понедельник, 25 февраля 2019 г.

„ეკლესიათა“ გაერთიანება .

  

ათონის წმინდამთის გრიგორიუსის მონასტრისი ღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)

„ეკლესიათა“ გაერთიანება


 ამ ბოლო ხანებშიეკლესიათაგაერთიანების შესახებ ბევრს მსჯელობენ. რეალურად, აქ საუბარია მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებულ , „განსხვავებულმადიდებელქრისტიანთა გაერთიანებაზე, ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ღმერთკაცმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ერთი ეკლესია დააარსა და მის უწყვეტობას, სწორედ ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება წარმოადგენს.
ერთი მხრივ, მას რომის პაპი 1054 წელს საბოლოოდ გამოეყო, რადგანაც მართლმადიდებლები, მის ანტიქრისტიანულ მოთხოვნას მთელს ეკლესიაზე პირველობისა და ძალაუფლების მოპოვების თაობაზე (ასევე, სხვა ერესებთან დაკავშირებითაც), არ დაემორჩილნენ. მეორე მხრივ, დასავლეთში 1517 წელს პაპიზმის წინააღმდეგ პროტესტანტული (პროტესტანტები, ევანგელისტები) მოძრაობა დაიწყო, რომელმაც იქაურ ქრისტიანებში უამრავი განშტოება წარმოშვა . ამჟამად, როგორც ცნობილია, მრავალი ასეული პროტესტანტული კრებული არსებობს.
მაშასადამე, [ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ] ქრისტეს ეკლესია არ ნაწევრდება, რომ შემდგომ გაერთიანების საკითხი დაისვას. პირიქით, …დევნის მიუხედავად იგი ინარჩუნებს და განაგრძობს იმავე სახარების, მოციქულებისა და წმინდა მამების სარწმუნოების ქადაგებას. ასე რომ, ამ ერთიანობის შესახებ მხოლოდ ბოროტი განზრახვით თუ ვისაუბრებთ.
მართლმადიდებლური ხედვით, ჭეშმარიტებისაგან ჩამოშორებულებთან - რომლებიც ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად სიცრუეში (ხიბლი) და ერესში იმყოფებიან - კვლავ გაერთიანება, მხოლოდ ერთადერთი გაგებითაა შესაძლებელი: ვისაც ურყევად სწამს, რომ ჩვენი ეკლესიასარწმუნოების სიმბოლოსთანახმად - ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულოა, არა გაერთიანებაზე, არამედ მათ უკან დაბრუნებაზე უნდა ქადაგებდეს .
სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ თემაზე ბევრი გაუგებრობაა შექმნილი - ზოგი უმეცრებით, ზოგიც მცირედმორწმუნეობით; ავტორიტეტული პიროვნებებისგანაც კი ხშირად ვისმენთორთოდოქსებსადაეტეროდოქსებსშორის სხვაობის არარსებობაზე, და რომ ერთ, წმინდა ეკლესიას სხვებიც შეადგენენ; მათი თქმით, შეუძლებელია რომელიმე ისტორიული ეკლესია მთელ (სრულ) ჭეშმარიტებას ფლობდეს, და აქედან გამომდინარე, გაერთიანება, ვიდრე საერთო ბარძიმამდე, ყოველგვარი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს-. ზემოხსენებული, მოციქულთა და წმინდა მამათა სარწმუნოებიდან სერიოზული გადაცდომა და ერესია, რადგანაც რწმენის საფუძვლებს ლახავს.
ჩვენმა მორწმუნე საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს: კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ბევრი და მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ყოველივე ეს, საკუთრივ, ეკლესიის შესახებ მოძღვრებაში იყრის თავს.
ეკლესიაში მთავარ, უმაღლეს ავტორიტეტს ვინ წარმოადგენს - ღმერთკაცი იესო ქრისტე თუ ადამიანი? ჩვენი მრწამსის თანახმად, წინამძღოლი (მესაჭე), უცდომელი თავი, ჭეშმარიტების კრიტერიუმი და წყარო, ქრისტე და ყოვლადწმინდა სულია; ხოლო ეს უკანასკნელი, არა ერთ ადამიანზე, არამედ მთელს ეკლესიაზე გარდამოდის. მაგრამ რომის კათოლიკეების მიხედვით, უმაღლესი ავტორიტეტი და საზომი, ადამიანია - „უცდომელირომის პაპი. მის (პაპის) გარეშე შეუძლებელია ეკლესიის არსებობა და ერთობა.
პროტესტანტებს რაც შეეხებათ, მათთან საჭირო არაა მთელი საეკლესიო სხეულისაგან დამოწმება, ვინაიდან ჭეშმარიტების კრიტერიუმი თითოეული მორწმუნეა. ამ ორივე შემთხვევაში - პაპისტებთანაც და პროტესტანტებთანაც - სუბიექტივიზმს და ინდივიდუალიზმს ვაწყდებით.
საფუძველშივე დიდ უსჯულოებას ვხედავთ - ღმერთკაც იესო ქრისტეს ჩანაცვლებას ადამიანით. ამის გამო დასავლელებიანთროპოცენტრულებიარიან, და ეს მათთან ყველა ერესის სათავეა (არსი). ჩვენ კი, საპირისპიროდ, წმინდათეოცენტრულგარდამოცემაში ვრჩებით.
საბოლოოდ, მთელი თემა ცხონებას შეეხება. ვის შეუძლია იმ ეკლესიაში გადარჩენა, რომლის ცენტრი არა ღმერთკაცი, არამედუცდომელიადამიანია (პაპი ან პროტესტანტი)? ამიტომაც, ჩვენ, მართლმადიდებლები მათთან თანაარსებობას არასოდეს დავუშვებთ. „ეტეროდოქსებთანნებისმიერი გაერთიანებათეოცენტრულტრადიციაში მათ დაბრუნებამდე, ქრისტეს ღალატიაიგი სწორედ იმისათვის განხორციელდა, ევნო, აღდგა, ამაღლდა და თავისი ეკლესია დააფუძნა, რათა ჩვენი ცხონების ცენტრი გამხდარიყო და ყოველიანთროპოცენტრულობაგანექარვებინაეს უკანასკნელი კი პირველქმნილი ცოდვის გამეორებაა, ეგოიზმი, რაც ღმერთთან და ადამიანებთან ჭეშმარიტ თანაზიარებას არღვევს; ამასთანავე, ურწმუნოება და ღვთის მაცხოვნებელი მადლის უგულებელყოფაცაა.
ქრისტიანული კაცთმოყვარეობაგანსხვავებულმადიდებელიძმების სიყვარულს გვავალდებულებს: ვაღიაროთ ის, რაც კარგი (საქები) აქვთ; ფანატიზმის გარეშე ვილოცოთ და ვიღვაწოთ, რათა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მათაც განეცხადოთ. თუმცა ეს რწმენის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, არამედ მოლაპარაკებით, დიპლომატიითა და მისთ. ღვთის ნება, საღვთო წერილისა და წმინდა გარდამოცემის თანახმად, ჭეშმარიტებაში გაერთიანებაა , მას კი მხოლოდ ჩვენი ეკლესია ფლობს. შესაბამისად, იგი ქვეყნიერების ერთადერთი სასოებაა. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მხრიდან მსოფლიოსათვის უდიდესი ძღვენი, წმინდა სამოციქულო დაპატერიკულისარწმუნოების უცვლელად და ცოცხლად შენარჩუნებაა.

