სტატია ეხება და მომოიხილავს ისეთ აქტუალურ საკითხს , როგორიც ორი ადამიანის ერთად ცხოვრება , ანუ ოჯახის შექმნაა . იგი ძალიან მკაფიოდ სვავს იმგვარ კი -
თხვებს , რომლებიც უნდა დაისვას თითოეულმა ადამიანმა ოჯახის შექმნის წინარე პერიოდში , და ასევე სტატია გვთავაზობს ამ კითხვების შესაბამის რამოდენიმე პასუხს .
დავიწყოთ უაყოფითი მხრიდან : რა მიზეზით არის კატეგორიულად დაუშვებელი ოჯახის შექმნა ? ( გათხოვება ან ცოლის შერთვა) ? არ ღირს ქორწინება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მას უნდა , ან უბრალოდ გეცოდება და სხვა მსგავსი გარემოებების გამო . მოკლედ ძირფასო შვილებო ვიცი , რომ იდიოტები არ ხართ და თქვენც კარგად ხედავთ თუ რატომ არ ღირს ...
ხორციელი ლტოლვა - მე ვიცი უამრავი წყვილი , არა ერთი და ორი , რომლებიც დაქორწინდნენ იმიტომ, რომ სურდათ ერთმანეთთან ქონოდათ სქესობრივი ურთიერთობა , ხოლო ქორწინებამდე ამის საშუალებას მათი რელიგური შეხედულებები არ აძლევდნენ , სხვა შემთხვევაში კი ან მშობლების ან ტრადიციული კულტის გამო აწყდებოდნენ დაბრკოლებას . ასეთი წყვილები ან შორდებოდნენ , ან ასე რომ ვთქვათ ,, ცხოვრობდნენ უბედურად " , იმიტომ , რომ მხოლოდ ხორციელი ურთიერთობა მოსაბეზრებელია და არ არის საკმარისი ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის . მითუმეტეს თუ ის უბრალო და ერთფეროვანია როგორც სადილი , უფრო ადრეც კი არის მისი მობეზრება შესაძლებელი , თუ გსურთ , რომ ადამიანს თქვენი მთელი ცხოვრება დაუკავშიროთ , ამისათვის საჭიროა უფრო სერიოზული მიზეზის არსებობა ( ვიდრე მხოლოდ ლეგალური სქესობრივი კავშირის სურვილი მ.მ).
არსებული შინაგანი გარემოებები - ასაკი , გარშემომყოფთა ზეწოლა , მოძღვრის რჩევა , მშობლების ნება , მოვლენების წარმატებული და თანმიმდევრული წყობა , ე.წ ,,ნიშანი ღვთისაგან" და სხვა მისთანანი არ არის საკმარისი ქორწინებისათვი , ვინაიდნა ყველა ეს მიზეზი ადამიანს აცლის მის პირად პასუხისმგებლობას და დროტა განმავლობაში მათ შორის ჩნდება კედელი ,, მე ეს არ გადამიწყვეტია, თავისით მოხდა , ასე აეწყო " იმისდამიუხედავათვ თუ ვის უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები .
საყოფაცხოვრებო(მატერიალური) მოსაზრებები - გათხოვება მდიდარ , მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანზე , იმ იმედით , რომ მისი მატერიალური შესაძლებლობელი უზრუნველჰყოფს შენს უდარდელ მომავალს , ჰგავს ვაჭრობას ვიდრე სიყვარულის აქტს და ჩემი რჩევაა ეს არ ცაიდინოთ . ვინაიდან არსებობს ისეთი რარაცეები, რისი გაყიდვაც არ ეგების . მაგ : ჩვენი სული . ქორწინება ეს ხომ სულტა ერთობაა . ვინაიდან თანაცხოვრება და ერთად ძილი ბევრს შეუძლია , მაგრამ იყვნენ ნამდვილი ცოლ-ქმარნი მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ . მოკლედ თუ მსგავსი სახის გარიგებაზე ვიქრობთ , ნამდვილად არ ღირს , ისევე როგორც საქორწინო კონტრაქტი ( ქონებრივი გარიგება წყვილს შორის) , რომელსაც იურიდიულად დიდი ძალა აქვს , მაგრამ შემდგომში მუდამ კონფლიქტის მიზეზი ხდება .
