понедельник, 25 февраля 2019 г.

„ეკლესიათა“ გაერთიანება .

  

ათონის წმინდამთის გრიგორიუსის მონასტრისი ღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

„ეკლესიათა“ გაერთიანება


 ამ ბოლო ხანებშიეკლესიათაგაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად, აქ საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ , „განსხვავებულმადიდებელქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას, სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთი მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორე მხრივ, დასავლეთში 1517 წელს პაპიზმის წინააღმდეგ პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა დაიწყო, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა . ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.
მაშასადამე, [ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ] ქრისტეს ეკლესია არ ნაწევრდება, რომ შემდგომ გაერთიანების საკითხი დაისვას. პირიქით, …დევნის მიუხედავად იგი ინარჩუნებს და განაგრძობს იმავე სახარების, მოციქულებისა და წმინდა მამების სარწმუნოების ქადაგებას. ასე რომ, ამ ერთიანობის შესახებ მხოლოდ ბოროტი განზრახვით თუ ვისაუბრებთ.
მართლმადიდებლური ხედვით, ჭეშმარიტებისაგან ჩამოშორებულებთან - რომლებიც ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად სიცრუეში (ხიბლი) და ერესში იმყოფებიან - კვლავ გაერთიანება, მხოლოდ ერთადერთი გაგებითაა შესაძლებელი: ვისაც ურყევად სწამს, რომ ჩვენი ეკლესიასარწმუნოების სიმბოლოსთანახმად - ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულოა, არა გაერთიანებაზე, არამედ მათ უკან დაბრუნებაზე უნდა ქადაგებდეს .
სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ თემაზე ბევრი გაუგებრობაა შექმნილი - ზოგი უმეცრებით, ზოგიც მცირედმორწმუნეობით; ავტორიტეტული პიროვნებებისგანაც კი ხშირად ვისმენთორთოდოქსებსადაეტეროდოქსებსშორის სხვაობის არარსებობაზე, და რომ ერთ, წმინდა ეკლესიას სხვებიც შეადგენენ; მათი თქმით, შეუძლებელია რომელიმე ისტორიული ეკლესია მთელ (სრულ) ჭეშმარიტებას ფლობდეს, და აქედან გამომდინარე, გაერთიანება, ვიდრე საერთო ბარძიმამდე, ყოველგვარი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს-. ზემოხსენებული, მოციქულთა და წმინდა მამათა სარწმუნოებიდან სერიოზული გადაცდომა და ერესია, რადგანაც რწმენის საფუძვლებს ლახავს.
ჩვენმა მორწმუნე საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს: კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ბევრი და მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ყოველივე ეს, საკუთრივ, ეკლესიის შესახებ მოძღვრებაში იყრის თავს.
ეკლესიაში მთავარ, უმაღლეს ავტორიტეტს ვინ წარმოადგენს - ღმერთკაცი იესო ქრისტე თუ ადამიანი? ჩვენი მრწამსის თანახმად, წინამძღოლი (მესაჭე), უცდომელი თავი, ჭეშმარიტების კრიტერიუმი და წყარო, ქრისტე და ყოვლადწმინდა სულია; ხოლო ეს უკანასკნელი, არა ერთ ადამიანზე, არამედ მთელს ეკლესიაზე გარდამოდის. მაგრამ რომის კათოლიკეების მიხედვით, უმაღლესი ავტორიტეტი და საზომი, ადამიანია - „უცდომელირომის პაპი. მის (პაპის) გარეშე შეუძლებელია ეკლესიის არსებობა და ერთობა.
პროტესტანტებს რაც შეეხებათ, მათთან საჭირო არაა მთელი საეკლესიო სხეულისაგან დამოწმება, ვინაიდან ჭეშმარიტების კრიტერიუმი თითოეული მორწმუნეა. ამ ორივე შემთხვევაში - პაპისტებთანაც და პროტესტანტებთანაც - სუბიექტივიზმს და ინდივიდუალიზმს ვაწყდებით.
საფუძველშივე დიდ უსჯულოებას ვხედავთ - ღმერთკაც იესო ქრისტეს ჩანაცვლებას ადამიანით. ამის გამო დასავლელებიანთროპოცენტრულებიარიან, და ეს მათთან ყველა ერესის სათავეა (არსი). ჩვენ კი, საპირისპიროდ, წმინდათეოცენტრულგარდამოცემაში ვრჩებით.
საბოლოოდ, მთელი თემა ცხონებას შეეხება. ვის შეუძლია იმ ეკლესიაში გადარჩენა, რომლის ცენტრი არა ღმერთკაცი, არამედუცდომელიადამიანია (პაპი ან პროტესტანტი)? ამიტომაც, ჩვენ, მართლმადიდებლები მათთან თანაარსებობას არასოდეს დავუშვებთ. „ეტეროდოქსებთანნებისმიერი გაერთიანებათეოცენტრულტრადიციაში მათ დაბრუნებამდე, ქრისტეს ღალატიაიგი სწორედ იმისათვის განხორციელდა, ევნო, აღდგა, ამაღლდა და თავისი ეკლესია დააფუძნა, რათა ჩვენი ცხონების ცენტრი გამხდარიყო და ყოველიანთროპოცენტრულობაგანექარვებინაეს უკანასკნელი კი პირველქმნილი ცოდვის გამეორებაა, ეგოიზმი, რაც ღმერთთან და ადამიანებთან ჭეშმარიტ თანაზიარებას არღვევს; ამასთანავე, ურწმუნოება და ღვთის მაცხოვნებელი მადლის უგულებელყოფაცაა.
ქრისტიანული კაცთმოყვარეობაგანსხვავებულმადიდებელიძმების სიყვარულს გვავალდებულებს: ვაღიაროთ ის, რაც კარგი (საქები) აქვთ; ფანატიზმის გარეშე ვილოცოთ და ვიღვაწოთ, რათა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მათაც განეცხადოთ. თუმცა ეს რწმენის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, არამედ მოლაპარაკებით, დიპლომატიითა და მისთ. ღვთის ნება, საღვთო წერილისა და წმინდა გარდამოცემის თანახმად, ჭეშმარიტებაში გაერთიანებაა , მას კი მხოლოდ ჩვენი ეკლესია ფლობს. შესაბამისად, იგი ქვეყნიერების ერთადერთი სასოებაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მხრიდან მსოფლიოსათვის უდიდესი ძღვენი, წმინდა სამოციქულო დაპატერიკულისარწმუნოების უცვლელად და ცოცხლად შენარჩუნებაა.