[1]ἀπεσχισμένων(ზმნიდან: αποσχίζομαι) - ჩამოშორებულნი, გამოყოფილნი, ცალკე გასულნი, განხეთქილებაში მყოფნი.
[1]τερόδοξος (ეტეროდოქსოს)- განსხვავებულმადიდებელი.
დიმიტრი დიმიტრაკოსისბერძნული ენის დიდ და საყოველთაო ლექსიკონში, ტერმინ „ეტეროდოქსოს“ (τερόδοξος) შემდეგი შესატყვისები აქვს:1. განსხვავებულად მადიდებელი (განსხვავებულმადიდებელი),სხვა აზრის (შეხედულება, მენტალობა) მქონე, საპირისპიროდ -  „თანამადიდებლისა“ (μόδοξος). 2. არა ჭეშმარიტი, არამედ სხვა მრწამსის მქონე; მცდარი ანუ არამართებული მოძღვრების (სწავლება) მიმდევარი, საპირისპიროდ - „მართლმადიდებლისა“. 3. ერეტიკოსი (Δ. ΔΗΜΗΤΡΑΚΟΥ, ΜΕΓΑΛΕΞΙΚΟΝΟΛΗΣΤΗΣΕΛΛΗΝΙΚΗΣΓΛΩΣΣΗΣ, ΤΟΜΟΣΣΤ, ΑΘΗΝΑΙ: 2997σ.).
ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, არქიმანდრიტი გრიგოლ პაპათომასი შემდეგს აღნიშნავს: „განსხვავებულმადიდებელი“ არ წარმოადგენს ქრისტეს ერთადერთი და ერთიანი ეკლესიის სხეულის ნაწილს“(Καθηγητής: Αρχιμ. Γρηγόριος Δ. Παπαθωμάς, ΚΑΝΟΝΙΚΟ  ΓΛΩΣΣΑΡΙΟ (ΚΕΦΑΛΑΙΑ ΚΑΝΟΝΙΚΗΣ ΟΙΚΟΝΟΜΙΑΣ), ΑΘΗΝΑ 2011: 70).
სიმონ ყაუხჩიშვილის ლექსიკონში ამ ბერძნული სიტყვის ექვივალენტურია„მწვალებელი“ (სიმონ ყაუხჩიშვილი, ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი, ტომი II, თბილისი 2003: 893).
[1]οπαπισμός-პაპიზმი.რომისპაპისერთპიროვნულიძალაუფლებისაღმნიშვნელი სიტყვა.რომისკათოლიკურიეკლესიის(კათოლიციზმი)ეპითეტი,ზედწოდება.
[1]ეს დაპირისპირება კათოლიკეების მრავალგვარი გადაცდომის მიზეზით იყო გამოწვეული.
[1]XX-ისდიდირუსიღვთისმეტყველიდამეცნიერი,პროტოპრესვიტერიგიორგიფლოროვსკიც იმავეს აღნიშნავს:„ჩემთვისქრისტიანთაგაერთიანებაზედმიწევნითნიშნავსმსოფლიოსმართლმადიდებლობაშიდაბრუნებას(http://athonikoipateres.gr/?p=34427).
[1]αλάθητος, -η, -ο-უცდომელი,შეუმცდარი,შეუცდომელი,ზუსტი,უტყუარი,სარწმუნო,სანდო.
[1]ἡἁμαρτία - ცოდვა, შეცოდება, უსჯულოება, ცდომა, ბრალი, დაცემა, უკეთურება, გახრწნილება (იხ. შემდეგი ლექსიკონები: Γ. ΜΠΑΜΠΙΝΙΩΤΗ, ΛΕΞΙΚΟ ΤΗΣ ΝΕΑΣ ΕΛΛΗΝΙΚΗΣ ΓΛΩΣΣΑΣ, ΑΘΗΝΑ 2002: 132-133; ყაუხჩიშვილი 2003: 266).
[1]ანუ ანთროპოცენტრიზმი.
[1]προπατορικόαμάρτημα-პირველმშობელთაცოდვა, ანუადამისდაევასშეცოდება,პირველქმნილიცოდვა,დასაბამიერიცოდვა.
[1]ἡἕνωσιςἐνἀληθείᾳ.
ბერძნულიდანთარგმნადაშენიშვნებიდაურთოლევანხატიაშვილმა.
წყარო:http://pneumatoskoinwnia.blogspot.com/2016/06/blog-post_49.html?fbclid=IwAR0M05KNJewwaw11r8-KVJlcPS2eFeO7wLMMgbxuGr5Ug-Fu6YZO0rV4yaE

