამუშავებს მას, მაშინ ის ხორბლის ნაცვლად სარეველას მოიმკის, ასევე ჩვენც, თუკი დავთესავთ ლოცვის თესლს ისე, რომ ჯერ  არ მოვაუძლურებთ (დავიმორჩილებთ) სხეულს მარხვით , მაშინ სიმართლის ნაცვლად, ცოდვის ნაყოფს მოვიმკით. რადგან ეს სხეული, იგივე მიწისგან არის, და თუ არ იქნება დამუშავებული ასეთივე გულმოდგინებით, როგორც მიწა, არასოდეს ამოიზრდება მისგან სიმართლის ნაყოფი. ის, რაც ადრე ვთქვით, არ იყო ნათქვამი მარხვისგან სარგებლობის მიღების მსურველთა დასაბრკოლებლად, არამედ გაფრთხილების მიზნით მათდამი , ვისაც არ სურს არასწორი მარხვით (მიდგომით) საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს, რადგან როგორც გონივრულად მმარხველთათვის არის მარხვა სასარგებლო, ასევე უსარგებლო და საზიანოა მათთვის, ვინს მას განუსჯელად და არაგონივრულად იწყებს. ამიტომ, ვინც მარხვისაგან სარგებლობის მიღებაზე ზრუნავს, ის ასევე უნდა უფრთხოდეს მისგან ზიანის მიღებას, ანუ ამპარტავნებას, და პურს, რომელსაც ვიხმევთ ჩვენს მიერ განსაზღვრული მარხვის ბოლოსკენ, უნდა გავანაწილოთ დღიური პორციის მიხედვით, რათა, ყოველდღე შევჭამთ რა ცოტ-ცოტას, შევძლოთ ჩვენი ხორცის სათანადოდ დათრგუნვა და გულის შემოსვა სასარგებლო ლოცვით, და ამგვარად ღვთის ძალით დაცულნი ვიყოთ თავის მზვაობრობისგან, სიამაყისგან და მხოლოდ ერთი საზრუნავი გვქონდეს-ვიმყოფებოდეთ ღვთაებრივ სიმდაბლეში, რომლის გარეშეც ვერავის ძალუძს სათნოეყოს ღმერთს. ჩვენ, რომ სიმდაბლეში ყოფნაზე გვეზრუნა, მაშინ აღარ იქნებოდა საჭიროება ჩვენი სასჯელის ქვეშ ყოფნისა, რამეთუ ყველა ბოროტება და სატანჯველი, რომელიც ჩვენ შეგვემთხვევა , ჩვენი სიამაყის გამოა. თუკი თავად მოციქულზეც კი, რათა არ გაამაყებულიყო «თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა." (2კორ.12:7) სატანის ანგელოზი დაეშვა, მითუმეტეს ჩვენზე, როდესაც ზესთამჩენობაში (ამპარტავნება და სიამაყე) ვართ, თავად სატანის ანგელოზი დაიშვება, რათა დაგვთრგუნოს, სანამ არ დავმდაბლდებით. ( არსებობს სიმდაბლე, როგორც მდგომარეობა და დამდაბლება, როგორც არჩევანი. პირველი, მეორის შედეგია, სიმდაბლის საქმეს ირჩევს ნებით ადამიანი, ხოლო მდგომარეობას მადლი ანიჭებს მ.მ). ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ სახლები, ჰქონდათ სიმდიდრე, ჰყავდათ ცოლები, ზრუნავდნენ შვილებზე და ამავდროულად, მათი უკიდურესი თავმდაბლობის გამო ღმერთს ესაუბრებოდნენ, მაგრამ ჩვენ განვეშორეთ ამ სოფელს , ზურგი ვაქციეთ სიმდიდრეს, დავუტევეთ ჩვენი სახლები, და გვგონია ღმერთში მყოფობთ, თუმცა ხშირად ვართ დათრგუნულნი და შეგინებული ეშაკთა მიერ ჩვენი სიამაყისა და მზვაობრობის გამო. ის, ვინც თავს იმაღლებს, სინამდვილეში არ იცნობს საკუთარ თავს, რამეთუ თუ ის იხილავდა თავის უგუნურებას და უძლურებას, არ დაიწყებდა მზვაობრობას.. ხოლო , ის ვინც საკუთარ თავს არ იცნობს, როგორ შეძლებს ღვთის შემეცნებას? თუ ადამიანი საკუთარ გონებაწარხდილობას, უძლურებას ვერ სცნობს, რომელშიც იმყოფება, მაშ, როგორღა შეძლებს ღვთის სიბრძნის შეცნობას, რომლისგანაც ის უცხო და შორს მდგომია? ღვთის მცნობელი მის დიდებას ჭვრეტს და კიცხავს რა საკუთარ თავს, ნეტარი იობის ,მსგავსად ხმობს: «ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.  ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.» (იო.42:5,6). ასე, რომ  ვინც იობს ბაძავს, იცნობს მას. ამიტომ, თუ ჩვენ იობის მსგავსად გვსურს ღვთის ხილვა, გავკიცხოთ ჩვენი თავი, დავამდაბლოთ ის( არ იგულისხმება თვითგვემა, პიროვნების ღირსებისაგან განძარცვა,არამედ საკუთარი ბუნების შემეცნება, საკუთარი დაცემულობის ცოდნა და საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა მ.მ) , რათა ჩვენ არა მხოლოდ ვიხილოთ იგი ჩვენს წინაშე, არამედ რათა ჩვენში ჰგიებდეს , როგორც განსასვენებველში და ვნეტარებდეთ მასში ყოფნით; რადგან მხოლოდ ამგვარად შეიმოსავს ჩვენი სისულელე მის სიბრძნეს და ჩვენი უძლურება , ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძლიერებით აღიბეჭდება. ვითხოვოთ უფლისგან, რომ ზეჭარბად მოგვანიჭოს ეს ნიჭები, რათა თავად უფალიც განდიდდეს ჩვენში და შემუსროს ჩვენი მტერი-ეშმაკი, რამეთუ მისია დიდება, თანა მამით და სულიწმინდით, უკუნისამდე, ამინ!

