მართლმადიdებელი ,,სტარცები“-ვინ არიან ისინი?
,,სტარეცი“- ამ სიტყვას ზოგიერთი მართლმადიდებელი ძალიან ხშრად წარმოსთქვავს.მორწმუნეთა ბაგეებიდან,იშვიათად შეიძლება გაიგონო ქრისტეს სახელი, ვიდრე საუბრები იმაზე,თუ როგორ განკურნა ვინმე ,,წმიდა სტარეცმა“ თავისი დაფარულთმცოდნეობის ნიჭის წყალობით, როგორ დაეხმარა იგი ლოცვებით ამა თუ იმ ოჯახს და იხსნა დანგრევისაგან ,როგორ გადაუწყვიტა პრობლემები მათ ვისაც მოსატერში წასვლა სურდა ან ერში დარჩენა, როგორი რჩევა მისცა ავადმყოფს ავადმყოფობის დრო,იმკურნალოს საავამდყოფოში თუ არა?და ბოლოს აიღოს თუ არა ერისკაცმა რუსეთის პასპორტი.
პატივისცემა წმინდა მამებისა თავისთავად ძალიან კარგი და სათნოა- ადამიანმა წაიკითხა წმინდა მამები, ძველი ეგვიპტელი ,,სტარცების“ სულისსასარგებლო დარიგებები, და მას უჩნდება სურვილი იპოვოს თანამედროვე არასრულყოფილ სამყაროში ამგვარი სიწმინდე,რომელსაც ის მხოლოდ ესესაა წიგნებიდან გაეცნო.
მოთხოვნა შემოტავაზებას ბადებს და შებასამისად გამოჩდნენ მღვდლები ,,დაფარულთმცოდნე სტარცების“ სახით,რომელებსაც წამთ,რომ რადგან მათზე აღსრულდა ხელდასხმა და აქვთ მცირეოდენი სამოძღვრო გამოცდილება ეს ყოველივე მათ პრაქტიკულ წმინდანობაზე მეტყველებს.ასეთი ,,ცრუსტარცები“ ერისკაცთა გულისმოსაგებად,აძლევენ მათ საშვალებას მთელი თავიანთი პასუხისმგებლობა გადაიბარონ.იძლევიან ბრძანებებს თუ ვინ შექმნას ოჯახი და ვინ მიატოვოს.აძლევენ ბრძანებებს მშობლებს, სკოლაში ატარონ ბავშვები თუ სადმე ჩრდილოეთის მიყრუებულ მონასტერში გაუშვან ერთი წლით,ან თუნდაც წმინდა მიწის მოსალოცად
ამ ე.წ ,,სტარცებში“ - სრულიად არაადექვატური გამოვლინებებია მართლმადიდებლური ეკლესიისა.მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ბერობას ,,სულიერ გენიალურობას“ უწოდებდა,რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე ფლობს თუ არა ადამიანი სამღვდელო ხარისხს.უპრიანი იქნებოდა წაგვეკითხა რამოდენიმე გვერდი ,,ძველ პატერიკებიდან“ , რომ დავრწმუნებულიყავით მის ამ გამოთქმაში.მოვიყვან ერთ მაგალითს: იყო ერთიეგვიპტელი ,,სტარეცი“ , რომელიც კელიაში მარტო ცხოვრობდა,მას ყავდა ერთი მოწაფე (მორჩილი),რომელიც დღითი-დღე უმჟღავნებდა მის აზრებს და ზრახვებს,იგი სხვადასვხა სახის მორჩილებებს აღასრულებდა,რომელთა შორისაც ბევრი აბსურდული იყო.მაგალითად : იგი 3 წელის განმავლობაში უსხავდა წყალს გამხმარ ტოტს,რომელიც ბოლოსდაბოლოს გაიფურჩქნა და ნაყოფი გამოიღო.ასეთი სახის ურთიერთობები,მხოლოდ მოზანონთათვის არის დამახასიათებელი,რომელნიც უამრავი წლების განმავლობაშ გვერდი-გვერდ ცხოვრობენ,ხოლო ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქნას გადმოტანილი ერის პირობებში,მღვდელსა და მასთან მომსვლელ ადამიანებს შორის.
ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს ,,სტარცად“ თუკი:
მოგიწოდებს უარი თქვა სახელმწიფო დოკუმენტაციაზე (პასპორტი,პირადობის მოწმობა და სხვა.მთარგმენისგან)
გხედავთ თქვენ პირველად და მყისვე ცდილობს მწვავედ ჩაერიოს თქვენს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში,იძლევა რადიკალურ რჩევებს და რეცეპტებს.
გამოთქვავს იდეებს და აზრებს,რომელიც წინააღმდეგობაში მოდის,სახარებასთან,საეკლესიო სწავლებასთან,პატრიარქთან და წმინდა სინოდთან.
მოგიწოდებს გაყიდო შენი ბინა და გადახვიდე საცხოვრებლად მონასტერში ან სადმე სოფელში.
მოგიწოდებთ არ შეიყვანოთ შვილები სკოლაში ან ინსტიტუტში.
აძლევს ყველას ერთნაირ მითითებებს.
თავის თავს უცნაურად წარმოაჩენს,ყველა მომსვლელისგან ეშმაკებს განდევნის.მკურნალობს ნემსისმაგვარი საგნით,იძლევა რჩევას,რომ მისი ქადაგებების წიგნი დაიდოთ მტკივან ადგილებში,ასახელებს მეორედ მოსვ ლის ზუსტ თარიღს.
რუსულ ეკლესიაში არსებობდა შემდეგი სახის პრაქტიკა ,,სტარცობის“- მოღვაწეს შეეძლო მისი სიცოცხლის ბოლო ხანს ეტვირთა ღვაწლი ერისკაცთა მოძღვრობაზე.ასეთ შემტხვევებშიც აღმსარებელნი და მასთან მოსვლელნი სხვადასხვა სახის რჩევებს იღებდნენ,თითოეული ტავისი სულიერი მდგომარეობის შესაბამისს,ისინი მის სულიერ შვილებად არ ითვლებოდნენ და შესაბამისად არც თავიანთი ცხოვრების სრულად განკარგვას არ ითხოვდნენ მისგან (სტარეცისგან).
ჭეშმარიტი ,,სტარეცი“ არადოდეს აიძლებდა მომსვლელს მიეღო მისი რჩევა,თუ ეს თავად ადამიანს არ სურდა.ის არ აძლევდა ყველას ერთნაირ რჩევებს,არამედ ინდივიდუალურად ,რომელიც ერთ კონკრეტულ მოვლენას ეხებოდა და არა იყო მორგებული მთელ მათ ცხოვრებაზე.მას თავისი თავი ერთადერთ ავტორიტეტად არ მიაჩნდა,იგი ყოველივეში მორჩილებდა იღუმენს და ეპისკოპოსს,თუ ეს უკანასკნელნი რამე სახარების საწინააღმდეგოს არ მოითხოვდნენ მისგან.
ასე,რომ მართლმადიდებლობა არ განიხილავს ,,სტარეცობას“,როგორც ტიპიურ და ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას.პირიქით ნორმად ითვლება მათი არარსებობა. იმდენად,რამდენადაც ,,სულიერი გენიალურობა“ არ შეიძლება იყოს გამოწვეული (ქირიტონიით) ხელდასხმით ან რაიმე სამღვდელო და სამონაზვნო კურსების თეორიული გავლით. ეს ნიშნავს,რომ ძიება ,,ძლიერი“ მღვდლისა თუ მჭრვრეტელი ,,სტარეცისა“ გზაა საცდურისა ,რომელიც დიდ მეტად საშიშია,ვიდრე კითხვა სახარებისა,წმინდა მამებისა,მიყოლა წმინდა კრებების დადგენილებებისა და პატრიარქისა,ეპისკოპოსისას და პირადი სულიერი მოძღვრისა.რადგან უმჯობესია იცურაო დიდი გემით,რომლისაც გამოცდილი კაპიტანი და დიდი ეკიპაჟი ყავს,ვიდრე გახვიდე შუაზღვაში ნავით,რომელსაც გამოუცდელი და მხოლოდ გარეგნულად კაპიტნისმსგავსი ცრუკაპიტანი მართავს და გაურკვეველი მიმართულებით მიგაქანებს.
ავტორი : ანდრეი ზაიცევი.
თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий