среда, 22 апреля 2026 г.

არქიმანდრიტ სოფრონ (სახაროვისა) და მთავარეპისკოპოს ვასილი (კრივოშეინის) მიმოწერიდან: ათონელი ბერების ბედი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

 



 

 

1959 წლის 1 ივლისი. წერილი 1 Archimandrite Sophrony, The Old Rectory, Tolleshant Knights, by Maldon, Essex.

ძვირფასო მეუფეო, მაკურთხეთ. დიდი მადლობა თქვენი წერილისთვის და პატრისტიკული კონფერენციის დროს ჩემს მოწყობაზე ზრუნვისთვის. მიხარია, რომ ეპისკოპოსი გახდით. მიხარია როგორც პირადად თქვენთვის, ისე ჩვენი ეკლესიისთვის. იერარქიის პრობლემა ისტორიულ ეკლესიაში ყოველთვის იდგა და კვლავაც იდგება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და, საბოლოო ჯამში, დედამიწაზე გადაუჭრელი საკითხი. შეუძლებელია სინანულისა და ღრმა ტკივილის გარეშე გვერდი აუარო იმ ფაქტს, რომ ეპისკოპოსთა შორის შედარებით ცოტაა სერიოზული ღვთისმეტყველ; ასევე ცოტაა ეპისკოპოსებს შორის ისეთიც, ვინც სასურველ სიმაღლეზე დგას სულიერი, ასკეტური კულტურის თვალსაზრისით. საეკლესიო ცხოვრების ეს ორი ასპექტი: ღვთისმეტყველება და ასკეტიკამათი ღრმა მნიშვნელობითფაქტობრივად მცირე საყრდენს პოულობს წმინდა საეკლესიო იერარქიაში. არადა, სწორედ ღვთისმეტყველება და ასკეტიკაა საეკლესიო ყოფა-ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მხარეები, ის ორი ფრთა, რომლებითაც სამყარო ღმერთთან მაღლდება. ჩვენი წარმოდგენა საეკლესიო იერარქიაზე, რა თქმა უნდა, თავისი არსითეზოთერულია“, სულიერია, რამდენადაც იერარქიის ამოცანას წარმოადგენს მისთვის მინდობილი სულების აღყვანაქრისტეს სისრულის ასაკის ზომამდე“. ისტორიულად კი, შემეცნებაში სრულყოფილ მამათა სათანადო რაოდენობის არარსებობის გამო, ჩვენ ვდგავართ სულიერი საწყისისობიექტივაციისტენდენციის წინაშე, რაც გულისხმობს ეზოთერული სულიერი მომენტის დაყვანას იურიდიულ ნორმებამდე. თქვენი ეპისკოპოსად ხელდასხმა ჩემთვის პირველი იყო, რომელიც ცოცხლად ვიხილე. გრძნობები, რომლებითაც იმ დღეს ჩემი სული იყო აღვსილი, მომენტებშიწინააღმდეგობრივიიყო. ერთი მხრივსაიდუმლოს სიდიადე, ღვთაებრივად მშვენიერი ლოცვები თავისი თავშეკავებული, მკაცრი სიტყვებით; მეორე მხრივ კიარც ისე სწორი (მართებული), „იერარქიულობითაგებული განგება. თავდაპირველადსარწმუნოების აღსარება, ნიკეის სიმბოლო, შემდეგ, არწივის (ორლეცის) შუაგულშისარწმუნოების უფრო სრული ღვთისმეტყველური გადმოცემა, ხოლო უმაღლეს, მესამე საფეხურზე, არწივის მწვერვალზერაღაცფიცისმსგავსი და კანონებისადმი ერთგულება, იმაში, რომ ეპისკოპოსი არ მისცემს თავს უფლებას ჩაერიოს სხვა ეპარქიის საქმეებში ეპარქიალური ეპისკოპოსის მოწვევის გარეშე. ამგვარად, „იურიდიულმამომენტმა თითქოს ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც ნორმალური იქნებოდა მისი მოთავსება დასაწყისში, „არწივის ქვეშ“, ხოლო სარწმუნოების ღვთისმეტყველური აღსარებისამის ზემოთ; შუაგულში კისაყოველთაო აღსარებისა, ნიკეის სიმბოლოსი. მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ უფალი მოგცემთ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რომ თქვენ წილად გხვდებათ რთული ამოცანა: ხელი შეუწყოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრების შენარჩუნებას წმიდა მამათა დონეზე. ღვთის განგებულება თქვენ მიმართ ფრიად კეთილი იყო. გარდა თქვენი პიროვნული ნიჭისა, თქვენ დადგენილი იქენით მეტად ხელსაყრელ პირობებში, რაც მოგცემთ საშუალებას წარემატოთ, როგორც ასკეტურ ცხოვრებაში, ისე ღვთისმეტყველებაში. ჩემმა მოგზაურობამ რუსეთში, გასულ წელს, მომცა