„სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც
მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს,
ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც“ . წმ იოანე ოქროპირი .
თანამედროვე ,,ლიბერალურ-ტოლერანტული“
თეოლოგიის (რომელიც პროტესტანტულ წიაღში ყალიბდება და არ აქვს წმ.წერილის გაგების ტრადიციული
პატრისტიკული კრიტერიუმი ) ანუ ნეოთეოლოგთა მცდელობაა
, რომ სოდომ-გომორში მომხდარი ტრაგედია , რაც გამოწვეული იყო ადამიანების გარყვნილი
ცხოვრების შედეგად უკიდურესი გადაგვარებით , ახსნილი იყოს ისე თითქოს ეს გადაგვარება
მდგომარეობდა არა ჰომოსექსუალიზმში ან ზოგადად ბუნების საწინააღმდეგო ხორციელ კავშირებში,
არამედ ოდენ არასტუმართმოყვარეობასა და მუცელღმერთობაში( ანუ ნაყროვანებაში ), რასაც
ამართლებენ წმ. წინასწარმეტყველ იეზეკიელის სიტყვებით : ,, 49. აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა
და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ..“
თუმცა აქ ერთ მზაკვრობას აქვს ადგილი, მათ ეს მუხლი შემდგომი გაგრძელების გარეშე, ამოგლეჯილად
მოჰყავს სადან ნათქვამია : ,, 50.
გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე“. ( ეზეკიელი.16) , ხოლო ერთნაირსქესიანთა კავშირი დასაშვებია თუ ის ე.წ ნამდვილი სიყვარულით არის განპირობებული ..
ამგვარი ტენდენციური და ბრმა მსჯელობა ,,ნეოთეოლოგების“
მხრიდან არათუ ზოგად ტრადიციულად ქრისტიანულ პატრისტიკულ გაგებისაგან დგას შორს , არამედ
წმ.
წერილის გაგების მათსავე ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება ანუ ,, Sola Scriptira”-ს .
სანამ აღნიშნული ციტატების
წმ. მამებისეულ განმარტებებს შევუდგებოდეთ , მსურს თავად წმ.წერილის სწავლება მოვიხმო
მტკიცებულებად , ანუ ის თუ რას გვასწავლის
ბიბლია მთლიანობაში ამ საკითხზე . მაშ ასე :
,, არ დაწვე მამაკაცთან
დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა. „ ( ლევ. 18;22)
შემდეგ :
,, ვინც
მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი.“
( ლევ .20)
შემდეგ
:
,, მეძავთა, მამათმავალთა,
კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით
რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას“ ( 1ტიმ.1)
შემდეგ:
,, თუ გასწირა სოდომისა
და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი..“( 2პეტრ.2)
შემდეგ :
,, 7. ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.
8. იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ." (
იუდას ეპისტოლე)
შემდეგ
:
,, ,, 24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას,
რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;
25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ
და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
👉26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით
შეცვალეს.
27. ასევე კაცებმაც
მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს,
მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური."
( რომ.1)
,, თავს ნუ
მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც
მამათმავალნი“
( 1კორ.6)
ალბათ
საკმარისი რაოდენობაა წმ. წერილიდან მოყვანილი იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს
სისაძაგლე ღვთის წინაშე , რას
გვასწავლის ბიბლია სოდომურ ცოდვაზე და რის
გამო იქნა სოდმ-გომორი აღგვილი პირისაგან მიწისა .
სანამ
წმ. მამების კომენტარებს მოვიყვანდე , მანამდე ცოდვის მცეიროდენ განმარტებას
შემოგთავაზებთ . წმ. მოციქული იოანე ამბობს : „ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც
სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება“.(
1იოან.3) ბერძნულად სიტყვა ,,ურჯულოება“ გამოითქმის როგორც ,, ἀνομία-
ანომია“ და ნიშნავს უკანონობას, ანუ კანონს გარდასვლას. და რომელ კანონზეა საუბარი და რომელ წესრიგზე ?