четверг, 31 января 2019 г.

რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა .

ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)
თემა: რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა
ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი" - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, ადამიანში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც პავლე მოციქულმა თესალონიკელებს მისწერა: "განუწყვეტლად ილოცეთ" [1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (ადამიანი) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისგან თავისუფლდება.
მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს [2].
სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, რომელიც [ადამიანის] არსებობის ცენტრია. ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად ლოცულობს [3]: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი" [4]. ადამიანი მთელი თავისი არსებით ღმერთს მიემართება/ ეკუთვნის.
ამისთვის "ერთსიტყვიანი" [5] ლოცვა გამოიყენება: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", რომლის მოხმობაც [ადამიანს] გონების შემოკრებასა [6] და მის (გონების) გულში ჩაძირვაში ეხმარება.
წმინდა მღვიძარე მამებმა [7] ამ ლოცვის საშუალებასა და მეთოდზე თავიანთი გამოცდილებით დაწერეს. არსებობს თხზულებათა კრებული სახელწოდებით "მშვენიერებათმოყვარეობა"[8] და აღნიშნული სიტყვა ნიშანდობლივია: გონისმიერი და გულისმიერი ლოცვით მორწმუნე ღმერთთან ერთიანდება და მას ჭვრეტს, ყველაზე უმშვენიერესს [9] მთელს სამყაროში, უმაღლეს მშვენებას [10].
ვინაიდან გულისმიერ ლოცვასა და სხვადასხვაგვარ აზრსა თუ [ასევე] ლოცვას შორის გარკვეული აღრევის საფრთხე არსებობს (როგორც აღმოსავლურ რელიგიებში)[11], ვფიქრობ, ზოგიერთი საკითხი უნდა განვმარტო:
1) არა მხოლოდ ერთსიტყვიანი ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", არამედ ეკლესიის ყოველი ლოცვა, როგორც, მაგ.: ღვთისგან ბოძებული უმთავრესი ლოცვა "მამაო ჩვენო", გონისმიერი და გულისმიერი უნდა იყოს, ანუ ჩვენი მყოფობის სიღრმიდან აღმოთქმული.
2) უწყვეტი გონისმიერი და გულისმიერი ლოცვის მადლის შეძენა ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, უპირველესად არა [ლოცვის ხელოვნური] მეთოდისა და ხერხის, არამედ შემუსრვილი გულის საქმეა, ესე იგი, საკუთარი ცოდვებისათვის მონანიე, მგლოვიარე გულის, რომელიც მდაბლდება. მის გარეშე არანაირ ხერხსა და საშუალებას, როგორიცაა შესუნთქვისა და ამოსუნთქვის გამოყენება, ჭეშმარიტი ლოცვის მოტანა არ ძალუძს.
3) გულისმიერ და გონისმიერ ლოცვას ეკლესიის ცხოვრებაში, მის საიდუმლოებებში ჩვენი მონაწილეობა, ღვთის მცნებების დაცვა და სულიერი მამისადმი მორჩილება განაპირობებს. ანუ [ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ადამიანთან] ღმერთის ინდივიდუალური და კერძო მიახლება არ ხდება. თავმდაბალი მორწმუნე ეკლესიაში ღვთის მადლს იღებს და იგი მასში მოქმედებს, რა თქმა უნდა [ადამიანისავე] თანამოქმედებითა და ნებით.
თემის დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე ადამიანს პირველყოვლისა ლოცვა ესაჭიროება, რათა თავისი ღმრთისსახოვნების [12], ე. ი. საღვთო წარმომავლობისა და დანიშნულების დავიწყების მიზეზით, დღევანდელი ღრმა მატერიალისტური ცხოვრების წესისგან არ იძლიოს.
აგრეთვე, რათა შინაგანი ერთიანობის, წონასწორობისა და სიმშვიდის დაჭერა შეეძლოს თანამედროვე სამყაროს ამ საშიშ განხეთქილებაში, ქაოსსა და ექსტრავერტულობაში [13]; რათა თავის ცხოვრებაში ღმერთის მყოფობასა და განგებას მუდამ შეიგრძნობდეს, არ ძრწუნდებოდეს, სასოს არ წარიკვეთდეს და სამყაროს აზრს მოკლებულად არ განიცდიდეს.
ქრისტეს უტკბილესი და წმინდა სახელის უწყვეტი მოხმობით, მას თავის გულში შეიგრძნობს, ცოდვას თავიდან ირიდებს, ღმერთისა და ადამიანების მიმართ სიყვარულს სწავლობს; თავადაც მშვიდდება და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც მშვიდობას ჰფენს.
ნება მომეცით ათონის მთის სულიერი ტრადიციიდან ერთი ძმური რჩევა მოგცეთ: დღის განმავლობაში იესოს ლოცვას რაოდენ ხშირად და მონდომებითაც წარმოვთქვამთ, ღმერთთან იმდენად ახლოს ვიქნებით და იმდენად უმეტეს მადლსა და ძალას მივიღებთ ცხოვრების მრავალგვარი სირთულეებისა და განსაცდელების წინააღმდეგ.

