суббота, 29 июня 2019 г.

სოდომ-გომორის შესახებ ანუ ტოლერანტულ-ლიბერალური თეოლოგიის კრახი .


„სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც“ .   წმ იოანე ოქროპირი .

 თანამედროვე   ,,ლიბერალურ-ტოლერანტული“ თეოლოგიის (რომელიც პროტესტანტულ წიაღში ყალიბდება და არ აქვს წმ.წერილის გაგების ტრადიციული პატრისტიკული კრიტერიუმი ) ანუ ნეოთეოლოგთა   მცდელობაა , რომ სოდომ-გომორში მომხდარი ტრაგედია , რაც გამოწვეული იყო ადამიანების გარყვნილი ცხოვრების შედეგად უკიდურესი გადაგვარებით , ახსნილი იყოს ისე თითქოს ეს გადაგვარება მდგომარეობდა არა ჰომოსექსუალიზმში ან ზოგადად ბუნების საწინააღმდეგო ხორციელ კავშირებში, არამედ ოდენ არასტუმართმოყვარეობასა და მუცელღმერთობაში( ანუ ნაყროვანებაში ), რასაც ამართლებენ წმ. წინასწარმეტყველ იეზეკიელის სიტყვებით : ,, 49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ..“ თუმცა აქ ერთ მზაკვრობას აქვს ადგილი, მათ ეს მუხლი შემდგომი გაგრძელების გარეშე, ამოგლეჯილად მოჰყავს სადან ნათქვამია : ,, 50. გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე“.   ( ეზეკიელი.16) , ხოლო ერთნაირსქესიანთა კავშირი დასაშვებია თუ ის ე.წ ნამდვილი სიყვარულით არის განპირობებული .. 

  ამგვარი ტენდენციური და ბრმა მსჯელობა ,,ნეოთეოლოგების“ მხრიდან არათუ ზოგად ტრადიციულად ქრისტიანულ პატრისტიკულ გაგებისაგან დგას შორს , არამედ   წმ. წერილის გაგების მათსავე ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება ანუ ,, Sola Scriptira”-ს .
სანამ აღნიშნული ციტატების წმ. მამებისეულ განმარტებებს შევუდგებოდეთ , მსურს თავად წმ.წერილის სწავლება მოვიხმო მტკიცებულებად , ანუ ის თუ რას  გვასწავლის ბიბლია მთლიანობაში  ამ საკითხზე .  მაშ ასე :

,, არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. ( ლევ. 18;22)

შემდეგ :

,, ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი.
( ლევ .20)

შემდეგ :

,, მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას   ( 1ტიმ.1)

შემდეგ:

,, თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი..“(  2პეტრ.2)

შემდეგ :

,, 7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.
8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ." ( იუდას ეპისტოლე)

შემდეგ :

,, ,, 24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;
25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
👉26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.
27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური."
( რომ.1)

,, თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი  ( 1კორ.6)

ალბათ საკმარისი რაოდენობაა წმ. წერილიდან მოყვანილი იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს სისაძაგლე ღვთის წინაშე , რას გვასწავლის ბიბლია სოდომურ ცოდვაზე  და რის გამო იქნა სოდმ-გომორი აღგვილი პირისაგან მიწისა .
სანამ წმ. მამების კომენტარებს მოვიყვანდე , მანამდე ცოდვის მცეიროდენ განმარტებას შემოგთავაზებთ . წმ. მოციქული იოანე ამბობს : „ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება“.(  1იოან.3) ბერძნულად სიტყვა ,,ურჯულოება“ გამოითქმის როგორც ,, ἀνομία- ანომია“ და ნიშნავს უკანონობას, ანუ კანონს გარდასვლას.  და რომელ კანონზეა საუბარი და რომელ წესრიგზე ? იმაზე რაც ღმერთმა თავდაპირველად განაჩინა როგორც ბუნებრივი და ნორმა , როგორც ადამიანის მყოფობის ონტოლოგიური საზღვარი .  ცოდვა არის მიზნიდან აცილება , საკუთარი ბუნებისაგან გაუცხოვება და ღმერთთან როგორც სიცოცხლისა და საზრისის წყაროსთან კავშირის გაწყვეტა  . სწორედ ამიტომ ამბობს წმ. იიოანე კასიანე რომაელი :,, ცოდვა არა იმდენად დამნაშავეებს გვხვდით, რამდენადაც უბედურებად გვაქცევსო „ და ეს ის უბედურებაა რაც შედეგად მოსდევს ღმერთან კავშირის დაკარგვას ცოდვის გზით .
ამაზე წმ. წინასწარმეტყველი დავითიც ბრძანებს : ,, აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ ‘’(ფსლ 72:27) .