შესაძლებლობა დავრწმუნებულიყავი რუსი მორწმუნე ერისა და მისი ლოცვის შეუდარებელ ძალაში. ეს ლოცვა შეადგენს, უეჭველად, რუსეთის ეკლესიის მთავარ სიმტკიცეს. არა მხოლოდ რუსეთისას, არამედ მთელი მსოფლიოსას. თუმცა, რაც შეეხება რუსეთის ეკლესიის ცხოვრების სხვა მხარეებს, მე იქიდან უფრო მისი სისუსტის შეგრძნებით წამოვედი. არ მაქვს პრეტენზია, რომ საფუძვლიანად ვიცოდე მისი მთელი ცხოვრება, მთელი მისიძალებიიქ ყოფნის ასეთი მოკლე ვადის განმავლობაში, მაგრამ მე მაინც შევხვდი მისი ხელმძღვანელების წრეებსაკადემიებში, მონასტრებში და ბოლოს, თავად საპატრიარქოშიც კი. ამიტომ, ფიქრებით და აზრებით თქვენსკენ ვარ მოპყრობილი, ჭეშმარიტად მიხარია, რომ უფალმა მოგცათ სიბრძნეც და დედაეკლესიის სიყვარულიც და რომ თქვენ თქვენი ყურადღება და შრომა შეაჩერეთ უმთავრესად ჩვენი ეკლესიის სამ უდიდეს ღვთისმეტყველზე: გრიგოლ პალამაზე, სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველზე და მაქსიმეზე, რომელიც ჭეშმარიტადმაქსიმუსია“ (უდიდესია). მე მეჩვენება (ამგვარად წარმომიდგება მოცმემულობა .), რომ ჩვენს ეპოქაში, რომელიც მრავალი მხრივ შესანიშნავია და, შესაძლოა, მომავალშიოქროს საუკუნის“ (ეონის) სახელი მიიღოს, ეს სამი ბოძიყველაზეაქტუალურია“. ვინაიდან მსოფლიოს ყველა სულიერიმიმდინარეობისადამოძრაობისშეხვედრა ჩვენს დროში გადაწყდება არა დაბალ ანსაშუალოსაფეხურებზე, არამედ უმაღლესებზე. ამასთან დაკავშირებით, სულიერისტრატეგიისწესით, ჩვენ ყველამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. სულიერი გამარჯვება უმაღლეს წერტილებში, უმაღლეს პერსპექტივაში, სამომავლოდ აუცილებლად გამოიწვევსრაოდენობრივგამარჯვებასაც. ამჟამად უფალმა მომცა შესანიშნავი შესაძლებლობა: აღვასრულო საღმრთო ლიტურგია ღრმა მდუმარებაში მყუდროებით. ლიტურგია ჩემთვის სულ უფრო და უფროწარმტაცებელიხდება. მასში ყველაფერი ერთიანდება. და როდესაც უფალი მანებებს (მაძლევს საშუალებას), რათა გარკვეული (მცირე) ზომით ვიხილო მის მიერვე აღსრულებული ლიტურგიკული აქტი საიდუმლო სერობაზე და შემდგომ გოლგოთისჯვარცმის საკურთხეველზე“, მაშინ მიკვირს, რომ ჩვენ, ადამიანები, ჯერ კიდევ ცოცხლები ვრჩებით დედამიწაზე, რომ არ ვთქვადედამიწისთვის. ლიტურგიის შემდეგ დაბრუნება ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ჩვეულებრივ საგნებთან და საქმეებთან, ჩვენს გარემოშიც კი, ზეციდან ვარდნას ჰგავს. ამ კონტრასტთანშეჩვევაშეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ სინანულით დავასკვნათ აქედან, რომ ის, გრძელი ლიტურგიაჩვენ მიერ ჯერ კიდევ მიუღწეველია, რომ მარადიულობით მხოლოდ ნაწილობრივ ვცხოვრობთ. ჩვენთვის ჯერ კიდევ არ არის მოცემული, რომ სრული ზომით ვიყოთერთხორცეულნიდაერთსისხლეულნიმამის მარჯვნივ მჯდომთან. და ასევე აღდგომასაცმხოლოდ ნაწილობრივ ვცხოვრობთ (განვიცდით). აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ყველას კიდევ გვიწევს სიკვდილის საიდუმლოს გავლა, როგორც იმ ბნელისა, რომელიც არისმის ფერხთა ქვეშ“, როგორც იმ სიბნელისა, რომელიც მან დაიდოთავის საფარველად“. აუცილებელია ჩვენთვის ამზღურბლისგავლა, რომლის მიღმაც ვიხილავთ ნათელს, რომელშიც არ არის არავითარი სიბნელე. მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ადამიანის მსგავსება მისდამი, რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის. ჩემი სული ხშირად დგასსასოწარკვეთილებისზღვარზე. ჩემი არსების სიღრმეში მე ვიცი: უფალს სურს, რომ მისი თანასწორნი ვიყოთ; რადგან ამ თანასწორობის გარეშე შეუძლებელი იქნება ჩვენი მასთან მარადიული ერთობა და