[1]ἀπεσχισμένων(ზმნიდან: αποσχίζομαι) - ჩამოშორებულნი, გამოყოფილნი, ცალკე გასულნი, განხეთქილებაში მყოფნი.
[1]τερόδοξος (ეტეროდოქსოს)- განსხვავებულმადიდებელი.
დიმიტრი დიმიტრაკოსისბერძნული ენის დიდ და საყოველთაო ლექსიკონში, ტერმინ „ეტეროდოქსოს“ (τερόδοξος) შემდეგი შესატყვისები აქვს:1. განსხვავებულად მადიდებელი (განსხვავებულმადიდებელი),სხვა აზრის (შეხედულება, მენტალობა) მქონე, საპირისპიროდ -  „თანამადიდებლისა“ (μόδοξος). 2. არა ჭეშმარიტი, არამედ სხვა მრწამსის მქონე; მცდარი ანუ არამართებული მოძღვრების (სწავლება) მიმდევარი, საპირისპიროდ - „მართლმადიდებლისა“. 3. ერეტიკოსი (Δ. ΔΗΜΗΤΡΑΚΟΥ, ΜΕΓΑΛΕΞΙΚΟΝΟΛΗΣΤΗΣΕΛΛΗΝΙΚΗΣΓΛΩΣΣΗΣ, ΤΟΜΟΣΣΤ, ΑΘΗΝΑΙ: 2997σ.).
ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, არქიმანდრიტი გრიგოლ პაპათომასი შემდეგს აღნიშნავს: „განსხვავებულმადიდებელი“ არ წარმოადგენს ქრისტეს ერთადერთი და ერთიანი ეკლესიის სხეულის ნაწილს“(Καθηγητής: Αρχιμ. Γρηγόριος Δ. Παπαθωμάς, ΚΑΝΟΝΙΚΟ  ΓΛΩΣΣΑΡΙΟ (ΚΕΦΑΛΑΙΑ ΚΑΝΟΝΙΚΗΣ ΟΙΚΟΝΟΜΙΑΣ), ΑΘΗΝΑ 2011: 70).
სიმონ ყაუხჩიშვილის ლექსიკონში ამ ბერძნული სიტყვის ექვივალენტურია„მწვალებელი“ (სიმონ ყაუხჩიშვილი, ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტომი II, თბილისი 2003: 893).
[1]οπαπισμός-პაპიზმი.რომისპაპისერთპიროვნულიძალაუფლებისაღმნიშვნელი სიტყვა.რომისკათოლიკურიეკლესიის(კათოლიციზმი)ეპითეტი,ზედწოდება.
[1]ეს დაპირისპირება კათოლიკეების მრავალგვარი გადაცდომის მიზეზით იყო გამოწვეული.
[1]XX-ისდიდირუსიღვთისმეტყველიდამეცნიერი,პროტოპრესვიტერიგიორგიფლოროვსკიც იმავეს აღნიშნავს:„ჩემთვისქრისტიანთაგაერთიანებაზედმიწევნითნიშნავსმსოფლიოსმართლმადიდებლობაშიდაბრუნებას(http://athonikoipateres.gr/?p=34427).
[1]αλάθητος, -η, -ο-უცდომელი,შეუმცდარი,შეუცდომელი,ზუსტი,უტყუარი,სარწმუნო,სანდო.
[1]ἡἁμαρτία - ცოდვა, შეცოდება, უსჯულოება, ცდომა, ბრალი, დაცემა, უკეთურება, გახრწნილება (იხ. შემდეგი ლექსიკონები: Γ. ΜΠΑΜΠΙΝΙΩΤΗ, ΛΕΞΙΚΟ ΤΗΣ ΝΕΑΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΑΣ, ΑΘΗΝΑ 2002: 132-133; ყაუხჩიშვილი 2003: 266).
[1]ანუ ანთროპოცენტრიზმი.
[1]προπατορικόαμάρτημα-პირველმშობელთაცოდვა, ანუადამისდაევასშეცოდება,პირველქმნილიცოდვა,დასაბამიერიცოდვა.
[1]ἡἕνωσιςἐνἀληθείᾳ.
ბერძნულიდანთარგმნადაშენიშვნებიდაურთოლევანხატიაშვილმა.
წყარო:http://pneumatoskoinwnia.blogspot.com/2016/06/blog-post_49.html?fbclid=IwAR0M05KNJewwaw11r8-KVJlcPS2eFeO7wLMMgbxuGr5Ug-Fu6YZO0rV4yaE

