წმ. მარკოზ მოღვაწე - მარხვის შესახებ 7-ე სიტყვა.
ის, ვინც თავისი კეთილი ნებით შეუდგა მოღვაწეობას ( სათნოების შემოსვის ღვაწლს),მან საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ახალგაზრდებსა და მოხუცებს, რომლებსაც ჯანსაღი სხეული აქვთ და არ ეშინიათ არც შრომისა და არც ბოროტად გაღიზიანებისა ( რაც ხშირად ახლავს მოღვაწეობას, თუ მოღვაწე მზად არაა საამისოდ მ.მ) , უფრო სასარგებლო და მტკიცეა, რომ მთელი გულმოდგინებით უყვარდეს მუდმივი მარხვა: ზომიერად იხმიოს პური და ჟამითი ჟამად იხმიოს წყალი ( საზომისამებრ); რათა ისე დაასრულოს ვახშამი, რომ გარკვეულწილად შიმშლს და წყურვილს განიცდიდეს, რომ საჭმლითა და სასმლით მიღებული სიამოვნება არ გაუხდეს წინაღობად ღვთისმსახურების გზაზე. რადგანაც, თუ ჩვენ , რომელიმე საკვების მიღებისას მოვისურვებთ მისით დანაყრებას, მაშინ მალევე , მივეცემით მოწყინებას და კიდევ სხვა რამეს მოვისურვებთ ; და როდესაც ამასაც მივიღებთ და მისით დავნაყრდებით პირველის მსგავსად, მაშინ კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს მოვინდომებთ ; და თუ იმასაც მივიღებთ და დავეწაფებით, მაშინ ამასაც არ დავჯერდებით წინამორბედთა მსგავსად და კიდევ სხვას დავუწყებთ ძებნას, რამდენადაც კვლავაც მოპოვებულს არ დავჯერდებით . ( საუბარია ხორციელი სიამეების ძიებაზე და მასში კმაყოფილების პონის სურვილზე მ.მ). და შეუძლებელია ისიც, რომ ნუგეშისა და კმაყოფილების მოპოვება უფრო მეტად გემრიელი საჭმლით შევძლოთ, ვიდრე მარხვით, რადგან ჭეშმარიტი დანაყრება ამ უკანასკნელშია. რომელი საკვები იყო მანანაზე ძვირფასი? მაგრამ როცა ისრაელიანებმა შეჭამეს და დანაყრდნენ და უკეთესს თითქოს და ვერაფერს მოისურვებდნენ, მაშინ ყველაზე უარესი - ნიორი,პრასი და ხახვი მოისურვეს (რიცხვ. 11:5). აქედან ცხადი ხდება ის, რომ დანაყრებაში სხვა რაღაცის მოხვეჭის სურვილი მდგომარეობს. მაშ ასე, თუ ჩვენ დავნაყრდებით რა პურით და ამ დროს, მაინც სხვა რამეს მოვისურვებთ , მაშინ იმის მიღებითაც ვერ მოვიპოვებთ კმაყოფილებას ( დანაყრებას) , რათა მუდამ (ნებსით) შიმშილის განმცდელნი მხოლოდ პურით დანაყრებას ვლამობდეთ და ასე მოვერიდოთ იმ ზიანს, რომელიც წარმოსგდება დანაყრების (კმაყოფილების მოხვეჭის ) სურვილიდან და ამის ნაცვლად ღვთის სიმართლე მოვიხვეჭოთ. მაგრამ შესაძლოა ვინმე მათგანმა, ვინც უფრო ზარმაცად არის მიდრეკილი მარხვისკენ, თქვას : « განა ცოდვაა ადამიანისათვის, რომ საჭმელი იხმიოს?» მაგრამ , ჩვენ მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ არა იმიტომ, რომ საკუთრივ ეს არის ცოდვა ( ჭამა),არამედ როგორც ცოდვის შედეგის მქონეს; რამეთუ ებრაელებმა იმით კი არ სცოდეს, რომ ისურვეს, არამედ იმით, რომ სურვილის შედეგად გმობდნენ ღმერთს და ჩავარდნენ რა უღირსებაში, ამბობდნენ: «და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?»