2016 წლის ვნების კვირის სამშაბათს,
მიუხედავად დატვირთული საეკლესიო
მსახურების
გრაფიკისა(ვნების შვიდეულის დღეები), ვესტუმრეთ საწოლში ჩავარდნილ(დაუძლურების გამო მ.მ) უდაბნოს მებრძოლ-ვეტერანს, ბერ (სტარეც მ.მ) თეოდორე (ნელასი)აგიოფარანგიტისს. მისი თიხისაგან და
მტვრისაგან შექმნილი მიწიერი ჭურჭელი
(სხეული) ძალაგამოლეული და დაუძლურებული იყო სნეულებათა გამო, თითქმის ვერ სუნთქავდა,
მაგრამ მისი მამაცი სული სავსე ქრისტეს თანამყოფობის განცდით, სრულიად საღი და საღვთო
სიმწიფეს მიტანებული გალხდათ. მიუხედავად ხორციელი განსაცდელებისა, ის გონებით სიფხიზლეს არ კარგავდა, იმყოფებოდა საბრძოლო მდგომარეობაში და მისთვის დამახასიათებელ
ამაღლებულ გულს და სულიერ ძალას ინარჩუნებდა.
ჩვენს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა მჭიდრო სულიერმა კავშირმა დიდი ნუგეში მოგგვარა
და კვლავ მოგვცა შესაძლებლობა, უდაბნოს ნექტარი გვეხმია. დამამშვიდებელი და მანუგეშებელი
ნექტარი, რომელიც მოედინება ასკეტიზმისა და ტკივილის კრატერიდან და ჩაედინება მარადისობის
ოკეანეში. რაღაც მომენტში შევნიშნე, რომ ბერი, რომლის სახეც შეწითლებულიყო და მტანჯველი
მდგომარეობის ელფერი დაჰკრავდა, შიგადაშიგ, აიწევდა რა ჟანგბადის ნიღაბს, იფურთხებოდა
და ჩუმად რაღაცას იმეორებდა. ჩვენს შორის არსებულმა დიდმა სიყვარულმა გამაბედინა მეკითხა
მისთვის:
(მოცემული დიალოგი შედგა მღვდელმონაზონ ანტონიოს ფრაგაკისსა
და ბერ თეოდორე ნილასს შორის).
— მოძღვარო,ასე ხშირად რატომ იხსნით ნიღაბს და ინერწყვებით?
— მე უხილავს ვანერწყვებ... თქვენ, რომ იცოდეთ, რა დღეში
მაგდებს ის და რას მიკეთებს!.. უკვე ხუთი დღე და ღამეა, რაც თვალი არ მომიხუჭავს.
— ის გამუდმებით ჩემს წინაშე დგას, მწყევლის, მლანძღავს
და მემუქრება... მას საზიზღარი შესახედავობა აქვს, თუ ღმერთი არ მომცემდა ძალებს, შეუძლებელი
იქნებოდა ადამიანის მხრიდან მისი სისაძაგლის შეხედვა და ატანა..
—როგორ გამოიყურება ის, მოძღვარო?
— როგორც გარეული ტახი, უხეში ჯაგრით( ბერ ანასტასისაც
ამგვარად ყავდა ის ნანახი) და საშინლად ყარს, ენას ყოფს, არის ვეებერთელა, მისი პირიდან
მოწითალო ალის ნაპერწკლები იფრქვევა. რთულია, მთელი სიზუსტით მისი აღწერა.
— მოძღვარო, ის
თქვენ გელაპარაკებათ კიდეც?
—მელაპარაკებაო მეკითხები? ცდილობს დამამწუხროს, სასოწარკვეთილებაში
ჩამაგდოს, რას აღარ ამბობს და ცდილობს საამისოდ... მაგალითად, მეუბნება ის - « მე შევჭამე
და დავაუძლურე შენი ხორცი, მე დავაზიანე შენი ფილტვები.. ეს მე ვუბრძანე ჩემდამი დაქვემდებარებულთ
შენი დევნა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე გავაკეთე ეს და ეს... მე ჩაგაგდე ამ დღეში.
მათ, ვისაც ჩემს ბადეში მოვიხელთებ, კარგად ვუფრთხილდები.. შენ- ჩემი ხარ.. ჩემი! გესმის?»
— და შენ მამაო, რას პასუხობ ამაზე?
— მე ოქროპირის სიტყვებით ვპასუხობ: « აღდგა ქრისტე
და დაეცნენ ეშმაკნი » და ვაგრძელებ მასზე მინერწყვებას...
