четверг, 22 июня 2017 г.

თანამედროვე ქრისტიანული ცხოვრების პრობლემები და გამოწვევები .



ღმერთზე ჩვენ არაფერი ვიცით :

როდესაც ჩვენ ღმერთის შესახებ საუბარს ვცდილობთ , გამოვდივართ სამყაროს ჩვენეული შემეცნების გამოცდილებიდან . ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება კი შობილია ჩვენივე მცდელობებისა და შედომების ,  წარმატებებისა და დანაკარგების მიერ . ჩვენ ვიცით სიყვარულის , მოწყალების ,  სამართლიანობის  და სიმართლის შესახებ ზუსტად იმდენი ,  რამდენსაც ჩვენი უშუალო გამოცდილება იტევს და აირეკლავს .
ხოლო ღმერთი ყოველგვარ ადამიანურ შემეცნებასა და გამოცდილებაზე მაღლა დგას .ამიტომ არ შეიძლება ღმერთზე ითქვას ,  რომ ის - სინათლეა, რომ ის - სიცოცხლეა , რომ ის- სიყვარულია ან მოწყალება . ღმერთზე არ შეიძლება ითქვას იმგვარი რამ ,  რაც მას განსაზღვრავდა და შემოსაზღვრავდა ადამიანური სიტყვით ან გამოცდილებით . ის უსასრულოდ მეტია ყველა იმ სიტყვასა და ცნებაზე , რომელიც ჩვენ შეგვიძლია წარმოვთქვათ ან წარმოვიდგინოთ ,ყველა იმ გამოცდილებაზე მეტია რაც კი სამყაროში ადამიანის არსებობიდან ვიდრე დღემდე არსებობს . იოანეს სახარება პირდაპირ ამბობს : ,, ღმერთი არასოდეს არავის უხილავს: ( იონ. 1:18) და ამავდროულად იგივე სახარება გვეუბნება : ,, ჩვენ ღმერთი უნდა გვიყვარდეს მთელი ჩვენი გონებით , სულით, გულით და ძალით " (მარკ. 12:33).
როგორ გიყვარდეს ის, ვინც შენ არ იცი ?როგორ გიყვარდეს ის ვისაც ვერ ხედავ, რომელზეც არანაირი სიტყვის თქმაც არ შეგიძლია ?
ამაშია ყოველი ადამიანის უდიდესი პრობლემა ,  რომელიც ცდილობს ღმერთთან თავისი ურთიერთობების დალაგებას . როდესაც ღმერთი უხილავია, მიუწვდომელი , სრულად შეუცნობელი და როდესაც ღმერთზე არაფერი შეგიძლია თქვა -  მაშინ ადამიანი მის ურთიერთობას ღმერთთან ძალიან აადვილებს . ჩვეულებრივ ადამიანი საუბრობს მისი ღმერთის რწმენის შესახებ ამგვარად   : ,, იქ რაღაც ნამდვილად არის". თქვენ იცით ,  რომ ეს მართლაც რომ გულახდილი პასუხია . ძალიან გუწლრფელი და პატიოსნური განსაზღვრაა მისი რწმენისა ,  რამდენადაც ბანალურად და არასაკმარისად ჟღერდეს . ჩვენ ვიცით რწმენის სიმბოლო ანუ ,,მრწამსი" ჩვენ ასევე  ვიცით დოგმატები და ზოგადად ჩვენ ბევრი რამ ვიცით , მაგრამ არსობრივად ჩვენ ღმერთის შესახებ არაფერი ვიცით . ,, იქ რაღაც ნამდვილად არის" - და მაშინ ადამიანი ამ ,, იქ რაღაცა არისადმი" იწყებს მოქცევას .
იწყებს იმ შესაბამისი საშუალებების ძიებას  , რომელთა მეშვეობითაც შეძლებს ურთიერთობის დამყარებას მასთან  . პრიმიტიულ ან წარმართულ საზოგადოებაში ეს ყოველთვის რიტუალურ მსხვერპლშეწირვაში ვლინდებოდა ( და ვლინდება. მ.მ) .

რაში სჭირდება ღმერთს ადამიანი ?

ჩვენს წარმოდგენებში ფული - ღმერთთან ურთიერთობის ექვივალენტურია . გავცემთ მოწყალებას და თითქოს გამოგვდის ეს ურთიერთობა .  მაგრამ ჭირდება კი ღმერთს ამგვარი ურთიერთობები ? ჩვენ კი არაფერი გაგვაჩნია , მსხვერპლშეწირვა  -  გულისგულია ნებისმიერი რელიგიისა . ადამიანი თავის ღმერთთან ერთგვარ შეთანხმებას ( კონტრაქტს) ადგენს . მოდი მე მოვიქცევი ასე , ასე და ასე , არ გავაკეთებ ცუდ რაღაცეებს , ხოლო შენ კი ამ ცხოვრებაში ხელს მომიმართავ . მე შენ მოგიტან მსხვერპლს , კარგად მოვიქცევი  და როდესაც დამჭირდები და მოგიხმობ აუცილებლად დამეხმარე . მოკლედ რომ ვთქვათ , ეს არის კიდევაც რწმენის იმგვარი გაგება , რომელიც თითქმის ყველა წარმართულ რელიგიურ სისტემებში არსებობს . ის გამოვლენილია სხვადასხვა კულტებში  , სხვადასხვა ტრადიციებსა და კულტურებში, სხვადასხვა სიტყვებსა და ლოცვებში, მაგრამ არსი ერთი და იგივეა , მხოლოდ ქრისტიანობაში იძენს ღმერთის იდეა სხვა დატვირთვას და მნიშვნელობას .
ჩვენს რწმენაში ერთი ძალიან განსაკუთრებული რამ არის : მიუღწეველი , უსასრულო , მარადიული ,  შემოუსაზღვრელი ,  ყველგან მყოფი , ყოვლისმცოდნე , ყოვლადძლიერი ღმერთი ჩვენთან თავისი ნებით მოდის . ჩვენ არ შეგვიძლია მას ხმა მივაწვდინოთ , მისი მოსმენის უნარიც არ გვაქვს ,  მისი ხილვაც არ ძალგვიძს და იმისათვის , რომ ადამიანმა გაიგოს ღმერთის იგი თავად მოდის ადამიანთან და თავად მოაქვს მსხვერპლად თავისი თავი .
ჩვენ ვიცით , ეს როგორ მოხდა . დიდებული , უსასრულო , მარადიული , ყველასათვის უცნობი ღმერთი როგორ გახდა პატარა ადამიანი -  სრულიად ხელმისაწვდომი ყველასთვის ,  რომლის ხელით შეხებაც შესაძლებელი იყო , რომელიც გრძნობდა შიმშილს და სიცივეს, რომელსაც ეშინოდა სიკვდილის და რომელიც ტიროდა ლაზარეს სიკვდილის გამო ,  რომელსაც ქონდა ყოველივე ის , რაც ჩვენ გაგვაჩნია . ღმერთი გახდა ადამიანი ,  მეტიც სრული ადამიანი, ყოვლითურთ ჩვენი მსგავსი , გარდა ცოდვისა  ( იგულისხმება ცოდვისკენ მიდრეკილება და ყვედრებითი ვნებების ქონა) . უფალი ჩვენი იესო ქრისტე - ნამდვილი ღმერთი და ნამდვილი ადამიანია . მასში არის სრული სისავსე ჩვენთვის მიუწვდომელი ღვთაებისა  და სრული სისასვე ადამიანურობისა , რომელსაც ჩვენული გრძნობები გააჩნია, ჩვენნაირი ხორცი აქვს , ჩვენნაირი ნერვული სისტემა და სისხლძარღვები გააჩნია, რომელიც სრულად ჩვენნაირია .
რატომ ? რისთვის იყო საჭირო ? ესეც ჩვენთვის ამოუხსნელ და პასუხგაუცემელ ამოცანად რჩება -  როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი იმდენად, რომ ამ სიყვარულის გამო გახდე საკუთრივ ადამიანი . (იქცე იმადვე, რასაც შენი სიყვარულის ობიექტი წარმოადგენს მ.მ) . მაგრამ სიყვარული ხომ ზუსტად ასეთია , ამაზე მოციქული პავლე წერს , რომ ,,სიყვარული თავისას არ ეძებსო" ( 1კორ . 13:5) ეს სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ყოველთვის შეიძლება იმის გადამოწმება ნამდვილია თუ არა სიყვარული :  სიყვარული მისას არა ეძიებს , ის მუდამ ვიღაცას ეძებს .
სამწუხაროდ  ჩვენ ყველას  ღმერთი მხოლოდ  შიგადა შიგ  გვჭირდება ხოლმე  ,  ხოლო როგორც გამოჩნდა უფალს ჩვენ ყოველთვის ვჭირდებით .
როგორც ნათელი გახდა ის არამხოლოდ ღმერთია - ის მამაც არის . ჩვენ მივეჩვიეთ ლოცვას ,,მამაო ჩვენო" და მას დღეში ათჯერ მაინც ვამბობთ ხოლმე ,  თუმცა სრულიად არ გვესმის მისი შინაარსი  . ჩვენ ეს დიდი ლოცვა ვაქციეთ შაბლონად  და ოდენ ტრაპეზის წინა და შემდგომ სათქმელ ფორმულად . ერთი გერმანელი ღვთისმეტყველი გაწიწმატებული წერდა  ,  რომ ჩვენი ნება რომ იყოს, ამ ლოცვიდან მხოლოდ ერთ მოთხოვნას დავტოვებდით ,  ალბათ თავადაც ხვდებით რომელს . თითქოს ყველა სიტყვა გასაგებია ჩვენთვის ,  თუმცა ღმერთთან ურთიერთობის საშუალებად მაინც ვერ გამოდგება და იმიტო, რომ ის ჩვენი მამა ხოლო ჩვენ მის შვილებად ჯერ კიდევ ვერ ვიქეცით . რატომ ვერა? იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ ამგვარი მიზანი არ დაგვისახავს, რომ მის შვილებად ვიქცეთ .

მიწიდან ზეცისკენ .

იქმნება იმის შთაბეჭდილება , რომ ღმერთმა ეკლესია დედამიწაზე იმიტომ დააარსა, რათა ჩვენ შეგვძლებოდა მიწიერი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება .რაღაც კუთხით ეს ასეც არის ,  საჭიროა ჯანმრთელობის ქონა , ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა ( რამდენადაც ეს შესაძებელია კანონიერ ფარგლებში) , რათ შესაძლებელი იყოს ბავშვების ფეხზე დაყენება ამ ცხოვრებაში ,  საჭიროა უბრალო მიწიერი რამეები :  ჯანმრთელობა , მშვიდობა , წარმატება, ბენდიერება და თავზე სახურავი . მაგრამ როგორც ჩანს ადამიანს ამის მეტი არც არაფერი სურს , ვინაიდან იმდენად მნიშვნელოვანნი და პირველადნი გახდნენ ისინი ჩვენთვის ,  რომ  დავივიწყეთ   უფრო მეტი ( ამაღლებული) და მნიშვნელოვანის არსებობა  .ქრისტე კი მის ქადაგებაში  გვაძლევს მცნებას : ,, უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, ხოლო ესე ყოველივე შეგძინოთ თქუენ" -  ანუ ნუ შეგეშინდებათ მთავარის ძიება , თქვენ ყოველივემოგეცემათ ,თუ ქრისტეს სასუფევლის ძიების გზით ივლით .
ფაქტობრივად  ჩვენი რწმენა არის იმის შესახებ , თუ მიწიდან როგორ მოვხვდეთ ზეცაში , როგორ ვიქცეთ ადამიანები უხილვი და მიუწვდომელი ღვთის შვილებად .  და როგორ შეიძლება ამად გახდომა ? რა უნდა მოხდეს ამისათვის ? სწორედ ამიტომ არსებობს საიდუმლო .
როდესაც ჩვენ ჩვენი შვილების ნათლობაზე ან ზოგადად ნათლობაზე ვმსჯელობთ ,  ვფიქრობთ კი იმაზე, თუ რამდენად გვაქვს იმის  ზაობა , რომ ღმერთს მივუძღვნათ თავი  ,  გვქონდეს მზაობა ახალი შობისა ახალი ცხოვრებისათის ? და რა არის ეს ახალი ცხოვრება ?რაში საცნაურდება ის?იგი საცნაურდება იმაში , რომ ადამიანი და ღმერთი ერთი ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას .
 შესაძლებელია ადამიანსაც და ღმერთსაც ერთიანი ცხოვრება ქონდეთ , რომელიც გამოვლინდა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს პიროვნებაში .მან გვანახა ის, თუ როგორ უყვარს ადამიანი , თუ როგორ იღებს იგი ადამიანურ ბუნებას და ისიც რომ მისთის არც ერთი ადამიაინ არ შეიძლება უცხოდ ჩაითვალოს  . ჩვენ გვაქვს გარკვეული სტერეოტიპები ,  საზღვრები ,  რომელნიც გვაძლავენ საშუალებას გულწრფელად და საკუთარი ღირსების გრძნობით სათნოებებიც კი  გვძულდეს , არ გვიყვარდეს ,  განვიკითხავდეთ მოყვასთ , ვიღაცა განვაგდებდეთ ჩვენგან , ხოლო ეს ყოველივე ქრისტესათვის უცხო იყო .ასე ცხოვრება ადამიანისათვის მძმე და აუტანელია ,  ხოლო ქრისტიანობაში როგორც ჩანს ეს შესაძლებელია .
სახარება შეუძლებელია ადამიანისათვის ,  რადგან იწყებ მის კითხვას და ხვდები ,  რომ მისი შესრულება ადამიანისთვის შეუძლებელია , მაგრამ საჭირო .
მტრების სიყვარული შეუძლებელია  ,  ახლობლებიც შიგა და შიგ  გვიყვარს . მუდმივად ჩენ მხოლოდ ძალიან ახლობლების სიყვარული ძალგვიძს , ხოლო სხვა ადამიანები თვით მეგობრებიც ჩვენ შეგვიძლია არ გვიყვარდეს მუდამ ,  რადგან გარკვეული დროის შემდეგ ისინიც  გვაღიზიანებენ  . მაგალითად შენ ოჯახით მიდიხარ დასასვენებლად მეგობრის ოჯახთან ერთად  , მაგრამ 2-3 კვირის მერე ხვდები , რომ მათ შენ მოგაბეზრეს თავი ,  მაგრამ განშორების შემდეგ კვლავ გრძნობ მათ მიმართ სიყვარულს .

როგორ ვისწავლოთ სიყვარული ?

როგორ ვისწავლოთ თუნდაც ყველაზე ახლობელთა მუდმივი სიყვარული ? როგორ ვისწავლოთ ისე ცხოვრება ,  რომ ვისწავლოთ თვით ჩვენი შვილებისა და მშობლების მუდმივად სიყვარული ? მხოლოდ ღმერთისგან .მაგრამ ეს ხომ მეცნიერებაა ,  რომელსაც ვერ ისწავლი წიგნებიდან , და ვერავინ ვერ გეტყვის როგორი საშუალებებით არის ეს შესაძლებელი .დიახ ,  არის უამრავი ფსიქოლოგიური მეთოდი , რომლებიც ადამიანს აძლევენ უფლებას გარკვეული სიმშვიდე მოიპოვონ შინაგანად , ხშირად იღიმებოდეს , მაგრამ არსებობს სინამდვილეც .  როგორც ჩანს ,  რეალურად ეს შესაძლებელია მოხერხდეს მხოლოდ მაშინ ,  როდესაც შენ და ღმერთი ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან .
ჩვენ გვაქვს ზიარების საიდუმლო . რისთვის ეზიარება ადამიანი ?ჩვეულებრივი პასუხია :  რომ შეუერთდეს ღმერთს .და ეს რას ნიშნავს ?ძალიან ბევრი ქრისტიანისათვის ზიარება გაიაზრება როგორც მიახლება რაღაც დიდებულთან მაგრამ უპიროვნო მადლთან , რომელიც კურნავს ,  აძლიერებს  , აცოცხლებს და განწმედს ,იწყალებს და ცოდვებს პატიობს . და გარკვეული სახით თვით ადამიანის გვერდზე ავლით მას მარადისობის საგზურს ჩუქნის . ბოლო დროს ადამიანები უფრო ხშირად ეზიარებიან ,  ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეზიარებოდნენ , და ხშირი ზიარება სამწუხაროდ მიჩნეულია როგორც მადლის დაგროვების საშუალებად .რაც უფრო ხშირად ეზიარები ,მით უკეთესია ,  მით მეტი მადლი გაქვს შენ . მაგრამ თუ საკუთრივ ადამიანს საიდუმლოში მონაცილეობით ცნობიერება და მდგომარეობა არ ეცვლება, ხოლო  უბრალოდ უფრო ხშირად ეზიარება ვიდრე ადრე ეზიარებოდა ,  მაშ რაშიღაა სხვაობა? რა შეიცვალა ? და მაინც რატომ ვეზიარებით ჩვენ ?და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის ?
ერთხელ, როდესაც მე ზიარების საიდუმლოს  მნიშვნელობაზე ვსაუბრობდი , ჩემს წინ ახალგაზრდა ქალბატონი იჯდა ჩვილით ხელში . მე ვკითხე ,,ვინ გიჭირავთ ხელში „ მან მიპასუხა - ,,ეს ჩემი შვილია ‘’ , მე ვკითხე - ,, რას ნიშნავს ეს თქვენთის’’? მან  შემომხედა გაურკვევლობისაგან დაბნეულმა და ძალიან უბრალოდ მიპასუხა : ,, ეს ჩემი სისხლი და ჩემი ხორცია ‘’ და ყველაფერი ნათელი გახდა საიდუმლოს ახსნისას .
ეს ყველაზე მთავარი კავშირია -  პატარა უმწეო ადამიანსა და აბსოლუტურად მიუწვდომელ ღმერთს შორის .
ამ საიდუმლოს მეშვეობით ადამიანი და ღმერთი ერთმანეთის ნათესავნი ხდებიან და საზრისი ჩვენი ცხოვრებისა სახელდობრ ეკლესიური ცხოვრებისა აღარასოდეს დაშორდნენ , ერთმანეთს საჭიროებდნენ არა დროდა დრო არამედ მუდამ ერთად იყვნენ . და ხატი ამგვარი ერთობისა - არის ხატი სამებაში გაერთიანებული ( შეურევნელად)მამისა,ძისა და სული წმინდისა .
ჩვენ ეს ლოცვა საიდუმლო სერობისას გვესმსი ,  როდესაც უფალმა დაადგინა საიდუმლო ხორცისა და სისხლისა ( იოან . 17:10) . იგი მის მამას ეუბნება : ,, შენი ყოველი ჩემი არს და ჩემი ყოველი- შენი" . აი სწორედ ეს არის სიყვარულის ყველაზე მთავარი თვისება  , მთავარი თვისება ნამდვილი და ღრმა კავშირისა ,  როდესაც ჩემი ყოველივე შენ გეკუთვნის და როდესაც შენი ყოველივე მე . და ღმერთი მოდის ადამიანთან არა იმისათვის , რომ მას რაიმე განცალკევებული მისცეს განცალკევებულად , ასე ვთქვათ პატარა ნაწილი მადლისა ( ჯანმრთელობა ,  ბედნიერება ან სიყვარულის მცირე ნაგლეჯი) - არა ,  იგი თავის თავს აძლევს სრული სისავსით . მამა მის ძეს ჩვენ გვაძლევს , ხოლო ძე თავის მხრივ საკუთარ თავს  .
შემდეგ ჩვენთან მოდის სულიწმინდა ,  კვლავაც საკუთარი თავის მომცემი ჩვენდა  და ეს სული ცხოვრობს ჩვენთან ეხლაც ,  მყოფობს ეკლესიაში რათა ყოველმა ჩვენთაგანმა ისწავლოს ნელნელა და თანდათანობით , მთელი ეკელსიური ცხოვრების პერიოდში თავადაც მისცეს მისი თავი უფალს ( ვინაიდან ქრისტე ბრძანებს სახარებაში. ვისაც უნდა მოიპოვოს სიცოცხლე ჩემს გარეშე ის მას დაკარგავსო, ხოლო ვინც მას ჩემთვის დაკარგავს, იგი საუკუნოდ მოიპოვებს მასო მ.მ) , გაუხსნას გული ღმერთს , ეძიოს ყველა სახის შესაძლებლობა რათა ღმერთს მარადის ქონდეს ადგილი მის გულში დასამმკვიდრებლად .უფალი არ ძალადობს ჩვენი გულის კარის გასაღებად , იგი უბრალოდ ამბობს : ,, მე ვდგავარ ყოველი თქვენგანის გულთან და ვრეკ << ეგების>> ვინმემ ისმინოსო''

სასუფეველი ღვთისა უკვე ჩვენშია .

როდესაც ჩვენ მოვდივართ ტაძარში ზიარებაზე ,  ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ,  რომ ეს არა მხოლოდ სისხლი და ხორცია  ,  არამედ ხორცი განტეხილი და სისხლი დაღვრილი . ეს წარმართობაში ადამიანი სწირავს მსხვერპლს ღმერთს ,  ხოლო ქრისტიანობაში  ყოველივე პირიქითაა : ღმერთს მოაქვს თავისი თავი მსხვეპრლად  და ეს მსხვეპრლი - სიყვარულის მსხვერპლია , მსხვეპრლი იმ კავშირისათვის ,  რათა ადამიანი და ღმერთი ერთმანეთისათვის განუყოფელ ნათესავებად იქცნენ .
როგორ შეიძლება მოხვიდე ტაძარში და არ ეზიარო ,  როდესაც შენს გარშემო ურთიერთობის და სიყვარულის დღესასწაულია ?  როგორ შეიძლება იფიქრო ,  რომ ეხლა მე მივალ ტაძარში საზიარებლად  ,  რათა მე უკეთ ვიგრძნო თავი ,  რომ ცხოვრება უფრო წარმატებული გახდეს ,  რომ ჩემში ამოქმედნენ ცხოვრების ახალი ენერგიები , ამ დროს კი ბარძიმში ჯვარცმული უფალია ? არა ,  ღმერთის სიცოცხლე შენში იწყებს ცხოვრებას , უფალი ყოველივეს იღებს შენგან მისივე ხელებით და ყოველივე მისას შენ გაძლვს .  როდესაც ჩვენ ვიღებთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს , ჩვენ ვიღებთ მის შობას ,  მის ჯვარცმას , ჩვენთვის აღსრულებულს , მის ჯოჯოხეთში ჩასვლას , მესამე დღის აღდგომას და მეორედ მოსვლას - ზეციურ სასუფეველს ,  რომელიც უკვე ჩვენში ცხოვრობს .
ქრისტე ამბობს : ნუ მოძებნით  ღვთის სასუფეველს რომელიმე ადგილას , ვინაიდან ის თქვენს შიგნით არის და თუკი ჩვენ სახელდობრ მას ვეძიებთ  , მოვდივართ ტაძარში იმისათვის, რომ უფალთან ერთობაში შევიდეთ , რომ გავხდეთ ერთნი , რომ ჩვენი და სახარებისეული ცხოვრება ერთნი გახდნენ  . გვსუურს ჩვენ ეს ? გვსურს რათქმაუნდა ,  უბრალოდ ჩვენ არაფერი გამოგვდის,მაგრამ ოდესღაც აუცილებლად გამოგვივა .
თუ ადამიანი არ ეძიებს ღვთის სასუფეველს ,  როდესაც ზიარებაზე მიდის , თუ ადამიანს არ სურს მისი თავი ღმერთს მიუძღვნას , თუ ადამიანს ეშინია ღვთის მიღებისა ,  მაშინ საიდუმლო ფორმალური ხდება და მხოლოდ რიტუალურ სახეს იღებს .
ჩვენ შეგვიძლია ღმერთს მამა ვუწოდოთ მაშინ ,  როდესაც ჩვენ გავხდებით ნათესავნი (ერთი ოჯახი) . როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს ამგვარი კავშირი რამდენიც არ უნდა ვთქვათ ,,მამაო ჩვენო „ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ  მისი ძენი .
ამ ლოცვით მხოლოდ თავად უფალ იესო ქრისტეს  ძალუძს ილოცოს ,  რადგან იგია - ძე . ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მისი ძენი ზიარების საიდუმლოს მეშვეობით ,  თუ  ნამდვილად გვსურს და ვეძიებთ ამას ,  თუკი ეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება . როდესაც ქრისტესთან მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს ესწავლებინა მათთვის ლოცვა ,  უფალმა მათ მხლოდ ეს ლოცვა მისცა, რათა მათ სცოდნოდათ თუ საით მიდიან .
მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ჩვენ ამ ლოცვაში მას მიწიერს არაფერს ვთხოვთ . თვით ლოცვაც  ,,პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს " ლიტურგიკულია ,  ჩვენ გვესმის , რომელ პურზე ვლოცულობთ ეხლა ,  რომელ პურს მივიღევთ ეხლა ,  რა იქნება ჩვენთის ეს პური . ქრისტემ თავის თავზე თქვა :  -  მე ვარ პური , რომელიც ზეციდან გარდამოვხედ . მოდით ლოცვა ,,მამაო ჩვენი" გავიაზროთ ჩვენთვის , შევიყვაროთ ის სინამდვილეში და ვაქციოთ იგი ჩვენი ცხოვრების ცენტრალურ ლოცვად .