ბერძნულუდან თარგმნა : ლევან ხატიაშვილმა .
_________________________
[1] 1 თეს. 5: 17.
[2] იგულისხმება, რომ ადამიანი ლოცვაში ერთიანად, მთელი არსებით უნდა იყოს ჩართული. სხვა შემთხვევაში ლოცვას ჭეშმარიტს ვერ ვუწოდებთ.
ამასთან დაკავშირებით იხ.: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=279715789483281&id=253536982101162
[3] ესე იგი, გულის სიღრმიდან, უშინაგანესი ადგილიდან.
წმინდა გრიგოლ პალამა თავის თხზულებაში: "წმინდა ისიხასტთა დასაცავად" მეორე სიტყვაში ახსენებს, რომ: "გული" მთელი [ადამიანური] მყოფობის მეწინამძღვრეა; იქ არის გონება და სულის მთელი აზრები/გულისსიტყვები“ (Βλ. Φιλοκαλία, τόμος Δ, ἔκδοσις Το Περιβόλι τῆς Παναγίας, 1987, σ, 281). აქ წმინდა მამა ტერმინით „გული“ (καρδιά), არა ფიზიკურ გულს, არამედ მის სიღრმეს (βαθεῖα καρδία) გულისხმობს.
[4] ლკ. 10: 27; მთ. 22: 37-39; მკ. 12: 30-31.
[5] η μονολόγιστη - იგულისხმება მოკლე, ლაკონური ლოცვა.
[6] η συγκέντρωση - კონცენტრაცია, კონცენტრირება, მოკრება, შემოკრება, შეკრება, შეგროვება ცენტრალიზაცია, თავმოყრა.
[7] სულიერი მღვიძარების მნიშვნელობისა და რაობის შესახებ იხ.: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=262958407825686&id=253536982101162
[8] Φιλοκαλία (ფილოკალია) - მშვენიერებათმოყვარეობა.
[9] ο ομορφότερος - ულამაზესი, უმშვენიერესი.
[10] το κάλλος - მშვენიერება, მშვენება, სილამაზე, სიკეთე.
[11] აქ ავტორი ლოცვის არასწორად წარმართვის საფრთხეებზე საუბრობს. შესაძლოა გვეგონოს, რომ ლოცვაში მართებულად და ღვთის სათნოდ ვმოღვაწეობთ, მაგრამ სინამდვილეში სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ერთი სიტყვით, ყალბი ლოცვა შესაძლოა ჭეშმარიტად მივიჩნიოთ და საცდურში, ე. წ. ხიბლში აღმოვჩნდეთ.
[12] θεοείδεια - ღმრთისსახოვანი, ღმერთის მსგავსი.
[13] η εξωτρέφεια - გარეგანისკენ, გარეგნულისკენ მიმართვა; გარემიმართულება, გარეგანზე ორიენტირება.
ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლევან ხატიაშვილმა.
წყარო: http://www.pemptousia.gr/…/ti-ine-i-noera-ke-kardiaki-pros…/

вторник, 16 октября 2018 г.

დაბრუნება პირველ მადლთან .

