-ჭეშმარიტი ქრისტიანის გულში ჯვარცმის ტკივილი და აღდგომის
სიხარული განუყოფელად მყოფობს და ეს ორი გრძნობა ერთგვარი ფონია მისი ცხოვრების.. თუმცა
ეს ტკივილიც დროებითია,რადგან იგია დასაბამი აღდგომისა , ამ ტკივილში განიცდება რწმენა,
იმედი და სიხარული, მადლიერება და სინანული რაც ყველაზე მეტად აახლოვებს ადამიანს აღმდგარ
ქრისტესთან! გისურვებთ ყველა თქვენთაგანს ვისთვისაც ეს უმთავრესია ცხოვრებაში, განგეცადოთ და მიახლებულიყავით აღმდგარ ქრისტეს- მ .მ
სიკვდილი
...
არ ვიცი , შესაძლოა ზამთარი მოქმედებს ჩემზე ასე
, თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად მეძალება სიკვდილზე
ფიქრი . ვფიქრობ შიშისა და შეძრწუნების გარეშე
, მაგრამ ამ სიტყვის უღრმესი განცდით და გაანალიზებით
.
ვინაიდან მხოლოდ ორ გზას მიყავს ადამიანი დადებითი რელიგური
დამოკიდებულებისაკენ ცხოვრების მიმართ .
პირველი- გზა
უმაღლესი (ზესავსე) სიხარულისა
მეორე - გზა
სიკვდილისა .
პირველი გზით მცირედნი მიდიან. ამ ადამიანებს სულიერი ჰარმონია
დაბადებიდან აქვთ მიცემული . მათ არ იციან, სიკვდილის საშინელება , რადგან ეს საშინელება უკვე დაამარცხხებულია მათ გულში მსუფევი ჰარმონიისაგან. მაგალითისთვის შეიძლება პუშკინი
გავიხსენოთ
უმრავლესობა ტოლსტოისა და დოსტოევსკის გზით მიდიან ამ
გზაზე. პირად ,,ოსანასთან" მოდიან არა მხოლოდ ,,ეჭვებითა და მერყეობით " არამედ
ასევე აუტანელი , სიკვდილის მტანჯველი შიშით .
რათქმაუნდა
, ამ გზით მავალთა უმრავლესობა ბოლომდე ვერ გადის სარბიელს , ვერ გამოდიან აქედან როგორც ტოლსტოი და დოსტოევსკი
, ნათელი და სულის მხრიარული მდგომარეობით
, არამედ შუაგზაში იჭედებიან და რჩებიან, იმიტომ, რომ ,, უდროობა", იმიტომ , რომ
,,შვილებს უნდა ასწავლონ გიმნაზიაში“, იმიტომ, რომ ,,უსიამოვნებათა მთელი კასკადი“
და ა.შ..
მაგრამ ის ვინც ბოლომდე აღწევს, აუცილებლად ,,იმარჯვებს
„ სიკვდილზე .
აი, ამიტომ არ უნდა განაგდოს ადამიანმა სიკდილზე ფიქრი , როგორც ავადმყოფური და ერთგვარად ,,პირქუში მდგომარეობა"
. ის უშიშრად უნდა ზრახვიდეს სიცოცხლის ბოლომდე . ვინაიდან თუ ის ვერ გაიმარჯვებს ამ
სიტყვაზე , იგი მისი სულიერი ცხოვრების განმავლობაში
ვერასოდეს ვერ დადგება მყარ და მტკიცე საფუძველზე .
აზრი სიკვდილზე და მის უაზრობაზე ( უშინაარსობაზე) ბავშვებს
ხშირად ძალიან ადრე მოსდით ხოლმე . ეს პირადი
გამოცდილებით ვიცი . ( უშუალოდ მეც ჯერ კიდევ
სიყრმის ასაკში , არაერთხელ მიფიქრია სიკვდილზე, როგორც საშიშსა და გარდაუვალ მოვლენაზე.
წარმომიდგენია როგორ ვხუჭავ თვალებს და ადამიანები მიყურებენ და სულ მაინტერესებდა
რას ვიგრძნობდი ამ დროს მე , რამდენად შევძლებდი
იმ ადამიანების ხმის გაგონებას ვინც ჩემზე იტირებდნენ . მ.მ) .