четверг, 31 января 2019 г.

რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა .

ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)
თემა: რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა
ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი" - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, ადამიანში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც პავლე მოციქულმა თესალონიკელებს მისწერა: "განუწყვეტლად ილოცეთ" [1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (ადამიანი) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისგან თავისუფლდება.
მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს [2].
სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, რომელიც [ადამიანის] არსებობის ცენტრია. ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად ლოცულობს [3]: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი" [4]. ადამიანი მთელი თავისი არსებით ღმერთს მიემართება/ ეკუთვნის.
ამისთვის "ერთსიტყვიანი" [5] ლოცვა გამოიყენება: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", რომლის მოხმობაც [ადამიანს] გონების შემოკრებასა [6] და მის (გონების) გულში ჩაძირვაში ეხმარება.
წმინდა მღვიძარე მამებმა [7] ამ ლოცვის საშუალებასა და მეთოდზე თავიანთი გამოცდილებით დაწერეს. არსებობს თხზულებათა კრებული სახელწოდებით "მშვენიერებათმოყვარეობა"[8] და აღნიშნული სიტყვა ნიშანდობლივია: გონისმიერი და გულისმიერი ლოცვით მორწმუნე ღმერთთან ერთიანდება და მას ჭვრეტს, ყველაზე უმშვენიერესს [9] მთელს სამყაროში, უმაღლეს მშვენებას [10].
ვინაიდან გულისმიერ ლოცვასა და სხვადასხვაგვარ აზრსა თუ [ასევე] ლოცვას შორის გარკვეული აღრევის საფრთხე არსებობს (როგორც აღმოსავლურ რელიგიებში)[11], ვფიქრობ, ზოგიერთი საკითხი უნდა განვმარტო:
1) არა მხოლოდ ერთსიტყვიანი ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", არამედ ეკლესიის ყოველი ლოცვა, როგორც, მაგ.: ღვთისგან ბოძებული უმთავრესი ლოცვა "მამაო ჩვენო", გონისმიერი და გულისმიერი უნდა იყოს, ანუ ჩვენი მყოფობის სიღრმიდან აღმოთქმული.
2) უწყვეტი გონისმიერი და გულისმიერი ლოცვის მადლის შეძენა ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, უპირველესად არა [ლოცვის ხელოვნური] მეთოდისა და ხერხის, არამედ შემუსრვილი გულის საქმეა, ესე იგი, საკუთარი ცოდვებისათვის მონანიე, მგლოვიარე გულის, რომელიც მდაბლდება. მის გარეშე არანაირ ხერხსა და საშუალებას, როგორიცაა შესუნთქვისა და ამოსუნთქვის გამოყენება, ჭეშმარიტი ლოცვის მოტანა არ ძალუძს.
3) გულისმიერ და გონისმიერ ლოცვას ეკლესიის ცხოვრებაში, მის საიდუმლოებებში ჩვენი მონაწილეობა, ღვთის მცნებების დაცვა და სულიერი მამისადმი მორჩილება განაპირობებს. ანუ [ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ადამიანთან] ღმერთის ინდივიდუალური და კერძო მიახლება არ ხდება. თავმდაბალი მორწმუნე ეკლესიაში ღვთის მადლს იღებს და იგი მასში მოქმედებს, რა თქმა უნდა [ადამიანისავე] თანამოქმედებითა და ნებით.
თემის დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე ადამიანს პირველყოვლისა ლოცვა ესაჭიროება, რათა თავისი ღმრთისსახოვნების [12], ე. ი. საღვთო წარმომავლობისა და დანიშნულების დავიწყების მიზეზით, დღევანდელი ღრმა მატერიალისტური ცხოვრების წესისგან არ იძლიოს.
აგრეთვე, რათა შინაგანი ერთიანობის, წონასწორობისა და სიმშვიდის დაჭერა შეეძლოს თანამედროვე სამყაროს ამ საშიშ განხეთქილებაში, ქაოსსა და ექსტრავერტულობაში [13]; რათა თავის ცხოვრებაში ღმერთის მყოფობასა და განგებას მუდამ შეიგრძნობდეს, არ ძრწუნდებოდეს, სასოს არ წარიკვეთდეს და სამყაროს აზრს მოკლებულად არ განიცდიდეს.
ქრისტეს უტკბილესი და წმინდა სახელის უწყვეტი მოხმობით, მას თავის გულში შეიგრძნობს, ცოდვას თავიდან ირიდებს, ღმერთისა და ადამიანების მიმართ სიყვარულს სწავლობს; თავადაც მშვიდდება და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც მშვიდობას ჰფენს.
ნება მომეცით ათონის მთის სულიერი ტრადიციიდან ერთი ძმური რჩევა მოგცეთ: დღის განმავლობაში იესოს ლოცვას რაოდენ ხშირად და მონდომებითაც წარმოვთქვამთ, ღმერთთან იმდენად ახლოს ვიქნებით და იმდენად უმეტეს მადლსა და ძალას მივიღებთ ცხოვრების მრავალგვარი სირთულეებისა და განსაცდელების წინააღმდეგ.