ის მეუბნება: « შენს პატარა ოქროპირზეც შესანიშნავად
,,ვიზრუნე"- რომელიც ჩემს წინააღმდეგ აჯანყდა და ეს ტექსტი დაწერა»(იგულისხმება
იოანე ოქროპირის სააღდგომო სიტყვა).
«მე მას (ოქროპირს) უფრო საშინლად მოვექეცი, ვიდრე შენ.
ჩემი ხალხი აღვძარი მის საწინააღმდეგოდ და მათ ის გადასახლებაში გაანადგურეს ... მეუფეები
და მღვდელმთავრები.. გესმის?ეს, მე ვარ, რომელიც თქვენ ყველას გმართავთ დღეს დღეობითაც.
შენს ყბედობაში და ბუტბუტში, რასაც ქადაგებას ეძახი, ყველაფერს ავრევ და შევცვლი. ვინც
ჩემს წინააღდეგ მიდის, მე მას ,,ვაჯილდოვებ".. მაშ მიბოძე საკუთარი თავი და ნახავ,
როგორ გაგახალისებ»
ის თავის
ამაზრზენ ენას მიყოფს, თითქოს რეზინასავით წელავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე
მეტრით შორს დგას, მაინც, როგორც სპილოს ხურთუმს მიქნევს ენას, სახეზე მწვდება და გაუსაძლისად მითუთქავს კანს.
შემდეგ
კი დამცინავად აგრძელებს საუბარს:
«აი, შენ საჩუქარი ჩემი ენისგან- ეს იმისთვის, რომ შენც მწვავდი შენი
ენით...( იგულისხმება იესოს ლოცვა და ქადაგება).
მითხარი,
რატომ ასწავლიდი ადამიანებს? განა მრავალჯერ არ გეუბნებოდი, რომ ეს შენი საქმე არ არის
ადამიანებს ასწავლო და სულიერი წინამძღვრობა გაუწიო?
დაე თეოლოგებმა
და ეპისკოპოსებმა ასწავლონ მათ..
მაგრამ
არა შენ, რომელმაც მრავალჯერ მგვემე, ნაძირალავ!»
ზოგჯერ
ის უზარმაზარ გველად იქცევა, ეხვევა ჩემს სხეულს და ცდილობს დახრჩობას, მე კი გაუსაძლი
ტანჯვის გადატანა მიწევს და ვაგრძელებ სააღდგომო ჰიმნის გალობას: « აღსდგა ქრისტე და
დაეცნენ ეშმაკები » და შემდეგ ვანერწყვებ მას.
უდაბნოშიც
მქონდა ასეთი თავდასხმები, მაგრამ იქ ისინი ნაკლებად ხშირი იყო და გამარჯვებებით სრულდებოდა..
ახლა,
ბოლო დღეებში ბრძოლები უკიდურესად გაძლიერდა. ის ძალიან ჯიუტია და აღარ მშორდება.
[მამა
ანტონიოსი:]
— „იცით,“
ვუთხარი მას, „არიზონელი არქიმანდრიტი- ეფრემი წერს, რომ დიდი ასკეტები ასეთ შეტევებს
აღსასრულამდე დაითმენდნენ, რათა მოწამეობრივი გვირგვინი მიეღოთ.
კერძოდ,
ის წერს თავისი წმინდა დედის,
გერონტისა თეოფანოს შესახებ, რომ ბერი ეფრემი მის მფარველ ანგელოზს მის ნეტარ სიკვდილამდე
რამდენიმე დღით ადრე ხედავდა - როგორ ჩუმად განშორდა მას და ყოველგვარი ჩარევის
გარეშე, როგორ აკვირდებოდა მის ბრძოლას დემონებთან.
მან მარტო
დატოვა იგი, რათა მისი ბრძოლისა და მოთმინების ჯილდო უფრო დიდი ყოფილიყო.
ის კი, განუწყვეტლივ ეწინააღმდეგებოდა ეშმაკთა
თავდასხმას და მხოლოდ ორ
სიტყვას იმეორებდა:
„იესო
და ჩემო პანაგიაა“.
მან დაინახა, თუ როგორ ეჭირა მას(ეშმაკს) ხანჯალი ხელში
და როგორი მრისხანებით უმიზნებდა მას...
ახლა თქვენც მარადისობის კარიბჭესთან დგახართ... ამიტომაც
ხდება ეს ყველაფერი...
განა წმინდა იოანე კლიმაქსი „კიბეში“ არ წერს, რომ დიდი
მეომრების უკანასკნელი ცდუნებები ურწმუნოება და სასოწარკვეთაა?