- და ამის შემდეგ, როდესაც ღმერთმა გაუმართა მათ ტაბლა, ღვთის რისხვამ დასცა მათ შორის ძლიერნი ( ფსალ.77:19,21,22,23). რათა ცოცხლად დარჩენილთ და კიდევ სხვა საჭმლის მსურველთ კვლავაც არ ედრტვინათ ღმერთზე და არ დაღუპულიყვნენ სხვათა მსგავსად. არ არის ადვილი გაუმაძღარ მუცელს ლაგამი ამოსდო , რადგან ის არის ღმერთი მისით ძლეულთათვის და შეუძლებელია უდანაშაულო იყოს ის, ვინც მას ემორჩილება. და არა მხოლოდ ნაყროვანებისგან, არამედ საჭმლის მიუღებლობისაგანაც ვხედავ უბედურებას, რადგან როდესაც რამოდენიმე დღის განმავლობაში არ ვიღებთ საკვებს, მაშინ მოწყინება ადვილად იპოვის ჩვენში ადგილს, დაგვეუფლება და ჩვენს ღამისთევას შეაფერხებს ძილისაკენ მიდრეკით, ხოლო დღის ლოცვებს- ხორციელ გულისთქმებს მოგვრის, ასე რომ ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ ძილის მიზეზით და ასევე დიდ ზიანს ვიღებთ ხორციელი გულისთქმებისგან, რადგან, როგორც სხვებზე მეტად და დიდხანს მმარხველნი ,ვიწყებთ ცხვირის აწევას, თავმომწონეობას , ამპარტავნებას და სხვათა დამცირებას( განკითხვას, ვინს ასე არ მარხულობს მ.მ)ეს კი( აზრი საკუთარ თავზე და მოყვასზე) ყოველგვარ ცოდვაზე მძიმეა. როგორც უგუნური გლეხი, თუ ის დიდი დანახარჯების ფასად დაამუშავებს მიწას და მასში თესლს არ ჩათესავს, თავისი თავს ზარალს მოუტანს ამგვარი უაზრო და განუსჯელი შრომით, ასევე ჩვენც, თუკი დიდი შრომის ფასად დავიმორჩილებთ სხეულს, მაგრამ არ ჩავთესავთ მასში ლოცვის თესლს, გამოვა, რომ საკუთარი თავის საზიანოდ ვიშრომეთ. მაგრამ, შესაძლოა ვინმემ თქვას : « თუ ლოცვაში მდგომარეობს სიმართლის მთავარი საკეთებელი, მაშინ მარხვის რაღა საჭიროებაა?» ყოვლითურთ დიდია საჭიროება, რადგან როგორც ღარიბი მიწათმოქმედი, თუკი დათესავს ისეთ ყანაში, სადაც სარეველაა ამოზრდილი და უპირველესად არ დაამუშავებს მას, მაშინ ის ხორბლის ნაცვლად სარეველას მოიმკის, ასევე ჩვენც, თუკი დავთესავთ ლოცვის თესლს ისე, რომ ჯერ არ მოვაუძლურებთ (დავიმორჩილებთ) სხეულს მარხვით , მაშინ სიმართლის ნაცვლად, ცოდვის ნაყოფს მოვიმკით. რადგან ეს სხეული, იგივე მიწისგან არის, და თუ არ იქნება დამუშავებული ასეთივე გულმოდგინებით, როგორც მიწა, არასოდეს ამოიზრდება მისგან სიმართლის ნაყოფი. ის, რაც ადრე ვთქვით, არ იყო ნათქვამი მარხვისგან სარგებლობის მიღების მსურველთა დასაბრკოლებლად, არამედ გაფრთხილების მიზნით მათდამი , ვისაც არ სურს არასწორი მარხვით (მიდგომით) საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს, რადგან როგორც გონივრულად მმარხველთათვის არის მარხვა სასარგებლო, ასევე უსარგებლო და საზიანოა მათთვის, ვინს მას განუსჯელად და არაგონივრულად იწყებს. ამიტომ, ვინც მარხვისაგან სარგებლობის მიღებაზე ზრუნავს, ის ასევე უნდა უფრთხოდეს მისგან ზიანის მიღებას, ანუ ამპარტავნებას, და პურს, რომელსაც ვიხმევთ ჩვენს მიერ განსაზღვრული მარხვის ბოლოსკენ, უნდა გავანაწილოთ დღიური პორციის მიხედვით, რათა, ყოველდღე შევჭამთ რა ცოტ-ცოტას, შევძლოთ ჩვენი ხორცის სათანადოდ დათრგუნვა და გულის შემოსვა სასარგებლო ლოცვით, და ამგვარად ღვთის ძალით დაცულნი ვიყოთ თავის