понедельник, 3 июня 2024 г.

წმ.მარკოზ მოღვაწე . სიტყვა VI – სულიერ სამოთხეზე და რჯულზე (კანონზე).



   როგორც, გამოაშკარავებულ საქმეებშია შესაძლებელი განჭვრიტო მასში დაფრულ აზრთა რაობ,  ასევე სულის საქმეთაგან შესაძლებელია იმის გულისხმისა, რაც წმ.წერილშია ნათქვამი : მაგრამ, ამის გაგება და წვდომა ყველას როდის ძალუძთ, არამედ მხოლოდ მათ , რომლებმაც უვნებელობას ბოროტმტანჯველობის დათმენით მიაღწიეს. რამეთუ წმ. წერილი მოგვითხრობს როგორც მომავალს, ისე სულის საქმებს, რადგანაც მომავალი მასშია სულიერად დაუნჯებული და ვინც რისი თანამოზიარეა აქ ( ამ სოფელშ, ბოროტის თუ კეთილის მ.მ) , იმის თანამოზიარე იქნება მომავალ საუკუნეშც ( გარდაცვალების შემდგომ ). ამგვარად, როდესაც მოისმენ წმ.წერილის თხრობას სამოთხის, ადამისა და გველის შესახებ, უვნებოდ მიუგდე ყური შენს გულს და აღმოაჩენ, რომ სამოთხე- ეს არის ღვთის სიტყვა, ნეტარება მსში - ზიარება წმინდა სულთან; გველი კი - გემოთმოყვარეობით მაცდუნებელი და ურჩობით მომკვდინებელი , რომელიც მომხიბვლელად გვთავაზობს ხის აკრძალულ ნაყოფს ( ამსოფლიურ , წარმავალ სიამოვნებებზე ზრუნვას მ.მ), რამეთუ თქმულ არს :

  ,,ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი." (მათე.6) ასევე, ორივე აკრძალვა , ერთი და იგივე ღმერთმა თქვა შეერთებულად : ,,რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ".( დაბ. 2:17) და  ,,ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ."( ლუკ. 21:34) . რადგანაც,  სიბნელე, რომელიც ნაყროვანი , გემოთმოყვარე და ცხოვრებისეულ საჭიროებებზე გადაჭარბებული ზრუნვისგან წარმოიშვება ( საუბარია , არა ყოფითი საჭიროებების უარყოფაზე, არამედ როდესაც ადამიანი საჭიროზე მეტად ზრუნავს, რომ მოიწყოს სამოთხე დედამიწაზე და მიეცეს სხეულებრივ განსვენებას, სიამოვნებას და მთელ მის სასიცოცხლო ენერგიას ამას ახმარს მ.მ) მოაკვდინებს სულს , განაგდებს მისგან სულიერ სიტყვას და ღვთაებრივი ( მადლისმიერი)  მოქმედებისაგან განაშორებს . და ამგვარად , ამ ხისაგან გვიკრძალავს უფალი , რომ ვიხმიოთ , ამბობს რა : «ნურაფერზე იზრუნებთ», არამედ  მხოლოდ ცათა სასუფევლის მოპოვებისთვის იღვაწეთ , დანარჩენი კი შეგეძინებათ  ( მათე.6). რამეთუ, ისინი, ვინც შევიდნენ ( ამ) სამოთხეში და დაიცვეს ეს აღთქმა , არ იქნენ განდევნილნი , არამედ დაიცვეს რა თავი მიწიერისაგან ( ამსოფლიური ვნებებისგან) ას წილ მიიღეს სულიერი ნეტარება, გახდნენ რა შესაბამისი საზომით ნუგეშინისცემულნი სულიწმინდის მადლისაგან . ამგვარად , ჩვენც ვილოცოთ , რომ შევძლოთ ამ მცნების დამარხვა, რათა უფლის სიტყვაში ( მოწოდებაში მ.მ) დარჩენით მივემთხვიოთ სულიწმინდისმიერ ნეტარებას, როგორც ამ სოფელში, ისე მომავალ საუკუნეში . როგორც ადამმა , იხმია რა ხისაგან ცნობადისა და განგდებულ იქნა სამოთხისგან , ასევე , ყველა ხორცის (ვნებების მ.მ) მიხედვით მცხოვრები წერილისამებრ , ვერ შემძლებელი იქნება ქრისტეს მოწოდებაში დარჩეს :   «ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა»(იაკობ. 4:4) . სხვაგან კი წერილი ამბობს : « დაიცავი გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო».( იგავ. 4:23). რათა , ის ვინც , საკუთარ გულში  ღვთის სიტყვას, როგორც სამოთხეს ინახავს , მადლისმიერ ნეტარებას განიცდის , ხოლო შიგნით ქვემძრომ ცდუნების გველს არ უსმენს , რომელიც გამუდმებით ურჩევს მიეცეს ნაყროვანებას, გემოთმოყვარეობრივ სიამოვნებას , სიამაყეს, რომელთაგანაც იშვება ძმისმკვლელი მრისხანება , ხოლო სული, რომელიც  ამ უკანასკნელს შობს, კვდება . ამიტომ, მოუსმინე უფალს, რომელიც ამბობს : « ისწრაფეთ რწმენისა და იმედისკენ, რომელთაგანაც იშვება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი  ღვთისმოყვარე და კაცთმოყვარე სიყვარული». ამ სამოთხეში შევიდა ნოე, დაიცვა რა მცნება , სიყვრულით გადაურჩა მრისხანებას . ეს ( სამოთხე) დაიცვა აბრაამმა და ღვთის მოსმენის ღირსი გახდა . დაიცვა რა ეს სიტყვა ( სამოთხე) მოსემ და  მისი სახე ღვთის დიდებით ( ხელთუქმნელი ნათლით მ.მ) აღიბეჭდა . იმავ სახით დავითმაც, დაიცვა რა სიტყვა უფლისა , უფალმა მტრებზე გამარჯვებულყო . საულიც, სანამ იმარხავდა გულს , წარმატებები ქონდა, ხოლო როდესაც ღვთის სიტყვას (მცნებას) გარდახდა , სრულიად მიტოვებულ იქმნა ღვთისაგან . რამეთუ , ყოველ ადამიანში მოქმედებს ღვთის სიტყვა შესაბამისად საკუთრივ ადამიანის ნებელობისა , განზრახვისა და მოსაქმეობისა . ვინც რამდენს ფლობს , იმდენად იქნება ფლობილი სულიწმინდისგან, ვინც როგორი მოწადინებით იმარხავს (იცავს) ღვთის სიტყვას, იმდენად არის თავად ღმერთში დაცული . ამიტომაც , წმინდანთა , წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მოწამეთა დასი ღვთის ცოცხალ სიტყვას ( სამოთხეს) იმარხავდნენ თავიანთ გულში , სრულიად უგულვებელყოფდნენ რა მიწიერზე ზრუნვას , სულიწმინდის მცნებებში იმყოფებოდნენ და ამგვარად ამჯობინებდნენ ღვთის სიყვარულსა და მისგან მომდინარე სიკეთეს  არა მხოლოდ სიტყვით და უბრალო გულისხმისყოფით , არამედ საქმით - მთელი თავისი მოქმედების სისრულით : ირჩევდნენ რა სიმდიდრის ნაცვლად -  უპოვარებას , დიდების ნაცვლად - უპატიობას , სიამოვნების ნაცვლად -შრომას , ხოლო მრისხანებისა და გაღიზიანების ნაცვლად -სიყვარულს . რამეთუ, მოიძულეს რა სიამენი ამა სოფლისა , ისინი დიდად ყვარობდნენ იმ მტანჯველთ, რომლებიც მათ ართმევდნენ ამქვეყნიურ სიკეთეებსა და ნუგეშებს, მეტიც,  მათ, თავიანთი განზრახვის თანამუშაკებადაც კი მიიჩნევდნენ. ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ» (ლუკ. 6:31)- მაშინ, მათ, სინდისის მიხედვით კეთილნიც უყვარდათ . და რადგან დაუტევეს თავიანთი სიმართლე და ღვთის სიმართლეს შეუდგნენ, მათ თანდათან მოიხვეჭეს სიყვარული , რომელიც ღვთის სიმართლეშია (მცნებებში) ბუნებითად დაფარული . და უფალმა, რომელმაც მრავალი მცნება მოგვცა სიყვარულისა, გვიბრძანა ღვთის სიმართლის ძიება, რადგან ეს უკანასკნელი დედაა სიყვარულისა . რადგანაც, შეუძლებელია სხვანაირად გადარჩე, თუ არა მოყვასის მეშვეობით,როგორც გვამცნო უფალმა თავის სიტყვაში : « მიუტევეთ და მოგეტევებათ »(ლუკ . 6:37), ასეთია ღვთის მორწმუნეთა გულებში ჩაწერილი სულიერი კანონი, რომელიც პირველი კანონის აღსრულებით მოქმედებს : « რჯულის დასარღვევად კი არა..(ამბობს უფალი) არამედ  , აღსასრულებლად მოვედი» ( მათ.5:17). გულისხმაჰყავ ის, თუ როგორ აღესრულება ეს :  პირველი კანონი , გაკიცხავს და განსჯის  რა მოყვასის წინააღმდეგ შემცოდეს სამართლიანი მსჯავრით , გაკიცხავს მასაც, ვის წინაშეც შეცოდეს , რამდენადაც ვინც რისთვის განსჯის სხვას, თავადაც ისე განისჯება და ვინც რას პატიობს სხვას, თავადაც ის ეპატიება ( რომ. 2:1;  ზირაქ. 28:2); რამეთუ ასე ბრძანებს რჯული :  განკითხვისა და სასჯელისათვის - განკითხვა და სასჯელი , ხოლო მიტევებისათვის - მოტევება . შესაბამისად, რჯულის აღსრულება მიტევებაშია .

  ჩვენ ვახსენეთ: «პირველი კანონი» , არა იმიტომ, რომ ღმერთმა ადამიანებს ორი კანონი მისცა , არამედ იმიტომ, რომ ერთი კანონთაგანი სულიერია მისი ბუნების მიხედვით  , რომელიც მისაგებელის გამცემისადმი სამართლიანად მოქმედებს : შენდობის მიმცემს- შენდობას მიანიჭებს , ხოლო შურისმაძიებელს - განსჯის , რადგან თქმულია : «რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო» (ფსალ. 17:27). ამგვარად , ამ კანონის სულიერად აღმსრულებელნი, აღსრულების შესაბამისი ძალით ეზიარებიან საღვთო მადლს და ამის მიხედვით უყვართ არა მხოლოდ თავიანთ კეთილისმყოფელნი , არამედ მაგინებელნიც, მდევნელნიც და ამ ღვაწლის გამო, კიდევ უფრო დიდ სიყვარულს მოელიან ღვთისაგან , როგორც კეთილმისაგებელს , ვამბობ კეთილმისაგებელს , არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს უკანასკნელნი მიუტევებენ თავიანთ მტანჯველთ ცოდვებს , არამედ აგრეთვე იმიტომ, რომ ლოცულობენ რა ისინი ღვთისადმი თავიანთ მტრებზე , მათ მიერ მიემთხვევიან ნეტარებას .  სწორედ ამაზეა მეტყველებს წერილში ნათქვამი: « ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ »( მათ. 5:11)

  სულიერი კანონების შეცნობისაგან ისწავლეს ( მათ) ამგვარად ბრძნობა , რამეთუ როდესაც  კეთილი განრზარხვის მიერ ( აზრობრივად, მოტივაციურად მ.მ) იმყოფებოდნენ თვითდამდაბლებაში ,  შევიწროებაში, მაშინ უფალმა , იხილა რა მათი ბრძოლაში მყოფი გულები, რომლებმაც არ აქციეს ზურგი სიყვარულს, განაქარვა გამყოფი კედელი  ( თავის იძულებასა და მდგომარეობას შორის მ.მ) და უკვე არა ძალმომრეობით ( თავის იძულებით) , არამედ ღვთის შეწევნით მოიპოვეს მათ სიყვარული ( როგორც მდგომარეობა გულისა მ.მ) , რადგან საბოლოოდ უფალს უპყრია გულისთქმათა აღმძვრელი ძალა ( დაბ.3:24); და ისინიც შედიოდნენ «შინაგანსა მას კრეტსაბმელსა, 20. სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ»(ებრ. 6:20) და ნეტარებდნენ სულიწმინდის ნაყოფთა ხმევით და იხილავდნენ რა მომავალს გულის მუდმივობით , « ვითარცა დაბურულ სარკეში », რომლის თანახმადაც ხმობდა მოციქული : «რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ» (1კორ.13:12,2:9). მაგრამ, ასევე ამ საოცარ რამეზე დავსვამ კითხვას : «არც კაცს გაუვლია გულში» ,  საიდაინ იცი ეს შენ მოციქულო ?მითუმეტეს თავად აღიარებ მოციქულთა საქმეში, რომ  «ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი» ( საქმე.14:15 )? ამაზე , შემდეგნაირად  გვპასუხობს  ნეტარი პავლე  : «ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა» (1კორ.2:10).და რათა არავის თქვას , რომ  მათაც მიცემული აქვთ სულიწმინდა , როგორც მოციქულებს, ( ბუნებუთად ვერ დავიტევთ ჩვენ ამას) ნეტარი პავლე ამბობს ლოცვისას :  «.რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა ; დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა»(ეფეს.3:16,17); «ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადაცა სული უფლისაჲ არს , მუნ აზნაურებაჲ ( თავისუფლება) არს.» (2კორ .3:17); და კვლავ ამბობს : «უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.» (რომ .8:9).

 

კითხვა: შენ თქვი, რომ ყოველივე სულიერი სულშია დაფარული , ამგვარად, რას ნიშნავს : «ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად » (1კორ.14:19)?

პასუხი: ეკლესია ორმხრვივად იგულისხმება: მორწმუნეთა კრებული  და როგორც სულის ძალების მთლიანობა. ასე, რომ როდესაც  სულიერად საუბრობენ ადამიანზე, მაშინ ეკლესია მთლიანად მისი შემადგენელია , ხუთი სიტყვა კი საერთო სათნოებებია , რომლებიც აყალიბებენ  მრავალსახედ გაყოფად მთლიან ადამიანს. ვინაიდან, როგორც ხუთი სიტყვის მთქმელი უფალზე სიტყვებით მთელ სიბრძნეს მოიცავს , ასევე ყველა , ვინც უფალს მიყვება ხუთი სათნოებით , ღმერთშემოსილობის დიდ ნიჭს მოიპოვებს.  ხსენებული ციფრი «ხუთი» მოიცავს ყოველივეს : პირველი - ლოცვა, შემდეგ თავშეკავება, მოწყალება, უპოვარება და სულგრძელება. ეს სათნოებები, აღსრულებული სურვილითა(ნებელობით, ნდომით მ.მ) და ნებით, სულის სიტყვები არიან , უფლის მიერ წარმოთქმული და გულით მოსმენილი, რადგან უფალი მოქმედებს,  სული გონისმიერად (აზრობრივად მ.მ) აუწყებს ,ხოლო გული კი , რამდენადაც ინებებს, იმდენად აღივსება ხილულად. ეს სათნოებები კი, რამდენადაც მოიცავენ ყოველივეს ( დანარჩენსაც) , იმდენად წარმოშობენ კიდეც ერთმანეთს  და პირველის დამცრობისა და გაქრობის შემთხვევაში, სხვებიც ნადგურდებიან ( საუბარია სათნოებებზე, როგორც ურთიერთ შობის მიზეზზე მ.მ). იმავგვარადვე მეორეს მეშვეობით მყარდება შემდეგი სათნოებები და ასე გრძელდება სათნოებათა ჯაჭვი. რადგან, როგორ ილოცებს ვინმე, თუ სულისაგან არ იქნება აღძრული? განა ამაზე არ მოწმობს წმ.წერილიც, სადაც ნათქვამია:  «არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა.» (1კორ.12:3). როგორ შეძლებს ვინმე თავშეკავებით ცხოვრებას ლოცვითი შეწევნის გარეშე? და ვინც ყველაფერში თავს არ იკავებს, როგორ შეიწყალებს ღარიბს ან განაწყენებულს? ამასთან ერთად , ის ვინც უმოწყალოა , მას  შეუძლებელია ქონდეს ნებელობითი უპოვარება (არჩევითად მ.მ) . უნდა ითქვას ისიც , რომ ქონების ფლობის სურვილის თანააღზრდილია მრისხანება ( გაღიზიანებადობა მ.მ) , მიუხედაავდ იმისა, მოხვეჭილი აქვს ეს ქონება, თუ არა . სათნოებაშემოსილი სული კი , თანააღეშენება ეკლესიაში მყოფებთან ერთად , არა იმის მიხედვით თუ რა აღასრულა (მოიმოქმედა მ.მ), არაედ იმით, თუ რა ისურვა , რამეთუ არა საკუთარი სხეული აცხოვნებს ადამიანს ( ანუ სხეულებრივი საქმენი მ.მ) , არამედ ის, ვინც ძალას აძლევს მას. და ამგვარად, თუ ვინმეს ჩვენი მეუფის წყლულები არ განუცდია , დაე ნუ ექნება საკუთარ თავზე რამე წარმოდგენა , თუნდაც რომ რაიმე სიკეთე ქონდეს გაკეთებული ან თუნდაც გაწვრთნილი იყოს ამგვარ მოქმედებებში . ნუ იფიქრებ როდესმე სათნოებებით დაიქადნო და ან, მისით აუწყო უფალი ვინმეს, რადგან დაწერილია:  «რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათჳს.» (ფილ.2:13).

 

კითხვა: რატომ უდებს წმ.  წერილი ადამიანს მცნებად  ამის აღსრულებას ?

პასუხი: ზემოთ ვთქვით, რომ ადამიანს ბუნებითად აქვს უნარი საკუთარი თავი განსწავლოს სიკეთეში და ღმერთიც თავისი მხრივ ამას ითხოვს ადამიანისგან. რამეთუ იგი მცნებად გვიდებს, რომ ადამიანმა უპირველესყოვლისა გულისხმაყოს საჭირო(ონტოლოგიური) , ამის შემდეგ შეიყვაროს ის და კეთილნებელობით გაიწრთვნას მასში ( ამ სათნოებაში), რათა გონება აქტიური იყოს და ( ადამიანმა შეძლოს ) შრომა გასწიოს და აღასრულოს საქმე, რამეთუ ღვთის მადლი მსურველსა და აღმსრულებელზე მოეფინება და გარდამოედინება . ადამიანის ნება, უმთავრესი და არსებითი პირობაა, ხოლო იქ სადაც ნება არ მოქმედებს, არც არაფერი აღესრულება, თუმცაღა როგორც ღმერთი მას ყოველივე შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს ადამიანზე მინიჭებული თავისუფლების გამო (რათა არ დააძალოს სათნოება და მისი ნება არ შეზღუდოს მ.მ). ამგვარად, სიკეთეთა  აღსრულება ღმერთზეა დამოკიდებული , ხოლო მასში მონაწილე ნება - ადამიანის არის. თუმცაღა, თუ ჩვენს  ნებას სრულად გადავცემთ უფალს  , მაშინ ყველა აღსრულებული საქმე, ჩვენ მოგვეწერება.

  საკვირველია ღმერთი ყველა მის საქმეში და შეუცნობელია გონებისათვის განრზახვანი მისნი, მაგრამ ჩვენ , ადამიანები ვცდილობთ სიტყვებით გამოვსახოთ მისი სასწაულების მცირე ნაწილი, ვეყრდნობით რა წმ.წერილს, უფრო მეტად განვისწავლებით მისით , რადგან წერილი ბრძანებს : «რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?» (რომ.11:34). თავად უფალი ბრძანებს :  «რაოდენ-გზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ,... და არა ინებეთ!?» (მათ.23:37).ამიტომ ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ თავად შემოგვკრებს ჩვენ, ის მხოლოდ ჩვენს ნებელობას ეძებს , და რაში მდგომარეობს ჩვენი ნების გამოვლინება თუ არა ნებელობით შრომაში ? რადგან, როგორც რკინა , როდესად ჭრის , თიბავს , მიწას ამუშავებს , რგავს  ან აფხვიერებს მიწას , თავადაც ღრმავდება  მიწაში, მაგრამ სხვის მიერ მოძრაობს იგი , ხოლო როდესაც გაცვდება ან და გადატყდება, გაახურებენ მას, გაამრთელებენ და განაახლებენ , ასევე ადამიანიც , თუმცაღა იღლება, იქანცება და ძალები ეცლება, მასში ღმერთი მოქმედებს საიდუმლოებრივად. და როდესაც ის დაიქანცება და გულით შეიმუსრება, ანუგეშებს და განაახლებს მას სულიწმინდა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს : «ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა?» (ესაია.10:15). იგივენაირად ხდება ბოროტებასთან მიმართებაშიც, როდესაც ადამიანი მორჩილებს მას და მზად არის მის აღსასრულებლად , მაშინ სატანა დევნის და ახალისებს მას, როგორც ავაზაკი თავის რკინის ხმალს.  გული რკინას შევადარეთ მისი უგრძნობლობისა და დიდი სისასტიკის გამო; მაგრამ ჩვენ, როგორც უგრძნობი რკინის მსგავსებმა , არ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მფლობელის შესახებ, რამდენადაც სიტყვის მფლობელიდან (მთქმელიდან)  ადვილად გადავეცემით ბოროტ გულისთქმებს(იგულისხმება, ბოროტებას დაქვემდებარებული ადამიანის მდგომარეობა) ,არამედ უფრუ უპრიანია ჩვენთვის, მსგავსად ვირისა და ხარისა, შევიცნოთ ის, ვინც გვაიძულებს თავისი გზებით სიარულს , რადგან წერილი ამბობს: «იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა» (ესაია.1:3). ასე , რომ ვილოცოთ  ღვთის შემეცნების სიღრმის შეძენისთვის  , რათა  განვისწავლოთ სულიერ კანონებში ,ღვთის მცნებათა სწორად აღსრულებისთვის , ამინ !

 

თარგმანი : მ.მ 


წყარო : https://azbyka.ru/otechnik/Mark_Podvizhnik/o-duhovnom-rae-i-zakone/ 

 

среда, 29 мая 2024 г.

გალატელთა მიმართ 4-5: მონობა და თავისუფლება .