ეხლა კი უშალოდ ცოდვის მოქმედებაზე და სპეციფიკაზე  ვისაუბროთ .  დიდი ცოდვები მცირესაგან იღებენ დასაბამს და პროგრესირებენ . ამაზე კარგად  საუბრობს წმ. მარკოზ მოღვაწე მის 93-ე სიტყვაში  სულიერ კანონებზე  : ,, მცირე შეცოდებებს ეშმაკი აუბრალოებს, რადგან სხვა გზით უფრო დიდი ცოდვებისკენ ჩვენს წაყვანას ვერ შეძლებს იგი“ . სხვაგან კი დასძენს :,, დიდი ბოროტება მცირეში იღებს დასაბამს , ისევ როგორც დიიდ სიკეთეს მცირეში აქვს დასაწყისი“ ..
როგორც ავღნიშნეთ,   ადამიაინი  თავისთავში მიღებს რა ცოდვას და აღასრულებს მას , ამით იგი გზას უხსნის უფრო დიდ ცოდვას ჩასადენად, ვინაიდან ერთი ცოდვა ბუნებრივად შობს მეორეს . ამაზე წმ. ისააკ ასური წნ.ეზეკიელის ზემომოყვანილი  მუხლების განმარტებისას ამბობს : ,, რა შეიძლება იყოს  შედეგი იმ მიზეზისა , რასაც ღორობის საქმე ჰქვია ? და რა საქმეა ეს ? ის  ხომ არა , რომ მუცელს მისცე უფლება არ იცოდეს მისი ზღვარი ? სწორედ ამ მუცელღმერთობიდან და ნაყროვანებიდან იბადება ღვთისადმი გულის გაგრილება , მსახურებაში სიზარმაცე, გონების დაბინდულობა  და აზრების  შერყვნა ,განსჯის უნარის წართმევა და ბურუსი გონებაში ...“ . ეს არის პროცესი , ანუ ერთი ცოდვილი მდგომარეობის მიღებითა და საკუთარ სულში კულტივაციით მისი გრადაცია და ზრდა უფრო დიდი ცოდვისაკენ და დაცემისკენ  .  ამაზე კარგად წერს წმ. გრიგოლ პალამა თავის ერთ-ერთ სიტყვაში მარხვაზე და მისგან მომდინარე სიკეთეებზე :
 ,, გადაჭარბებული ფუფუნებისაგან და განცხრომისაგან, სოდომელებმა დაივიწყეს თავიანთი ბუნების წესი და ბუნების საწინააღმდეგო აღრევას მიეცნენ“ .

მაშ ასე , სათქმელი შევეცადე მოკლე ტექსტში გადმომეცა , ვინც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო ,  როგორი სტატუსისა და სამღვდელო ხარისხის მქონეც არ უნდა იყოს, რა დიპლომი და სიგელიც არ უნდა ქონდეთ არ მოუსმინოთ , არ შეაბილწინოთ გონება, არამედ პავლე მოციქულის სიტყვებით მშვიდად  უპასუხეთ : ,, მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი.“ ( გალ.1)

понедельник, 1 апреля 2019 г.

მამა ეფრემ კატუნაკელი - ლოცვის შესახებ .

-,, გერონდა, იესუს ლოცვა ( უფალო იესუ ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი) სრულად უნდა წარმოითქვას ?