მისიჩვენთან. მაგრამ ვიდრე მე გამოყოფილი ვარ მისგან ჩემი უმეცრების, ჩემი ხრწნადობისა და ჩემი შეზღუდულობის ამ წყვდიადით, მანამდე ვერაფერში ვაძლევ ანგარიშს საკუთარ თავს. არ ვიცი, ახლოს ვარ მასთან თუ ჯერ კიდევ უსასრულოდ შორს? არ ვიცი, სად არის ამპარტავნება და სადსიმდაბლე? სად არის სიბრძნე და სადუგუნურება? და ასე იქნება ყველა ჩვენგანის შემთხვევაში, ვიდრე არ მივაღწევთ მას ისე, როგორც ის აღწევს ჩვენამდე; ვიდრე არ შევიცნობთ მას ისე, როგორც მან შეგვიცნოანუ როგორც ის გვიცნობს ჩვენ. მე ბოლომდე მმუსრავს რწმენა იმისა, რომ ღმერთმა ჩვენ ჩაგვიფიქრა როგორც ღმერთები, მისი თვისტომნი; იმისა, რომ ჩვენ, მოცემული თავისუფლების ძალით, შეგვიძლია განვსაზღვროთ საკუთარი თავი როგორც ქრისტეს სრული მსგავსება, რომელსაც შევიცნობთ მისი მცნებების აღსრულებითა და სულიწმიდის ნიჭით. მე მაშინებს ქრისტიანებში ადამიანის შესახებ საღვთო ჩანაფიქრისდაკნინება“. მე მეჩვენება, რომ უარყოფა რწმენისა საღმრთო სავსების მიღწევის შესაძლებლობაზე, შესვლაზე მარადიულ ნათელში, რომელშიც არ არის არავითარი სიბნელეთანაბარია ქრისტეში ჩვენთვის მოცემული გამოცხადების ჭეშმარიტი აზრის უარყოფისა, ანუ მთელი ახალაღთქმისეული ხარებისა. თქვენი სიტყვა ხელდასხმისას (სახელდებისას) იყო შესანიშნავი. მე მახარებდა მასში ღვთისმეტყველური შინაარსის არსებობა, რასაც ასე ხშირად ვერ შეხვდები, განსაკუთრებით რუსეთში. მაშ ასე, მოგცეთ ღმერთმა, რომ თქვენი ეპისკოპოსობის გზა აღასრულოთ ჭეშმარიტად იმ იდეის ღირსეულად, რომელსაც უკავშირდება ეს მსახურება ჩვენს ეკლესიაში. მაგრამ ჩემთვისაც გთხოვთ ლოცვას, რათა ჩვენი ლოცვა იყოს ურთიერთგამაძლიერებელი; რათა ჩვენ ორთავემ განვვლოთ ჩვენი ცხოვრების გზა არა სირცხვილისა და დამცირებისთვის, არამედ გადასარჩენად. საღვთო განგებულებამ ჩვენი სიცოცხლეები მიწიერ გზებზე გადაჯაჭვა; დაე, მანვე შეკრას ისინი თავის მარადიულობაშიც, რათა აღვასრულოთ მისი მცნებავიყოთ მასში ერთი, როგორც მამა, ძე და სულიწმიდა არიან ერთი. დიახ, სნეულებებსა და ტანჯვაში იბადება ხსნა დედამიწაზე. ალბათ, ამიტომაც გაურბიან ადამიანები ქრისტეს გზებს. საკუთარ თავს ვეკითხები: შეუძლია კი ადამიანს თავისით, საკუთარი გადაწყვეტილებით, წავიდეს ქრისტესადმი შედგომი ამსნეულებაზე“, თუკი მამა არ მოიზიდავს მას სულიწმიდით და არ მისცემს ზემოდან ძალას ამისთვის? დიახ, ღმერთი იძლევათავისებურად“, ანუ ისე, როგორც მას სჩვევიაუხვად და მდიდრულად; მე კი მტკივა და უარს ვამბობ მის ნიჭებზე სიკვდილის შიშის გამო. სულ მეჩვენება, რომ თუკი სავსებით წავალთ საღვთო ნიჭთა შესხვედრად, შეუძლებელი იქნება დედამიწაზე ცოცხლად დარჩენა. მე კი მეშინია სიკვდილის, რადგან ჩემს გარშემო არსებული წყვდიადის გამო არ ძალმიძს ნათლად ვიხილო ღვთის სასჯელი ჩემზე. მე ვდგავარ მერყეობაში სიყვარულსა და იმ შიშს შორის, რომელიც ეწინააღმდეგება საღმრთო სიყვარულს; ვდგავარ ზღვარზე სიცოცხლესა და სიკვდილს, ხსნასა და მარადიულ დაღუპვას, სასოებასა და სასოწარკვეთილებას, ნათელსა და ბნელს შორის. ჩემში უცნაური ნარევით აღირია აუტანელი ტანჯვა და ასევე აუტანელი სიხარული; გაუძლისი სიმწარე და სულიწმიდის სიტკბოებამშვიდი და ამ ცხოვრებიდან გამტაცებელი. მე ხან შინაგან ქარიშხალში ვიმყოფები, ხან კიდიდ სიმშვიდეში. და საით დაეცემა ხე?.. არ ვიცი. ილოცეთ ჩემთვის, რათა იგი დაეცესაღმოსავლეთით“ (აღმოსავლეთია სახელი მისი). შემინდეთ და დამლოცეთ. ქრისტეში თქვენი ერთგული, უღირსი არქიმანდრიტი სოფრონი. ლოცვა-კურთხევას ვუგზავნი დედა ეკატერინეს, . . ზერნოვს, . . ლამპერტს და თქვენს მთელ კრებულს.