понедельник, 3 июня 2024 г.

წმ.მარკოზ მოღვაწე . სიტყვა VI – სულიერ სამოთხეზე და რჯულზე (კანონზე).



   როგორც, გამოაშკარავებულ საქმეებშია შესაძლებელი განჭვრიტო მასში დაფრულ აზრთა რაობ,  ასევე სულის საქმეთაგან შესაძლებელია იმის გულისხმისა, რაც წმ.წერილშია ნათქვამი : მაგრამ, ამის გაგება და წვდომა ყველას როდის ძალუძთ, არამედ მხოლოდ მათ , რომლებმაც უვნებელობას ბოროტმტანჯველობის დათმენით მიაღწიეს. რამეთუ წმ. წერილი მოგვითხრობს როგორც მომავალს, ისე სულის საქმებს, რადგანაც მომავალი მასშია სულიერად დაუნჯებული და ვინც რისი თანამოზიარეა აქ ( ამ სოფელშ, ბოროტის თუ კეთილის მ.მ) , იმის თანამოზიარე იქნება მომავალ საუკუნეშც ( გარდაცვალების შემდგომ ). ამგვარად, როდესაც მოისმენ წმ.წერილის თხრობას სამოთხის, ადამისა და გველის შესახებ, უვნებოდ მიუგდე ყური შენს გულს და აღმოაჩენ, რომ სამოთხე- ეს არის ღვთის სიტყვა, ნეტარება მსში - ზიარება წმინდა სულთან; გველი კი - გემოთმოყვარეობით მაცდუნებელი და ურჩობით მომკვდინებელი , რომელიც მომხიბვლელად გვთავაზობს ხის აკრძალულ ნაყოფს ( ამსოფლიურ , წარმავალ სიამოვნებებზე ზრუნვას მ.მ), რამეთუ თქმულ არს :