ბერძნულუდან თარგმნა : ლევან ხატიაშვილმა .
_________________________
[1] 1 თეს. 5: 17.
[2] იგულისხმება, რომ ადამიანი ლოცვაში ერთიანად, მთელი არსებით უნდა იყოს ჩართული. სხვა შემთხვევაში ლოცვას ჭეშმარიტს ვერ ვუწოდებთ.
ამასთან დაკავშირებით იხ.: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=279715789483281&id=253536982101162
[3] ესე იგი, გულის სიღრმიდან, უშინაგანესი ადგილიდან.
წმინდა გრიგოლ პალამა თავის თხზულებაში: "წმინდა ისიხასტთა დასაცავად" მეორე სიტყვაში ახსენებს, რომ: "გული" მთელი [ადამიანური] მყოფობის მეწინამძღვრეა; იქ არის გონება და სულის მთელი აზრები/გულისსიტყვები“ (Βλ. Φιλοκαλία, τόμος Δ, ἔκδοσις Το Περιβόλι τῆς Παναγίας, 1987, σ, 281). აქ წმინდა მამა ტერმინით „გული“ (καρδιά), არა ფიზიკურ გულს, არამედ მის სიღრმეს (βαθεῖα καρδία) გულისხმობს.
[4] ლკ. 10: 27; მთ. 22: 37-39; მკ. 12: 30-31.
[5] η μονολόγιστη - იგულისხმება მოკლე, ლაკონური ლოცვა.
[6] η συγκέντρωση - კონცენტრაცია, კონცენტრირება, მოკრება, შემოკრება, შეკრება, შეგროვება ცენტრალიზაცია, თავმოყრა.
[7] სულიერი მღვიძარების მნიშვნელობისა და რაობის შესახებ იხ.: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=262958407825686&id=253536982101162
[8] Φιλοκαλία (ფილოკალია) - მშვენიერებათმოყვარეობა.
[9] ο ομορφότερος - ულამაზესი, უმშვენიერესი.
[10] το κάλλος - მშვენიერება, მშვენება, სილამაზე, სიკეთე.
[11] აქ ავტორი ლოცვის არასწორად წარმართვის საფრთხეებზე საუბრობს. შესაძლოა გვეგონოს, რომ ლოცვაში მართებულად და ღვთის სათნოდ ვმოღვაწეობთ, მაგრამ სინამდვილეში სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ერთი სიტყვით, ყალბი ლოცვა შესაძლოა ჭეშმარიტად მივიჩნიოთ და საცდურში, ე. წ. ხიბლში აღმოვჩნდეთ.
[12] θεοείδεια - ღმრთისსახოვანი, ღმერთის მსგავსი.
[13] η εξωτρέφεια - გარეგანისკენ, გარეგნულისკენ მიმართვა; გარემიმართულება, გარეგანზე ორიენტირება.
ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლევან ხატიაშვილმა.
წყარო: http://www.pemptousia.gr/…/ti-ine-i-noera-ke-kardiaki-pros…/