რატომ მოყავთ მშობლებს ბავშვები საზიარებლად  და თავად არ ეზიარებიან ?

ადამიანები მიდრეკილნი არიან საიდუმლოსადმი მაგიური დამოკიდებულება ქონდეთ, თითქოს ის თავისთავად მოქმედებდეს მიუხედავად ადამიანის რწმენისა და სულიერი მდგომარეობისა , სწორედ ამიტომ მიეახლებიან ნათლობის საიდუმლოს იმის გაუცნობიერებლად რამდენად ჭირდებათ ეს მათ ( უფრო სწორად რამდენად საჭიროა ეს ყოველივე ან რატომ . მ.მ) . აღსარებაზე მთავარია რაიმე თქვა ,  ხოლო პირადი ღვაწლს საკუთარი ცხოვრების გამოსასწორებლად ადამიანები არ მიმართავენ . ყველაფერი მიტევებულია და უკვე ყველაფერი კარგადაც არის  , პასუხისმგებლობა ამაზე არ არსებობს . ადამიანები ფიქრობენ , რომ თუ მათ ჯვარი დაიწერეს და ქორწინება აკურთხეს , მადლი უფლისა აუცლებლად იზრუნებს მათ მყუდროებაზე ,  ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე , შემდეგ კი უკვირთ ხოლმე როდესაც ჯვარდაწერილი ქორწინება განქორწინებით სრულდება .
ზიარების შესახებაც არსებობს ამგვარი შეხედულება ,  თითქოს საიდუმლოს გარკვეული შინაგანი ძლიერი ენერგია გააჩნია , რომელიც მოქმედებს თავისთავად ( მიუხედავად ყოველივესი- ანუ ადამიანის რწმენისა და მდგომარეობისა. მ.მ). რა კარგი იქნება, თუკი ჩვენ ბავშობიდან რაც შეიძლება ხშირად ვეზიარებით . გვგონია , რომ აქ  დაგროვებითი პრინციპით მოქმედებს და ბავშვები ამის გამო უკეთესნი , უფრო გონიერნი ,  დამჯერები , სულიერები და კარგი ადამიანები იქნებიან . შემდეგ კი ბავშვები 12 წლის ასაკში ამბობენ : ,, მეტჯერ აღარ წავალ ამ ეკლესიაში ,  და აღარც ვეზიარები " , - და მშობლები დაბნეულობისაგან ხელებს იქნევენ , ეს როგორ ,  ასეთი ბავშვი იყო , მუდამ ეზიარებოდა, ეხლა კი ასე უცებ ..
ღმერთი პიროვნებაა და ამიტომაც საიდუმლოში ღვთაებრივი მოქმედება პიროვნულია , ღვთის პიროვნული მოქმედებაა ადამიანის პიროვნებასთან მიმართებაში . ყოველ ჯერზე , ვიღებთ რა მონაწილეობას საიდუმლოში , ჩვენ პიროვნულად ვხვდებით ღმერთს და ის პიროვნულად გხვდება ჩვენ.
როდესაც ჩვენ ბავშებს ვაზიარებთ  ,  ჩვენ ისინი მიგვყავს ქრისტესთან შესახვედრად . ამ შეხვედრას ბავშები ვერ აცნობიერებენ ,  არც სულიერად არიან მზად არც ჩვილები და არც ყრმები ,  ვინაიდან ბავშები როგორც ყოველთვის მშობლების მაგალითის მიხედვით იქცევიან .
სხვა მხრივ ,  გამოდის რომ თუ მშობლები არ ეზიარებიან ბავშბებთან ერთად  ,  მაშინ მშობლებისთვისაც არ არის ეს ფასეული .
 თუ ისინი ამბობენ ,რომ საჭიროა ზიარება , ხოლო თავად არ ეზიარებიან ,  ბავშვს უყალიბდება სრულიად ბუნებრივი წარმოდგენა იმაზე ,  რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი და საჭიროა ,  რადგან ეს არ არის მთავარი მშბლებისთვის .როდესაც დედა ან მამა ტელევიზორს უყურებენ ,  გასაგებია რომ ორივენი ერთი მიმართულებით იყურებიან - და ბავშვსაც სურს ყურება იმისა, რასაც ისინი უყურებენ . და აი როდესაც ზიარებაა ამბობენ ,,ეს შენ გჭირდება" ხოლო თავად არ თვლიან რა საჭიროდ თავისთვის, არ ეზიარებიან . ( თუმცა აქაც სხვადასხვა სახის გადახრას აქვს ადგილი, ერთ-ერთი მათგანია თითქოსდა საკუთარი ცოდვილობისა და მოუმზადებლობის განცდა ზიარებისთვის) .
აი აქ ხდება სრულად ბუნებრივი გაორება ფასეულებათა მწყობრი რიგისა  ბავშის ცნობიერებაში :  ბავშვი ეძებს იმას  , რაც მნიშვნელოვანია მშობლებისთვის , აფასებს იმას, რასაც აფასებენ მშობლები მიუხედავად იმისა , რომ   ჯერ კიდევ არც ესმის და ვერც ხვდება . თუ კი მისი ჩვილობის პერიოდიდან მშობლებს მხოლოდ მოყავთ ისინი იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად იყოს ზიარებისას და თავად არ ეზიარებიან ,  ეს ყოველივე დასრულდება სრული იმედგაცრუებით და სიცარიელით .

სატანისტების შვილები .

ეს დამოკიდეულება საიდუმლოსადმი , ზიარებისადმიც მათ შორის , როგორც რაიმე თვითმოქმედი პროცესისა -  სიცრუეა და არაქრისტიანული . ჩვენ ვნათლავთ ბავშვებს იმიტომ,  რომ გვწამს , მათი მშობლების მორმწუნეობის და გვწამს იმისა, რომ მათი ბავშვებიც მაყურებელნი მშობლების ქრისტიანულ ენაზე საუბრისა, თავადაც დაეუფლებიან და ისაუბრებენ ამ ენაზე . ვინაიდან ოჯახი ეს პატარა ეკლესიაა , თუ ამ ეკლესიაში იზრდება ბავშვი,მაშ ჩვენ მას მივიჩნევთ დიდი ეკლესის წევრადაც .
მაგრამ თუ ოჯახი -  არ არის ეკლესია , თუ მშობლებისათვის სულ ერთია , თუ მშობლებს არაფერი სმენიათ ღმერთზე და არც სურთ რაიმეს მოსმენა ,  სახარება ხელში არ აუღიათ -  მაშ რატომ ნათლავენ ბავშვს?ისინი მას არანაირ ქრისტიანულ მაგალითს ვერ მისცემენ და შესაბამისად ბავშვიც მშობლებიდან ვერ  გაიგებს ვერაფერს ღმერთის შესახებ . თვით ბებიაც და ბაბუაც თუ შიგადაშიგ წელიწადში ორჯენ ამ სამჯერ  ჩუმად წაიყვანენ პატარებს ეკლესიაში და აზიარებენ ,  შემდეგ კვლავ ამ უღმერთო მშბლებს დაუბრუნებენ , შესაბამისად არც არანაირი სარგებელი არ იქნება . ზიარება - ეს ეკლესიის საიდუმლოა , და როდესაც ოჯახი - ეკლესიაა, მაშინ ყველანი უნდა ეზიარებოდნენ - სწორედ  ეს არის ურთიერთობა,კავშირი და ერთიანობა .
რამდენიმე წლის წინათ რუსეთში ერთმა ახალგაზრდა ოჯახმა მის პირველ შვილს ლუციფერი დაარქვა , ვინაიდან ისინი სატანისტები იყვნენ . ამ ისტორიას გაგრძელებაც აღმოაჩნდა : ბებიამ და ბაბუამ მოიპარეს ეს ბავშვი გარკვეული დროით, სანამ არ იყვნენ მშობლები სახლში და მონათლეს ვიაჩესლავის სახელით , ხოლო მეორე ბავშვს მშობლებმა დაარქვეს რა ვოლდემარი , მონათლეს ბებიამ და ბაბუამ ვლადიმერის სახელით .  და როდესაც ამ ახალგაზრდა სატანისტების ოჯახმა შეიტყო ამ ნათლობის შესახებ , ცოლმა და ქმარმა თქვეს ,  რომ ამ ნათლობის გამო ისინი აუცილებლად შეიტანენ სასამართლოში სარჩელს ეკლესიის წინააღმდეგ იმისათვის ,  რომ მათ საიდუმლო მშბლების ნებართვის გარეშე აღასრულეს . მე ვფიქრობ , რომ ისინი ამ შემთხვევაში სრულიად მართლები არიან .
გესმით ,  ეს ბებია ბაბუასთან ერთად ,  რომლებმაც სატანისტები გაზარდეს , გადაწყვიტეს მოეხსნათ თავიდან პასუხისმგებლობა ასეთი პრიმიტიული ნაბიჯით და დაებრუნებინათ სატანისტური ოჯახისთვის ნათელღებული შვილები . თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი კოშმარია ? ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მის თავს არ ეძახიან სატანისტებს , მაგრამ მათი ცხოვრება - დემონურია . ისინი ნათლავენ თავიანთ შვილებს ,  და ეს ბავშვები იზრდებიან სრულიად უსახურ სივრცეში სადაც გამეფებულია სიძლვილი, სიცრუე და სხვა მანკიერებანი . რაშია სხვაობა ?

გავხდე თუ არა ნათლია ?

გახდე ნათლია ძალიან საპასუხიმსგებლო ნაბიჯია  და სანამ ჯერ ადამიანი არ არის ახლოს ოჯახთან ,  სანამ არ არის იმაში დარწმუნებული  ,  რომ ოჯახი ეკლესიური და მორმწუნეა ,  მე არ ვურჩევდი ამ ნაბიჯს . უბრალო კარგი მეგობრული ურთიერთობები -  სრულიად არ არის საკმარისი ბავშვის მოსანათლად .
ბევრი ჩემს პოზიციას როგორც ზე-მკაცრს ისე მიიღებს ,  მაგრამ მე მიწევს ხშირად ნათლობაზე უარის თქმა . მე არ ვნათლავ ყველას მიყოლებით ვინც ჩემთან მოვა . თუ ადამიანები არ არიან მორმწუნენი ,  არ სურთ ეკლესიური ცხოვრება, მე არ აღვასრულებ ნათლობას .

თუ მღვდელი ნათლობის ლოცვებს ამოკლებს, ითვლება თუ არა საიდუმლო აღსრულებულად ?

ლოცვები , რომლებიც ნათლობისას იკითხება ,  კურთხევანში ( მღცდელმსახურის წიგნი, რომლიდანაც იკითხება სხვადასხვა მსახურების შესასრულებელი ლოცვები) არც ისე დიდიხნის წინ აღმოჩდნენ .როგორ აღასრულებდნენ მოციქულები ნათლობას ? საქმე მოციქულთას წიგნში აღწერილია ,  თუ როგორ ნათლავს მოციქული ფილიპე ეთიოპელ საჭურისს . ეთიოპელი საჭურისი უკვე საკმარისად მომზადებული იყო , მან იცოდა წმინდა წერილი .  მოციქულმა მას აუხსნა, ერთგვარი კატეხიზაცია ჩაუტარა ნათლობამდე და შემდეგ - ,  სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა" - და მორჩა . მთელი ნათლობა ამ სიტყვებში მდგომარეობს .
არსებობს ძვირადღირებული ქვა და არსებობს ჩარჩო , რომელშიც ეს ქვაა მოთავსებული .საიდუმლო ეს ძვირადღირებული ქვაა , ხოლო სხვა დანარჩენი ყოველივე რაშიც ეს ქვაა გახვეული ან ჩადებული : ლოცვები ,  რიტუალი ,  სვლა წრეზე ,  წყლის კურთხევა და ა.შ მხოლოდ ჩარჩოა . საიდუმლოს ნამდვილობა განისაზღვრევა არა იმით ,  რომ იქ ვიღაცამ ერთი ან ორი ლოცვა წაიკითხა ,  არამედ იმით თუ რამდენად იყო თავად ეს ადამიანი მომზადებული ნათლობისათვის . თუ ადამიანი რწმენის გარეშე ინათლება ,  მაშინ თუ გინდა ყველა ლოცვა  ათ გზის იქნას წაკითხული ,  მაინც უსარგებლო იქნება .