  ,,ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი." (მათე.6) ასევე, ორივე აკრძალვა , ერთი და იგივე ღმერთმა თქვა შეერთებულად : ,,რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ".( დაბ. 2:17) და  ,,ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ."( ლუკ. 21:34) . რადგანაც,  სიბნელე, რომელიც ნაყროვანი , გემოთმოყვარე და ცხოვრებისეულ საჭიროებებზე გადაჭარბებული ზრუნვისგან წარმოიშვება ( საუბარია , არა ყოფითი საჭიროებების უარყოფაზე, არამედ როდესაც ადამიანი საჭიროზე მეტად ზრუნავს, რომ მოიწყოს სამოთხე დედამიწაზე და მიეცეს სხეულებრივ განსვენებას, სიამოვნებას და მთელ მის სასიცოცხლო ენერგიას ამას ახმარს მ.მ) მოაკვდინებს სულს , განაგდებს მისგან სულიერ სიტყვას და ღვთაებრივი ( მადლისმიერი)  მოქმედებისაგან განაშორებს . და ამგვარად , ამ ხისაგან გვიკრძალავს უფალი , რომ ვიხმიოთ , ამბობს რა : «ნურაფერზე იზრუნებთ», არამედ  მხოლოდ ცათა სასუფევლის მოპოვებისთვის იღვაწეთ , დანარჩენი კი შეგეძინებათ  ( მათე.6). რამეთუ, ისინი, ვინც შევიდნენ ( ამ) სამოთხეში და დაიცვეს ეს აღთქმა , არ იქნენ განდევნილნი , არამედ დაიცვეს რა თავი მიწიერისაგან ( ამსოფლიური ვნებებისგან) ას წილ მიიღეს სულიერი ნეტარება, გახდნენ რა შესაბამისი საზომით ნუგეშინისცემულნი სულიწმინდის მადლისაგან . ამგვარად , ჩვენც ვილოცოთ , რომ შევძლოთ ამ მცნების დამარხვა, რათა უფლის სიტყვაში ( მოწოდებაში მ.მ) დარჩენით მივემთხვიოთ სულიწმინდისმიერ ნეტარებას, როგორც ამ სოფელში, ისე მომავალ საუკუნეში . როგორც ადამმა , იხმია რა ხისაგან ცნობადისა და განგდებულ იქნა სამოთხისგან , ასევე , ყველა ხორცის (ვნებების მ.მ) მიხედვით მცხოვრები წერილისამებრ , ვერ შემძლებელი იქნება ქრისტეს მოწოდებაში დარჩეს :   «ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა»(იაკობ. 4:4) . სხვაგან კი წერილი ამბობს : « დაიცავი გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო».( იგავ. 4:23). რათა , ის ვინც , საკუთარ გულში  ღვთის სიტყვას, როგორც სამოთხეს ინახავს , მადლისმიერ ნეტარებას განიცდის , ხოლო შიგნით ქვემძრომ ცდუნების გველს არ უსმენს , რომელიც გამუდმებით ურჩევს მიეცეს ნაყროვანებას, გემოთმოყვარეობრივ სიამოვნებას , სიამაყეს, რომელთაგანაც იშვება ძმისმკვლელი მრისხანება , ხოლო სული, რომელიც  ამ უკანასკნელს შობს, კვდება . ამიტომ, მოუსმინე უფალს, რომელიც ამბობს : « ისწრაფეთ რწმენისა და იმედისკენ, რომელთაგანაც იშვება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი  ღვთისმოყვარე და კაცთმოყვარე სიყვარული». ამ სამოთხეში შევიდა ნოე, დაიცვა რა მცნება , სიყვრულით გადაურჩა მრისხანებას . ეს ( სამოთხე) დაიცვა აბრაამმა და ღვთის მოსმენის ღირსი გახდა . დაიცვა რა ეს სიტყვა ( სამოთხე) მოსემ და  მისი სახე ღვთის დიდებით ( ხელთუქმნელი ნათლით მ.მ) აღიბეჭდა . იმავ სახით დავითმაც, დაიცვა რა სიტყვა უფლისა , უფალმა მტრებზე გამარჯვებულყო . საულიც, სანამ იმარხავდა გულს , წარმატებები ქონდა, ხოლო როდესაც ღვთის სიტყვას (მცნებას) გარდახდა , სრულიად მიტოვებულ იქმნა ღვთისაგან . რამეთუ , ყოველ ადამიანში მოქმედებს ღვთის სიტყვა შესაბამისად საკუთრივ ადამიანის ნებელობისა , განზრახვისა და მოსაქმეობისა . ვინც რამდენს ფლობს , იმდენად იქნება ფლობილი სულიწმინდისგან, ვინც როგორი მოწადინებით იმარხავს (იცავს) ღვთის სიტყვას, იმდენად არის თავად ღმერთში დაცული . ამიტომაც , წმინდანთა , წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მოწამეთა დასი ღვთის ცოცხალ სიტყვას ( სამოთხეს) იმარხავდნენ თავიანთ გულში , სრულიად უგულვებელყოფდნენ რა მიწიერზე ზრუნვას , სულიწმინდის მცნებებში იმყოფებოდნენ და ამგვარად ამჯობინებდნენ ღვთის სიყვარულსა და მისგან მომდინარე სიკეთეს  არა მხოლოდ სიტყვით და უბრალო გულისხმისყოფით , არამედ საქმით - მთელი თავისი მოქმედების სისრულით : ირჩევდნენ რა სიმდიდრის ნაცვლად -  უპოვარებას , დიდების ნაცვლად - უპატიობას , სიამოვნების ნაცვლად -შრომას , ხოლო მრისხანებისა და გაღიზიანების ნაცვლად -სიყვარულს . რამეთუ, მოიძულეს რა სიამენი ამა სოფლისა , ისინი დიდად ყვარობდნენ იმ მტანჯველთ, რომლებიც მათ ართმევდნენ ამქვეყნიურ სიკეთეებსა და ნუგეშებს, მეტიც,  მათ, თავიანთი განზრახვის თანამუშაკებადაც კი მიიჩნევდნენ. ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ» (ლუკ. 6:31)- მაშინ, მათ, სინდისის მიხედვით კეთილნიც უყვარდათ . და რადგან დაუტევეს თავიანთი სიმართლე და ღვთის სიმართლეს შეუდგნენ, მათ თანდათან მოიხვეჭეს სიყვარული , რომელიც ღვთის სიმართლეშია (მცნებებში) ბუნებითად დაფარული . და უფალმა, რომელმაც მრავალი მცნება მოგვცა სიყვარულისა, გვიბრძანა ღვთის სიმართლის ძიება, რადგან ეს უკანასკნელი დედაა სიყვარულისა . რადგანაც, შეუძლებელია სხვანაირად გადარჩე, თუ არა მოყვასის მეშვეობით,როგორც გვამცნო უფალმა თავის სიტყვაში : « მიუტევეთ და მოგეტევებათ »(ლუკ . 6:37), ასეთია ღვთის მორწმუნეთა გულებში ჩაწერილი სულიერი კანონი, რომელიც პირველი კანონის აღსრულებით მოქმედებს : « რჯულის დასარღვევად კი არა..(ამბობს უფალი) არამედ  , აღსასრულებლად მოვედი» ( მათ.5:17). გულისხმაჰყავ ის, თუ როგორ აღესრულება ეს :  პირველი კანონი , გაკიცხავს და განსჯის  რა მოყვასის წინააღმდეგ შემცოდეს სამართლიანი მსჯავრით , გაკიცხავს მასაც, ვის წინაშეც შეცოდეს , რამდენადაც ვინც რისთვის განსჯის სხვას, თავადაც ისე განისჯება და ვინც რას პატიობს სხვას, თავადაც ის ეპატიება ( რომ. 2:1;  ზირაქ. 28:2); რამეთუ ასე ბრძანებს რჯული :  განკითხვისა და სასჯელისათვის - განკითხვა და სასჯელი , ხოლო მიტევებისათვის - მოტევება . შესაბამისად, რჯულის აღსრულება მიტევებაშია .