 

          ერთ-ერთი მოგზაურობისას აღმოვჩნდი ადგილზე, სადაც რეგის სტილის მუსიკა უკრავდა. ხალისით ვუსმენდი რასტაფარული[რასტაფარი (ინგლ. Rastafari) — 1930-იან წლებში იამაიკაში წარმოშობილი და დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული რელიგია. მის წარმოშობას საფუძვლად უდევს მარკუს გარვეის (1887-1940) წინასწარმეტყველება. მან 1927 წელს იწინასწარმეტყველა, რომ აფრიკაში მოხდებოდა დიდი მეფის აღზევება. 1930 წელს ჰაილე სელასიეს ეთიოპიის იმპერატორად კურთხევა აღიქმებოდა, როგორც მის ახდენა.] მცდარი სწავლების ტექსტებს და თან ვტკბებოდი დიდებული კარიბული მელოდიებითა და რითმებით (ვიცი, ეს უცნაური დროს ტარებაა, მაგრამ გახსოვდეთ მიწი წყარო!). დაიწყო ბობ მარლის ერთ-ერთი სიმღერა და როგორც ყოველთვის, ახლაც სიტყვებს დავაკვირდი: „გათავისუფლდით გონებრივი მონობისგან - მხოლოდ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩვენი გონების განთავისუფლება...“.

ვწუხვარ, ბობ. მომწონს სიმღერა, მაგრამ შინაარსს ვერ დავეთანხმები. მხოლოდ ქრისტესა და სული წმიდას შეუძლია ჩვენი გონების გათავისუფლება მონობისგან (იქნება ეს გონებრივი თუ სხვა სახის მონობა). მარლის განცხადება გულისხმობს საკუთარი ძალისხმევის მეშვეობით გათავისუფლებას, რაც სახარებასა და ქრისტეს ეწინააღმდეგება.

ბევრი „კარგი სიმღერა“ არის პოპულარული ჰიტი ... მრავალი „კარგი გამონათქვამი“ არის მცდარი, თუმცა ფართოდ გავრცელებული და პატივცემულია.

დავუბრუნდეთ გალატელებს

გალატელთა მიმართ ეპისტოლეს მე-4 თავის მე-5 მუხლში, პავლე აგრძელებს გზასაცდენილი[1] გალატელების გამოსწორებასა და დარიგებას[2] - უთითებს რა განსხვავებას, ერთის მხრივ, სულის თავისუფლებასა და მეორეს მხრივ, „ქვეყნიერების ნივთიერი საწყისების“ მონობას შორის (გალ. 4:3). ეს „ნივთიერი საწყისები“ შეიძლება იყოს სხვადასხვა რელიგიები, სისტემები, „ღმერთები“ და სხვადასხვა რწმენა, რაც ადამიანთა შორის ბუნებრივად წარმოიშობა, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ქრისტეს რწმენასთან (ბობ მარლისეული თვითგანთავისუფლება ამის მცირე მაგალითია). პავლეს აზრით, გალატელები გათავისუფლდნენ რჯულის რელიგიური მონობისგან, თუმცა იგი აცნობიერებს, რომ, შესაძლოა, მეტისმეტად შეაფასა სიტუაცია.

 

მონები, მემკვიდრეები, მუშაკები და ბიზნესის მფლობელები.

 

პავლე მონას ადარებს მემკვიდრეს, რომელიც თავის მემკვიდრეობას თავისუფლად ჯერ კიდევ არ ფლობს. მონის მსგავსად, მემკვიდრე მკაცრ წესებსა და შეზღუდვებში (რჯულის ანალოგია) ცხოვრობს, სანამ მამა მემკვიდრეობას არ მისცემს (ქრისტეს მოსვლის ანალოგია). კანონი იყო შუალედური ხანა აბრაამისადმი მიცემული უპირობო აღთქმასა და მის შესრულებას, ანუ ქრისტეს განხორციელებას, შორის.

ჩვენს დღევანდელობაში, ეს ანალოგია შეიძლება აიხსნას ოდნავ განსხვავებულად, რადგან, პავლეს დროს „მონას“ განსხვავებული კონოტაცია[3] ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მამის ბიზნესში ძე მუშაობს, როგორც შეგირდი ან დაწყებითი დონის მუშაკი და ქვედა დონის მუშაკის ყველა წესსა და რეგულაციას ემორჩილება, სანამ მამა ძეს ერთიანად არ დაუთმობს[4] ბიზნესის მფლობელობასა და კონტროლს. ძე აღარ არის მუშაკი, არამედ მფლობელობის შედარებით თავისუფლებამდე ამაღლდა[5].

ბიზნესის მფლობელი მიხვდება რაზეც არის საუბარი - თავისუფლებას მოჰყვება პასუხისმგებლობა. ბიზნესის მფლობელი ან მემკვიდრეობის მიმღები ან ის, ვინც პრივილეგიას იღებს, კისრულობს ამ პრივილეგიისა და პოზიციის თანაბარ[6] პასუხისმგებლობას. ისინი, ვინც ქრისტეში განთავისუფლდნენ, ასევე კისრულობენ დიდ პასუხისმგებლობას იმისა, რომ სულში იცხოვრონ, რაც ძალიან კარგად არის ახსნილი რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლეს მე-12 თავის დასაწყისში. თუ ქრისტეში ყოფნის პრივილეგია გვაქვს, მაშინ, ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ შესაბამისად ვიცხოვროთ და როგორც მისი მოწაფეები, გავიზარდოთ ჩვენს პრივილეგირებულ როლში. თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, ახსნილია წერილში, ქრისტეს მცნებების სახით. ეს არის სულისმიერი პროცესის - „განწმენდის“[7] - მნიშვნელოვანი ნაწილი.

გალატელებში, პავლე უფრო ძირითად საკითხს ეხება. აქ საუბარია არა იმაზე, რომ თავისუფალი ადამიანები გაურბიან[8] პასუხისმგებლობას (ამის შესახებ კორინთელთა მიმართ 1-ელ ეპისტოლეში ვკითხულობთ), არამედ იმაზე, რომ თავისუფალი ადამიანები ისევ მონობას უბრუნდებიან თავისივე თანხმობით - უჯერებენ მათ, ვინც ისევ მონობაშია და თავისუფალ ადამიანებსაც მონობისკენ უხმობს. ეს არის თავისუფალი ადამიანის მხრიდან ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა.

პავლეს ასწავლის, რომ როდესაც ჩვენს რწმენასა და ნდობას ქრისტეში ვამყარებთ, ვიღებთ ძეობას, როგორც შვილები და მემკვიდრეები; ვიღებთ სულს, რომლითაც ღმერთს შეგვიძლია „მამა“ ვუწოდოთ (გალ. 4:6). მაშასადამე, ქრისტეში აღარ ვართ მონები, არამედ თავისუფალი შვილები და მემკვიდრეები (მე-7 მუხ.). ჩვენი გაგებით, როდესაც ქრისტე მოვიდა, რათა რჯულისა და ცოდვებისგან დავეხსენით, ჩვენ ბიზნესის თანამფლობელები გავხდით, მანამდე კი ქვედა დონის მუშაკები ვიყავით. მუშაკი შეიძლება დაიქირავო, გაათავისუფლო, გამოსცადო. მფლობელი, თუმცა კი დიდ პასუხისმგებლობას კისრულობს, მუშაკი აღარ არის. როგორ შეიძლება მფლობელმა სხვას გადასცეს ბიზნესი და თავად ისევ მუშაკის რანგში ჩამოქვეითდეს? ამგვარად, ასეთი მფლობელი აჩვენებს, რომ მუშაკის (ან მონის) სტატუსზე მაღლა დადგომა მისთვის მისაღები არ ყოფილა.

საინტერესო მიგნებებისა და უფრო ფართო ბიბლიური კონტექსტისთვის აქ შეჩერდით და წაიკითხეთ გამოსვლა 16:2-3, 17:3, 19:5-6, 20:2, 32:1, 32:7-14.

მონებით ვაჭრები

გალატელები ამქვეყნიურობის მონები იყვნენ. ისინი აყვნენ „იუდეველების“ დაჟინებას, თითქოს, „ნამდვილი“ ქრისტიანობა იუდეველთა რჯულის მორჩილებას ითხოვდა. ამგვარად, გალატელები ისევ მონობას და „ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ“ უბრუნდებოდნენ (მე-9 მუხლი). როგორც ჩანს, ისინი წარმართულ რელიგიურ დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ (მე-12 მუხლი). ამით გააოგნეს პავლე, რომელიც შიშობდა, რომ სახარება მათ ამაოდ ხომ არ უქადაგა.

პავლემ შეახსენა გალატელებს, რამდენად დიდი სიკეთე იყო მათთვის სახარება, როდესაც მათ ის სიხარულით მიიღეს და პავლეს, როგორც თავიანთი მოძღვის, ერთგულნი იყვნენ. შემდგომ, როდესაც პავლე წავიდა, გამოჩნდნენ „იუდეველები“, რომლებმაც გალატელები მოჩვენებით პატივში ჰყავდათ, მაგრამ ამის მიზანი იყო სახარების გაუკუღმართება და გალატელთა რჯულის უღელში მოქცევა. ანუ, „იუდეველები“ შემოვიდნენ და მოითხოვეს ბიზნესის დაბრუნება. ეს „იუდეველები“ დაეპატრონნენ  გალატელებს, მათ ეგოზე მოახდინეს ზეგავლენა, რათა დაეპყროთ ისინი და კვლავ „მონებად“ ექციათ (14-20 მუხლები).

სხვადასხვა (ზოგჯერ ძალიან პოპულარული) ეგრეთ წოდებული „ევანგელისტები“ და „მოძღვრები“ ზუსტად იგივეს აკეთებენ დღეს, მაგრამ, გაცილებით უფრო ტკბილად და დახვეწილად. არსებითად, მიდგომა იგივეა: პირველ რიგში, უკავიათ ბიბლია, თუმცა მისი აზრი იშვიათად თუ ესმით - აქა იქ, კონტექსტიდან ამოგლეჯენ მუხლებს, რათა თავიანთი აზრი „დაამტკიცონ“; მერე, ყვებიან ადამიანური გამარჯვების ისტორიებს, თუ როგორ გადალახეს ადამიანებმა დაბრკოლებები; ყვებიან ადამიანური ძალისხმევისა და სიკეთის ამბებს; ყვებიან წარმატების ისტორიებს, ათბობენ და აიმედებენ თავიანთი მსმენელი ჰუმანისტურ გულს. მესამე: ასწავლიან, რომ თუ იგივე გულის გამათბობელ, არა ეგოისტურ ტექნიკას და მეთოდებს მივმართავთ, რასაც წარმატებული ადამიანები მიმართავენ, ღმერთი ჩვენც მოგვცემს გამარჯვებას. თუ ჩვენ ასე ვიქცევით, ღმერთიც შესაბამისად უნდა მოგვექცეს. ბოლოს და ბოლოს, ღმერთს ვუყვარვართ და ჩვენთვის საუკეთესო სურს და ამ ყოველივეს მისგან მივიღებთ, თუკი მხოლოდ ვიწამებთ.

გამარჯვება (წარმატება, აყვავება, ხსნა) კარგია, როცა ჩვენია! ასე ამბობენ ცრუ წინასწარმეტყველნი.

