ამ სტატიის დაწერა მრავალმა ფაქტორმა
გადამაწყვეტინა . იმის გამო , რომ პილიგრიმობის ( მომლოცველობისა და ტურიზმის) დიდად
მოყვარულებმა კრიტიკაში არ ჩამითვალონ ეს სტატია , გამოგიტყდებით , რომ თავადაც მრავალ
მომლოცველობით ტურში მიმიღია მონაწილეობა და მრავალ ქვეყანაში . რითი განსხვავდება (უნდა განსხვავდებოდეს) ქრისტიანული
მომლოცველობა და რელიგიური ტურიზმი ერთმანეთისაგან ? რა უნდა მისცეს მან ადამიანს ? უბრალო ცნობისმოყვარეობისა
და გამძაფრებული რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილება
, ადამიანური ნუგეში , სასიამოვნო განცდები
და ტკბილი მოგონებები თუ უნდა დაფიქროს
იმ წმინდა ადგილზე მოღვაწე ადამიანების წმინდა ცხოვრებაზე ? გაუჩინოს სურვილი მათი
მიბაძვისა და რაც მთავარია ქრისტეს ძიებისა ? პილიგრიმობა იმ სახით , როგორადაც დღეს
არსებობს განპირობებულია მრავალი ფაქტორით . პირველრიგში მრავალი კომფორტული გადადდგილების
საშუალებების არსებობით , მეორეც დროის დიდი დეფიციტით და მესამე სურვილით კომფორტულად
მოხდეს ამ ღონისძიების სისრულეში მოყვანა , რადგან კომფორტს უდიდესი ადგილი უკავია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში . როგორც ამბობენ :,, ადამიანს იმგვარად სურს სამოთხეში მოხვედრა
, რომ სიკვდილი არ განიცადოსო „ კი
ნამდვილად ღიმილისმომგვრელია , მაგრამ ასეა !
სანამ ეკლესიის მამათა და მოძღვართა გარკვეულ შეხედულებებს მოვიყვანდე ამ თემასთან
მიმართებაში , მინდა პილიგრიმობის (მომლოცველობის) მცირე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ
. ამ ღონისძიებას დასაბამი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში აქვს , როდესაც ე.წ ,,ალია- העליה“ (ეს სიტყვა უძველეს დროში გამოიყენებოდა
იმ ებრაელ მომლოცველთა მიმართებით, რომლებიც წელიწადში სამჯერ ადიოდნენ იერუსალიმში პასექის,
პირველნაყოფთა ( მერგასე დღე პასექის შემდეგ) და კარვობის ბიბლიურ დღესასწაულებზე. ) აღესრულებოდა . ამიტომაც ქრისტე სამარიტელ დედაკაცთან დიალოგში
ხაზს უსვამს ახალი აღთქმის მთავარ პრინციპს , მიმართულებას , როდესაც ეუბნება დედაკაცს
: ,, 23 . მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ
მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.24.
ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.(იოან.4)
. ასევე აღსანიშნავია პილიგრიმობის პირველი
აჩრდილი შექმნათა წიგნის 22-ე თავში , როდესაც ღმერთის უშუალო დავალებით , აბრაამი
თავის ორ მონასთან ერთად მიდის ისააკის მსხვერპლად შესაწირად ... და ამგვარი ფაქტები
მოიძებნება სხვა წიგნებშიც, თუმცა ყველას ვერ ჩამოვთვლი .
მას შემდეგ რაც 70 წელს , რომაულმა
არმიამ მიწასთან გაასწორა იერუსალიმი (სახელად კი ,,ელია კაპიტოლიუმი“ დააარქვა ),
იუდეველი ებრაელების პილიგრიმობა როგორც ასეთი შეწყდა . თუმცა ქრისტიანების მხრიდან ინტერესი იზრდებოდა
ამ ღვთაებრივი ქალაქის მიმართ ,მაგრამ ვინაიდან რომის იმპერიაში საშინელი დევნა იყო
ქრისტეს მორწმუეებისა , მათ არ ქონდათ არანაირი საშუალება მაშტაბური პილიგრიმობით დაკავებულიყვნენ და შესაბამისად 2-3 საუკუნეები პილიგრიმების ძალიან
უმნიშვნელო რიცხვს ითვლიდა , ხოლო რაც შეეხება 4-ე საუკუნეს და მის შემდგომ პერიოდს
, სხვა ვითარებაა . ვინაიდან უშუალოდ ელენე დედოფლის მოწადინებით ეწყობა პირველი მაშტაბური პილიგრიმულ-ექსპედიციური ღონისძიება
, რაც დასრულდება იმით, რომ აღმოჩენილი იქნება ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარი, საფლავი(
გოლგოთა) და სხვა წმინდა ადგილები და ამგვარად
იწყება პილიგრიმობის აღალაღთქმისეული ერა . ამაზე ისტორიკოსი სოზომენიც წერს შემდეგს
: ,, იმ დღეებში ( ჯვრის აღმართვის დღესასწაულზე ) მრავალი ქრისტიანი მიემგზავრებოდა
იერუსალიმში , რათა ეხილა ეს სიწმინდე და მოელოცა ახალი ტაძარი „ . ასევე საგულისხმო ფაქტია ისიც , რომ კონსტანტინე დიდის ( დედოფალ ელენეს ძის) უშუალო
ნებართვით , თვით ებრაელებსაც კი მიეცათ წელიწადში ერთხელ ,(აბას _ჟამს , რაც ნიშნავს
პირველი და მეორე ტაძრის დანგრევის გამოგლოვას)
იერუსალიმში პილიგრიმობის უფლება .