  ჩვენ ვახსენეთ: «პირველი კანონი» , არა იმიტომ, რომ ღმერთმა ადამიანებს ორი კანონი მისცა , არამედ იმიტომ, რომ ერთი კანონთაგანი სულიერია მისი ბუნების მიხედვით  , რომელიც მისაგებელის გამცემისადმი სამართლიანად მოქმედებს : შენდობის მიმცემს- შენდობას მიანიჭებს , ხოლო შურისმაძიებელს - განსჯის , რადგან თქმულია : «რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო» (ფსალ. 17:27). ამგვარად , ამ კანონის სულიერად აღმსრულებელნი, აღსრულების შესაბამისი ძალით ეზიარებიან საღვთო მადლს და ამის მიხედვით უყვართ არა მხოლოდ თავიანთ კეთილისმყოფელნი , არამედ მაგინებელნიც, მდევნელნიც და ამ ღვაწლის გამო, კიდევ უფრო დიდ სიყვარულს მოელიან ღვთისაგან , როგორც კეთილმისაგებელს , ვამბობ კეთილმისაგებელს , არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს უკანასკნელნი მიუტევებენ თავიანთ მტანჯველთ ცოდვებს , არამედ აგრეთვე იმიტომ, რომ ლოცულობენ რა ისინი ღვთისადმი თავიანთ მტრებზე , მათ მიერ მიემთხვევიან ნეტარებას .  სწორედ ამაზეა მეტყველებს წერილში ნათქვამი: « ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ »( მათ. 5:11)