წერილი 2 ძვირფასო მეუფე, დამლოცეთ.

 ძველი სამრევლო სახლი, ტოლეშანტ ნაითსი, მოლდონის მახლობლად, ესექსი.

 განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და მივედით დასკვნამდე, რომ სხვა დრო არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ დღესვე გამოვგზავნოთ თქვენთან მამა სვიმეონი და ჟოელი. მამა ირინეოსი, სამწუხაროდ, გაცივდა გასულ კვირას ლონდონში მგზავრობისას. მეექვსე შვიდეულში სტუმრები გვეყოლება; განსაკუთრებით რთული იქნება ირლანდიელი (ანგლიკანი) მღვდლის მიღება სხვა პირის თანხლებით. ისინი ჩვენთან სამი ან ოთხი დღე დარჩებიან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მამა ირინეოსმა შეძლოს თქვენთან წამოსვლა ხარება დღეს. თუმცა, ის თქვენთვის ნაკლებად გამოსადეგია, რადგან იგი მღვდელმონაზონია, თქვენ კი უფრო მეტად დიაკონი გჭირდებათ. ვნახოთ. გთხოვთ, მიიღოთჩემები“. დაელაპარაკეთ მამა სვიმეონსმოიფიქრეთ, როგორ შეიძლება შეუმსუბუქდეს მასსაეკლესიო მეცნიერებათამთელი ამ წრის ათვისება თქვენი ცხოვრების რთულ პირობებში... თანაც ისე, რომ მან მონასტრული ცხოვრების წესიც შეინარჩუნოს. გააცანით ისინი ოქსფორდის მართლმადიდებლურ, რუსულ გარემოს. მცირედით დაათვალიერებინეთ მათ ქალაქი, უნივერსიტეტი და სხვა რამ, რასაც საჭიროდ ჩათვლით. მინდა, რომ მათ გამოიყენონ ეს შემთხვევა და ცოტათი უკეთ გაიცნონ ქვეყანა და ისეთი სამეცნიერო ცენტრი, როგორიც ოქსფორდია. ხოლო წერილს ნანკიამასის შესახებ ისე გიგზავნით, როგორც გუშინ დაიწერა... შემინდეთ, რომ ვერ ვპოულობ დროს ყველაფერს უფრო მოწესრიგებული სახე მივცე... ძალიან ბევრი სხვადასხვა საქმე მაქვს. ჩემი მოკითხვა გადაეცით ზერნოვებს, ლამპერტებს და ყველა დანარჩენს. ილოცეთ ჩვენთვის და მორალურად დაგვიცავით. მონასტრული ცხოვრებისთვის საფუძვლის ჩაყრაარც ისე ადვილია ჩვენი დროის პირობებში. სიყვარულით თქვენი ერთგული, არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი).