იმავე ელენე დედოფლის პერიოდში უკვე
პილიგრიმობა საკმაოდ პოპულარულ ადგილს იკავებს ქრისტიანების ცხოვრებაში , რადგან
,, მილანის ედიქტი“( 317 წ) ანთავისუფლებს ქრისტიანებს დევნისაგან და ეძლევათ საშუალება მოგზაურობისა
. პირველი ცნობა პილიგრიმული მოგზაურობისა
333 წელით თარიღდება, როდესაც უცნობი ვინმე გალიელი ( ფრანგი- ქალაქ ბორდოდან)ქრისტიანი მომლოცველის ჩანაწერები აღმოაჩინეს სახელწოდებით
,, (Itenerarium - მგზავრის წერილები) . ამგვარად
პილიგრიმობამ დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქრისტიანის ცხოვრებაში და იმდენად
დიდი , რომ მისი აღსრულება ერთგვარ თვითკმარ სათნოებადაც კი იქცა ( რაც სამწუხაროდ
დღემდე ასე ითვლება) , თუმცა ქრისტიანთა შორის
ამგვარი არასწორი განწყობა არ დაუტოვებია წმინდა გრიგოლ ნოსელს შენიშვნის გარეშე , რომელიც შემდეგი სიტყვებით მსჯელობს ამ საკითხზე : ,, იქ სადაც უფალი კურთხეულთ მოუწოდებს დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა , იგი
კეთილ საქმედ არ წარმოაჩენს იერუსალიმში მომლოცველობას . და იქ სადაც ნეტარებებს წარმოთქვამს
და აღამაღლებს მათ ღირსებას , ამგვარ ღვაწლს( მომლოცველობას) არ ასაახელებს ქრისტე
. დაე ვისაც გონება აქვს გაიაზროს . რატომ უნდა გსურდეს და ისრწაფვოდე იმისაკენ , რისი
აღსრულებაც არც ნეტარს გხდის და არც ცათა სასუფევლის მემკვიდრეს ? თუნდაც , რომ ეს
კარგი საქმე იყოს , არ ეგების ამგვარი მოშურნეობით ეკიდებოდე მას . მეტსაც გეტყვი ეს
არის საქმე დიდი სიფრთხილისა , რადგან ღვთის მცნებათა მიხედვით ცხოვრების მსურველმან
სარგებლის ნაცვლად არ მიიღო ზიანი ":
,, ამიტომ
ღვთის მოშიშებმა ადიდეთ უფალი იქ სადაც იმყოფებით . რამეთუ ადგილის შეცვლა არ მიაახლებს
ადამიანს ღმერთთან . სადაც არ უნდა იყო, თავად უფალი მოვა შენთან , თუკი შენი სულის
სავანე იქნება ისეთ მდგომარეობაში , რომ უფალი შესძლებს მასში შემოსვლას და დამკვიდრებას
. ( ლევ . 26:12) ხოლო თუ შენი შინაგანი კაცი სავსეა მზაკვრული და არაწმინდა გულისთქმებით
, თუნდაც რომ ელეონის მთაზე ან მაცხოვრის აღდგომის ადგილას იყო, შენ მაინც შორსა ხარ
ქრისტეს მირებისაგან საკუთარ თავში . და ამგვარად ვურჩევ მე ძმებს , რომ კაპადოკიიდან
პალესტინაში სიარულის ნაცვლად , ქრისტეს ეზიარონ ევქარისტაში " (თზულება. С.