იმაზე რაც ღმერთმა თავდაპირველად განაჩინა როგორც ბუნებრივი და ნორმა , როგორც
ადამიანის მყოფობის ონტოლოგიური საზღვარი . ცოდვა არის მიზნიდან აცილება , საკუთარი
ბუნებისაგან გაუცხოვება და ღმერთთან როგორც სიცოცხლისა და საზრისის წყაროსთან
კავშირის გაწყვეტა . სწორედ ამიტომ ამბობს
წმ. იიოანე კასიანე რომაელი :,, ცოდვა არა იმდენად დამნაშავეებს გვხვდით,
რამდენადაც უბედურებად გვაქცევსო „ და ეს ის უბედურებაა რაც შედეგად მოსდევს
ღმერთან კავშირის დაკარგვას ცოდვის გზით .
ამაზე წმ. წინასწარმეტყველი დავითიც ბრძანებს : ,, აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი
თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ ‘’(ფსლ 72:27) .
ეხლა კი უშალოდ ცოდვის
მოქმედებაზე და სპეციფიკაზე ვისაუბროთ . დიდი ცოდვები მცირესაგან იღებენ დასაბამს და პროგრესირებენ
. ამაზე კარგად საუბრობს წმ. მარკოზ მოღვაწე
მის 93-ე სიტყვაში სულიერ კანონებზე : ,, მცირე შეცოდებებს
ეშმაკი აუბრალოებს, რადგან სხვა გზით უფრო დიდი ცოდვებისკენ ჩვენს წაყვანას ვერ შეძლებს
იგი“ . სხვაგან კი დასძენს
:,, დიდი ბოროტება მცირეში იღებს დასაბამს
, ისევ როგორც დიიდ სიკეთეს მცირეში აქვს დასაწყისი“ ..
როგორც ავღნიშნეთ, ადამიაინი
თავისთავში მიღებს რა ცოდვას და აღასრულებს მას , ამით იგი გზას უხსნის უფრო
დიდ ცოდვას ჩასადენად, ვინაიდან ერთი ცოდვა ბუნებრივად შობს მეორეს . ამაზე წმ. ისააკ
ასური წნ.ეზეკიელის ზემომოყვანილი მუხლების
განმარტებისას ამბობს : ,, რა შეიძლება იყოს შედეგი იმ მიზეზისა , რასაც ღორობის საქმე ჰქვია
? და რა საქმეა ეს ? ის ხომ არა , რომ მუცელს
მისცე უფლება არ იცოდეს მისი ზღვარი ? სწორედ ამ მუცელღმერთობიდან და ნაყროვანებიდან
იბადება ღვთისადმი გულის გაგრილება , მსახურებაში სიზარმაცე, გონების დაბინდულობა და აზრების
შერყვნა ,განსჯის უნარის წართმევა და ბურუსი გონებაში ...“ . ეს არის პროცესი
, ანუ ერთი ცოდვილი მდგომარეობის მიღებითა და საკუთარ სულში კულტივაციით მისი გრადაცია
და ზრდა უფრო დიდი ცოდვისაკენ და დაცემისკენ . ამაზე კარგად
წერს წმ. გრიგოლ პალამა თავის ერთ-ერთ
სიტყვაში მარხვაზე და მისგან მომდინარე სიკეთეებზე :
,, გადაჭარბებული ფუფუნებისაგან
და განცხრომისაგან, სოდომელებმა დაივიწყეს თავიანთი ბუნების წესი და ბუნების საწინააღმდეგო
აღრევას მიეცნენ“ .
მაშ ასე , სათქმელი შევეცადე მოკლე ტექსტში გადმომეცა , ვინც არ უნდა ამტკიცოს
საპირისპირო , როგორი სტატუსისა და სამღვდელო
ხარისხის მქონეც არ უნდა იყოს, რა დიპლომი და სიგელიც არ უნდა ქონდეთ არ მოუსმინოთ
, არ შეაბილწინოთ გონება, არამედ პავლე მოციქულის სიტყვებით მშვიდად უპასუხეთ : ,,
მაგრამ თუნდაც ჩვენ
ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი.“
( გალ.1)