მარტოობა და საკუთარი არარსეალიზებულობის შეგრძნება - ამ შემთხვევაში რაღაც ,,სამართლიანი გარგების" მსგავსი რამ ხდება, რაც საწყისშივე წამგებიანია . როდესაც ადამიანი ყიდის თავის პიროვნებას სანაცვლოდ მატერიალური უზრუნველყოფისა , ის შესაბამისად ცდილობს მიიღოს მეტი და ზრდის საკუთარ თვითშეფასების კოეფიციენტს . რამეთუ ღამე ბნელია , გრძელია გზა და პერსპექტივები ნისლშია მოციული , მან უნდა ნახოს მოგება სანამ ამის საშუალება არსებობს . თუ ადამიანს მარტოობის შიში უბიძგებს ქორწინებისაკენ , ის არ ეცდება მიიღოს მაქსიმალური . თანხმდება ისეთს როგორიც არის . ( განწყობით : ოღონდ რაიმე იყოს) ანუ კმაყოფილდება მინიმუმით , მაგრამ გირჩევთ არ მოტყუვდეთ , ვინაიდან არც ეს ვარიანტი ივარგებს . როდესაც მარტო ხარ , მოწყენილი , გტკივა , ცივი ღამეებია და უღიმღამო დღეები მსგავსი კავშირები არც არაფერს შეცვლის და ვერც ვერაფერს შეგმატებთ . პირიქით ეს მინიმუმ კომფორტს და თავისუუფლებას წაგართმევთ . რა რადგანაც ეს კავშირი არ იქნება ორ თავისუფალ პიროვნებას შორის ურთიერთშეთანხმებული კავშირი , დაემსგავსება ქველმოქმედებას ერთი ადამიანის მხრიდან მეორისადმი , რომელიც მდგომარეობათა შორის არატანაბრობას წარმოშობს , რაც თავის მხრივ გამორიცხავს სრულყოფილი პატივისცემას მათ ურთიერთობებში .დაოჯახება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც ყველა ეს მოსაზრება და სიტუაცია არ არსებობს . როდესაც მატერიალურად ისინი ერთმანეთზე არ არიან დამოკიდებულნი , ორივე მათგან აქვთ თავიანთი საქმიანობა , მოკლედ რომ ვთქვათ სასურველია დაოჯახდე მაშინ , როდესაც ამისი აუცილებლობა ყველაზე ნაკლებად არსებობს ( რათა არა გარემოებრივი იძულების ძალით ან სხვა მიზეზების გავლენით გადადგა ეს ნაბჯი , არამედ შენი გაცნობიერებითა და თავისუფლებით, როდესაც არანაირი მოვლენა არ გიბიძგებს გარდა ნამდვილი სიყვარულისა). ქორწინება უნდა წარმოადგენდეს ფუფუნებას , სილაღეს , თავგადასავალს და არა პრობლემების მოგვარების გზას ან მოსალოდნელი დაბრკოლებების თავიდან აცილების წინაპირობას . მაშასადამე თუ ორი ადამიანი გადაწყვეტს ერთმანეთს დაუკავშირონ ცხოვრება და ერთად იყვნენ მთელი სიცოცხლე , ეს უნდა იყოს ძალიან ღრმად გააზრებული და მოტივირებული ობიექტური მიზეზებით . უნდა გაითვალისწინოთ , რომ მეუღლეები ერთ მთლიანობას წარმოადგენენ შეუღლების დღიდან . სხვა დანარჩენნი - კოლეგები , ნაცნობები, მეგობრები ან ამა თუ იმ გარემოებებით დაკავშირებული ადამანები მოვლენ და წავლენ თქვენი ცხოვრებიდან , და თქვენი ურთიერთობა ამ სხვა ადამიანებთან იქნება შეზღუდული , ქორწინებაში კი საქმე გექნებათ ადამიანის მთელ მისი დადებითი და უარყოფით მხარეებთან . ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მანამ , სანამ არ დარწმუნდებით რომ თქვენ ხედავთ ნამდვილ ადამიანს და არა მხოლოდ სხეულს , მის პერსპექტივებს , ინტელექტს და მხოლოდ მასთან ერტად ყოფნით გამოწვეულ(შექმნილ) კომფორტს . ქორწინებას არ აქვს სხვა მიზანი , გარდა ორი პიროვნების მამაკაცის და დედაკაცის ერთობისა , რომლებიც ქმნიან ისეთ ოჯახს , რომელსაც ვერაფერი შეარყევს . მხოლოდ მეგობრები , რომლებსაც ერთად ძინავთ და საყვარლები რომელნიც თანაცხოვრობენ ოჯახი არ არის , ვინაიდან მხოლოდ ეს უკაბნასკნელნი არ არიან საკმარისი სრულყოფილი ქორწინებისთვის . ამიტომ ჩემო შვილებო, ეცადეთ თქვენი ცხოვრება მაში დაუკავშიროთ ადამიანს, როდესაც ბოლომდე გაიაზრებთ ამ კავშირის შინაარს , როდესაც მიხვდებით , რომ ეს კონკრეტული ადამიანი გჭირდებათ მთელი ცხოვრება და მზად იქნებით ასევე მის მუდმივ საჭიროებად იქცე თავადაც . ეს არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი და ნათელი . ერთხელ დიდიხნის წინათ , ერთმა ქალმა ჰკითხა თავის ქმარს თუ რატომ უყვარდა ის .თავიდან ქმარს უნდოდა ეთქვა , რომ ის ძალიან ლამაზია და იმიტომ , მაგრამ მიხვდა რომ ეს საკმარისი არ არის სიყვარულისთვის , ვინაიდნა ათასობით ულამაზესი ქალი დააიარება ირგვლივ , შემდეგ უნდოდა ეთქვა , რომ მისგანაც დიდ სიყვარულს გრძნობს და იმიტო , მაგრამ არც ეს იყო საკმარისი , რადგან სხვა ქალებისგანაც უგრძვნია სიყვარული . შემდეგ ეცადა , რომ ეს მისი იუმორისა და ჭკუის დამსახურებად ჩაეთვალა , ან ის რომ იგი კარგი მზარეულია და კარგი დიასახლისი , თუმცა რესტორანში სადილს უკეთ ამზადებენ და ჭკვიანი და იუმორით სავსე მოსაუბრეები სხვა გარემოშც შეიძლება ენახა . მის გარეშე , რომ ტავს ცუდად გრძნობდა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი პასუხის გასაცემად , დარჩა მხოლოდ ერთი რამ და მანაც უპასუხა ,, იმიტომ , რომ შენ ხარ შენ". აი როდესაც თქვენ შეძლებთ გაიმეოროთ ეს სიტყვები , ყოველგვარი ტავისმოტყუების გარეშე და არა იმიტომ, რომ ვინმე გაახაროთ და ანუგეშოთ , მაშინ უკვე დროა დაქორწინდეთ , თუმცა მაინც მგონია, რომ ჩემს ამ მსჯელობას თქვენ არ წაიკითხავთ ან თუ მაინც მოხდა და წაიკითხეთ , ნაკლებად გაითვალისწინებთ .
"იმიტომ, რომ შენ ხარ შენ" - დიდებული დასკვნაა, რადგან ის ერთადერთი (მუდამ მზარდი პიროვნება) თუ გიყვარს და თუ მასაც იგივენაირად უყვარხარ, ე.ი ცოლ-ქმრის მოცემულობა (სული და სხეული) ერთობაშია ამ საფუძვლიდან და ამიტომ არცერთს აღარ მობეზრდება ერთმანეთი (სულს სული, სხეულს სხეული და პიროვნებას პიროვნება). აქამდე მისულიყოს ყველა...
ОтветитьУдалить