  სულიერი კანონების შეცნობისაგან ისწავლეს ( მათ) ამგვარად ბრძნობა , რამეთუ როდესაც  კეთილი განრზარხვის მიერ ( აზრობრივად, მოტივაციურად მ.მ) იმყოფებოდნენ თვითდამდაბლებაში ,  შევიწროებაში, მაშინ უფალმა , იხილა რა მათი ბრძოლაში მყოფი გულები, რომლებმაც არ აქციეს ზურგი სიყვარულს, განაქარვა გამყოფი კედელი  ( თავის იძულებასა და მდგომარეობას შორის მ.მ) და უკვე არა ძალმომრეობით ( თავის იძულებით) , არამედ ღვთის შეწევნით მოიპოვეს მათ სიყვარული ( როგორც მდგომარეობა გულისა მ.მ) , რადგან საბოლოოდ უფალს უპყრია გულისთქმათა აღმძვრელი ძალა ( დაბ.3:24); და ისინიც შედიოდნენ «შინაგანსა მას კრეტსაბმელსა, 20. სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ»(ებრ. 6:20) და ნეტარებდნენ სულიწმინდის ნაყოფთა ხმევით და იხილავდნენ რა მომავალს გულის მუდმივობით , « ვითარცა დაბურულ სარკეში », რომლის თანახმადაც ხმობდა მოციქული : «რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ» (1კორ.13:12,2:9). მაგრამ, ასევე ამ საოცარ რამეზე დავსვამ კითხვას : «არც კაცს გაუვლია გულში» ,  საიდაინ იცი ეს შენ მოციქულო ?მითუმეტეს თავად აღიარებ მოციქულთა საქმეში, რომ  «ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი» ( საქმე.14:15 )? ამაზე , შემდეგნაირად  გვპასუხობს  ნეტარი პავლე  : «ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა» (1კორ.2:10).და რათა არავის თქვას , რომ  მათაც მიცემული აქვთ სულიწმინდა , როგორც მოციქულებს, ( ბუნებუთად ვერ დავიტევთ ჩვენ ამას) ნეტარი პავლე ამბობს ლოცვისას :  «.რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა ; დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა»(ეფეს.3:16,17); «ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადაცა სული უფლისაჲ არს , მუნ აზნაურებაჲ ( თავისუფლება) არს.» (2კორ .3:17); და კვლავ ამბობს : «უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.» (რომ .8:9).

 

კითხვა: შენ თქვი, რომ ყოველივე სულიერი სულშია დაფარული , ამგვარად, რას ნიშნავს : «ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად » (1კორ.14:19)?