როგორ დავანახოთ  ახალგაზრდა ადამიანებს , რა არის ჭეშმარიტი ცხოვრება , ანუ როგორ გავიგოთ თავად და როგორ დავანახოთ სხვას , რომ ჭეშმარიტი ცხოვრება - ეს არის ცხოვრება ქრისტეში , რომ ამაქვეყნიური სიამენი ცრუ და წარმავალია ?
ვისშიც ქრისტესმიერი სიყვარული აალდება , იგი გამოსცემს სიმხურვალეს და გარშემო ყველას ათბობს . და თუ ჩვენ ცივები ვართ , როგორც ყინული , თუ ჩვენს გულში არ არის ღვთაებრივი მადლის სიმხურვალე , ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ სხვათა გათბობას . ამიტომ  , ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე , რომ მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმინდისა .  
ის ფაქტი, რომ ეკლესიის ცხოვრება დღეს   არის უღიმღამო  , სულის სიმხურვალის გარეშე აშკარაა და ამაში  ბევრი  ახალგაზრდებს ადანაშაულებს: ამბობენ, რომ ისინი აპათიურ არიან, არ აქვთ სულიერი ცხოვრებისადმი გულმოდგინება.როგორია ის მდგომარეობა , რომელიც ყველა ჩვენთაგანისათვის არის ნაცნობი : ესაა პირველრიგში საცდურთა გამრავლება თვით საეკლესიო ცხოვრებაში , რომელიც არის კიდევაც მთავარი მიზეზი ახალგაზრდების გულგრილობისა ეკლესიური ცხოვრებისადმი  .
ჩვენ  ბავშვობაში ვინათლებით  და ამიტომ ამ საიდუმლოში შეგნებულად ვერ ვმონაწილეობთ - ჩვენ მას(ნათლობას) ჩვენი მშობლებისა და ნათლიების რწმენის საფუძველზე  ვიღებთ . ნათლობისას მიღებული   მადლი ახლადმონათლულის გულში ივანებს , იგი  ძლიერდება მირონცხებაში მიღებული სულიწმინდის ნიჭებით , ხოლო ზიარების საიდუმლოს  მეშვეობით თავად ქრისტეს უერთდება . და ეს დიდი და საშინელი ვალდებულებაა მშობლებისა და ნათლიებისავინაიდან მათ უნდა ითანამშროლონ ამ ბავშვის გულში დანერგილ მადლთან , და გააკეთონ ისე , რომ ბავშვი ასაკის მატების საზომისამებრ ახერხდებეს მიღებული მადლის ათვისებას . თუმცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ , როგორ იზრდებიან დღეს ახალგაზრდები . ჯერ კიდევ ქრისტიანულად წოდებულ რამდენ ოჯახში შეგვიძლია შევხვდეთ სულიერ ატმოსფეროს? ... ძალიან ცოტაში .   და რამდენი მშობელი თანამუშაკობს ბავშის გულში დანერგულ მადლთანრომ დაეხმარონ  უკვე  ყრმობის ასაკს მიღწეულთ , რათა მათ შეძლონ იმ მადლის ამოქმედება და განცდა , რომელიც მათსავე  შიგნით სახლობს ნათლობის მეშვეობით ? ძალიან ცოტა...
ამიტომაც ყრმები ხდებიან რა მოზარდები , არ აქვთ არანაირი თვითშეგნება და გაცნობიერებული დამოკიდებულება ქრისტიანული ცხოვრებისადმი , იმ ახალი ცხოვრებისადმი,რომელიც მათშია დანერგული . ასე ხშირად ხდება ხოლმე და ამ დროს ღვთის მადლი გარდან იწყებს მოქმედებას . მადლი , რომელიც ნათლობისას იქნა მიღებული , ადამიანის ( ჩვილის , ყრმის, მოზარდის) გულში ინერგება , და როგორც გახურებული  ნახშირი თავის ფერლში დაფარული კვლავაც გამოსცემს გარკვეულ სითბოს , თუმცა  სრული აალებისათვის საჭიროებს გარედან ჰაერის დაბერვას , ასევე იმისათვის , რომ გულში დანერგილი მადლის ნახშირი აალდეს , უფალი გარედან მონაბერი მადლის მეშვებით ცდილობს გააღვივოს ნათლობისას მიღებული მადლის ნაპერწკალი ( რომელიც სრულყოფილია მისი ბუნებით  და ქრისტეს მცნებებით ცხოვრების თანაზომიერად რეალიზდება ადამიანში მ.მ) .
 ასე , რომ ეს ღვთის სამართალიანი განაჩენია  , რამეთუ მშობლებს ყავთ ისეთი შვილები , როგორებადაც  მათ ისინი  აღზარდეს , ანუ  აწინდელი აღალგაზრდობა თავის თავში წარმოადგენს მშობელთა განდგომილების ერთგვარ ნაყოფს . მაგრამ მიუხედავად იმ სიმართლისა , რომ  მათ აქვთ ამგვარი ნაკლულევანება , რომ  მათი უმეტესობა ჩვილობის ასაკიდან არ იზრდებოდა  მადლთან ცხოცალ კავშირში , ქრისტე არ ჩაგრავს მათ და არ ტოვებს ზრუნვის გარეშე . ,, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.“(ლუკ.21;48)  ღმერთს უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე , მაგრამ მათ მოუწევთ ყოველთვის , შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი  - ებრძოლონ იმ მანკიერებებს და ჩვევებს , რომელებიც არასწორი აღზრდის პროცესში ჩამოუყალიბდათ .