ცრუ წინასწარმეტყველნი ასწავლიან (და უამრავ წიგნსაც წერენ) ღვაწლის ცრუ სახარებას და არაფერს ამბობენ ადამიანურ მანკიერებებზე, ცოდვაზე, დაცემაზე, ჩვენს მარად უიმედო მდგომარეობაზე და იმ მადლსა და წყალობაზე, რომელიც ღმერთმა გამოავლინა, რათა დავეხსენით ცოდვით დაცემით გამოწვეული სამართლიანი შედეგებისგან. ქრისტეს ნამდვილი სახარება მათ გულის ამაჩუყებელ თხრობას აკნინებს. მათ „სწავლებებს“ უნდა ვერიდოთ. მონობა შეიძლება ლამაზად და სასურველად წარმოაჩინო. თანამედროვე წინასწარმეტყველის პარაფრაზს თუ მოვახდენთ: „გიღიმის, ზურგს უკან კი სისინებს“. იმისათვის, რომ შევამოწმოთ, ყალბია ეს თუ ნამდვილი, უნდა დავაკვირდეთ, ვინ არის ცენტრალური ფიგურა: ჩვენ, ადამიანები, ვართ ცენტრში თუ თავად მომღიმარი წინასწარმეტყველი.

აგარი, ისმაელი, სარა და ისააკი

განსაკუთრებით საინტერესო და ძლიერია ჰაგარისა და სარას მაგალითი. როგორც ჩანს, პავლე ავლებს ანალოგიას ისმაელსა (რომელიც მას მონა-ქალი აგარისგან შეეძინა) და იუდეველებს, „იერუსალემს“ (რჯულის ხალხს) შორის; ხოლო თავისუფალი ქალი - აბრაამის ცოლი სარა არის ქრისტეს მოწამეთა დედა. დაპირება (ქრისტე) აბრაამისა და მისი თავისუფალი ძის - ისააკის ხაზით მოვიდა და არა ისმაელის ხაზით. პავლე ხაზს უსვამს, რომ გალატელი ქრისტიანები, ისააკის მსგავსად, დაპირების შვილები არიან, ანუ აბრაამისადმი დაპირების შვილები, მადლის შვილები, რწმენის თავისუფლების შვილები და არა მონობის შვილები, შესაბამისად, არა რჯულის შვილები. პავლეს მაგალითის სახით მოჰყავს ძველი აღქმის მაგალითი და უბრძანებს გალატელებს, რომ განდევნონ იუდეველები (მონა-ქალი და მისი ვაჟი) და ქრისტეში თავისუფალი სრული მემკვიდრეები გახდნენ (მუხლები 30-31).

გალ. 5:1-ში ვკითხულობთ: „თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ“. კონტექსტში აზრი გასაგებია. „ჩვენ“, რომელთა რწმენა ქრისტეშია და არა რჯულის დაცვაში და არც „ამა ქვეყნის საწყისებში“ განვთავისუფლდით რჯულისგან, რათა თავისუფლებაში ვიცხოვროთ; რათა არ დავუბრუნდეთ რეგულაციებსა და პოპულარულ რელიგიურ იდეებს ან უბრალო „სულიერებას“ ან მისტიციზმს და ქრისტიანობად შენიღბულ ღვთისმოსაობას და არც მომღიმარეთა „სახარებას“, რომლითაც გვეუბნებიან „როგორიც გინდა ისეთი იყავი“. პავლემ დაწერა: „მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს“.

ეს რადიკალიზმია?

მესმის, რომ ზოგიერთისთვის ეს იდეები რადიკალურია. განა ღვთის რჯულით არ უნდა გავიხაროთ? განა ფსალმუნებში დავითი რჯულს არ აქებს? განა ქრისტე არ ამბობს, რომ ერთი სიტყვაც არ გადავა რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება? განა რჯულში არ ვართ ქრისტეს დაბრუნებამდე? განა ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ ჩვენ რჯულის ხალხი ვართ? განა წარმართებს რჯული არ უნდა ვუქადაგოთ? განა არ უნდა მივუთითოთ რჯულის დარღვევებზე - გინდაც ურწმუნონი არღვევდნენ, გინდაც მორწმუნენი? განა რჯულის დამარღვეველნი არ უნდა გვეჯავრებოდნენ და მათთან საერთო არაფერი არ  გვქონდეს? და განა არ უნდა შევაქოთ კეთილი საქმეები, რომლებსაც ადამიანები იქმან საკუთარი თავისთვის თუ სხვებისთვის?

ყველა ამ კითხვაში ჩაღრმავებას საკმაო დრო დასჭირდება. მაგრამ, ამ კითხვებში ჩაღრმავება ნამდვილად ღირს. თუმცა, მოკლედ შევაჯამებ და მოგახსენებთ იმ აღმოჩენებს, რომლებიც წმინდა წერილსა და სახარებაში გავაკეთე:

1.    დიახ, აღფრთოვანებულნი უნდა ვიყოთ ღვთის რჯულის ზნეობით, რადგან რჯული მის ხასიათსა და ბუნებას ასახავს და ჩვენი მაცხოვრის (რომელმაც თავად იცხოვრა რჯულის მიერ) სიკეთეს გვანახებს. ასევე, შეგვიძლია აღვფრთოვანდეთ იმ ფაქტით, რომ ადამიანური მორალისა და ეთიკის წყარო ღმერთის ბუნებასა და ხასიათშია (ჩვენ თავად თუ არ დავამახინჯეთ ეს მორალი და ეთიკა ჩვენივე მანკიერებებით) და ღვთის კანონების წყაროც ღმერთია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რჯულში ვართ ან რომ რჯულის დაცვის ვალდებულება გვაკისრია ჩვენი ცხონების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად. ეს არის იდეების სრული წინააღმდეგობა. ღმერთი გვიხსნის რჯული დაუცველობისგან - რჯულის დაცვა არ არის ჩვენი ცხონების პირობა;

2.    დავითი სწორად განადიდებდა რჯულს. როდესაც დავითი წერდა ფსალმუნებს, ის, ჩვენგან განსხვავებით, ძველ აღთქმაში ცხოვრობდა, ჩვენი მაცხოვრის განკაცებამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე. დავითი თუ ცხონდა, მომავალი მაცხოვრის რწმენით ცხონდა და არა რჯულის დაცვით;

3.    იესომ ნამდვილად თქვა, რომ რჯული არ გადავა, სანამ არ აღსრულდება. შემდეგ, ჯვარზე თქვა: „აღსრულდა!“ იმ მომენტში მან აღასრულა ძველი აღთქმის რჯული; ერთი დღით ადრე კი, „ბოლო სერობაზე“, იგი მადლის ახალ აღთქმაში შევიდა თავისი სისხლით;

4.    არა, ჩვენ არ ვართ „რჯულის ხალხი“. პავლე ამაზე საუბრობს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში. უნდა გვაწუხებდეს ის ფაქტი, რომ რწმენის მიღმა მყოფ ადამიანებს „რჯულის ხალხი“ ვგონივართ, რადგან ქრისტეს სახარება ნათლად არ წარმოვაჩინეთ. ურწმუნოთათვის სასიკეთო იქნება, თუკი დაგვინახავენ, როგორ აღვასრულებთ ჩვენი ცხონების საქმეს ერთმანეთისადმი სიყვარულში. თუ უცხონი იტყვიან, რომ „ქრისტიანობა არის რწმენა, რომლის თანახმადაც, ღმერთი ადამიანებს ცოდვებს არ უთვლის“, ე. ი., ვერ გავავრცელეთ სახარება. უნდა ვილოცოთ იმისათვის, რომ ურწმუნოებს ავუხსნათ და ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს მადლის მიერ, რწმენით ცხონება და არა ვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ რჯული იმისათვის, რომ ღმერთმა მართლებად მიგვიჩნიოს;

5.    არა, ქრისტეს არ დაუვალებია ჩვენთვის, რომ მოვიაროთ ქვეყნიერება და მათ(ხალხებს) ცოდვაზე მივუთითებდეთ.  ამგვარად, ურწმუნოების თვალში (სულ მცირე) პირმოთნეებად და ფარისევლებად გამოვჩნდებით. მშიშრობაა, რომ საკუთარ თავს დავაჯეროთ, თითქოს ვართ რჯულის ხალხი და რჯულში ვცხოვრობთ, მოჩვენებითად დავიცვათ იგი და სხვებსაც მოვახვიოთ თავზე და ამით ვეცადოთ ამ რჯულში ჩვენი ადგილის დამკვიდრებას. ამ ყოველივეს საერთო არაფერი აქვს იმ დიდ დავალებასთან, რასაც ქრისტეს სახარების ქადაგება ჰქვია. ჩვენი დავალება არ არის, რომ ღმერთის კანონიერი <<საპოლიციო>> ძალა ვიყოთ. „მოწმობის“ პრაქტიკის თვალსაზრისით, კარგს ვიზამთ, თუ ღმერთის მადლსა და წყალობის შესახებ დისკუსიებში შევეშვებით ჰომოსექსუალობის, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან რელიგიის ამოღების, უპატიოსნო პოლიტიკოსების, უსამართლო კანონების და ა. შ. მხილებას[9]. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ, მოვაგვაროთ ჩვენი რეალური პრობლემა, რომლის ფონზეც ყოველივე ზემოაღნიშნული აქტუალობას კარგავს;

6.    არა, არ უნდა გვძულდეს რჯულის დამრღვევნი. მთელი ცხოვრება მესმის, რომ ღმერთს სძულს ცოდვა, ცოდვილები კი უყვარს; ასევე, ხშირად მესმის, რომ ჩვენც უნდა გვძულდეს ცოდვა, ცოდვილები კი უნდა გვიყვარდეს. ეს აზრი, გარკვეულ წილად, სწორია, თუმცა, ამ „გიყვარდეს“ და „გძულდეს“ შორის ძალიან მყიფე ზღვარია და ძალიან ძნელია ამ ზღვარზე ისე სიარული, რომ ფარისევლობაში არ გადავარდე და არ მოაჩვენო თავი, თითქოს რჯულს იცავ, მაშინ როდესაც, სინამდვილეში, არც ერთი ჩვენგანი მას არ იცავს. უფრო სწორია ვიგულისხმოთ, რომ ჩვენი ცოდვები გვძულს და მათი ამოძირკვა გვინდა;

7.    ნებისმიერი ნამდვილი სიკეთე, რომლებსაც ადამიანები საკუთარი თავის ან სხვების მიმართ ავლენენ, ღვთის ხატისა და სათნოების ანარეკლია. მაშასადამე, არ უნდა განვადიდოთ ჩვენი სიკეთე და ჩვენი გულუხვობა და ქველმოქმედება. როდესაც გულის ამაჩუყებელი ისტორიები გვესმის და გვგონია, რომ ჩვენ მართლაც კეთილები ვართ და ყოველივე კარგს ვიმსახურებთ ღმერთისგან, მაშინ სერიოზულად ვცდებით.