წერილის 3 ძვირფასო მეუფე, დამლოცეთ. 1960 წლის 31 მარტი. „...მამა სვიმეონი და ჟოელი დაბრუნდნენ, ოქსფორდში სტუმრობით მეტად კმაყოფილნი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ რთულ დღეებში ორივენი მცირედით შეუძლოდ შეიქნენ. თქვენი კეთილი მიღება მათთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო აღმოჩნდა. დიდი ხანია მსურდა, რომ ისინი თქვენ უკეთ გაგეცნოთ; ვფიქრობ, მათთვის მართლმადიდებლური ოქსფორდის გაცნობაც სასიკეთო იქნება. ამგვარად, ისინი თავს იგრძნობენ არა როგორც რაღაც გამონაკლისს უცხო ქვეყანაში, არამედ როგორც ეკლესიის ჭეშმარიტად დიდი სხეულის ნაწილს. მართალია, ორივე საკმარისად ფაქიზი ბუნებისაა იმისთვის, რომსოციალურმაასპექტმა მათთვის ჭეშმარიტების კრიტერიუმი არ ჩაანაცვლოს, მაგრამფსიქოლოგიურადმაინც სჯობს, არ ჰქონდეთსექტანტურიიზოლაციის საბაბი. ეკლესიის საყოველთაობის (კათოლიკეობის) განცდა თუ გაცნობიერება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკნინდეს იმის გამო, რომ მცირერიცხოვან საეკლესიო გაერთიანებებს მივეკუთვნებით, რომლებიც სხვა ტრადიციათა ზღვების შუაგულში არიან მიმობნეულნი. გთხოვთ, მორალურად შეგვეწიოთ და დაგვიცვათ, როგორც კი შეძლებთ. თქვენთვისაც ნათელია, თუ რამდენად ძნელია ეს ამოცანასაფუძველი ჩაუყარო მართლმადიდებლურ სავანეს თანამედროვე პირობებში. ცოტანი არიან ისეთნი, ვისაც ჩვენი დახმარება სურს; კიდევ უფრო მცირეა იმათი რიცხვი, ვისაც დახმარება შეუძლია. ზიანის მოტანა კი, პოზიტიური გაგებით, ყოველ ადამიანს ძალუძსთუნდაც ერთი ბოროტი სიტყვით, განკითხვითა თუ მსგავსი რამით. პირადად მე ერთმა ანგლიკანმა მღვდელმა მიამბო, თუ როგორ განაწყობდა ჩვენს წინააღმდეგ მას ერთი მართლმადიდებელი პირი (საძმოდან — Fellowship). განსაკუთრებით დასაწყისში უშლის ხელს ადამიანს ასეთი რამეები. ჩემი ჩანაფიქრიააქ შევქმნა პატარა სავანე, ათონურიკელიებისან სკიტური სახლების მსგავსად. თუკი ღმერთი მომცემს გონიერებასა და ძალასმინდა შევინარჩუნო მამებისეული გადმოცემა და დავრჩეთ მათგან მიღებული მემკვიდრეობის ერთგულ დამცველებად. ილოცეთ ამისთვის. მე ხშირად ვილევი ფიზიკურადაც და სულიერადაც. არავითარიმართვისნიჭი არ გამაჩნია... მე სრულიადაც არ ვარ ორგანიზატორი, არცმშენებელიდა არც სხვა მსგავსი რამ. მამა სვიმეონი მეუბნება, რომ ხარება დღეს დახმარება მეტად გამოგადგებოდათ. უკვე მოგწერეთ, რომ ვეცდები გამოგიგზავნოთ მამა ირინეოსი, მღვდელმონაზონი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ესეც არ არის სრულიად ადვილი და მარტივი. ამ კვირაში სტუმრები გვეყოლება. ისინი ხარება დღესაც ჩვენთან დარჩებიან. მამა ირინეოსის გარდა კი მგალობელი სხვა არავინ გვყავს. ამასთან, მას პარასკევობით ლონდონში ვაგზავნი პირველშეწირულის ლიტურგიის აღსასრულებლად, რაც მას ორ დღეს ართმევს. ოქსფორდში მგზავრობამაც სამი დღე წაიღო. ბაღში სამუშაოები კი დგას, აღდგომა კარს მოგვადგა, წარმოუდგენლად ბევრი რამ არის გასაკეთებელი... ჯერ არ ვიცი, როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ყოველ შემთხვევაში, მთელი ძალისხმევით ვეცდები, რაიმე მოვაწყო. გთხოვთ თქვენს კურთხევასა და ლოცვას. უღირსი არქიმანდრიტი სოფრონი.