მამაო დღეს არიან ისეთი ადამიანები , რომლებიც ამტკიცებენ რომ ისინი მორწმუნეები არიან , მაგრამ ამბობენ , რომ მათ თავიანთი რწმენა აქვთ ( ანუ ღმერთი გულში ყავთ მ.მ) , რომ ეკლესიაში სიარული არ არის საჭირო , რომ ისინი სახლში ლოცვულობენ. რა შეგვიძლია ჩვენ მათ ამასთან დაკავშირებით ვუპასუხოთ ?
ჩვენ შეგვიძლია მათ ვუთხრათ , რომ თუ მათ რწმენას შეუძლია მათი ცხონება  , მაშ დაე დაკმაყოფილდნენ ამგვარი ,,საკუთარი" რწმენით ,  ჩვენ კი გვწამს , რომ გვაცხონებს არა საკუთარი არამედ ღვთის რწმენა . დ ის , რომ თითოეული მათგანი ქმნის თავის საკუთარ ეკლესიას, თავის რწმენას და თუ ამით ის კმაყოფილდება და გრძნობს , რომ ამითი ის გადარჩება , დაე გადარჩეს, ძალიან კარგი ! ჩვენ კი ვეცადოთ ღვთის რწმენით ცხოვრება.
 ჩვენი რელიგია ( სარწმუნოება) ღვთივგამოცხადებულია , ის არ არის ადამიანური წარმოშობის . ადამიანებს შეუძლიათ ქონდეთ თავიანთი რწმენა , ეს სიმართლეა ,მაგრამ ეს არაფერზე არ მეტყველებს . ეს მათი ,,პირადი რწმენა " ვერ არის შემძებელი მათი გადარჩენისა (ცხონებისა მ.მ) . წმ. მოციქულო იაკობი ამბობს : ,,  მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე "( იაკობ. 2,18)
ასე , რომ ჩვენი რწმენა უნდა იყოს იმგვარი , როგორადაც ღვთისაგან განგვცხადა , და არა ისეთი, როგორსაც ჩვენ წარმოვიდგენთ ან ვქმნით . ჩვენ არ უნდა გვქონდეს ,,პირადი" მრწამსი , ჩვენ უნდა გვქონდეს ეკლეიური რწმენა , რწმენა ღვთისა, ვინაიდან ეკლესიისადმი  რწმენა იგივეობრივია ღვთის რწმენისა .
შესაძლებელია თუ არა სულიერი ცხოვრება წარიმართოს სულიერი მოძღვრის ( წინამძღვრის ) გარეშე ? და როგორ ვიპოვოთ მოძღვარი თუ ის ჯერ არ გვყავს ?
ჩვენ არ შეგვიძლია სულიერი ცხოვრების წარმართვა ეკლესიაში მოძღვრის ( წინამძღვრის) გარეშე . თქვენ იცით , რომ პირველი ქრისტიანები , როგორც წერილი ამბობს ,, იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა" ( საქმე. 2 ; 42) ეს არის უპირველესი საქმე .  როგორ ვიპოვოთ მოძღვარი ? ვფიქრობ არ არსებობს ისეთი ადამიანი , რომელსაც გულწრფელად სურს მისი ნახვა და ამას ვერ ახერხებს . ღვთის სიყვარული ადამინისადმი იმდენად დიდია , რომ ადამიანი ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ასწრებს , რომ უფალი მისკენ ათას ნაბიჯს დგამს .  ეს აღთქმაა , ვინაიდან უფალმა ბრძანა : ,, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ" (მათ: 7;7)  და ამგვარად ,  ის ვისაც სურს იპოვის მოძღვარი ,  საჭიროა გულწრფელად ეძიოს იგი და ილოცოს სარწმუნოებით და აუცილებლად იპოვის მას .
თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ ,  თუ რა მთავარი საცდურები და წინააღმდეგობები არსებობს ახალგაზრდა ადამიანის წინაშე , ქრისტესაკენ მიმავალ გზაზე ?
არ ვიცი მთავარი წინააღმდეგობა არის თუ არა ის რასაც ეხლა ვიტყვი .  წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობს , რომ  ახალგაზრდა ადამიანისათვის თვისობრივია  სურვილი იმისა  , რომ მოახდინოს შთაბეჭდილება , ასევე თვისობრივია ცოდნის წყურვილი  და სურვილი სოციალიზაციისა , კომუნიკაციისა . ამ სწრაფვებს , რომლთაც ბუნებრივი საფუძველი და წარმომავლობა გააჩნიათ შესაძლოა  მოზარდების (ახალგაზრდების)  დიდი ცდუნების მიზეზად იქცეს  . სურვილი შთაბეჭდილების მოხდენისა და ცოდნის შეძენისა ახალგაზრდა ადამიანში , რომელიც ქრისტეს მიეახლება ,შესაძლოა ტრანსფორმირდეს  ასე ვთქვათ , როგორც ბუნებრივი მოშურნეობა . წმ. პავლე მოციქულიუ ებრაელთა და რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ებრაელებზე ასე ამბობს : ,,1. ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.2. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.3. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ." ( რომ : 10 , 1  - ებრ .6)
