როგორები არიან << სულიერი ტურისტები
>> , რატომ ისწრაფვის თანამედროვე ერისკაცი მონასტრული სულიერებისკენ
, შეუძლიათ კი მონასტრებს მატერიალური არსებობა
მომლოცველების გარეშე და რაში მდგომარეობს ფხიზელი დამოკიდებულება მონასტერში ცხოვრებისადმი
? ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრება - იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი .
რატომ იღწვიან ადამიანები იმისათვის , რომ მრავალრიცხოვანი
მომლოცველობითი მსვლელობები მოაწყონ , როგორ გამოიყურება ეს ერთგვარი ,,სულიერი ტურიზმი
" ?
თუ ჩვენ არაეკლესიურ
საზოგადოებაზე ვისაუბრებთ , მაშინ ამ მოქმედებაში
არის გარკვეული ელემენტი მოდისა , რომელიც
კეთილდღეობის ერთგვარ დემონსტრაციას წარმოადგენს . შეძლებულ ადამიანებს უყვართ ათონზე
, ზოგადად საბერძნეთში და წმინდა მიწაზე მოგზაურობა . ხოლო რაც შეეხება მშობლიურ მონასტრებს
, ჯერჯერობით რამოდენიმე მათგანისაგან ბოლო
დროს ვალაამის მონასტერი იწვევს მათში გარკვეულ ინტერეს . პროვინციულ რუსეთში მონასტრების
მოლოცვა ამ კატეგორიის ,,მომლოცველებს " ( შეძლებულ ადამიანებს) დიდად არ იზიდავს
.
არსებობს ქადაგების
გარკვეული ,,სტილიც " , რომელიც ამგვარი შინაარსით არის მიმართული შეძლებული ადამიანებისადმი
: პილიგრიმობა ( მომლოცველობა) , შეწირულობების გაკეთება , ტაძრებისა და მონასტრების აღდგენა -
ეს ღვთივსათნო საქმეა , რომელიც მათთვის ხელმისაწვდომია . რაც შეეხება ქრისტეს მცნებათა აღსრულებას
, ეს შეიძლება მათთვის არაკომფორტული იყოს
და ნაკლებად ხელმისაწვდომი , ხოლო ფულადი შეწირულობა
- ეს უფრო მეტად შესაძლებელია .
მოაქვს კი ამგვარ
მოგზაურობებს ვინმესთვის სარგებელი ?
თავად ასეთი ადამიანებისათვის რათქმაუნდა ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს
, ეს უბრალოდ დეზორიენტაცია - ქრისტიანული ცხოვრების ქადაგების ნაცვლად მათ სთავაზობენ
უბრალოდ ( მადლის )შესყიდვას . ხოლო რაც შეეხება მონასტრებს აქ საკითხი რთულად დგას
. მე ვთვლი , რომ მონასტრები სრულად დახურულნი
უნდა იყვნენ - არა მხოლოდ ტურისტებისთვის
, არამედ ყველა გარეშე პირისათვის . მონასტერი
- ეს მონაზვნების საზოგადოებაა , რომლებაც
თავიანთი ცხოვრება შინაგან სულიერ საქმიანობას მიუძღვნეს და ნებისმიერი გარედან მოსული
ადამიანის მოსვლა , თვით მაშინაც კი როდესაც ადამიანები მხოლოდ ლიტურგიაზე მოდიან
, შინაგან მოღვაწეობას და მოსაქმეობას სრულადაც
არ ეხმარება ეს ( უფრო მეტად ხელსსაც კი უშლის
მ.მ ) .
მაგრამ ეს უკვე ჩვენთან ამგვარი სახით დიდიხანია დამკვიდრდა
: რომ მონასტრები ითვლებიან ერისკაცთათვის ღვთისმსახურების , სულიერი - დაპურებისა და მზრუნველობის
ერთგვარ კერად და ამასთან გვიწევს შეგუება
.
როდესაც მონასტერი დახურულია გარეშე პირთათვის
, ეს მასში მცხოვრებ ბერებს უბიძგებს იმისკენ
, რომ თავიანთი შრომითა და ხელსაქმით იარსებონ , ( ხელსაქმე სამონაზვნო მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გარეგანი ნაწილია , რომელიც ერთგვარ საყრდენს
წარმოადგენს მისი შინაგანი მოღვაწეობისა, ანუ გონიერი ლოცვისა მ.მ) ვინაიდან ისინი
ვალდებულნი არიან იყვნენ რაიმე საქმიანობით დაკავებული , რაც მონასტერს უზრუნველყოფს მატერიალურად და როგორც მე მიმაჩნია , ეს არ უნდა იყოს სასოფლო - სამეურნეო
საქმიანობა , ვინაიდან ეს უკანასკნელი მცირეშემოსავლიანია
და ძალიანაც არ შეესაბამება შინაგან მოსაქმეობას . ანუ ვფრიქრობ , რომ უნდა არსებობდეს
პატარ-პატარა სამონაზვნო საზოგადოებები , რომლებიც
დაკავებულნი იქნებიან ინტელექტუალური საქმიანობით
, თუმცა ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის
თანამედროვე პირობებში ალბათ უტოპიაა .