რაში მდგომარეობს მყოფობის სისრულე  ადამიანში ?

მყოფობის სისრულე ადამიანში იმაში მდგომარეობს , რომ მას ესმის , როგორც გონიერ არსებას, რომ არ შეუძლია ღმერთის გარეშე ცხოვრება. მე ერთმა ქართველმა მღვდელმა მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა ერთ-ერთი ჟურნალისტი მის უწმინდესობასთან ილია 2- ესთან  ინტერვიუს ასაღებად . ის  ძალიან საოცარი ადამიანია ( იგულისხმება პატრიარქი)ძალიან ღია და ხელმისაწვდომი და უცებ ეს ჟურნალისტი მას ეუბნება ,, დამიმტკიცეთ მე, რომ ღმერთი არსებობსო „  . წარმოგიდგენიათ ?
პატრიარქი წამიერად დადუმდა , თავი ქვევით ჩაღუნა   როგორც ის ჩვეულებრივ ჯდომისას შვება ხოლმე.   უცებ ცოტახანში ასწია რა თავი, მოკრძალებულად უპასუხა :,, მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია „ და მორჩა .
აბბა დოროთეს ერთგან უწერია , რომ არის  ღვთის შიშის სამი საფეხური : პირველი საფეხური -  მონისა , როდესაც ადამიანი იწყებს ღვთისათვის შრომას მარადიული სატანჯველის შიშით ,  მეორე საფეხური -  დაქირავებული მუშაკის საფეხურია , როდესაც ადამიანი იწყებს ამ გზით სვლას მომავალი სიკეთეების საფასურად  და მესამე საფეხური -  ძეობის საფეხური -  როდესაც ადამიანი არც ჯოჯოხეთის შიშისათვის და არც სამოთხის მისაგებელისათვის შრომობს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მას უყვარს ღმერთი .აი ეს კი არის მყოფობის სისრულე .

რა არის ღვთისშემეცნება და როგორ აღესრულება ის ?

ასე რომ ვთქვათ ,  ადამიანური სიყვარული შემეცნების მეშვეობით აღესრულება . მეტნაკლები სისრულით ეს ვლინდება ცოლქმრის ხორციელ ურთიერთობაში ( შეკავშირებაში) რასაც ჩვენ აგრეთვე შეცნობას ( შემეცნებას) ვეძახით . მაგ :  ,,და შეიცნო ადამმა ევა და ეყოლათ მათ ვაჟი „ .  შეცნობა ეს ურთიერთშეღწევის სისრულე ( ურთიერთზიარება მ.მ). როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევიცნობთ, ერთის მხრივ გავმსჭვალავთ კიდევაც  ერთმანეთის სულს ერთურთით .
ღმერთთან შეერთება პირველ რიგში ზიარების საიდუმლოში , გვაძლევს საშუალებას შევიცნოთ ღმერთი  ,  ზეციური სასუფეველი , ჩვენი სულის წინ გასაოცარი რამეები იხსნება . პავლე მოციქული ამბობს : მე შევიცნობ ღმერთს იმდენად, რამდენადაც თავად ვარ შეცნობილი . ღმერთმა ყოველი ჩვენთაგანი იცის ბოლომდე , ის გვმსშჭვალავს ჩვენ მისი აღთქმულ სიყვარულით - ეს კი ცოდნაა , და ის ეძებს ჩვენგან პასუხს  , პასუხს მისი შეცნობისას, რომელიც გამშჭვალული იქნება მსგავსი სულისკვეთებით, როგორიც უფალს აქვს ჩვენდამო . ღვთისშემეცნება ეს არის გზა ღვთის შეცნობის სურვილისა .



თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა .

четверг, 13 апреля 2017 г.

გოლგოთა, სიკვდილი და აღდგომა .

-ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში ჯვარცმის ტკივილი და აღდგომის სიხარული განუყოფელად მყოფობს და ეს ორი გრძნობა ერთგვარი ფონია მისი ცხოვრების.. თუმცა ეს ტკივილიც დროებითია,რადგან იგია დასაბამი აღდგომისა , ამ ტკივილში განიცდება რწმენა, იმედი და სიხარული, მადლიერება და სინანული რაც ყველაზე მეტად აახლოვებს ადამიანს აღმდგარ ქრისტესთან! გისურვებთ ყველა თქვენთაგანს ვისთვისაც ეს უმთავრესია ცხოვრებაში, განგეცადოთ და მიახლებულიყავით აღმდგარ ქრისტეს-  მ .მ



სიკვდილი ...

    არ ვიცი , შესაძლოა ზამთარი მოქმედებს ჩემზე ასე ,  თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად მეძალება სიკვდილზე ფიქრი .  ვფიქრობ შიშისა და შეძრწუნების გარეშე ,  მაგრამ ამ სიტყვის უღრმესი განცდით და გაანალიზებით .
ვინაიდან მხოლოდ ორ გზას მიყავს ადამიანი დადებითი რელიგური დამოკიდებულებისაკენ ცხოვრების მიმართ .
პირველი- გზა  უმაღლესი (ზესავსე) სიხარულისა
მეორე -  გზა სიკვდილისა .
პირველი გზით მცირედნი მიდიან. ამ  ადამიანებს სულიერი  ჰარმონია  დაბადებიდან აქვთ მიცემული . მათ არ იციან,  სიკვდილის საშინელება , რადგან ეს საშინელება  უკვე დაამარცხხებულია მათ გულში მსუფევი  ჰარმონიისაგან. მაგალითისთვის შეიძლება პუშკინი გავიხსენოთ
უმრავლესობა ტოლსტოისა და დოსტოევსკის გზით მიდიან ამ გზაზე. პირად ,,ოსანასთან" მოდიან არა მხოლოდ ,,ეჭვებითა და მერყეობით " არამედ ასევე აუტანელი , სიკვდილის მტანჯველი შიშით .
 რათქმაუნდა , ამ გზით მავალთა უმრავლესობა ბოლომდე ვერ გადის სარბიელს ,  ვერ გამოდიან აქედან როგორც ტოლსტოი და დოსტოევსკი ,   ნათელი და სულის მხრიარული მდგომარეობით , არამედ შუაგზაში იჭედებიან და რჩებიან, იმიტომ, რომ ,, უდროობა", იმიტომ , რომ ,,შვილებს უნდა ასწავლონ გიმნაზიაში“, იმიტომ, რომ ,,უსიამოვნებათა მთელი კასკადი“ და ა.შ..
მაგრამ ის ვინც ბოლომდე აღწევს, აუცილებლად ,,იმარჯვებს „ სიკვდილზე .
აი, ამიტომ არ უნდა განაგდოს ადამიანმა სიკდილზე ფიქრი  , როგორც ავადმყოფური და ერთგვარად ,,პირქუში მდგომარეობა" . ის უშიშრად უნდა ზრახვიდეს სიცოცხლის ბოლომდე . ვინაიდან თუ ის ვერ გაიმარჯვებს ამ სიტყვაზე ,  იგი მისი სულიერი ცხოვრების განმავლობაში ვერასოდეს ვერ დადგება მყარ და მტკიცე საფუძველზე .
აზრი სიკვდილზე და მის უაზრობაზე ( უშინაარსობაზე) ბავშვებს ხშირად ძალიან ადრე მოსდით ხოლმე  . ეს პირადი გამოცდილებით ვიცი . ( უშუალოდ  მეც ჯერ კიდევ სიყრმის ასაკში , არაერთხელ მიფიქრია სიკვდილზე, როგორც საშიშსა და გარდაუვალ მოვლენაზე. წარმომიდგენია როგორ ვხუჭავ თვალებს და ადამიანები მიყურებენ და სულ მაინტერესებდა რას ვიგრძნობდი ამ დროს მე ,  რამდენად შევძლებდი იმ ადამიანების ხმის გაგონებას ვინც ჩემზე იტირებდნენ . მ.მ) .
მე სიკვდილზე პირველად შვიდი წლის ასაკში დავფიქრდი . და პირდაპირ უნდა ითქვას , რომ  მძლავრი ჩემი იმდროინდელი განცდებიდან პირველი  ეს განცდა იყო ყველაზე მეტად დაძაბული   , ხოლო განცდები მე ბევრი მქონდა.. იყო პერიოდები ,  როდესაც სხვაზე არაფერზე შემეძლო ფიქრი .
ეს ასე მოხდა :
ბაღში მარტო ვთამაშობდი , ტოტებისაგან და ბალახებისაგან  პატარა ქოხი გავაკეთე  და წარმოვიდგინე , რომ დაუსახლებელ -უკაცრიელ კუნძულზე ვიყავი  და თავი კარგად ვიგრძენი  . ჩემს მიერ მოგლეჯილი ბალახები სურნელებას გამოცემდნენ , თითოეულ მათგანში მზე კაშკაშებდა , გარშემო ყველაფერი ლივლივებდა , მოძრაობდა და მელოდიას გამოსცემდა .
და გავიფიქრე  :  დიდები რატომ არ თამაშობენ ,,უკაცრიელ კუნძულობანას" ? მათ რატომ ურჩევნიათ უფრო მეტად იჯდნენ დიდ ოთახებში ,  მოწიონ სიგარეტი და ისაუბრონ , ისაუბრონ და ისაუბრონ დაუსრულებლად სხვადასხვა თემებზე ?
,,როდესაც მე გავიზრდები, -  ვფიქრობდი მე ,  - ვიცხობვრებ როგორც პატარა . და ამგვარად მუდამ  ვიცხოვრებ . დიდები ასე არ ცხოვრობენ, მე კი -  ვიცხოვრებ ".
და მე ცრემლებამდე სიხარული მომგვარა იმის ფიქრმა, რომ ,,ყოველივე ასე იქნებოდა მუდამ". და მექნება მე პატარა ქოხი , და ბალახიც ამგვარად იკეთილსურნელებს , მზეც იკაშკაშებს , ჩიტები იჭიკჭიკებენ და ფუტკრები იბზუილებენ ბალახებზე .
,,არა, მუდამ ასე ვერ იქნება" - გავიფიქრე მე
და მოულოდნელად ვიგრძენი მკერდის შგნიდან ჩემში აუტანელი სიცივე და სიმძმე .
,,სამუდამოდ ? ეს ხომ დასრულდება . რადგან სიცოცხლე დასრულდება .. ესეიგი  არა სამუდამოდ“.
ეეჰ მე ეხლაც არ შემიძლია ცრემლების გარეშე გავიხსენო , უცებ ყველაფერი როგორ შემებრალა , ქოხი , ბალახები ,  მზე და ცა . არა, მე არ უნდა მოვკვდე, ხოლო ეს ყოველივე კი გაქრება  და არასოდეს, არარასოდეს იქნებიან ისინი .  როგორ გაოცდებოდნენ ,,უფროსები" მათ რომ ჩემს ქოხში შემოეჭყიტათ. რადგან მე მთელი ძალით ვიხუტებდი მოგლეჯი ბალახებს , ვკოცნიდი მათ როგორც გარდაცვალებულთ და გონებისდაკარგვამდე ვტიროდი .
მთელი ზაფხულის განმავლობაში რაც არ უნდა მეკეთებინა და მესაუბრა , ვფიქრობდი მხოლოდ ერთზე : ,, ეს ყოველივე დასრულდება, ეს მუდამ არ გაგრძელდება" .
რას შეეძლო მაშინ ჩემი ნუგეშსცემა ?  მხოლოდ ერთადერთ სიტყვას - უკვდავებას და მარადიულობას.
მაგრამ მე მაშინ, ჯერ კიდევ არ შემეძლო ამ სიტყვების წარმოთქმა მისი სრული გააზრებით.
ერთიღა დამრჩენოდა - მიმემართა ბებიისათვის , მაგრამ როგორ ვკითხო მას ამის შესახებ? - ვფიქრობდი მე . მრცხვენოდა ჩემი ,,საიდუმლოს" გამხელა . ბოლოს  მოვიკრიბე ძალა, მივუცუცქდი მას და შორიდან დავიწყე :
-         ბებია , მე  ბაღში მინდორზე პატარა ქოხი ავაშენე .
-         იცი, რომ შეიძლება გაცივდე?ვინაიდან ნამიანია ბალახი .
-         ბებია მე ქოხის შიგნით ხის ტოტები  დავაგე .  ის უკვე სრულიად გამხმარიყო. ისე რატომ გახმა?
-         მოწყვეტის შედეგად გახმა .
-         ცოდოა ბებია.
და მე ვიგრძენი ჩემი ფარული გრძნობებისაგან ცრემლი იწყებს  დენას თვალებიდან . ბებია ყურადღებით მიმზერს და მეუბნება.
-         უკვე ძილის დროა, დაღამდა .
-         ბებია ჩვენც მოვკვდებით არა?
-         კი მოვკვდებით ....
-         მამაც მოკვდება?
-         რათქმაუნდა .
-         მეეტლეც ?
-         კი, მეეტლეც..
-         შეენც ბებია?
-         და მეც მოვკვდები და დამასაფლავებენ . მოხვალ ხოლმე ჩემს საფლავზე?
-         მოვალ , ჩურჩულით წავილუღლუღე და უფრო და უფრო მეტად ვეხუტებოდი ბებიას და მდუღარე ცრემლი მდიოდია .
     ბებია შეშინდა და ჩემი დამშვიდება დაიწყო , მეუბნებოდა , რომ ის ,,ხუმრობდა“  , მაგრამ მე უკვე ვიცოდი , რომ ,,ყველა მოკვდებოდა“ .
ეს იყო ჩემი სულის პირველი ჭრილობა , რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მომიშუშდა. თუმცა რამოდენიმე წლის გასვლსი შემდეგ კვლავაც მახსენებდა თავს , ამა თუ იმ ფორმით , ამათუ იმ ძალით , მოგონება სიკვდილის შესახებ, რომელიც  წარმოიშვება ხოლმე ბავშვის სულში . და ეს სულაც არარის ცუდი, დაე იტირონ , ვინაიდან ოდესღაც ისინი გაიხარებენ .
სიკვდილი ისეთი ფაქტია ,  იმან კი არ უნდა გაგაკვირვოს ,  რომ ადამიანები  ,,ხანდახან" ფიქრობენ ამაზე , არამედ იმან , რომ ძალიან ცოტას ფიქრობენ მასზე .  როგორც სიტუაცია გვანახებს ,  ან უნდა გაიმარჯვო მასზე უკვდავების რწმენით ,  ან არასოდეს გაიღიმო და გაიცინო ცხოვრებაში ,  მხოლოდ დაჯდე და დაელოდო საშინელ აღსასრულს .
,,მაგრამ ჩვენ არაგვიშავს  , ეს ჯერ შორს არის , ჩვენ ხომ ჯერ  კიდევ მთელი  50 წლის ცხოვრება წინ გვაქვს“  გაიფიქრებენ მავანნი !
ხანდახან ეუბნებიან ადამიანს  ,,ჩვენ ყველანი მოვკვებით“ და ,,თქვენც მოკვდებით „ ,მაგრამ მას გონია რომ ეს მასთან არანაირ კავშირში არ არის .
არა კავშირშია, უფალთანაც და ყველა დანარჩენთანაც .
აღსასრული  , რის შემდგომაც არაფერი არსებობს , ყოველივეს უაზროს ხდის რაც მანამდე იყო ( არსებობდა) . და თუ თქვენ არა გონებით ,  არამედ მთელი თქვენი არსებით გრძნობთ , რომ რასაც ცხოვრება ქვია - არ არის საზრისს მოკლებული ,  მაშინ თქვენ უნდა იგრძნოთ ასევე შემდეგი : არავითარი დასასრული არ არსებობს , არსებობს ახალი მყოფობა ახალ ფორმებში .
მარადიულობა -  აი სასიხარულო , დიდებული სიტყვა , რომელსაც ძალუძს ადამიანის სულის დამშვიდება .