ან წმინდა იოსებ
ისიქასტის შემთხვევა, რომელმაც ჩვენს დროში აღადგინა და ააყვავა წმინდა მთა, განა არ გაუმხილა თავის სულიერ შვილებს,
რომ თავადაც განიცადა ბოროტის ასეთი თავდასხმა სიკვდილის წინა დღეებში, როდესაც[ეშმაკი]
მძვინვარე მრისხანებით ცდილობდა დაერწმუნებინა იგი, რომ მისი ყველა წმინდა-სულიერი
გამოცდილებები მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არანაირი ქმედითი ძალა არ ჰქონდა
ამ ყოველივეს?
განა წმინდა ფილოთეოს ზერვაკოსმა, როდესაც ის თავის
ახლო მეგობარს, წმინდა ათანასე ჰამაკიოტისს, მისი გარდაუვალი სიკვდილის შესახებ აცნობებდა,
არ გააფრთხილა იგი და არ უთხრა:
„ფრთხილად (ყურადღებით)იყავი, ძმაო, რათა ბოლო წამს
ყველაზე ბოროტმა(ეშმაკმა) არ შეგაცდინოს“.
ასეც მოხდა, მაგრამ ბერი ათანასე, რომლის ძვლებიც მოგვიანებით
სიცოცხლესა და მირონს აფრქვევდა, გამარჯვებული გამოვიდა ამ საბოლოო სულიერი შერკინებიდან,
რომელიც თავად ყოველთა მსაჯულმა - ღმერთმა
დაუშვა.
განა თქვენმა შთამაგონებელმა და სულიერმა ძმამ, დიდმა
ანასტასიოს კუდუმენოსმა, მარადისობაში ტრიუმფალურ გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე არ გაგვიმხილა,
რომ მას საშინელი ბრძოლა ჰქონდა დემონებთან?- რაც ხშირად ემართებათ ასკეტური ბრძოლის
გამოცდილ მეომრებს.
მათ ( ეშმაკებმა) ის მიწაზე დაანარცხეს და ზურგზე ორი
უცნაური დამწვრობის კვალი დაუტოვეს, რომლებიც, მცირე დროის გასვლის შემდეგ სასწაულებრივად
გაქრნენ.
შეშინებული და დაზაფრული, გამოვიდა ის თავისი სამონასტრო
კელიის აივანზე და აღმოსთქვა:
« რატომ დაუშვი(უფალო), რომ ეს შავები, მასონები თავს
დამსხმოდნენ? ისინი მრისხანებით მეკვეთნენ... მე გავაძევე ისინი, მაგრამ ძალიან მძიმედ
ვიბრძოდი …»
ეს ორჯერ მოხდა იმ დღეს.
სხვა, კიდევ
მრავალი ახალი და ძველი მაგალითი გვაქვს, გერონდა.
გამხნევდი და სიმამაცე მოიკრიბე.
ბერი, რომელსაც სახეზე დაბნეულობა ეტყობოდა, მიპასუხა:
« მაგრამ, მე ხომ არ ვეკუთვნი დიდი მოღვაწეების დასს.
მე მუდამ უპოვარი ვიყავი მთელი ცხოვრება და უდაბნოში
განმარტოვებული ღმერთს ვთხოვდი სინანულით, რომ შევეწყალებინე.
მე- საბრალო, დიდი ცოდვილი ვარ.
მე მუდამ მის მოწყალებას მოვუხმობდი.
ასეთი რამეები საჩემო არ არის.
მე არ ვეკუთვნი დიდ და მოღვაწე მამათა რიგს....»
— «მოძღვარო, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის..» — მივუგე მე.
ნაზი ღიმილით მან თავი დააქნია თანხმობის ნიშნად, მისი
მოელვარე თვალები დაღლილობისგან დაიხუჭა და შეწყვიტა საუბარი.
ამ მომენტამდეც მძიმედ სუნთქავდა და დიდი ძალისხმევის
ფასად, თითქმის ჩურჩულით პასუხობდა კითხვებს.
მე გაოცებული ვიყავი, საიდან ამოხაპავდა ძალებს, რომ
ასე ნათლად და ადეკვატურად შეეძლო დიალოგში შემოსვლა.
უეჭველად, ეს იყო ღვთის მიერ მიმადლებული ძალის მეშვეობით,
რათა მას დაეტოვებინა ეს უკანასკნელი, განსაცვიფრებელი განცდა და მემკვიდრეობა- ეკლესიის
ფილოკალიის ცოცხალი გამოცდილება.
ეს საუბარი ბოლო იყო მის მიწიერ ცხოვრებაში...
დიდი ოთხშაბათის საღამოსთვის ბერი თეოდორე სრულიად დაწყნარდა
და მშვიდად ელოდა თავის მოახლოებულ აღსასრულს.