ხოლო ჩვენი ფართოდგაღებული მონასტრები ამა სოფლის მიმართ
, რამენაირად საჭიროებს არსებობას . ისინი ასრულებენ სამოძღვრო და საღვთისმსახურო ფუნქციებს
და ბუნებრივია ელიან კიდეც პასუხად გარკვეულ შემოწირულობებს ( დახმარებას) . ამგვარი
მდგომარეობაა დღეს ჩვენს მონასტრებში , მაგრამ
მონაზვნობის მიზანს - რაც შინაგან ღვაწლს წარმოადგენს
-
ამგვარი საქმიანობა ჩემის აზრით სარგებელს არ აძლევს .
არის იმის შესაძლებლობა
, რომ მონასტერის წყობილებაში შევიდეს გარკვეული კორექტივები , რომ ერთის მხრივ მონაზვნები არ წუხდებოდნენ და კავდებოდნენ
ამაოებით და მეორეს მხრივ მომლოცველებსაც ქონდეთ საშუალება მონასტრის მონახულების ?
– ცუდი კიდევ
ის არის , რომ ჩვენ არ გვაქვს შიდაგანაწესის
მრავალფეროვნება : ჩვენი მონასტრები საერთო საცხოვრებელის წესისანი არიან , სადაც მთავარი ადგილი ღვთისმსახურებას უკავია .
მაგრამ , ისტორიულად მონასტრები ხომ განსხვავებული
მოწყობისანი იყვნენ : სკიტური ტიპის , საერთო
საცხოვრებელი , საშტატო - ჯერ კიდევ
XIX - ХХ საუკუნეებში . ამიტომ პატარა
მონასტრებს ქონდათ საშუალება ისე ცხოვრებისა,
როგორც ეხლახანს მე მოგახსენეთ .
ხოლო დიდ მონასტრებში , რომელნიც ასრულებენ სამოძღვრო - საგანმანათებლო ფუნქციას , ყველაფერი იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი , რომ მაქსიმალურად იყოს საძმო დაცული ამასოფლის ამაოებისაგან
და საცდურისაგან .
მაგალითად ,
ჩვენთან დანილოვის მონასტერში ექსკურსიას უძღვება არა საძმო , არამედ საექსკურსიო სამსახური პროფესიონალი გიდით
- ისინი საინტერესოდ უყვებიან ადამიანებს მონასტრის შესახებ . ანუ გარკვეული კომპრომისული
ფორმები უნდა იყოს გამოძებნილი .
– ხოლო რაც შეეხება
ეკლესიურ ადამიანებს - რატომ ყალიბდებიან ისინი
,,სულიერ ტურისტებად " , რა არ ჰყოფნით მათ თავიანთ ტაძრებში და რა მოაქვთ მათ
მონასტრისთვის ?
– გაეკლესიურებული
ტურისები - რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ , მონაზვნის თვალსაზრისით ძალიან დიდი ტვირთია
( ხათაბალაა) , რომელის სრულიად ღრღნის და ფიტავს მონასტრის სულიერ
ცხოვრებას . თუ სრულიად მკაცრ და უიდურეს შეფასებას მივცემთამ აზრს , მაშინ
უნდა ითქვას , რომ თავად მღვდლობა და მონაზვნობა
მათი ბუნების თავისებურებებით ნაკლებ შეთავსებადნი არიან .
რატომ მიდიან ადამიანები მონასტრებში ? ალბათ იმიტმო
, რომ ისინი ვერ იღებენ საკმარის სულიერ საკვებს
სამრევლოებში . და აქ ჩვენ ვეჯახებით პრობლემას
, რომელზეც მე ძალიან დიდიხანია უკვე ვსაუბრობ
. ჩვენ არ გვაქვს სამოძღვრო პედაგოგიკა , რომელიც
საშუალების მომცემი იქნებოდა ადამიანებში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების აღზრდისა
.
როდესაც ეს უკანასკნელი არ არსებობს , შიგნით ადამიანში ყალიბდება ერთგვარი სიცარიელე
, და იგი მის შევსებას ცდილობს მოგზაურობებით
, მომლოცველობითი ტურებით და ა.შ .ჯერ კიდევ
ძველად , წმინდა მამები ამბობდნენ , რომ მომლოცველობას არ აქვს არსობრივი კავშირი ქრისტიანულ
ცხოვრებასთან , რომ ეს არის დროის, ენერგიის და სხვა სახსრების ფლანგვა , ეს გარკვეული
დეზორიენტაციაა , რომელიც ადამიანის ყურადღებას
შინაგანი ცხოვრებიდან -გარეგან ასპექტებზე მიმართავს ... << როგორ ყოველთვის
ყველაფერი უცვლელია>> .
