ჭეშმარიტად საშინელია საკითხი მარადიულ ტანჯვაზე . მაგრამ უნდა აღინიშნოს , რომ მთელი სირთულე ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ დამახინჯებულ , გამიწიერებულ ცნობიერებასა და წარმოდგენაში იმალება . სიტყვა ,,ტანჯვაში" ჩვენ ვგულისხმობთ ხორციელ ვნებას , რომელსაც ადამიანი ამ ცხოვრებაში განიცდის . უნდა ითქვას , რომ ,,მარადიული ტანჯვა" სრულიად სხვა რამ არის, ვიდრე ეს უკანასკნელი . ეს არ არის სასჯელის გარეგანი სახე , არამედ იგი არის გარდაუვალი შედეგი სულის ცოდვილი მდგომარეობისა , რომელმაც საბოლოოდ შეიყვარა ბოროტება , მისით განიმსჭვალა და აირჩია ღვთის მიღმა მყოფობა . ეს არ არის არც ფიზიკური ტკივილი და არც სულიერი ტანჯვა ( იგივე მიწიერი გაგებით მ.მ) , როგორც ჩვენ გვსმენია , არამედ სრულიად სხვა მდგომარეობა , რომელიც მარადიულ სიკვდილად იწოდება . ეს მდგომარეობა იმიტომ კი არ დაუდგება ადამიანს, რომ უფალი არ მიუტევებს მას ცოდვებს , არამედ იმიტომ რომ თავად ადამიანები საკუთარი თავისუფალი ნებით ინებებებენ ღვთის გარეშე, მის მიღმა მყოფობას .
ღმერთმა ყოველივე გააკეთა იმისათვის , რომ ადამიანებს შეძლებოდათ ცხონება .მან ყველა საშუალება მისცა ადამიანს ამის განსახორციელებლად , ვინაიდან მიუხედავად მისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობისა, მას არ ძალუძს ადამიანის თავისუფალი ნების უგულებელყოფა თავისი ნების უხეშ ჩარევით, მას არ ესათნოება ძალით გახადოს ადამიანი მისი ღვთაებრივი ბუნებსი თანაზიარი . გარდაცვალების შემდეგ ჩვენთვის უცნობი პროცესით მიმდინარეობს ადამიანის საბოლოო თვითგამორკვევა ბოროტებისა და სიკეთისაკენ სწრაფვაში , რომელიც გაგრძელდება ,,საშინელ სამსჯავრომდე" - ამიტომაც ეკლესიის ლოცვები ქმედითნი არიან გარდაცვლილთა მიმართ . ხოლო ,,საშინელი სამსჯავროს" შემდეგ , როდესაც ადამიანის სული მოახდენს მისი ნების საბოლოო განსაზღვრას და მიიდრიკება სიკეთისაკენ ან ბოროტებისაკენ , შედეგად ამ არჩევანისა იგი განისაზღვრავს ადგილს იყოს მარადიულად უფალთან თანაზიარებაში თუ მის მიღმა, რაც ნიშნავს ბოროტების არჩევას , ამგვარი არჩევანის ადამიანები კი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელ და წარმოუდგენელად საშინელ მდგომაროებაში , მარადიულ სიკვდილში იქნებიან . ღმერთი ყოველივეში იქნება. მთელი ყოფიერება ღვთის უხრწნელ სუფევაში დაივანებს და ყოველივე უპირობო ჰარმონიაში მოვა , ხოლო ის რაც უფლის მიღმა იქნება , იარსებებს არა როგორც სიცოცხლის მყოფობა , არამედ ყოფიერების( სიცოცხლის) უარყოფა . რაც ნიშნავს კიდეც მარადიულ სიკვდილს .
დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .
თარგმანი : მიქაელ მთაწმინდელი .