მე სიკვდილზე პირველად შვიდი წლის ასაკში დავფიქრდი
. და პირდაპირ უნდა ითქვას , რომ მძლავრი
ჩემი იმდროინდელი განცდებიდან პირველი ეს განცდა იყო ყველაზე მეტად დაძაბული
, ხოლო განცდები მე ბევრი მქონდა.. იყო პერიოდები
, როდესაც სხვაზე არაფერზე შემეძლო ფიქრი
.
ეს ასე მოხდა :
ბაღში მარტო ვთამაშობდი , ტოტებისაგან და ბალახებისაგან პატარა ქოხი გავაკეთე და წარმოვიდგინე , რომ დაუსახლებელ -უკაცრიელ კუნძულზე
ვიყავი და თავი კარგად ვიგრძენი . ჩემს მიერ მოგლეჯილი ბალახები სურნელებას გამოცემდნენ
, თითოეულ მათგანში მზე კაშკაშებდა , გარშემო ყველაფერი ლივლივებდა , მოძრაობდა და
მელოდიას გამოსცემდა .
და გავიფიქრე : დიდები
რატომ არ თამაშობენ ,,უკაცრიელ კუნძულობანას" ? მათ რატომ ურჩევნიათ უფრო მეტად
იჯდნენ დიდ ოთახებში , მოწიონ სიგარეტი და
ისაუბრონ , ისაუბრონ და ისაუბრონ დაუსრულებლად სხვადასხვა თემებზე ?
,,როდესაც მე გავიზრდები, - ვფიქრობდი მე , - ვიცხობვრებ როგორც პატარა . და ამგვარად მუდამ ვიცხოვრებ . დიდები ასე არ ცხოვრობენ, მე კი
- ვიცხოვრებ ".
და მე ცრემლებამდე სიხარული მომგვარა იმის ფიქრმა, რომ
,,ყოველივე ასე იქნებოდა მუდამ". და მექნება მე პატარა ქოხი , და ბალახიც ამგვარად
იკეთილსურნელებს , მზეც იკაშკაშებს , ჩიტები იჭიკჭიკებენ და ფუტკრები იბზუილებენ ბალახებზე
.
,,არა, მუდამ ასე ვერ იქნება" - გავიფიქრე მე
და მოულოდნელად ვიგრძენი მკერდის შგნიდან ჩემში აუტანელი
სიცივე და სიმძმე .
,,სამუდამოდ ? ეს ხომ დასრულდება . რადგან სიცოცხლე
დასრულდება .. ესეიგი არა სამუდამოდ“.
ეეჰ მე ეხლაც არ შემიძლია ცრემლების გარეშე გავიხსენო
, უცებ ყველაფერი როგორ შემებრალა , ქოხი , ბალახები , მზე და ცა . არა, მე არ უნდა მოვკვდე, ხოლო ეს ყოველივე
კი გაქრება და არასოდეს, არარასოდეს იქნებიან
ისინი . როგორ გაოცდებოდნენ ,,უფროსები"
მათ რომ ჩემს ქოხში შემოეჭყიტათ. რადგან მე მთელი ძალით ვიხუტებდი მოგლეჯი ბალახებს
, ვკოცნიდი მათ როგორც გარდაცვალებულთ და გონებისდაკარგვამდე ვტიროდი .
მთელი ზაფხულის განმავლობაში რაც არ უნდა მეკეთებინა
და მესაუბრა , ვფიქრობდი მხოლოდ ერთზე : ,, ეს ყოველივე დასრულდება, ეს მუდამ არ გაგრძელდება"
.
რას შეეძლო მაშინ ჩემი ნუგეშსცემა ? მხოლოდ ერთადერთ სიტყვას - უკვდავებას და მარადიულობას.
მაგრამ მე მაშინ, ჯერ კიდევ არ შემეძლო ამ სიტყვების
წარმოთქმა მისი სრული გააზრებით.
ერთიღა დამრჩენოდა - მიმემართა ბებიისათვის , მაგრამ
როგორ ვკითხო მას ამის შესახებ? - ვფიქრობდი მე . მრცხვენოდა ჩემი ,,საიდუმლოს"
გამხელა . ბოლოს მოვიკრიბე ძალა, მივუცუცქდი
მას და შორიდან დავიწყე :
-
ბებია , მე ბაღში მინდორზე პატარა ქოხი ავაშენე .
-
იცი, რომ შეიძლება
გაცივდე?ვინაიდან ნამიანია ბალახი .
-
ბებია მე ქოხის
შიგნით ხის ტოტები დავაგე . ის უკვე სრულიად გამხმარიყო. ისე რატომ გახმა?
-
მოწყვეტის შედეგად
გახმა .