 - არა, ეს ძალიან დამქანცველია . საკმარისია ხუთი სიტყვა : ,,უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე’’. თუ სულის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა გაქვს და ღვთის მადლი მოგიხილავს შეგიძლია ესეც შეამოკლო და თქვა :,, ჩემო იესო, შემიწყალე მე’’ ან ,, უტკბესო იესო, შემიწყალე მე’’. შესაძლოა მიაღწევ შთაგონების სისრულეს და მაშინ მხოლოდ მის სახელს წარმოთქვამ :,, იესო, იესო..“ და თუ ღირს გაგხდის ღმერთი კიდევ უფრო მაღალი მდგომარეობისა,მაშინ იქნები  მღვიძარებაში , როგორც ექსტაზში, ვინაიდან მადლის სიჭარბე ასე მოქმედებს .

- და როგორი განწყობით უნდა ვლოცულობდეთ?
როგორი განწყობითაც არის სული, ილოცეთ იმ განწყობით .განიცდი სიხარულს?-მაშინ ილოცე სიხარულით. განიცდი სინანულს?-მაშინ ილოცე სინანულით .
და თუ სულს არანაირი განწყობა არ აქვს და გონებაც ვერ ახერხებს მოკრებას ლოცვისათვის ?
 გონებას ყოველთვის ასე ემართება . ის განიბნევა . ჩვენი სამუშაო კი სწორედაც იმაში მდგომარეობს , რომ იგი დავაბრუნოთ თავის ადგილას . თავიდან ლოცვას ჩურჩულით ვიწყებთ ან ხმამაღლა ვამბობთ , სანამ გონება არ მოიკრიბება და არ დაიწყებს სიტყვებზე ყურადღების გამახვილებას, ანუ არ გაჰყვება სიტყვებს , ხოლო ამის შემდგომ ჩვენ უკვე ვლოცულობთ გონებით, ყოველგვარი სიტყვისა და ჩურჩულის გარეშე . ასეა თუ ისე, გამოცდილება ყველას განსწავლის . რაც შეეხება განწყობას , თუ ის არ გვაქვს , ჩვენ მას თავად ვქმნით შემდეგნაირად . აზრობრივად წარმოვიდგენთ სულიერ სურათს , რომელსაც შეუძლია ჩვენს სულს შეეხოს და შესაბამის მოძრაობაში მოიყვანოს ,- მაგალითად წარმოვიდგენთ ჯვარცმულ ქრისტეს . ასეთუ სულიერი სურათი გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ იმას , თუ როგორი ტაჯვა და წამება განიცადა განკაცებულმა ღმერთმა ჩვენს გამო...
,, მე -  ამბობდა გერონტა ეფრემი , -  ძალიან ხშირად წარმოვიდგენ ასეთ სურათს : თითქოს  მეორედ მოსვლა დადგა და ქრისტე თავის წმინდანებთან ერთად განმეშორება , მე კი ვრჩები მასგან განშორებული საუკუნოდ . და მაშინ შვილო ჩემო როგორ ფიქრობ, განა არ წარმოიშვება გულში შესაბამისი  ლოცვითი განწყობა ?  გულიდან ამოდის ღაღადის სიტყვები : ,, ქრისტე ჩემო , მიშველე და გადამარჩინე“, ხოლო ცრემლები მდინარეებად მოედინებიან ‘’.
და როგორ გავიგებთ გერონტა ჩვენ იმას, ლოცვა გამოგვივიდა თუ არა ?
პირველი , რაც ნამდვილი ლოცვისას წარმოიშვება-არის სიხარული . გაქვს ღვთის შვილობის განცდა , რასაც მოსდევს ცრემლები .ცრემლებს მოსდევს ლმობიერება და გსურს მთელი სულიერი თუ უსულო სამყარო ჩაიხუტო გულში .ყველა ადამიანი ანგელოზად გეჩვენება . ამაოდ როდი ბრძანებს პავლე მოციქული : ,, 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.“(გალატ.5; 22-23)
ესეიგი , უნდა ვილოცოთ ჩვენს მიერვე იმპროვიზირებული ლოცვითი პრაკტიკით ?