გოლგოთა :

   ქრისტეს თვალებში წუხილი იყო , მაგრამ მათში მწვანე გალილეა ირეკლებოდა . წუხილი და ,,მწვანე გალილეა“  შეერთდნენ მასში არა მონაცვლეობითი თანმიმდევრობით , არამედ გარკვეული ერთობით ; ჩვენს ფსიქიკაში - ეს არის რეზულტატი ჩვენი უუნარობისა მუდამ ვიყოთ შინაგან კონცენტრირებასა  და მზადყოფნაში .  ( წმ თეოფანე დაყუდებული ბრძანებს :  ქრისტიანი მუდამ მოჭიმული მშვილდივით უნდ აიყოს, არ უნდა მოეშვასო. მ . მ ) .

მწუხარებისა და სიხარულის ერთობა ქრისტიანობაში , პირიქით არის ნიშანი უმაღლესი აბსოლუტური ძალისა . აპოკროფული გადმოცემის  მიხედვით მოციქული პეტრე ,, მოტირალთან ტიროდა და მოხარულთან მხიარულობდა " . და ეს არა იმიტომ , რომ ის ან ტიროდა ან იცინოდა , არამედ იმიტომ რომ მის რელიგიურ ცნობიერებაში ცრემლსაც და სიხარულსაც მუდამ შეეძლო ეპოვნა ცოცხალი გამოხმაურება . ვინაიდან ცრემლიცა და სიხარულიც მისი გოლგოთისეულ  ქრისტიანობაში განუყოფელი ერთობით  მყოფობდნენ . ქრისტეს სწავლებაში მცნებები გარვეული ურთიერთსაპირისპირო მოწოდებებით ხასიათდება . ერთის მხრივ  ,, აირღე ჯვარი შენი " და მეორეს მხრივ  ,,მარადის გიხაროდენ " , მაგრამ გოლგოთა ცოცხალი აღსრულებაა მთელი ქრისტიანობისა ერთ აქტში . ეს ერთგვარი სინთეზია მთელი ქრისტიანობისა .  ამიტომ გოლგოთის  ჯვარი თავის თავში აერთიანებს იმდროინდელი გაგებით სამარცხვინო ტანჯვა-წამების იარაღებს  , რომლითაც მაცხოვარმა სამყაროში გაუგონარი გამარჯვება აღასრულა ,,სიკვდილსა და ცოდვაზე " . და ამგვარად გააერთიანა ერთის მხრივ დიდი მწუხარება ჯვარცმული ღმერთისა და უდიდესი სიხარული და გამარჯვება მისივე მკვდრეთით აღდგომისა . ჯვარზე გაკრული იყო ღმერთკაცი ,მაგრამ სამყარო ძლეული იყო . მართალი შერცხვენილი იყო ამგვარი სიკვდილით , მაგრამ კაცობრიობა გამოსყიდული . აი რატომ არ უნდა ქონდეს ადგილი მწუხარებას და ისტერიულ მოთქმას ქრისტეს  ჯვარცმის ქვეშ .
მე ვამტკიცებ , რომ ლოგიკური დასკვნა მთელი ჩვენი ცხოვრებიდან - ან სისულელე და უაზრობაა ,  ან გოლგოთის რწმენა და იმ განსაკუთრებული ფსიქოლოგიის მიღება ,  რომელიც იძლევა ძალას ერთ ცხოვრებისეულ ჯაჭვში ცრემლისა და სიხარულის შეერთებისა . მესამე გამოსავალი რომლისაკენაც მრავალნი მიემართებიან , - არა გამოსავალია ,  არამედ უგუნური სიზმარი ,  რომელიც ცოცხალ ადამიანებს მოძავ მარიონეტებად აქცევს . არ ვეძლევი რთულ განსჯას იმის შესახებ, თუ რა არის ,,ტანჯვა"  , არამედ  ვიღებ რა  მას როგორც უბრალო ფაქტს  , მე ვგრძნობ , რომ თუ შესაძლებელია შევეწინააღმდეგო და არ განვიცადო პირადი ტანჯვა ,  მაშინ ზოგადად  ადამიანური ფსიქოლოგიის მიხედვით შეუძლებელია გაქცევა თანაგრძნობისაგან   და თანალმობისაგან მაშინ, როდესაც სხვები ( ახლობლები) იტანჯებიან . შესაძლებელია დახუჭო თვალები და ცხოვრება დახუჭობანის თამაშად აქციო ,  მაგრამ თუ გულწრფელობა ,პატიოსნება და სიმამაცე გაგაჩნია ,  რომ თვალებში ცახედო სამყაროსეულ მწუხარებას, ტანჯვას და განსაცდელებს ,  ასევე წარმოიდგინო მთელი სინამდვილით ის ,  რაც ყოველწამიერად ხდება ჩვენს მიწაზე , არ შეიძლება ,,ნორმალურ" ადამიანად დარჩე . მხოლოდ 1 საათის განმავლობაში დედამიწაზე ათასობით ადამიანებს კლავენ ( თავად ადამიანები)  ,  ძალმომრეობენ ბავშვებზე , ამახინჯებენ ადამიანების სულებს .  და თუკი თქვენ  თქვენივე წარმოსახვის ძალით დასხდებით თქვენსავე პატარა ოთახებში  და წარმოიდგენთ მკვლელობის , ძალადობის და ყველა სხვა საშინელებათა რეალიების სცენას  როგორც თქვენს თვალტა წინაშე მომხდართ , თქვენ მიღებული განცდებისაგან და ემოციებისაგან ჭკუიდან შეიშლებით .  ან  უბრალოდ იტვირთავთ ჯვარს  ,  ახვალთ გოლგოთაზე და მას ქრისტეს ჯვრის გვერდით ჩაასობთ და გახდებით მისი თანამონაწილე  იმის განცდით, რომ მონაწილეობთ დიდებულ მოვლენაში ,  რომელიც ადამიანურ სიკვდილს და მის აღდგომას აერთიანებს .
 მე არ ვიჩემებ  ,  მხოლოდ ხაზს ვუსვამ იმას ,  რომ გოლგოთის რწმენა  საჭიროა ,  სხვა შემთხვევაში კაცობრიობა უაზრობად გადაიქცევა . უარყოფთ გოლგოთას ? -  მაშინ ან იმ უგუნურებად გადაიქცევით , რომლებიც ვერაფერს ხედავენ , ვერაფერს გრძნობენ  , არაფერი არ სტკივათ და აწუხებთ მსგავსად უსულო მანეკენებისა და უპიროვნო ნახევრადადამიანებისა , ან გააღეთ თქვენი პატარა ოთახის კარები სადაც კაცობრიობის კვნესისა და მოთქმის  გასაგონად   , ხოლო თქვენ გონებაცდომილნი გაიქეცით სამყაროს მეორე კუთხეში . მიიღეთ გოლგოთა  - და დაე ნუ მიეცემით გლოვას  და თავის ისტერიულ რტყმას გოლგოთის ჯვარზე , არამედ ირწმუნეთ მთელი თქვენი არსებით  , რომ სიკვდილი უკვე ძლეულია , რომ სამყარომ მიიღო ძალები თავისი გადარჩენისათვის ,  -  და საჭიროა  მხოლოდ  ამ ძალების გამოვლინება . და მაშინ ნუ გაგიჟდებით , არამედ სერიოზულობით ,  ღრმა სიხარულით სადაც ცრემლი და სიხარული საოცრად შეერთდნენ  - მიეახლეთ სიცოცხლეს , თქვენი ცხოვრებისეული ღვაწლის აღსასრულებლად . თუკი თქვენ ნამდვილად ირწმუნებთ გოლგოთას - სხვათა ტანჯვისა და განსაცდელის დანახვისას თქვენ სასოწარკვეთილნი არ შემოირტყავთ თავზე ხელებს და არც საკუთარი წარუმატებლობები და პრობლემები არ მოგეჩვენებათ ,,მოწამეობად "  , არამედ თქვენ შეძლებთ ღრმა თანაგრძნობას ტანჯულთადმი  და იმავ დროს შეაკავშრებთ  რა ამ წამს მარადისობასთან , კერძოს -  საერთოსთან , ინდივიდუალურს ზოგადსაკაცობრიოსთან  ,  მიწიერს - კოსმიურთან და სიკვდილს - აღდგომასთან ,  თქვენ აღმოაჩენთ თქვენში ღვთაებრივ ენერგიებს იმისათვის ,  რომ არ დაეცეთ ამ უზზარმაზარი სამყაროს მწუხარებების ქვეშ  , არამედ პირიქით , თქვენ შეძლებთ ამ ბრძოლაში  მათთან ერთად გამარჯვების მოპოვებას.
  რწმენა გოლგოთისა გაგებული  არა როგორც სასჯელი ,  არამედ როგორც გამარჯვება ყველაზე საშინელ ,,სამყაროსეულ სასჯელზე" , სიკვდილზე -   ადამიანს უვნებოს ხდის ხორცის სიამოვნებაზე   მონური მიჯაჭვულობისაგან განთავისუფლებით , ხოლო გულგრილს ყველა პირადი წარუმატებლობისადმი ,  ძლიერს და შეუპოვარს სამყაროსეულ ბოროტებასთან ბრძოლაში  ,  ყველა მის უსაზღვრო გამოვლინებებში .
 ჯვარი -  სიმბოლოა არა სამგლოვიარო და ტანჯვის რელიგიისა, არამედ გამარჯვებისა და აღდგომის რელიგიის , მან შეაერთა ,, დაბნელებული ცის" მწუხარება და ,,მწვანე გალილეის" სიხარული .