-
ცოდოა ბებია.
და მე ვიგრძენი ჩემი ფარული გრძნობებისაგან
ცრემლი იწყებს დენას თვალებიდან . ბებია ყურადღებით
მიმზერს და მეუბნება.
-
უკვე ძილის დროა,
დაღამდა .
-
ბებია ჩვენც მოვკვდებით
არა?
-
კი მოვკვდებით
....
-
მამაც მოკვდება?
-
რათქმაუნდა .
-
მეეტლეც ?
-
კი, მეეტლეც..
-
შეენც ბებია?
-
და მეც მოვკვდები
და დამასაფლავებენ . მოხვალ ხოლმე ჩემს საფლავზე?
-
მოვალ , ჩურჩულით
წავილუღლუღე და უფრო და უფრო მეტად ვეხუტებოდი ბებიას და მდუღარე ცრემლი მდიოდია .
ბებია შეშინდა
და ჩემი დამშვიდება დაიწყო , მეუბნებოდა , რომ ის ,,ხუმრობდა“ , მაგრამ მე უკვე ვიცოდი , რომ ,,ყველა მოკვდებოდა“
.
ეს იყო ჩემი სულის პირველი ჭრილობა , რომელიც გარკვეული
დროის გასვლის შემდეგ მომიშუშდა. თუმცა რამოდენიმე წლის გასვლსი შემდეგ კვლავაც მახსენებდა
თავს , ამა თუ იმ ფორმით , ამათუ იმ ძალით , მოგონება სიკვდილის შესახებ, რომელიც წარმოიშვება ხოლმე ბავშვის სულში . და ეს სულაც
არარის ცუდი, დაე იტირონ , ვინაიდან ოდესღაც ისინი გაიხარებენ .
სიკვდილი ისეთი ფაქტია , იმან კი არ უნდა გაგაკვირვოს , რომ ადამიანები ,,ხანდახან" ფიქრობენ ამაზე , არამედ იმან
, რომ ძალიან ცოტას ფიქრობენ მასზე . როგორც
სიტუაცია გვანახებს , ან უნდა გაიმარჯვო მასზე
უკვდავების რწმენით , ან არასოდეს გაიღიმო
და გაიცინო ცხოვრებაში , მხოლოდ დაჯდე და დაელოდო
საშინელ აღსასრულს .
,,მაგრამ ჩვენ არაგვიშავს , ეს ჯერ შორს არის , ჩვენ ხომ ჯერ კიდევ მთელი
50 წლის ცხოვრება წინ გვაქვს“ გაიფიქრებენ
მავანნი !
ხანდახან ეუბნებიან ადამიანს ,,ჩვენ ყველანი მოვკვებით“ და ,,თქვენც მოკვდებით
„ ,მაგრამ მას გონია რომ ეს მასთან არანაირ კავშირში არ არის .
არა კავშირშია, უფალთანაც და ყველა დანარჩენთანაც .
აღსასრული
, რის შემდგომაც არაფერი არსებობს , ყოველივეს უაზროს ხდის რაც მანამდე იყო
( არსებობდა) . და თუ თქვენ არა გონებით ,
არამედ მთელი თქვენი არსებით გრძნობთ , რომ რასაც ცხოვრება ქვია - არ არის საზრისს
მოკლებული , მაშინ თქვენ უნდა იგრძნოთ ასევე
შემდეგი : არავითარი დასასრული არ არსებობს , არსებობს ახალი მყოფობა ახალ ფორმებში
.
მარადიულობა -
აი სასიხარულო , დიდებული სიტყვა , რომელსაც ძალუძს ადამიანის სულის დამშვიდება
.
გოლგოთა :
ქრისტეს თვალებში წუხილი იყო , მაგრამ მათში მწვანე
გალილეა ირეკლებოდა . წუხილი და ,,მწვანე გალილეა“ შეერთდნენ მასში არა მონაცვლეობითი თანმიმდევრობით
, არამედ გარკვეული ერთობით ; ჩვენს ფსიქიკაში - ეს არის რეზულტატი ჩვენი უუნარობისა
მუდამ ვიყოთ შინაგან კონცენტრირებასა და მზადყოფნაში
. ( წმ თეოფანე დაყუდებული ბრძანებს
: ქრისტიანი მუდამ მოჭიმული მშვილდივით უნდ
აიყოს, არ უნდა მოეშვასო. მ . მ ) .
მწუხარებისა და სიხარულის ერთობა ქრისტიანობაში , პირიქით
არის ნიშანი უმაღლესი აბსოლუტური ძალისა . აპოკროფული გადმოცემის მიხედვით მოციქული პეტრე ,, მოტირალთან ტიროდა და
მოხარულთან მხიარულობდა " . და ეს არა იმიტომ , რომ ის ან ტიროდა ან იცინოდა
, არამედ იმიტომ რომ მის რელიგიურ ცნობიერებაში ცრემლსაც და სიხარულსაც მუდამ შეეძლო
ეპოვნა ცოცხალი გამოხმაურება . ვინაიდან ცრემლიცა და სიხარულიც მისი გოლგოთისეულ ქრისტიანობაში განუყოფელი ერთობით მყოფობდნენ . ქრისტეს სწავლებაში მცნებები გარვეული
ურთიერთსაპირისპირო მოწოდებებით ხასიათდება . ერთის მხრივ ,, აირღე ჯვარი შენი " და მეორეს მხრივ ,,მარადის გიხაროდენ " , მაგრამ გოლგოთა ცოცხალი
აღსრულებაა მთელი ქრისტიანობისა ერთ აქტში . ეს ერთგვარი სინთეზია მთელი ქრისტიანობისა
. ამიტომ გოლგოთის ჯვარი თავის თავში აერთიანებს იმდროინდელი გაგებით
სამარცხვინო ტანჯვა-წამების იარაღებს , რომლითაც
მაცხოვარმა სამყაროში გაუგონარი გამარჯვება აღასრულა ,,სიკვდილსა და ცოდვაზე
" . და ამგვარად გააერთიანა ერთის მხრივ დიდი მწუხარება ჯვარცმული ღმერთისა და
უდიდესი სიხარული და გამარჯვება მისივე მკვდრეთით აღდგომისა . ჯვარზე გაკრული იყო ღმერთკაცი ,მაგრამ სამყარო ძლეული
იყო . მართალი შერცხვენილი იყო ამგვარი სიკვდილით , მაგრამ კაცობრიობა გამოსყიდული
. აი რატომ არ უნდა ქონდეს ადგილი მწუხარებას და ისტერიულ მოთქმას ქრისტეს ჯვარცმის ქვეშ .
მე ვამტკიცებ , რომ ლოგიკური დასკვნა მთელი ჩვენი ცხოვრებიდან
- ან სისულელე და უაზრობაა , ან გოლგოთის რწმენა
და იმ განსაკუთრებული ფსიქოლოგიის მიღება ,
რომელიც იძლევა ძალას ერთ ცხოვრებისეულ ჯაჭვში ცრემლისა და სიხარულის შეერთებისა
. მესამე გამოსავალი რომლისაკენაც მრავალნი მიემართებიან , - არა გამოსავალია
, არამედ უგუნური სიზმარი , რომელიც ცოცხალ ადამიანებს მოძავ მარიონეტებად აქცევს
. არ ვეძლევი რთულ განსჯას იმის შესახებ, თუ რა არის ,,ტანჯვა" , არამედ
ვიღებ რა მას როგორც უბრალო ფაქტს , მე ვგრძნობ , რომ თუ შესაძლებელია შევეწინააღმდეგო
და არ განვიცადო პირადი ტანჯვა , მაშინ ზოგადად ადამიანური ფსიქოლოგიის მიხედვით შეუძლებელია გაქცევა
თანაგრძნობისაგან და თანალმობისაგან მაშინ,
როდესაც სხვები ( ახლობლები) იტანჯებიან . შესაძლებელია დახუჭო თვალები და ცხოვრება
დახუჭობანის თამაშად აქციო , მაგრამ თუ გულწრფელობა
,პატიოსნება და სიმამაცე გაგაჩნია , რომ თვალებში
ცახედო სამყაროსეულ მწუხარებას, ტანჯვას და განსაცდელებს , ასევე წარმოიდგინო მთელი სინამდვილით ის , რაც ყოველწამიერად ხდება ჩვენს მიწაზე , არ შეიძლება
,,ნორმალურ" ადამიანად დარჩე . მხოლოდ 1 საათის განმავლობაში დედამიწაზე ათასობით
ადამიანებს კლავენ ( თავად ადამიანები)
, ძალმომრეობენ ბავშვებზე , ამახინჯებენ
ადამიანების სულებს . და თუკი თქვენ თქვენივე წარმოსახვის ძალით დასხდებით თქვენსავე
პატარა ოთახებში და წარმოიდგენთ მკვლელობის
, ძალადობის და ყველა სხვა საშინელებათა რეალიების სცენას როგორც თქვენს თვალტა წინაშე მომხდართ , თქვენ მიღებული
განცდებისაგან და ემოციებისაგან ჭკუიდან შეიშლებით . ან უბრალოდ
იტვირთავთ ჯვარს , ახვალთ გოლგოთაზე და მას ქრისტეს ჯვრის გვერდით
ჩაასობთ და გახდებით მისი თანამონაწილე იმის
განცდით, რომ მონაწილეობთ დიდებულ მოვლენაში ,
რომელიც ადამიანურ სიკვდილს და მის აღდგომას აერთიანებს .
