понедельник, 7 мая 2018 г.

სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები .

„ გავბედავ იმის თქმას , რომ გულშემუსვრილი ტირილი ღვთის მცნებათა დარღვევის გამო ,უფრო ღირებულია ვიდრე თავად მცნებათა თვითნებური შესრულება . რამეთუ , ამ უკანასკნელს ადამიანი სიამაყესა და  ქედმაღლობაში აგდებს , რომლითაც იკარგება და ნადგურდება ყოველი სიკეთე  ( სჯობს მონანული ცოდვილი იყო ,  ვიდრე ქედმაღალი მართალი „  ნეტარი ავგუსტინე.  მ.მ) . ხოლო გულისშემუსვრლება ანაცვლებს ( ღვთის მოწყალებით) მოღვაწეობას და ადამიანს სიმდაბლეში ამყოფებს ,  რომლის გარეშეც ამაოა ყოველგვარი ღვაწლი და მოსაქმეობა, მეტიც ის დამღუპველიც კი არის „ . ამას ბრძანებს რა წმინდა მამა ,  არ უნდა გავიგო ისე ,  თითქოს მცნებათა ასრულებას , მის არშესრულებაზე გლოვა სჯობიაო .  ვინაიდან აქ საუბარია თვითნებური და ამპარტავნული ჟინით მცნებათა შესრულებაზე , ხოლო რაც შეეხება გლოვას მცნებათა შეუსრულებლობისათვის, თუ ეს სწორად და გულწრფელად აღესრულება, აუცილებლად მოჰყვება მას შესაბამისი სისწორით მცნებათა აღსრულება სიმდაბლით ,  რისი ნაყოფიც იქნება საკუთარი დაცემულობის ხილვა ,  უსუსურობის განცდა ,  საკუთარი თავის სრული უნდობლობა ,  ხოლო ღვთისადმი სრული სასოება ,  ცოდვილი მოყვასის თანაგრძნობა და მასში საკუთარი დაცემულობის დანახვა ,  ხოლო ჩვენ ჩვენი დაცემულობის მიუხედავად გვიყვარს რა ჩვენი თავი ,  ასევე ღვთის მადლით შევძლებთ ჩვენი მოყვასის სიყვარულსაც, თუმცა ამ ყოველივეს წინ უძღვის თავის იძულება სიყვარულისთვის .  ძალიან საინტერესოდ ეხმაურება ამ ყოველივეს წმინდა მამათა შორის უბრწყინვალესი და უჩინებულესი წმ. ისააკ ასური ,  რომელიც შემდეგს ბრძანებს ,,  ღმერთი ცხონებას არა კეთილი საქმეების აღსრულებისათვის  ან და ამ კეთილ საქმეთა აღსრულებისათვის გაწეული ღვაწლისთვის ( ეკლესიათა აღშენება ,  გარეგანი ლოცვა ,  მარხვა ,  ტაძარში სიარული ,  გაჭირვებულის დახმარება ,  ხატების გადაბრძანება ,  წმინდა ადგილების მოლოცვა და ა.შ) მოგვანიჭებს ,  არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ სიმდაბლისათვის ,  რომელიც ამ ყოველივეს აღსრულებას , როგორც ნაყოფს უნდა ახლდეს თან .  თუ ეს ასე არ მოხდება ,  ამაო იქნება ჩვენი შრომა და სიკეთენი „  წმ. ისააკ ასური . 

სწორედ ამას უსვამს ხაზს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ,  როდესაც ამბობს ,  რომ ,,თუ გარეგან ღვაწლს ( ეკლესიურობას ასევე) თან არ ახლავს შინაგანი სულიერი მოღვაწეობა ( რაც გამოიხატება ვნებებთან ბრძოლაში და საკუთარი თავის იძულებაში მცნებათა აღსრულებისათვის) მაშინ ეს უკანასკნელი ადამიანი ჰბადებს თვითკმაყოფილებას ,  სიამაყეს ,  ქედმაღლობას ,  სხვათა განმკითხველობას „  რასაც ადამიანს ხდის პატივმოყვარეობის ტყვეს და თვალთმაქცს .  ეს კი გარდაუვალი დაუპვის საწინდარია ! შეგვეწიოს ამ წმინდა მამათა მეოხება და მოგვცეს გონიერება და განსჯის უნარი ,  როლის გარეშეც სათნოება ვერ იქნება სასარგებლო .


Комментариев нет:

Отправить комментарий