ავტორი :  დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .
მთარგმნელი :  მიქაელ მთაწმინდელი . 


воскресенье, 26 марта 2017 г.

რელიგიის სახელით თავისუფლებისაგან გაქცევა .

 გასული წლის 40- იან წლებში ერიხ ფრომმა  დაწერა წიგნი  შემდეგი სახელწოდებით : ,,თავისუფლებიდან გაქცევა“ – ეს კვლევა ეძღვნება ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა სოციალურ გარემოში გამოვლენას.  სადაც იგი წერს შემდეგს : ,,თავისუფლებას თან ახლავს მარტოობა, უმწეობა და გარიყულობა. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს თავისუფლებაზე და იხშობენ ინდივიდუალიზმს. “ სხვაგან კი ამბობს ,, ერიხ ფრომის აზრით, თავისუფლებისგან გაქცევის გზა ბევრისთვის სრული მორჩილება და დაქვემდებარებაა რომელიმე ბელადისადმი, ლიდერისადმი. "ერთნი მიაგორებენ სამყაროს, მეორენი გვერდით მისდევენ და ეკითხებიან: "საით მიგორავს სამყარო? ბევრისთვის თავისუფლებაზე უფრო ადვილი, შემგუებლობაა. ასეთი ადამიანებისთვის გაცილებით ადვილია იჯდეს "კომფორტის ზონაში" და თავისი ქმედების თუ უმოქმედობის პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს, იწუწუნოს შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ არ ეძებოს თავის დაძვრენის გზები. ადვილია იყო "არაფერი", ვიდრე იყო თავისუფალი. თუ გვინდა გავექცეთ შეცდომებს, კრიტიკას, გაკიცხვას, მაშინ დავხუჭოთ თვალები, არაფერი ვთქვათ, არაფერი გავიგონოთ და საერთოდ, ვიყოთ "არაფერი". ამერიკელმა მოაზროვნემ, ბრაიან ტრეისმა თქვა: "გადით კომფორტის ზონიდან. თქვენ მხოლოდ მაშინ იგრძნობთ თავს სრულფასოვნად, და თუ ამ ყველაფერს სიძნელეები და დისკომფორტი მოყვა, იცოდეთ, თავისუფლება ამად ღირდა."
მოვიშველიებ ისევ ფრომის მოსაზრებას. მისი აზრით, თავისუფლების დაკარგვას, თან მოსდევს საკუთარი "მე"-ს დაკარგვა, მასისადმი მიმსგავსება, ფსევდო-აზროვნება, ფსევდო-სურვილები..
მინდა ზიგმუნდ ფროიდის ერთ საინტერესო ციტატასაც მოვუხმო : ,, "ხალხის დიდ ნაწილს არ სურს თავისუფლება, რადგან ის თავის თავში მოიცავს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა კი ბევრისთვის საშიშია“.
ფრომმა მისი ამ ნაშრომით დაგვანახა, რომ გაქცევა თავისუფლებიდან ეს საერთო საკაცობრიო ვნება და თვისებაა, ეს არის შიში თავისუფლებისა და მარტოობისა. ხლო პაროკსიზმის (კრუნჩხვის) მდგომარეობით შეშინებული მზად არის ჩამოეკიდოს და მოებღაუჭოს ნებისმიერ რამეს , რაც მას რამენაირად ამ შიშისგან გამოიყვანს.  ზოგადად, რომ ვთქვათ არა სრულიად სწრაფვა რაიმე ზეაღმატებულისაკენ და უმაღლესისაკენ ,  არამედ უბრალოდ ფსიქოლოგიური გაქცევის იმპულსის გამოვილინებაა. სამწუხაროდ  მე იძულებული ვარ დავამოწმო ის, რომ თანამედროვე (განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების) მართლმადიდებლურ სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანია ჩაბღაუჭებული რელიგიას, სახელდობრ შიშის გამო .
 ადამიანები მოდიან რელიგიაში (სარწმუნოებაში) განსხვავებული მოტივაციებით მოდიან . ( რასაც  ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ თან მოყვება საკუთარი სტერეოტიპული წარმოდგენები ღმერთზე, ხატზე, მღვდელზე და სხვა სულიერ თუ უსულო საგნებზე) . და ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მოტივები სრულიად გამორიცხავენ ქრისტიანულ სულს  და უფრო მეტად ისლამისტურ- ვაჰაბისტურ  სულს შეესაბამებიან . ისლამში ხომ ძალიან მკაფიოდ არის გამახვილებული ყურადღება სამართლიანობაზე და ეს იდეა დომინანტურია ამ რელიგიაში .  ისლამში ერთი მარტივი პრინციპია : მიზეზ შედეგობრიობა, რომლის მიხედვითაც რეგულირდება ადამიანის კონკრეტული საქციელის შესაბამისი კვაფილიკაციაც და სანქციაც .  მაგ : თუ კიშენ რაიმე შესცოდე -  მიიღებ სასჯელს , თუ სათნოებას (სიკეთეს) ჩაიდენ - მიიღებ ჯილდოს  .  ქრისტიანობაში ამგვარი სწორხაზოვანი დამოკიდებულება არ არსებობს .  ქრისტიანობაში მთავარია არა სამართლიანობა , არამედ ღვთის უსაზღვრო სიყვარული და მოწყალება და რა მოუხერხოს ამას ადამიანმა ვერ ხვდება, არ იცის . უფრო მეტად ახლობელი და ადვილად მისაღები  გარკვეული ნორმები და წესებია და რაც უფრო მკაცრნი იქნებიან  ისინი , მით მეტად მშვიდად იგრძნობენ თავს ამგვარი ცნბიერების მქონე ადამიანები  . ამგვარი რელიგია განაქარვებს ტვირთს თავისუფლებისას , ხოლო მომხრენი ( ადეპტები) მსგავსი  მონური ცნობიერებისა გაკვირვებაში მოდიან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ -მართლმადიდებლობაში  ( ქრისტიანობაში) არსებულ  თავისუფლებაზე, სიხარულზე და ბედნიერებაზე ...
დასასრულ კი მინდა , რომ ჩემი პირადი შეხედულება ამ საკითხზე  რამოდენიმე სიტყვაში გამოვსახო პატარა ფრაზის სახით ,, შეუძლებელია იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი და შენში სიყვარული თავისუფლებას არ სჭარბობდეს „..

ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი 





пятница, 10 марта 2017 г.

რწმენის სიხარული .

        როგორ დიდებულ და განუქარვებელ სიხარულს იძლევა რწმენა . ,, არა დაგიტევოთ თქვუენ ობლად, მოვიდე თქუენდა" ( იოან. 14,18) . და ჭეშმარიტად მოდის ყველა მორწმუნის გულში .  ჭეშმარიტად მორმწუნე ადამიანი არასოდეს გრძნობს თავს მარტოსულად ან მიტოვებულად .ეს მუდმივი განცდა ღვთის ჩვენდამი სიყვარულისა აღანთებს ჩვენს გულებში სიყვარულს  ქრისტეს ,  ადამიანების   და  სამყაროს მიმართ ,  როგორც ღვთის ქმნილებისადმი . მიწიერ ვნებას და ტანჯვას ჩვენ ვიღებთ და განვიცდით როგორც მაცხოვნებელ გოლგოთას , და ცხოვრება ჩვენთვის არა უწესრიგო მონაცვლეობაა სასიამოვნო და უსიამოვნო მოვლენებისა ,  არამედ ჯვრის გზა ,  რომლითაც ჩვენ ღვთის მარადიულ სამეფოსკენ მივდივართ . ჩვენ გულის თვალები მუდამ მარადისობისკენ გვაქვს მიპყრობილი და ამიტომ ყოველივე მიწიერი ჩვენთვის არ წარმოადგენს თავისთავად  ფასეულობას და ჩვენ მას ამაოებას ვეძახით .
        ეს ყოველივე კი ჩვენ თავისუფალს გვხდის . ვინაიდან ,  სადაც უფლის სულია- იქ არის თავისუფლებაც . და ჩვენი ყველაზე უმთავრესი რწმენა და გრძნობა  ქრისტეს აღდგომისა  ,  სრულიად მიუწვდომელია ურწმუნო ადამიანებისათვის .ეს შეიძლება შევადაროთ იმას, თუ რას გრძნობს სიკვდილმისჯილი ადამიანი მაშინ, როდესაც მოულოდნელად მიიღებს უწყებას შეწყალებაზე და გაანტავისუფლებენ  . მისთვის ახლებურად ანათებს მზე, ახლებურად იხილვება ცა , გულიც ახლებურად უძგერს მკერდში და ყოველივე გარშემომყოფს ახლებურად უმზერს . ,, სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას  " (1 იოან.5) ,  მაგრამ ჩვენ ვხარობთ და ვდღესასწაულობთ , რამეთუ ქრისტემ სძლია სოფელს ,,ნუ გეშინიათ , რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" ( იოან,16) . ცხოვრება -  ტკივილებით არის აღსავსე ,  მაგრამ ჩვენ მაინც ვხარობთ ,  რადგან აღდგა ქრისტე და ტკივილმაც დაკარგა მისი ძალმოსილება ჩვენზე .

  ყველაფერი კვდება , ყველაფერი ხრწნილებას ეძლევა , მაგრამ ჩვენ გვიხარის , რადგან სიკვდილი ძლეულია  და ამ მომავალი ხრწნილების მიღმა , სამყაროს მარადიული სიცოცხლე ეხსნება , ახალი ცა და ახალი ფერნაცვალი მიწა . აი რატომ : ,, .. გვლანძღავენ- ვლოცავთ , გვდევნიან - ვითმენთ , სახელს გვიტეხენ  -  ვეფერებით.." (1კო., 4, 12-13). აი რატომ მიდიოდნენ ქრისტიანი მოწამეები დაუჯერებელ და ხშირად გონებისათვის მიუწვდომელ მოწამეობაზე ,მოწამეთა გვირგვინი მათთვის  ბრწყინვალე და მარადიული გამარჯვების დღესასწაულად იქცა .  მხოლოდ ჩვენ ,  მორმწუნე ადამიანებმა ვუწყით რა არის ნამდვილი ბედნიერება . რადგან ჩვენს გულებში ცხოვრობს სიხარული ( იმედი მარადიულად ქრისტესთან თანამყოფობისა . მ.მ) - სიხარული იმ თავისუფლებისა ,  რომელიც ქრისტემ გვაჩუქა .

ავტორი : დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .
თარგმნა :  მიქაელ მთაწმინდელმა .

вторник, 17 января 2017 г.