მზვაობრობისგან, სიამაყისგან და მხოლოდ ერთი საზრუნავი გვქონდეს-ვიმყოფებოდეთ ღვთაებრივ სიმდაბლეში, რომლის გარეშეც ვერავის ძალუძს სათნოეყოს ღმერთს. ჩვენ, რომ სიმდაბლეში ყოფნაზე გვეზრუნა, მაშინ აღარ იქნებოდა საჭიროება ჩვენი სასჯელის ქვეშ ყოფნისა, რამეთუ ყველა ბოროტება და სატანჯველი, რომელიც ჩვენ შეგვემთხვევა , ჩვენი სიამაყის გამოა. თუკი თავად მოციქულზეც კი, რათა არ გაამაყებულიყო «თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა." (2კორ. 12:7) სატანის ანგელოზი დაეშვა, მითუმეტეს ჩვენზე, როდესაც ზესთამჩენობაში (ამპარტავნება და სიამაყე) ვართ, თავად სატანის ანგელოზი დაიშვება, რათა დაგვთრგუნოს, სანამ არ დავმდაბლდებით. ( არსებობს სიმდაბლე, როგორც მდგომარეობა და დამდაბლება, როგორც არჩევანი. პირველი, მეორის შედეგია, სიმდაბლის საქმეს ირჩევს ნებით ადამიანი, ხოლო მდგომარეობას მადლი ანიჭებს მ.მ). ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ სახლები, ჰქონდათ სიმდიდრე, ჰყავდათ ცოლები, ზრუნავდნენ შვილებზე და ამავდროულად, მათი უკიდურესი თავმდაბლობის გამო ღმერთს ესაუბრებოდნენ, მაგრამ ჩვენ განვეშორეთ ამ სოფელს , ზურგი ვაქციეთ სიმდიდრეს, დავუტევეთ ჩვენი სახლები, და გვგონია ღმერთში მყოფობთ, თუმცა ხშირად ვართ დათრგუნულნი და შეგინებული ეშაკთა მიერ ჩვენი სიამაყისა და მზვაობრობის გამო. ის, ვინც თავს იმაღლებს, სინამდვილეში არ იცნობს საკუთარ თავს, რამეთუ თუ ის იხილავდა თავის უგუნურებას და უძლურებას, არ დაიწყებდა მზვაობრობას.. ხოლო , ის ვინც საკუთარ თავს არ იცნობს, როგორ შეძლებს ღვთის შემეცნებას? თუ ადამიანი საკუთარ გონებაწარხდილობას, უძლურებას ვერ სცნობს, რომელშიც იმყოფება, მაშ, როგორღა შეძლებს ღვთის სიბრძნის შეცნობას, რომლისგანაც ის უცხო და შორს მდგომია? ღვთის მცნობელი მის დიდებას ჭვრეტს და კიცხავს რა საკუთარ თავს, ნეტარი იობის ,მსგავსად ხმობს: «ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე. ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.» (იო. 42:5, 6). ასე, რომ ვინც იობს ბაძავს, იცნობს მას. ამიტომ, თუ ჩვენ იობის მსგავსად გვსურს ღვთის ხილვა, გავკიცხოთ ჩვენი თავი, დავამდაბლოთ ის( არ იგულისხმება თვითგვემა, პიროვნების ღირსებისაგან განძარცვა,არამედ საკუთარი ბუნების შემეცნება, საკუთარი დაცემულობის ცოდნა და საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა მ.მ) , რათა ჩვენ არა მხოლოდ ვიხილოთ იგი ჩვენს წინაშე, არამედ რათა ჩვენში ჰგიებდეს , როგორც განსასვენებველში და ვნეტარებდეთ მასში ყოფნით; რადგან მხოლოდ ამგვარად შეიმოსავს ჩვენი სისულელე მის სიბრძნეს და ჩვენი უძლურება , ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძლიერებით აღიბეჭდება. ვითხოვოთ უფლისგან, რომ ზეჭარბად მოგვანიჭოს ეს ნიჭები, რათა თავად უფალიც განდიდდეს ჩვენში და შემუსროს ჩვენი მტერი-ეშმაკი, რამეთუ მისია დიდება, თანა მამით და სულიწმინდით, უკუნისამდე, ამინ!
Комментариев нет:
Отправить комментарий