წერილი 4 1989 წლის 11 მარტი.

ღრმადპატივცემულო მეუფე, დამლოცეთ. ვიყენებ შემთხვევას, რომ გადმოგცეთ ჩემი უთბილესი მოკითხვა და გთხოვოთგააძლიეროთ ლოცვა ჩვენთვის. არაფერი მოდის და არაფერი გვეძლევა შეუსაბამოდ დიდი ძალისხმევისა და სირთულეების გარეშე. ჩვენი მონასტერი იზრდება და მისი გავლენა(იმედი მაქვს,რომ  დადებითი) ფართოვდება და ღრმავდება. თუმცა, ჩემი ყოველი მცდელობა, ვიპოვო გზა წმინდა იერარქიამდემარცხდება. დამეხმარეთ თქვენ, შეგვეწიეთ თქვენი კეთილი სიტყვით ჩემზე და ჩვენზე. ჩვენ ახლა 16 სული ვართ. ამ წერილს ჩემი ახალი წიგნის ფრანგული თარგმანის გამოცემის შესახებ უწყებასაც ვაყოლებ. სხვა თარგმანებიც მზადდება: ბერძნულად და ინგლისურად (ეს უკანასკნელი უკვე მზადაა). ვცდილობ რუსულადაც გამოვცე, თუმცა ჯერჯერობით დიდი წარმატება არ ჩანს. არ ვიცი, ვინ ან სად შეიძლება დაბეჭდოს იგი ჩვენი მონასტრისათვის. რამე მირჩიეთ. მას შემდეგ, რაც სერიოზულად გახდით შეუძლოდ, აქ თქვენთვის ლოცვა მუდამ გაძლიერებულია. მეც გულმოდგინედ ვევედრებოდი და კვლავაც ვევედრები ღმერთსდაგლოცოთ, გადღეგრძელოთ და მოგცეთ ძალა თქვენი მაღალი მსახურებისათვის. სიყვარულით, სოფრონი.

წერილი 5 from Archimandrite Sophrony Tolleshant Knights, 29-го Апреля 1984 г. By Maldon, ESSEX. ქრისტე აღდგა! აღდგომის წინ გამოვიდა ჩემი უკანასკნელი წიგნი: „იხილო ღმერთი, როგორიც ის არის“. ამ წერილთან ერთად მას თქვენც გიგზავნით. წერის პროცესში სრულიადაც არ ვფიქრობდი მის გამოცემას ჩემს სიკვდილამდე. შემდგომში ჩემი გადაწყვეტილება შეიცვალაერთი მხრივ, იმის გამო, რომ მსურდა მისი ხილვა ისეთ თარგმანებში, რომლებიც კორექტულად გადმოსცემდნენ ჩემს ორიგინალურ (რუსულენოვან) ტექსტს. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ისინიც კი, ვინც რუსული ენა დამაკმაყოფილებლად იციან, ყოველთვის იოლად ვერ ართმევენ თავს საღვთისმეტყველო და ასკეტიკურ მასალას. ვფიქრობ, წიგნი ხუთ ენაზე გამოვა. პირველი აღმოჩნდა ფრანგული თარგმანი (ჩვენი მამა სვიმეონისა). ბერძნულ თარგმანს ახლა თავად განვიხილავ. სამწუხაროდ, იძულებული ვარ, ფხიზლად ვიყო, რადგან ბევრ, ჩემი აზრით, მეტად მნიშვნელოვან ადგილას არასწორად გამიგეს. იმედია, ეს თარგმანი ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში გამოჩნდება. რუსულ ტექსტს კი, ჯერჯერობით, ბირმინგემის წმინდა საბას ტაძრის სერბ მღვდელს მივანდობ. არავითარ შემთხვევაში არ მსურს ეს ტექსტი გამომცემლობებს მივაკუთვნო. მას კომერციული ინტერესი არ გააჩნია და გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ რომელიმე გამომცემელი იზრუნებს იმაზე, რომ ჩემი წიგნი მუდამ ხელმისაწვდომი იყოს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათტირაჟის ამოწურვის შემთხვევაში, განმეორებით გამოსცეს იგი. ინგლისური თარგმანი მზადაა, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ დაბეჭდავს მას. იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობაში გაიგზავნა, მაგრამ იქ არ მიიღეს. გამომცემლობამობრეისიარ მიზიდავს: მათ ცუდად გამოსცეს ჩემი წინა წიგნები. განსაკუთრებით უვარგისად, მეორე ტირაჟით, დაიბეჭდა ჩემი წიგნიმისი სიცოცხლე ჩემია“ (His Life is Mine). თუმცა, მათ სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ წიგნი ამერიკაში წმინდა ვლადიმერის სემინარიის მეშვეობით გამოვა. კიდევ მოგვიწევს სერბულ ენაზე თარგმნა, მაგრამ ეს უკვე რუსული ტექსტის გამოსვლის შემდეგ. მეტად მადლობელი ვიქნები, თუკი შეძლებთ გაეცნოთ ჩემი წიგნის შინაარსს და მიმითითოთ იმ ხარვეზებსა თუ აშკარა შეცდომებზე, რომლებიც დაშვებულია საღვთისმეტყველო ან თუნდაც ასკეტიკური ასპექტების გადმოცემისას. მუდამ მახსოვხართ ჩემს (ყოველდღიურ) ლოცვებში. სიყვარულით, არქიმანდრიტი სოფრონი.