საშინელი სამსჯავრო

     ჭეშმარიტად საშინელია საკითხი მარადიულ ტანჯვაზე  . მაგრამ უნდა აღინიშნოს , რომ მთელი სირთულე ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ დამახინჯებულ , გამიწიერებულ ცნობიერებასა და წარმოდგენაში იმალება . სიტყვა ,,ტანჯვაში" ჩვენ ვგულისხმობთ ხორციელ  ვნებას , რომელსაც ადამიანი ამ ცხოვრებაში განიცდის  . უნდა ითქვას , რომ  ,,მარადიული ტანჯვა" სრულიად სხვა რამ არის,  ვიდრე ეს უკანასკნელი . ეს არ არის სასჯელის გარეგანი სახე , არამედ იგი არის გარდაუვალი შედეგი სულის ცოდვილი მდგომარეობისა , რომელმაც საბოლოოდ შეიყვარა ბოროტება , მისით განიმსჭვალა და აირჩია ღვთის მიღმა მყოფობა  . ეს არ არის არც ფიზიკური ტკივილი და არც სულიერი ტანჯვა  ( იგივე მიწიერი გაგებით   მ.მ) , როგორც ჩვენ გვსმენია  , არამედ სრულიად სხვა მდგომარეობა , რომელიც მარადიულ სიკვდილად იწოდება . ეს მდგომარეობა იმიტომ კი არ დაუდგება ადამიანს, რომ უფალი არ მიუტევებს მას ცოდვებს , არამედ იმიტომ რომ თავად ადამიანები საკუთარი თავისუფალი ნებით ინებებებენ ღვთის გარეშე, მის მიღმა მყოფობას .
   ღმერთმა ყოველივე გააკეთა იმისათვის ,  რომ ადამიანებს შეძლებოდათ ცხონება .მან ყველა საშუალება მისცა ადამიანს ამის განსახორციელებლად , ვინაიდან მიუხედავად მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობისა, მას არ ძალუძს ადამიანის თავისუფალი ნების უგულებელყოფა თავისი  ნების უხეშ ჩარევით, მას არ ესათნოება ძალით გახადოს ადამიანი მისი ღვთაებრივი ბუნებსი თანაზიარი . გარდაცვალების შემდეგ ჩვენთვის უცნობი პროცესით მიმდინარეობს ადამიანის საბოლოო  თვითგამორკვევა ბოროტებისა და სიკეთისაკენ სწრაფვაში  , რომელიც გაგრძელდება  ,,საშინელ სამსჯავრომდე" -  ამიტომაც ეკლესიის ლოცვები ქმედითნი არიან გარდაცვლილთა მიმართ . ხოლო ,,საშინელი სამსჯავროს" შემდეგ ,  როდესაც ადამიანის სული   მოახდენს მისი ნების  საბოლოო განსაზღვრას  და მიიდრიკება  სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ , შედეგად ამ არჩევანისა იგი განისაზღვრავს ადგილს იყოს მარადიულად უფალთან თანაზიარებაში თუ მის მიღმა, რაც ნიშნავს ბოროტების არჩევას ,  ამგვარი არჩევანის ადამიანები კი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელ  და წარმოუდგენელად საშინელ მდგომაროებაში ,  მარადიულ სიკვდილში იქნებიან . ღმერთი ყოველივეში იქნება. მთელი ყოფიერება ღვთის უხრწნელ სუფევაში დაივანებს და ყოველივე უპირობო ჰარმონიაში მოვა ,  ხოლო ის რაც უფლის მიღმა იქნება   , იარსებებს  არა როგორც სიცოცხლის მყოფობა ,  არამედ ყოფიერების( სიცოცხლის)  უარყოფა . რაც ნიშნავს კიდეც მარადიულ სიკვდილს .




დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .

თარგმანი : მიქაელ მთაწმინდელი .

понедельник, 12 декабря 2016 г.

რას გვიკრძალავს მარლმადიდებლობა ?

აკრძალვების  მყუდრო  სისტემა .
ააგო აკრაძლვათა რაიმე სისტემა ადვილია  მისთვისაც ვინც მას ააშენებს და და მათთვისაც ვისთვისაც  აშენებენ . მაგრამ ეს მანკიერი დამოკიდებულებაა და არაფერი აქვს  საერთო  ქრისტიანობასთან .
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მართლმადიდებლობა არ არის აკრძალვათა სისტემის რელიგია ,  თუმცა ამის გააზრება მრავალ ადამიანს არ ძალუძს და მათ ცნობიერებაში ის მაინც ამგვარ სისტემად რჩება . ეს აკრძალვები მათში სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდასა და შეგრძნებას იწვევს . სწორედ ამის გამო იქმნება ცრუ შთაბეჭდილება იმისა, რომ  თითქოს მართლმადიდებლობა მხოლოდ აკრძალვებს ეფუძნება.
 მეორეს მხრივ  აკრძალვათა სისტემა ქრისტიანობისათვის სრულიად უცხო არ არის . უბრალოდ მას თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა არც  მთავარი .
პრიორიტეტები ქრისტიანულ მსოფხედველობაში -  რწმენა და სიყვარულია . და თუ ადამიანი მუდამ ამ პრიორიტეტებიდან გამოდის  ,  მას უყალიობდება გარკვეული სისტემა აკრძალვებისა, თუმცა სრულიად განსხვავებული სახით.
იური მიხაილოვიჩ ლოტმანს ერთი ასეთი გამოთქმა აქვს :  ,,კულტურა აკრძალვებისაგან იწყება " . ეს ნამდვილად ასეა ,  თუმცა იგი არ შენდება საზოგადოების სტაბილურობის პრიორიტეტულობაზე . კულტურა განვითარების პრიორიტეტზე და იდიალებისაკენ სწრაფვით  შენდება . ხოლო სწრაფვა ამ იდეალებისაკენ არ უარყოფს აკრძალვებს, თუმცა ეს სხვაგვარად გასააზრებელი და მისაღები აკრძალვებია .
პირქუში ( ბნელი)  მართლმადიდებლება   ?
ქრისტიანობის არსი  ქრისტიანული საზოგადოების ცხოვრებაში გამოიხატება არა ამა თუ იმ ორგანიზაციულ მეთოდებში , რომლებიც შეიძლება იყონ პოპულარულნი ან თვისობრივნი . ქრისტიანობაზე მსჯელობა ქრისტესა და მისი სახარების ( ახალი აღთქმის) მიხედვით ეგების . მეორე შემთხვევაში ,  წმინდანთა ცხოვრების მიხედვით  , რომელნიც თავიანთი ცხოვრებით ქრისტეში  განდიდნენ და მოგვცეს მაგალითი იმისა, თუ რა არის ნამდვილი ქრისტიანობა .
და თუ მათ დავაკვირდებით , ეს ადამიანები სრულიად თავისუფალნი არიან -  იმდენად, რამდენადაც ზოგადად ადამიანს ძალუძს იყოს თავისუფალი . აბსოლიტურად თავისუფალი მხოლოდ უფალია . (თუმცა განღმრთობის პროცესში ადამიანს ძალუძს ქრისტეს მადლით მარადიულად ეზიარებოდეს თავისუფლების აღმატებულ ხარისხს. მ.მ )
მე ვფიქრობ, რომ პირველქრისტიანთა პერიოდში პრობლემა პირქუში და ყოვლისუარმყოფელი ქრისტიანობისა არარსებობდა .
როდესაც ადამიანი ქრისტეს იძენს და აფასებს  ამ საჩუქარს , რომელიც უფლისაგან მიეცა რწმენის პასუხად ,  მას არ შეუძლია იყოს ბნელი და პირქუში .ამგვარადვე მისი სინანული ვერ იქნება პირქუში , ვინაიდან ეს უკლანასკნელი (სინანული. მ.მ) სასოებით არის განპირობებული .
ადამიანს შეუძლია იყოს პირქუში (ბნელი) ან მაშინ როდესაც ის სასოწარკვეთილებაშია და უბრალოდ არ სწამს  ცოდვების დაძლევის , ან მაშინ როდესაც ყოველივესაგან დაიღალა და მისი თავის წინაშე ეშინია ამის აღიარების . ან როდესაც იგი იმგვარი რამისკენ იხრება ,  რომელიც შეუთავსებელია მაცხოვნებელ გზასთან - ხოლო მას ეს ძალიან სურს , თუმცა აკრძალულია და აი ის განიცდის ამ შინაგან აკრძალვას ,  იტანჯება და ვერ ხვდება  იმას, რომ საკუთარი თავისადმი რაიმე არასასარგებლოს აკრძალვით და ზომიერი თვითშეზღუდვით  იგი  თავისთავში ნამდვილ და ახალ ცხოვრებას იძენს ( აღმოაჩენს) .
ამ  მსხვერპლის გაღება  შეუდარებელად უმნიშვნელოა  იმასთან შედარებით რასაც ადამიანი მისით იძენს  . თუ დასახული გვაქვს მიზანი ,  რისთვისაც მსხვერპლი შეიწირება ,  სიხარული და ამ მიზნის ნათელი მის სახეზე იქნება , თვით იმ  შემთხვევაშიც კი თუ მისი  ასრულება რთულად მიიღწევა . თუნდაც მძიმე იყოს ჩვენი ჯვარი ,  არაუშავს , ვინაიდან ადამიანი რაც უფრო მომთმენია საკუთარი ჯვრისტვირთვაში ,  იგი მეტად განათლებული და წმინდაა.
მთასვლელი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე :
სხვა საქმეა ,  როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში შესაძლოა იყოს მომენტები, როდესაც ჩვენ მწუხარებით ვიძლევით და განსაცდელებით განვიცდებით . ეს ყოველივე შესაძლოა გრძელდებოდეს არა წამები და წუთები , არამედ დიდი ხნის განმავლობაში . მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ცოხვრებისეული ნორმა და ასკეტიზმის ბეჭედი . ჩვენი ასკეტიზმი -  ნათელია ,  იგი არ არის ხელოვნურად სხივმფენი ,  არამედ მხურვალეა განსაკუთრებული სინათლით .
მახსენდება ჯერ კიდევ სემინარიაში ერთი ჩემი პედაგოგი -  მღვდელმონაზონი თეოდოსი. გარეგნულად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო , თუმცა როდესაც მას კორიდორის ბოლოში ვხედავდი ( მიუხედავად იმისა ,  რომ ის შემოსილი იყო როგორც ჩვეულებრივი მღვდელი არა კუნკულ-ბარტყულით , არამედ სკუფიით), ვხვდებოდი :  აი მონაზონი მოდის . არა იმიტომ, რომ მისი სახე განსაკუთრებული სიმახვილით ან პირიქით პირქუშობით გამოირჩეოდა ( თუმცა მე მისი პირქუში სახე არასოდეს მინახავს და მისი ღიმილიც ერტი ორჯერ მახსენდება)არამედ იმით  ,  მის სახეზე არეკლილი ნათლიდან ჩანდა .  იგრძნობოდა , რომ ადამიანი საკმაოდ მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა და აკრძალვებსაც ქონდათ ადგილი მის ცხოვრებაში , მაგრამ ეს არ არის მთავარი . აკრძალვები მისთვის საშუალება და საყრდენი ინსტრუმენტებს წარმოადგენდნენ , რომელთაც იგი მარჯვედ იყენებდა მიზნის ( უფალთან ცოცხალი ურთიერთობის. მ.მ ) მისაღწევად.
ისე როგორც მაგალითად მთასვლელი -  იგიც ამგვარად მძიმე აღჭურვილობით მიცოცავს ზევითკენ , თუმცა ეს აღჭურვილობა უზრუნველყოფს მის გზის სტაბილურობას და იმედს. ეს მისთვის მხოლოდ საშუალებაა , რომ მიზანს მიუახლოვდეს .
თავისუფლების ჩახშობა დაუშვებელია .
როგორც წესი ,  ჩვენ თავისუფლებაზე  ადამიანის უფლებებზე  თანამედროვე წარმოდგენების კონტექსტში ვსაუბრობთ - ანუ პოლიტიკურ ფორმატში .მაგრამ ამგვარი წარმოდგენა უმრავლეს შემთხვევაში ( არა სრულად, თუმცა მაინც) მოწყვეტილია იმ წარმოდგენებს ,  რომელიც სამყაროს ქრისტიანობამ მოუტანა .
რას ეფუძნება ქრისტიანული სწავლება ადამიანზე -  ქრისტიანულ ანთროპოლოგია?  იმას ,  რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად , აი როგორც ღირსი მამა იოანდე დამასკელი განმარტავს ,  რა განსხვავებაა ხატებასა და მსგავსებაში : « გამოთქმა ,,ხატად" გონიერს და თავისუფალი ნებით დასაჩუქრებულს , ხოლო გამოთქმა ,,მსგავსად" ნიშნავს სათნოებებით მიმსგავსებას ,  რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანის მიერ». ანუ გონება თანახმად ქრისტიანული ანთროპოლოგიისა  -  თავისუფლების აუცილებელი პირობაა .
თავისუფლება -  ეს არ არის მხოლოდ  საშუალება იმისათვის  , რომ გაერკვე მარადიულობაში , იგი  არამხოლოდ ღვთის ხატის თვისებაა ,რომელიც თვისობრივია ღვთისმგავსი ადამიანის ბუნებისათვის ,  არამედ ეს ფუნდამენტური მოცემულობა და უნარ თვისებაა პიროვნებისა , როგორც სხვა ყველა თვისების შემომკრები და განმაპირობებელი ღვთისმსგავსების საქმეში .მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს მიეახლოს უფალს და შეუერთდეს მას .მხოლოდ თავისუფლებით არის შესაძლებელი სულიერი და ზნეობრივი ფერიცვალება და მიმსგავსება ზეციერი მამისადმი .
თავისუფლება -  არსებითი თისებაა ადამიანის სულისა , რომელიც წმინდა თეოფანე დაყუდებულის თქმით : ,,  ღვთისაგან გამომავალი ძალაა ,რომელიც ცნობს უფალს ,  ეძებს მას და მხოლოდ მასში ჰპოვებს განსვენებას" შესაძლებელია ის ( თავისუფლება) წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით ,,  შეიძლება შეასუსტო გარკვეულ დონემდე  ,  შესაძლოა მრუდედ განმარტო მისი საჭიროვება ,  მაგრამ მისი სრულად ჩახშობა დაუშვებელია"  და შემდეგ იგი განაგრძობს : ,ადამიანი მუდამ თავისუფალია .  თავისუფლება მას მიცემული აქვს თვითშეგნებასთან ერთად და ამ უკანასკნელთან ერთად იგი შეადგენს სულის არსებას და ადმიანურ ნორმას. ჩააქრეთ ადამიანში თვითშეგნება და თავისუფლება ,  და ამით თქვენ მის სულს დააბნელებთ , რისი ძალითაც  ადამიანი არაადამიანად გადაიქცევა"
აი  ნამდვილი მართლმადიდებლობა . სხვა ყოველივე კი ადამიანური გამოგონებებია!...