სული, ხორცი და რჯული

გალ. 5:16-ში პავლე სულიერ სვლაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ სულიერად სიარული არ ნიშნავს რჯულში სიარულს. იმისათვის, რომ რჯულში არ ვიყოთ, ქრისტეს რწმენა და იმედი უნდა გვქონდეს, რადგან მხოლოდ ქრისტე აუქმებს ცოდვისათვის სასჯელს და რჯულის მონობას. პავლე ამბობს, რომ ის, ვინც სულიერად დადის, არ ასრულებს ხორციელ სურვილებს, ანუ, არ აღასრულებს ხორცის საქმეებს, რომლებიც 5:19-21-შია ჩამოთვლილი. ისინი, ვინც ხორცის სურვილებს ასრულებენ, სულიერად არ დადიან და ამიტომაც ისინი ქრისტეს / მადლის სახარებას ვერ იწამებენ. ურწმუნონი კვლავ თავიანთ ცოდვებში რჩებიან და კვლავ ურწმუნონი არიან, თუნდაც რელიგიურ დღესასწაულებზე და კვირას მორწმუნეებივით იქცეოდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ სახარების ბუნებიდან გამომდინარე, ანუ მორწმუნეებს ცოდვებს რომ პატიობს, პავლე ვერ იტყოდა, რომ „ხორცის საქმეების“ აღსრულება ადამიანს ცხონებას წაართმევს და მარადიულ წყევლას დაუმკვიდრებს. ასეთი რამ ნიშნავს, რომ ცხონება საერთოდ არ არსებობს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც 5:19-21-ში ჩამოთვლილი ცოდვები არ ჩაუდენია, მითუმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ ცოდვის განმარტებას, როგორც ის მათეს სახარების მე-5 თავშია მოცემული. მაშინ, გამოდის, რომ პავლე თავადვე ეწინააღმდეგება გალატელთა მიმართ თავისივე ეპისტოლეს, რომელშიც გალატელებს ეუბნება, რომ მათ ქრისტეს ღვაწლის ქმედითობის უნდა სწამდეთ და არ მოექცნენ რჯულის ქვეშ, ანუ „მონობის უღელში“.

მორწმუნეებმა, რომლებიც ქრისტემ გამოისყიდა და რომლებიც რჯულში აღარ არიან, სულიერად უნდა იარონ. ზუსტად ამას ეუბნება პავლე გალატელებს: იწამონ მხოლოდ ქრისტე. ამით ისინი სულს მიიღებენ და მასში ივლიან. შესაძლებელია თუ არა, იწამო, მიიღო სული, მასში კი არ იარო? რათქმაუნდა, მორწმუნეებს თავისი მარცხი მოსდით, როდესაც მათთვის მიცემულ სინათლეში დადიან. ზუსტად ეს არის ცოდვა. მაგრამ, დიდი სხვაობაა შეცდომების დაშვებასა და ხორცში სიარულს შორის, როდესაც ხორცში სიარული ჩვეულ ცხოვრების წესად მიგვაჩნია.

გამიგია ფრაზა: „იარეთ სულში და ნუ აღასრულებთ ხორცის სურვილებს“. მე ეს ფრაზა შემდეგნაირად მესმოდა: „თუ გინდათ რაიმე ხერხი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ხორციელი ცოდვები არ ჩაიდინოთ, მაშ, აჰა ეს ხერხი: იარეთ სულში“. მე ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავიგე, რომ თუ ხშირად ვილაპარაკებ ენებზე და მისტიურ ოცნებებს მივეცემი, ხორცის სურვილებს აღარ აღვასრულებ.

რათქმაუნდა, ეს ვერ იქნება ამ მუხლის მნიშვნელობა, რადგან მას თავისი კონტექსტი გააჩნია. უბრალოდ რომ შეგვეძლოს სულიერად სიარულის არჩევა, თითქოს, ეს იყოს არჩევანი, რომელსაც ყველას შეუძლია თავისუფლად გააკეთოს, მაშინ, საქმეებით გამართლება ბილეთივით იქნებოდა. რა საჭირო იქნებოდა მაცხოვარი, უბრალოდ და მარტივად რომ შეგვეძლოს „სულიერად სიარულის“ არჩევა და ამით სიმართლის მიღწევა? მაშინ, ჩვენი რელიგია იქნებოდა კეთილმსახურების ანდა მისტიციზმის რელიგია და არა ქრისტიანობა. ცოდვით დაცემას არ ექნებოდა თავისი მოქმედება და არც მაცხოვარი იქნებოდა საჭირო.

ახლა როგორც მესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა, შემდეგია: „გჯეროდეთ და გწამდეთ ქრისტესი და იმისა, რომ მასში იქნებით მართალნი; გჯეროდეთ და გწამდეთ ცოდვების მიტევებისა, და მერე, როცა აღარ იქნებით რჯულში, არამედ იქნებით სულში, აღარ შეასრულებთ ხორციელ სურვილებს. ამის ნაცვლად, ღვთის სულში იცხოვრებთ, სადაც არის პატიება, სიცოცხლე, სიწმინდე, ზრდა და ცათა სასუფევლის მარადიული მოქალაქეობა. იარეთ სულში, რადგან სულში ცხოვრობთ“!

ასეთი მნიშვნელობა გალატელთა მიმართ ეპისტოლეს მთლიან შინაარსს და მთელი ახალი აღთქმის კონტექსტს შეესაბამება.

გულწრფელად მაინტერესებს სხვა ინტერპრეტაციები. ეს არ არის გამოწვევა, არამედ გულწრფელი ინტერესი სხვათა აზრის მიმართ. რათქმაუნდა, ეს აზრი წმინდა წერილითა და კონტექსტით უნდა იყოს გამყარებული.

პრაქტიკული გამოყენება

ჩვენთვის საკმარისია, რომ ვაღიაროთ ჩვენი დაცემულობა; ვაღიაროთ, რომ ვართ მანკიერი ცოდვილები, ზუსტად ესეთივე, როგორც სხვები, ვინც გვინდა, რომ ქრისტეში მოვაქციოთ. ვაღიაროთ, რომ ღვთის მადლი გვიხსნის ქრისტეს რწმენის მიერ. სად ვკითხულობთ ახალ აღთქმაში, რომ უნდა „შევცვალოთ საზოგადოება“, „მოვახდინოთ მთავრობის რეფორმა“ ან „გამოვასწოროთ კულტურა“? სად გვეუბნება წმინდა წერილი, რომ კულტურა ქრისტეს უნდა დავუქვემდებაროთ ან „შევცვალოთ სხვათა ცხოვრება“? ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სახარება, როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც ურწმუნოები შეიძლება ცხონდნენ; ვასწავლოთ სახარება მათ, ვისაც ქრისტეს მცნებები სწამს, რათა დავეხმაროთ სულიერ ზრდაში და ჩვენ თავადაც გავიზარდოთ, როგორც ერთგული მოწაფეები.

თუ ვინმემ იცით, სად წერია „სოციალური ტრანსფორმაციების“ შესახებ, გთხოვთ, გამაგებინოთ.

ვიცით ძველი აღთქმის ცნობილი პასაჟი: „ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, თავს დაიმდაბლებს და ილოცებს... მაშინ განვკურნავ მათ მიწას“. თუმცა, ეს ძალიან შორია იმისგან, რომ ქრისტიანობას სოციალური, კულტურული და ზნეობრივი რეფორმის მოძრაობა ვუწოდოთ. თანაც, აქ საუბარია „ჩემს ხალხზე“ და არა ყველაზე.

დაიცადეთ: განა მისტიური კეთილმსახურება ასეთ აზროვნებასა და სწავლებას არ გამორიცხავს?

არსებობს რწმენის სახეობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „კეთილმსახურება“[10], რომლის თანახმადაც, ქრისტიანული სწავლებები და ბიბლიური პრინციპები, არსებითად, გამოუსადეგარი და უმნიშვნელოა, რადგან საჭიროა მხოლოდ „იესო გულში“ გვყავდეს, გვიყვარდეს ღმერთი და ადამიანები. ამის იქით რაც რაიმე დეტალია, შეიძლება შენთვის „სწორი იყოს“, ჩემთვის კი არა. ერთის მხრივ, ეს ძალიან მიმზიდველად და მარტივად ჩანს. მეორეს მხრივ კი, ამას გარკვეულ ფატალური პრობლემები აქვს.

ამ პრობლემებს ასე შევაჯამებდი: ასეთი ფილოსოფია ჩაანაცვლებს ჩვენს ძალისხმევასა და „სიკეთეს“; ჩაანაცვლებს ჩვენს სულიერ სიღრმესა და კეთილმსახურებას; ჩაანაცვლებს იესოს ისტორიულ გზავნილს და მის მიერ აღსრულებულ ღვაწლს, რომლის გარეშეც ცოდვებში დავიკარგებით, ხოლო თუ ცოდვებში დავიკარგებით, მაშინ ჩვენი მხრიდან „სიკეთის“ მცდელობა ფუჭია. დავამატებდი, რომ „შენთვის სწორია, ჩემთვის კი არა“ მიდგომა სრულიად არათანმიმდევრულია. არც ერთ ადამიანს არ უყვარს ღმერთი და მოყვასი 100%-ით. ეს ვერავინ აღასრულა ქრისტეს გარდა. აქედან გამომდინარე, ისევ ვუბრუნდებით სახარებას, ქრისტეს ჭეშმარიტებებსა და ბიბლიურ სწავლებას და არა ჩვენს კეთილმსახურებას.

არსებითად, ქრისტიანობა ნიშნავს (1) გჯეროდეს და გწამდეს იმისა, რაც ჩვენამდე ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა; (2) გჯეროდეს და გწამდეს ადამიანისა, ვინც ეს აღასრულა; გჯეროდეს და გწამდეს (3) წერილისა, რომელიც ამ ამბებს აღწერს და (4) გჯეროდეს და გწამდეს იმ ფაქტისა, რომ ეს ყველაფერი პირადად ჩვენ გვეხება, რადგან ღმერთმა გადაწყვიტა ასე. ქრისტიანობა არ შედგება იმისგან, რომ ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიყვარული წმინდა ცხოვრებაში აისახება. ჩვენი ზრდა ამ სიყვარულში განპირობებულია მადლით, რადგან ღვთის სული ჩვენს მიერ და ჩვენთვის იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე თავად ჩვენ შეგვიძლია. „კეთილმსახურება“, იმ გაგებით, როგორც მე ვიყენებ ამ ტერმინს, ნიშნავს, რომ ქრისტიანობა შედგება ჩვენი საქმეებისგან, ანუ საქმეების რელიგიაა.

კეთილმსახურება კარგია, როგორც განწმენდის[11] პროცესის ნაწილი. ის კარგია, როდესაც მადლისმიერია და არა როდესაც მივიჩნევთ მას მთავარ მოვლენად, რომელიც ჩვენი სიკეთისგან მომდინარეობს.

 



[1] Wayward - გზააბნეული, გზას აცდენილი.

[2] Exhortation - დარიგება.

[3] Connotation - სიტყვის, ცნების ძირითადი მნიშვნელობის თანმდევი მნიშვნელობა.

[4] Relinquishes - უთმობს.

[5] To elevate - ამაღლება.

[6] Commensurate - თანაბარი, თანაზომიერი, პროპორციული.

[7] Sanctification - განწმენდა, წმინდანად გახდომა, წმინდანად შერაცხვა.

[8] To shirk - თავის არიდება.

[9] Diatribe - მხილება.

[10] Pietism.

[11] Sanctification.

იდეის ავტორი , ტექსტის კორექცია  : მ.მ

თარმნა : ლ. ხომასურიძე 

понедельник, 15 апреля 2024 г.

შესავალი ღვთივსათნო ცხოვრებაში.