ახალგაზრდებმა შესაძლოა დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება დიდი ენთუზიაზმით , მოშურნეობით , გულმხურვალებით რაც თვისობრივია ამ ასაკისათვის , მაგრამ მოქმედებენ რა ამგვარი მშვინვიერი აღტყინებით შესაძლოა ისინი დიდ ცდუნებასა და შეცდომებში ჩავარდნენ . მამა რომან (ბრაგა) ყვება : მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ , ბნელ და არეულ დროში , როდესაც ახალგაზრდები ვიყავით , თანაკურსელები ფიქრობდნენ , რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება საჭიროებს ქრისტიანულ სულით  განახლებას და ცდილობდნენ  რაიმე ეღონათ  ამისათვის და მოხდა ისე , რომ  შეადგინეს გეგმა ,  ჩამოაყალიბეს გარკვეული ასოციაცია  და გაემართნენ  მამა სანდუ ტუდორისკენ ანტიმის მონასტერში (რუმინეთი) . , მაგრამ მამაო  ძალიან მკაცრი იყო მათ მიმართ და ამგვარად უპასუხა :  ,, თქვენ გარდა ენთუზიაზმისა რამე გაგაჩნიათ ? მოშურნეობა გაქვთ , ენთუზიაზმი გაქვთ ,მაგრამ გარდა ამისა  სხვა რამ გაგაჩნიათ ?"
ენთუზიაზმი თვისობრივია ახალგაზრდობისათვის  , თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი  .  თუ ახალგაზრდებს ამასთან ერთად არ აქვთ განსჯითი მორჩილება   და ისინი მხოლოდ ენთუზიაზმით იმართებიან , მაშინ არის იმის დიდი საფრთხე , რომ ძალიან დიდ ცდომილებებში ჩავარდნენ ისინი .
მე ვიტყოდი , რომ დღევანდელ დღეს სერიოზული ცდუნებები და განსაცდელები იმ  სულიერი აღზრდის არარსებობიდან გამომდინარეობენ , რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი . ახალგაზრდა ადამიანები ბავშვობიდან არ იზრდებოდნენ სულიერ ატმოსფეროში , მათ ოჯახებში არ იყო ღრმა ეკლესიური ცხოვრება , რომელიც კეთილსურნელოვან სულიერ გარემოს ქმნის , ამიტომ ძალიან ადვილია მათი დეზორიენტირება .  და ახალგაზრდული  ბუნებრივი გულმოდგინების ამოქმედებით , ანუ ენთუზიამით  ( არის კიდევ ერთი თვისობრივი რამ ახალგაზრდებში - ესაა მიდრეკლება მეოცნებეობისაკენ და გარკვეული საგნებისა და მოცემულობების აბსოლუტიზირებისაკენ) წარმოიქმნება საცდური , რომელსაც მეფსალმუნის სიტყვვები ასე აღწერს :   : ,, ( პირველნი) ესენი ეტლებითა და (მეორენი) ესენი ჰუნებითა "( ფსალ . 19 . 8) - იქებენ თავს  , მესამენი კი სულიერი მოძღვრებით .
და ასე იწყება ფორმირება ეკლესიებისა და საკრებულოებისა და ხდება იგივე რაც მოხდა კორინთელების შემთხვევაში , რომლებსაც წმ. მოციქული პავლე საყვედურობდა მათ შორის გაჩენილი კამათისათვის და დავი-დარაბისთვის , ვინაიდან ისინი ამბობდნენ : ,, მე აპოლოსი ვარ , მე პავლესი , მე კეფასი , მე ქრისტესი " და მოციქული ამხელს მათ : ნუთუ გაიყო ქრისტე ? ნუთუ პავლე ეცვა თქვენთვის ჯვარს ? თუ პავლეს სახელით მიიღეთ ნათლისღება ? ( 1 .კორ. 1 , 13) და უმოწმებს მათ ,  რომ  დაცემული ბუნება იმორჩილებს მათ და ბოროტი ხუმრობით ეხუმრება . და აი რას ამბობს შემდეგ მოიქული : ,,21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა."( 1.კორ.3)
კიდევ ერთი განსაცდელი ქრისტეს მიახლოებული ახალგარდა ადამიანებისა არის  ამაქვეყნის სული , სული ყოვლისშთანმთქმელი და  ყველგან შემღწევი , რომელთანაც მათ მოუწევთ ბევრი და ძალიან ძლიერი  ბრძოლა . ამიტომ შევაგონებ თითოეულ მათგანს , რომ მარადის ისწრაფვოს აღსარებისაკენ და თუ ილოცებენ აღსარების წინ , რომ უფალმა მათ მოძრვარს მიმადლოს მაცხოვნებელი სიტყვა , მოძღვარი  აუცილებლად ეტყვის ყოველ ადამიანს იმას, რაც მათ სჭირდებათ .
მამაო როგორ დავიცვათ თავი ცრუ მოშურნეობისაგან და მოჩვენებითი ღვთისნიერებისაგან ?
საკუთარი თავი ჩვენში არსებული ნაყოფებით  უნდა შევამოწმოთ . რამეთუ არის ისეთი ნაყოფები მოშურნეობისა , რომელსაც წმ. ისააკ ასური უგონო , განსჯას მოკლებულ მოშურნეობის ნაყოფს უწოდებს , რომელიც თვლის რომ ღვთის გამო გულმოდგინებს ,მაგრამ არ აქვს სულიწმინდის ნაყოფები, რაც არის : მშვიდობა ,  სიყვარული , სიკეთე , სიწმინდე , თავშეკავება და სხვა . ამგვარად მუდამ არსებული ნაყოფებით უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი , თუ რა სახის გულმოდგინება გვაქვს ჩვენ .  თუ ჩვენს მოშურნეობას არ აქვს სულის ნაყოფები ,  ესეიგი ეს არ არის სულიერი გულმოდგინება..