მე არ ვიჩემებ , მხოლოდ
ხაზს ვუსვამ იმას , რომ გოლგოთის რწმენა საჭიროა ,
სხვა შემთხვევაში კაცობრიობა უაზრობად გადაიქცევა . უარყოფთ გოლგოთას ?
- მაშინ ან იმ უგუნურებად გადაიქცევით , რომლებიც
ვერაფერს ხედავენ , ვერაფერს გრძნობენ , არაფერი
არ სტკივათ და აწუხებთ მსგავსად უსულო მანეკენებისა და უპიროვნო ნახევრადადამიანებისა
, ან გააღეთ თქვენი პატარა ოთახის კარები სადაც კაცობრიობის კვნესისა და მოთქმის გასაგონად
, ხოლო თქვენ გონებაცდომილნი გაიქეცით სამყაროს მეორე კუთხეში . მიიღეთ გოლგოთა
- და დაე ნუ მიეცემით გლოვას და თავის
ისტერიულ რტყმას გოლგოთის ჯვარზე , არამედ ირწმუნეთ მთელი თქვენი არსებით , რომ სიკვდილი უკვე ძლეულია , რომ სამყარომ მიიღო
ძალები თავისი გადარჩენისათვის , - და საჭიროა
მხოლოდ ამ ძალების გამოვლინება . და
მაშინ ნუ გაგიჟდებით , არამედ სერიოზულობით ,
ღრმა სიხარულით სადაც ცრემლი და სიხარული საოცრად შეერთდნენ - მიეახლეთ სიცოცხლეს , თქვენი ცხოვრებისეული ღვაწლის
აღსასრულებლად . თუკი თქვენ ნამდვილად ირწმუნებთ გოლგოთას - სხვათა ტანჯვისა და განსაცდელის
დანახვისას თქვენ სასოწარკვეთილნი არ შემოირტყავთ თავზე ხელებს და არც საკუთარი წარუმატებლობები
და პრობლემები არ მოგეჩვენებათ ,,მოწამეობად " , არამედ თქვენ შეძლებთ ღრმა თანაგრძნობას ტანჯულთადმი
და იმავ დროს შეაკავშრებთ რა ამ წამს მარადისობასთან , კერძოს - საერთოსთან , ინდივიდუალურს ზოგადსაკაცობრიოსთან , მიწიერს
- კოსმიურთან და სიკვდილს - აღდგომასთან ,
თქვენ აღმოაჩენთ თქვენში ღვთაებრივ ენერგიებს იმისათვის , რომ არ დაეცეთ ამ უზზარმაზარი სამყაროს მწუხარებების
ქვეშ , არამედ პირიქით , თქვენ შეძლებთ ამ
ბრძოლაში მათთან ერთად გამარჯვების მოპოვებას.
რწმენა გოლგოთისა გაგებული არა როგორც სასჯელი , არამედ როგორც გამარჯვება ყველაზე საშინელ ,,სამყაროსეულ
სასჯელზე" , სიკვდილზე - ადამიანს უვნებოს
ხდის ხორცის სიამოვნებაზე მონური მიჯაჭვულობისაგან
განთავისუფლებით , ხოლო გულგრილს ყველა პირადი წარუმატებლობისადმი , ძლიერს და შეუპოვარს სამყაროსეულ ბოროტებასთან ბრძოლაში , ყველა
მის უსაზღვრო გამოვლინებებში .
ჯვარი
- სიმბოლოა არა სამგლოვიარო და ტანჯვის რელიგიისა,
არამედ გამარჯვებისა და აღდგომის რელიგიის , მან შეაერთა ,, დაბნელებული ცის"
მწუხარება და ,,მწვანე გალილეის" სიხარული .
ავტორი : დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .
მთარგმნელი : მიქაელ მთაწმინდელი .