,, ჩემო შვილო, არასოდეს დაუშვა შენი გული მძიმე ცოდვაში ჩაიძიროს , რადგან ისეთი საიმედო და უსაფრთხო საშუალება ,როგორც აღსარებაა, შენს ხელთ არის“.

ეს არის წმინდა ფრანცის სალსელის დარიგრება წიგნიდან ,, ღვთივსათნო ცხოვრებისათვის " . წმინდა ფრანცისი, სხვა ბრძნულ რჩევებსაც იძლევა , რათა კარგად მომზადებული წავიდეს ადამიანი აღსარების ჩასაბარებლად, რომელიც არის ღმერთთან შერიგებისა საიდუმლო.

1.წმინდა ფრანცისკე მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ ხშირად და რეგულარულად და რაც მთავარია, ზედმიწევნითა და სიმდაბლით ჩააბარონ აღსარება , გახსნან რა ფართოდ გულის კარები , რათა ცოდვები სრულად გამოვიდნენ მათგან . ამაში დაგვეხმარება იმის წარმოდგენაც, რომ აღსარებისას აღმოჩნდები გოლგოთაზე, ჯვარცმული იესო ქრისტეს ფეხებთან, რომელმაც მისი უწმინდესი სისხლი დაღვარა, რათა წარეხოცა შენი ცოდვა . უფრო მეტიც, ამის გაკეთება მაშინაც ეგების , როდესაც შენი სინდისი არ არის დამძიებული მომაკვდინებელი ცოდვით; რამეთუ აღსარებისას თქვენ, არამხოლოდ ცოდვათა მოტევებას იღებთ , არამედ დიდ ძალასაც , რომელიც დაგეხმარებათ შემდგომ წინ აღუდგეთ ცოდვას და დაამარცხოთ ის, მიიღებთ მოკიაფე ნათელს , რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ნაკლოვანებების დანახვაში და უხვ მადლს, რომელიც შეგეწევათ ნაკლოვანებათა შედეგების მოგვარებაში .

2. ის ხაზს უსვამს გულწრფელი მწუხარების აუცილებლობას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ მომავალში გავემიჯნოთ ამ ცოდვებს. ის ამბობს: ,, ზოგიერთი ადამიანი, ჩვევის გამო აგრძელებს ჩადენილი ცოდვების აღიარებას, ფიქრობს, რომ უბრალოდ ,,ასეა საჭირო" , თუმცა არანაირ ძალღონეს არ ხმარობს საიმისოდ , რომ ისინი აღარ ჩაიდინოს და გამოსწორდეს და ამგვარად კარგავდ მრავალ სულიერ სიკეთეს . დავუშვათ , რომ თქვენ აღიარებთ იმას, რომ რაღაც არასწორი, არაკორექტული თქვით, თუმც მას არ მოყოლია დამღუპველი შედეგები, - შეინანებთ და მიიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ გამოსწორდეთ : ამგვარი დამოკიდებულება კი აღსარების ბოროტადმოხმარებაა , რადგან ნებისმიერ ცოდვას - მომაკვდინებელს თუ ყოველდღიურს აღიარებთ თითქოს , მაგრამ არანაირად არ განიზრახავთ მისგან განთავისუფლებას , რაც არის კიდევ აღსარების უპირველესი მიზანი და საზრისი "

3. ფრთხილად ვიყოთ, - ამბობს წმ. ფრანცისკე , ზოგადი ფორმულირებების მეშვეობით, ღრმად გაცნობიერების გარეშე მოყვეთ უაზრო თვითბრალდებებს , როგორიცაა მაგ : ,, მე ისე არ მიყვარდა ღმერთი , როგორც საჭირო იყო , არ ვლოცულობდი ისეთი გულმომდგინებით, როგორც უნდა მელოცა, არ მიყვარდა ჩემი მოყვასი, როგორც ეს იყო საჭირო, არ ვიღებდი საიდუმლოშ მონაწილეობას შესაბამისი მოწიწებით და ამის მსგავსნი. იმიტომ, რომ <<როდესაც შენ შენ ასე საუბრობ, სინამდვილეში არაფერს არ ამბობ ისეთს, რაც შენი სინდისის მდგომარეობას გამოამზეურებდა , აღმსარებლის წინაშე შენი სულის სნეულებებს წარმოაჩენდა , რამეთუ -სასუფეველეში ყველა წმინდანი და ჯოჯოხეთში, ყველა ტანჯული , ჩვეულებრივ იტყოდნენ იმას, რასაც შენ ამბობ ".

4. ამის ნაცვლად წმ. ფრანცისკე ამგვარ რეკომენდაციას იძლევა : ,, საგულდაგულოდ გამოიძიე, რაშ შეცოდე , სინამდვილეში , რაში გადანაშაულებს სინდისი და რას ნანობ ნამდვილად და ამის შესახებ ისე მოყევი აღმსარებელთან, როგორც არის ".

მაგალითად : როდესაც აღიარებ , რომ არ შეიყვარე მოყვასი ისე, როგორც საჭირო იყო, შესაძლოა შენ მხედველობაში გქონდეს ის, რომ იხილე ვინმე გაჭირვებული, ვისი დახმარებაც შეგეძლოთ და ეს არ დაეხმარეთ და ეს გააკეთეტ იმიტომ, რომ მისადმი პირადი არაკეთილგანწყობა გქონდა , ან არ გააკეთეთ, უბრალოდ გულის სიხენეშის გამო ან დაუდევრობის ან სხვა ფაქტორის გამო . ასეთ შემთხვევაში , დაადანაშაულეთ საკუთარი თავი ამ კონკრეტულის გამო.

<< „ნუ დაადანაშაულებ საკუთარ თავს, რომ საკმარისად არ ხართ ღვთისადმი ერთგული, არამედ თქვი კონკრეტულად იმ გართობისა და გატაცების შესახებ, რომლებმაც ძალიან დაგაკავათ, რომ ვერ იპოვნეთ ადგილი, დრო და განწყობა ლოცვისთვის - ერთი სიტყვით, ისაუბრე იმაზე, რაც გაწუხებს. მაგრამ ნუ მიმართავ განზოგადებებს, რომლებიც აღსარებას არც თბილს და არც ცივს ხდის“.

5. წმ.ფრანცის სალსელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გაერკვე ცოდვათა პირველმიზეზებში ( ანუ გამომწვევ და წარმომშველ ფაქტორებში) : წმინდა ფრანცისკე დე სალესი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ცოდვების გამომწვევი მიზეზების გაგება: „ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ თქვენი ცოდვების ფაქტის ხსენებით, არამედ გვითხარით იმ მოტივების შესახებ, რამაც გიბიძგათ ამა თუ იმ საქციელის ჩადენაში. მაგალითად, საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ ესა თუ ის ადამიანი მოატყუე, არამედ თქვა, რომ ეს გააკეთე სიამაყის, ამპარტავნების გამო, თავის გასამართლებლად, სიამოვნებისთვის, სიჯიუტის გამო და ა.შ“.

6. ის ასევე აღნიშნავს კონტექსტის მნიშვნელობას.

„მითხარი ყველაფერი, რაც საჭიროა შენი მოქმედების ხარისხის გასაგებად... მითხარი, რამდენი ხანია მიდრეკილი ხარ ამ ცოდვისკენ; ეს ძალიან მნიშვნელოვანია: მაგალითად, დიდი განსხვავებაა ბრაზის ხანმოკლე გრძნობას, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება და სიძულვილს შორის, რომელიც დიდხანს ავსებს და ანრისხებს გულს“. ამიტომ, მისი თქმით, სასარგებლოა აღვნიშნოთ „ჩვენი ცოდვების ფაქტები, მოტივები და ხანგრძლივობა“.

ნუ დაინდობ საკუთარ თავს, არამედ თქვი ყველაფერი, რაც საჭროა საკუთარი ცოვდისა და დანაშაულის ფენომენის ასახსნელად , მაგალითად, დაასახელე მიზეზი, რის გამოც გამოხვედი მდგომარეობიდან და ჩაიდინე ესა თუ ის ცოდვა( საქციელი), რატომ წააქეზე სხვა , ამა თუ იმ შეცდომის ჩასადენად და ა.შ

ამგვარად, „თუ კიდევ უფრო დაწვრილებითი ახსნა-განმარტების მიცემა შეგიძლიათ, სასარგებლო იქნება ამგვარი რამ , რადგან ამ გზით ჩვენ საკუთარ თავში აღმოვაჩენთ არა მხოლოდ - უბრალოდ ცუდ საქმეებს, არამედ მავნე ჩვევებს, მიდრეკილებებს, რომლებიც ცოდვის ფესვი და სათავეა... აუცილებელია, რომ სულიერმა ექიმმა ( მღვდელმა) კარგად იცოდეს იმ სნეულების შესახებ, რომლისაგანაც გსურდს განკურნება., რათა გასაგები იყოს ის, თუ რა საშუალების გამოყენება( მისადაგებამ.მ) არის უკეთესი. გარდა ამისა, უკვე თავად იმის თქვა, რაც გვაწუხებს და გვტკივა, თავის თავში  გარკვეულ თერაპიულ შინაარს ატარებს და გვაძლევს მცირე შვებას .

7. დაბოლოს, წმინდა ფრანცისკე გვირჩევს, რამდენადაც შესაძლებელია, ერთი და იმავე მღვდელთან ვაბაროთ აღსარება . ,, ნუ შეიცვლით ადვილად(ქარაფშუტულად) სულიერ მოძღვარს , არამედ აირჩევ რა ერთს, რეგულიარულად გაუხსენით მას გული, ჟამითი ჟამად მოუყევით თქვენი გულისთქმების , შეცდომების, განწყობების , სინდისის მდგომარეობის შესახებ, ასევე მიდრეკილებებისა და გეგმების შესახებ : მაგალითად , თუ დაძაბუნებული ხარ სულიერად, ან აღშფოთებული ან პირიქით, გარკვეულ სულიერ სიხარულში და აღმაფრენაში მყოფობ , გაქვს სურვილი რაღაც კეთილი ღონისძიებისა და ამისი მსგავსი " 

წიგნიდან „შესავალი ღვთივსათნო ცხოვრებაში“, რომელიც დაიწერა მე-17 საუკუნის დასაწყისში , საეროთათვის .



вторник, 27 февраля 2024 г.

სპილენძის გველი შემუსვრა და ხატთაყვანისცემის მართებულობა.


კერპთაყვანისმცემლობისა და ხატთაყვანისმცემლობის თემას როდესაც შევეხე , ჩემმა პატივცემულმა მეგობრებმა  და ოპონენტებმა შემახსენეს, რომ ამ კონტექსტში აუცილებელია პასუხი გაეცეს სპილენძის გველის მომენტს, რომლის თაყვანისცემაც აკრძალა შემდგომში უფალმა.. ეს საკითხი ნამდვილად საჭიროებს განხილვასაც და ძალისამებრ გადაწყვეტასაც, მაშ შევუდგეთ საქმეს.

მართლაც, მოსეს მიერ შექმნილი სპილენძის გველის ისტორია , რომელიც მოგვიანებით კერპად იქცა და ხიზკიამ გაანადგურა, შეიძლება კარგად მივუსადაგოთ ხატების ფენომენზე მსჯელობას . მაშასადამე, მივუსადაგოთ და ვნახოთ - რამდენად შესაბამისობაშია ეს  ამბავი ხატთაყვანისმცემლობისა და ხატმებრძოლობის ისტორიასთან , რამდენად საერთ კონტექსტია ?