  - მე ხშირად მივმართავ ამ ხერხს . იმპროვიზირებული ლოცვა , ისევ როგორც სულიერი სურათები და თეორიები, რომელზედაც ჩვენ უკვე ზემოთ ვისაუბრეთ, ასევე ტროპარებიდა ფლსამუნები - ძალიან ეხმარებიან სულს მიაღწიონ ,,მდგომარეობას ‘’. სხვა დროს ჩვენ არ ვსაჭიროებთ ხოლმე ამ ინსტრუმენტების გამოყენებას, რადგან ვახერხებთ გონების მოკრებას და მთელი გრძნობით იესოს ლოცვის წარმოთქმას. არის ისეთი მომენტებიც, როდესაც ვართ გარკვეულ ასე  ვთქვათ სულიერ ,,მდგომარეობაში’’ და სული ითხოვს ლოცვაში კიდევ უფრო ჩაღრმავებას , რომლის დროსაც მას ავტომატურად  ეძლევა რა სულიერი ნიშნები , სურს იმპროვიზირება . დაე მიეცით სულს ნება ,დაიკმაყოფილოს წყურვილის განცდა მისთვის სასურველი წყაროდან .

 - გონიერ ლოცვაში წარმატებისათვის , საჭიროა თუ არა ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის პრაქტიკის გამოყენება ?
 
- არა , შესაძლოა მხოლოდ  ლოცვის დასაწყისში იყოს გამოყენებული . გონიერი ლოცვა - ეს მადლის ენერგიაა და ღმერთმა ინებოსც , რომ ყველა ლოცვის მსწავლელს ქონდეს მიმადლებული ის .როდესაც სული მზად არის , მაშინ ის ღმერთს აჰყავს გონიერი ლოცვის სრულყოფილების საფეხურზე . ხოლო მანამდე აუცილებელია , რომ მორჩილებასა და  ლოცვაში გულმოდგინება გამოვიჩინოთ .

     ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა სრულიადაც არ არის აუცილებელი იმისათვის , რომ ლოცვა , მეორეხარისხოვან ელემენტებს შეერთვას .უფრო მეტიც , ლოცვა საერთოდ არ უნდა ემთხვეოდეს გულისცემას .გულის მდებარეობის ადგილს - კი , მაგრამ არა საკუთრივ გულისცემას .

 - შესაძლოა , რომ ლოცვა შედგეს მორჩილების გარეშე ?

- გიპასუხებ ამაზე.იყო ერთი მორჩილი, რომელიც ძალიან მოშურნე იყო მორჩილებაში , მაგრამ ლოცვაში მშრალი და წარუმატებელი იყო .
იყო ასევე მეორეც , რომელიც ლოცვაში წარემატებოდა და მრავალი ცრემლიც სდიოდა ლმობიერებისაგან , ხოლო მორჩილება არ გააჩნდა . ამ ორი მორჩილი მოძღვარი ამის გამო გაოცებაში იყო მოსული , ერთ დღესაც გადაწყვიტა თავის მოძღვართან წასულიყო და რჩევა ეკითხა . ბრძენმა მოძღვარმა ამ ორი მორჩილის მოძღვარს ( ანუ თავის სულიერ შვილს) მისცა ასეთი რჩევა : მოეთხმინა ცოტა ხანს და დაკვირვებოდა  იმას, თუ შედეგად როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი . და მართლაც , სულ ცოტახნის შემდგომ , სამაგალითო მორჩილმა ნელნელა დაიწყო ლოცვის მადლმოსილების განცდა, ლოცვისას ცრემლად იღვრებოდა და დიდ სიხარულს განიცდიდა , ხოლო ის მეორე , რომელსაც მორჩილება არ გააჩნდა  დაკარგა ნელნელა ლოცვის ის მადლი, რაც გააჩნდა და დარჩა შინაგანად ცარიელი .

 - გერონტა , რამდენ ხანს არის შესაძლებელი, ლოცვითი მდგომარეობის შენარჩუნება ?