დეკანოზი:  იგორ პრეკუპი . ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  (მოსკოვის საპატრიარქო ) მღვდელმსახური .

თარგმანი :  მიქაელ მთაწმინდელი .

среда, 7 декабря 2016 г.

ერთადერთი მიზეზი,რის გამოც შეიძლება დაოჯახდე !

    სტატია ეხება და მომოიხილავს ისეთ აქტუალურ საკითხს როგორ ორი ადამიანის ერთად ცხოვრება , ანუ ოჯახის შექმნაა . იგი ძალიან მკაფიოდ სვავს იმგვარ კი -
თხვებს , რომლებიც უნდა დაისვას თითოეულმა ადამიანმა ოჯახის შექმნის წინარე პერიოდში , და ასევე სტატია გვთავაზობს ამ კითხვების შესაბამის რამოდენიმე პასუხს .
   დავიწყოთ უაყოფითი მხრიდან : რა მიზეზით არის კატეგორიულად დაუშვებელი ოჯახის შექმნა ? ( გათხოვება ან ცოლის შერთვა) ? არ ღირს ქორწინება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მას უნდა , ან უბრალოდ გეცოდება და სხვა მსგავსი გარემოებების გამო . მოკლედ ძირფასო შვილებო ვიცი ,  რომ იდიოტები არ ხართ და თქვენც კარგად ხედავთ თუ რატომ არ ღირს ...
     ხორციელი ლტოლვა -  მე ვიცი უამრავი წყვილი , არა ერთი და ორი , რომლებიც დაქორწინდნენ იმიტომ, რომ სურდათ ერთმანეთთან ქონოდათ სქესობრივი ურთიერთობა , ხოლო ქორწინებამდე ამის საშუალებას მათი რელიგური შეხედულებები არ აძლევდნენ , სხვა შემთხვევაში კი ან მშობლების ან ტრადიციული კულტის გამო აწყდებოდნენ დაბრკოლებას . ასეთი წყვილები ან შორდებოდნენ , ან ასე რომ ვთქვათ ,, ცხოვრობდნენ უბედურად " , იმიტომ , რომ მხოლოდ ხორციელი ურთიერთობა მოსაბეზრებელია და არ არის საკმარისი ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის . მითუმეტეს თუ ის უბრალო და ერთფეროვანია როგორც სადილი , უფრო ადრეც კი არის მისი მობეზრება შესაძლებელი , თუ გსურთ ,  რომ ადამიანს თქვენი მთელი ცხოვრება დაუკავშიროთ , ამისათვის საჭიროა უფრო სერიოზული მიზეზის არსებობა ( ვიდრე მხოლოდ ლეგალური სქესობრივი კავშირის სურვილი მ.მ).
    არსებული შინაგანი გარემოებები - ასაკი ,  გარშემომყოფთა ზეწოლა , მოძღვრის რჩევა , მშობლების ნება , მოვლენების წარმატებული და თანმიმდევრული წყობა ,  ე.წ ,,ნიშანი ღვთისაგან" და სხვა მისთანანი არ არის საკმარისი ქორწინებისათვი ,  ვინაიდნა ყველა ეს მიზეზი ადამიანს აცლის მის პირად პასუხისმგებლობას და დროტა განმავლობაში მათ შორის ჩნდება კედელი ,, მე ეს არ გადამიწყვეტია, თავისით მოხდა ,  ასე აეწყო " იმისდამიუხედავათვ თუ ვის უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები .
   საყოფაცხოვრებო(მატერიალურიმოსაზრებები - გათხოვება მდიდარ , მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანზე , იმ იმედით ,  რომ მისი მატერიალური შესაძლებლობელი უზრუნველჰყოფს შენს უდარდელ  მომავალს , ჰგავს ვაჭრობას ვიდრე სიყვარულის აქტს და ჩემი რჩევაა ეს არ ცაიდინოთ . ვინაიდან არსებობს ისეთი რარაცეები, რისი გაყიდვაც არ ეგების . მაგ : ჩვენი სული . ქორწინება ეს ხომ სულტა ერთობაა . ვინაიდან თანაცხოვრება და ერთად ძილი ბევრს შეუძლია , მაგრამ იყვნენ ნამდვილი ცოლ-ქმარნი მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ . მოკლედ თუ მსგავსი სახის გარიგებაზე ვიქრობთ ,  ნამდვილად არ ღირს  ,  ისევე როგორც საქორწინო კონტრაქტი ( ქონებრივი გარიგება წყვილს შორის) , რომელსაც იურიდიულად დიდი ძალა აქვს , მაგრამ შემდგომში მუდამ კონფლიქტის მიზეზი ხდება . 
               მარტოობა და საკუთარი არარსეალიზებულობის შეგრძნება - ამ შემთხვევაში რაღაც ,,სამართლიანი გარგების" მსგავსი რამ ხდება, რაც საწყისშივე წამგებიანია . როდესაც ადამიანი ყიდის თავის პიროვნებას სანაცვლოდ მატერიალური უზრუნველყოფისა , ის შესაბამისად ცდილობს მიიღოს მეტი და ზრდის საკუთარ თვითშეფასების კოეფიციენტს . რამეთუ ღამე ბნელია ,  გრძელია გზა და პერსპექტივები ნისლშია მოციული  , მან უნდა ნახოს მოგება სანამ ამის საშუალება არსებობს .  თუ ადამიანს მარტოობის შიში უბიძგებს ქორწინებისაკენ , ის არ ეცდება მიიღოს მაქსიმალური . თანხმდება ისეთს როგორიც არის . ( განწყობით : ოღონდ რაიმე იყოს) ანუ კმაყოფილდება მინიმუმით , მაგრამ გირჩევთ არ მოტყუვდეთ , ვინაიდან არც ეს ვარიანტი ივარგებს . როდესაც მარტო ხარ ,  მოწყენილი , გტკივა ,  ცივი ღამეებია და უღიმღამო დღეები მსგავსი კავშირები არც არაფერს შეცვლის და ვერც ვერაფერს შეგმატებთ . პირიქით ეს მინიმუმ კომფორტს და თავისუუფლებას წაგართმევთ . რა რადგანაც ეს კავშირი არ იქნება ორ თავისუფალ პიროვნებას შორის ურთიერთშეთანხმებული  კავშირი , დაემსგავსება ქველმოქმედებას ერთი ადამიანის მხრიდან მეორისადმი , რომელიც მდგომარეობათა შორის არატანაბრობას წარმოშობს , რაც თავის მხრივ გამორიცხავს სრულყოფილი პატივისცემას მათ ურთიერთობებში .დაოჯახება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც ყველა ეს მოსაზრება და სიტუაცია არ არსებობს . როდესაც მატერიალურად ისინი ერთმანეთზე არ არიან დამოკიდებულნი , ორივე მათგან აქვთ თავიანთი საქმიანობა , მოკლედ რომ ვთქვათ სასურველია დაოჯახდე მაშინ , როდესაც ამისი აუცილებლობა ყველაზე ნაკლებად არსებობს ( რათა არა გარემოებრივი იძულების ძალით ან სხვა მიზეზების გავლენით გადადგა ეს ნაბჯი , არამედ შენი გაცნობიერებითა და თავისუფლებით, როდესაც არანაირი მოვლენა არ გიბიძგებს გარდა ნამდვილი სიყვარულისა). ქორწინება უნდა წარმოადგენდეს ფუფუნებას ,  სილაღეს  , თავგადასავალს და არა პრობლემების მოგვარების გზას ან მოსალოდნელი დაბრკოლებების თავიდან აცილების წინაპირობას . მაშასადამე თუ ორი ადამიანი გადაწყვეტს ერთმანეთს დაუკავშირონ ცხოვრება  და ერთად იყვნენ მთელი სიცოცხლე , ეს უნდა იყოს ძალიან ღრმად გააზრებული და მოტივირებული ობიექტური მიზეზებით . უნდა გაითვალისწინოთ , რომ მეუღლეები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ შეუღლების დღიდან . სხვა დანარჩენნი  -  კოლეგები ,  ნაცნობები, მეგობრები  ან ამა თუ იმ გარემოებებით დაკავშირებული ადამანები მოვლენ და წავლენ თქვენი ცხოვრებიდან , და თქვენი ურთიერთობა ამ სხვა ადამიანებთან იქნება შეზღუდული  ,  ქორწინებაში კი საქმე გექნებათ ადამიანის  მთელ მისი დადებითი და უარყოფით მხარეებთან . ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მანამ , სანამ არ დარწმუნდებით  რომ თქვენ ხედავთ ნამდვილ ადამიანს და არა მხოლოდ სხეულს , მის პერსპექტივებს , ინტელექტს და მხოლოდ მასთან ერტად ყოფნით გამოწვეულ(შექმნილ) კომფორტს .  ქორწინებას არ აქვს სხვა მიზანი , გარდა ორი პიროვნების მამაკაცის და დედაკაცის ერთობისა , რომლებიც ქმნიან ისეთ ოჯახს ,  რომელსაც ვერაფერი შეარყევს . მხოლოდ მეგობრები , რომლებსაც ერთად ძინავთ და საყვარლები რომელნიც თანაცხოვრობენ ოჯახი არ არის , ვინაიდან მხოლოდ ეს უკაბნასკნელნი არ არიან საკმარისი სრულყოფილი ქორწინებისთვის . ამიტომ ჩემო შვილებო, ეცადეთ თქვენი ცხოვრება მაში დაუკავშიროთ ადამიანს, როდესაც ბოლომდე გაიაზრებთ ამ კავშირის შინაარს , როდესაც მიხვდებით ,  რომ ეს კონკრეტული ადამიანი გჭირდებათ მთელი ცხოვრება და მზად იქნებით ასევე მის მუდმივ საჭიროებად იქცე თავადაც . ეს არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი და ნათელი . ერთხელ დიდიხნის წინათ ,  ერთმა ქალმა ჰკითხა თავის ქმარს თუ რატომ უყვარდა ის .თავიდან ქმარს უნდოდა ეთქვა , რომ ის ძალიან ლამაზია და იმიტომ ,  მაგრამ მიხვდა რომ ეს საკმარისი არ არის სიყვარულისთვის ,  ვინაიდნა ათასობით ულამაზესი ქალი დააიარება ირგვლივ ,  შემდეგ უნდოდა ეთქვა , რომ მისგანაც დიდ სიყვარულს გრძნობს და იმიტო , მაგრამ არც ეს იყო საკმარისი ,  რადგან სხვა ქალებისგანაც უგრძვნია სიყვარული . შემდეგ ეცადა , რომ ეს მისი იუმორისა და ჭკუის დამსახურებად ჩაეთვალა , ან ის რომ იგი კარგი მზარეულია და კარგი დიასახლისი , თუმცა რესტორანში სადილს უკეთ ამზადებენ  და ჭკვიანი და იუმორით სავსე მოსაუბრეები სხვა გარემოშც შეიძლება ენახა . მის გარეშე , რომ ტავს ცუდად გრძნობდა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი პასუხის გასაცემად , დარჩა მხოლოდ ერთი რამ და მანაც უპასუხა ,, იმიტომ , რომ შენ ხარ შენ". აი როდესაც თქვენ შეძლებთ გაიმეოროთ ეს სიტყვები  , ყოველგვარი ტავისმოტყუების გარეშე და არა იმიტომ, რომ ვინმე გაახაროთ და ანუგეშოთ , მაშინ უკვე დროა დაქორწინდეთ , თუმცა მაინც მგონია, რომ ჩემს ამ მსჯელობას თქვენ არ წაიკითხავთ ან თუ მაინც მოხდა და წაიკითხეთ , ნაკლებად გაითვალისწინებთ .