პასუხი: ეკლესია ორმხრვივად იგულისხმება: მორწმუნეთა კრებული  და როგორც სულის ძალების მთლიანობა. ასე, რომ როდესაც  სულიერად საუბრობენ ადამიანზე, მაშინ ეკლესია მთლიანად მისი შემადგენელია , ხუთი სიტყვა კი საერთო სათნოებებია , რომლებიც აყალიბებენ  მრავალსახედ გაყოფად მთლიან ადამიანს. ვინაიდან, როგორც ხუთი სიტყვის მთქმელი უფალზე სიტყვებით მთელ სიბრძნეს მოიცავს , ასევე ყველა , ვინც უფალს მიყვება ხუთი სათნოებით , ღმერთშემოსილობის დიდ ნიჭს მოიპოვებს.  ხსენებული ციფრი «ხუთი» მოიცავს ყოველივეს : პირველი - ლოცვა, შემდეგ თავშეკავება, მოწყალება, უპოვარება და სულგრძელება. ეს სათნოებები, აღსრულებული სურვილითა(ნებელობით, ნდომით მ.მ) და ნებით, სულის სიტყვები არიან , უფლის მიერ წარმოთქმული და გულით მოსმენილი, რადგან უფალი მოქმედებს,  სული გონისმიერად (აზრობრივად მ.მ) აუწყებს ,ხოლო გული კი , რამდენადაც ინებებს, იმდენად აღივსება ხილულად. ეს სათნოებები კი, რამდენადაც მოიცავენ ყოველივეს ( დანარჩენსაც) , იმდენად წარმოშობენ კიდეც ერთმანეთს  და პირველის დამცრობისა და გაქრობის შემთხვევაში, სხვებიც ნადგურდებიან ( საუბარია სათნოებებზე, როგორც ურთიერთ შობის მიზეზზე მ.მ). იმავგვარადვე მეორეს მეშვეობით მყარდება შემდეგი სათნოებები და ასე გრძელდება სათნოებათა ჯაჭვი. რადგან, როგორ ილოცებს ვინმე, თუ სულისაგან არ იქნება აღძრული? განა ამაზე არ მოწმობს წმ.წერილიც, სადაც ნათქვამია:  «არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა.» (1კორ.12:3). როგორ შეძლებს ვინმე თავშეკავებით ცხოვრებას ლოცვითი შეწევნის გარეშე? და ვინც ყველაფერში თავს არ იკავებს, როგორ შეიწყალებს ღარიბს ან განაწყენებულს? ამასთან ერთად , ის ვინც უმოწყალოა , მას  შეუძლებელია ქონდეს ნებელობითი უპოვარება (არჩევითად მ.მ) . უნდა ითქვას ისიც , რომ ქონების ფლობის სურვილის თანააღზრდილია მრისხანება ( გაღიზიანებადობა მ.მ) , მიუხედაავდ იმისა, მოხვეჭილი აქვს ეს ქონება, თუ არა . სათნოებაშემოსილი სული კი , თანააღეშენება ეკლესიაში მყოფებთან ერთად , არა იმის მიხედვით თუ რა აღასრულა (მოიმოქმედა მ.მ), არაედ იმით, თუ რა ისურვა , რამეთუ არა საკუთარი სხეული აცხოვნებს ადამიანს ( ანუ სხეულებრივი საქმენი მ.მ) , არამედ ის, ვინც ძალას აძლევს მას. და ამგვარად, თუ ვინმეს ჩვენი მეუფის წყლულები არ განუცდია , დაე ნუ ექნება საკუთარ თავზე რამე წარმოდგენა , თუნდაც რომ რაიმე სიკეთე ქონდეს გაკეთებული ან თუნდაც გაწვრთნილი იყოს ამგვარ მოქმედებებში . ნუ იფიქრებ როდესმე სათნოებებით დაიქადნო და ან, მისით აუწყო უფალი ვინმეს, რადგან დაწერილია:  «რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს.» (ფილ.2:13).

 

კითხვა: რატომ უდებს წმ.  წერილი ადამიანს მცნებად  ამის აღსრულებას ?