459–460) . და კვლავ აგრძელებს ,, .
რათქმაუნდა ამ სტატიის
დაწერის მიზანი არ არის პილიგრიმობის (მომლოცველობის) უარყოფით კონტექსტსი განხილვა , ან მისი დადებითი მხარის
უგულებელყოფა , უბრალოდ საჭიროა არსებობდეს მეტნაკლებად ზუსტი განსაზღვრება , რომელიც ამ ღონისძიების არსს და მიზანს წარმოაჩენს
. თუ პილიგრიმობა დამწყები არაეკლესიური ან
მცირე ეკლესიური ადამიანისათვის არ იქცა მიზეზად ღრმად გაეკლესიურებისა და ცნობიერ
მორმწუნედ ჩამოყალიბებისა , იგი დარჩება მხოლოდ და მხოლო რელიგიურ ტურისტულ ღონისძიებად
, რომელიც ადამიანში მხოლოდ ,,პურისა და სანახაობის“ წყურვილს დააკმაყოფილებს .
ხოლო რაც შეეხება აწ უკვე გაკლესიურებული
და მორწმუნე ადამიანის მხრიდან , საკუთრივ ქრისტეს ძიებას წმინდა ადგილებში , მაშინ როდესაც არსებობს
ევქარისტია დიდი შეცდომაა . წმ. ადგილები იმით გახდნენ წმინდა ანუ იმ ადამიანთა მოღვაწეობით
მოიპოვეს ეს სახელწოდება, რომლებიც ქრისტეს არა წმ.ადგილებში , არამედ საკუთარ გულში
ეძებდნენ და თავის იძულებით მცნებათა აღსრულებისათვის
, დაუცხრომელი ლოცვითა და სინანულით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , თავად ქრისტესთან
უშუალო ზიარებით (ევქარისტიით) პოულობდნენ
მას . თუ პილიგრიმობის უძველეს პრაქტიკას გადავხედავთ , ვნახავთ , რომ უდიდესი განსაცდელების
გავლა უწევდათ მაშინდელ მომლოცველებს. უდიდესი მანძილის გავლა ფეხით, ცხენით , ვირით,
აქლემით, გემით , ზღვისა და ტყის და ხანდახან უდაბნოს დალაშქვრაც და ზოგიერთი მათგანი
ვერც აღწევდა იქამდე ცოცხალი . აი ეს იყო მოლოცვა, ეს იყო ღვაწლი. და ისინი ამ ყოველივეს
მარხვით აღასრულებდნენ, არ წყვეტდნენ ლოცვას, არ უქმადმეტყველებდნენ და იქ ჩასულები
იქაურ სამზარეულოს დაგემოვნებას არ უდგებოდნენ . დღეს კი როდესაც კომფურტულად გადავფრინდებით,
მერე კომფორტული ტაქსით მივბრძანდებით სასტუმროში, მივირთმევთ ყავას და ა.შ და რბილ
საწოლზე დავიძინებთ ღამის, ვფიქრობ ეგების რომ ამგვარ მოძრაობას არა მომლოცველობა
, არამედ რელიგიურ- კულტურული მოგზაურობა დავარქვათ.. და მაინც ევქარისტიაზე დიდს განივთებულ
მადლთა შორის ვერასოდეს შევეხებით ვერაფერს, ხოლო ის ფაქტი რომ ერთი მონახულებული ადგილიდან
მეორისა და მესამისაკენ ვისწრაფვით პაეუხია იმისა , რომ ვერ ვიპოვეთ ქრისტე და ეს ყოველივე
ნიშნავს იმას რომ არასწორად ვეძებთ . ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სწავლებას
გვაწვდის უდიდესი წმ. მამა - ნიკოდიმოს მთაწმინდელი , რომელიც ბრძანებს : ,, მრავალი ღვთისმოყვარე
ქრისტიანი ხარჯავს უამრავ ფულს, თავს იდებს არნახულ
შრომას, არაფრად აგდებს იმ საფრთხეს, რომელიც ელის ზღვასა და ხმელზე მოგზაურობისას, – ოღონდაც წავიდეს იერუსალიმში და თაყვანი სცეს ქრისტეს ცხოველმყოფელ
საფლავს და სხვა სიწმინდეებს; შემდეგ კი ამ
ქრისტიანებს სიხარულით ევსებათ გული, როდესაც მათ პილიგრიმებად
იხსენიებენ. სხვანი, გაიგებენ თუ არა, რომ სადღაც შორს, რომელიღაც მხარეში ამა თუ იმ წმინდანის ნაწილები განისვენებენ, მთელი გულმოდგინებით მიისწრაფიან იქითკენ, რათა თაყვანი სცენ სიწმინდეს, მადლი და კურთხევა მიიღონ მისგან.