აი ამიტომაც ადამიანისათვის რთული ხდება შინაგანი ცხოვრებით
ცხოვრება , რადგან ამას არ ასწავლიან მას სამრევლოში და ის კი ამ სიცარიელის შესავსებად იწყებს ,,სტარცების"
ძიებას ( ასევე წმინდა ნაწილების, მირონმდინარე ხატების ,
წმ. ტანისამოსებისა და სხვა დაუსრულებელი
წმინდა და წმინდა რელიქვიების ძიება - თაყვანისცემას მ.მ)
მაგრამ რადგან ეძებს
ესეიგი ნახულობს კიდეც - ალბათ თავად მონასტრებშიც გარკვეული სახით მათ ამგვარ
სურვილებს მხარს უჭერენ და აქეზებენ ხო ?
– რათქმაუნდა
, მე მეტყვიან , რომ შემოთავაზება დიდწილად ბადებს მოთხოვნას
. და ნამდვილად , მე ჩემი მღვდლობის 25 წელიწადის განმავლობაში შევხვედრილვარ
ძალიან ცოტა ადამიანს, ერთეულებს ეკლესიის წიაღში , რომლებიც მღვდელს კითხვებს უსვამენ სულიერ ცხოვრებაზე
, იმაზე თუ - როგორ ილოცონ
, რას ნიშნავს ,,წმინდანი გულითა და როგორ
მიიღწევა ეს " ან რას ნიშნავს ,,ახალი
ადამიანი " რომელზეც მოციქულები საუბრობენ და ა.შ. ამგვარი რამეები თითქმის არავის არ
აინტერესებს . ქრისტიანს აინტერესებს დღეს იგივე , რაც არაქრისტიანს : რა იქნება მომავალში , და როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად რომ ყველაფერი კარგად
იყოს ( მიწიერი თვალსაზრისით ) .
დიახ , ასეთია მოთხოვნა - მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში ხომ დადგენილია მოძღვრობის წესი , რომ წინაღუდგეს ამგვარ << ზოგად რელიგიურობას
>> , რომ ასწავლონ ადამიანებს სიმართლე ,
იქადაგონ სახარება და სულიერი შინაგანი ცხოვრება ქრისტეში და არა სასწაულმოქმედი
სტარცები და მრავალი სხვა რამ..
და ვინაიდან ეს ყოველივე არ არის ჩვენს რეალობაში (
საუბარია შესაბამისი პედაგოგიკით აღზრდილ სასულიერო პირებზე, რომლებიც სწორად უნდა
აყალიბებდნენ მრევლის რელიგიურ ცნობიერებას მ.მ ) ამიტომაც მონასტრები იტვირთება სტარცების მაძიებელი ტურისტებით
. რათქმაუნდა , ნამდვილი მონოზვნები ამითი ძალიან იქანცებიან და
მძიმდებიან . მაგრამ დღეს მონასტრის გარშემო
ჩამოყალიბდა შესაბამისი სუბკულტურა , მათ შორის თავისი ეკონომიკური მახასიათებლებით
, და ის არსებობს და თავსაც იცავს საჭიროების
შემთხვევაში .
არსებობს - რაიმე
გონივრული გამოსავალი ამ სიტუაციიდა , საჭიროა
მთელი ამ სისტემის კარდინალური ცვლილება ,
მონასტრების ხელახალი მოწყობის გგემა
, რომ როგორმე იმუშავონ ხალხთან ( მომსვლელებთან)
?
– გონიერი გამოსავალი
აქედან მდგომარეობს არა რევოლუციებსა და რეფორმებში , არამედ იმაში , რომ ყოველი ადამიანი თავად ცდილობდეს სიტუაციის
ქრისტიანულად და გონივრულად შეფასებას . მე არ ვამბობ , რომ თანამედროვე მონასტრებში საერთოდ არ შეიძლება
ცხოვრება და გადარჩენა - შეიძლება , მაგრამ
აუცილებელია , რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყოს და ადამიანი არათუ მოიხიბლოს ძველი
წიგნებით , არამედ მიიღოს რეალური და კონკრეტული
სარგებელი საგანთა და მოვლენათა მიმართ სწორი შეხედულების ჩამოყალიბებაში .