შეიძლება , რომ ჩვენი მოშურნეობა სიამაყიდან იყოს ნასაზრდოვები ?
უმეტეს შეთხვევაში ის ნამდვილად იბადება სიამაყიდან და ეს ყველაზე მეტად მოყვასის მიმართ უსიყვარულობასა და განკითხვაში ვლინდება . ამ შემთხვევაში კი შეგვიძლია ვიყოთ იმაში დარწმუნებულნი , რომ ეს ნამდვილად სიამაყიდან მოდის რაც ყველაზე საშინელი შემთხვევაა სულიერ ცხოვრებაში . ხოლო როდესაც ეს გამომდინარეობს უბრალო უცოდინრობიდან , მაშინ ეს არ არის დამღუპველი ,მაგრამ როდესაც სიამაყიდან, ძალიან ღრმა ცდომილებაში შეიძლება შეიყვანოს ადამიანი და დაღუპოს .  ვინაიდან ამგვარი სიამაყიდან შობილი მოშურნეობა შეპყრობილს ხდის  ადამიანს და ეს უკანასკნელი  როგორც წესი საკუთარი გამოსწორებისათვის არავისაგან იღებს შეგონებას . მეტიც, ვიტყოდი, რომ თავად უფალს მისი ყოვლისშემძლეობითა და სიყვარულით არ ძალუძს გამოასწოროს ასეთი ადამიანი, რადგან იგი აღარავისაგან არ იღებს რჩევასა და დარიგებას , თავის თავს თვითკმარად თვლის , რამდენადაც მისსავე თავზე აქვს მოწმობა , მოწმობა ,,მართალი ცხოვრებისა", რომელიც გამოიხატება ცრუ მოშურნეობაში, ხოლო ამ სიცრუეს იგი სიმართლედ იღებს .
მამაო  როგორ მოვექცეთ სულიწმინდის მოქმედების ქვეშ, რათა მოვიხვეჭოთ გულის შემუსრვილება ? რა ნიშნებით შეგვიძლია ამოვიცნოთ გულის შემუსვრა ?
,,რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით." ( ფილიპ .2 ; 13) გულის შემუსრვილების მოხვეჭა, ასე ვიტყოდი დამოკიდებულია არა იმდენად ჩვენზე, რამდენადაც უფლის ნებაზე . პირველად ის იწყებს ჩვენს ძიებას და ამ ძიებას უერთდება ადამიანი მაშინ, როდესაც საკუთარ სულში აღმოაჩენს სრაწფვას მისი მომწოდებელისაკენ, მისი მაძიებელისაკენ . და ამაზე მე ვიტყოდი , რომ მან უკვე განიცადა გარკვეული ხარისხით გულის შემუსრვა. თუმცა ჩვენი პრობლემა  არ არის ის , თუ როგორ მოვიხვეჭოთ გულის შემუსრვილება , ვინაიდან ეს როგორც ვთქვით ღვთის საქმეა . ვფიქრობ თითქმის ყველა თქვენთაგანს აქვს გამოცდილება გულის დამდაბლებისა და შემუსვრისა, რადგან სხვა შემთხვევაში თქვენ უბრალოდ არ იქნებოდით ეკლესიის წევრები..
თქვენ ხომ ხედავთ ( ვფიქრობ ყველასთან ასე ხდება) : როდესაც პირველად გუმხურვალებით მიეახლეთ ეკლესიას , ვფიქრობ ყველაფერი ადვილად გამოგდიოდათ ,  ლოცვას სახლშიც და ტაძარშიც ადვილად და სიხარულით აღასრულებდით , თქვენ სიხარულის და სინათლის ატმოსფეროში იყავით გახვეულნი . სწორედ ასე ხდება, როდესაც ღვთის მადლი მოუწოდებს ადამიანს .
თუმცა  ჩვენ არ ვრჩებით ურყევნი ამ მადლისმიერ მდგომარეობაში და ამაშია ჩვენი პრობლემა . ამიტომ ღირს თითოეულმა ჩვენთაგანმა კითხოს საკუთარ თავს : ,,რა გავაკეთე მე ? სად დავკარგე პირველი მადლი ? რითი ჩავანაცვლე ? " ამიტომ, სანამ ჩვენ არ შევიგნებთ იმას, თუ რომელი კარიდან გამოვედით იმ მადლისმიერი მდგომარეობიდან, რომელშიც ვიყავით სულიერი ცხოვრების დასაწყის ეტაპზე , რათა სინანულის გზით დავბრუნდეთ იქ , მანამდე ვერ შევძლებთ ,,პირველ მადლთან" დაბრუნებას .

ამგვარად , ჩვენი პრობლემა არ მდგომარეობს იმაში , თუ როგორ მივაღწიოთ გულის შემუსრვილებას -  ეს ღვთის საქმეა. ღმერთი თავად არის ჩვენი მაძიებელი და მომწოდებელი . ჩვენი პრობლემა არის იმაშია ,თუ როგორ შევინარჩუნოთ და გავაღვივოთ ის , რასაც ღმერთი გვაძლევს . თუ ჩვენ ოდესღაც , ერთხელ მაინც მივიღეთ რაღაც და დღეს მას ვეღარ ვგრძნობთ და განვიცდით , ეს არის იმის ნიშანი ,  რომ ჩვენ ვსაჭიროებთ გულწრფელ , წმინდა და ნამდვილ სინანულს .

წყარო :  http://www.pravoslavie.ru/104729.html 

ინტერვიუ პროტოსინგელოს არსენი მუსკალაუსთან ( რუმინეთი )

თარგმანოს ავტორი :  მიქაელ მთაწმინდელი .