ეპისკოპოს ვასილის (კრივოშეინი) წერილი. ბრიუსელი, 1984 წლის 25 მარტი. ძვირფასო მამა სოფრონი, გმადლობთ 11 მარტის წერილისათვის, თქვენი ახალი წიგნის გამოცემის შესახებ ცნობისა და საკმევლის გამოგზავნისათვის. ყოველივე ეს გადმომცა თქვენმა იეროდიაკონმა, მამა რაფაელმამეტად სათნო ადამიანმა, რომელმაც ბევრი საინტერესო რამ მიამბო თქვენსა და თქვენი მონასტრის შესახებ. ვხედავ, რომ იგი უფლის მიერ იზრდება და ვხარობ ამით. ვწუხვარ, რომ ასეთი სირთულეები გაქვთწმინდა იერარქიასთანდაკავშირებით (იმედი მაქვს, არა დიონისე არეოპაგელისეული გაგებით). რა გითხრათ? პირადი გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო: რუსულიერარქიასთან“, მოსკოვის საპატრიარქოსთან, არასოდეს მქონია რაიმე შეხლა-შემოხლა, უსიამოვნება ან გაუგებრობა; იგი მუდამ სიყვარულითა და მოთმინებით ეპყრობოდა ყველა ჩემსგამოხტომას“. აი, ახლაც, ჩემი თხოვნით, განსვენებული არქიმანდრიტი კორნილის ნაცვლად (ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, ბევრ სირთულეს მიქმნიდა), დამხმარედ გამომიგზავნეს ძალიან კარგი სამწყსო გამოცდილების მქონე მღვდელი, პროტოპრესვიტერი მიხეილ სტარკი. თქვენ მას სენტ-ჟენევიევიდან იცნობდით, მამა ბორის სტარკის ვაჟია. თქვენს შესახებ უკვე ვესაუბრე ჩვენს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ ფილარეტს (ჭკვიანი, კეთილგანწყობილი და კეთილი ადამიანია, თუმცა, საუბედუროდ, საქმეებით უკიდურესობამდეა გადაღლილი), მაგრამ მას არ შეუძლია თქვენი მიღება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თანხმობის გარეშე; ისინი კი, დარწმუნებული ვარ, არასოდეს მოგცემენ განტევების სიგელს. გარდა ამისა, მოსკოვის საპატრიარქო მეტად შეზღუდულია თავის ქმედებებში და რეალურად თქვენს დახმარებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბერძნებსახლა საუკეთესო ურთიერთობა მაქვს როგორც ათონზე, ისე კონსტანტინოპოლსა და ათენში, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების გამოცდილება მასწავლის: ბერძნები საუკეთესო ხალხია, მე ისინი ძალიან მიყვარსარა მხოლოდ მათიბიზანტიურიენისა და ცხოვრების სტილის გამო, არამედ დიმოტიკის [თანამედროვე სასაუბრო ბერძნული] გამოც, თუმცა მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, არასოდეს ვიყო მათი მმართველობის ქვეშ, თუნდაც ირიბად. განსაკუთრებით კიკონსტანტინოპოლელირუსების (rue Daru - საუბარია ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარზე (პარიზი, დარიუს ქუჩა, 12). 1922 წელს მიტროპოლიტმა ევლოგიმ (გეორგიევსკი) ამ ტაძარში რუსი ემიგრანტების მრევლის ეპარქიის კათედრა დააარსა. 1931 წელს მიტროპოლიტი ევლოგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადადის (რუსული მრევლის დასავლეთ ევროპის ეგზარქატი). მიუხედავად იმისა, რომ თავად მიტროპოლიტი ევლოგი 1945 წელს მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდა, მისი სამწყსო ამ ნაბიჯს არ მიემხრო და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში დარჩა) მმართველობაა ყველაზე უარესი. თუმცა, ეს ჩემი პირადი განცდებია („ბერძნები კი ვერაგნი არიან დღემდე“ — მემატიანე ნესტორის გენიალური გამოთქმაა, დოსტოევსკის საკადრისი!). თქვენს მდგომარეობაში კი არ ვიცი, როგორ დაგეხმაროთ და რა გირჩიოთ. მხოლოდ მოთმინება და ლოცვარათა გამოაჩინოს უფალმა გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეთ. გიგზავნით ჩემი წიგნის ბერძნულ გამოცემას ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის შესახებ. ვფიქრობ, იგი დაგაინტერესებთ, რადგან მასში სვიმეონის ავთენტური ენა (ციტატებში) და ტექსტში გამოყენებული უკიდურესიდიმოტიკაერთმანეთს ერწყმის. ეს პროფესორ სკუტერისის მეუღლის შრომაა და, ჩემი აზრით, მეტად წარმატებულიც. ზოგიერთ ბერძენს ეს მოსწონს, სხვები კი მაინცდამაინც კმაყოფილნი არ არიან; მათ ის უფრო მოეწონებოდათ, ყველაფერი ახალ ბერძნულ ენაზე რომ ყოფილიყო, რადგან ხალხმა აღარ იცის ძველი ბერძნული. თუმცა მე და პროფესორი სკუტერისი ამას არ ვეთანხმებით: „კატეიზმური სწავლებებისადაჰიმნებისდიმოტიკაზე თარგმნა უდიდესი საღვთისმეტყველო და მათ შორის, მხატვრული დანაკარგიც იქნებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი წიგნის რუსულად გამოცემას ასეთი სირთულეები ხვდება; ეს ხომ მეტად მნიშვნელოვანი და ფუძემდებლური საქმე იქნებოდა. რატომ არ მიმართავთ YMCA-Press- (პარიზი, სენტ-ჟენევიევის მთა, 11) ან, უფრო ზუსტად, მის გამომცემელსნიკიტა ალექსის ძე სტრუვეს? ეს ყველაზე კულტურული და პატივსაცემი რუსული გამომცემლობაა. გმადლობთ ჩემი ჯანმრთელობისთვის ლოცვისათვის; დიდება ღმერთს, თავს კარგად ვგრძნობ. გისურვებთ თქვენც და თქვენს ქრისტესმიერ საძმოსაც დღეგრძელობასა და წარმატებას ცხონების გზაზე. ვითხოვ თქვენს წმინდა ლოცვებს. ქრისტესმიერი სიყვარულით, მთავარეპისკოპოსი ვასილი.