როდესაც მე
დანილოვის მონასტერში მოვდიოდი - (და
მე ვთვლი , რომ შინაგანაწესით ეს საუკეთესო
მონასტერია , მიუხედავად იმისა რომ ისი ქალაქის(
მოსკოვის) ცენტრში დგას . )ერთმა მოძღვარმა , რომელსაც მე ამის შესახებ ვკითხე პასუხად
მომიგო : ,,მოდი , მონასტერი ნამდვილად მონასტრობს
, როგორც წიგნებში , ყველაფერი ძველი მამების
დარად არის : <<სიმდაბლე და მორჩილება
>>მაგრამ აღმოჩნდა , რომ ეს ასე არ არის
, რომ არის თავისებური სპეციფიკა . ადამიანს ,
რომელიც მონასტერში მიდის საჭიროა უთხრა სიმართლე იმის შესახებ , თუ რა შესაძლო საფრთხეები ემუქრება მას და მის წარმოდგენებს
,
თუ როგორი შინაგანი ბრძოლებია და მაშინ ის სწორად შეძლებს ორიენტირებას
. იმიტომ, რომ სამოძღვრო დახმარების გარეშე
ადამიანისათვის რთულია ამაში გარკვევა .
ჩემს თაობას ,
რომელიც მონასტერში 80 - იანი წლების დასასრულსა და 90 იანების დასაწყისში მოვიდა
, ეს ყოველივე არ გააჩნდა . ჩვენ ცარიელი ადგილიდან
დავიწყეთ და რათქმაუნდა მოვტყუვდით იმასთან მიმართებაში , თანამედროვე მონასტერი წარმოგვედგინა
იმგვარად, როგორც ეს წიგნებში- წმინდა მამებთან აის მოთხრობილი , განსაკუთრებით კი დიდ ქალაქის მონასტრებზე .
მინდა ხაზი გავუსვა იმას , რომ სრულიად შესაძლებელია ცხოვრება ასეთ მონასტრებშიც
, მათში მოღვაწეობა და მეტიც, ნებისმიერ მონასტერში
რაც კი ამ ქვეყანაზეა , თუ რაიმე შესაცვლელია
შესცვალო, გარდაქმნა უკეთესობისაკენ მისი ცხოვრება . მაგრამ საჭიროა თავიდანვე ვაუწყოთ მომსვლელ ადამიანს
ის , რაც არის რეალობაში , არ დავუბინდოთ გონება
ამ წმინდა მამების ციტირებით , არ ავურიოთ ორიენტირები . დღესეობით უკვე დაგროვდა გარკვეული
გამოცდილება ჩვენს თაობაში , რაც იძლევა ამ ყოველივეს შესრულების საშუალებასც .
და როგორი საუბარია
საჭირო ,,ტურისტ" - მომლოცველებთან ?
– იგივე მდიდარ
ადამიანებთან , რომლებიც მიმოდიან წმინდა ადგილებში - მათ უნდა ვუთხრათ სიმართლე : კი ბატონო , მიბრძანდით
, იარეთ , გააკეთეთ შეწირულობები ,მხოლოდ იცოდეთ , რომ ამ საშუალებებით თქვენ სამოთხეში ადგილს ვერ
იყიდით . მათ უნდა ვუთხრათ , რომ მთავარი
- ქრისტეს მცნებათა აღსრულებაა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადო მოღვაწეობაში
, რაც ნიშნავს იმას , რომ არ მოიტყუო , არ იცრუო ,
არ იამაყო , არ ითვალთმაქცო, არ განიკითხო
, არ იბილწმეტყველო , არ მოიპარო და არ შეგშურდეს და ა.შ. - და თუ ეს
ასე იქნება , მაშინ , ამ მომლოცველობას ათონზე თუ იერუსალიმში რომელიღაც
მეხუთე ან მეათე ადგილზე ,,სულიერი დასვენების"
ოფციაში ექნება თავისი ღირსეული ადგილი .
ხოლო თავისთავად ,
ეს მომლოცველობა და სხვა ზემონახსენები მოქმედება ვერ ,, გააწონასწორებს
" მათ არასწორ ცხოვრებას . ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვუთხრათ მათ ! ბევრი
მათგანი , მე ვფიქრობ გაკვირვებაშიც კი დარჩებიან
- ვინაიდან მათ თავიანთი მოძღვრებისაგან ვაი,
რომ ისმენენ მხოლოდ ამგვარ აზრებს ,, ყველა ადამიანი ცოდვილიდა უძლურია , შენ სამრეკლო ააშენე და ცოდვებიც მოგეტევება
" .
,, სტარცები " კი - ეს მთელიფსევდოეკლესიური იდეოლოგია
და სუბკულტურაა , რომელიც ნელნელა უნდა შეცვალოს
იერარქიამ ჯანსაღი საეკლესიო პედაგოგიკით .
მაგრამ ეს ჯერ, როგორც ჩანს არ შედის ჩვენი ეკლესიის პრიორიტეტულ მიზნებში
...
იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი .
თარგმნა : მიქაელ
მთაწმინდელმა .