დემონთან საბოლოო, საშინელი ბრძოლა დასრულდა.
გამარჯვებული,უდაბნოს ვეტერანი და ასკეტი თავის გარშემო
ხედავდა აგიოფარაგოს უძველეს წმინდა მამებს და ზეციურ ანგელოზურ ძალებს, რომლებიც თვალსაჩინოდ
მიმოიძვროდნენ მის გარშემო, ქვემოდან ზემოთ ეშვებოდნენ და პირიქით, მსახურობდნენ რა
მის საწოლთან, ამზადებდნენ მას სხეულიდან გასავლელად. ის ღვთივკრძალულ აღმაფრენაში
იყო, ჭვრეტდა და განადიდებდა უფალს.
ის მრავალჯერ, მაგრამ დიდი სიძნელით გამოისახავდა პირჯვარს.
დიდი ხუთშაბათს დილით ჩურჩულით თქვა:
«ყველაფერი დასრულდა. დღეს მივდივარ. დადგა დრო. უთხარით
ანტონისს, რომ დაუყონებლივ სასწრაფო დახმარების მანქანით კეფალიში გადამიყვანოს»
(სკიტი, სადაც ის ცხოვრობდა, ასტერუსიას სამხრეთ-დასავლეთ
კალთაზე).
« მსურს ჩემი სული იქ მივაბარო უფალს...
მე, აუცილებლად უნდა ვიყო ჩემს ასკეტერიონში-დიდი ხუთშაბათის
საღამოდან ვნების პარასკევის დილამდე“.
ცოტა ხნის შემდეგ, ძლივს სუნთქავდა, მაგრამ მაინც გარკვევით
წარმოთქვა მან:
«სადაც არ არის ტკივილი, არც მწუხარება, არც კვნესა,
არამედ მარადიული სიცოცხლე».
რამდენიმე დღით ადრე კი მისი გარდაცვლილი ქალიშვილი
სტავრულა პირადად «გამოეცხადა» მას — მირაში მდებარე სახლში, სადაც მასზე ზრუნავდნენ.
ბერმა კითხა მას:
« შვილო, როგორია სამოთხე?»
და მან უპასუხა:
— «ისეთი, როგორიც შენ აღმიწერე, ღირსპატივცემული მამაო».
ის განაგრძობდა დაჟინებით:
— «უფრო დეტალურად ამიხსენი».
და დაამატა:
— «განა თავად არ მითხარი, როცა წასვლის წინ გკითხე,
რომ არ არსებობს „არც ტკივილი, არც მწუხარება, არც კვნესა, არამედ მარადიული სიცოცხლე»?
აი,ასეა, მამაო“.
ახლა კი ბერი, განიცდიდა რა ღვთისაგან მოსალოდნელი ჯილდოს
წინაგემოს- განასრულებდა თავის მძიმე, ტანჯვებით სავსე ბრძოლას.
უცებ ანაზდეულმა ღიმილმა აღბეჭდა მის სახეზე საიდუმლოებრივი
მზადება სხეულიდან გასასვლელად.
მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
ზეციური მოგზაურობა უკვე განსაზღვრული იყო.
ეს მოხდა დიდი ხუთშაბათის ღამეს, შუაღამემდე ცოტა ხნით
ადრე, 2016 წლის 28 აპრილს.
მისი დიდებული გარდაცვალება, ვითარცა - «ღვთის დუმილში
აღსრულებულ ღაღადების საიდუმლო-დ» (წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი)- იმგვარადვე საიდუმლოებრივია,
როგორიც მისი გასაოცარი ცხოვრება, სავსე სიცოცხლის სულით.
როგორც კი მისი, ტანჯვით დაღლილი და ასკეტიზმით გაწვრთნილი
სხეული, კელიაში გამზადებულ საწოლს შეეხო, მისი ყოვლადნათელი და ღვთისმოსავი სული მეყვსეულად
აფრინდა ქრისტეს დიდების უხრწნელ საუფლოში - ქრისტეს, რომელიც მან მთელი ძალით და ვნებით
შეიყვარა და რომელიც მოუკლებელი ისიხასტური და მოღვაწეობრივი ცხოვრებით მოიპოვა გულშ(
ქრისტე).
საუკუნოდ იყოს მისი ხსენება.
დაე, მისი კურთხევა იყოს ჩვენზე.
თარგმანი : მ. მთაწმინდელი.
წყარო : https://www.youtube.com/post/UgkxotYlnSkzjrW-LuWyxCZmBSczaQp-3mG5
Комментариев нет:
Отправить комментарий