 - მე სამი საათის განმავლობაში მინარჩუნდება ლოცვითი ( მადლის განცდის) მდგომარეობა. შემდეგ ნელნელა სუსტდება ეს მდგომარეობა , ამიტომ მე ვაგრძელებ ლოცვას მშვიდად და მსუბუქად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე . ხანდახან ფსალმუნს ვგალობ, ხან ტროპას ,ხანაც კი ჩემს დაწერილ ლოცვებს .ამის შემდეგ ვკითხულობ წიგნს , ხოლო შემდეგ ვისვენებ გამთენიამდე . ჩემს მოწაფეებს ტაძარში ვუშვებ ლოცვისთვის, მე კი კელიაში ვრჩები და მსახურებას სკვნილზე აღვასრულებ . ეს ჩვევა მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგად გამოვიმუშავე . ადამიანი სანამ ცოცხალია , უნდა იბრძოლოს ბოლო წუთამდე . და პირველი ვისზეც მან უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლის ველზე ადამიანმა, ეს არის - საკუთარი თავი . პირველი და მთავარი მტერი ადამიანისა არის  არა ეშმაკი , არამედ თავად ადამიანი .და ეს იმიტომ, რომ ის არ უსმენს და არ ემორჩილება სხვას : იგი უჯერებს მხოლოდ იმას, რასაც მისი გულისთქმა ეუბნება, და ამას აკეთებს მაშინ, როდესაც ჩვენს ეკელსიას უამრავი წმ. მამა და მასწავლებელი ჰყავს  , რომლებსაც შეგვიძლია რომ მივბაძოთ , ვიკითხოთ მათი შრომები და გავიწვრთნათ სათნოებებში , თუმცა როგორც ვთქვი , ჩვენი ,,ეგო“ უმეტეს შემთხვევაში გვიმორჩილებს .


როდესაც ადამიანი თავის თავზე იმარჯვებს , მაშის ის დიდმოწამე ხდება , რომელიც ირგებს თავზე რა გამარჯვების გვირგვინს, ამგვარად წარდგება ღვთის წინაშე (გამარჯვებულად) .




ტექსტი ამოღებულია იანის კოტზაბასის  წგნიდან : ,, ტიბეტიდან წმინდა მთაზე - მამა პაისისთან".

თარგმანის ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი .

понедельник, 25 февраля 2019 г.

„ეკლესიათა“ გაერთიანება .

  

ათონის წმინდამთის გრიგორიუსის მონასტრისი ღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