პასუხი: ზემოთ ვთქვით, რომ ადამიანს ბუნებითად აქვს უნარი საკუთარი თავი განსწავლოს სიკეთეში და ღმერთიც თავისი მხრივ ამას ითხოვს ადამიანისგან. რამეთუ იგი მცნებად გვიდებს, რომ ადამიანმა უპირველესყოვლისა გულისხმაყოს საჭირო(ონტოლოგიური) , ამის შემდეგ შეიყვაროს ის და კეთილნებელობით გაიწრთვნას მასში ( ამ სათნოებაში), რათა გონება აქტიური იყოს და ( ადამიანმა შეძლოს ) შრომა გასწიოს და აღასრულოს საქმე, რამეთუ ღვთის მადლი მსურველსა და აღმსრულებელზე მოეფინება და გარდამოედინება . ადამიანის ნება, უმთავრესი და არსებითი პირობაა, ხოლო იქ სადაც ნება არ მოქმედებს, არც არაფერი აღესრულება, თუმცაღა როგორც ღმერთი მას ყოველივე შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს ადამიანზე მინიჭებული თავისუფლების გამო (რათა არ დააძალოს სათნოება და მისი ნება არ შეზღუდოს მ.მ). ამგვარად, სიკეთეთა  აღსრულება ღმერთზეა დამოკიდებული , ხოლო მასში მონაწილე ნება - ადამიანის არის. თუმცაღა, თუ ჩვენს  ნებას სრულად გადავცემთ უფალს  , მაშინ ყველა აღსრულებული საქმე, ჩვენ მოგვეწერება.

  საკვირველია ღმერთი ყველა მის საქმეში და შეუცნობელია გონებისათვის განრზახვანი მისნი, მაგრამ ჩვენ , ადამიანები ვცდილობთ სიტყვებით გამოვსახოთ მისი სასწაულების მცირე ნაწილი, ვეყრდნობით რა წმ.წერილს, უფრო მეტად განვისწავლებით მისით , რადგან წერილი ბრძანებს : «რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?» (რომ.11:34). თავად უფალი ბრძანებს :  «რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ,... და არა ინებეთ!?» (მათ.23:37).ამიტომ ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ თავად შემოგვკრებს ჩვენ, ის მხოლოდ ჩვენს ნებელობას ეძებს , და რაში მდგომარეობს ჩვენი ნების გამოვლინება თუ არა ნებელობით შრომაში ? რადგან, როგორც რკინა , როდესად ჭრის , თიბავს , მიწას ამუშავებს , რგავს  ან აფხვიერებს მიწას , თავადაც ღრმავდება  მიწაში, მაგრამ სხვის მიერ მოძრაობს იგი , ხოლო როდესაც გაცვდება ან და გადატყდება, გაახურებენ მას, გაამრთელებენ და განაახლებენ , ასევე ადამიანიც , თუმცაღა იღლება, იქანცება და ძალები ეცლება, მასში ღმერთი მოქმედებს საიდუმლოებრივად. და როდესაც ის დაიქანცება და გულით შეიმუსრება, ანუგეშებს და განაახლებს მას სულიწმინდა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს : «ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა?» (ესაია.10:15). იგივენაირად ხდება ბოროტებასთან მიმართებაშიც, როდესაც ადამიანი მორჩილებს მას და მზად არის მის აღსასრულებლად , მაშინ სატანა დევნის და ახალისებს მას, როგორც ავაზაკი თავის რკინის ხმალს.  გული რკინას შევადარეთ მისი უგრძნობლობისა და დიდი სისასტიკის გამო; მაგრამ ჩვენ, როგორც უგრძნობი რკინის მსგავსებმა , არ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მფლობელის შესახებ, რამდენადაც სიტყვის მფლობელიდან (მთქმელიდან)  ადვილად გადავეცემით ბოროტ გულისთქმებს(იგულისხმება, ბოროტებას დაქვემდებარებული ადამიანის მდგომარეობა) ,არამედ უფრუ უპრიანია ჩვენთვის, მსგავსად ვირისა და ხარისა, შევიცნოთ ის, ვინც გვაიძულებს თავისი გზებით სიარულს , რადგან წერილი ამბობს: «იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა» (ესაია.1:3). ასე , რომ ვილოცოთ  ღვთის შემეცნების სიღრმის შეძენისთვის  , რათა  განვისწავლოთ სულიერ კანონებში ,ღვთის მცნებათა სწორად აღსრულებისთვის , ამინ !

 

თარგმანი : მ.მ 


წყარო : https://azbyka.ru/otechnik/Mark_Podvizhnik/o-duhovnom-rae-i-zakone/