 

ამრიგად : ,,უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება."(რიცხვ. 21:3)

მან კი :,,მან გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეუშანს უწოდებდნენ."(4.მეფ. 18:4)

უფრო მეტიც, ხიზკიაჰუზე ნათქვამია :  ,,სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა. <...> მიეწება იგი უფალს, არ განდგომია მას, და იცავდა მის ნაბრძანებს, მოსეს რომ უბრძანა უფალმა." ( 4.მეფ. 18 : 3,6) აქედან აშკარაა, რომნ სპილენძის გველის განადგურება იყო ღვთივსათნო საქმე.

სახელდობრ ხიზკიას მაგალითზე აპელირებდა და ეყრდნობოდა VIII  საუკუნეში, ხატმებრძოლი იმპერატორი ლეო ისავარი .  რომის პაპის, გრიგორ II სადმი მიწერილ ეპისტოლეში წერდა : ,, ხატები - ეს კერპებია , რომელსაც მეორე მცნება კრძალავს . ხალხი ცრურწმენით პატივს სცემს მატერიას და წმინდანებს ღმერთებად მიიჩნევს. როგორც ისრაელის მეფე ხიზკიამ, მოსეს ბრინჯაოს გველის 800 წლიანი თაყვანისცემის შემდეგ,გავრცელებული  ცრურწმენის გამო, მოაშორა იგი სატაძრო სიბვრცეს , ასევე ახლა, ქრისტეს შობიდან 700 წლის შემდეგ, მე იძულებული ვარ, შევმუსრო ქრისტიანებში დამკვიდრებული ცრურწმენები " ა.ვ. კარტაშევის საეკლესიო კრებები 787 წლის VII საეკლესიო კრება. დასავლეთთან კონფლიქტის გამწვავება). ვფიქრობ, რომ ყველა თანამედროვე პროტესტანტი მოაწერდა ამ სიტყვებს ხელს .

თუმცა , ხიზკიასთან დაკაბვშირებით ყველაფერი ასე უბრაოდ როდია. მან მოგვცა მაგალითი, არამხოლოდ სპილენძის გველის შემუსვრისა, არამედ ღმერთის თაყვანისცემის მაგალითი მატერიალური( ნივთიერი) სალოცავის - საკურთხევლის თაყვანისცემის გზით.ეს მეორე მაგალითიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში.ხიზკიას ისტორიის ჩვენს სიტუაციაში გადმოტანისას და მისადაგებისას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთ დასკვნები , რომლებიც არ ეწინააღმდეგება არა მარტო პირველ მაგალითს, არამედ მეორესაც , ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საკითხზე სრულმაშტაბიანი  მსჯელობის პრინციპი ამას ითხოვს .

იგივე ხიზკიამ , რომელმაც გაანადგურა სპილენძს გველი, უბრძანა ხალხს :,, მხოლოდ ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანი იერუსალიმშიო" ( 4.მეფ. 18:22; იქვე 2ნეშტ.32:12 და ესაია. 36:7). ყურადღება მიაქციეთ , არ უთქვამს ,, ღვთის წინაშე" არამედ ,, სამსხვერპლოს წინაშეო"  გასაგებია , რომ აქ მხედველობაში იყო არა სამსხვერპლოს გაღმერთება , არამედ საუბარი ეხებოდა ღვთის თაყვანისცემას ,მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვთისადმი თაყვანისცემა მატერიალური საგნის წინაშე უნდა აღსრულებულიყო.

კითხვა №1-თან ერთად - რატომ გაანადგურა ხიზკიამ სპილენძის გველი? – უნდა დავსვათ ასევე  კითხვა №2 – რატომ არ დაანგრია ხიზკიამ ტაძარი, სამსხვერპლო და აღთქმის კიდობანი?

თუ მეორე კითხვაზე პასუხისას ვიტყვით, რომ ხიზკიამ ბვერ გაბედა ხელის აწევა ტაძარზე,სამსხვერპლოზე და კიდობანზე, რომ ისინი ღვთის უშუალო ბრძანებით შეიქმნა , მაშინ რას ვიტყვით იმაზე, რომ სპილენძის გველიც უშუალოდ ღვთის ბრძანებით შეიქმნა? თუ გველის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისი განადგურება , მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი იყო ღვთისავე ბრძანებით , მაშინ რატომ არ შეიძლებოდა იგივეს გაკეთება დანარჩენ საგნებზე? თუ კი გველის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თავდაპირველ მდგომარეობას დაბრუნებოდა ყველაფერი ( იმ დროს, როდესაც გველი ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი) , მაშინ რატომ არ შეიძლებლოდა იგივე პრინციპით განადგურებულიყო ტაძარი, სამსხვერპლოი და კიდობანი და ყოველივე დაბრუნებოდა მათ არსებობამდე არსებულ რეალობას ?

მხოლოს ის პასუხი № 1 კითხვაზე  შეიძლება ჩაითვალოს  დამაკმაყოფილებლად, რომელიც ასევე იქნება დამაკმაყოფილებელი № 2 კითხვაზე . მაშ, შევუდგეთ პასუხს ძალისამებრ .

წმინდა წერილში მოცემულია ხიზკიას მიერ ბრინჯაოს გველის განადგურების ორი მიზეზი: 1) ,,უკმევდნენ მას" და 2) ნეუშტანს უწოდებდნენ მას" ( 4.მეფ. 18:4). სწორედ აქ არის წარმოჩენილი კითხვის მთელი არსი.  კმევისა და სახელდების აქტი , რომლის საპატივსაცემოდაც აღესრულებოდა კმევა - აქ არის პასუხი .

საქმე იმაშია, რომ ღვთივსათნო კმევა, ეს არის კმევა ღვთის სახელისადმი, როგორც ეს არის თქმული მალაქია წინასწარმეტყველთან : ,,.... ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს"( მალაქია. 1:11)რელიგიურ კულტში ყოველი საგანი და ყოველი მოქმედება ასოცირდება რაღაც სახელთან: საგანი ეძღვნება სახელს და მოქმედება ეძღვნება სახელს. თითოეული კულტის არსი არის ის, თუ ვის სახელს ეძღვნება ნივთები და მოქმედებები .

წარმართულ რელიგიებში და ჭეშმარიტ რელიგიაში საკულტო მოქმედებები შეიძლება იყოს  გარეგნულად სრულიად იდენტური (იქაც არის ლოცვა, და აქაც არის ლოცვა, იქაც არის საკმეველი და აქაც , იქაც არის მსხვერპლი და აქაც  არის მსხვერპლი); მათ შორის განსხვავება, როგორც ჩანს, მცირეა, უბრალოდ მიკროსკოპული, მაგრამ ეს „წვრილმანი“ წყვეტს ყველაფერს - ვისი სახელით არის შესრულებული ეს მოქმედებები, ვის სახელს ეძღვნება?  სოლომონმა იერუსალიმის ტაძარს უწოდა: „ ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი "(3 მეფ.8 :20) და ღმერთმა უთხრა სოლომონს : „მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება.“ (3 მეფ. 9:3). აი ნივთი და სახელი. ხოლო აქ კი მოქმედება და სახელი :  ,, შენს სახელს ვუგალობებ" ( ფსალ. 60:9).

და რა დაემართა სპილენძის გველს ? მას მიანიჭეს სახელი, რომელიც მოსეს არ დაურქმევია ,  სახელი, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო ღმერთთან , - ნეჰუშტანი ე,ი სპილენძის. გველისადმი კმევა და სახელად ნეჰუშტანის დარქმევა  ნიშნავდა საკულტო მოქმედებას , რომელიც სხვა სახელს ეძღვნებოდა - არა ისრაელის ღმერთის სახელს . აი, ამაში იყო მთავარი მიზეზი სპილენძს გველის განადგურებისა .

მაგრამ კიდობანი, სამსხვერპლო და ტაძარი, მათთან დაკავშირებული სახელის გამო, არ დაექვემდებარა განადგურებას. მათ ხომ არ ჰქონდათ საკუთარი სახელები, რომლებიც ღმერთთან არ იყო დაკავშირებული. ყოვლადდასაწველი შესაწირავის სამსხვერპლო გაკეთდა შიტიმის ხისგან (ეგვიპტური აკაცია) და სპილენძით იყო დაფარული, მაგრამ არ ერქვა არც ხე, არც შიტიმი და არც სპილენძი.

როდესაც მოსემ პირველად გააკეთა სამსხვერპლო (ჯერ არ იყო ხის და სპილენძის სამსხვერპლო), მან „უწოდა მას სახელი უფალი ნისი“ (გამ. 17:15), ხოლო ხის და სპილენძის სამსხვერპლოს უბრალოდ უფლის სამსხვერპლო ეწოდა. (ლევ. 17:16 / 22:22).ასევე სოლომონმა  კედრის სამსხვერპლო გააკეთა და ოქროთი გადახურა და არც ამ შემთხვევაში არ გამხდარა კედარი ან  ოქრო სამსხვერპლოს სახელი.

 

კიდობანი შიტიმის ხისგან იყო დამზადებული და ოქროთი იყო დაფარული, მაგრამ მას არ ერქვა იმ მასალის სახელი, საიდანაც იგი იყო დამზადებული, არამედ ატარებდა სახელებს: მოწმობის კიდობანი, უფლის აღთქმის კიდობანი, აღთქმის კიდობანი. ცაბაოთ უფლისა, ღვთის აღთქმის კიდობანი, უფლის კიდობანი, ღვთის კიდობანი, უფლის ღმერთის, ისრაელის კიდობანი, უზენაესი უფლის კიდობანი, ჩვენი ღმერთის კიდობანი, შენი ძლევამოსილების კიდობანი. ასეთ სახელებს ვხედავთ  წმინდა წერილში .

ღმერთის სახელისთვის საგნის ან საკულტო მოქმედების მიძღვნა ნიშნავს მის მიძღვნას თავად ღმერთისადმი . მაგ , ვკითხულობთ ასეთ ფრაზას : ,, ... გიგალობ შენ, ვუგალობდეთ სახელსა შენსა" ( ფსალ.65:4) ანუ ,, შენ" და ,,შენს სახელს" - ეს ექვივალენტური გამოთქმებია.  მაშასადამე, საკმევლის კმევა ვინმესადმი , რომელსაც მიცემული აქვს სახელი ნეჰუშტანი, ნიშნავს ისეთ მოქმედებას , რაც განეკუთვნება ღმერთს .

ეხლა კი დავუბრუნდეთ მართლმადიდებლურ ხატებს ,  რომლებზეც იესო ქრისტეს სახელი წერია და სადაც თავად ის არის გამოსახული და მოვათავსოთ ძველი აღთქმის კონტექსტში, რათა საჩინო გავხადოთ, რას უფრო შეესაბამება ის -  სპილენძის გველს  , რომელსაც საკუთარი სახელი ეწოდა , რომელიც არ იყო ღმერთთან კავშირში თუ სამსხვეპლოს , აღქთქმის კიდობანს და ტაძარს ,  რომლებიც ღვთის სახელს ატარებენ თავის თავში ? კითხვა რიტორიკულია, თუმცა მსურველთ შეუძლიათ უპასუხონ.