„ეკლესიათა“ გაერთიანება


 ამ ბოლო ხანებშიეკლესიათაგაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად, აქ საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ , „განსხვავებულმადიდებელქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას, სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთი მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორე მხრივ, დასავლეთში 1517 წელს პაპიზმის წინააღმდეგ პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა დაიწყო, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა . ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.
მაშასადამე, [ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ] ქრისტეს ეკლესია არ ნაწევრდება, რომ შემდგომ გაერთიანების საკითხი დაისვას. პირიქით, …დევნის მიუხედავად იგი ინარჩუნებს და განაგრძობს იმავე სახარების, მოციქულებისა და წმინდა მამების სარწმუნოების ქადაგებას. ასე რომ, ამ ერთიანობის შესახებ მხოლოდ ბოროტი განზრახვით თუ ვისაუბრებთ.
მართლმადიდებლური ხედვით, ჭეშმარიტებისაგან ჩამოშორებულებთან - რომლებიც ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად სიცრუეში (ხიბლი) და ერესში იმყოფებიან - კვლავ გაერთიანება, მხოლოდ ერთადერთი გაგებითაა შესაძლებელი: ვისაც ურყევად სწამს, რომ ჩვენი ეკლესიასარწმუნოების სიმბოლოსთანახმად - ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულოა, არა გაერთიანებაზე, არამედ მათ უკან დაბრუნებაზე უნდა ქადაგებდეს .
სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ თემაზე ბევრი გაუგებრობაა შექმნილი - ზოგი უმეცრებით, ზოგიც მცირედმორწმუნეობით; ავტორიტეტული პიროვნებებისგანაც კი ხშირად ვისმენთორთოდოქსებსადაეტეროდოქსებსშორის სხვაობის არარსებობაზე, და რომ ერთ, წმინდა ეკლესიას სხვებიც შეადგენენ; მათი თქმით, შეუძლებელია რომელიმე ისტორიული ეკლესია მთელ (სრულ) ჭეშმარიტებას ფლობდეს, და აქედან გამომდინარე, გაერთიანება, ვიდრე საერთო ბარძიმამდე, ყოველგვარი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს-. ზემოხსენებული, მოციქულთა და წმინდა მამათა სარწმუნოებიდან სერიოზული გადაცდომა და ერესია, რადგანაც რწმენის საფუძვლებს ლახავს.
ჩვენმა მორწმუნე საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს: კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ბევრი და მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ყოველივე ეს, საკუთრივ, ეკლესიის შესახებ მოძღვრებაში იყრის თავს.
ეკლესიაში მთავარ, უმაღლეს ავტორიტეტს ვინ წარმოადგენს - ღმერთკაცი იესო ქრისტე თუ ადამიანი? ჩვენი მრწამსის თანახმად, წინამძღოლი (მესაჭე), უცდომელი თავი, ჭეშმარიტების კრიტერიუმი და წყარო, ქრისტე და ყოვლადწმინდა სულია; ხოლო ეს უკანასკნელი, არა ერთ ადამიანზე, არამედ მთელს ეკლესიაზე გარდამოდის. მაგრამ რომის კათოლიკეების მიხედვით, უმაღლესი ავტორიტეტი და საზომი, ადამიანია - „უცდომელირომის პაპი. მის (პაპის) გარეშე შეუძლებელია ეკლესიის არსებობა და ერთობა.
პროტესტანტებს რაც შეეხებათ, მათთან საჭირო არაა მთელი საეკლესიო სხეულისაგან დამოწმება, ვინაიდან ჭეშმარიტების კრიტერიუმი თითოეული მორწმუნეა. ამ ორივე შემთხვევაში - პაპისტებთანაც და პროტესტანტებთანაც - სუბიექტივიზმს და ინდივიდუალიზმს ვაწყდებით.
საფუძველშივე დიდ უსჯულოებას ვხედავთ - ღმერთკაც იესო ქრისტეს ჩანაცვლებას ადამიანით. ამის გამო დასავლელებიანთროპოცენტრულებიარიან, და ეს მათთან ყველა ერესის სათავეა (არსი). ჩვენ კი, საპირისპიროდ, წმინდათეოცენტრულგარდამოცემაში ვრჩებით.
საბოლოოდ, მთელი თემა ცხონებას შეეხება. ვის შეუძლია იმ ეკლესიაში გადარჩენა, რომლის ცენტრი არა ღმერთკაცი, არამედუცდომელიადამიანია (პაპი ან პროტესტანტი)? ამიტომაც, ჩვენ, მართლმადიდებლები მათთან თანაარსებობას არასოდეს დავუშვებთ. „ეტეროდოქსებთანნებისმიერი გაერთიანებათეოცენტრულტრადიციაში მათ დაბრუნებამდე, ქრისტეს ღალატიაიგი სწორედ იმისათვის განხორციელდა, ევნო, აღდგა, ამაღლდა და თავისი ეკლესია დააფუძნა, რათა ჩვენი ცხონების ცენტრი გამხდარიყო და ყოველიანთროპოცენტრულობაგანექარვებინაეს უკანასკნელი კი პირველქმნილი ცოდვის გამეორებაა, ეგოიზმი, რაც ღმერთთან და ადამიანებთან ჭეშმარიტ თანაზიარებას არღვევს; ამასთანავე, ურწმუნოება და ღვთის მაცხოვნებელი მადლის უგულებელყოფაცაა.
ქრისტიანული კაცთმოყვარეობაგანსხვავებულმადიდებელიძმების სიყვარულს გვავალდებულებს: ვაღიაროთ ის, რაც კარგი (საქები) აქვთ; ფანატიზმის გარეშე ვილოცოთ და ვიღვაწოთ, რათა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მათაც განეცხადოთ. თუმცა ეს რწმენის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, არამედ მოლაპარაკებით, დიპლომატიითა და მისთ. ღვთის ნება, საღვთო წერილისა და წმინდა გარდამოცემის თანახმად, ჭეშმარიტებაში გაერთიანებაა , მას კი მხოლოდ ჩვენი ეკლესია ფლობს. შესაბამისად, იგი ქვეყნიერების ერთადერთი სასოებაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მხრიდან მსოფლიოსათვის უდიდესი ძღვენი, წმინდა სამოციქულო დაპატერიკულისარწმუნოების უცვლელად და ცოცხლად შენარჩუნებაა.