მაგრამ ყოვლადუხრწნელ საიდუმლოს რომ ეზიარონ და ღირსი გახდნენ არა ცხოველმყოფელი საფლავის,
არა წმინდა ადგილების ან წმინდა ნაწილების, არამედ თვით ყოველთა მეუფის –
წმიდათა წმიდას შეწყნარებისა, ამის სურვილი ან ძალიან მცირეოდენი გააჩნიათ,
ან ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებთ.
წმინდა ადგილების მოლოცვისთვის ფულსაც ხარჯავენ, ფეხითაც დიდ მანძილს გადიან და საფრთხეშიც იგდებენ თავს;
ზიარებისთვის კი არც ფულის დახარჯვა გვჭირდება, არც შორი გზის გავლა, არც საფრთხეში თავის ჩაგდება: საკმარისია გულშემუსვრილებმა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები,
შევასრულოთ ეპიტემია,
მოვემზადოთ, – და უკვე უფლება გვაქვს ქრისტეს ხორცისა და სისხლის თანაზიარი გავხდეთ.
და, მიუხედავად იმისა, რომ ასე ადვილად შეგვიძლია საიდუმლოსთან მიახლება, მაინც უდებებას ვეძლევით და ყველანი ერთბაშად განზე ვდგებით.“ ვნახოთ ასევე ის , თუ რას წერენ სხვა უფრო მოგვიანო
პერიოდის მამები პილიგრიმობაზე . მაგალითად ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი აწ უკვე
წმინდანად შერაცხილი ღირსი მამა პაისი ათონელი ამბობს : ეს საბრალოები რამდენს მომლოცველობენ სამყაროს ამ თავიდან იმ თავში , რომ იპოვონ
ქრისტე , მაშინ როდესაც ქრისტე მათთან არის .. ჭეშმარიტად სულიერი ადამიანი ვერ იღებს
მოსვენებას( სულიერ სიმშვიდეს) ამგვარი წოწიალისაგან და ღირსშშესანიშავი ადგილების
მონახულებისაგან . ეს უკანსკნელნი მხოლოდ მათთვის არსებობს ვინც იტანჯებიან , რათა მოლოცვის მეშვეობით დაივიწყონ ტანჯვა " ( და შინაგანი სიცარიელე , ქრისტესთან
ურთიერთობის ერთგვარი დეფიციტი შეივსონ მ.მ) .
,, თქვენ იერუსალიმი
უფრო მშვიდ ადგილად წარმოგიდგენიათ . მაგრამ არა , იგი უფრო მეტად ხმაურიანია და ნაკლებად
შეეწევა ცხონების მოსურნეს (ამ მხრივ მ.მ). იქ ძლიერი სულით უნდა წახვიდე . იმის გამო
, რომ ადამიანი იერუსალიმშია ( ან სხვა წმინდა ასგილზე) არ არის უფრო ახლო ღმერთთან , ვიდრე ის , ვინც სხვა ადგილას იმყოფება .“ ღირსი სქემიღუმენი
იოანე მეჩოვი .
,,რატომღაც ასე მეფიქრება , რომ როდესაც წახვალთ ახალ ადგილას , თქვენ დაიწყებთ აქეთ იქეთ მზერას , ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას , ხოლო იმას თუ რისთვის არსებობს ეს ყოველივე არ გაგახსენდებათ სრულიადაც . არამედ გეტყვით , რომ ეძიეთ და ისწრაფვეთ იმისაკენ , რაც არ გაგიფანტავთ ყურადღებას და არ გაგართობთ " წმინდა. თეოფანე დაყუდებული .
და ამგვარად დავასრულე რა სტატიის წერა , ჩემი სათქმელი
იქნება ის , რომ ნუ მივიღებთ პილიგრიმობას
როგორც რამე თვითკმარ სათნოებას , არამედ ვეცადოთ მისი მეშვეობით არა უბრალოდ გართობას
, ცნობისწადილის დაკმაყოფილებას ან თავის შექცევას მივეცეთ , არამედ შევძლოთ ჩვენში
სარწმუნოებრივი ცეცხლი უფრო გაღვივდეს და აღეგძნას იმ წმ. მამათა თუ დედათა ლოცვით , რომელთა მოღვაწეობის
ადგილებსაც მოვილოცავთ , ამინ !
მიქაელ მთაწმინდელი .
Комментариев нет:
Отправить комментарий