განა ქრისტეს ხატი ატარებს იმ მასალის სახელს, რისგანაც ის მზადდება ?  თუ კი სპილენძის გველისადმი საკმევლის მკმეველნი მიმართავდნენ მას ,,ნეჰუშტანს", მაშინ ეს რა კავშირშია მათთან, ვინც მაცხოვრის ხატების წინ საკმეველს აკმევს და მის სახელს უხმობს და არა სხვას? განა ჩვენ იესოს ხატის წინაშე, რომელიც დაფაზეა დაწერილი  ვამბობთ ლოცვისას : ,, ო, ხის მასალისაგან დამზადებულო, შეგვიწყალენ ჩვენ "? ან ქაღალდზე დაბეჭდილი ხატის წინაშე ,, ო, წმინდაო რეპროდუქციავ"  ან მოზაიკის ფრესკის წინაშე ,, ო, ქვის ხატებავ" და ა.შ ?!...

როდესაც ჩვენ ვლოცულობთ იესო ქრისტეს ხატის წინ, ჩვენ წარმოვთქვამთ მის სახელს და ვიცით, რომ წმინდა წერილის თანახმად, ვინმეს სახელის პატივსაცემად შესრულებული მოქმედება ეხება და მიემართება  ამ სახელის მფლობელს. სწორედ ეს „წვრილმანი დეტალი “ ანუ  სახელი - განასხვავებს ჩვენს ხატთა თაყვანისცემას ნეჰუშტანის კერპთაყვანისმცემლობისგან. ეს „წვრილმანი დეტალი “ შეიძლება არ იყოს ყურადღებამიქცეული , არ მიენიჭოს მნიშვნელობა, მაგრამ წმინდა წერილის „საკოორდინატო  სისტემაში“ ეს „წვრილმანი დეტალი “ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ქრისტემ თქვა, რომ ანტიქრისტე „მოვა მისი სახელით“ (იოანე 5:43). ნეჰუშტანზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახელით „მოვიდა“, რადგან მისი სახელი იყო მისივე მასალის, სპილენძის სახელი. მაგრამ ეს არ შეიძლება ითქვას სამსხვერპლოზე, კიდობანზე, ტაძარზე... და ასევე , იესო ქრისტეს ხატებზე.

მაშასადამე, თუ ანალოგიას გავავლებთ თანამედროვე და ძველი აღთქმის სიტუაციებს შორის, მაშინ, სახელის პრობლემის გათვალისწინებით, ქრისტეს ხატები საერთოდ არ უნდა შევადაროთ ხიზკიას მიერ განადგურებულ გველს, არამედ უპრიანი იქნება თუ შევადარებთ  სამსხვერპლოს, რომელიც ხიზკიამ დატოვა  და რომლის წინაშეც  თაყვანისცემა ბრძანა .

ქრისტეს ან წმინდა სამების ხატებთან მიმართებაში ნეჰუშტანის ანალოგია, სრულიად არარელევანტურია და ამოვარდნილი კონტექსტიდან, როგორც ვანახეთ , რამდენადაც აქ შემოდის სახელის პრობლემა, რომელიც არ იძლევა უფლებას ამ პარალელების გავლებისა. არც კი უნდა დადგეს კითხვა ქრისტეს თუ წმინდა სამების ხატების განადგურების შესახებ, როგორც ხიზკიამ გაანადგურა ნეჰუშტანი. და თუ დგას, ეს ნიშნავს, რომ ვინც ამას აყენებს, უგულებელყოფს სახელის პრობლემას. ეს კითხვა მხოლოდ წმინდანთა ხატებთან დაკავშირებით შეიძლება დაისვას, რადგან წმინდანთა სახელები მათი პირადი სახელებია და საკითხის ამგვარად წამოჭრა სახელებთან დაკავშრებით , ნამდვილად მოითხოვს მსჯელობას და არა იგნორირებას , სწორედ ამ საკითხზე მსჯელობით დავასრულებ ამ თემას  მოცემულ სტატიაში.

ერთხელ ჩემმა პროტესტანტმა ნაცნობმა მითხრა :  ,, კეთილი, მზად ვარ დავეთანხმო ქრისტეს ხატის არსებობას , მაგრამ აი წმინდანების ხატები ? ნუ, ქრისტე თუ არის გამოსახული ხატზე , ეს მეტნაკლებად გასაგებია კენოზისის კონტექსტში,მაგრამ წმინდანებს რა უნდათ ხატებზე?"

ამ კითხვაში იკვეთება ზუსტად ის ლოგიკა , რომელიც ზემორე საკითხზე მსჯელობისას წამოჭრილ კითხვას ედო საფუძლად .  იესო ქრისტე -  განკაცებული ღმერთი , მისი სახელი -  ეს არის ღვთის სახელი , ამიტომაც მისი სახელის მოხმობა მისი ხატის წინაშე არის მოქმედება ,  რომელიც მიემართება და მიეძღვნება ღმერთს . მაგრამ წმინდანები , ესენი ხომ განკაცებული ღმერთები არ არიან და მათი სახელის მოხმობა , არ ნიშნავს ღმერთის სახელის მოხმობას . განა არ ითვლება მათი სახელების მოხმობა კერპთთაყვანისცემად და ხატები მათი გამოსახულებით , არ ითვლება კერპებად ?

ამ კითხვას შეგვიძლია ორი სახით ვუპასუხოთ :  მარტივად და რთულად.

1) მარტივი პასუხი

 

თუ გამოვალთ იქედან , რომ ქრისტეს ხატის არსებობა დაშვებულია, მაშინ უთუოდ გამოდის, რომ ასევე დაშვებული უნდა იყოს წმინდანთა ხატების არსებობაც . ჩემი პროტესტანტი მეგობარი, რომელმაც კითხვა დამისვა ხატებზე , უცებ ესე ვუპასუხე( რაც იმ წამს თავში მომივიდა) :

,, თქმულია ქრისტეს მიერ :  ,,სადაც მე ვიყო, მუმცა მსახური ჩემი იყოს" (იოანე.12:26) ;ამიტომაც, თუ ქრისტე გამოისახება ხატზე , იქვე უნდა გამოისახოს მისი მსახურიც  . მაშინ ამ ჩემმა ნაცნობმა, არაფერი არ მიპასუხა ამაზე.  

აქვე დავამატებ .. პავლე მოციქული ამბობს : ,, მასთან ერთად ვიტანჯებით , რათა მასთაბ ერთად განვდიდნეთ " ( რომ. 8:17) ანუ ქრისტე თავის დიდებას უზიარებს თავის მსახურებს , რაც ნიშნავს იმას, რომ როგორი სახითაც განადიდებენ ქრისტეს, ისეთივე სახით განადიდებენ მის მსახურებს . თუ მაცხოვარი ამბობს : ,,  რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა"(გამოცხ. 3:21) მაშინ, რატომ არ უნდა იყოს ხატზე გამოსახული ,,გამარჯვებული" ? განა ეს უფლის დიდების ბეჭედი არ არის ?

2) რთული პასუხი .

 

წმინდანთა სახელები, მათი საკუთარი სახელებია - მსგავსადვე იმისა , როგორც ნეჰუშტანს ქონდა საკუთარი სახელი . ამიტომ, როგორც ჩანს , ანალოგია ნეჰუშტანთან მიმართებაში შედარებით ექვივალენტურია. სახელის მოხმობა წმინდანისა იქნება თუ ნეჰუშტანისა - ეს სრულიადაც არ არის ღმერთის სახელის მოხმობა , თუმც ამ ანალოგიაშიც არის გარკვეული ხარვეზი ,

 

საქმე იმაშია, რომ ღმერთი თავის სახელს , მისივე მსახურების სახელს უწოდებს  -  ღმერთი აბრაჰამისა, ისააკისა და იაკბისა, ასევე ღმერთი დავითისა .  ღვთის რჯული წმ.წერილში იხსენიება, როგორც მოსეს რჯული , ანუ სახელები ,,ღმერთი" და ,,მოსე" მოცემულ შემთხვევაში ურთიერთჩამანაცვლებელნი არიან. და არავინ იდავებს  იმაზე,  რომ გამოთქმა "მე ვარ ნეჰუშტანის ღმერთი" აბსოლუტურად ველური  ჟღერადობის იქნებოდა . ღმერთზე შეიძლება ითქვას, რომ ის არის „ნეჰუშტანზე გამეფებული ღმერთი “, მაგრამ არა „ნეჰუშტანის ღმერთი“.

 

და თუ ღვთის წმინდა მსახურების სახელებს აქვთ ისეთი მნიშვნელობა, რომ თავად ღმერთი აკავშირებსს ამ სახელებს საკუთარ სახელთან , მაშინ გამოდის, რომ  ამ წმინდანების სახელის მოწოდება, იქნება ღვთის სახელთან დაკავშირებული მოქმედება .

თუ პავლემ თქვა, რომ „უკვე მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცხოვრობს ჩემში“ (გალ. 2:20), მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც პავლეს სახელს უხმობს, ფაქტობრივად, მოუხმობს მასში მცხოვრებ იესოს სახელს  და აქ მოქმედებს იონა წინასწარმეტყველის ლოგიკა, რომელმაც თქვა : ,, ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმიდა ტაძარში".(იოან. 2:8). „ლოცვამ მიაღწია ტაძარს“ = „ლოცვამ მიაღწია ღმერთს“. მაგრამ იგივე პავლე სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის ცოცხალი ტაძარი (იხ. 1 კორ. 3:16 / 16:19 / 2 კორ. 6:16), მაშასადამე, იონას სიტყვები სრულიად ეხება მას.

მოგიყვებით ერთ ამბავს, რომლის მოწმეც თავად მე გახლავართ .  ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შემოდის ქალი, რომელსაც ხელში პატარა გოგონა უკავია , სადღაც 4 წლის დაახლოებით . ბავშვი თითით იესოს ხატზე ანიშნებს და ეკითხება : ,, ეს ვინ არის"? ქალი კი პასუხობს:,, ეს იესო ქრისტეა" . მერე ბავშვი ფრესკისკენ იშვერს თითს, რომელზეც პავლე მოციქულია გამოხატული და ეკითხება დედას ,,ეს ვინ არის"? ქალი პასუხობს :,, ეს მოციქული პავლეა" და უცებ ბავში ამბობს :  ,, არა, ეს ქრისტეა" , ქალი კი პასუხობს : ,, არა, ეს მოციქული პავლეა" , ბავშვი კი ჯიუტად დგას თავის აზრზე და იმეორებს ,, არა ,  ეს იესო ქრისტეა ", შემდეგ სხვა ხატისკენ მიბრუნდა და იმაზეც თქვა ,, აი, აქაც  იესო ქრისტეა გამოსახული "  და ასე გააკეთა რამოდენიმე ხატთან მიმართებაში .

წმ. წერილის თვალსაზრისით , ამ ბავშვის მოქმედება ( რომელსაც ბიბლია არ ქონდა წაკითხული) სრულიად ნორმალური და ლოგიკურია, რადგან მოციქულ პავლეში ქრისტეს დანახვა, ნიშნავს იმ ჭეშარიტების ხაზგასმას და დამტკიცებას, რომელიც თავად პავლემ ბრძანა: ,, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში", დასასრული!