[1]ἀπεσχισμένων(ზმნიდან: αποσχίζομαι) - ჩამოშორებულნი, გამოყოფილნი, ცალკე გასულნი, განხეთქილებაში მყოფნი.
[1]τερόδοξος (ეტეროდოქსოს)- განსხვავებულმადიდებელი.
დიმიტრი დიმიტრაკოსისბერძნული ენის დიდ და საყოველთაო ლექსიკონში, ტერმინ „ეტეროდოქსოს“ (τερόδοξος) შემდეგი შესატყვისები აქვს:1. განსხვავებულად მადიდებელი (განსხვავებულმადიდებელი),სხვა აზრის (შეხედულება, მენტალობა) მქონე, საპირისპიროდ -  „თანამადიდებლისა“ (μόδοξος). 2. არა ჭეშმარიტი, არამედ სხვა მრწამსის მქონე; მცდარი ანუ არამართებული მოძღვრების (სწავლება) მიმდევარი, საპირისპიროდ - „მართლმადიდებლისა“. 3. ერეტიკოსი (Δ. ΔΗΜΗΤΡΑΚΟΥ, ΜΕΓΑΛΕΞΙΚΟΝΟΛΗΣΤΗΣΕΛΛΗΝΙΚΗΣΓΛΩΣΣΗΣ, ΤΟΜΟΣΣΤ, ΑΘΗΝΑΙ: 2997σ.).
ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, არქიმანდრიტი გრიგოლ პაპათომასი შემდეგს აღნიშნავს: „განსხვავებულმადიდებელი“ არ წარმოადგენს ქრისტეს ერთადერთი და ერთიანი ეკლესიის სხეულის ნაწილს“(Καθηγητής: Αρχιμ. Γρηγόριος Δ. Παπαθωμάς, ΚΑΝΟΝΙΚΟ  ΓΛΩΣΣΑΡΙΟ (ΚΕΦΑΛΑΙΑ ΚΑΝΟΝΙΚΗΣ ΟΙΚΟΝΟΜΙΑΣ), ΑΘΗΝΑ 2011: 70).
სიმონ ყაუხჩიშვილის ლექსიკონში ამ ბერძნული სიტყვის ექვივალენტურია„მწვალებელი“ (სიმონ ყაუხჩიშვილი, ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტომი II, თბილისი 2003: 893).
[1]οπαπισμός-პაპიზმი.რომისპაპისერთპიროვნულიძალაუფლებისაღმნიშვნელი სიტყვა.რომისკათოლიკურიეკლესიის(კათოლიციზმი)ეპითეტი,ზედწოდება.
[1]ეს დაპირისპირება კათოლიკეების მრავალგვარი გადაცდომის მიზეზით იყო გამოწვეული.
[1]XX-ისდიდირუსიღვთისმეტყველიდამეცნიერი,პროტოპრესვიტერიგიორგიფლოროვსკიც იმავეს აღნიშნავს:„ჩემთვისქრისტიანთაგაერთიანებაზედმიწევნითნიშნავსმსოფლიოსმართლმადიდებლობაშიდაბრუნებას(http://athonikoipateres.gr/?p=34427).
[1]αλάθητος, -η, -ο-უცდომელი,შეუმცდარი,შეუცდომელი,ზუსტი,უტყუარი,სარწმუნო,სანდო.
[1]ἡἁμαρτία - ცოდვა, შეცოდება, უსჯულოება, ცდომა, ბრალი, დაცემა, უკეთურება, გახრწნილება (იხ. შემდეგი ლექსიკონები: Γ. ΜΠΑΜΠΙΝΙΩΤΗ, ΛΕΞΙΚΟ ΤΗΣ ΝΕΑΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΑΣ, ΑΘΗΝΑ 2002: 132-133; ყაუხჩიშვილი 2003: 266).
[1]ანუ ანთროპოცენტრიზმი.
[1]προπατορικόαμάρτημα-პირველმშობელთაცოდვა, ანუადამისდაევასშეცოდება,პირველქმნილიცოდვა,დასაბამიერიცოდვა.
[1]ἡἕνωσιςἐνἀληθείᾳ.
ბერძნულიდანთარგმნადაშენიშვნებიდაურთოლევანხატიაშვილმა.
წყარო:http://pneumatoskoinwnia.blogspot.com/2016/06/blog-post_49.html?fbclid=IwAR0M05KNJewwaw11r8-KVJlcPS2eFeO7wLMMgbxuGr5Ug-Fu6YZO0rV4yaE