 

ლიტერატურაგაბრიელა (ბრილიოტი) 2016 – მონაზონი გაბრიელა (ბრილიოტი). სრულყოფილების ძიებაში ხელოვნების სამყაროში: მამა სოფრონის შემოქმედებითი გზა. მოსკოვი, 2016. • ნათლის მხილველნი 2009 – ნათლის მხილველნი: ღირსი სილუან ათონელი და ბერი სოფრონი (სახაროვი) / შემდგენლები: .. ილიუნინა, .. ლეპახინი. სანქტ-პეტერბურგი, 2009. • მოდელი 2014 – პროტოპრესვიტერი . მოდელი. „ნებისმიერი უცხოეთი მათთვის სამშობლოა“: მართლმადიდებლობის 150-წლიანი ყოფნა ბელგიაში (1862–2012). პარიზი, 2014. • სოფრონი (სახაროვი), არქიმ. 1997არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). წერილები ახლობელ ადამიანებს: მიმოწერა პროტოპრესვიტერ ბორის სტარკის ოჯახთან. მოსკოვი, 1997. • სოფრონი (სახაროვი), არქიმ. 1997არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). წერილები რუსეთში. ესექსი; მოსკოვი, 1997. • სოფრონი (სახაროვი), არქიმ. 2002 – არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). ღვთისშემეცნების ღვაწლი: წერილები ათონიდან . ბალფურისადმი. მოსკოვი, 2002. • სოფრონი (სახაროვი), არქიმ. 2008 – არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). მიმოწერა პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკისთან. წმინდა სამების სერგის ლავრა, 2008.


თარგმანი : მ.მთაწმინდელი

 

 წყარო : https://azbyka.ru/otechnik/Sofronij_Saharov/iz-perepiski-arhimandrita-sofronija-saharova-i-arhiepiskopa-vasilija-krivosheina-sudby-russkih-afonitov-v-evrope-posle-vtoroj-mirovoj-vojny/

Комментариев нет:

Отправить комментарий